გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210-1-002827379
N 2/47-201-
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
3- მაისი 201- წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე ლ---- გ--–---,ნ--- შ--–--------ე,წარმომადგენელი თ---------- ფ-----ე,მოპასუხე ი--- გ-–--ე,წარმომადგენელი ე----- ტ--–----ე,დავის საგანი: თა--მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ბ-–-- გ--–--ის და--შთ ქონებაზე მდებარე ზესტაფონში, სოფელ ც----–------–ი, მემკვიდრეებად აღიარება; საჯარო რეესტრში ბ-–-- გ--–--ის და--შთ ქონებაზე მესაკუთრედ რეგისტრირებული ი--- გ-–--ესთან ერთად თა--მესაკუთრედ ცნობა და შესაბამისი ცვლილების შეტა-- საჯარო რეესტრის მონაცემებში.
მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელეთა ბაბუა ი----- გ--–--- ცხოვრობდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ც----–------–ი, რომელიც გარდაიცვალა 1--- წელს. მას ქორწინებიდან ჰყავდა ოთხი შვილი: მოსარჩელე ლ---- გ--–--ის მამა ა------- გ--–---, მოსარჩელე ნ--- შ--–--------ის დედა დ------- გ--–----შ--–--------ე, ბ-–-- გ--–--- და მოპასუხე ი--- გ--–----გ-–--ე. ა------- გ--–---ს და ბ-–-- გ--–---ს მამამ აუგოთ მამაპაპისეულ ადგილზე გვერდი-გვერდ საცხოვრებელი სახლები სადაც ისინი ცხოვრობდნენ გარდაცვალებამდე. ბ-–-- გ--–---ს ცოლ-შვილი არ ჰყავდა და ცხოვრობდა მისი ძმის ა------- გ--–--ის ოჯახთან ერთად ერთ ეზოსი და ჰქონდათ ერთიანი მეურნეობა.
ბ-–-- გ--–--- გარდაიცვალა 2--- წლის 2- მ-----ს და მისი სახლ-კარის და მეურნეობის ფლობას შეუდგა მისი ძმა ა------- გ--–---, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ კი ძმისშვილი მოსარჩელე ლ---- გ--–---. იგი ფაქტიურად ფლობდა და სარგებლობდა ბ-–-- გ--–--ის კუთვნილი ქონებით, ამიტომ ობიექტური და სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით არ მიუმართავს 6 თვის ვადაში ნოტარიუსისათვის მემკვიდრედ ცნობაზე.
20-7 წლის 17 იანვარს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს შეცდომაში შეყვანით და მოტყუებით, სავარაუდოდ სასამართლოს დაუმალა სხვა მემკვიდრეების არსებობა, N2/18 გადაწყვეტილებით აღიდგინა მემკვიდრეობის მიღების კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, მიიღო სამკვიდრო მოწმობა და ი--- გ-–--ემ საკუთრებაში დაირეგისტრი--- ბ-–-- გ--–--ის და--შთი ქონება. სამკვიდრო ქონების თა--მესაკუთრეები კი არიან ასევე ლ---- გ--–--- და ნ--- შ--–--------ე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ი--- გ-–--ემ შესაგებელით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა წარმომადგენელმა ე----- ტ--–----ემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ ბ-–-- გ--–--- გარდაიცვალა 2--- წლის 2- მ-----ს. მის სიცოცხლეშიც და მისი გარდაცვალების შემდეგაც ბ-–-- გ--–--ის და--შთ ქონებას ფლობდა და ყოველგვარ სამეურნეო საქმიანობას ანხორციელებდა თვითონ. სახლის მოსაწყობად ხის მასალა მის მიერ იყო შეძენილი. იგი პატრონობდა ბ-–-- გ--–---ს და მისი ხარჯით მოხდა დაკრძალვა. ლ---- გ--–--- და ნ--- შ--–--------ე არასოდეს დაუფლებიან ბ-–-- გ--–--ის სამკვიდრო ქონებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელეთა ბაბუა და მოპასუხის მამა ი----- გ--–--- ცხოვრობდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ც----–------–ი და გარდაიცვალა 1--- წლის 1- ა-----–ს. მისი პირველი რიგის მემკვიდრეები იყვნენ შვილები ა------- გ--–---, დ------- გ--–---, ბ-–-- გ--–--- და ი--- გ--–---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- გარდაცვალების მოწმობა;
- დაბადების მოწმობები;
- მხარეთა განმ-----ება.
3.1.2. . ა------- და ბ-–-- გ--–---ების საცხოვრებელი სახლები განთავსებულია მამა-პაპისეულ ერთ ეზოში და საკუთრებაში ცალ-ცალკე ჰქონდათ უძრავი ქონება.
ბ-–-- გ--–--ის გარდაცვალების შემდეგ მის სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ზესტაფონის რაიონის სოფელ ც----–------–ი მდებარე 0,52 ჰა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- გარდაცვალების მოწმობა;
- მიწის-მიღება ჩაბარების აქტი;
- მხარეთა განმ-----ება.
3.1.3. ბ-–-- გ--–--- გარდაიცვალა 2--- წლის 2- მ-----ს; ბ-–-- გ--–---ს ცოლ-შვილი არ ჰყავდა.პირველი რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია და მისი გარდაცვალების მომენტისათვის დარჩნენ მეორე რიგის მემკვიდრეები გარდაცვლილის ძმა ა------- გ--–---, დები დ------- გ--–----შ--–--------ე და ი--- გ--–----გ-–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- გარდაცვალების მოწმობები;
- ქორწინების მოწმობები;
- მხარეთა განმ-----ება.
3.1.4 ა------- გ--–--- გარდაიცვალა 20-7 წლის18 თებერვალს, ხოლო დ------- გ--–----შ--–--------ე გარდაიცვალა 20-6 წლის 25 თებერვალს. დ------- გ--–--- გათხოვილია და ცხოვრობდა იმავე სოფელში, ხოლო ი--- გ--–----გ-–--ე გათხოვილია ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ სვირში და ცხოვრობს იქვე ქმარ-შვილთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- გარდაცვალების მოწმობები;
- ქორწინების მოწმობები;
- მხარეთა განმ-----ება.
3.1.5. მოსარჩელე ლ---- გ--–---, დაბადებული 1-85 წლის 0- ა------ოს, არის ა------- გ--–--ის შვილი, ხოლო მოსარჩელე ნ--- შ--–--------ე, დაბადებული 1--- წლის 3- ა------ოს, არის დ------- გ--–----შ--–--------ის შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- დაბადების მოწმობები;
- მხარეთა განმ-----ება.
3.1.6 მოპასუხე ი--- გ-–--ე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 20-8 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა გარდაცვლილი ძმის ბ-–-- გ--–--ის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ და მთლიან სამკვიდრო ქონებაზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა 20-8 წლის 29 იანვარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სამკვიდრო მოწმობა;
- მხარეთა განმ-----ება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე ლ---- გ--–--- და ნ--- შ--–--------ე ფაქტობრივად დაეუფლნენ გარდაცვლილი ბიძის ბ-–-- გ--–--ის და--შთ ქონებას, ვინაიდან მოსარჩელის მამა ა------- გ--–--- და გარდაცვლილი ბ-–-- გ--–--- ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, ეწეოდნენ ერთ საოჯახო მეურნეობას. ი--- გ-–--ე ცხოვრობს სოფელ პირველ სვირში და იგი ძმის სამკვიდრო ქონებას ვერ დაეუფლებოდა.
3.2. მოპასუხე ი--- გ-–--ის წარმომადგენელი არ ეთანხმება მოსარჩელეთა მიერ გარდაცვლილი ბ-–-- გ--–--ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს და განმ-----ავს, რომ ბ-–-- გ--–--ის სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა იგი და მიიღო. სამკვიდრო მოწმობაც გაიცა კანონის თა--ხმად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მოწმეების დ-------ი გ--–---–--ის, დ----- პ--------ის, ნ-----–---- კ------ის, ა-- გ--–--ის, თ------ კ------ის, ა-- გ--–--ის ჩვენებებს;
- მხარეთა განმ-----ებას;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ---- გ--–--ის და ნ--- შ--–--------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13-7-ე, 131--ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლებით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 131--ე და 1320-ე მუხლების თა--ხმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად და სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
მოცემულ შემთხვევაში, სამკვიდრო გაიხსნა ბ-–-- გ--–--ის გარდაცვალების დღეს. სამკვიდროს გახსნის დროდ ჩაითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე - 2--- წლის 2- მ-----ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივის), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივის) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის ასევე საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა.
დადგენილია და სადავო არ არის, რომ მამკვიდრებელი ბ-–-- გ--–--- გარდაცვალების მომენტისათვის ფლობდა მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ზესტაფონის რაიონის სოფელ ც----–------–ი მდებარე 0,52 ჰა მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელ სახლს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13-7-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის თა--ხმად კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თა--ხმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თა--სწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან მეორე რიგში - გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწული და ძმისწული მხოლოდ მაშინ ითვლება კანონით მემკვიდრედ, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი.
ბ-–-- გ--–--- გარდაიცვალა 2--- წლის 2- მ-----ს. მას პირველი რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია.ამ პერიოდისათვის ცოცხლები იყვნენ მოსარჩელეთა მშობლები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად გარდაცვლილი ბ-–-- გ--–--ის ძმა ა------- გ--–--- და დები დ------- შ--–--------ე და ი--- გ-–--ე წარმოადგენდნენ მეორე რიგის მემკვიდრეებს.
6.3. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, მათ შორის - მოწმეების - თ------ კ------ის, ნ-----–---- კ------ის, ა-- გ--–--ის ჩვენებებით დადგენილია რომ ბ-–-- გ--–---ს სიცოცხლეში უვლიდა და პატრონობდა მოპასუხე ი--- გ-–--ე, ასევე გარდაცვალების შემდეგ იგი გაასვენა და ხარჯი გაიღო ი--- გ-–--ემ, რომელიც დაეუფლა ბ-–-- გ--–--ის კუთვნილ უძრავ ქონებას, ის და მისი ოჯახის წევრები ამუშავებდნენ მიწის ნაკვეთებს და იღებდნენ მოსავალს.
წარმოდგენილი მტკიცებულებით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 20-8 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია, ი--- გ-–--ე ცნობილ იქნა გარდაცვლილი ძმის ბ-–-- გ--–--ის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ და მთლიან სამკვიდრო ქონებაზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა 20-8 წლის 29 იანვარს. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობა, ასევე გაუქმებული არ არის და მოსარჩელე მხარეს საპირისპირო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ამდენად სასამართლოს მოწმეთა ჩვენებებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილად მიაჩნია, რომ ი--- გ-–--ემ მიიღო გარდაცვლილი ძმის ბ-–-- გ--–--ის სამკვიდრო ქონება და ფაქტობრივად შეუდგა ბ-–-- გ--–--ის სამკვიდრო ქონების მართვასა და ფლობას.
6.4. მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო საპირისპირო მტკიცებულებების წარმოდგენა და იმის დადასტურება, რომ მოსარჩელეთა მშობლებმა, კერძოდ ლ---- გ--–--ის მამამ ა------- გ--–---მ და ნ--- შ--–--------ის დედამ დ------- შ--–--------ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღეს გარდაცვლილი ძმის სამკვიდრო ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა - ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა - სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება. ამასთან, ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თა--ხმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ე.ი, მემკვიდრე, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება, ითვლება მის მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე - სამკვიდროს მიღების შესახებ. თუკი მემკვიდრე შემდგომში არ გა--ხორციელებს სამკვიდროზე თავის უფლებას, ან არ მიიღებს ზომებს ამ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ეს ვერ მოახდენს გავლენას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც უკვე მოხდა.
6.5. როგორც აღინიშნა ბ-–-- გ--–--ის გარდაცვალების მომენტისათვის ცოცხლები იყვნენ ა------- გ-–--ე და დ------- შ--–--------ე, რომლთაც კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ ნოტარიუსისათვის გარდაცვლილი ძმის სამკვიდრო ქონების მისაღებად. მათ საერთოდ არ განუცხადებიათ პრეტენზია გარდაცვლილი ძმის სამკვიდრო ქონებაზე, რომელსაც ფლობდა და ამუშავებდა მოპასუხე ი--- გ-–--ე და მისი შვილები, სადაოდ არ გაუხდიათ აღნიშნული, უფრო მეტიც მოწმე ა-- გ--–--ის ჩვენებით დგინდება, რომ თვით ა------- გ--–---საც კი ი--- გ-–--ე აქცევდა ყურადღებას საჭიროების შემთხვევაში.
სამკვიდროს გახსნიდან - ექვსი თვის განმავლობაში, მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას, ან მართოს იგი. მოსარჩელეთა წარმოდგენილი მოწმეებით დ----- პ--------ის, დ-------ი გ--–---–--ის ჩვენებებით დადასტურდა, რომ იციან დავა მიმდინარეობს ბ-–-- გ--–--ის კუთვნილ სამკვიდრო ქონებაზე ლ---- გ--–---სა და მის მამიდას ი--- გ-–--ეს შორის, მაგრამ ვერ იქნა მათ მიერ დადასტურებული დ------- შ--–--------ისა და ა------- გ--–--ის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად მიღება ძმის გარდაცვალების შემდეგ.
როგორც აღინიშნა სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს, რაც გარკვეული ვადითაა შეზღუდული. მემკვიდრეობის მიღება ხდება უფლებამოსილ თა--მდებობის პირთან ნების გამოხატვით და ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. უფლებამოსილ თა--მდებობის პირთან ნების გამოხატვა შეზღუდულია დროით. საჭიროა - ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა - სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება. ამ მოქმედების განხორციელების შედეგად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო უკვე შეიძინა, იგი არის მისი მესაკუთრე.
თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე - სამკვიდროს მიღების შესახებ. თუკი მემკვიდრე შემდგომში არ გა--ხორციელებს სამკვიდროზე თავის უფლებას, ან არ მიიღებს ზომებს ამ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ეს ვერ მოახდენს გავლენას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც უკვე მოხდა.
მოსარჩელის განმ-----ება, რომ ა------- გ--–--- და ბ-–-- გ--–--- ცხოვრობდნენ ერთ ეზოში არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იგი ფაქტობრივად დაეუფლა მისი ძმის ბ-–-- გ--–--ის სამკვიდრო ქონებას. ასევე ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელე ნ--- შ--–--------ის დედის დ------- შ--–--------ის მიერ მისი ძმის ბ-–-- გ--–--ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი. ამდენად მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა უტყუარი მტკიცებულებით, რომ ლ---- გ--–--ის მამამ ა------- გ--–---მ და ნ--- შ--–--------ის დედამ დ------- შ--–--------ემ კანონით დადგენილ ვადაში მიიღეს 2--- წლის 2- მ-----ს გარდაცვლილი ბ-–-- გ--–--ის სამკვიდრო ქონება, რაც გახდებოდა საფუძველი სარჩელის დაკმაყოფილების. ამდენად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 175.50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით ირკვევა, რომ მას იურიდიული მომსახურეობისათვის გადახდილი აქვს 3-0 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თა--ხმად იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასრგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
ვინაიდან გადაწყვეტილება მიღებულია მოპასუხის სასრგებლოდ, სასამართლო ტვლის, რომ მოპასუხის მიერ გარებული საადვოკატო მომსახურეობის ხარჯი 3-0 ლარი უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარეს მოპასუხის სასრგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 201- წლის 31 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ი--- გ-–--ისათვის (პ/ნ 1----------) ზესტაფონის რაიონის სოფელ ც----–------–ი მდებარე, მემკვიდრეობით მიღებული ქონების, ს/კ 3-----------; ს/კ 3-----------; ს/კ 3-----------; ს/კ 3----------- გასხვისების აკრძალვა უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე ლ---- გ--–--ის და ნ--- შ--–--------ის სარჩელი მოპასუხე ი--- გ-–--ის მიმართ ბ-–-- გ--–--ის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეებად აღიარების, და თა--მესაკუთრედ ცნობისა და საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 191 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 201- წლის 31 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ი--- გ-–--ისათვის (პ/ნ 1----------) ზესტაფონის რაიონის სოფელ ც----–------–ი მდებარე, მემკვიდრეობით მიღებული ქონების, ს/კ 3-----------; ს/კ 3-----------; ს/კ 3-----------; ს/კ 3----------- გასხვისების აკრძალვა გაუქმდეს.
4. მოსარჩელეებს ლ---- გ--–---ს (პ/ნ 2----------) და ნ--- შ--–--------ეს (პ/ნ 1----------) დაეკისროს მოპასუხე ი--- გ-–--ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ მის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურეობის ხარჯი 3-0 (სამასი) ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ელენე ოსაძე