გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.06.2019
საქმის ნომერი
330210018002649727
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/27994-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

8 მ---ი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - შპს „ი-----------–-------------------------------------–-------–ი“

წარმომადგენელი - ი---------------ე

მოპასუხე - ი-----–-------------–---–ი

წარმომადგენელი - ს----------------–---–ი

დავის საგანი -იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. ი-----–-------------–---–ს, შპს „ი-----------–-------------------------------------–-------–ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 5 000 აშშ დოლარის გადახდა.

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2--- წლს 15 მ---ს, შპს "ი-----------–-------------------------------------–-------–ს" და ი-----–-------------–---–ს შორის დაიდო იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად კომპანიამ იკისრა ვალდებულება მოპასუხისათვის გაეწია იურიდიული დახმარება და იურიდიული მომსახურება შპს „ა----თან“ ქონებრივ დავაში. გაწეული მომსახურების წინასწარი საფასური განისაზღვრა 1500 ლარით. დავის წარმატებით დასრულების შემდეგ, შედეგის შესაბამისად, კი მოხდებოდა დამატებითი ანაზღაურება.

 

მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების დადების შემდეგ, კომპანიის იურისტებზე გაიცა რწმუნებულება და ადვოკატებმა დაიწყეს საქმეზე მუშაობა. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ორი ინსტანციის სასამართლოში საქმე წარმატებით დასრულდა და დაიწყო მესამე ინსტანცია, რა დროსაც მოსარჩელემ განახორციელა ბოლო იურიდიული მოქმედება - საკასაციო შესაგებლის წარდგენა.

 

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე მოპასუხემ 2--- წლის 15 და 16 თებერვლის წერილებით მოსარჩელეს აცნობა, რომ იგი „ცალმხრივად წყვეტდა“ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებას და აღარ აპირებდა საადვოკატო მომსახურების ხარჯების გადახდას.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხის წერილობითი შეტყობინების მიღების დროისთვის მოსარჩელის მხრიდან იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად იყო შესრულებული და ამიტომ ი-----–-------------–---–ს განემარტა, რომ ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტა ვეღარ მოხდებოდა და მისი მხრიდან ჰონორარის გადაუხდელობა იქნებოდა ვალდებულების შეუსრულებლობა.

 

ამასთან, როგორც მოსარჩელე მხარისთვის გახდა ცნობილი, მხარეები საკასაციო ინსტანციაში მორიგდნენ და მოპასუხე მხარეს გადაეცა ბინა. ასეთი შემთხვევისათვის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია გასამრჯელო 5 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ი-----–-------------–---–მა სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის განმარტებით, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელეს გადაუხადა 1500 ლარი, თუმცა, წარმომადგენელმა თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა არ უზრუნველყო სასამართლოში, შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი დარჩა სასამართლოს მსჯელობის მიღმა და არ დაბრუნებია.

 

მოპასუხის განმარტებით, მისი სარჩელი ( სადაც წარმომადგენლობას უწევდა მოსარჩელე მხარე) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასამართლო დავა ეხებოდა შპს „ა---- დ----–--------ს“, რომელსაც დავის დასრულების მომენტში და არც დღეის მდგომარეობით არანაირი ქონება არ გააჩნდა, შესაბამისად მოსარჩელის მიერ წარმოებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება რეალურად იყო აღუსრულებელი გადაწყვეტილება, თუმცა ი-----–-------------–---–ს ადვოკატები დაჟინებით არწმუნებდნენ, რომ უმჯობესია არსებობდეს სასამართლო გადაწყვეტილება, თუნდაც იგი იყოს აღუსრულებელი. შესაბამისად, მოპასუხე საკუთარი ძალებით შეეცადა პრობლემის მოგვარებას, კერძოდ, მიმართა პროკურატურას, ტელევიზიას და სხვადასხვა უწყებებს, რათა მისთვის მისაღები შედეგი დამდგარიყო.

 

მოპასუხე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სრულად შესრულდა ვალდებულება, რისთვისაც არსებობდა დამატებითი ჰონორარის გადახდის ვალდებულება. ვინაიდან, რამდენად შეიძლება განხილულ იქნას მათ მიერ მიღწეული შედეგი წარმატებად, მაშინ როდესაც მოპასუხეს დღემდე, არც თანხა და არც ბინა მიუღია, რაც ითვალისწინებდა დამატებითი ჰონორარის გადახდას.

 

მართალია, მესამე ინსტანციაში მორიგება შედგა, მაგრამ არა უშუალოდ შპს „ა---- დ----–--------ს“ და ი-----–-------------–---–ს შორის, არამედ მორიგება შედგა ოთხმხრივი, კერძოდ, ერთი მხრივ ი-----–-------------–---–ს, მეორე მხრივ შპს „ა---- დ----–--------ს“, მესამე მხრივ, შპს „ა---- გ------ა“ და მეოთხე მხრივ, ი-----–----------ეს შორის. მოპასუხემ ზემოაღნიშნულ მხარეებს შორის მორიგების აქტის გაფორმებას მოანდომა დაახლოვებით ერთი წელი.

 

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელესთან მომსახურების ხელშეკრულება შეწყდა 2--- წლის 15 თებერვალს, ხოლო მესამე ინსტანციაში სასამართლოს მორიგების აქტი დამტკიცდა 2----–-–------------–ს. ამდენად, მოსარჩელის მტკიცება, რომ შედეგს მიაღწიეს უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, რეალურად მათი შედეგი გამოვლინდა შპს „ა---- დ----–--------ი“-ს წინააღმდეგ, რომელიც ფაქტიურად „მკვდარი“ სუბიექტია და რომ მიღებული გადაწყვეტილება ვერასოდეს აღსრულდებოდა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–------------–ს მიღებული განჩინებით მორიგების დამტკიცების თაობაზე, შპს „ა---- გ-----მა“ იკისრა ვალდებულება დაფაროს შპს „ა---- დ----–--------ი“-ს მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება ი-----–-------------–---–ის სასარგებლოდ. ამავე გარიგებით მხარეები თანხმდებიან, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ შპს „ა---- გ-----ი“ მოპასუხეს 2019 წლის დეკემბრის ბოლომდე საკუთრებაში გადაცემს უძრავ ქონებას (ქ. თ---–------------ს ქუჩა N51), მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, ი-----–-------------–---–ის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთება ი-----–----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. აღნიშნული მორიგების მიღწევაში მოპასუხეს სამართლებრივი მომსახურება გაუწიეს ადვოკატებმა რ---------------–მა და თ------–--–--------ემ.

 

მოპასუხეს მიაჩნია, რომ მას 2--- წლის 15 მ----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ ვალდებულება არ გააჩნია. გადახდილი მომსახურების საფასური ადეკვატური იყო მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურებისა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--- წლის 15 მ---ს შპს „ი-----------–-------------------------------------–-------–ს“, და ი-----–-------------–---–ს შორის დაიდო იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა კომპანიის მიერ ი-----–-------------–---–ისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა შპს "ა---- დ----–--------თან" ქონებრივ დავაში. იურიდიული მომსახურება მოიცავდა საკონსულტაციო მომსახურებას, კლიენტის ინტერესების წარმოდგენას და დაცვას ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, კერძო პირებთან ურთიერთობაში და ყველა ინსტანციის სასამართლოში. იურიდიული მომსახურების გაწევა მოხდებოდა კომპანიის იურისტთან გაფორმებული დავალების ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2--- წლის 15 მ----- ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19)

3.1.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების წინასწარი საფასური განისაზღვრა 1 500 ლარით. საქმის მორიგებით დამთავრების შემთხვევაში სადავო თანხის 5 %-ით, სასამართლოში კლიენტის სასარგებლოდ დავის დასრულების და თანხის კლიენტის სასარგებლოდ ამოღების შემთხვევაში სადავო თანხის 7 %-ით. იმ შემთხვევაში თუ მორიგება მოხდებოდა კლიენტისათვის საცხოვრებელი ბინის გადაცემით, მომსახურების საფასური იქნებოდა 5 000 აშშ დოლარი. 1500 ლარის გადახდა მოხდებოდა ხელშეკრულების დადებიდან 10 დღის განმავლობაში, დანარჩენ შემთხვევებში მომსახურების საფასურის გადახდა მოხდებოდა შესაბამისი პირობების დადგომიდან 15 დღის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშებზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების ჯეროვნად განხორციელების შემთხვევაში კლიენტს გადახდილი თანხა უკან არ უბრუნდება მიუხედავად საქმის შედეგისა.

 

ი-----–-------------–---–ს გადახდილი აქვს წინასწარი საფასური 1500 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტებები

-საგადასახადო დავალება (ს.ფ..20)

- ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19)

3.1.3. ი-----–-------------–---–მა, შპს "ს--------–-------–ის" იურისტის მონაწილეობით, აღძრა სარჩელი შპს "ა---- დ----–--------ის" მიმართ, ხელშეკრულების შეწყვეტის და თანხის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელე მოითხოვდა გადახდილი თანხის 99 860 აშშ დოლარის დაბრუნებას, პირგასამტეხლოს 15 878 აშშ დოლარის და მიუღებელი შემოსავლის 56040 აშშ დოლარის დაკისრებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2----–-–---------------–ის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს "ა---- დ----–--------ს" ი-----–-------------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისრა 99860 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს 1587.74 აშშ დოლარის, ასევე გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 29.95 აშშ დოლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-წლის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 24-35);

- მხარეთა ახსნა-განმარტება

3.1.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------ის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა შპს "ა---- დ----–--------ის" სააპელაციო საჩივარი, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის გადაწყვეტილება. მოცემულ დავაში ი-----–-------------–---–ის ინტერესებს იცავდა იურიდიული კომპანია „ს--------–-------–ი“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 70-76)

3.1.5. ი-----–-------------–---–ს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. შპს „ა---- დ----–--------მა კი საქართველოს უზენაეს სასამართლოში, წარადგინა საკასაციო საჩივარი. საკასაციო საჩივარზე ი-----–-------------–---–ის საკასაციო შესაგებელი წარადგინა იურიდიული კომპანია „ს--------–-------–მა“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტებები

- საკასაციო შესაგებელი (ს.ფ. 46-52)

3.1.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–------------–ის განჩინებით ი-----–-------------–---–ს და შპს „ა---- დ----–--------ს“ შორის შეწყდა საქმის წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო. მოვალე შპს „ა---- გ-----მა“ იკისრა ვალდებულება 2019 წლის დეკემბრამდე ი-----–-------------–---–ს საკუთრებაში გადასცეს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თ---–------------ს N51, სართული - 14, ფართი 115.17 კვ.მ, ბინა N91 და 2.5 მ სიგანის ავტოსადგომი საერთო ფარეხში. შესაბამისად, კასატორი გათავისუფლდა 2----–-–---------------–ის გადაწყვეტილებით და შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------ის განჩინებით დაკისრებული ყველა ვალდებულებისგან. მხარეებმა ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთეს ი-----–----------ის კუთვნილი უძრავი ქონება.

 

მხარეებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2--- წლის 31 მ---ს წარდგენილი იქნა მორიგების აქტი, 2--- წლის 3-----–--ს წარდგენილი იყო შესწორებული მორიგების აქტი, ხოლო 2--- წლის 7---------ერს დაზუსტებული მორიგების აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 70-76)

 

3.1.7. 2--- წლის 15 და 16 თებერვალს ი-----–-------------–---–მა შპს "ი-----------–-------------------------------------–-------–ს" გაუგზავნა შეტყობინება 2--- წლის 15 მ---ს გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე. მოტივად დასახელებულია ის გარემოება, რომ დავის ფარგლებში ადვოკატს გამორჩა გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯების მოთხოვნის დაყენება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტებები

-შეტყობინება (ს.ფ. 21-22)

 

3.1.8. 2--- წლის 29 სექტემბერს ი-----–-------------–---–მა რწმუნებულება გააფორმა რ----------------–თან და თ------–--–--------ესთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-რწმუნებულებები (ს.ფ. 80-84)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 709-710-ე, 720-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოშობილია დავალების ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.

 

სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული/მინდობილი ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯით.

 

ამავე კოდექსის 710-ე მუხლის შესაბამისად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

დადგენილია, რომ 2--- წლის 15 მ---ს, შპს „ი-----------–-------------------------------------–-------–ს“ და ი-----–-------------–---–ს შორის დაიდო იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანია ვალდებულებას კისრულობდა ი-----–-------------–---–ისათვის გაეწია იურიდიული მომსახურება შპს "ა---- დ----–--------თან" ქონებრივ დავაში. ი-----–-------------–---–ი კისრულობდა მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას. ამასთან, ხელშეკრულების 4-ე მუხლით, დავის შედეგიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ მომსახურების ღირებულების გადახდის შემდეგ წესზე; ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების წინასწარი საფასური განისაზღვრა 1 500 ლარით. საქმის მორიგებით დამთავრების შემთხვევაში სადავო თანხის 5 %-ით, სასამართლოში კლიენტის სასარგებლოდ დავის დასრულების და თანხის კლიენტის სასარგებლოდ ამოღების შემთხვევაში სადავო თანხის 7 %-ით. იმ შემთხვევაში თუ მორიგება მოხდებოდა კლიენტისათვის საცხოვრებელი ბინის გადაცემით, მომსახურების საფასური იქნებოდა 5 000 აშშ დოლარი. 1500 ლარის გადახდა მოხდებოდა ხელშეკრულების დადებიდან 10 დღის განმავლობაში, დანარჩენ შემთხვევებში მომსახურების საფასურის გადახდა მოხდებოდა შესაბამისი პირობების დადგომიდან 15 დღის განმავლობაში,სასამართლო განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე, შემდეგი გარემოებების გამო:

 

სარჩელის უარყოფის მოპასუხის ძირითადი არგუმენტი მდგომარეობს მასში, რომ მის სასარგებლოდ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენდნენ აღუსრულებელ გადაწყვეტილებებს, ხოლო მესამე ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მორიგებაში მოსარჩელეს მონაწილეობა არ მიუღია.

 

დადგენილია, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა კომპანიის მიერ ი-----–-------------–---–ისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა შპს "ა---- დ----–--------თან" ქონებრივ დავაში. იურიდიული მომსახურება მოიცავდა საკონსულტაციო მომსახურებას, კლიენტის ინტერესების წარმოდგენას და დაცვას ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, კერძო პირებთან ურთიერთობაში და ყველა ინსტანციის სასამართლოში. იურიდიული მომსახურების გაწევა მოხდებოდა კომპანიის იურისტთან გაფორმებული დავალების ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულებაში, დავის კონკრეტული შედეგი (ქონების გადაცემა და სხვა) განსაზღვრული არ არის.

 

დადგენილია, რომ შპს "ს--------–-------–ის" იურისტის მონაწილეობით, აღიძრა სარჩელი შპს "ა---- დ----–--------ის" მიმართ, ხელშეკრულების შეწყვეტის და თანხის დაკისრების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2----–-–---------------–ის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს "ა---- დ----–--------ს" ი-----–-------------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისრა 99860 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს 1587.74 აშშ დოლარის, ასევე გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყიოველთვიურად 29.95 აშშ დოლარის გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------ის განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის გადაწყვეტილება. ი-----–-------------–---–ს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

 

შპს „ა---- დ----–--------მა" კი საქართველოს უზენაეს სასამართლოში, წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომელზეც ი-----–-------------–---–ის საკასაციო შესაგებელი წარდგენილია იურიდიული კომპანია „ს--------–-------–ი“-ს მიერ.

 

2--- წლის თებერვალში, მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. (შეწყვეტის შესახებ შეტყობინებაში ხელშეკრულების შეწყვეტის მოტივად დასახელებულია ადვოკატის გადაცდომა - კერძოდ იურიდიული მომსახურების ხარჯების 1500 ლარის დაკისრების მოთხოვნის წარუდგენლობა)

 

დადგენილია, რომ ი-----–-------------–---–ის დავა შპს "ა---- დ----–--------თან" საბოლოოდ დასრულდა მორიგებით, ბინის გადაცემის პირობით. მორიგება დამტკიცდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–------------–ის განჩინებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად და მით უფრო მსგავს დავებში, მორიგება არ არის მარტივი და დროში გაწელილი პროცედურაა. ის გარემოება, რომ ი-----–-------------–---–ს და სამშენებლო კომპანიას შორის მორიგების თაობაზე მოლაპარაკებები ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის პარალელურად მიმდინარეობდა დადასტურდა თვით მხარეთა განმარტებით და მოწმის ჩვენებით. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოში პირველი მორიგების აქტი წარდგენილი იყო 2--- წლის 31 მ---ს. 2--- წლის 3-----–--ს წარდგენილი იყო შესწორებული მორიგების აქტი, ხოლო 2--- წლის 7---------ერს დაზუსტებული მორიგების აქტი. 2--- წლის 29 სექტემბერს ი-----–-------------–---–მა რწმუნებულება გააფორმა სხვა წარმომადგენელთან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლოში მოპასუხეს აღარ წარმოადგენდა „ს--------–-------–ი“ და ი-----–-------------–---–ის მიერ რწმუნებულება გაცემული იქნა სხვა წარმომადგენელზე, აღნიშნული არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან, სწორედ მოსარჩელის წამომადგენლობის პერიოდში იყო დაკმაყოფილებული ი-----–-------------–---–ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში, რაც საბოლოოდ გახდა მხარეთა მორიგების საფუძველი.

 

ი-----–-------------–---–ის მითითება მოსარჩელე კომპანიის არაკომპეტენტურობაზე და გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ფაქტზე გაზიარებული ვერ იქნება. არც თბილისის საქალაქო სასამართლოს და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი კი არ დამდგარა, ვინაიდან ორივე გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო მოწინააღმდგე მხარის მიერ ზემდგომ სასამართლოში, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელია მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. შესაბამისად, მოპასუხის მითითება გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე უსაფუძვლოა.

 

როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს თავის გადაწყვეტილებაში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება დამოკიდებულია კრედიტორის ნებაზე და, შესაბამისად, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მოგებული მხარე უფლებამოსილია, მოურიგდეს პროცესუალურ მოწინააღმდეგეს, ისევე, როგორც 10 წლის განმავლობაში, როდესაც მოისურვებს მაშინ წარადგინოს სააღსრულებო ფურცელი, სრულიად ცხადია, რომ ადვოკატი დგება გაწეული მომსახურებისათვის გასამრჯელოს მიღების შეუძლებლობის რისკის წინაშე, რაც არ შეესაბამება ხელშეკრულების გონივრული განმარტების სტანდარტს. (ას-1161-1116-2016, 12 ოქტომბერი, 2--- წელი)

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საადვოკატო მომსახურება არ არის უსასყიდლო. როგორც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ე.წ. pro bono ანუ უსასყიდლო მომსახურება (რაც ასევე განსხვავდება, სახელმწიფოს ხარჯზე ცალკეული სეგმენტის პირთათვის გაწეული უფასო იურიდიული დახმარებისაგან) იმ პროფესიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, რომელიც მიღებული და დამკვიდრებულია, როგორც ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების საადვოკატო ბიუროების, ისე - აშშ-ის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთა კერძო საადვოკატო პრაქტიკაში და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველ პირთა იურიდიულ მომსახურებას მოიცავს, არამედ იდეალური მიზნების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივ მხარდაჭერასაც.(საქმე №ას-1161-1116-2016, 12 ოქტომბერი, 2--- წელი). ამავე გადაწყვეტილებიდან სასამართლო ასევე მოიშველიებს შემდეგ მსჯელობას: "სასამართლო აღნიშნავს, რომ საადვოკატო მომსახურების ჰონორარის (გასამრჯელოს) ოდენობის შესახებ რაიმე მოწესრიგებას “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონი ან ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი (დამტკიცებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ 2006 წლის 15 აპრილს) არ შეიცავს. ამაზე ყურადღების გამახვილება სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად, ევროგაერთიანების ადვოკატთა (CCBE) ქცევის მოდელური კოდექსი, რომელიც სახელმძღვანელოა ევროგაერთიანებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ადვოკატთათვის, აწესრიგებს ჰონორარის საკითხს, კერძოდ, 3.4 პუნქტით დადგენილია, რომ 3.4.1. ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი სრულად უნდა გაუმჟღავნდეს კლიენტს და უნდა იყოს სამართლიანი და ზომიერი. 3.4.2. ადვოკატსა და კლიენტს შორის სხვაგვარი შეთანხმების არსებობის გარდა, ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი ექვემდებარება რეგულირებას იმ ადვოკატურისა თუ იურიდიული საზოგადოების წესების შესაბამისად, რომელსაც ადვოკატი მიეკუთვნება. სასამართლო ისევ ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსის 3.3 მუხლს მოიხმობს, რომელიც უკრძალავს ადვოკატს აწარმოოს ე.წ. Pactum Quota de Litis (3.3.1 ქვეპუნქტი), რაც ნიშნავს 3.3.2. შეთანხმებას ადვოკატსა და კლიენტს შორის, რომელიც დადებულია იმ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, რომელშიც კლიენტი ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს და რომლის საფუძველზე კლიენტი იღებს ვალდებულებას ადვოკატს გადასცეს წილი საქმის შედეგიდან, მიუხედავად იმისა, თუ წილი თანხას ან სხვა სარგებელს წარმოადგენს, რომელსაც კლიენტი საქმის გადაწყვეტისას მიიღებს. 3.3.3 Pactum Quota de Litis არ მოიცავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ჰონორარი გამოიანგარიშება ადვოკატის მიერ აღებული საქმის ღირებულების საფუძველზე, ოფიციალურად დამტკიცებული ჰონორარების სისტემის ან ადვოკატზე იურისდიქციის მქონე კომპეტენტური ორგანოს კონტროლის ქვეშ."

 

დადგენილია, რომ ი-----–-------------–---–მა 2--- წლის თებერვალში ცალმხრივად შეწყვიტა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. ამავე მუხლის 3-ე პუნქტის მიხედვით, თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, - გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომსახურების წინასწარი საფასური განისაზღვრებოდა 1 500 ლარით. საქმის მორიგებით დამთავრების შემთხვევაში სადავო თანხის 5 %-ით, სასამართლოში კლიენტის სასარგებლოდ დავის დასრულების და თანხის კლიენტის სასარგებლოდ ამოღების შემთხვევაში სადავო თანხის 7 %-ით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მორიგება მოხდებოდა კლიენტისათვის საცხოვრებელი ბინის გადაცემით, მომსახურების საფასური იქნებოდა 5 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავალების ხელშეკრულების შინაარსი გულისხმობდა იმგვარი სამუშაოს შესრულებას, როგორიცაა სარჩელის მომზადება, სასამართლოში საქმის წარმოების დაწყება, სასამართლო სხდომებში მონაწილეობა, აგრეთვე, სააპელაციო სასამართლოში მონაწილეობა (სააპელაციო შესაგებელი, სასამართლო სხდომა), საკასაციო შესაგებელის წარდგენა. ამასთან, ორივე ინსტანციის სასამართლოში მხარის სასარგებლო შედეგის მიღწევა, მიუხედავად მისი ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და საბოლოოდ, მესამე ინსტანციაში მიუხედავად სხვა წარმომადგენელის ჩართულობით მორიგების მიღწევა განაპირობებს სასამართლოსთვის რწმენის საფუძველს, რომ მოსარჩელემ განახორციელა მოპასუხის კვალიფიციური იურიდიული მომსახურება ხელშეკრულების შეწყვეტამდე. მოსარჩელის მიერ მოთხოვილი საზღაური 5 000 აშშ დოლარის ოდენობით გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებიდან და არსებობს მისი მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა, რაც შეადგენს 392.34 ლარს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ი-----------–--------------------------- „ს--------–-------–ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. ი-----–-------------–---–ს, შპს "ი-----------–-------------------------------------–-------–ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 5 000 აშშ დოლარის გადახდა;

3. ი-----–-------------–---–ს, შპს "ი-----------–-------------------------------------–-------–ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 392.34 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე