გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.02.2019
საქმის ნომერი
140210017001713823
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210017001713823

საქმე № 2/61-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01 თებერვალი, 20-- წელი

ქ.გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბანკი”

წარმომადგენელი ი-----–ი გ-----–-ა

მოპასუხე გ------ი მ-----–-–---–ი, ნ--ა მ-----–-–---–ი, ა--------ლ ლ----ე

წარმომადგენელი ელიზა პავლიაშვილი

დავის საგანი დავალიანების გადახდის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე გ------ი მ-----–-–---–ს, ნ--ა მ-----–-–---–ს და ა--------ლ ლ----ეს სს ,,ს----------–--ს ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 21 617.9 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ნ--ა მ-----–-–---–ის უძრავი ქონების - მდებარე: ქ. გორი, ქუჩა ს----–---ს №9, საკადასტრო კოდი N 66.05.17.270.01.0-- - რეალიზაციის გზით, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება ვალდებულების დასაფარად, აღსრულება მოხდეს გ------ი მ-----–-–---–ის, ნ--ა მ-----–-–---–ის და ა--------ლ ლ----ის სხვა ქონებიდან;

1.3 მოპასუხე გ------ი მ-----–-–---–ს სს ,,ს----------–--ს ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 519.36 ლარის გადახდა.

 

სს ” ს----------–--ს ბანკს ” და გ------ი მ-----–-–---–ს შორის 2014 წლის 08 ივლისს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის მოცულობით, 10 წლის ვადით, საპროცენტო სარგებლის წლიური 0,5 დან 48 %-მდე დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გ------ი მ-----–-–---–მა მიიღო კრედიტი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით 60 თვის ვადით, წლიური 15%. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ნ--ა მ-----–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე, მისამართზე: ქ. გორი, ს----–---ს ქუჩა N9, საკადასტრო კოდი N 66.05.17.270.01.0--. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 16 აპრილს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება სს ” ს----------–--ს ბანკს” და ნ--ა მ-----–-–---–ს, ასევე ა--------ლ ლ----ეს შორის. საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი პირობები მოპასუხეთა მხრიდან არ შესრულდა ჯეროვნად, რის გამოც მოპასუხეებს სასამართლოს მიერ უნდა დაეკისროთ ამ ვალდებულებების შესრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის -17 115.37 აშშ დოლარის, პროცენტის -1899.99 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 260 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო დანაჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმა და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

მოპასუხე გ------ი მ-----–-–---–ი სასამართლოს მთავარ სხდომაზე ასევე დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას მის მიმართ 519.36 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს ” ს----------–--ს ბანკს ” და გ------ი მ-----–-–---–ს შორის 2014 წლის 08 ივლისს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის მოცულობით, 10 წლის ვადით, საპროცენტო სარგებლის წლიური დარიცხვით 0,5 დან 48 %-მდე დარიცხვით. ხელშეკრულების პირობების საფუძველზე შედგა კრედიტის დაფარვის გრაფიკი.

 

3.1.2. 2015 წლის 16 აპრილს სს ” ს----------–--ს ბანკს ” და გ------ი მ-----–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც გ------ი მ-----–-–---–ზე 60 თვის ვადით გაიცა კრედიტი 20 000 აშშ დოლარი, წლიური საპრიცენტო სარგებელი 15%. საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე ყოველ ვადაგადაცილებული დღეზე ვადაგადაციებული თანხის 0,5%.

 

3.1.3. 2014 წლის 08 ივლისს სს ,,ს----------–--ს ბანკსა“ და ნ--ა მ-----–-–---–ს შორის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების და მის საფუძველზე შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ნ--ა მ-----–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე, მისამართზე: ქ. გორი, ქუჩა ს----–--- N9, საკადასტრო კოდით N 66.05.17.270.01.0--.

 

3.1.4. 2015 წლის 16 აპრილს სს ” ს----------–--ს ბანკს ” და ნ--ა მ-----–-–---–ს შორის გ------ი მ-----–-–---–თან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ნ--ა მ-----–-–---–მა სრული პასუხისმგებლობა აიღო გ------ი მ-----–-–---–ის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის რაოდენობრივი ოდენობა განისაზღვრა 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

3.1.5 2015 წლის 16 აპრილს სს ” ს----------–--ს ბანკს ” და ა--------ლ ლ----ეს შორის გ------ი მ-----–-–---–თან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ა--------ლ ლ----ემ სრული პასუხისმგებლობა აიღო გ------ი მ-----–-–---–ის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის რაოდენობრივი ოდენობა განისაზღვრა 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში.

 

3.1.6 2015 წლის 17 ივლისს სს ” ს----------–--ს ბანკის ” მიერ გ------ი მ-----–-–---–ზე გაცემული იქნა N2996279 საკრედიტო ბარათი, 700 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით.

 

3.1.7. გ------ი მ-----–-–---–მა დაარღვია გადახდის ვადა არაერთგზის. 2015 წლის 16 აპრილის საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან და 2015 წლის 17 ივლისის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გ------ი მ-----–-–---–ის დავალიანება ბანკის მიერ გაცეული 2017 წლის 13 იანვრის ცნობით შეადგენს 21617.90 აშშ დოლარს და 519.36 ლარს.

 

3.1.8. მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბანკმა” 2017 წლის 13 იანვარს მოპასუხეებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილი დავალიანების დაფარვის შესახებ და განუსაზღვრა ვადა, ორი კვირა, ვალდებულების შესასრულებლად.

 

3.1.9. მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდია ის ფატობრივი გარემოება, რომ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მათ არ გადაუხდიათ სესხის ძირითადი თანხა - 17115.37 აშშ დოლარი, რომლისთვისაც სარგებლის ოდენობა არის 1988.99 ლარი, სადავო გახადეს მხოლოდ პირგასამტეხლოს თანხა 2602.54 ლარი. როგორც შეუსაბამოდ მაღალი.

 

3.1.10 მოპასუხე გ------ი მ-----–-–---–ს სადავო არ გაუხდია ის ფატობრივი გარემოება, რომ 2015 წლის 17 ივლისის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ გადაუხდია 519.36 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 361-ე, მე-400, 873-ე, 405-ე,403-ე, 417-418-ე, 420-ე, 891-ე, 895-896-ე, 898-ე, 286-ე, 301-ე, მე-300, 463-ე მუხლები.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა, ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

სს ” ს----------–--ს ბანკს ” და გ------ი მ-----–-–---–ს შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებისა და მისი შემადგენელი კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, გ------ი მ-----–-–---–მა მიიღო კრედიტი 20 000 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, წლიური საპრიცენტო სარგებელი 15%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაციებული თანხის 0,5%.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებიდან და ამავე ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება გ------ი მ-----–-–---–ის მიერ არ შესრულებულა ჯეროვნად და წარმოიქმნა დავალიანება, მას დავალიანება სრულად არ დაუფარავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

ამდენად, მოპასუხის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე მოსარჩელე საბანკო დაწესებულებას წარმოეშვა უფლება მოითხოვოს მოპასუხე მხრისაგან სესხის ძირითადი თანხის და დარიცხული სარგებლის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომაზე სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის და ნაწილობრივ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

საკრედიტო ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო გადახდის ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.5% ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლოს ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეები განსაზღვრავენ თავისუფლად და იგი შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 2602.54 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას აქცევს დარღვევის შინაარს (მათ შორის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდს) და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საბანკო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, 2602.54 აშშ დოლარი, სესხის ძირითად თანხისა (17 115.37 აშშ დო ლარი) და პროცენტის (1899.99 აშშ დოლარი) ოდენობასთან, საქმის გარემოებებთან მიმართებით, არის შეუსაბამოდ მაღალი და მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს 260 აშშ დოლარით, რაც ცნო მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე.

 

ამდენად, სს ”ს----------–--ს ბანკის” სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი მოვალისა და თავდებისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სესხის ძირითადი თანხის სახით 17 115.37 აშშ დოლარის და პროცენტის სახით 1899.99 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 260 აშშ დოლარით, რომლის გადახდაც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა.

 

2015 წლის 16 აპრილს სს ” ს----------–--ს ბანკს ” და ნ--ა მ-----–-–---–ს შორის გ------ი მ-----–-–---–თან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ნ--ა მ-----–-–---–მა სრული პასუხისმგებლობა აიღო გ------ი მ-----–-–---–ის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის რაოდენობრივი ოდენობა განისაზღვრა 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში.

 

ასევე 2015 წლის 16 აპრილს სს ” ს----------–--ს ბანკს ” და ა--------ლ ლ----ეს შორის გ------ი მ-----–-–---–თან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ა--------ლ ლ----ემ სრული პასუხისმგებლობა აიღო გ------ი მ-----–-–---–ის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის რაოდენობრივი ოდენობა განისაზღვრა 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

უდავო გარემოებაა, რომ ძირითადმა მოვალემ გ------ი მ-----–-–---–მა გადააცილა გადახდის ვადას.

 

სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

ნ--ა მ-----–---სთან და ა--------ლ ლ----ესთან დადებული შეთანხმებით თავდებობის რაოდენობრივი ოდენობა განისაზღვრა 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია როგორც იპოთეკით, ასევე სოლიდარული თავდებობით. თითოეული წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის დამოუკიდებელ სახეს.

 

ამდენად, სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია სოლიდარული თავდებისათვის თანხის გადახდევინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, რაც გულისხმობს კრედიტორის მიმართ მის პასუხისმგებლობას პირადად მთელი თავისი ქონებით.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.

 

2014 წლის 08 ივლისს სს ,,ს----------–--ს ბანკსა“ და ნ--ა მ-----–-–---–ს შორის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების და მის საფუძველზე შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ნ--ა მ-----–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე, მისამართზე: ქ. გორი, ქუჩა ს----–--- N9, საკადასტრო კოდი N 66.05.17.270.01.0--.

 

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, 1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 11.მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული ნ--ა მ-----–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

2014 წლის 08 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ იპოთკის საგნზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

 

ამდენად, უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე გ------ი მ-----–-–---–ისათვის, ნ--ა მ-----–-–---–ისათვის და ა--------ლ ლ----ისათვის დაკისრებული თანხის გადახდის უზრუნველყოფის შესახებ ამ უკანასკნელთა კუთვნილი სხვა ქონების საშუალებითაც, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით არ დაიფარება მოპასუხეთა დავალიანება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო (სესხის ძირის 17 115. 37, პროცენტის - 1899.99 და პირგასამტეხლოს -260 აშშ დოლარის ნაწილში) 19275.36 აშშ დოლარის ნაწილში, რა ნაწილზედაც გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 795 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჟეტიდან, ხოლო დარჩენილი ნახევარი 795 ლარი მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში. მოპასუხე გ------ი მ-----–-–---–მა ასევე მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი 519.36 ლარის ნაწილში, რა ნაწილზედაც გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 7.79 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი ნახევარი 7.79 უნდა დაეკისროთ გ------ი მ-----–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ. სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 42-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხეებს გ------ი მ-----–-–---–ს, ნ--ა მ-----–-–---–ს და ა--------ლ ლ----ეს მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 19 275.36 (ცხრამეტიათას ორას სამოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და ოცდათექვსმეტი ცენტი) აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2. მოპასუხე გ------ი მ-----–-–---–ს ”ს----------–--ს ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს 519.36 (ხუთას ცხრამეტი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა;

 

1.3. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი;

 

2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ნ--ა მ-----–-–---–ის უძრავი ქონება - მდებარე: ქ. გორი, ქუჩა ს----–--- N9, საკადასტრო კოდი N 66.05.17.270.01.0--. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება მოხდეს მოპასუხე გ------ი მ-----–-–---–ის, ნ--ა მ-----–-–---–ის და ა--------ლ ლ----ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან;

 

3. მოსარჩელეს სს ”ს----------–--ს ბანკს” (ს/ნ 20------9) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 16 იანვარს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1790.75 (ათასშვიდას ოთხმოცდაათი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარიდან სახელმწიფო ბაჟი, ჯამში 802.79 (რვაასორი ლარი და სამოცდაცხრამეტი თეთრი) სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი დარჩენილ თანხა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხეებს გ------ი მ-----–-–---–ს, ნ--ა მ-----–-–---–ს და ა--------ლ ლ----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბანკის” სასარგებლოდ 795 (შვიდას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.

 

5. მოპასუხეს გ------ი მ-----–-–---–ს დაეკისროს მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბანკის” სასარგებლოდ 7.79 (შვიდი ლარი და სამოცდაცხრამეტი) ლარი, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე