განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
020100118002759714
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002759714

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/623-18 30 მაისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თ----- აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი მ---------------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული ბ-----------------------------------------–-------–-–----------------------------–----------–---------------------------------------–-----------------------------------–--------------------–--------------------–--------------–----------------------------------------------------------–--–------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

2.2. ადვოკატი ფ--------------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2018 წლის 2-----------ს, დღის საათებში ქ. ზუგდიდში, ბ-------ს პირველი შესახვევი, N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფმა ბ------------მ მეუღლეს - მ----------------ს, რომელთანაც იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მ----------------ს არასრულწლოვანი შვილების - ა-–--–---------სა და თ-------------ს თანდასწრებით რამდენჯერმე დაარტყა ფეხი და მუშტი სახისა და სხეულის სხვა ნაწილებში, რის შედეგადაც მ----------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

ბრალად წარდგენილი ქმედება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა

 

ბრალდების მხარე ბრალდებას აყრდნობს მოწმეების: თ--------------ს, ც---–---------ს, გ---------------ს, დ----------------ს, პ-----------–-------ს, ჟ-------------ს, ბრალდებულის ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, დაბადების მოწმობის ასლს, ქორწინების სააქტო ჩანაწერს.

წარმოდგენილ მტკიცებულებათაგან სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე გ---------------ს ჩვენების თანახმად, შეტყობინება შევიდა, მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა დაზარალებული, უთხრა, რომ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, რის შემდეგაც წავიდა, 3 წუთი წიხლებით ცემდა, რის გამოც იტკიებდა სხეულის სხვადასხვა ნაწილს.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ც---–---------ს ჩვენების თანახმად, 2-----------ს 4 საათზე შემოესმა ბავშვის კივილი, დედა ცემაო მამამ და გვიშველეთო. ბრალდებული შემოხვდა კარებთან. დაზარალებული ტიროდა. ბრალდებული მთვრალი იყო. დაზარალებულმა უთხრა, უმიზეზოდ მცემაო ბრალდებულმა წიხლით და წელს იტკიებდა. ბავშვები აივანზე იდგნენ. დაზარალებულმა თქვა, თმები მომპუტა, წიხლი მირტყაო, წელზე იკიდებდა ხელს. ბავშვიდან 2 საწოლში იყო და იქ ტიროდნენ, 2 - გარეთ იყო.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე პ-----------–-------ს ჩვენების თანახმად, 2-----------ს 112-დან შევიდა შეტყობინება. მ---------------- ითხოვდა დახმარებას. ბ-------ს ჩიხი იყო, მივიდნენ. დაზარალებულმა თქვა, ძალადობა მოხდაო. ბრალდებული მისულა მთვრალი, დაუწყია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ფეხით და ხელით. დაზარალებული შეშფოთებული, განერვიულებული იყო, გვერდებს იტკიებდა. ბრალდებული წასული იყო. 4 მცირეწლოვანი შვილი იყო იქ. მეზობლებიც იყვნენ.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის ჩვენების თანახმად, ნასვამი იყო, მივიდა სახლში, ბავშვები შემოეგებნენ, მანდარინი მიიტანა. მეუღლეს სთხოვა ყავის ადუღება. გულმოსულმა მეუღლემ უთხრა, სადაც დალიე, იქ აგიდუღონო. გამოვიდა გარეთ. დაბრუნდა, მეუღლეს უპასუხა, რა დღეში ხარ, ხალხს ესმისო. გამოვიდა, ჩაამსხვრია ფანჯრები გამოსულმა და გავიდა გარეთ. 2 საათი ქუჩაში იყო. დაღამდა, უკან დაბრუნდა და დააკავეს. არ დაურტყამს ცოლისთვის. 2 შვილს: ნ---ს და თ-----ს ეძინა. თ-----ს და ა-–--–-ს დააკავა მანდარინი. ბავშვები იყვნენ გარეთ, სახლში არ შესულან. შელაპარაკება სახლში მოხდა. გარეთ გამოსვლისას უთხრა მეუღლემ ცუდი რაღაცეები. გაბრაზებულმა ჩალეწა მინები, მეუღლეს შეაგინა. მეუღლემ რომ მოაძახა, შებრუნდა სახლში და შიგნიდან ჩალეწა მინები. მინების ჩალეწვის მერე შევიდნენ შიგნით ბავშვები.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე დ----------------ს ჩვენების თანახმად, გამოკითხა არასრულწლოვნები. ესწრებოდნენ სოციალური მუშაკები და გარეშე პირები - მეზობლები, რადგან მოწმეებმა არ იცოდნენ წერა-კითხვა. ბავშვებმა თქვეს, რომ შეესწრნენ ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე ძალადობას. მშობლები ხშირად ჩხუბობდნენ, მამამ ცემაო დედა.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე თ--------------ს ჩვენების თანახმად, გამოკითხა დაზარალებული, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ამოიღო ტანსაცმელი, დანიშნა ექსპერტიზა, გამოკითხა მოწმეები, ბრალდებულს წაუყენა ბრალი, გამოკითხა, აიღო ნიმუშები, მოწმეებს განემარტათ უფლებები. დაზარალებული ამბობდა, რომ ნასვამმა ბრალდებულმა ითხოვა ყავის ადუღება და გავიდა გარეთ. შინ მობრუნება სთხოვა, რაზეც ბრალდებული გაბრაზდა და შეურაცხყოფა მიაყენა, ხელებს და ფეხებს ურტყამდა და ტკიოდა. ამას შეესწრნენ შვილები. ბრალდებულიც ნაწილობრივ ადასტურებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ჟ-------------ს ჩვენების თანახმად, დაზარალებული, ბავშვები და ც---–--------- იყვნენ სახლში. შევიდა, რადგან ბავშვები ხმაურობდნენ ეზოში, ტიროდნენ. დაზარალებული ტიროდა. დაზარალებულმა უთხრა, წავჩხუბდითო ბრალდებულთან და ბრალდებული წავიდაო. დაზარალბულს არ უთქვამს, რომ ბრალდებულმა ცემა და ამიტომ იტკიებდა სხეულს. მოწმემ შემდგომ განაცხადა, რომ დაზარალებულმა უთხრა, ხელი დამარტყაო ბრალდებულმა, რასაც ბავშვებიც შეესწრნენო.

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება ძალადობაში. ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები: თ--------------, გ---------------, დ----------------, პ-----------–-------, რომლებმაც აღწერეს და დაადასტურეს მათ მიერ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება: შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების გამოკითხვა, ბრალდებულის დაკავება და სხვა. არც ერთი მათგანი არ არის ქმედების შემსწრე პირდაპირი მოწმე, არამედ გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მოყოლილ ინფრომაციას. ასევე სასამართლო სხდომზე დაკითხული მოწმეები: ჟ------------- და ც---–---------ც გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ და არასრულწლოვანი მოწმეების მიერ მათთვის მოყოლილ ინფრომაციას. მათ უშუალოდ არ უნახავთ ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მოწმეები ეყრდნობიან დაზარალებულის და არასრულწლოვანი მოწმეების ნათქვამს, მაგრამ ინფორმაციის არც ერთი პირველწყარო ამ სიტყვებს სასამართლო სხდომაზე არ ადასტურებს.

ამდენად, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილია მოწმეების ჩვენებები, რომლებიც უთითებენ მხოლოდ დაზარალებულის და არასრწულწლოვანი მოწმეების მიერ გამოკითხვამდე ან გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციაზე, მათ უშუალოდ არ უნახავთ ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. მნიშვნელოვანია, რომ ქმედების უშუალოდ შემსწრე მოწმეებმა, რომლებზეც უთითებენ მოწმეები პირველწყაროდ, ისარგებლეს საქართვლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს მოწმეებისთვის მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმეების მიერ მიცემული ინფორმაცია არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს შემდეგ მიზეზთა გამო: მოწმეების მიერ მითითებული ინფორმაციის პირველადი წყაროები სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან და მათ არ დაუდასტურებიათ მოწმეების მიერ გადმოცემული ჩვენების შინაარსი და ამ ინფორმაციის ნამდვილობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნულმა მოწმეებმა ირიბ მოწმეებს მიაწოდეს იფნრომაცია მანამ, სანამ გამოიკითხებოდნენ ანუ მანამ, სანამ მოხდებოდა მათი გაფრთხილება პასუხისმგებლობაზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის, რის შესახებ გაფრთხილებაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს.

მოცემულ შემთხვევაში ეს მექანიზმი გამოყენებული არ არის, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ შეუძლებელია სანდოობის მაღალი ხარისხით დაადგინოს, თუ რამდენად უტყუარია პირდაპირი მოწმეების მიერ ირიბი მოწმეებისთვის მიცემული ინფორმაცია, ვინაიდან პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების შემდეგ შესაძლებელია ინფორმაციის პირველწყარომ არ ისურვოს ამ შინაარსის ინფორმაციის მიწოდება გამოძიებისთვის.

ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანამხად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა, რომ თავად ირიბი მოწმეების მიერ მითითებულმა ინფრომაციის წყაროებმა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, რის გამოც აღნიშნული ირიბი მოწმეების მიერ მიცემული ჩვენება რაიმე პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდება, ამდენად მოწმეების ჩვენება ვერ იქნება გაზიარებული. მით უფრო, რომ გამოძიებლები, რომლებმაც სასამართლოს უთხრეს, თუ რა უამბეს მათ გამოკითხვისას მოწმეებმა, არიან საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირები და დაინტერესებულნი არიან მათ მიერ შედგენილი ოქმის სისწორის დადასტურებით. მათ მიერ გადმოცემული მოწმეების მონაყოლი ვერ მიიჩნევა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად, ვინაიდან საპროცესო კოდექსი აძლევს მოწმეს ოჯახის წევრის მიმართ წარმოებულ საქმეზე ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია ასევე მოწმის გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნებაც. ამასთან, ამ გამოკითხვის ოქმის სისწორეს არ ადასტურებს ინფორმაციის მიმწოდებელი პირი. ეს ყველაფერი სისტემურად იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული პირისგან, რომელმაც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, სასამართლო ვერ მიიღებს ვერანაირ ინფორმაციას წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, შეუძლებელია სასამართლომ სარწმუნოდ და საკმარისად მიიჩნიოს გამომძიებლის ირიბი ჩვენება, რომლის სისწორესაც არ ადასტურებს პირდაპირი მოწმე, რომელსაც კანონი აძლევს ამის უფლებას.

ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

იმავე საკითხზე მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნება მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას და ამასთან, თუ ირიბი ჩვენება არ იქნება განაჩენის არსებითი ან ერთადერთი საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom; ასევე გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and others v. The United Kingdom). ამდენად, ირიბი ჩვენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, როგორც გამოქვეყნებული განცხადება, ასევე ირიბი მოწმის ჩვენება არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რასაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას. აღნიშნული მტკიცებულებების მხედველობაში მიღების გარეშე კი, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი სხვა რელევანტური მტკიცებულებები უშუალოდ ქმედების, მისი სუბიექტის შესახებ, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა შეუძლებელია.

ამდენად სასამართლოზე არ ყოფილა წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც მიანიშნებდა ბრალად წარდგენილი ქმედების ბრალდებულის მიერ ჩადენას.

 

3.2. რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, შედეგის დადგენა და მიზეზობრივი კავშირის გარკვევა მოცემულ შემთხვევაში არარელევანტურია.

 

3.3 ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ძალადობის განხორციელება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრი მიმართ.

იმ პირობებში, როცა ბრალდებულის მიერ დანაშაულის შემადგენლობის განხორციელება არ დასტურდება, მაკვალიფიცირებელი გარემოების გარკვევა არარელევანტურია.

 

4.სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. ქმედების ობიექტური შემადგენლობა, განსახილველ შემთხვევაში გამოიხატება, მოქმედებაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ძალადობის ჩადენას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ------------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

ბ------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გამართლებულ ბ------------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია