გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.05.2019
საქმის ნომერი
190210019002961823
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-665-19

(საქმე N190210019002961823)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 მაისი 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე

მოსარჩელე: სს ,,ს----------–---------"

წარმომადგენელი: გ------- დ----ე

მოპასუხე: დ---- ხ-------–---–ი

წარმომადგენელი: ლ---–- ტ----–---–ი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე დ---- ხ-------–---–ის, პ/ნ 3---------8, უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას სს „ს----------–---------ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. რუსთავი, 2----------------------–------------- საკადასტრო კოდი: 02.---------------- და აღნიშნული ქონება მოსარჩელეს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

2.მოპასუხის პოზიცია 2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 27.09.2018 წელს ნოტარიუს ნ----- კ--–--------–---–ის მიერ დამოწმებული N181195056 განკარგულების თანახმად უძრავი ქონება მდებარე: ქ. რუსთავი, 2----------------------–------------- საკადასტრო კოდი: 02.---------------- აუქციონზე შეიძინა სს „ს----------–----------“. მტკიცებულება: ამონაწერები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან; 3.1.2. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების მიღების შესახებ განკარგულება N181195056 2018 წლის 27 სექტემბერს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და უძრავი ქონების მდებარე - ქ. რუსთავი, 2----------------------–------------- საკადასტრო კოდი: 02.----------------, მესაკუთრედ დარეგისტრირდა სს „ს----------–---------“. მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან. 3.1.3. 2018 წლის 27 სექტემბრიდან დღემდე მოპასუხე მხარე არ უზრუნველყოფს სს „ს----------–---------სათვის“ უძრავი ქონების მდებარე: ქ. რუსთავი, 2----------------------–------------- საკადასტრო კოდი: 02.---------------- გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. მტკიცებულება: მოსარჩელის ახსნა-განმარტება. 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–---------ს" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი; საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, 2----------------------–------------- საკადასტრო კოდი: 02.---------------- საკუთრების უფლებით ეკუთვნის სს ,,ს----------–--------ს". განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. გამომდინარე აღნიშნულიდან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე დ---- ხ-------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, 2----------------------–------------- საკადასტრო კოდი: 02.---------------- და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე სს ,,ს----------–--------ს".

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა და ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე არ ცნო სარჩელი, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად განსახილველი საქმე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით მოწესრიგებულია დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესი. კერძოდ, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, ამასთან მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადავადებულ იქნა, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯი 60 ლარის ოდენობით დაეკისრება მოპასუხე დ---- ხ-------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. სს „ს----------–---------“-ს სარჩელი დ---- ხ-------–---–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხის - დ---- ხ-------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას სს „ს----------–---------“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. რუსთავი, 2--------------------------–------------7, ს/კ 02.---------------- და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე სს „ს----------–--------ს“.

 

3. დ---- ხ-------–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი