გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/26521 - 18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებული სარჩელით) - ა---------–-----------ე წარმომადგენელი - გ---------–-----ე
მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით) - ი-----–-------------ა
წარმომადგენელი - დ--------------ე
მოპასუხე - გ-------------ა
წარმომადგენლები - ლ--–---------–---–ი, ხ-----------------ე
დავის საგანი (ძირითადი სარჩელით) - სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა
დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - უძრავი ნივთის 1/3 წილზე მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ა---------–-----------ე ცნობილ იქნას დ------------ას (გარდაცვალების თარიღი 1----–-–-----------------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, დ-------------------, 1/3 ნაწილის მესაკუთრედ;
მოსარჩელე ა---------–-----------ის დედა იყო მ------------------ე, რომელიც გარდაიცვალა 2----–-–-------------. ამ უკანასკნელის დედა ანუ მოსარჩელის ბებია იყო 1----–-–---------------- გარდაცვლილი დ------------ა, რომლის სახელზეც საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, დ--------------------ში. ნოტარიუსმა მ------------------ეს დედის, აწ გარდაცვლილი დ------------ას, ქონების მიღებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ გასული იყო სამკვიდრო ქონების მიღების ექვსთვიანი ვადა. გარდაცვალებამდე მ------------------ემ დედამისი დ------------ა წამოიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც გარდაიცვალა კიდევაც დ------------ა. მ------------------ემ გაიღო დაკრძალვის ხარჯები, მათ შორის, ორმოც დღეში საფლავის მოწყობის ხარჯებიც. ამასთან, დ------------ამ სიცოცხლეში თავისი პირადი ნივთები გადაიტანა მ------------------ის სახლში და მისი გარდაცვალების შემდეგ ამ მოძრავ ნივთებს ფაქტობრივად დაეუფლა მოსარჩელის დედა, რაც ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელმა, კანონით დადგენილი წესით, მიიღო დ------------ას დანაშთი ქონება. მოსარჩელე ა---------–-----------ემ, დედის, მ------------------ის, დანაშთი ქონება მიიღო, რაც დასტურდება მის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობით და შესაბამისად, მას, როგორც მ------------------ის პირველი რიგის მემკვიდრეს ეკუთვნის წილი დ------------ას სახელზე რიცხული ქონების იმ ნაწილიდან, რომელზეც მემკვიდრეობა მიღებული ჰქონდა აწ გარდაცვლილ დედამისს, მ------------------ეს. მოპასუხეები, ისევე როგორც მოსარჩელე, არიან გარდაცვლილი დ------------ას მემკვიდრეები - შვილიშვილები და შესაბამისად ვერ ხერხდება მათ შორის შეთანხმება დ------------ას დანაშთი ქონების განაწილებაზე.
1.2. სასარჩელო მოთხოვნა (ი-----–-------------ას შეგებებული სარჩელით)
ი-----–-------------ა ცნობილ იქნეს დედის, ქ------------ას აწ გარდაცვლილი დედის, დ------------ას (გარდაცვალების თარიღი 1----–-–-----------------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე თბილისში, დ--------------------ში, 1/3 ნაწილის მესაკუთრედ;
მოსარჩელე ი-----–-------------ას დედა, ქ------------ა, გარდაიცვალა 1----–-–----------------. მისი დედა ანუ მოსარჩელის ბებია იყო 1----–-–---------------- გარდაცვლილი დ------------ა, რომლის სახელზეც საკუთრების უფლებით დღემდე ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, დ--------------------ში. მოსარჩელის დედა გარდაიცვალა 1----–--–ს, ბებიის (მამკვიდრებლის) გარდაცვალებამდე, რის შემდგომაც, მოსარჩელის ოჯახმა ცხოვრება განაგრძო სადავო მისამართზე. ი-----–-------------ას დაოჯახების და სხვა მისამართზე საცხოვრებლად გადასვლის შემდგომ, იმ ფართში, რომელიც დედის, ქ------------ას წილად ითვლებოდა, საცხოვრებლად შევიდა ც------–-----ის ოჯახი. ისინი დღემდე ცხოვრობენ სადავო სახლის მისამართზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის ოჯახმა ფაქტობრივი ფლობით, ქონების დაუფლების გზით, კანონით დადგენილი წესით მიიღო გარდაცვლილი დ------------ას დანაშთი ქონება. ბებიის გარდაცვალების დროისათვის, მისი დაკრძალვის ხარჯებში მონაწილეობა მიიღო ასევე ი-----–-------------ამაც. მხარეები წარმოადგენენ დ------------ას შვილიშვილებს, თუმცა მათ შორის ვერ ხერხდება შეთანხმება დ------------ას ქონების განაწილებაზე.
2. მოპასუხეთა პოზიცია (ძირითადი სარჩელით)
2.1.1. მოპასუხე ი-----–-------------ა ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას სრულად. სადავო ბინა, ტექბიუროს მონაცემებით, ირიცხება დ------------ას სახელზე. მოსარჩელე ა---------–-----------ეს სამკვიდრო მოწმობით მიღებული აქვს გარდაცვლილი დედის დანაშთი ქონება. დ------------ა გარდაცვალებამდე ცხოვრობდა შვილთან, მ------------------ესთან და ა---------–-----------ის დედამ, გარდაცვალების შემდეგ, დედამისს საფლავზე გაუკეთა ქვაც.
2.1.2. მოპასუხე გ-------------ა არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. ნოტარიუსმა სამართლიანად უთხრა უარი მ------------------ეს დ------------ას დანაშთი ქონების მიღებაზე, ვინაიდან ის არ დაუფლებია და არც გარდაცვალებიდან ექვს თვეში შეუტანია განცხადება ნოტარიუსთან სამკვიდრო ქონების თაობაზე. ის გარემოება, რომ მ------------------ე დაეუფლა გარდაცვლილი დედის მოძრავ ქონებას და დ------------ამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გადაიტანა თავისი კუთვნილი მოძრავი ნივთები მ------------------ესთან სახლში, არ შეესაბამება სინამდვილეს. მოსარჩელე მხარე არის დ------------ას შვილიშვილი, თუმცა უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა ბებიის დანაშთი ქონების გაყოფის თაობაზე.
2. მოპასუხეთა პოზიცია (შეგეგებული სარჩელით)
2.2.1. მოპასუხე გ-------------ა არ ეთანხმება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას და მიუთითებს, რომ უსაფუძვლობის გამო, მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2.2. მოპასუხე ა---------–-----------ე ეთანხმება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას სრულად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ა---------–-----------ის დედა, მ------------------ე, (ქორწინებამდელი გვარი ქ-----ა) 1951 წლის 26 მაისიდან იმყოფებოდა ქორწინებაში პ---–-------------სთან. მ--------------ა წარმოადგენს 1----–-–---------------- გარდაცვლილი დ------------ას შვილს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 14);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------- (ს.ფ. 15);
- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---- (ს.ფ. 16);
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 18).
3.1.2. დ------------ას შვილებს წარმოადგენდნენ ქ------------ა, მ--------------ა, დ--------------ა და მ-–--------ა. მამკვიდრებლის არც ერთი შვილი ცოცხალი არ არის. ქ------------ა გარდაიცვალა 1----–-–----------------. მ--------------ა გარდაიცვალა 2----–-–-------------. ხოლო მ-–--------ა გარდაიცვალა 1----–--–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 17).
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 125);
- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 126).
3.1.3. ი-----–-------------ა არის ვ-–------------------ას და ქ---------------ას (ქორწინებამდელი გვარი ქ-----ა) შვილი;
ი-----–-------------ა გ-----------------–---–ზე დაქორწინდა 1----–-–---------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---- (ს.ფ. 124);
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 127);
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 194).
3.1.4. მოპასუხე გ-------------ა წარმოადგენს მამკვიდრებელ დ------------ას შვილის, დ--------------ას შვილს. გ-------------ა ცხოვრობს სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე, მდებარე ქ. თბილისი დ-------------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2----–-–------------ს, მ------------------ის წარმომადგენელმა, ა---------–-----------ემ, მიმართა სანოტარო ბიუროს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის მიღება მ------------------ის გარდაცვლილი დედის - დ------------ას ქონებაზე. წარმოდგენილი დოკუმენტებიდან გამოირკვა, რომ მემკვიდრემ, მ------------------ის წარმომადგენელმა, ა---------–-----------ემ სანოტარო ბიუროში განცხადება წარადგინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის დარღვევით, სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. არ დგინდება სამკვიდროს ფაქტიურად ფლობის ფაქტი, მამკვიდრებელი და მემკვიდრე რეგისტრირებულია სხვადასხვა მისამართზე, ასევე არ დგინდება სხვა რაიმე გარემოება, რაც დაადასტურებს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ნოტარიუსის 1--------- წლის დადგენილებით უარი ეთქვა განმცხადებელ მ------------------ეს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე გარდაცვლილი დედის - დ------------ას ქონებაზე მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით, მდებარე ქ. თბილისი, დ-----------------------ში და სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ვადის აღდგენაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–------------ის დადგენილება უარის თქმის შესახებ N-- (ს.ფ. 22-23).
3.2.2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, კ--–------------------------------, საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, აღნიშნულ უძრავ ნივთზე, დ------------ას საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, თბილისი, დ--------------------ის სააღრიცხვო მასალაში წარმოდგენილია სააღრიცხვო ბარათი N------ აღრიცხული 1----–--–ს, რომლის თანახმად, ლიტერი ,,ა“ (მესაკუთრეთა მოსარგებლეთა სია) მითითებულია დ------------ა. ასევე წარმოდგენილია 0---------–-------- დიდუბე-ჩუღურეთის რ-ნის სასამართლოს გადაწყვეტილება, 0---------–----- მთაწმინდა-კრწანისის გამგეობის დადგენილება, რომლის შესაბამისად ლიტერი ,,ვ“ გადაეცა მ--------------------------ეს. მთლიანი სახლთმფლობელობის საერთო მახასიათებლებია: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით არსებული ფართი: ლიტერი ,,ვ“ საერთო ფართი: 180.17 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი: 104.62 კვ.მ. დამხმარე ფართი: 75.55 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: ლიტერი ,,ა“ 102.34 კვ.მ. ლიტერი: მ-დ-გ-ა-ვც 135.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართად მიწის ფართის შესაბამის გრაფაში მითითებულია 1144.00 კვ.მ.;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 1--------- წელს გაცემული ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 19-20);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 0--------- წელს გაცემული ცნობა N------ (ს.ფ. 21).
3.2.3. 2----–-–---------------ს, მოსარჩელე ა---------–-----------ის სახელზე, როგორც მამკვიდრებლის, მ------------------ის, პირველი რიგის მემკვიდრეზე, შვილზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც, ა---------–-----------ემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, მამკვიდრებლის კუთვნილი აქტივ-პასივები სრულად. მათ შორის, მამკვიდრებლის თანასაკუთრებაში არსებული მისი წილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, დ-------------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–---------------ს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის ნომერი N--------- (ს.ფ. 24-27);
3.2.4. ქონების ღირებულების განსაზღვრის შესახებ აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, კრწანისის რაიონი, დ--------------------ში, თანასაკუთრებაში რიცხული ქონებიდან დ------------ას კუთვნილი წილის საერთო ღირებულება განისაზღვრა 45 011 ლარით, საიდანაც 11211 ლარი შენობა-ნაგებობების ფართებია, ხოლო 33 800 ლარი მიწის წილად მოსული მიწის ნაკვეთის ღირებულებებია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–-------------ს აუდიტის დასკვნა ქონების ღირებულების განსაზღვრის შესახებ (ს.ფ. 28-30).
3.2.5. მამკვიდრებელი დ------------ა გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, დაახლოებით 1978 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა თავის შვილთან, მ------------------ესთან. ეს უკანასკნელი ზრუნავდა მასზე. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, დ------------ას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მას, როგორც ლოგინად ჩავარდნილ მოხუცს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდა. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებენ საქმეზე დაკითხული ყველა მოწმე ნ---------------ო, დ-----------–---ე, ზ-----–------–--ე და მ----------------ე. ბებიას დ------------ას ასევე ხშირად სტუმრობდა მისი შვილიშვილი ი-----–-------------ა, რომელიც დაოჯახების შემდეგ, მოკლე პერიოდში ამოეწერა სადავო საცხოვრებელი მისამართიდან და გადავიდა მის მეუღლესთან ერთად სხვა მისამართზე; დ------------ა გარდაცვალების შემდეგ გადაასვენეს მეორე შვილის, დ--------------ას საცხოვრებელ სახლში იმ მიზეზით, რომ მ------------------ის საცხოვრებელში ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები იყო (იატაკი იყო დაზიანებული).
მ------------------ე დედის, დ------------ას, გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა მის კუთვნილ მოძრავ ნივთებს, რომელიც დ------------ამ თავის სიცოცხლეში გადმოიტანა შვილთან მ------------------ესთან მასთან საცხოვრებლად გადმოსვლის დროისათვის. ამ ნივთებიდან მოწმე დ-----------–---ე მიუთითებს საკერავ მანქანაზე, რომელსაც ფლობდა დ------------ა ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, ამ საკერავ მანქანას იყენებდა მისი შვილი, მ------------------ე. დ-----------–---ე, რომელიც ცხოვრობს მოსარჩელე ა---------–-----------ის მეზობლად, ასევე იხსენებს დ------------ას სიცოცხლეში პატარა მუქი ფერის ჩემოდანს, რომელიც დ-----მ გადმოიტანა თავის შვილთან მ------------------ესთან. მოწმე ზ-----–------–--ეც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დ------------ას ეხერხებოდა ქსოვა, კერვა და მოწმის დედა ხშირად გადადიოდა მასთან. მოწმე მ----------------ე კი აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი არ იყო, კერავდა თუ არა დ------------ა და არც საკერავ მანქანაზე იცის რამე. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მამკვიდრებელ დ------------ას საფლავის ქვა მოწყობილია მისი შვილის მ------------------ის მიერ. მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯები გაღებული იქნა როგორც მ------------------ის, ასევე ი-----–-------------ას და გ-------------ას ოჯახის მიერ. ის გარემოება, რომ ქელეხზე დამსწრე პირთა სიაში მოხსენებულია მოსარჩელე მხარე, არ გამორიცხავს ა---------–-----------ის ოჯახის მიერ დაკრძალვის ხარჯებში მონაწილეობის მიღებას. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, მემკვიდრეთა შორის სადავოა არა დაკრძალვის ხარჯები, არამედ წილი სამკვიდრო ქონებიდან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეების ნ---------------ოს, დ-----------–---ის, ზ-----–------–--ის და მ----------------ის ჩვენებები (სასამართლო სხდომის ოქმი).
- ფოტოსურათი (ს.ფ. 32);
- ქელეხზე დამსწრე პირთა სია (ს.ფ. 189-193).
3.2.6. სადავო საცხოვრებელ მისამართზე, ქ. თბილისი, დ--------------------ში მდებარე სახლფთმფლობელობა გაყოფილია, ფაქტობრივად გამიჯნულია ხის ღობით. საცხოვრებელ სახლს კი აქვს საერთო კედელი, თუმცა მაცხოვრებლები სარგებლობენ დამოუკიდებელი შესასვლელებით. ამ მისამართზე ცხოვრობენ მოსარჩელე ა---------–-----------ე თავისი ოჯახით, მოპასუხე გ-------------ა, ასევე თავისი ოჯახით, ხოლო საცხოვრებლის ერთი ნაწილით სარგებლობენ ც------–-----ის ოჯახი, რომელთაც ამ ეტაპზე გაქირავებული აქვთ კუთვნილი წილი. მოწმე ზ-----–------–--ის ჩვენების მიხედვით, მისმა მშობლებმა მის დაბადებამდე, 1962 წელს, ი-----–-------------ასგან შეიძინეს ზემოაღნიშულ მისამართზე საცხოვრებელი ფართი იმ მიზნით, რომ მოხდებოდა ამ სახლის დანგრევა, რის სანაცვლოდაც ისინი მიიღებდნენ ახალ ბინას. თუმცა საცხოვრებელი სახლი არ დაინგრა, ც------–-----ის ოჯახმა გაამაგრეს საცხოვრებელი და იქ ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში. მოწმის მითითებით, მისმა მშობლებმა სახლის საფასურის ნაწილი, დაახლოებით თანხის ორი მესამედი ი-----–-------------ას გადასცეს 1962 წელს, ხოლო დარჩენილი თანხა მისცეს დ------------ას გარდაცვალების შემდეგ, ი-----–-------------ას თხოვნით, ვინაიდან ი-----–-------------ას ეს თანხა სჭირდებოდა ბებიის დაკრძალვის ხარჯების გასაღებად. ზ-----–------–--ე იმყოფებოდა დ------------ას პანაშვიდზე, სადაც ი-----–-------------ამ მას და მის ოჯახს სთხოვა თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდაც, რაც გადაუხადა ზ-----–------–--ემ მოთხოვნიდან მოკლე დროში. მოცემულ ეტაპზე, ზ-----–------–--ე და მისი ოჯახი ცხოვრობენ სხვა მისამართზე და სადავო სახლის მისამართზე მდებარე ფართს აქირავებენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეების ნ---------------ოს, დ-----------–---ის, ზ-----–------–--ის ჩვენებები (სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეს აქვს მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით თანასაკუთრების აღიარების მოთხოვნის უფლება სადავო უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე. შესაბამისად, არსებობს ა---------–-----------ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
4.2. სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი-----–-------------ას შეგებებული სარჩელი, მესაკუთრედ აღიარების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
1964 წლის 26 დეკემბრის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-ე, 540-ე, 542-ე, 544-ე, 556-ე მუხლები.
1997 წლის 26 ივნისის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-1307-ე , 1336-ე, 1319-1320-ე, 1328-ე, 1421-ე, 1424-ე, 1499-1500-ე, 1507-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ა---------–-----------ემ მოითხოვა დ------------ას (გარდაცვალების თარიღი 1----–-–-----------------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, დ-------------------, 1/3 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა.
დადგენილია, რომ დ------------ას შვილებს წარმოადგენდნენ ქ------------ა, მ--------------ა, დ--------------ა და მ-–--------ა. მამკვიდრებლის არც ერთი შვილი ცოცხალი არ არის. ქ------------ა გარდაიცვალა 1----–-–----------------. მ--------------ა გარდაიცვალა 2----–-–-------------. ხოლო მ-–--------ა გარდაიცვალა 1----–--–-.
მოქმედი 1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, 1. სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. 2. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. 3. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
დავის საგანს წარმოადგენს 1----–-–----------------- გარდაცვლილი დ------------ას დანაშთი სამკვიდრო ქონების (მდებარე ქ. თბილისი, დ--------------------ში) 1/3 ნაწილზე მოსარჩელე ა---------–-----------ის მესაკუთრედ აღიარება მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით. მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის მოქმედებდა 1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი.
1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით. მემკვიდრეობის კანონისმიერი წესი მოქმედებს ყოველთვის, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოქმედი 1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 542-ე მუხლისა და 1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის. 1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე და 1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები.
1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 540-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. დღეს მოქმედი 1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ა---------–-----------ე და მოპასუხეები ი-----–-------------ა და გ-------------ა წარმოადგენენ მამკვიდრებლის დ------------ას შვილიშვილებს. კერძოდ, ა---------–-----------ე არის დ------------ას შვილის მ------------------ის შვილი. მოპასუხე ი-----–-------------ა არის დ------------ას შვილის ქ------------ას შვილი, ხოლო გ-------------ა წარმოადგენს დ--------------ას (დ------------ას შვილი) შვილს. შესაბამისად, თითოეულ მათგანს მემკვიდრეობითი საფუძვლით აქვთ მოთხოვნის უფლება მამკვიდრებელ დ------------ას კუთვნილ ქონებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
დადგენილია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, კ--–------------------------------, საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, აღნიშნულ უძრავ ნივთზე. დ------------ას საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, თბილისი, დ--------------------ის სააღრიცხვო მასალაში წარმოდგენილია სააღრიცხვო ბარათი N------ აღრიცხული 1----–--–ს რომლის თანახმად ლიტერი ,,ა“ (მესაკუთრეთა მოსარგებლეთა სია) მითითებულია დ------------ა. ასევე წარმოდგენილია 0---------–-------- დიდუბე-ჩუღურეთის რ-ნის სასამართლოს გადაწყვეტილება, 0---------–----- მთაწმინდა-კრწანისის გამგეობის დადგენილება, რომლის შესაბამისად ლიტერი ,,ვ“ გადაეცა მ--------------------------ეს. შესაბამისად, დადგენილია, რომ მითითებულ მისამართზე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათებით, სადავო უძრავი ქონებაზე, მდებარე მისამართზე, მდებარე ქ. თბილისი, დ-------------------, ირიცხება დ------------ას და მ------------------ის თანასაკუთრების უფლება.
საქმის მასალებით, ა---------–-----------ე დედა, მ------------------ე (ქორწინებამდელი გვარი ქ-----ა), 1951 წლის 26 მაისიდან იმყოფებოდა ქორწინებაში პ---–-------------სთან. როგორც უკვე აღინიშნა, მ--------------ა წარმოადგენს 1----–-–---------------- გარდაცვლილი დ------------ას შვილს. მ------------------ემ 2----–-–------------ს მიმართა ნოტარიუსს დედის, დ------------ას დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით, თუმცა ნოტარიუსმა დადგენილებით უარი უთხრა განმცხადებელს სამკვიდრო მოწმობის ნოტარიალური წესით დადასტურებასა და გაცემაზე იმ მოტივით, რომ არ დგინდებოდა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-1500 მუხლებით, კერძოდ, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. მემკვიდრეებს სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს.
მ------------------ე გარდაიცვალა 2----–-–-------------. 2----–-–---------------ს მოსარჩელე ა---------–-----------ის სახელზე, როგორც მამკვიდრებლის მ------------------ის პირველი რიგის მემკვიდრეზე, შვილზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც, ა---------–-----------ემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, მამკვიდრებლის კუთვნილი აქტივ-პასივები სრულად. მათ შორის მამკვიდრებლის თანასაკუთრებაში არსებული მისი წილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, დ-------------------.
მამკვიდრებელ დ------------ას დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის. მხარეთა განმარტებით, სადავო საცხოვრებელ მისამართზე, ქ. თბილისი, დ--------------------ში მდებარე სახლფთმფლობელობა გაყოფილია, ფაქტობრივად გამიჯნულია ხის ღობით. საცხოვრებელ სახლს კი აქვს საერთო კედელი, თუმცა მაცხოვრებლები სარგებლობენ დამოუკიდებელი შესასვლებებით. ამ მისამართზე ცხოვრობენ მოსარჩელე ა---------–-----------ე თავისი ოჯახით, მოპასუხე გ-------------ა ასევე თავისი ოჯახით, ხოლო საცხოვრებლის ერთი ნაწილით სარგებლობენ ც------–-----ის ოჯახი, რომელთაც ამ ეტაპზე გაქირავებული აქვთ კუთვნილი წილი. მოსარჩელე ა---------–-----------ეს მიღებული აქვს დედის, მ------------------ის, სამკვიდრო ქონება, რომელიც მდებარეობს იმავე საცხოვრებელ მისამართზე, თუმცა იგი განსახილველი დავის ფარგლებში, როგორც მ------------------ის პირველი რიგის მემკვიდრე, მოითხოვს ბებიის, 1----–-–----------------- გარდაცვლილი დ------------ას დანაშთი ქონებიდან კუთვნილ წილს, რომელიც მ------------------ეს მიღებული აქვს თავის სიცოცხლეში ფაქტობრივად დაუფლების წესით, რაც მოწმობს იმას, რომ მან სამკვიდრო ქონება მიიღო დადგენილი წესით.
სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას, სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულებების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.).
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად, იმისთვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წამოყენებით. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი გზით: მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისათვის მიმართვის ან/და სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების გზით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას. ამა თუ იმ მისამართზე პირთა რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების მტკიცებულებას. ფაქტობრივი მფლობელობის გზით ქონების მიღებისათვის საერთოდ არაა აუცილებელი მემკვიდრე სამკვიდრო ქონების მისამართზე იყოს რეგისტრირებული. რეგისტრაციის პარალელურად მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ქონების დაუფლების მტკიცებულებები. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას. სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ მოქმედებად მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში ანდა გარკვეული პერიოდულობით ამ სახლის ფლობა და მართვა, როგორც საკუთარისა.
სამკვიდროს მიღებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა განახორციელოს იურიდიული ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაკარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ დ------------ა გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, დაახლოებით 1978 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა თავის შვილთან მ------------------ესთან. ეს უკანასკნელი ზრუნავდა მასზე. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, დ------------ას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მას, როგორც ლოგინად ჩავარდნილ მოხუცს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდა. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებენ საქმეზე დაკითხული მოწმეები ნ---------------ო, დ-----------–---ე, ზ-----–------–--ე და მ----------------ე. ბებიას დ------------ას ასევე ხშირად სტუმრობდა მისი შვილიშვილი, ი-----–-------------ა, რომელიც დაოჯახების შემდეგ, მოკლე პერიოდში, ამოეწერა სადავო საცხოვრებელი მისამართიდან და გადავიდა მის მეუღლესთან ერთად სხვა მისამართზე. დ------------ა გარდაცვალების შემდეგ გადაასვენეს მეორე შვილის, დ--------------ას (მოპასუხე გ-------------ას მამა) საცხოვრებელ სახლში იმ მიზეზით, რომ მ------------------ის საცხოვრებელში ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები იყო (იატაკი იყო დაზიანებული). შესაბამისად, პანაშვიდები გაიმართა და შემდეგ გამოსვენება მოხდა მოპასუხე გ-------------ას ოჯახიდან. საქმეში წარმოდგენილია ფოტოსურათი, რომლის მიხედვითაც მამკვიდრებელ დ------------ას საფლავის ქვა მოწყობილია მისი შვილის მ------------------ის მიერ. მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯები გაღებული იქნა როგორც მ------------------ის, ასევე ი-----–-------------ას და გ-------------ას ოჯახის მიერ. ის გარემოება, რომ ქელეხზე დამსწრე პირთა სიაში მოხსენებულია მოსარჩელე მხარე, არ გამორიცხავს ა---------–-----------ის ოჯახის მიერ დაკრძალვის ხარჯებში მონაწილეობის მიღებას. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, მემკვიდრეთა შორის სადავოა არა დაკრძალვის ხარჯები, არამედ მემკვიდრეთა წილი სამკვიდრო ქონებიდან. მ------------------ე, დედის, დ------------ას, გარდაცვალების შემდეგ, ექვსი თვის ვადაში დაეუფლა მის კუთვნილ მოძრავ ნივთებს, რომელიც დ------------მ თავის სიცოცხლეში გადმოიტანა შვილთან, მ------------------ესთან, მასთან საცხოვრებლად გადმოსვლის დროისათვის. ამ ნივთებიდან მოწმე დ-----------–---ე მიუთითებს საკერავ მანქანაზე, რომელსაც ფლობდა დ------------ა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, ამ საკერავ მანქანას იყენებდა მისი შვილი მ------------------ე. დ-----------–---ე, რომელიც ცხოვრობს მოსარჩელე ა---------–-----------ის მეზობლად, ასევე იხსენებს დ------------ას სიცოცხლეში პატარა მუქი ფერის ჩემოდანს, რომელიც დ-----მ გადმოიტანა თავის შვილთან მ------------------ესთან. მოწმე ზ-----–------–--ეც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დ------------ას ეხერხებოდა ქსოვა, კერვა და მოწმის დედა ხშირად გადადიოდა მასთან. მოწმე მ----------------ე კი აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი არ იყო, კერავდა თუ არა დ------------ა და არც საკერავ მანქანაზე იცის რამე. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ ა---------–-----------ის დედამ, მ------------------ემ, დედის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში, ფაქტობრივი ფლობით მიიღო ის მოძრავი ნივთები (მათ შორის საკერავი მანქანა, ჩემოდანი), რაც გარდაცვალებამდე წარმოადგენდა დ------------ას საკუთრებას, შესაბამისად, მ------------------ემ, კანონით დადგენილი წესით, მიიღო სამკვიდრო ქონების ნაწილი, რაც გულისხმობს, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო. ამდენად, სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ მ------------------ემ მიიღო დედის დანაშთი ქონება დადგენილ ვადაში, ხოლო ა---------–-----------ემ, 2----–-–---------------ს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სრულად მიიღო დედის დანაშთი ქონება, მასში შემავალი აქტივებით და პასივებით. მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დ------------ას პირველი რიგის მემკვიდრემ, მ------------------ემ, უგულებელყო კანონის დანაწესი და დაარღვია სამკვიდროს მისაღებად ნების გამოსავლენად დადგენილი ექვსთვიანი ვადა. მოპასუხე მხარის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის, მ----------------ის ჩვენების მიხედვით, არ გამოირიცხა დანარჩენი მოწმეების ჩვენებით დადგენილი გარემოებები, მოძრავი ნივთების დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მოპასუხე ი-----–-------------ამ (დ------------ას შვილის ქ------------ას შვილი) სრულად ცნო სასარჩელო მოთხოვნა და დაეთანხმა სარჩელში მითითებულ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა---------–-----------ეს, რომელსაც კანონით დადგენილ ვადაში და წესით მიღებული აქვს 2----–-–------------- გარდაცვლილი დედის, მ------------------ის სამკვიდრო ქონება, მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით გააჩნია უფლება მ------------------ის დედის, დ------------ას დანაშთ სამკვიდრო ქონებიდან შესაბამის წილზე, რაც მოცემულ შემთხვევაში, პირველი რიგის მემკვიდრეთა წრის გათვალისწინებით, შეადგენს 1/3 ნაწილს. ამდენად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და დ------------ას (გარდაცვალების თარიღი 1----–-–-----------------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, დ-------------------, 1/3 ნაწილის მესაკუთრედ მოსარჩელე ა---------–-----------ის ცნობის საფუძველი.
6.2. მოსარჩელე ი-----–-------------ამ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით მოითხოვა დედის, ქ---------------ას აწ გარდაცვლილი დედის, დ------------ას (გარდაცვალების თარიღი 1----–-–-----------------), სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე თბილისში, დ--------------------ში, 1/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა.
დადგენილია, რომ მოსარჩელის დედა, ქ------------ა, გარდაიცვალა 1----–-–----------------. ი-----–-------------ა იზრდებოდა ბებიასთან, დ------------ასთან და დეიდასთან, მ------------------ესთან, სადავო სახლის მისამართზე ქ. თბილისი, დ--------------------ში.
ა---------–-----------ის სარჩელთან მიმართებით, გადაწყვეტილების 6.1. ნაწილში მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებს იზიარებს სასამართლო ი-----–-------------ას შეგებებულ სარჩელთან მიმართებითაც. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ი-----–-------------ა გ-----------------–---–ზე დაქორწინდა 1----–-–---------------. იგი დაოჯახებიდან მოკლე პერიოდში მეუღლესთან ერთად გადავიდა სხვა მისამართზე საცხოვრებლად.
მხარეთა განმარტებით, სადავო საცხოვრებელ მისამართზე, ქ. თბილისი, დ--------------------ში მდებარე სახლფთმფლობელობა გაყოფილია, ფაქტობრივად გამიჯნულია ხის ღობით. საცხოვრებელ სახლს კი აქვს საერთო კედელი, თუმცა მაცხოვრებლები სარგებლობენ დამოუკიდებელი შესასვლებებით. ამ მისამართზე ცხოვრობენ მოსარჩელე ა---------–-----------ე თავისი ოჯახით, მოპასუხე გ-------------ა ასევე თავისი ოჯახით ხოლო საცხოვრებლის ერთი ნაწილით სარგებლობენ ც------–-----ის ოჯახი, რომელთაც ამ ეტაპზე გაქირავებული აქვთ კუთვნილი წილი. ზემოაღნიშნულ გარემოებას, სადავო ქონების ფაქტობრივად გამიჯვნისა და საცხოვრებელ ფართის ნაწილში ც------–-----ის ოჯახის ცხოვრების ფაქტს, ადასტურებენ ასევე საქმეზე დაკითხული მოწმეები ნ---------------ო, დ-----------–---ე, ზ-----–------–--ე და მ----------------ე.
მოსარჩელე მხარის მითითებით, მისი დედის, ქ------------ას, კუთვნილი საცხოვრებელი ფართი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისი, დ--------------------ში, ი-----–-------------ას დაოჯახების მერე, დაახლოებით 1960-იან წლებში საცხოვრებლად გადაეცათ დროებით მოსარგებლეებს (ე.წ. აცტუპნიკებს) ც------–-----ს, რომლებიც დღემდე ფლობენ და სარგებლობენ მითითებული ქონებით. შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული ქონების განკარგვის გზით, მას, ბებიის გარდაცვალების შემდგომ, მიღებული აქვს სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით. დროებით მოსარგებლეებს საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით შეთანხმება ჰქონდათ ი-----–-------------ასთან, როგორც ქონების მფლობელთან, თუმცა სახლთფლობელობა ირიცხებოდა ბებიის, დ------------ას სახელზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
უდავოა, რომ მოსარჩელე ი-----–-------------ა, ა---------–-----------ის და გ-------------ას მსგავსად, წარმოადგენს გარდაცვლილი დ------------ას პირველი რიგის მემკვიდრეს, ვინაიდან მამკვიდრებელი დ------------ას გარდაცვალების დროისათვის (1----–-–-----------------) გარდაცვლილი იყო მისი მშობელი, ქ------------ა, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ი-----–-------------ა სარგებლობს თანასწორი წილის უფლებით, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მის გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. სამოქალაქო კანონმდებლობა, მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების მოთხოვნის წარმოშობას, უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს და სამკვიდრო მასის არსებობას, არამედ ადგენს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების წესს 1421-ე და 1424-ე მუხლებით.
მემკვიდრეობის გზით ქონების მიღებისა და საკუთრების მოპოვების სპეციალურ წესს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი, კერძოდ, პირი, რომელიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეასრულებს, ხდება ქონების სრულუფლებიანი მესაკუთრე სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
სამკვიდროს მიღება წარმოადგენს მემკვიდრის უფლებას და არა ვალდებულებას და სამკვიდროზე საკუთრების უფლების წარმოშობა კანონით გათვალისწინებული იმპერატიული დანაწესების განუხრელ დაცვაზეა დამოკიდებული. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების წესსა და პირობებს და განსაზღვრას, თუ რა ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად. სამკვიდროს მიღების ორი წესია შემოთავაზებული: 1. როდესაც მემკვიდრე განცხადებით მიმართავს სანოტარო ბიუროს სამკვიდროს მიღების თაობაზე. 2. მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლება სამკვიდროს, მის ნაწილს, განახორციელებს იმგვარ იურიდიულ მოქმედებას, რაც მისი მხრიდან სამკვიდროს მიღებად განიხილება, სამკვიდროს მისაღებად საჭიროა, როგორც მოსარჩელის ცალმხრივი ნების არსებობა, ისე ამ ნების გარეგანი ფორმირება (თანხვედრა) კანონით დადგენილი წესით. ბუნებრივია, როგორც ერთი, ისე მეორე ქმედება სამართლებრივი ძალის მატარებელია მაშინ, თუ იგი ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით გათვალისწინებულ ექვს თვიან ვადაში განხორციელდა. მოცემული საქმეზე, დადგენილია, რომ ი-----–-------------ამ ის ქონება, რომელიც ითვლებოდა დედის ქ------------ას საკუთრებად, განკარგა თავისი შეხედულებისამებრ, კერძოდ, დორებითი მოსარგებლისგან თანხის ნაწილი მიიღო ჯერ კიდევ ბებიის სიცოცხლეში, ხოლო ნაწილი თანხა კი - ბებიის გარდაცვალებიდან ექვი თვის ვადაში, რაც ადასტურებს ი-----–-------------ას, როგორც მემკვიდრის უფლებას დანაშთ ქონების კუთვნილ წილზე. მოწმე ზ-----–------–--ის ჩვენების მიხედვით, მისმა მშობლებმა მის დაბადებამდე 1962 წელს ი-----–-------------ასგან შეიძინეს ზემოაღნიშულ მისამართზე საცხოვრებელი ფართი იმ მიზნით, რომ მოხდებოდა ამ სახლის დანგრევა, რის სანაცვლოდაც ისინი მიიღებდნენ ახალ ბინას. თუმცა, საცხოვრებელი სახლი არ დაინგრა, ც------–-----ის ოჯახმა გაამაგრეს საცხოვრებელი და იქ ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში. მოწმის მითითებით, მისმა მშობლებმა სახლის საფასურის ნაწილი, დაახლოებით თანხის ორი მესამედი ი-----–-------------ას გადასცეს 1962 წელს, ხოლო დარჩენილი თანხა მისცეს დ------------ას გარდაცვალების შემდეგ, ი-----–-------------ას თხოვნით, ვინაიდან, ი-----–-------------ას ეს თანხა სჭირდებოდა ბებიის დაკრძალვის ხარჯების გასაღებად. ზ-----–------–--ე იმყოფებოდა დ------------ას პანაშვიდზე, სადაც ი-----–-------------ამ მას და მის ოჯახს სთხოვა თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდაც, რაც გადაუხადა ზ-----–------–--ემ მოთხოვნიდან მოკლე დროში. მოცემულ ეტაპზე, ზ-----–------–--ე და მისი ოჯახი ცხოვრობენ სხვა მისამართზე და სადავო სახლის მისამართზე მდებარე ფართს აქირავებენ. მოწმის ჩვენებით დასტურდება ის გარემოება, რომ ქონების მითითებულ ნაწილზე უფლება გააჩნდა ი-----–-------------ას, როგორც დ------------ას მემკვიდრეს. მოპასუხე ა---------–-----------ემ ცნო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა სრულად, ხოლო მოპასუხე გ-------------ას მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი იმ სახის მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა მოსარჩელე მხარის მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–-------------ას მიერ ქონების განკარგვა და მისი, როგორც საკუთარი ქონების შეხედულებით გამოყენება, ექცევა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი გზით დაუფლების სამართლებრივ ჩარჩოებში. შესაბამისად, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი ანალიზით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მოსარჩელე ი-----–-------------ამ განახორციელა თავისი უფლება და ბებიის, დ------------ას სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მან სამკვიდრო მიიღო კანონით დადგენილი წესით.
ამდენად, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯიბრებისა და შეფასების შედეგად, მემკვიდრეობითი-სამართლებრივი საფუძვლით, მოსარჩელე ი-----–-------------ას მოთხოვნა, აწ გარდაცვლილი ბებიის, დ------------ას (გარდაცვალების თარიღი 1----–-–-----------------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე თბილისში, დ--------------------ში, 1/3 ნაწილის მესაკუთრედ აღიარების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.
იმის გათვალისწინებით, რომ ა---------–-----------ის სარჩელი მესაკუთრედ აღიარების შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხე ი-----–-------------ამ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სარჩელი სრულად, მოსარჩელე ა---------–-----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს დ--------------ის მიერ 08.02.2018 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 452 ლარიდან - 226 ლარი. მოპასუხე გ-------------ას კი მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 226 ლარის ოდენობით.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.
ი-----–-------------ას შეგებებული სარჩელი მესაკუთრედ აღიარების შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ა---------–-----------ემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სარჩელი სრულად, შესაბამისად, მოსარჩელე ი-----–-------------ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს თ-------------–---–ის მიერ 16.01.2019 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 452 ლარიდან - 226 ლარი, ხოლო მოპასუხე გ-------------ას კი მოსარჩელე ი-----–-------------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 226 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა---------–-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ა---------–-----------ე (პირადი N-----------) ცნობილ იქნას დ------------ას სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, დ-------------------, 1/3 ნაწილის მესაკუთრედ.
3. ა---------–-----------ეს (პირადი N-----------) დაუბრუნდეს დ--------------ის მიერ 08.02.2018 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით (საგადასახადო დავალება №0, სს ,--------------”, მიმღები: ქ. თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა”, მიმღების ანგარიში 300773150) გადახდილი 452 (ოთხას ორმოცდათორმეტი) ლარიდან 226 (ორას ოცდაექვსი) ლარი.
4. მოპასუხე გ-------------ას (პირადი N-----------) დაეკისროს ა---------–-----------ის სასარგებლოდ მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 226 (ორას ოცდაექვსი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.
5. ი-----–-------------ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
6. ი-----–-------------ა (პირადი N-----------) ცნობილ იქნას დ------------ას სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, დ-------------------, 1/3 ნაწილის მესაკუთრედ.
7. ი-----–-------------ას (პირადი N-----------) დაუბრუნდეს თ-------------–---–ის მიერ 16.01.2019 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით (საგადასახადო დავალება №1, სს ,--------------”, მიმღები: ქ. თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა”, მიმღების ანგარიში 300773150) გადახდილი 452 (ოთხას ორმოცდათორმეტი) ლარიდან 226 (ორას ოცდაექვსი) ლარი.
8. მოპასუხე გ-------------ას (პირადი N-----------) დაეკისროს ი-----–-------------ას სასარგებლოდ მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 226 (ორას ოცდაექვსი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა