განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-434-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გ------- ნოზაძე
პროკურორი - ქეთევან სონიძე
ბრალდებული - გ------- ც--–-–---–ი
ადვოკატი - ზურაბ დალაქიშვილი
სასამართლომ ბრალდებულის პირველი წარდგენის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთევან სონიძის შუამდგომლობა №021280519005 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ გ------- ერეკლეს ძე ც--–-–---–ის (დაბადებული 12.12.1981 წელს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ჟ----–--–-------------------) მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გ------- ც--–-–---–ს ბრალი ედება მასზედ, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 28 მაისს, გ------- ც--–-–---–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა პვპ“, რასაც პირადად ინახავდა ამავე დღეს გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მინდორში 18:37 საათიდან 18:55 საათამდე პერიოდში ქვეითად გადაადგილებისას.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა გ------- ც--–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეთა: გ------- ფეიქრიშვილის, ზაზა ზანგურაშვილის, დავით ქვლივიძის ჩვენებებს, გ------- ც--–-–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმს და ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებას, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
30.05.2019 წელს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ გ------- ც--–-–---–ს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ზურაბ დალაქიშვილსა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან სონიძეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმები საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
31.05.2019 წელს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა ქეთევან სონიძემ და ითხოვა ბრალდებულ გ------- ც--–-–---–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, შემდეგი პირობებით: გ------- ც--–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა - პროკურორმა ქეთევან სონიძემ, ბრალდებულმა - გ------- ც--–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ზურაბ დალაქიშვილმა.
ბრალდებული სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს აცხადებს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულის წერილობითი განცხადებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა განაცხადა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. იგი სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს. ბრალდებულს და მის ადვოკატს საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
ბრალდებული ასევე აცნობიერებს, რომ მას აქვთ შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება. ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული. ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე შეამოწმა, რომ დასაბუთებულია ბრალდება, არსებობს ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და კანონიერი და სამართლიანია სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ამავე კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე მიიღო დამარწმუნებელი პასუხები და მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, შესაბამისად არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის III და IV ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძვლები.
ამდენად, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთევან სონიძის შუამდგომლობა ბრალდებულ გ------- ც--–-–---–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გ------- ც--–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება ,,ალფა-პვპ“ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება ინახებ გარდაბნის რაიონულ სამმართველოში).
გ------- ც--–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ იქნა გამოყენებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით, მე-20-21, 81-ე, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთევან სონიძის შუამდგომლობა ბრალდებულ გ------- ც--–-–---–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;
2. დამტკიცდეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან სონიძეს და ბრალდებულ გ------- ც--–-–---–ს შორის 2019 წლის 30 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება:
გ------- ც--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, გ------- ც--–-–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, გ------- ც--–-–---–ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
3. გ------- ც--–-–---–ი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
4. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს;
5. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან;
6. გ------- ც--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 28 მაისს 18:56 საათიდან 2019 წლის 31 მისის ჩათვლით;
7. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გ------- ც--–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება ,,ალფა-პვპ“ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
8. ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
10. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში მისი გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად;
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით დადგენილი წესით, სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება.
მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი