გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100-10019002915106
საქმე №3/9-2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22.05.2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: სუ-–---- გო-----–---–ი
წარმომადგენელი : ნ--- ღუ------–---–ი
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი: მა----- ბა------ე
მოპასუხე: პე----- გო-----–---–ი
წარმომადგენელი: ლა----- გა---------–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 ო----------- N 8------------05 გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე (ქონებაზე) 3-.0-.5-.2-- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სუ-–---- გო-----–---–ის მიერ 201- წლის 30 ნ--------- N8----------- განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან.
1.2. წარმოდგენილ, სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ კანონით დადგენილი წესით მიწის რეფორმის შემდგომ მის კომლს საკუთრებაში გადაეცა მიწა, შესაბამისად გადაეცა დამადასტურებელი დოკუმენტი - მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი N 8---. 10.0-.1995წ.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი და ყველა ის დოკუმენტი, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, წარადგინა საჯარო რეესტრის სამსახურში და მოითხოვა კომლის ქონების რეგისტრაცია. გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ ერთ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 3-.0-.5-.3--) ფიქსირდება ზედდება.
აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს პე----- გო-----–---–ს. მიუხედავად მცდელობისა, პე----- გო-----–---–თან არ შედგა მორიგება და მოპასუხე უარს აცხადებს გადასცეს თავის საკუთრება.
საჯარო რეესტრის სამსახურმა კანონმდებლობის დარღვევით, საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხეზე ქონების რეგისტრაციის შესახებ. სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ მისი ნაკვეთი მიღება-ჩაბარების აქტში წარმოდგენილია მეათე ნომრით.
მოსარჩელის მითითებით მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არის კანონიერი და არსებობს საფუძველი იმისა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ და მოითხოვა მისი უარყოფა. წარმომადგენლის განმარტებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სადაო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მოპასუხე პე----- გო-----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სუ-–---- გო-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უკანონოა და სადაო აქტის გაუქმების საფუძველი არ არსებობს. გარდა ამის მანვე განმარტა, რომ გარკვეული წლების დავა არსებობს მოცემულ ნაკვეთზე, თუმცა ამ საკითხზე დავა დასრულებულია, რადგან სუ-–---- გო-----–---–ს პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს მოცემულ მიწის ნაკვეთზე. 2001 წელში შეტანილი ჰქონდათ განცხადება მიწის მართვის სამმართველოში. სამმართველოდან ამოვიდნენ ადგილზე და ქალბატონმა სუ-–---- გო-----–---–მა განმარტა, რომ ვისიც არის ეს მიწა მისი იყოს მისთვის უნდა მოეზომათ მიწის ნაკვეთი სხვა ადგილზე (იხ.ოქმი 15:38:36 დან 15:39:39)
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ნ--------- სუ-–---- გო-----–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის მიზნით საჩხერეში სოფელ ჭ-------–-–- მდებარე 1760 მ2 მიწის ნაკვეთთან ს/კ 3-.0-.1-.4-- დაკავშირებით მან N8----------- განაცხადთან ერთად წარადგინა სარეგისტრაციო მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
დადგენილია, რომ 2017 წლის 06 დეკემბრის N8------------0- გადაწყვეტილებით დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება სუ-–---- გო-----–---–ის მიერ N8----------- განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო მონაცემებსა და 8----------- (თე----- ტყ----–--- პ/ნ3----------) განაცხადით წარმოებაში მყოფ მონაცემებთან. ასევე დადგინდა ზედდება 3-.0-.5-.2-- (პე----- გო-----–---–ი პ/ნ3----------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებთან. სწორედ ამ უკანასკნელ რეგისტრაციას ასაჩივრებს მოსარჩელე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 102)
- ზედდების ამსახველი სქემა(ს.ფ.36)
- განცხადება, რეგისტრაციის მოწმობა, ნახაზები(ს.ფ.64-74)
- გადაწყვეტილება(ს.ფ.75)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);
3.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 09 ი------- N8------------05 გადაწყვეტილებაში დაფიქსირდა კიდევ ერთხელ ზედდების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია იგივე სუბიექტებთან და განემარტა განმცხადებელს, რომ თუ ის ეთანხმება ზედდებაში არსებული ორი სუბიექტის მიწის ნაკვეთების კონფიგურაციას, მაშინ განმცხადებელმა 30 სამუშაო დღეში უნდა წარმოადგინოს კორექტირებული ნახაზი. თუ იგი არ ეთანხმება ხსენებული მიწის ნაკვეთების კონფიგურაციას, მაშინ განმცხადებელმა სარეგისტრაციო წარმოების ვადაში უფლებამოსილია წარმოადგინოს ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოყენებული იქნა სანოტარო მედიაცია. დადგენილია, რომ მედიაცია შეწყდა მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, შესაბამისად მორიგება ვერ შედგა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით შეწყდა N8----------- განაცხადით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ(ს.ფ. 84)
- გადაწყვეტილება(ს.ფ.80-82)
- გადაწყვეტილება(ს.ფ.102-107)
- გადაწყვეტილება(ს.ფ.76)
მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);
3.3. დადგენილია, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.0-.5-.2-- საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხე პე----- გო-----–---–ის სახელზე. რეგისტრაციის საფუძველია მიღება-ჩაბარების აქტი N8---, რომელიც გაცემულია თ--- გო-----–---–ის სახელზე და ასევე, რეგისტრაციის საფუძველია საჩხერის ადგილობრივი არქივის 2017 წლის 22 ს----------- წერილი. ინტერესი მისასვლელი გზა და ზოგადად წლების განმავლობაში არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენაა. აღნიშნული უძრავი ნივთის რეგისტრაციისათვის 2017 წლის 2 ოქტომბერს საჯარო რეესტრს მიმართა პე----- გო-----–---–მა და წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი 1--- კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, მიღება-ჩაბარების აქტი N8--- და საჯარო რეესტრის მიერ გამოთხოვილი იქნა საარქივო ცნობა რომლის თანახმადაც თ--- იო----- ძე გო-----–---–ის გარდაცვალების შემდგომ კომლის ერთად-ერთ წევრად აღრიცხულია ამჟამად მოპასუხე- პე----- გო-----–---–ი. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8------------05 2017 წლის 18 ო----------- გადაწყვეტილებით რეგისტრირებული იქნა პე----- გო-----–---–ის სახელზე 1--- კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 3-.0-.5-.2--. მოცემული გადაწყვეტილება სადაოა წარმოდგენილი სარჩელით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- რეესტრის ამონაწერი (ს.ფ 102)
- მიღება-ჩაბარების აქტიN8---(ს.ფ.100)
- განცხადება(ს.ფ.88-89)
- არქივის წერილი(ს.ფ.90)
- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება(ს.ფ.18)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);
3.4. დადგენილია, რომ სადაო გადაწყვეტილების საფუძველია მიღება-ჩაბარების აქტი N8---, სადაც მითითებულია რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. მოცემული მიწის ნაკვეთი აქტში აღრიცხულია მეექვსე ნომრად, სახნავად. მიწის ნაკვეთის ფართობად მითითებულია 1800 კვადრატული მეტრი, ხოლო მესაზღვრეებად მითითებულია ჩრდილოეთით ღელე, სამხრეთი გზა, აღმოსავლეთით გზა, დასავლეთით ტყ----–---. დადგენილია, რომ ეს მესაზღვრეა თე----- ტყ----–---. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ნაკვეთის ნახაზი ემთხვევა თე----- ტყ----–---ს რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსაც.
მიღება-ჩაბარების აქტი N8--- გაცემულია ან------ გო-----–---–ის სახელზე. არქივიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად ან------ გო-----–---–ის კომლის შემადგენლობაში 1986-1994 წლების საკომლო წიგნებიდან გამომდინარე ასევე ირიცხება მოსარჩელე სუ-–---- გო-----–---–ი. დადგენილია, რომ მიღება-ჩაბარების N8--- აქტში პირველ გვერდზე მითითებულია ათი ნაკვეთი. პირველ ნაკვეთზე მონაცემი გადაშლილია და შენიშვნაში წერია ამოღებულია. მეორე გვერდზე მითითებულია თორმეტი ნაკვეთის კონფიგურაცია ნახაზით და შესაბამისი ნუმერაციით..
დადგენილია, რომ სუ-–---- გო-----–---–ის განცხადებაში მითითებული 1760 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძვლად სუ-–---- გო-----–---–ის განმარტებით არის მიღება-ჩაბარების აქტი 8---. აქტი გაცემულია ან------ გო-----–---–ის სახელზე. ამ აქტში მითითებულია სადაო მიწის ნაკვეთი, რომელიც მე-10 ნომერია. თვით მოსარჩელეც ადასტურებს, რომ სადაო მიწის ნაკვეთი მე-10 ნომერია. აღნიშნული აქტის მეორე გვერდზე ნათლად ჩანს მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ოდენობა. ამ ნაკვეთის მესაზღვრეები არიან ჩრდილოეთით გზა, სამხრეთით გზა, აღმოსავლეთით..., დასავლეთით გა----. ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მოსარჩელემ მე-10 ნომრით (1-60 კვადრატული მეტრი) დაფიქსირებული მიწის ნაკვეთზე შეიტანა განცხადება რეგისტრაციის მოთხოვნით. დადგენილია, რომ სადაო მიწის ნაკვეთი ,,ა---“-ზე არ მდებარეობს ეს აქტების შედარებითაც ნათლად ჩანს. სასამართლოს მიაჩნია, რომ N8--- აქტში მე-9 ნომრად მითითებული ნაკვეთის შემთხვევაშიც ან------ გო-----–---–ის ნაკვეთი განთავსებული უნდა იყოს თე----- ტყ----–---ს მეოთხე ნაკვეთის ჩრდილოეთით, თუმცა თე----- ტყ----–---ს აქტში აღნიშნული მონაცემი მითითებული არ არის.
იო--- გო-----–---–ი ნათლად ადასტურებს სუ-–---- გო-----–---–ის მიწის ნაკვეთის მდებარეობას სხვა ადგილზე და არა იმ ადგილზე სადაც მოსარჩელე მიუთითებს.
თე----- ტყ----–---ს ჩვენებით სუ-–---- გო-----–---–ის სახნავი ნაკვეთი არის განთავსებული ,,ა---ში“ . ,,ა---“ არ ეწოდება იმ ადგილს, სადაც მოპასუხე პე----- გო-----–---–ის ნაკვეთია განთავსებული.
ამდენად სუ-–---- გო-----–---–ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნაკვეთი სხვა ადგილზე მდებარეობს მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით და არ მდებარეობს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან მის მეზობლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.ოქმი15:48:22 დან 15:57:29)
- მიღება-ჩაბარების აქტი N8---(ს.ფ. 20)
- მიღება-ჩაბარების აქტი N81-82(ს.ფ. 100)
-თე----- ტყ----–---ს მიღება ჩაბარების აქტი (ს.ფ.20)
- მოწმე თე----- ტყ----–---ს ჩვენება (ოქმი 16:18:12 -დან 16:24:46-მდე)
- იო--- გო-----–---–ის ჩვენება((ოქმი 16:27:16 -დან 16:31:19-მდე)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სუ-–---- გო-----–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გაანალიზება - შეჯერების საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოიცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკლევისა და შეფასების საფუძველზე. სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საჯარო რეესტრის შესახებ კანონი;
- სამოქალაქო კოდექსი.
-„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ი------- N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია
-„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული პირის ინტერესი, რომელიც დავას აღძრავს სასამართლოში, პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მას სურს დაიცვას უფლება, რომელიც მიაჩნია, რომ დაარღვია მოწინააღმდეგე მხარემ. ცხადია, რომ დარღვეული უფლების აღდგენა ყოველთვის უკავშირდება გარკვეული ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლებების რეალურად და სრულად აღდგენას, ეს წარმოადგენს კიდეც თავდაპირველ ინტერეს სასამართლოში დავის აღძვრისა.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადაო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
6.3. მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციას ახორციელებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ-ლ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული და მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
6.4. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის ,,კ” პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
6.5. 201- წლის 30 ნ--------- სუ-–---- გო-----–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის მიზნით საჩხერეში სოფელ ჭ-------–-–- მდებარე 1-60 მიწის ნაკვეთთან ს/კ 3-.0-.1-.4-- დაკავშირებით მან N8----------- განაცხადთან ერთად წარადგინა სარეგისტრაციო მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
დადგენილია, რომ 201- წლის 06 დეკემბრის N8------------0- გადაწყვეტილებით დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება სუ-–---- გო-----–---–ის მიერ N8----------- განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო მონაცემებსა და 8----------- (თე----- ტყ----–--- პ/ნ3----------) განაცხადით წარმოებაში მყოფ მონაცემებთან. ასევე დადგინდა ზედდება 3-.0-.5-.2-- (პე----- გო-----–---–ი პ/ნ3----------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებთან. სწორედ ამ უკანასკნელ რეგისტრაციას ასაჩივრებს მოსარჩელე.
დადგენილია, რომ 2018 წლის 09 ი------- N8------------05 გადაწყვეტილებაში დაფიქსირდა კიდევ ერთხელ ზედდების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია იგივე სუბიექტებთან და განემარტა განმცხადებელს, რომ თუ ის ეთანხმება ზედდებაში არსებული ორი სუბიექტის მიწის ნაკვეთების კონფიგურაციას, მაშინ განმცხადებელმა 30 სამუშაო დღეში უნდა წარმოადგინოს კორექტირებული ნახაზი. თუ იგი არ ეთანხმება ხსენებული მიწის ნაკვეთების კონფიგურაციას, მაშინ განმცხადებელმა სარეგისტრაციო წარმოების ვადაში უფლებამოსილია წარმოადგინოს ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოყენებული იქნა სანოტარო მედიაცია. დადგენილია, რომ მედიაცია შეწყდა მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, შესაბამისად მორიგება ვერ შედგა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით შეწყდა N8----------- განაცხადით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება.
6.6.,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-111 მუხლის შესაბამისად საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკადასტრო მონაცემების ზედდება – უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან;
6.7.,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს;
ამდენად ზედდების დადგენის შემთხვევაში რეგისტრაციის განხორციელება ვერ ხდება. ზედდების აღმოსაფხვრელად მოსარჩელემ სარჩელით მომართა სასამართლოს ს/კ 3-.0-.5-.2-- მიწის ნაკვეთის მესაკუთრე პე----- გო-----–---–ის მიმართ.
6.8. დადგენილია, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.0-.5-.2-- საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხე პე----- გო-----–---–ის სახელზე. რეგისტრაციის საფუძველია მიღება-ჩაბარების აქტიN8---, რომელიც გაცემულია თ--- გო-----–---–ის სახელზე და ასევე რეგისტრაციის საფუძველია საჩხერის ადგილობრივი არქივის 201- წლის 22 ს----------- წერილი. ინტერესი მისასვლელი გზა და ზოგადად წლების განმავლობაში არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენაა. აღნიშნული უძრავი ნივთის რეგისტრაციისათვის 201- წლის 2 ოქტომბერს საჯარო რეესტრს მიმართა პე----- გო-----–---–მა და წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი 1--- კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, მიღება-ჩაბარების აქტი N8--- და საჯარო რეესტრის მიერ გამოთხოვილი იქნა საარქივო ცნობა რომლის თანახმადაც თ--- იო----- ძე გო-----–---–ის გარდაცვალების შემდგომ კომლის ერთად-ერთ წევრად აღრიცხულია ამჟამად მოპასუხე- პე----- გო-----–---–ი. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8------------05 201- წლის 18 ო----------- გადაწყვეტილებით რეგისტრირებული იქნა პე----- გო-----–---–ის სახელზე 1--- კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 3-.0-.5-.2--. მოცემული გადაწყვეტილებაა სადაო წარმოდგენილი სარჩელით.
6.9. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;
დადგენილია, რომ სადაო გადაწყვეტილების საფუძველია მიღება-ჩაბარების აქტიN8---, სადაც მითითებულია რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. მოცემული მიწის ნაკვეთი აქტში აღრიცხულია მეექვსე ნომრად, სახნავად. მიწის ნაკვეთის ფართობად მითითებულია 1800 კვადრატული მეტრი, ხოლო მესაზღვრეებად მითითებულია ჩრდილოეთით ღელე, სამხრეთი გზა, აღმოსავლეთით გზა, დასავლეთით ტყ----–---. დადგენილია, რომ ეს მესაზღვრეა თე----- ტყ----–---. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ნაკვეთის ნახაზი ემთხვევა თე----- ტყ----–---ს რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსაც.
მიღება-ჩაბარების აქტიN8--- გაცემულია ან------ გო-----–---–ის სახელზე. არქივიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად ან------ გო-----–---–ის კომლის შემადგენლობაში 1986-1994 წლების საკომლო წიგნებიდან გამომდინარე ასევე ირიცხება მოსარჩელე სუ-–---- გო-----–---–ი.
დადგენილია, რომ სუ-–---- გო-----–---–ის განცხადებაში მითითებული 1-60 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძვლად სუ-–---- გო-----–---–ის განმარტებით არის მიღება-ჩაბარების აქტი 8---. აქტი გაცემულია ან------ გო-----–---–ის სახელზე. ამ აქტში მითითებულია სადაო მიწის ნაკვეთი, რომელიც მე-10 ნომერია. თვით მოსარჩელეც ადასტურებს, რომ სადაო მიწის ნაკვეთი მე-10 ნომერია. აღნიშნული აქტის მეორე გვერდზე ნათლად ჩანს მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ოდენობა. ამ ნაკვეთის ადგილის სახელია ,,ა---“, ხოლო მესაზღვრეები არიან ჩრდილოეთით გზა, სამხრეთით გზა, აღმოსავლეთით..., დასავლეთით გა----. ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მოსარჩელემ მე-10 ნომრით (1-60 კვადრატული მეტრი) დაფიქსირებული მიწის ნაკვეთზე შეიტანა განცხადება რეგისტრაციის მოთხოვნით. დადგენილია, რომ სადაო მიწის ნაკვეთი ,,ა---“-ზე არ მდებარეობს ეს აქტების შედარებითაც ნათლად ჩანს. ასევე დადგენილია, რომ მიღება-ჩაბარების N8--- აქტში პირველ გვერდზე მითითებულია ათი ნაკვეთი. პირველ ნაკვეთზე მონაცემი გადაშლილია და შენიშვნაში წერია ამოღებულია. მეორე გვერდზე მითითებულია თორმეტი ნაკვეთის კონფიგურაცია ნახაზით და შესაბამისი ნუმერაციით ე.ი. მიწის ნაკვეთების ოდენობა პირველ გვერდზე და მეორე გვერდზე განსხვავებულია.
თე----- ტყ----–--- და იო--- გო-----–---–ი ნათლად ადასტურებს სუ-–---- გო-----–---–ის მიწის ნაკვეთის მდებარეობას სხვა ადგილზე და არა იმ ადგილზე სადაც მოსარჩელე მიუთითებს.
ამდენად სუ-–---- გო-----–---–ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნაკვეთი სხვა ადგილზე მდებარეობს მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით და არ მდებარეობს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან მის მეზობლად.
6.10.„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად.
6.11. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად 1. სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) სააგენტოს წარუდგენს განცხადებას მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ან/და მმართველობის ორგანოს მონაწილეობით; გ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს. 3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
6.12.სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხე პე----- გო-----–---–ის მიერ კანონით დადგენილი წესით იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია რეგისტრაციასთან დაკავშირებით და ასევე საჯარო რეესტრის მიერ კანონით დადგენილი წესით იქნა რეგისტრირებული 3-.0-.5-.2-- საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთი. დადგინდა, რომ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს სხვა ადგილას და არა იმ ადგილზე, სადაც განთავსებული რეგისტრირებული ნაკვეთი. დადგენილია, რომ სუ-–---- გო-----–---–ის მიერ რეგისტრაციისათვის წარდგენილი მიწის ნაკვეთის პარამე-----ბი და 3-.0-.5-.2-- საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთის პარამეტრები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
6.13. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტებს, რომ სადავო აქტი გამოიცა კანონის დარღვევით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შედეგად. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობით გამოცემული აქტების ფორმალური კანონიერების განმსაზღვრელ ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება. წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრების შესახებ, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს.
6.14. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული არ არის გასაჩივრებული აქტის მომზადებისას და გამოცემისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების შესახებ. სადავო აქტი შეიცავს დასაბუთებას, თუ კონკრეტულად რომელ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გადაწყვეტილება, ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოებისას შესწავლილი და გამოკვლეულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულია ამ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად, რითაც ასევე დაცულია ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები.
6.15. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
6.16.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე19 მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
6.17.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 200- წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.18. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო აქტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 18 ო----------- N 8------------05 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არც მათი მომზადება-გამოცემისას ზაკ-ის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებს ადგილი არ აქვს. ასევე, ამ აქტით მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს რაიმე ზიანი არ ადგება და არც უკანონოდ არ იზღუდება. შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სუ-–---- გო-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).
მოსამართლე: ივანე ყიფიანი