გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.05.2019
საქმის ნომერი
330310019002801772
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/166-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელეები - ირ--- არ---–--–--

წარმომადგენლები - მა--- ჩა-------, გი------ ობ---–---

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ეკ- მე----–-–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უარი ირ--- არ---–--–--ს ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.

 

1.2. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-ნონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ირ--- არ---–--–--ს ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კ-ნონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კ-ნონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სამინისტრომ გამოიკვლია ყველა არსებითი გარემოება და ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

მოსარჩელე ირ--- არ---–--–-- არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 17 მარტის N2- ოქმის მიხედვით, ქ. ზუგდიდში, ჭა-------- ქ. N--ში მდებარე, ყოფილი ,,ს-------“ N1 და N2 შენობა არის ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი. ამავე ოქმში მითითებულია, რომ მოსარჩელე ირ--- არ---–--–-- და მისი ოჯახის წევრები არ ცხოვრობენ ზემოთ მითითებულ მისამართზე.

საქმეში წარმოდგენილი, 2017 წლის 25 იანვრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების ოქმებში ჩამოთვლილია ქ. ზუგდიდში, ჭა-------- ქ. N--ში სამ სართულიან და ორ სართულიან სახლებში მუდმივად მცხოვრები დევნილი ოჯახების სია, სადაც არ არის მითითებული მოსარჩელე ირ--- არ---–--–--ს ოჯახი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 08 ოქტომბრის N0-------ს წერილით, ირ--- არ---–--–--ს განემარტა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით (ოქმი N2-), ქ. ზუგდიდში, განსახლების მიმდინარე ეტაპის ფარგლებში, მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად, მუდმივად არ ცხოვრების გამო უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი, 2019 წლის 18 აპრილს ნოტარიულად დამოწმებული განცხადების მიხედვით, ფრიდონ ჯოლოგუა და თინათინ ახალაია ადასტურებენ, რომ 2017 წლის 25 იანვრის ოქმში აღნიშნული ათი ოჯახის გარდა, ქ. ზუგდიდში, ჭა-------- ქ. N--ში (ყოფილი ს------- შენობა) 1998 წლიდან დღემდე მუდმივად ცხოვრობენ მუ----- არ---–--–--სა და ირ--- არ---–--–--ს (ოთხი სული) ოჯახები.

 

საქმეში წარმოდგენილი, 2014 წლის 24 ივნისის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარში ირ--- არ---–--–-- მის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად უთითებს ქ. თბილისს, იუნკერთა N8-ს, ხოლო, 2016 წლის 17 ნოემბერს მის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისთვის წარდგენილ განცხადებაში დროებით საცხოვრებელ მისამართად მითითებულია, ქ. თბილისი, გლდანის მე-4 მიკრორაიონი, კორპ. N97ა, ბინა N78.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ. 12);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 17 მარტის N2- ოქმი (ს.ფ. 43-50);

- 2017 წლის 25 იანვრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების ოქმები (ს.ფ. 51-52);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 08 ოქტომბრის N0-------ს წერილი (ს.ფ. 11);

- 2019 წლის 18 აპრილს ნოტარიულად დამოწმებული დასტური (ს.ფ. 133);

- 2014 წლის 24 ივნისის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი (ს.ფ. 100-111);

-2016 წლის 17 ნოემბრის განცხადება (ს.ფ. 115);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ირ--- არ---–--–--ს სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კ-ნონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კ-ნონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კ-ნონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კ-ნონის მე-14 მუხლის საცხოვრებელ ფართობთან/საბინაო საკითხებთან დაკ-ვშირებული დავები წყდება საქართველოს კ-ნონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კ-ნონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვირტუალური ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც უარი ეთქვა ირ--- არ---–--–--ს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკ-ნონმდებლო თუ კ-ნონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კ-ნონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემასთან დაკ-ვშირებით.

 

6.2. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კ-ნონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კ-ნონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

მითითებული კ-ნონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კ-ნონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკ-როდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კ-ნონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კ-ნონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კ-ნონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კ-ნონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკ-რგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.

მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სააგენტო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკ-ცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კ-ტეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკ-ვების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან.

მითითებული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტების შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ირ--- არ---–--–-- არის იძულებით გადაადგილებული პირი.

საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 17 მარტის N2- ოქმით ირკვევა, რომ ქ. ზუგდიდში, ჭა-------- ქ. N--ში მდებარე, ყოფილი ,,ს-------“ N1 და N2 შენობა არის ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი. ამავე ოქმში მითითებულია, რომ მოსარჩელე ირ--- არ---–--–-- და მისი ოჯახის წევრები არ ცხოვრობენ ზემოთ მითითებულ მისამართზე.

საქმეში წარმოდგენილი, 2017 წლის 25 იანვრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების ოქმებში ჩამოთვლილია ქ. ზუგდიდში, ჭა-------- ქ. N--ში სამ სართულიან და ორ სართულიან სახლებში მუდმივად მცხოვრები დევნილი ოჯახების სია, სადაც არ არის მითითებული მოსარჩელე ირ--- არ---–--–--ს ოჯახი.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 17 მარტის N2- გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ირ--- არ---–--–--ს განცხადება არ დაკმაყოფილდა და განემარტა, რომ ის და მისი ოჯახის წევრები ფაქტობრივად არ ცხოვრობენ ქ. ზუგდიდში, ჭა-------- ქ. N--ში მდებარე, ყოფილი ,,ს-------“ N1 და N2 შენობაში.

 

საქმეში წარმოდგენილი, 2019 წლის 18 აპრილს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტით ირკვევა, რომ ფრიდონ ჯოლოგუა და თინათინ ახალაია ადასტურებენ, რომ 2017 წლის 25 იანვრის ოქმში აღნიშნული ათი ოჯახის გარდა, ქ. ზუგდიდში, ჭა-------- ქ. N--ში (ყოფილი ს------- შენობა) 1998 წლიდან დღემდე მუდმივად ცხოვრობენ მუ----- არ---–--–--სა და ირ--- არ---–--–--ს (ოთხი სული) ოჯახები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცდა „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმა“ – დანართი N9. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკ-ვშირებით, რომ მის მიერ დადგენილი იქნა, მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი, კერძოდ ის რომ იგი არ ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, ჭა-------- ქ. N--ში მდებარე ფართში, რადგან, საქმეში არ მოიპოვება კ-ნონით დადგენილი მონიტორინგის ფორმა, რომლითაც დადასტურდება, უშუალოდ მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტთან დაკ-ვშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფაქტი. დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შეადგინა სია იმის შესახებ თუ ვინ ცხოვრობდა მითითებულ ფართში, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ არის საკმარისი, იმის დასადასტურებლად, რომ გამოირიცხოს მოსარჩელის ქ. ზუგდიდში, ჭა-------- ქ. N--ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

 

ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ს.ს. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ცნობა მოსარჩელის ოჯახის მიერ, ელექტროენერგიის საფასური გადახდების თაობაზე 2018 წლის 1 მაისიდან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კ-ნონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კ-ნონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კ-ნონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სამინისტროს მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რამეთუ უტყუარად არ დადასტურდა, მოსარჩელის ზემოთ მითითებულ ფართში ფაქტობრივად არ ცხოვრების ფაქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შესაბამისი შეფასების შემდეგ, მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება - არსებობს თუ არა მოსარჩელესთან მიმართებაში დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საფუძველი და უშუალოდ მოსარჩელესთან მიმართებით, კ-ნონით დადგენილი პროცედურების დაცვით, გამოიკვლიოს ფაქტობრივად ცხოვრობს თუ არა მოსარჩელის ოჯახი ქ. ზუგდიდში, ჭა-------- ქ. N--ში მდებარე სახლში, რომელიც არის ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საკითხის გადაწყვეტისათვის, რამეთუ შესაძლოა აღნიშნული გახდეს მოსარჩელისათვის ხელსაყრელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კ-ნონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კ-ნონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კ-ნონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კ-ნონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კ-ნონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვირტუალური ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც უარი ეთქვა ირ--- არ---–--–--ს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე“ და უნდა დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ირ--- არ---–--–--ს ოჯახთან დაკ-ვშირებით, საქართველოს კ-ნონმდებლობით დადგენილი წესით.

 

6.4. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ირ--- არ---–--–--ს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ვირტუალური უარის ბათილად ცნობის და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გულისხმობს სწორედ აღნიშნული საკითხის შესწავლას, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კ-ნონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ირ--- არ---–--–--ს მიერ, სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და გამომდინარე იქედან, რომ კ-ნონით არ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაუბრუნდეს უსაფუძვლოდ გადახდილი ბაჟი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-10, მე-12, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ირ--- არ---–--–--ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უარი ირ--- არ---–--–--ს ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე და დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ირ--- არ---–--–--ს ოჯახთან დაკ-ვშირებით, საქართველოს კ-ნონმდებლობით დადგენილი წესით;

 

3. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

5. მოსარჩელე ირ--- არ---–--–--ს დაუბრუნდეს, მა--- ჩა------ის მიერ 2019 წლის 11 იანვრის №- საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150);

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N-) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე დავით წერეთელი