გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32292-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით 21 მაისი, 2019 წელი ქ. თ---–--ი შესავალი ნაწილი თ---–--ის ს----–---- სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ა
წარმომადგენელი - გ------------------ი
მოპასუხე - შპს ,,ს----–-–---------–-----–-----------ა’’
წარმომადგენელი - ა-----------–---–ი
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს დაეკისროს 2--- წლის 1----------ლის №0------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 30 300 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხეს დაეკისროს 2--- წლის 1----------ლის №0------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 5 050 ლარის გადახდა;
1.3. მოპასუხეს დაეკისროს 2--- წლის 2--------–ის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 1 990 ლარის გადახდა;
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-20):
1.1.1. 2--- წლის 1----------ალს მხარეებს შორის დაიდო №0------------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს, როგორც მიმწოდებელს, უნდა შეესრულებინა ქ. თ---–--ის მასშტაბით არსებული გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები;
1.1.2. ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 5 049 999.0 ლარს ყველა გადასახადის ჩათვლით;
1.1.3. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს სამუშაოები უნდა ეწარმოებინა ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2--- წლის 2---------რის ჩათვლით;
1.1.4. ხელშეკრულების საფუძველზე ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის კ-----–---–------ ს----–---- ს---------ის 2--- წლის 1-------ის №1-------- წერილით მოპასუხეს დაევალა ქ. თ---–--ში, ა--–--ის ქუჩის, ს----ის ე--–--იისა და მ-----ის ე--–--იის დამაკავშირებელი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების წარმოება 2--- წლის 19 ი----იდან 2--- წლის 03 ი--–ისის ჩათვლით პერიოდში;
1.1.5. 2--- წლის 1-------ის №1-------- წერილით დავალებული სამუშაოების ნაწილი, კერძოდ, ს----ის ე--–--იისა და მ-----ის ე--–--იის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოები მოპასუხემ დაასრულა წერილობითი დავალებით განსაზღვრული ვადის დარღვევით - 12 დღის ვადაგადაცილებით, კერძოდ, სამუშაოების წარმოება ნაცვლად 2--- წლის 03 ი--–ისისა, დასრულდა 2--- წლის 15 ი--–ისს;
1.1.6. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოს ან მისი ნაწილის მიღება-ჩაბარება ხორციელდება ა----- ,,თ---–--ის მ----–----–-------–-------------იის’’ მიერ დადასტურებული ფორმა №2-ის საფუძველზე. ამასთან, სამუშაოების (ან მისი ნაწილის) შესრულების თარიღად ითვლება ,,შესრულებული სამუშაოების აქტში’’ მითითებული თარიღი, დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის მიერ;
1.1.7. №0------------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 9.5 პუნქტის თანახმად, წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოს დასრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
1.1.8. ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის მ----–----–----ი შ---------ის ს----–---- ს---------ის 2--- წლის 0----------რის №1-------- წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ №0------------- ხელშეკრულების საფუძველზე 2--- წლის 1-------ის №1-------- წერილით დავალებული სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევისათვის ხელშეკრულების 9.5 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით - 30 300 ლარი;
1.1.9. №0------------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 9.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა (გარდა შესრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის ვადის დარღვევისა) ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით;
1.1.10. მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოები მიჩნეულ იქნა წუნდებულად. №0----1-- და №0----1-- შეუსაბამობის აქტებით დგინდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მოპასუხის მიერ ორჯერ არაჯეროვნად შესრულება;
1.1.11. ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის მ----–----–----ი შ---------ის ს----–---- ს---------ის 2--- წლის 2--------რის №1-------- წერილით მოპასუხეს №0------------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 9.4 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო - 5 050 ლარის ოდენობით;
1.1.12. 2--- წლის 2--------–ს მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0-------------- ხელშეკრულება;
1.1.13. №0-------------- ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტია ქ. თ---–--ში, წ-----ში, კ--------ს, თ---–--ის, ტ----ისა და ს-----ის ქუჩების გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები;
1.1.14. №0-------------- ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 994 999.97 ლარს;
1.1.15. №0-------------- ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოს დასრულების ვადაა წერილობითი დავალების მიცემიდან 90 კალენდარული დღე;
1.1.16. ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის კ-----–---–------ ს----–---- ს---------ის 2--- წლის 2--------–ის №1-------- წერილით მოპასუხეს განესაზღვრა ქ. თ---–--ში, წ-----ში, კ--------ს, თ---–--ის, ტ----ის და ს-----ის ქუჩების გზების კაპიტალურად შეკეთების დაწყებიდან 90 კალენდარული დღე - 2--- წლის 31 ი--–ისი;
1.1.17. №0-------------- ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოს ან მისი ნაწილის მიღება-ჩაბარება ხორციელდება ა----- ,,თ---–--ის მ----–----–-------–-------------იის’’ მიერ დადასტურებული ფორმა №2-ის საფუძველზე. ამასთან, სამუშაოს (ან მისი ნაწილის) შესრულების თარიღად ჩაითვლება ,,შესრულებული სამუშაოს აქტში’’ მითითებული თარიღი, დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის მიერ;
1.1.18. №3 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 2--- წლის 2--------–ის №1-------- წერილით დავალებული სამუშაოები მოპასუხის მიერ შესრულდა ვადის დარღვევით, კერძოდ, ნაცვლად წერილობითი დავალების მიცემიდან 90 დღის ვადისა, რაც იწურებოდა 2--- წლის 31 ი--–ისს, სამუშაოები დასრულდა 2--- წლის 04 ა------ოს;
1.1.19. №0-------------- ხელშეკრულების 9.6 პუნქტის თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადისა და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
1.1.20. ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის მ----–----–----ი შ---------ის ს----–---- ს---------ის 2--- წლის 0----------რის №1-------- წერილით, მოპასუხეს №0-------------- ხელშეკრულების 9.6 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო 1 990 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.
შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 57-70):
2.1.1. 2--- წლის 1----------ლის №0------------- ხელშეკრულება განსაზღვრავდა მხოლოდ შესასრულებელი სამუშაოების მთლიან მოცულობებს და სამუშაოების დასრულების ზოგად ვადას - 2--- წლის 2---------ერს, ხოლო კონკრეტულად შესასრულებელ ობიექტებსა და ამ ობიექტებზე სამუშაოების დასრულების ვადებს მოსარჩელე წერილობითი დავალებით მოგვიანებით განსაზღვრავდა ხელშეკრულების 3.1-3.3 და 3.6 პუნქტების შესაბამისად;
2.1.2. №0------------- ხელშეკრულება მოიცავდა სხვადასხვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ობიექტების შეკეთების სამუშაოებს - ჯამში 5 049 999 ლარის ღირებულებით;
2.1.3. 2--- წლის 1----------ლის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის კ-----–---–------ ს----–---- ს---------ის წერილობითი დავალებებით მას ქ. თ---–--ის მასშტაბით დაევალა სხვადასხვა ერთმანეთთან დამოუკიდებელი საავტომობილო გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები: 1. ქ. თ---–--ში, დ------ის რაიონში - ა--–--ის ქუჩა; 2. ქ. თ---–--ში, დ----–-----ში 880 მ2 გზა (თ---–--ი - კ------ის გზის მიერთება); 3. ქ. თ---–--ში, კ--–----ის რაიონში, ლ. ღ------------ის ქუჩა; 4. ს----ის ე--–--იისა და მ-----ას ე--–--იის დამაკავშირებელი გზა; 5. ქ. თ---–--ში, ჩ-----------ის რაიონში, ჩ----–-–---–ის ქუჩა; 6. ქ. თ---–--ში, ს-------–---–ის მ-------------თან მისასვლელი გზა; 7. ქ. თ---–--ში, შ----–--ის ქუჩის მონაკვეთი (თ------ის ქუჩამდე); 8. ქ. თ---–--ში, 1----------–-----ის ქუჩის მონაკვეთი (ტ---------–------თან ა----–-----–-------ნიდან რ---------ის ქუჩამდე); 9. ქ. თ---–--ში, ს----------ის ქუჩა;
2.1.4. წარმოდგენილი №7 მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, ს----ის ე--–--იისა და მ-----ის ე--–--იის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოები ნაცვლად 2--- წლის 03 ი--–ისისა დასრულდა 2--- წლის 15 ი--–ისს და ვადაგადაცილებამ შეადგინა არა 12, არამედ 10 კალენდარული დღე, რადგან მას სამუშაოების შესრულების ვადა ჰქონდა 2--- წლის 03 ი--–ისს ჩათვლით, აღნიშნული არ უნდა ჩაითვალოს ვადაგადაცილებულ დღედ. ვადაგადაცილებულ დღედ არ უნდა ჩაითვალოს ასევე 2--- წლის 15 ი--–ისი, რადგან მის მიერ ამ დღეს დასრულდა სამუშაოები. შესაბამისად, ვადაგადაცილების პერიოდია 10 კალენდარული დღე;
2.1.5. 2--- წლის 0----------რის №1-------- წერილით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამო უპირველესად იმის გამო, რომ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა არა 12 კალენდარული დღე, არამედ 10 კალენდარული დღე, ამასთან, დადგენილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაპროპორციულია ხელშეკრულებით ნაკისრ ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით;
2.1.6. №0----1-- და №0----1-- შეუსაბამობის აქტებით დგინდება, რომ სამუშაოს ნაწილი იყო დეფექტური რაც მან დროულად გამოასწორა. ხელშეკრულების 6.2 პუნქტი ადგენს შესრულებული სამუშაოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევას და ასევე ადგენს დეფექტების არსებობის შემთხვევაში როდის ეკისრება პირგასამტეხლო მიმწოდებელს. აღნიშნული დანაწესის შესაბამისად, მიმწოდებელს პირგასამტეხლო დაეკისრება, თუ იგი დეფექტებს არ გამოასწორებს შემსყიდველის მიერ ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემულ დამატებით ვადაში. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე ხელშეკრულება არ თვლის დეფექტების არსებობას არაჯეროვნად შესრულებულად, თუ კი მიმწოდებელი დათქმულ ვადაში მათ გამოასწორებს. მან შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, შეასრულა წერილობითი დავალებებით მიცემული სამუშაოები, ამასთან გამოასწორა დეფექტურ აქტებში დადგენილი ხარვეზები, რისთვისაც მან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი ანაზღაურება, ამიტომ მის მიერ შესრულებული სამუშაო არ ჩაითვლება ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებად;
2.1.7. მხარეებს შორის 2--- წლის 2--------–ს გაფორმებული №0-------------- ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა წერილობითი დავალების მიცემიდან 90 კალენდარული დღე. ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის კ-----–---–------ ს----–---- ს---------ის 2--- წლის 2--------–ის №1-------- წერილის შესაბამისად მას სამუშაოების დაწყების თარიღად განესაზღვრა 2--- წლის 0------იდან 90 კალენდარული დღე. შესაბამისად, მას სამუშაოები უნდა განეხორციელებინა 2--- წლის 0------იდან 2--- წლის 01 ა------ოს ჩათვლით და არა 2--- წლის 31 ი--–ისის ჩათვლით, როგორც ამას მოსარჩელე უთითებს;
2.1.8. წარმოდგენილი №3 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ქ. თ---–--ში, წ-----ში, ს-----ის ქუჩის კაპიტალურად შეკეთების სამუშაოები ნაცვლად 2--- წლის 01 ა------ოსი დასრულდა 2018 წლის 04 ა------ოს - 2 დღის დაგვიანებით და არა 4 დღის დაგვიანებით;
2.1.9. ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის მ----–----–----ი შ---------ის ს----–---- ს---------ის 2--- წლის 0----------რის №1-------- წერილით დაკისრებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამო, რადგან ვადაგადაცილებამ №3 მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად შეადგინა არა 4 კალენდარული დღე, არამედ 2 კალენდარული დღე;
2.1.10. 2--- წლის 2--------–ს გაფორმებული №0-------------- ხელშეკრულების ფარგლებში 2--- წლის 08 ს-------ერს მხარეებს შორის გაფორმდა ორმხრივი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 1 453.70 ლარით და ნაცვლად 994 9 99.97 ლარისა განისაზღვრა 993 546.27 ლარით;
2.1.11. ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის მ----–----–----ი შ---------ის ს---------ის 2--- წლის 2--------რის №1-------- წერილით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი როგორც ვადაგადაცილებული დღეების არასწორად დაანგარიშების, ისე პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის და შეუსაბამობის გამო;
2.1.12. მის მიერ 2--- წლის 07 ი----ის და 2--- წლის 08 ი----ის წერილებით ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის კ-----–---–------ ს----–---- ს---------ში წარდგენილ იქნა ცნობა კლიმატური პირობების შესახებ და მოთხოვნილ იქნა უამინდობის გამო ორ ობიექტზე კერძოდ: ა--–--ის ქუჩისა და ს----ის ე--–--იისა და მ-----ას ე--–--იის დამაკავშირებელ გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების დამატებითი ვადა 2--- წლის 10 ი--–ისამდე;
2.1.13. ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის კ-----–---–------ ს----–---- ს---------მა 2--- წლის 1-------ის №1-------- წერილით, ა--–--ის ქუჩისა და ს----ის ე--–--იის დამაკავშირებელ გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების დასრულების ვადა შემდეგი ღირებულებებით: კ--------ს ქუჩა - 25 967.05 ლარი, თ---–--ის ქუჩა - 99 081.91 ლარი; ტ----ის ქუჩა - 321 310.79 ლარი; ს-----ის ქუჩა - 337 186.27 ლარი განესაზღვრა ნაცვლად 19 ი----ისა, 03 ი--–ისის ჩათვლით;
2.1.14. სახელმწიფო შ--------------------ოს პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე რეკომენდაციის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 1----------ალს მხარეებს შორის დაიდო №0------------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია - ქ. თ---–--ის მასშტაბით არსებული გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები, განსაზღვრული ტექნიკურ პირობებში და მიმწოდებლის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 5 049 999.0 ლარს ყველა გადასახადის ჩათვლით.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დასრულების ვადა -ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2--- წლის 2---------რის ჩათვლით.
ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოს ან მისი ნაწილის მიღება-ჩაბარება ხორციელდება ა----- ,,თ---–--ის მ----–----–-------–-------------იის’’ მიერ დადასტურებული ფორმა №2-ის საფუძველზე. ამასთან, სამუშაოების (ან მისი ნაწილის) შესრულების თარიღად ჩაითვლება ,,შესრულებული სამუშაოების აქტში’’ მითითებული თარიღი, დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის მიერ.
ამავე ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ შესრულებული სამუშაო ან მისი ნაწილი არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემსყიდველი ან/და მისი უფლებამოსილი პირი აცნობებს მიმწოდებელს შემოწმების შედეგებს დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და წუნდების მიზეზის მითითებით. შემსყიდველი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების----რ განუსაზღვროს მიმწოდებელს გონივრული ვადა დაწუნებული სამუშაოს გამოსწორების მიზნით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ხელშეკრულების 9.5 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული გონივრული ვადის ბოლო თარიღიდან დეფექტების საბოლოო აღმოფხვრამდე.
ხელშეკრულების 9.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა (გარდა შესრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის ვადის დარღვევისა) ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით.
ხელშეკრულების 9.5 პუნქტის თანახმად, წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოს დასრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 21-28; 71-86)
3.1.2. №0------------- ხელშეკრულების შესაბამისად, ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის კ-----–---–------ ს----–---- ს---------ის 2--- წლის 1-------ის №1-------- წერილით მოპასუხეს ქ. თ---–--ში, ა--–--ის ქუჩის, ს----ის ე--–--იისა და მ-----ის ე--–--იის დამაკავშირებელი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების წარმოების დასრულებისათვის განესაზღვრა 2--- წლის 03 ი--–ისის ჩათვლით პერიოდი.
აღნიშნული წერილის თანახმად შესასრულებელი სამუშაოს ვადის განსაზღვრის კუთხით გათვალისწინებული სამუშაოს წარმოების ხელისშემშლელი გარემოება - წარმოდგენილი ცნობა გარემოს ეროვნული სააგენტოდან ნალექიანი დღეების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი (ს.ფ. 31)
3.1.3. 2--- წლის 1-------ის №1-------- წერილით განსაზღვრული დავალების - ქ. თ---–--ში, ა--–--ის ქუჩის, ს----ის ე--–--იისა და მ-----ის ე--–--იის დამაკავშირებელი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების წარმოება მოპასუხის მიერ დასრულდა 2--- წლის 15 ი--–ისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 30)
3.1.4. ა----- ,,თ---–--ის მ----–----–-------–-------------იის’’ 2--- წლის 03 ნოემბრის №0----1-- შეუსაბამობის აქტის თანახმად, №0------------- ხელშეკრულებით განსაზღვრული ობიექტის - ს----ის ე--–--იისა და მ-----ას ე--–--იის დამაკავშირებელი გზის შემოწმებისას შეუსაბამობა გამოვლინდა შესრულებული სამუშაოს სისქეების დადგენისას.
აღნიშნული აქტის დასკვნის თანახმად, წუნდების პრევენციის მიზნით, კონტრაქტორმა კომპანიამ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო წუნდებულ მონაკვეთებზე, ჯამური ფართით 1 700 მ2 დამატებით, ა/ბეტონის საფარის მოწყობა. აღნიშნულის შემდგომ შეუსაბამობა გამოსწორდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეუსაბამობის აქტი (ს.ფ. 33)
3.1.5. ა----- ,,თ---–--ის მ----–----–-------–-------------იის’’ 2--- წლის 03 ნოემბრის №0----1-- შეუსაბამობის აქტის თანახმად, №0------------- ხელშეკრულებით განსაზღვრული ობიექტის - ს----ის ე--–--იისა და მ-----ას ე--–--იის დამაკავშირებელი გზის შემოწმებისას შეუსაბამობა გამოვლინდა შესრულებული სამუშაოს ვიზუალური დათვალიერებისას და სისქეების დადგენისას.
აღნიშნული აქტის დასკვნის თანახმად, წუნდებულად ჩაითვალა წვრილმარცვლოვანი ა/ბეტონი (50 მმ) ფართით 155 მ2 მიერთებაზე; ქვიშოვანი ა/ბეტონი (30 მმ) ფართით 68 მ2 ტროტუარებზე; ბორდიური (15x30) 17 გრძ.მ; ბორდიური (10x20) 21 გრძ.მ და ნორმით განსაზღვრული ბიტუმის ემულსია 156.1 ლ. ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეუსაბამობის აქტი (ს.ფ. 34)
3.1.6. ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის მ----–----–----ი შ---------ის ს----–---- ს---------ის 2--- წლის 0----------რის №1-------- წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ №0------------- ხელშეკრულების საფუძველზე 2--- წლის 1-------ის №1-------- წერილით დავალებული სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევისათვის №0------------- ხელშეკრულების 9.5 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით - 30 300 ლარი.
ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის მ----–----–----ი შ---------ის ს----–---- ს---------ის 2--- წლის 2--------რის №1-------- წერილით მოპასუხეს №0------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო ამავე ხელშეკრულების 9.4 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე (2-ჯერ) ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით, ჯამში - 5 050 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი (ს.ფ. 29; 32)
3.1.7. 2--- წლის 2--------–ს მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0-------------- ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტია ქ. თ---–--ში, წ-----ში, კ--------ს, თ---–--ის, ტ----ისა და ს-----ის ქუჩების გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.
ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 994 999.97 ლარს (ყველა გადასახადის ჩათვლით).
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოს დასრულების ვადაა სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 90 კალენდარული დღე.
ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოს ან მისი ნაწილის მიღება-ჩაბარება ხორციელდება ა----- ,,თ---–--ის მ----–----–-------–-------------იის’’ მიერ დადასტურებული ფორმა №2-ის საფუძველზე. ამასთან, სამუშაოს (ან მისი ნაწილის) შესრულების თარიღად ჩაითვლება ,,შესრულებული სამუშაოს აქტში’’ მითითებული თარიღი, დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის მიერ.
ხელშეკრულების 9.6 პუნქტის თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადისა და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 35-40; 90-110)
3.1.8. №0-------------- ხელშეკრულების შესაბამისად, ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის კ-----–---–------ ს----–---- ს---------ის 2--- წლის 2--------–ის №1-------- წერილით მოპასუხეს ქ. თ---–--ში, წ-----ში, კ--------ს, თ---–--ის, ტ----ის და ს-----ის ქუჩების გზების კაპიტალურად შეკეთების სამუშაოების დასაწყებად და დასასრულებლად განესაზღვრა 2--- წლის 0------იდან 90 კალენდარული დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი (ს.ფ. 43)
3.1.9. 2--- წლის 2--------–ის №1-------- წერილით განსაზღვრული დავალების - ქ. თ---–--ში, წ-----ში, კ--------ს, თ---–--ის, ტ----ის და ს-----ის ქუჩების გზების კაპიტალურად შეკეთების სამუშაოების წარმოება მოპასუხის მიერ დასრულდა 2--- წლის 04 ა------ოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 42)
3.1.10. ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის მ----–----–----ი შ---------ის ს----–---- ს---------ის 2--- წლის 0----------რის №1-------- წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ №0-------------- ხელშეკრულების საფუძველზე 2--- წლის 2--------–ის №1-------- წერილით დავალებული სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევისათვის ამ ხელშეკრულების 9.6 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (4 კალენდარული დღე) ჯამში - 1 990 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი (ს.ფ. 41)
3.1.11. მხარეთა შორის 2--- წლის 08 ს-------ერს დადებული შეთანხმებით შეტანილ იქნა ცვლილება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 1 453.70 ლარით და ნაცვლად 994 999.97 ლარისა, განისაზღვრა 993 546.27 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება (ს.ფ. 111-120)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხის მიერ №0-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია 4 კალენდარული დღის, ხოლო №0------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია 12 კალენდარული დღის დარღვევით. ამასთანავე, მოპასუხის მიერ №0------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია არაჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2---).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, მხარეთა შორის როგორც №0--------------, ასევე №0------------- ხელშეკრულებების და მათ საფუძველზე გათვალისწინებული კონკრეტული სამუშაოებისათვის განსაზღვრული ვადის დადგენის ფაქტი. მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია როგორც ორივე ხელშეკრულების ვადაგადაცილებული შესრულება, ასევე №0-------------- ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება. მოპასუხის მიერ გარდა პირგასამტეხლოს ოდენობისა, სადავოდაა გამხდარი ასევე თავად ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა.
დადგენილია, რომ 2--- წლის 1-------ის №1-------- წერილით განსაზღვრული დავალების - ქ. თ---–--ში, ა--–--ის ქუჩის, ს----ის ე--–--იისა და მ-----ის ე--–--იის დამაკავშირებელი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების წარმოება მოპასუხის მიერ დასრულდა 2--- წლის 15 ი--–ისს. ასევე დადგენილია, რომ №0------------- ხელშეკრულების შესაბამისად, ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის კ-----–---–------ ს----–---- ს---------ის 2--- წლის 1-------ის №1-------- წერილით მოპასუხეს ქ. თ---–--ში, ა--–--ის ქუჩის, ს----ის ე--–--იისა და მ-----ის ე--–--იის დამაკავშირებელი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების წარმოების დასრულებისათვის განესაზღვრა 2--- წლის 03 ი--–ისის ჩათვლით პერიოდი.
ასევე დადგენილია, რომ №0-------------- ხელშეკრულების შესაბამისად, ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის კ-----–---–------ ს----–---- ს---------ის 2--- წლის 2--------–ის №1-------- წერილით მოპასუხეს ქ. თ---–--ში, წ-----ში, კ--------ს, თ---–--ის, ტ----ის და ს-----ის ქუჩების გზების კაპიტალურად შეკეთების სამუშაოების დასაწყებად და დასასრულებლად განესაზღვრა 2--- წლის 0------იდან 90 კალენდარული დღე. 2--- წლის 2--------–ის №1-------- წერილით განსაზღვრული დავალების - ქ. თ---–--ში, წ-----ში, კ--------ს, თ---–--ის, ტ----ის და ს-----ის ქუჩების გზების კაპიტალურად შეკეთების სამუშაოების წარმოება მოპასუხის მიერ დასრულდა 2--- წლის 04 ა------ოს.
უდავოა, რომ ორივე ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოს ან მისი ნაწილის მიღება-ჩაბარება ხორციელდება ა----- ,,თ---–--ის მ----–----–----------–-------------იის’’ მიერ დადასტურებული ფორმა №2-ის საფუძველზე. ამასთან, სამუშაოების (ან მისი ნაწილის) შესრულების თარიღად ჩაითვლება ,,შესრულებული სამუშაოების აქტში’’ მითითებული თარიღი, დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე აპელირებს, რომ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე მოსარჩელის მიერ მითითებული დღეები - №0-------------- ხელშეკრულების შემთხვევაში 12 კალენდარული დღე, ხოლო №0------------- ხელშეკრულების შემთხვევაში 04 კალენდარული დღე. სასამართლო მიუთითებს განმარტებულ შეჯიბრებითობის პრინციპსა და მტკიცების ტვირთზე, რომლის თანახმადაც წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საპირისპიროდ, მოპასუხის განმარტება ვადაგადაცილებული დღეების ნაკლებ ოდენობაზე არ წარმოადგენს მისი პოზიციის გაზიარებისათვის სათანადო მტკიცებულებას. ამასთან, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვალდებულების შესრულების ბოლო დღეები არ უნდა ჩაითვალოს ვადაგადაცილებულ დღედ.
შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ №0-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია 4 კალენდარული დღის, ხოლო №0------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია 12 კალენდარული დღის დარღვევით.
გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაეკისრა ასევე №0------------- ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო. უდავოა, რომ №0------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ხარისხის იმ ფორმით შემოწმებისას რასაც ითვალისწინებდა თავად აღნიშნული ხელშეკრულება, შედგენილია ორი შეუსაბამობის აქტი, რომელთა თანახმადაც ერთ შემთხვევაში შეუსაბამობა გამოვლინდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ობიექტის - ს----ის ე--–--იისა და მ-----ას ე--–--იის დამაკავშირებელი გზის შემოწმებისას შესრულებული სამუშაოს სისქეების დადგენისას, ხოლო მეორე შემთხვევაში აღნიშნულ ობიექტის შემოწმებისას შეუსაბამობა გამოვლინდა შესრულებული სამუშაოს ვიზუალური დათვალიერებისას და სისქეების დადგენისას.
დადგენილია, რომ №0------------- ხელშეკრულების 9.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა (გარდა შესრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის ვადის დარღვევისა) ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 9.5 პუნქტის თანახმად, წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოს დასრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
შესაბამისად, ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას როგორც შესრულების ვადაგადაცილებისათვის, ასევე არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან დეფექტური აქტები ადასტურებს მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას ორჯერ, სწორედ ამის გამო დაეკისრა მას პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით - ჯამში 5 050 ლარი.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ თავად არაჯეროვანი შესრულების ფაქტი სადავო არ გამხდარა, მეტიც, მან მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მის მიერვე მოხდა შესრულებული სამუშაოს ხარვეზების აღმოფხვრა და სწორედ ამის გამო აღარ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო. სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულების 9.4 პუნქტით გათვალისწინებული დათქმა არსებითად გამორიცხავს მოპასუხის პოზიციის გაზიარებას მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც უდავოა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი.
შესაბამისად, უსაფუძვლოა მოპასუხის მითითებები ვადაგადაცილებული დღეების არასწორ დაანგარიშებასა და არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების არამართებულობის შესახებ. ამასთან, საფუძველს მოკლებულია მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზეც, რომ მის მიერ ვალდებულების ვადაგადაცილებულად შესრულება განპირობებული იყო გაუარესებული კლიმატური პირობებით, ვინაიდან 2--- წლის 1-------ის მიმართვით პირდაპირ დასტურდება, რომ №0------------- ხელშეკრულებით შესასრულებელი ვალდებულების ვადის განსაზღვრისას მოსარჩელის მიერ გათვალიწინებული იქნა სწორედ მის მიერ წარდგენილი ცნობა გარემოს ეროვნული სააგენტოდან ნალექიანი დღეების შესახებ (ს.ფ. 31; 132), რომელზე აპელირებაც განახორციელა მოპასუხემ საქმის განხილვისას.
შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ №0------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გარდა ვადაგადაცილებული შესრულებისა, შესრულებულია არაჯეროვნად.
3.2.2. №0------------- ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ თითოეულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 30 300 ლარი და 5 050 ლარი შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია. მოპასუხეს მათი გადახდა უნდა დაეკისროს თითოეულ შემთხვევაში ორჯერ შემცირებული ოდენობით - 15 150 ლარით და 2 525 ლარის ოდენობით.
ასევე შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია №0-------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა 1 990 ლარი და მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს შემცირებული - 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ №0------------- ხელშეკრულების 9.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა (გარდა შესრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის ვადის დარღვევისა) ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 9.5 პუნქტის თანახმად, წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოს დასრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ასევე დადგენილია, რომ №0-------------- ხელშეკრულების 9.6 პუნქტის თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადისა და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია მოპასუხის №0-------------- ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, რაც გამოიხატა შესრულების ვადაგადაცილებაში, ისევე როგორც №0------------- ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, რაც გამოიხატა როგორც შესრულების ვადაგადაცილებაში, ასევე არაჯეროვან შესრულებაში.
მხარეთა შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლო იზიარებს მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და თითოეულ შემთხვევაში არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2---წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
აღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა, რაც განსახილველ შემთხვევაში უდავოა. ხოლო ის გარემოება რა სიმძიმისაა ვალდებულების დარღვევა შეიძლება გახდეს არა პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის, არამედ მისი ოდენობის შემცირების საფუძველი. ამასთანავე, პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის არ გაუგზავნია წერილობითი შეტყობინება პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. მხარეებმა ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს დაკისრება დაუკავშირეს მხოლოდ ვალდებულების დარღვევის ფაქტს და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი კი უდავოდ დასტურდება საქმის მასალებით.
როგორც აღინიშნა, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, დადებული ხელშეკრულებებით მხარეები თითოეულ შემთხვევაშო შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. ,,სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების ,,მნიშვნელოვანი’’ თუ ,,უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ №0------------- ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ თითოეულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 30 300 ლარი და 5 050 ლარი უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს 15 150 ლარისა და 2 525 ლარის ოდენობით. ასევე უნდა შემცირდეს №0-------------- ხელშეკრულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 1 990 ლარი და მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს შემცირებული - 1 000 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 629-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2--- წლის 1----------ლის №0------------- და 2--- წლის 2--------–ის №0-------------- ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომელთა საფუძველზეც მოპასუხემ, როგორც შემსრულებელმა, იკისრა თითოეულ შემთხვევაში კონკრეტულად განსაზღვრული ქ. თ---–--ის მასშტაბით არსებული გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების განხორციელება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
ვალდებულების შესრულების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იყოს, იყო თუ არა განხორციელებული მოქმედება, და თუ ასეთს ჰქონდა ადგილი, რა გზით მოხდა შესრულება. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ როგორც 2--- წლის 1----------ლის №0-------------, ისე 2--- წლის 2--------–ის №0-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით განსაზღვრულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს და გონივრულად მიიჩნია მისი შემცირება, შესაბამისად, მოპასუხეს თითოეულ შემთხვევაში უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 560 ლარის, ისევე როგორც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში (ს.ფ. 155-160).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის სარჩელი შპს ,,ს----–-–---------–-----–-----------ის'' მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე შპს ,,ს----–-–---------–-----–-----------ას'' მოსარჩელე ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის სასარგებლოდ 2--- წლის 2--------–ის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 1 000 ლარის ანაზღაურება;
3. მოპასუხე შპს ,,ს----–-–---------–-----–-----------ას'' მოსარჩელე ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის სასარგებლოდ 2--- წლის 1----------ლის №0------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 15 150 ლარის ანაზღაურება;
4. მოპასუხე შპს ,,ს----–-–---------–-----–-----------ას'' მოსარჩელე ქ. თ---–--ის მ----–----–--------------ის სასარგებლოდ 2--- წლის 1----------ლის №0------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 2 525 ლარის ანაზღაურება;
5. მოპასუხე შპს ,,ს----–-–---------–-----–-----------ას'' სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 560 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის ს----–---- სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის ს----–---- სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი