განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002936858
საქმე N1-255/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05.06.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - პა-----–-–--–-ძე
1. ბრალდებული: შო-----------–--ლი
მამის სახელი: აჩ----
დაბადებული: 2--12.1979 წელი
პირადი ნომერი: 61---------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ნასამართლობა: მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
მისამართი: ქ. ბათუმი, დ. აღ--–-----–-----------------.
ადვოკატი - ნო----------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე№171100319002
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 09 მარტს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. ბათუმში, აღ--–-----–------------------------ში ყოფნისას, შო-----------–--ლმა ურთერთშელაპარაკების ნიადაგზე, მაცხენა მხარზე ხელის მოჭერით, ასევე წაქცევით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - რო-----------–--ლს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. ბრალდებულმა შო-----------–--ლმა დაადასტურა, რომ 2019 წლის 09 მარტს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - რო-----------–--ლს, რასაც ინანიებს; (იხ ოქმი);
2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.6. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.7. საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შო-----------–--ლი არის რო-----------–--ლი შვილი.
2.9. ამდენად, სასამართლოს, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების: ოლ---–--–----------------------–---------------–---–ის და რო-----------–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შო-----------–--ლმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეთა მიერ შეთანხმებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია შო-----------–--ლის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ შო-----------–--ლს ჰქონდა განზრახვა, ხელეყო დაზარალებულის ჯანმრთელობა ფიზიკური ძალის გამოყენებით;
სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ შო-----------–--ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს;
5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
5.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის პიროვნება, მისი მახასიათებლები; ინანიებს ჩადენილს;
5.7. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ შო-----------–--ლის მიმართ პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა- აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და შო-----------–--ლის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს;
საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განაჩენით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით შო-----------–--ლი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით; ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 03 წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით;
პრობაციის ბიუროს მომართვის თანახმად - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დასრულებულია 2017 წლის 07 აგვისტოს მდგომარეობით, ხოლო პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე შო-----------–--ლი იმყოფება 2017 წლის 08 მაისიდან;
შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლისა და 67-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესით შო-----------–--ლის მიმართ უნდა გაუქმდეს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით;
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებაა - 112-დან მიღებული აუდიოჩანაწერი ერთ ცალ კომპაქტდისკზე, რომელიც დალუქული ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული შო-----------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განაჩენით, დანიშნული პირობითი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
საქართველო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით - და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით შო-----------–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ შო-----------–--ლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ შო-----------–--ლს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 09 მარტიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - 112-დან მიღებული აუდიოჩანაწერი ერთ ცალ კომპაქტდისკზე, რომელიც დალუქული ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას და მსჯავრდებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე