გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.05.2019
საქმის ნომერი
330310016001468029
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/-------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 მაისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე

 

მოსარჩელე - ც--------------------ა

წარმომადგენელი - მი----–---–---–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - მ----------–---ი

 

მესამე პირები - სს ,,ელ----------------------–-------------------–----–-------------რი'', სს ,,სა---------–---------–-–--------–--------------მა'', სს ,,ს-----------------------ი'', სს ,,ნ------------------

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

დაევალოს მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ც--------------------აზე გასცეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

1) ნენსკრას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტაცია (საპროექტო და სამშენებლო ღონისძიებების დაწყების საფუძვლები, ადმინისტრაციული აქტები, პროექტი, ნებართვები და სხვა);

2) ნენსკრას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კომერციული ხასიათის დოკუმენტაცია (საპროექტო და სამშენებლო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები, როგორც გაწეული, ასევე გასაწევი ხარჯი, კომერციული ხასიათის ადმინისტრაციული აქტები).

 

2. მხარეების პოზიცია:

2.1. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2.2. მესამე პირების პოზიცია:

მესამე პირების წარმომადგენლები სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადებულან, შესაბამისად სასამართლოსთვის უცნობია მათი პოზიცია.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. 2015 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა განკარგულება N1---, რომლის თანახმად, 1) მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობას, სს ,,ელ----------------------–-------------------–----–--------------ს“, სს ,,სა---------–---------–-–--------–--------------მასა“ და სს ,,ნ----------------ს“ შორის დასადები საიმპლემენტაციო ხელშეკრულების პროექტი;

2) მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობას, სს ,,ს-----------------------ს“, ,,KOR------------------------------”-სა და სს ,,ნ----------------ს“ შორის დასადები საპროექტო კომპანიის აქციების ან/და აქტივების სავალდებულო მიყიდვის/გამოსყიდვის ხელშეკრულების პროექტი;

3) მოწონებულ იქნა სს ,,ელ----------------------–-------------------–----–--------------სა“ და სს ,,ნ----------------ს“ შორის დასადები ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების პროექტი;

4) მოწონებულ იქნა სს ,,ს-----------------------სა“ და სს ,,ნ----------------ს“ შორის დასადები ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების საგარანტიო უზრუნველყოფის ხელშეკრულების პროექტი;

5) მოწონებულ იქნა სს ,,ს-----------------------ს“, ,,KOR------------------------------”-სა და სს ,,ნ----------------ს“ შორის დასადები პარტნიორთა შეთანხმების პროექტი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს განკარგულება N1--- ,,საქართველოს მთავრობას, სს ,,ელ----------------------–-------------------–----–--------------ს“, სს ,,სა---------–---------–-–--------–--------------მას“, სს ,,ნ----------------ს“, სს ,,ს-----------------------სა“ და ,,KOR------------------------------”-ს შორის დასადები ხელშეკრულებების თაობაზე“ (ტ.1, ს.ფ. 107);

 

3.2. 2015 წლის 31 აგვისტოს, საქართველოს მთავრობას, სს ,,ელ----------------------–-------------------–----–--------------ს“, სს ,,სა---------–---------–-–--------–--------------მასა“ და სს ,,ნ----------------ს“ შორის დადებული იქნა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის კონფიდენციალური ინფორმაცია ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას (მიუხედავად იმისა, აღნიშნულია თუ არა მასზედ კონფიდენციალურობის შესახებ და რომელიც ერთ-ერთი მხარის მიერ (ინფორმაციის გამცემი მხარე) გამჟღავნებულია მეორე მხარისთვის (ინფორმაციის მიმღები მხარე) ნებისმიერი საშუალებით. ასეთი ინფორმაცია შეეხება ინფორმაციის გამცემი მხარის ბიზნესს, კომერციულ საქმიანობას ან კლიენტებს და მოიცავს ხელშეკრულების დებულებებს, საგანს და ყველა იმ მოპალარაკებას, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებასთან და საპროექტო ხელშეკრულებებთან.

 

ამავე ხელშეკრულების 36.1. პუნქტში (კონფიდენციალური ინფორმაცია) მიეთითა შემდეგი:

(ა) თითოეული მხარე ვალდებულია დაიცვას და უზრუნველყოს, რომ მის მიერ დასაქმებული თითოეული პირი დაიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას და არ გაუმჟღავნებს მას რომელიმე სხვა პირს, გარდა 36.1 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;

(ბ) ამ მუხლის (ა) პარაგრაფი არ ზღუდავს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას იმ შემთხვევაში, თუ: (i) კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას მოითხოვს გამოსაყენებელი სამართალი ან იმ ქვეყნის რეგულაციები, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ინფორმაციის მიმღები მხარის საქმიანობაზე; ან (ii) კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება მოთხოვნილია კომპეტენტური ორგანოს ან იმ ფასიანი ქაღალდების ბირჟის წესების მიხედვით, რომელზეც განთავსებულია ინფორმაციის მიმღები მხარის ფასიანი ქაღალდები; ან (iii) კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება მოთხოვნილია კომპეტენტური იურისდიქციის მქონე სასამართლოს, საგადასახადო ორგანოს ან ნებისმიერი კომპეტენტური სასამართლო, სამთავრობო, სამეთვალყურეო ან მარეგულირებელი ორგანოს მიერ; ან (iv) კონფიდენციალური ინფორმაცია მისაწვდომია საჯაროდ, წინამდებარე მუხლის დარღვევის გარეშე, იმ პირობით, რომ (i), (ii) და (iii) პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დადგომისას, ინფორმაციის მიმღები მხარე ვალდებულია გამოსაყენებელი კანონმდებლობით ან რეგულაციებით დაშვებულ ფარგლებში, დროულად აცნობოს ინფორმაციის გამცემ მხარეს აღნიშნულის შესახებ წერილობით და ითანამშრომლოს ამ უკანასკნელთან კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის დროსთან, გამჟღავნებული ინფორმაციის შინაარსთან და იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც ინფორმაციის მიმღებმა მხარემ შესაძლებელია მიიღოს გონივრულობის ფარგლებში, რათა ეჭვქვეშ დააყენოს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნის ლეგიტიმურობა;

(გ) ინფორმაციის მიმღები მხარე უფლებამოსილია გაუმჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია მასთან დასაქმებულ პირებს, დირექტორებს, აგენტებს, ქვე-კონტრაქტორებს, დამფინანსებლებს (და მათ ოფიცრებს, დასაქმებულებს, დირექტორებს, აგენტებს და მრჩევლებს), აუდიტორულ კომპანიებს და მრჩევლებს), რომელთაც გააჩნიათ ე.წ. ,,ცოდნის აუცილებლობა“, იმ პირობით, რომ ინფორმაციის მიმღები მხარე უზრუნველყოფს ყველა ჩამოთვლილი პირის ინფორმირებულობას მის მიერ მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ და ასევე იმ პირობით, რომ ინფორმაციის მიმღები მხარე მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა ამ პუნქტის შესაბამისად გაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულ იყოს ამ ინფორმაციის მიმღები თითოეული პირის მიერ, ისევე როგორც აღნიშნულ პირს ექნებოდა ეს ვალდებულება, რომ ყოფილიყო წინამდებარე ხელშეკრულების მხარე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-ამონარიდი 2015 წლის 31 აგვისტოს საიმპლემენტაციო ხელშეკრულებიდან (ტ.1, ს.ფ. 70-73);

 

3.3. 2016 წლის 04 ივლისს, ც--------------------ას წარმომადგენელმა მი----–---–---–---–მა (შპს ,,ჯ----–-------“) 05 N-------- განცხადებით (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 04.07.2016 წელი, N4---) მიმართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის გადაცემა:

1) ნენსკრას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტაცია (საპროექტო და სამშენებლო ღონისძიებების დაწყების საფუძვლები, ადმინისტრაციული აქტები, პროექტები, ნებართვები და სხვა);

2) ნენსკრას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კომერციული ხასიათის დოკუმენტაცია (საპროექტო და სამშენებლო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები, როგორც გაწეული, ასევე გასაწევი ხარჯი, კომერციული ხასიათის ადმინისტრაციული აქტები და სხვა).

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-ც--------------------ას წარმომადგენლის მი----–---–---–---–ის (შპს ,,ჯ----–-------“) 2016 წლის 04 ივლისის 05 N-------- განცხადება და მასზე თანდართული რწმუნებულება (ტ.1, ს.ფ. 62-68);

 

3.4. ც--------------------ას წარმომადგენლის მი----–---–---–---–ის (შპს ,,ჯ----–-------“) 2016 წლის 04 ივლისის 05 N-------- განცხადების პასუხად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 2016 წლის 14 ივლისს---------- წერილით მიმართა შპს ,,ჯ----–-------ს“ და აცნობა, რომ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ დადებული ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების ასლის მოწოდებისთვის საჭიროა ხელშეკრულების მხარეთა თანხმობა. შპს ,,ჯ----–-------ს“ ასევე ეცნობა, რომ ამ ეტაპზე მხარეთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები აღნიშნული ხელშეკრულების გასაჯაროების თაობაზე და შესაბამისი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, სამინისტრო მზად არის დაუყოვნებლივ მიაწოდოს ხელშეკრულების ასლი.

 

ამავე წერილში მიეთითა, რომ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით სს ,,ნ----------------ს“, როგორც ზემოაღნიშნული პროექტის განმახორციელებელი კომპანიის მიერ მომზადებულია გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამასთან, ნებართვებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის, შპს ,,ჯ----–-------ს“ მიეთითა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვის შესახებ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2016 წლის 14 ივლისის N0------ წერილი (ტ.1, ს.ფ. 69);

 

3.5. საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წლის 2 ივნისს მიღებული იქნა განკარგულება N1---, რომლის თანახმად, 1) მიღებულ იქნა ცნობად, რომ საქართველოს მთავრობას, სს ,,ელ----------------------–-------------------–----–--------------ს“, სს ,,სა---------–---------–-–--------–--------------მასა“ და სს ,,ნ----------------ს“ შორის 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული საიმპლემენტაციო ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,ნ----------------“ ფლობს ,,ნენსკრა ჰესის“ პროექტის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას;

2) მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობას, სს ,,ელ----------------------–-------------------–----–--------------ს“, სს ,,სა---------–---------–-–--------–--------------მას“, სს ,,ს-----------------------სა“ და სს ,,ნ----------------ს“ შორის დასადები საიმპლემენტაციო ხელშეკრულება 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული საიმპლემენტაციო ხელშეკრულების ცვლილების თაობაზე;

3) მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობას, სს ,,ს-----------------------ს“, ,,KOR------------------------------”-სა და სს ,,ნ----------------ს“ შორის დასადები საპროექტო კომპანიის აქციების ან/და აქტივების სავალდებულო მიყიდვის/გამოსყიდვის ხელშეკრულება 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული კომპანიის აქციების ან/და აქტივების სავალდებულო მიყიდვის/გამოსყიდვის ხელშეკრულების ცვლილების თაობაზე;

4) მოწონებულ იქნა სს ,,ელ----------------------–-------------------–----–--------------სა“ და სს ,,ნ----------------ს“ შორის დასადები ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების ცვლილების თაობაზე;

5) მოწონებულ იქნა სს ,,ს-----------------------სა“ და სს ,,ნ----------------ს“ შორის დასადები ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების საგარანტიო უზრუნველყოფის ხელშეკრულება 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების საგარანტიო უზრუნველყოფის ხელშეკრულების ცვლილების თაობაზე;

6) მოწონებულ იქნა სს ,,ს-----------------------ს“, ,,KOR------------------------------”-სა და სს ,,ნ----------------ს“ შორის დასადები განახლებული ,,აქციონერთა შეთანხმება“;

7) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, განკარგულების მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ ხელშეკრულებებს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ;

8) ამ განკარგულების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სს ,,ნ----------------ს“ შორის 2016 წლის 10 ნოემბერს დადებული ,,აღნაგობის ხელშეკრულება“ ჩანაცვლდა განკარგულების მეორე პუნქტში მითითებულ საიმპლემენტაციო ხელშეკრულებაზე თანდართული აღნაგობის ხელშეკრულებით;

9) ამ განკარგულების განმარტებით ბარათში მოცემული ინფორმაცია და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, გარდა განკარგულების მეორე პუნქტში მითითებული საიმპლემენტაციო ხელშეკრულებისა (მისი დანართების გარდა) და შესაბამისი უწყებების დასკვნებისა, მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 ივნისის განკარგულება N1--- ,,საქართველოს მთავრობის, სს ,,ს-----------------------ისა“ და სს ,,ელ----------------------–-------------------–----–-------------რის“ მიერ დასადები ზოგიერთი ხელშეკრულების თაობაზე“ (ტ.1, ს.ფ. 120-122);

 

3.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით (საქმე N3/-------), საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 02 ივნისის N1--- განკარგულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული საქართველოს მთავრობას, სს „ელ----------------------–-------------------–----–--------------ს“, სს „სა---------–---------–-–--------–--------------მას“, სს „ს-----------------------სა“ და სს „ნ----------------ს“ შორის 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული საიმპლემენტაციო ხელშეკრულების ცვლილების თაობაზე ხელშეკრულება, სათანადო წესით თარგმნილი სამართალწარმოების ენაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინება (საქმე N3/-------) (ტ.1, ს.ფ. 255-256);

 

3.7. 2017 წლის 09 ნოემბერს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ N------- წერილით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და აცნობა, რომ ამავე სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, სათანადო წესით სამართალწარმოების ენაზე თარგმნილი სს ,,ნ----------------სთან“ 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული საიმპლემენტაციო ხელშეკრულების ცვლილების თაობაზე ხელშეკრულების სასამართლოში წარმოდგენის შესახებ, სამინისტროსთვის განსაზღვრული დავალების შესრულების მიზნით, სს ,,ნ----------------მ“ თავისი კეთილი ნების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარუდგინა სამართალწარმოების ენაზე ნათარგმნი და სათანადო წესით დამოწმებული ზემოხსენებული ხელშეკრულების გასაჯაროებული ნაწილის ასლი.

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2017 წლის 09 ნოემბრის N------- წერილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარმოდგენილი იქნა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულების (დათარიღებული 2015 წლის 31 აგვისტოთი, შესწორებული 2017 წლის 16 ივნისს) გასაჯაროებული ნაწილის ასლი და მისი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი, ქართულ ენაზე.

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2017 წლის 09 ნოემბრის N------- წერილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ასლი, სასამართლოს მიერ ფოსტის მეშვეობით გადაეგზავნა მოსარჩელე ც--------------------ას წარმომადგენელს - მი----–---–---–---–ს და ჩაბარდა პირადად 2017 წლის 15 ნოემბერს.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2017 წლის 09 ნოემბრის N------- წერილი და მასზე თანდართული ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულების (დათარიღებული 2015 წლის 31 აგვისტოთი, შესწორებული 2017 წლის 16 ივნისს) გასაჯაროებული ნაწილის ასლი და მისი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი, ქართულ ენაზე (ტ.2, ს.ფ. 1-247);

-2017 წლის 13 ნოემბრის მიმართვა (საქმე N3/-------) (ტ.2, ს.ფ. 249);

-საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტური (ტ.2, ს.ფ. 253);

 

3.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით (საქმე N3/-------), ადმინისტრაციულ საქმეზე №3/-------, მოსარჩელე ც--------------------ას სარჩელზე, მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ, ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინება (საქმე N3/-------) (ტ.2, ს.ფ. 264-265);

 

3.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით (საქმე N3/-------), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა სასამართლოში წარმოედგინა ნენსკრას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტაცია (საპროექტო და სამშენებლო ღონისძიებების დაწყების საფუძვლები, ადმინისტრაციული აქტები, პროექტები, ნებართვები), ასევე ნენსკრას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კომერციული ხასიათის დოკუმენტაცია (საპროექტო და სამშენებლო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები, როგორც გაწეული, ასევე გასაწევი ხარჯები, კომერციული ხასიათის ადმინისტრაციული აქტები) სათანადო წესის დაცვით. უცხოენოვანი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, თარგმნილი სამართალწარმოების ენაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განჩინების (საქმე N3/-------) პასუხად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2018 წლის 26 მარტს, N------- წერილით მომართა სასამართლოს და მიუთითა, რომ ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია დაცულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში ერთი ეგზემპლარი, დედნის სახით. რაც შეეხება, ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კომერციული ხასიათის დოკუმენტაციას (საპროექტო და სამშენებლო ღონისძიებებთან დაკავშირებული გაწეული და გასაწევი ხარჯები, კომერციული ხასიათის ადმინისტრაციული აქტები), მოპასუხემ მიუთითა, რომ მოთხოვნა დაუზუსტებელია და გაურკვეველია, თუ რომელ დოკუმენტს ითხოვს მოსარჩელე მხარე. ამასთან, წერილში მიეთითა, რომ რიგი დოკუმენტი უცხოენოვანია (ასევე წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას) და მისი თარგმნა დაკავშირებულია ადმინისტრაციული ხარჯების გაწევასთან და შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან კონკრეტულად დოკუმენტის ან დოკუმენტის ნაწილის მითითების შემთხვევაში, სამინისტრო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად სრულად წარმოადგენს მასთან დაცულ ინფორმაციას სათანადო წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განჩინების (საქმე N3/-------) საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის დავალებული დოკუმენტაციის ნაწილი, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამო, წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სასამართლოსთვის და არ დაერთო საქმეს.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განჩინება (საქმე N3/-------) (ტ.2, ს.ფ. 267-268);

-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 26 მარტის N------- წერილი (ტ.2, ს.ფ. 293-294);

 

3.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განჩინებით (საქმე N3/-------), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დაევალა ნენსკრას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტაციის სასამართლოში წარმოდგენა (საპროექტო და სამშენებლო ღონისძიებების დაწყების საფუძვლები, ადმინისტრაციული აქტები, პროექტები, ნებართვები), სათანადო წესის დაცვით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განჩინება (საქმე N3/-------) (ტ.2, ს.ფ. 296-297);

 

3.11. 2018 წლის 18 აპრილს (სასამართლოში რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 20 აპრილი), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას N05/675 წერილით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ და 2018 წლის 27 მარტის განჩინების (საქმე N3/-------) შესაბამისად, წარმოუდგინა ,,ნენსკრა ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით სააგენტოში დაცული ადმინისტრაციული მასალების ელექტრონული ვერსია DVD დისკის სახით.

 

აღნიშნული DVD დისკის ასლი, სასამართლოს მიერ გადაეგზავნა და ჩაბარდა მოსარჩელე ც--------------------ას წარმომადგენელს - მი----–---–---–---–ს.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2018 წლის 18 აპრილის (სასამართლოში რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 20 აპრილი) N05/675 წერილი და მასზე თანდართული DVD დისკი (ტ.2, ს.ფ. 303-304);

-2018 წლის 05 ივნისის მიმართვა (საქმე N3/-------) (ტ.2, ს.ფ. 310);

-მხარის ახსნა-განმარტება.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია), კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ (ორჰუსის კონვენცია), საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს. კერძოდ, პირს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მითითებული ნორმის ფარგლებში, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს: დაევალოს მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ც--------------------აზე გასცეს შემდეგი სახის ინფორმაცია: 1) ნენსკრას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტაცია (საპროექტო და სამშენებლო ღონისძიებების დაწყების საფუძვლები, ადმინისტრაციული აქტები, პროექტი, ნებართვები და სხვა); 2) ნენსკრას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კომერციული ხასიათის დოკუმენტაცია (საპროექტო და სამშენებლო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები, როგორც გაწეული, ასევე გასაწევი ხარჯი, კომერციული ხასიათის ადმინისტრაციული აქტები).

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.

 

საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას - გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავში („ინფორმაციის თავისუფლება“).

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცნობის, აგრეთვე მათი ასლების მიღების წესი განისაზღვრება ამ კოდექსის III თავით.

 

მითითებული კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 04 ივლისს, ც--------------------ას წარმომადგენელმა მი----–---–---–---–მა (შპს ,,ჯ----–-------“) 05 N-------- განცხადებით (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 04.07.2016 წელი, N4---) მიმართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის გადაცემა: 1) ნენსკრას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტაცია (საპროექტო და სამშენებლო ღონისძიებების დაწყების საფუძვლები, ადმინისტრაციული აქტები, პროექტები, ნებართვები და სხვა); 2) ნენსკრას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კომერციული ხასიათის დოკუმენტაცია (საპროექტო და სამშენებლო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები, როგორც გაწეული, ასევე გასაწევი ხარჯი, კომერციული ხასიათის ადმინისტრაციული აქტები და სხვა).

 

აღნიშნული განცხადების პასუხად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 2016 წლის 14 ივლისს---------- წერილით მიმართა შპს ,,ჯ----–-------ს“ და აცნობა, რომ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ დადებული ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების ასლის მოწოდებისთვის საჭიროა ხელშეკრულების მხარეთა თანხმობა. შპს ,,ჯ----–-------ს“ ასევე ეცნობა, რომ ამ ეტაპზე მხარეთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები აღნიშნული ხელშეკრულების გასაჯაროების თაობაზე და შესაბამისი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, სამინისტრო მზად არის დაუყოვნებლივ მიაწოდოს ხელშეკრულების ასლი. ამავე წერილში მიეთითა, რომ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით სს ,,ნ----------------ს“, როგორც ზემოაღნიშნული პროექტის განმახორციელებელი კომპანიის მიერ მომზადებულია გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამასთან, ნებართვებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის, შპს ,,ჯ----–-------ს“ მიეთითა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვის შესახებ.

 

დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს N1--- განკარგულებით, მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობას, სს ,,ელ----------------------–-------------------–----–--------------ს“, სს ,,სა---------–---------–-–--------–--------------მასა“ და სს ,,ნ----------------ს“ შორის დასადები საიმპლემენტაციო ხელშეკრულების პროექტი, რომლის 1.1 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულების მიზნებისთვის კონფიდენციალურ ინფორმაციად ჩაითვალა ნებისმიერი ინფორმაცია (მიუხედავად იმისა, აღნიშნულია თუ არა მასზედ კონფიდენციალურობის შესახებ და რომელიც ერთ-ერთი მხარის მიერ (ინფორმაციის გამცემი მხარე) გამჟღავნებულია მეორე მხარისთვის (ინფორმაციის მიმღები მხარე) ნებისმიერი საშუალებით). ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ასეთი ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია) შეეხება ინფორმაციის გამცემი მხარის ბიზნესს, კომერციულ საქმიანობას ან კლიენტებს და მოიცავს ხელშეკრულების დებულებებს, საგანს და ყველა იმ მოპალარაკებას, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებასთან და საპროექტო ხელშეკრულებებთან.

 

ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 ივნისის N1--- განკარგულებით, ამ განკარგულების განმარტებით ბარათში მოცემული ინფორმაცია და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, გარდა განკარგულების მეორე პუნქტში მითითებული საიმპლემენტაციო ხელშეკრულებისა (საქართველოს მთავრობას, სს ,,ელ----------------------–-------------------–----–--------------ს“, სს ,,სა---------–---------–-–--------–--------------მას“, სს ,,ს-----------------------სა“ და სს ,,ნ----------------ს“ შორის დასადები საიმპლემენტაციო ხელშეკრულება 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული საიმპლემენტაციო ხელშეკრულების ცვლილების თაობაზე) (მისი დანართების გარდა) და შესაბამისი უწყებების დასკვნებისა, მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად.

 

ამდენად, ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ნაწილი გასაჯაროებული იქნა მოსარჩელის მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ განცხადების წარდგენის შემდგომ. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით (საქმე N3/-------), სასამართლომ, მოსარჩელე მხარის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაავალა სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 02 ივნისის N1--- განკარგულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული საქართველოს მთავრობას, სს „ელ----------------------–-------------------–----–--------------ს“, სს „სა---------–---------–-–--------–--------------მას“, სს „ს-----------------------სა“ და სს „ნ----------------ს“ შორის 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული საიმპლემენტაციო ხელშეკრულების ცვლილების თაობაზე ხელშეკრულება, სათანადო წესით თარგმნილი სამართალწარმოების ენაზე.

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2017 წლის 09 ნოემბრის N------- წერილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარმოდგენილი იქნა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულების (დათარიღებული 2015 წლის 31 აგვისტოთი, შესწორებული 2017 წლის 16 ივნისს) გასაჯაროებული ნაწილის ასლი და მისი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი, ქართულ ენაზე, რომლის ასლის გადაცემაც სასამართლომ მოსარჩელე მხარისთვის თავად უზრუნველყო.

 

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განჩინებით (საქმე N3/-------), მოსარჩელე მხარის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, სასამართლომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დაავალა ნენსკრას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტაციის სასამართლოში წარმოდგენა (საპროექტო და სამშენებლო ღონისძიებების დაწყების საფუძვლები, ადმინისტრაციული აქტები, პროექტები, ნებართვები), სათანადო წესის დაცვით.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 18 აპრილის (სასამართლოში რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 20 აპრილი) N05/675 წერილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გადმოეგზავნა ,,ნენსკრა ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში დაცული ადმინისტრაციული მასალების ელექტრონული ვერსია DVD დისკის სახით, რომლის ასლის ჩაბარებაც სასამართლომ მოსარჩელე მხარისთვის ასევე, თავად უზრუნველყო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციისა და მოსარჩელე მხარისათვის მისი ჩაბარებისა, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მხარეს სრულად არ გადასცემია და ც--------------------ას ინტერესი ვერ იქნა დაკმაყოფილებული. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისთვის გადაცემულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილია ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მითითებულია საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები, თუმცა ამ ვალდებულებების შესრულების თუ შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან, ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტთან და სახელმწიფო ან კერძო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელთა განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე, ასევე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ექსპერტიზის ჩატარების პროცედურებს არეგულირებს საქართველოს კანონი ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“.

 

მითითებული კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი და „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების დროს მოქმედებდა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის რეგულირების სფეროს წარმოადგენდა ისეთი ორგანიზებული საქმიანობა ან ქმედება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს და ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით. ასევე, ეს კანონი განსაზღვრავდა საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობათა სრულ ნუსხას და მათ განსახორციელებლად გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის, ნებართვის გაცემისას ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში საზოგადოების მონაწილეობისა და მისი ინფორმირების სამართლებრივ საფუძვლებს.

 

აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების ნებართვა (შემდგომ – ნებართვა) განმარტებულია, როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა საქმიანობის განმახორციელებელზე და საქმიანობის დაწყების სამართლებრივი საფუძველია, ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჰიდროელექტროსადგურის (2 მვტ-ისა და მეტი სიმძლავრის) და თბოელექტროსადგურის (10 მვტ-ისა და მეტი სიმძლავრის) განთავსება წარმოადგენს ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას. ამავე კანონის მე-9 მუხლის მიხედვით კი, სამინისტრო ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში. სამინისტრო, „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილ შესაბამის დოკუმენტაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, რის საფუძველზედაც დგება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ნებართვა გაიცემა მხოლოდ ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში.

 

აღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების განხორციელება (მათ შორის ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, ნებართვის გაცემა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებას მიეკუთვნება. ამდენად, ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციაც სწორედ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში არის დაცული.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დაცულია საჯარო დაწესებულებაში, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ინფორმაცია, რომელსაც არ ფლობს საჯარო დაწესებულება ვერ ჩაითვლება საჯარო ინფორმაციად. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ფლობს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციას, ასეთი ინფორმაცია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ვერ დაევალება იმ ინფორმაციის გაცემა, რაც მასთან დაცული არ არის, მით უფრო, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი 2018 წლის 18 აპრილის N05/675 წერილის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას წარმოუდგინა 2018 წლის 27 მარტის განჩინების (საქმე N3/-------) საფუძველზე დავალებული, ,,ნენსკრა ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით სააგენტოში დაცული ადმინისტრაციული მასალების ელექტრონული ვერსია, რომლის ასლიც სასამართლოს მიერ გადაცემული იქნა მოსარჩელე მხარისათვის.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის აპელირება ორჰუსის კონვენციის ნორმების დარღვევაზე, მაშინ როცა აღნიშნული კონვენციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიწოდების უარყოფის შესაძლებლობას, თუ ხელისუფლების ორგანო, რომლის მისამართით გაიგზავნა მოთხოვნა, არ ფლობს მოთხოვნილ გარემოსდაცვით ინფორმაციას. ამდენად, აღნიშნული ნორმა პირდაპირ უშვებს გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლების ორგანო, რომლის მისამართითაც გაიგზავნა მოთხოვნა, არ ფლობს მოთხოვნილ გარემოსდაცვით ინფორმაციას. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც უკვე აღინიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მანამდე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო) არ ფლობს და არც არის ვალდებული ფლობდეს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ სრულ დოკუმენტაციას, ვინაიდან ასეთი ნებართვის გაცემა და კანონით დადგენილი წესით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებას განეკუთვნება, შესაბამისად, ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სრული მასალაც დაცულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მისთვის გადაცემულ დოკუმენტაციაში არ იყო ინფორმაცია გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების, მისი პირობების, მიწაზე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ვალდებულებების და მიწაზე შეთანხმებების შესახებ, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.

 

ამრიგად, სახელმწიფოში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია და ღიაობის შეზღუდვა ორ შემთხვევაშია დაშვებული: როდესაც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როდესაც დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლი განსაზღვრავს კომერციული საიდუმლოების დეფინიციას, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 31 აგვისტოს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებაში მხარეებმა (მათ შორის, საქართველოს მთავრობამ) მიუთითეს, რომ ხელშეკრულების დებულებები, საგანი და ყველა ის მოპალარაკება, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებასთან და საპროექტო ხელშეკრულებებთან, წარმოადგენდა კონფიდენციალურ ინფორმაციას. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულების პროექტი მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს N1--- განკარგულებით.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ №3/------- ადმინისტრაციული საქმის განხილვის მიმდინარეობისას, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 02 ივნისის N1--- განკარგულებით, გასაჯაროებული იქნა ნენსკრას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მხოლოდ ნაწილი, რომელიც სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსგან და გადაეცა მოსარჩელე მხარეს, ხოლო დოკუმენტაციის დარჩენილი ნაწილი, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამო, წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სასამართლოსთვის და არ დაერთო საქმეს. ამდენად, როგორც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოსთვის, ისე სასამართლოს მიერ ც--------------------ასთვის გადაცემული იქნა ნენსკრას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა ის საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტაცია, რაც დაცული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და რაც არ შეიცავდა კომერციულ საიდუმლოებას. სამინისტროში არარსებული და საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილება კი სცილდება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და ვერ იქნება დაკმაყოფილებული სასამართლოს მიერ. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემის უარყოფის შესაძლებლობას ითვალისწინებს ასევე ორჰუსის კონვენციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნა შეიძლება უარყოფილ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ მისი განცხადება ნეგატიურ ზემოქმედებას მოახდენს სამრეწველო ან კომერციული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როდესაც კანონიერი ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით ასეთი კონფიდენციალურობა დაცულია კანონით. ასეთი პირობების ჩარჩოებში ინფორმაცია გამოფრქვევის შესახებ, რომელიც გარემოს დაცვასთან არის კავშირში უნდა გაიხსნას. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ ც--------------------ასთვის სასამართლოს მიერ გადაცემული დოკუმენტაციით მხარის ინტერესი სრულად არ არის დაკმაყოფილებული, ვერ გახდება მოპასუხისთვის კომერციული საიდუმლოების შემცველი ან სამინისტროში არარსებული ინფორმაციის მოსარჩელე მხარისთვის გადაცემის დავალების საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ აქვს როგორც ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის - ორჰუსის კონვენციის ნორმების დარღვევას, შესაბამისად, ც--------------------ას სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში, მეორე სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე მხარე ითხოვს დაევალოს მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ც--------------------აზე გასცეს ნენსკრას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კომერციული ხასიათის დოკუმენტაცია (საპროექტო და სამშენებლო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები, როგორც გაწეული, ასევე გასაწევი ხარჯი, კომერციული ხასიათის ადმინისტრაციული აქტები).

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 31 აგვისტოს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებაში მხარეებმა (მათ შორის, საქართველოს მთავრობამ) თავად მიუთითეს, რომ ეს ხელშეკრულება და ყველა ის მოპალარაკება, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებასთან და საპროექტო ხელშეკრულებებთან, წარმოადგენდა კონფიდენციალურ ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული საიმპლემენტაციო ხელშეკრულების პროექტი მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს N1--- განკარგულებით. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 ივნისის N1--- განკარგულების თანახმად, ამ განკარგულების განმარტებით ბარათში მოცემული ინფორმაცია და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, გარდა განკარგულების მეორე პუნქტში მითითებული საიმპლემენტაციო ხელშეკრულებისა (საქართველოს მთავრობას, სს ,,ელ----------------------–-------------------–----–--------------ს“, სს ,,სა---------–---------–-–--------–--------------მას“, სს ,,ს-----------------------სა“ და სს ,,ნ----------------ს“ შორის დასადები საიმპლემენტაციო ხელშეკრულება 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული საიმპლემენტაციო ხელშეკრულების ცვლილების თაობაზე) (მისი დანართების გარდა) და შესაბამისი უწყებების დასკვნებისა, მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად. ამდენად, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 ივნისის განკარგულებით, გასაჯაროებული იქნა მხოლოდ ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ნაწილი, ხოლო დანარჩენი დოკუმენტები კვლავ მიჩნეულია კომერციულ საიდუმლოებად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე თავისი სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას არსებითად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას, ვინაიდან იგი არ არის მიჩნეული ასეთად კანონით დადგენილი შესაბამისი წესების დაცვით. ამასთან, კვლავ აპელირებს ორჰუსის კონვენციის ნორმების დარღვევაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ქმედების განხორციელების დავალება, მოსარჩელისთვის მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემის შესახებ. ამდენად, ინფორმაციის კომერციულად მიჩნევის კანონიერების კვლევა არ წარმოადგენს მოცემული სარჩელის ფარგლებში განსახილველ საკითხს, იმ პირობებში, როცა, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მიჩნეულია კომერციულ საიდუმლოებად. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილი ნებისმიერ პირს აძლევს უფლებას, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში გაასაჩივროს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხი. განსახილველ შემთხვევაში კი, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნებით მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს (დავის საგანს არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობის განკარგულებების ბათილად ცნობა), არამედ იგი ითხოვს მხოლოდ მოპასუხე მხარისთვის ქმედების განხორციელების დავალებას - ინფორმაციის გადაცემას. ამასთან, მოპასუხეს წარმოადგენს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლისგანაც ც--------------------ა ითხოვს ინფორმაციის გაცემას (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) და არა ის ორგანო, რომელმაც კონკრეტული ინფორმაცია მიიჩნია კომერციულ საიდუმლოებად (საქართველოს მთავრობა). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია მოთხოვნილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხის კანონიერების კვლევის შესახებ, მოცემული დავის ფარგლებში არარელევანტურია და ვერ იქნება შეფასებული წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებაში.

 

რაც შეეხება, მოსარჩელე მხარის აპელირებას ორჰუსის კონვენციის ნორმების დარღვევაზე, სასამართლო მიუთითებს აღნიშნული კონვენციის (კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ) პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ახლანდელი და მომავალი თაობების ყოველი ადამიანის უფლება, იცხოვროს საკუთარი ჯანმრთელობის და კეთილდღეობისათვის შესაფერის გარემოში, ამ კონვენციის დებულების შესაბამისად ყველა მხარე იძლევა საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის და მასთან დაკავშირებულ მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის უფლების გარანტიას.

ამავე კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, 1) თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო, მარეგულირებელ და სხვა ზომებს, აგრეთვე ღონისძიებებს, მათ შორის, რომლებიც უზრუნველყოფენ წინამდებარე კონვენციის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოების მონაწილეობის და მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის დებულებებს შორის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანას, აგრეთვე განახორციელებს მართებულ ღონისძიებებს ამ დებულებების განხორციელებისათვის მკაფიო საჯარო და თანამიმდევრული სტრუქტურის შესაქმნელად. 2) ყოველი მხარე ეცდება უზრუნველყოს, რომ ოფიციალურმა პირებმა და ხელისუფლების ორგანოებმა წარმართონ და ხელი შეუწყონ საზოგადოებას, რათა მათთვის ხელმისაწვდომი გახადონ გარემოსდაცვითი ინფორმაცია, გაუადვილონ გარემოს დაცვის სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა და ხელმისაწვდომი გახადონ სამართალწარმოება. 3) თითოეული მხარე ხელს შეუწყობს საზოგადოების გარემოსდაცვით განათლებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოპოვების გზების და გარემოსდაცვით სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და სამართალწარმოებაში საზოგადოების მონაწილეობის საკითხებს, ხოლო მე-4 მუხლის შესაბამისად, 1) თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ წინამდებარე მუხლის შემდეგი პარაგრაფების პირობების შესაბამისად, ხელისუფლების ორგანოებმა ეროვნული კანონმდებლობის ნორმების გათვალისწინებით დააკმაყოფილონ ეკოლოგიურ ინფორმაციაზე საზოგადოების მოთხოვნა, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში (ბ) ქვეპარაგრაფის შესაბამისად მიაწოდოს აგრეთვე ზუსტი დოკუმენტაციის ასლები, რომლებიც შეიცავს ან შეეხება ასეთ ინფორმაციას: ა) რაიმე ინტერესის განცხადების გარეშე; ბ) მოთხოვნილი ფორმით, იმ გამონაკლისით, თუ: I) ხელისუფლების ორგანოს გააჩნია საფუძველი მიაწოდოს ის სხვა ფორმით. ასეთ შემთხვევაში მითითებული უნდა იქნეს მიზეზები, რომელიც გაამართლებს ინფორმაციის სხვა ფორმით გაცემას. II) ეს ინფორმაცია უკვე არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის სხვა ფორმით. 2) ზემოთ, პარაგრაფ I-ში აღწერილი გარემოსდაცვითი ინფორმაცია მოწოდებული უნდა იქნეს იქნება მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, იმ გამონაკლისის გარდა, თუ ინფორმაციის მოცულობა და სირთულე ამართლებს ამ პერიოდის ორ თვემდე გაზრდას. მომთხოვნ მხარეს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი გადავადებისა და ამ გადავადების გამამართლებელი მიზეზების შესახებ. 3) გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა უარყოფილ იქნეს, თუ: ა) ხელისუფლების ორგანო, რომლის მისამართით გაიგზავნა მოთხოვნა, არ ფლობს მოთხოვნილ გარემოსდაცვით ინფორმაციას; ბ) წარდგენილი მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა ან არის შედგენილი ზედმეტად ზოგადი ფორმით; ან გ) მოთხოვნა ეხება მასალას, რომელიც მომზადების ეტაპზეა ან ხელისუფლების ორგანოებს შორის მიმოწერის სტადიაშია, როდესაც ასეთი გამონაკლისი გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობით ანდა დამკვიდრებულია არსებული პრაქტიკით და მასში გათვალისწინებულია საზოგადოების დაინტერესება, მიიღოს ასეთი ინფორმაცია. 4) გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნა შეიძლება უარყოფილ იქნეს, თუ მისი განცხადება ნეგატიურ ზემოქმედებას მოახდენს: ა) ხელისუფლების ორგანოების სამუშაო პროცედურების კონფიდენციალურობაზე, თუ ეს კონფიდენციალურობა ეროვნული კანონმდებლობით არის განსაზღვრული; ბ) საერთაშორისო ურთიერთობებზე, ეროვნულ თავდაცვაზე ან სახელმწიფო უსაფრთხოებაზე; გ) სამართალწარმოებაზე, ადამიანის შესაძლებლობაზე, მიიღოს ობიექტური სასამართლო გარჩევა ან ხელისუფლების ორგანოს შესაძლებლობაზე, ჩაატაროს სისხლის სამართლის ან დისციპლინური ხასიათის გამოძიება; დ) სამრეწველო ან კომერციული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როდესაც კანონიერი ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით ასეთი კონფიდენციალურობა დაცულია კანონით. ასეთი პირობების ჩარჩოებში ინფორმაცია გამოფრქვევის შესახებ, რომელიც გარემოს დაცვასთან არის კავშირში უნდა გაიხსნას; ე) ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე; ვ) პირადი მონაცემების და/ან არქივების ისეთი ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, რომელიც ეხება ფიზიკურ პირს და ამ პირისაგან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად არ არის თანხმობა ამ ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდების თაობაზე; ზ) მესამე მხარის ინტერესებზე, რომელმაც მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია, თუ მას არა აქვს ან არ შეიძლება დაეკისროს იურიდიული მოვალეობა გასცეს ამგვარი ინფორმაცია, ან როდესაც ეს მხარე არ იძლევა თანხმობას ამ მასალების გამოქვეყნებაზე; თ) გარემოზე, რომელსაც ეს ინფორმაცია ეხება, მაგალითად, იშვიათი სახეობების გამრავლების ადგილები. უარის თქმის ზემოაღნიშნული მიზეზები უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული და ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს საზოგადოების მიერ ამ ინფორმაციის მიღების უფლება, აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნეს რამდენად ეხება მოთხოვნილი ინფორმაცია გარემოში გაფრქვევას.

 

ორჰუსის კონვენციის ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ მართალია კონვენცია ადგენს ყოველი ადამიანის უფლებას საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის და მასთან დაკავშირებულ მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის შესახებ, თუმცა კონვენციის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ითვალისწინებენ იმ გამონაკლის შემთხვევებს, რომლის დროსაც ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნა შეიძლება უარყოფილ იქნეს. მათ შორის, ერთერთია ორჰუსის კონვენციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნა შეიძლება უარყოფილ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ მისი განცხადება ნეგატიურ ზემოქმედებას მოახდენს სამრეწველო ან კომერციული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როდესაც კანონიერი ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით ასეთი კონფიდენციალურობა დაცულია კანონით. ასეთი პირობების ჩარჩოებში ინფორმაცია გამოფრქვევის შესახებ, რომელიც გარემოს დაცვასთან არის კავშირში უნდა გაიხსნას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან კონვენცია ყველა პირს ანიჭებს უფლებას მონაწილეობა მიიღოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, შესაბამისად, მას უფლება უნდა ჰქონდეს გაეცნოს ასეთი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, მაშინ როცა ორჰუსის კონვენცია თავად ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ინფორმაციის მიღების შესახებ თხოვნა საჯარო დაწესებულების მიერ შეიძლება უარყოფილი იქნას და ეს არ წარმოადგენს კონვენციის ნორმების დარღვევას.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას ორჰუსის კონვენციის მნიშვნელობაზე, სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან ორჰუსის კონვენცია, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი აქტი ნორმატიული აქტების იერარქიის მიხედვით, ღირებულებით უფრო მაღლა მდგომი ნორმაა და ადგენს საზოგადოებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, შესაბამისად, მას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ეროვნული კანონმდებლობის ნორმებთან შედარებით და მოსარჩელეს უნდა ჰქონდეს წვდომა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის ინფორმაციასთან, მიუხედავად მისი საიდუმლოდ მიჩნევისა. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტების საიდუმლოდ მიჩნევა ეწინააღმდეგება ორჰუსის კონვენციით დადგენილ უფლებას საზოგადოებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ორჰუსის კონვენცია ადგენს ყოველი ადამიანის უფლებას საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის შესახებ, კონვენცია თავადვე ითვალისწინებს იმ გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც ინფორმაციის მიღების შესახებ თხოვნა საჯარო დაწესებულების მიერ შეიძლება უარყოფილი იქნას (მათ შორის კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში). ამდენად, კონვენცია გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის აბსოლუტურ უფლებას არ ადგენს და ითვალისწინებს ამ უფლების შეზღუდვას, კონკრეტული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გასაიდუმლოება წინააღმდეგობაში არ მოდის ორჰუსის კონვენციით დადგენილ ნორმებთან და არ არღვევას მათ, ვინაიდან გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ/შეუზღუდავ უფლებას. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როცა დადგენილია, რომ ნენსკრას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კომერციული ხასიათის დოკუმენტაცია (საპროექტო და სამშენებლო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები, როგორც გაწეული, ასევე გასაწევი ხარჯი, კომერციული ხასიათის ადმინისტრაციული აქტები), საქართველოს მთავრობის განკარგულებით მიჩნეულია კომერციულ საიდუმლოებად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ამ ინფორმაციის გაცემის შესახებ, ვერ იქნება დაკმაყოფილებული სასამართლოს მიერ. აღნიშნული დოკუმენტაცია კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამო, წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სასამართლოსთვის და შესაბამისად საქმეს არ ერთვის. ამასთან, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კონკრეტული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხის კანონიერების კვლევა სცილდება წარმოდგენილი სარჩელის დავის საგანს და არ წარმოადგენს ინფორმაციის გაცემის შესახებ სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში, სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ც--------------------ას სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ც--------------------ას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 24-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი