განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1------
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
სხდომის მდივან - ნინო ვარაზაშვილის,სახელმწიფო ბრალმდებლების - ნ-------------–---–-ს, დ--------------ს, ა---------–---–-ს, ნ-------------ის, გ-------–---–------ის, ი-----------–-–---–-ს, დ--------------–---–-ს, ა----–----–---–-ს, მ-----------–---–-ს,ბრალდებულ - ნ------------ის,ადვოკატების - გ--–--------–--–---–-ს, გ--------–--–---–-ს, მ----------–---ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე გა--ხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ნ-------------------------ის (დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- არასრული უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–--–-, დ------------–-, პ------–--------------ს ბინა N---ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-, დ-----------------------------ს, მ--------------ს, ბ-------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
2017 წლის 19 მარტს, დაახლოებით 00:15 საათზე, თ---–--–-, დ------------------ მ/რაიონში, მ--------------------------ში მდებარე სს „გ----ს“ აფთიაქ „ჯ-----ში“, არსებული ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი ნ------------ე, მეტალის წვეტიანი საგნის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხა სს „გ----ს“ თანამშრომლებს: ნ-----------–-–---–ს და ბ---------------ს, რა დროსაც დაეუფლა სს „გ----ს“ კუთვნილ ფულად თანხას 175 ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ა). ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
დაზარალებულ ნ-----------–-–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 19 მარტს მუშაობდა დ------------–-, მ--------------------------ში მდებარე „ჯ-----ს“ აფთიაქში. დაახლოებით 00:20 საათზე, აფთიაქში შევიდა მამაკაცი, რომელსაც სახეზე ეკეთა ნიღაბი და ხელში ეჭირა ბლაგვი საგანი. აღნიშნულმა პიროვნებამ მოსთხოვა სეიფის გაღება და ფულის გადაცემა. იგი მივიდა მის მოქმედ სალაროსთან, საიდანაც აიღო ფული. შემდეგაც მივიდა მეორე და მესამე სალაროსთან და ეძებდა ფულს. თანხის აღების შემდგომ თავდამსხმელი შეეცადა გარეთ გასვლას, თუმცა აფთიაქის დაცვის თანამშრომელ ბ---------------ს ჩაკეტილი ჰქონდა კარი და გამოძახებული ჰყავდა დაცვის სამსახურის თანამშრომლები. ვინაიდან თავდამსხმელი ვერ ახერხებდა გარეთ გასვლას, იგი მივარდა ბ---------------ს და ბლაგვი საგნის მომარჯვებით აიძულა კარის გაღება, რის შემდეგაც გაიქცა გარეთ. თავდასხმიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებმაც შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს თითის ანაბეჭდები, ხოლო კინოლოგიის სამსახურის თანამშრომლებმა აიღეს სუნის ნიმუში, რაზეც გაუშვეს ძაღლი. მისივე ჩვენებით, აფთიაქში სულ არის სამი სალარო, რომლებიც განთავსებულია ერთმანეთის გვერდიგვერდ. თავდამსხმელმა მთლიანობაში შეძლო 175 ლარის გატაცება. მამაკაცს ეცვა ღია ნაცრისფერი სპორტული ტანსაცმელი, ეკეთა პირბადე, სახის ნიღაბი და შავი ხელთათმანი. იყო ჩასხმული, სრული აღნაგობის, ასაკით 35-40 წლის. ხელში ჰქონდა ე.წ. „სპიცის“ მაგვარი საგანი, რაც ეჭირა შეკრული მუჭით და ხედავდა მხოლოდ მის წვერს. დაზარალებულის ჩვენებით, თავდამსხმელი აფთიაქში შესვლამდე არ დაუნახავს.
დაზარალებულ ბ---------------ს ჩვენებით, 2017 წლის მარტში მუშაობდა დ------------–-, მ--------------------------ში მდებარე „ჯ-----ს“ აფთიაქში დაცვის თანამშრომლად. 19 მარტს სამსახურში მორიგეობდა ფარმაცევტ ნ-----------–-–---–თან ერთად. დაახლოებით 00:10 საათზე, აფთიაქში შევიდა ნიღბიანი მამაკაცი, ე.წ. „შტირისმაგვარი“ საგნით და მისი გამოყენებით ითხოვდა თანხის გადაცემას. სანამ თავდამსხმელი სალაროსთან ეძებდა თანხას, მოასწრო აფთიაქის შესასვლელი კარის დაკეტვა, თუმცა თავდამსხმელმა „შტირისმაგვარი“ საგნის გამოყენებით, აიძულა კარის გაღება. აღნიშნულ მამაკაცს ეცვა ნაცრისფერი სპორტული, ეფარა კაპიუშონი და სახეზე ეკეთა შავი ნიღაბი. იგი იყო დაახლოებით 175-180 სმ. სიმაღლის, საშუალო ტანის. მისივე ჩვენებით, აფთიაქის შიდაპერიმეტრზე დამონტაჟებულია ათი კამერა, ხოლო ორი ვიდეოკამერა აფიქსირებდა გარეპერიმეტრს. გამომძიებელთან ერთად მონაწილეობა მიიღო ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაში, სადაც ასახული იყო ის ვითარება, რაც დააფიქსირა გამოკითხვის ოქმში.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ მოწმე დ------–-------ს დაკითხვის ოქმით, 2017 წლის 19 მარტს, დაახლოებით 00:15 საათზე, ტაქსით მოძრაობდა დ------------------ მ/რაიონში. როდესაც მიუახლოვდა დ------------------ მ/რაიონს, გზის სავალ ნაწილზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, ამასთან იყო წვიმია-- ღამე და ტაქსის მძღოლი მოძრაობდა ნელი სვლით. სწორედ ამ დროს დაინახა, რომ იქვე ბილიკიდან ჩამოირბინა ახალგაზრდა მამაკაცმა და ავტომანქანის წინ შეჩერდა. აღნიშნული მამაკაცი იყო შავგვრემანი, რომელმაც თავზე წამოიფარა შავი კაპიუშონი, სახეზე ჩამოიცვა მუქი, სავარაუდოდ სვიტერი, სწრაფი სვლით წავიდა და შევიდა დ------------------ მ/რაიონში მდებარე „ჯ-----ს“ აფთიაქში. როდესაც მამაკაცი შევიდა აფთიაქში, მათ შორის იქნებოდა დაახლოებით 15 მეტრი მანძილი. ამ დროს აფთიაქთან ტაქსით გაიარა ნელი სვლით და გზა გააგრძელა დ------------------ მ/რაიონისკენ. მეორე დღეს იმყოფებოდა „ჯ-----ს“ იმავე აფთიაქში წამლის საყიდლად, რა დროსაც შეიძინა „ასკოფენი“. აფთიაქში ყოფნის დროს, ფარმაცევტთან საუბრისას გაიგო, რომ 19 მარტს, ზუსტად იმ დროს, როდესაც ტაქსით გაიარა, მოხდა აფთიაქის დაყაჩაღება. ამის გაგებისთანავე აფთიაქის თანამშრომელს სთხოვა ესწავლებინა თუ სად მდებარეობდა დ------------–- პოლიციის განყოფილება, რადგან სურდა განეცხადებინა აღნიშნული ფაქტის შესახებ. მოწმის განმარტებით, აფთიაქის დაყაჩაღება მოხდა სწორედ აღნიშნული პიროვნების მიერ, რომელსაც ტანთ ეცვა მოთეთრო სპორტული შარვალი და ზედატა--, ხოლო ფეხზე ეცვა მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. იგი იყო დაახლოებით 180 სმ. სიმაღლის, შავგვრემანი პირისახის, სქელი წარბებით, მოკლედ შეჭრილი შავი თმით და სავარაუდოდ ნიკაპთან უნდა ჰქონოდა ნაიარევი. აღნიშნული პიროვნება დაინახა გარეგანათების შუქის ქვეშ და მისი დანახვის დროს მისთვის ხელში რაიმე საგანი არ შეუნიშნავს. 2017 წლის 20 მარტს, მონაწილეობა მიიღო პირის ამოცნობაში, რა დროსაც ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო შუა ადგილას მყოფი პიროვნება, რომელიც როგორც მოგვიანებით გაიგო, აღმოჩნდა ნ------------ე. იგი ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, მოკლედ შეჭრილი შავი თმით, ცხვირით და სახის მთლიანი მოყვანილობით. დარწმუნებულია, რომ მის მიერ ამოცნობილი პიროვნება დაინახა დ------------------ მ/რაიონში მდებარე „ჯ-----ს“ აფთიაქის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ ღამეს, როდესაც დგებოდა 2017 წლის 19 მარტი. ის იყო სწორედ ის მამაკაცი, რომელმაც ჩამოირბინა ბილიკიდან, სწრაფი სვლით წავიდა და შევიდა „ჯ-----ს“ აფთიაქში.
მოწმე მ-----–------------–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის 20 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ 19 მარტს, დ------------–- აფთიაქზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმა ჩადენილი უნდა ყოფილიყო ნ------------ის მიერ, რომელიც იმყოფებოდა ნ--–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიღებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული მტკიცებულებები ინახებოდა დ------------------ მ/რაიონში, თუმცა კონკრეტულად რა მტკიცებულებებზე იყო საუბარი, ინფორმატორს მისთვის არ დაუკონკრეტებია.
მოწმე გ--------------–--ის ჩვენებით, 2017 წლის 20 მარტს, თანამშრომლებთან: თ------------სთან, თ-----------------–---–თან და ი-------------–---–თან ერთად, მონაწილეობა მიიღო, დ------------–-, მ--- მ/რაიონში, №--ე კორპუსის ბინა №--ში მდებარე გ----------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრე--ში, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა სპორტული ფეხსაცმელი წარწერით „ვრანგლერი“.
მოწმე თ-----------------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 20 მარტს, თანამშრომლებთან: თ------------სთან, გ--------------–--ესთან და ი-------------–---–თან ერთად, მონაწილეობა მიიღო, დ------------–-, მ--- მ/რაიონში, №--ე კორპუსის ბინა №--ში მდებარე გ----------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრე--ში, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა სპორტული ფეხსაცმელი წარწერით „ვრანგლერი“.
მოწმე მ-----–-------–-–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის 30 მარტს ჩაატარა ამოცნობა, რა დროსაც ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან დ------–------მა ამოიცნო ნ------------ე, რის შემდეგაც იგი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. ნ------------ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრე--, რა დროსაც ამოღებულ იქნა მის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა და მობილური ტელეფონი.
მოწმე მ-----–------------ს ჩვენებით, მუშაობს „მ----------ს“ სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2017 წლის 11 აპრილს, კომპანიაში წარდგენილ იქნა მოსამართლის 04 აპრილის განჩინება ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც 25 აპრილს, შესაბამისი ოქმის შედგენის საფუძველზე, გამომძიებელს გადასცა მის მიერ მოთხოვნილი დეტალური ინფორმაცია სამი ნომრის ანძების და იმეი-კოდების მითითებით.
მოწმე კ---------–----ს ჩვენებით, 2017 წლის 18 მარტს, ღამის საათებში მიიღო შეტყობინება, რომ დ------------------ მ/რაიონში ადგილი ჰქონდა აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტს. გამოცხადდა მითითებულ მისამართზე, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტებთან და კინოლოგიის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და გამოკითხა დაზარალებულები. 19 მარტს არ იმყოფებოდა სამსახურში, ხოლო მომდევნო დღეს სამსახურში დაბრუნებისას ნახა, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული იყო დ------–-------, რომელსაც პოლიციისთვის განცხადებით ჰქონდა მიმართული, რომ საქმესთან დაკავშირებით ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციას და ითხოვდა მოწმის სახით დაკითხვას. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტებმა აფთიაქში არსებული სალაროს უჯრებიდან აიღეს სუნის კვლის ნიმუშები, რაზეც გაუშვეს სამსახურებრივი ძაღლი, რომელიც გავიდა აფთიაქიდან მარჯვენა მხარეს, დაახლოებით 60 მეტრში გადაკვეთა გზა, მოპირდაპირე მხარეს გაიარა ბილიკი, გავიდა იქ არსებულ გარაჟებთან, რის შემდეგაც წავიდა მარცხენა მხარეს და მივიდა №--ე კორპუსის სადარბაზოსთან. მანვე დაათვალიერა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს თუ როგორ შედის პიროვნება აფთიაქში, როგორ მიდის სალაროსთან, იღებს თანხას და ბრუნდება უკან. გარდა ამისა, მოწმის სახით გამოკითხა ბრალდებული ნ------------ე და დანიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.
მოწმე ლ-------------–-–---–-ს ჩვენებით, ცხოვრობს ნ--–------------------ა-ში, მ------–---–---ს ოჯახის მეზობლად. კორპუსი არის ოთხ სართულიანი, რომლის თითო სართულზეც ცხოვრობს ერთი ოჯახი. 2017 წლის 18 მარტს, ღამის საათებში, დაახლოებით 23:00-24:00 საათამდე დროის პერიოდში, საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან დაინახა თუ როგორ შევიდა გ---------------–---–-ს ავტომანქანა ეზოში, საიდანაც გადმოვიდნენ გ-------ს მეუღლე ე------------------–---–--ჯ-------, მათი ორი ქალიშვილი და ძმისშვილი ა-----------ე, ხოლო გ---------------–---–-, მისი შვილი ც------ და ნ------------ე დარჩნენ ეზოში და მანქა--დან გადმოიღეს ორი ცემენტის ტომარა, რაც შეიტანეს იქვე მდებარე გ---------------–---–-ს ოფისში. ამის შემდგომ, დაახლოებით ხუთ წუთში, სადარბაზოდან შემოესმა მამაკაცების ხმაურია-- ასვლის ხმა ზედა სართულზე, სადაც ცხოვრობს მხოლოდ მ------–---–---ს ოჯახი.
მოწმე გ---------------–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის 18 მარტს, დაახლოებით 15:15 საათზე, ნ------------ე დასთან - ა-----------ესთან ერთად, სტუმრად მივიდა მათთან. იყო შაბათი, საკურთხის დღე და ოჯახის წევრებთან ერთად აპირებდა საკურთხის ეკლესიაში წაღებას. დაახლოებით 16:00 საათზე, მეუღლესთან - ე----------------------------–---–თან, შვილებთან და ნ--- და ა-----------ეებთან ერთად, მივიდა ეკლესიაში. ერთად დაესწრნენ ლოცვას და აღსარება თქვეს მამა თ--------------------სთან, რომელმაც ყველას, მათ შორის ნ------------ეს მისცა ზიარების კურთხევა. ლოცვა დამთავრდა, დაახლოებით 19:00 საათზე, რის შემდეგაც ერთად წამოვიდნენ ტაძრიდან. ვინაიდან მეუღლის მეგობრებმა ბავშვები დაპატიჟეს „ვ------–-“, 19:30 საათიდან - 20:00 საათის შუალედში, ერთად მივიდნენ „ვ------–-“, სადაც დარჩნენ მისი მეუღლე, შვილები და ა-----------ე, ხოლო თავად, ნ------------ესთან და ც------ მ------–---–თან ერთად, წავიდა ს----------–-, ვინაიდან მშენებარე სახლიდან უნდა წამოეღო სამშენებლო მასალები ოფისში მისატანად. ს----------–- მივიდა, დაახლოებით 21:00 საათისთვის. ნ------------ე და ც------ მ------–---–ი შევიდნენ საგ------ოს შესასვლელში მდებარე სუპერმარკეტში, სადაც შეიძინეს ლობია-- და წვენე ბი. ამის შემდგომ მივიდნენ მშენებარე სახლში, მანქანაში ჩაალაგეს საჭირო ნივთები და თ---–--–- დაბრუნებისას გამოიყოლეს ხელოსა-- ვ----– მ------–---–ი. დაახლოებით 22:00 საათზე მივიდნენ „ვ------–-“ მისი ოჯახის წევრების წამოსაყვანად. „ვ------–-“ შევიდნენ ნ--- და ც------, საიდანაც გამოვიდნენ, დაახლოებით ერთ საათში, ხოლო თავად ელოდებოდა მანქანაში. „ვ------–-“ მის ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მეუღლის მეგობრები: მ------------ ორ შვილთან ერთად და თ----------------- შვილთან ერთად. დაახლოებით 23:00 საათზე ყველა-- წავიდნენ მისი ავტომანქა--თ. ტ--–------------ დატოვეს მ------------, რის შემდეგაც გააგრძელეს გზა. 23:20 საათისთვის საწვავი ჩაასხა კ------–---ს ქუჩაზე მდებარე „რ------------–-ს“ ბენზინგასამართ სადგურზე. საწვავის ჩასხმის დროს, ოპერატორს თანხა გადასცა მის გვერდით მჯდომმა ნ------------ემ, რაც დაფიქსირებულია ვიდეოკამერის ჩანაწერებში. ამის შემდგომ, დ--–---ს ქუჩაზე ჩამოსვა თ-----------------, რის შემდეგაც დაახლოებით 23:30 საათზე მივიდა ნ--–------------------ა-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლთან და ოფისთან. ნ------------ე და ც------ მ------–---–ი დაეხმარნენ სამშენებლო მასალების მანქა--დან ოფისში გადატანაში, ხოლო დანარჩენები ავიდნენ სახლში. რამდენიმე წუთში ნ---სთან და ც------სთან ერთად თავადაც ავიდა სახლში, სადაც იმყოფებოდა მამა გ------ მ------–---–ი. როგორც შემდგომ მისთვის გახდა ცნობილი, დაახლოებით ღამის ორი საათიდან ნ------------ეს და მ-------ს ერთმანეთში ჰქონდათ ხუმრობით მიმოწერა, თითქოს ნ--- სთხოვდა ყავის მოდუღებას, რაზეც მ------- წერდა, რომ ხვალ უნდა მიეღოთ ზიარება და არ იყო მაგის დრო. 19 მარტს, დილის საათებში წავიდნენ ს------ ეკლესიაში ზიარების მისაღებად და წირვაზე დასასწრებად. მისივე ჩვენებით, იგი ცდილობდა პოლიციის თანამშრომლებისთვის აეხსნა, რომ დანაშაულის ჩადენის დღეს, ნ------------ე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა მათთან, რის დასტურადაც მათ მოასმენინა მამაოსთან სატელეფონო საუბარი, რომელმაც ასევე დაადასტურა ნ------------ის ლოცვაზე მათთან ერთად ყოფნის ფაქტი.
მოწმე ე----------------------------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 18 მარტს იყო მიცვალებულების მოხსენიების დღე და გადაწყვეტილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან ერთად ტაძარში საკურთხი წაეღო. მათთან ერთად წასვლას აპირებდა ნ------------ე და მისი და ა--. დაახლოებით 15:00 საათზე, ნ--- და ა-- მივიდნენ მათთან სტუმრად, რის შემდეგაც დაახლოებით 15 წუთში წავიდნენ ვ---–- მდებარე ს------ ეკლესიაში, სადაც გადაიხადეს მიცვალებულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი. ყველამ მამა თ--------------------ს ჩააბარა აღსარება და დაესწრნენ ლოცვას, რომელიც დასრულდა 18:30 საათზე. ამის შემდგომ ერთად წავიდნენ „ვ------–-“, სადაც უნდა შეხვედროდნენ მისი მეგობრები: თ----------------- და მ------------ ბავშვებთან ერთად. დაახლოებით 19:00 საათზე მივიდნენ „ვ------–-“, ხოლო მისი მეუღლე, ნ------------ე და ც------ მ------–---–ი წავიდნენ ს----------–-, ვინაიდან მშენებარე სახლიდან უნდა წამოეღოთ სამშენებლო მასალები. დაახლოებით 22:00 საათზე, მეუღლემ, ნ---მ და ც------მ მიაკითხეს „ვ------–-“, სადაც კიდევ გაჩერდნენ დაახლოებით ერთი საათი. ამ დროს მეუღლე გ---------------–---–- ელოდებოდა მანქანაში. 23:00 საათისთვის ყველანი ჩასხდნენ მეუღლის მანქანაში, ხოლო ნ------------ე დაჯდა მძღოლის გვერდით სავარძელზე. მ------------ დატოვეს ტ--–------------, რის შემდეგაც დაახლოებით 23:20 საათზე, საწვავი ჩაასხეს კ------–---ს ქუჩაზე მდებარე „რ------------–-ს“ ბენზინგასამართ სადგურზე. მას შემდეგ, რაც თ----------------- დატოვეს დ--–---ს ქუჩაზე, მივიდნენ ნ--–------------------ა-ში, სადაც ნ------------ემ, მისმა მეუღლემ და შვილმა - ც------ მ------–---–მა სამშენებლო მასალები მანქანიდან გადაიტანეს ოფისში, ხოლო თავად ბავშვებთან ერთად ავიდა სახლში. იქნებოდა 23:45 საათი, როდესაც ნ------------ე, გ------- და ც------ მ------–---–--- ავიდნენ სახლში, ხოლო 01:30 საათზე დაწვნენ დასაძინებლად. როგორც შემდგომ გახდა მისთვის ცნობილი, ნ------------ე და მ------- მ------–---–ი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ერთმანეთს უგზავნიდნენ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს.
მოწმე გ----------------ის ჩვენებით, 2017 წლის 18 მარტს აშენებდა სახლს და ყოველდღიური მიმოსვლა ჰქონდა ასაშენებელ სახლსა და დროებით ნაქირავებ ბინასთან, რომელიც მდებარეობდა დ------------------ მ/რაიონში. მისი შვილი - ნ------------ე დაახლოებით 14:30 საათამდე იმყოფებოდა სახლში, რის შემდეგაც დასთან ერთად წავიდა მამიდის ოჯახში, საიდანაც ერთად უნდა წასულიყვნენ ეკლესიაში. აპირებდნენ საკურთხის წაღებას, ამასთან ნ--- არის სტიქაროსანი და მამაოს ხშირად ეხმარებოდა მოღვაწეობაში. ნ------------ეს დამჯდარი ჰქონდა ტელეფონი და მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდა მის დას, რომელთანაც ამოწმებდა ნ---ს ადგილმდებარეობას, რომელიც მთელი დღის მანძილზე იმყოფებოდა მისი დის - ე-------------------ის ოჯახის წევრებთან. იმ დროს, როდესაც ნ------------ე სარდაფიდან აპირებდა კარტოფილის ტომრის სახლში ატანას, პოლიციის თანამშრომლებმა მოიტაცეს იგი სადარბაზოდან და დიდი ხნის ძებნის შემდგომ მიაგნეს პოლიციის განყოფილებაში. მოწმის ჩვენებით, მისი მონაწილეობით ჩატარდა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს ფეხსაცმელი.
მოწმე თ-----------ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა დ------–-------, სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ დ-----------------ს ჩვენებით, 2017 წლის 21 მარტს, სტერილური დოლბანდის საშუალებით ბრალდებულის ხელის გულიდან აიღო სუნის ნიმუში, რაც დალუქული სახით შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადასცა გამომძიებელს. ხელის გულიდან სუნის ნიმუშის აღებამდე, მოხდა ბრალდებულისთვის გამდინარე წყალში ხელების დაბანა, თუმცა აღნიშნული მაინც არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ სხვა ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში გამოვლენილიყო სხვისი სუნი.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ რ---------------–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის 19 მარტს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა მ--------------------------ში, სადაც ადგილი ჰქონდა აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტს. მას შემდეგ, რაც კინოლოგიის სამსახურმა დაასრულა შემთხვევის ადგილიდან სუნის ნიმუშების აღება, მეწყვილესთან ერთად დაასურათა შემთხვევის ადგილი და დაზარალებულის მითითებით, აფთიაქში არსებული დახლებიდან და სალაროს უჯრების სახელურიდან აიღო დნმ-ის ანაწმენდები. ამოღებული ნიმუშები დალუქული სახით შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადასცა გამომძიებელს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ--------–-----ს ჩვენებით, 2017 წლის 21 მარტს, ბრალდებულ ნ------------ეს აუღო ნერწყვის ნიმუში, რაც დალუქული სახით შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადასცა გამომძიებელს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ დ------–-----–-–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის 18 მარტს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე გ------- კ--–-------სთან და სამძებრო ძაღლთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, რაც მდებარეობდა დ------------------ მ/რაიონში, მ-------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადგილი ჰქონდა აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტს. აფთიაქში არსებული სალაროების დახლის უკან, მეტლახის იატაკის ზედაპირიდან აიღო სუნის ნიმუშები, რაზეც გაშვებულ იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც მივიდა დ-----------------------------ს მ--------------ს სადარბაზოსთან.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ------- ტ-------ის ჩვენებით, 2017 წლის 22 მარტს გასცა ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნა, რომლის თანახმად, 2017 წლის 19 მარტს, თ---–--–-, დ------------------ მ/რაიონში, მ------------ს ქუჩაზე მდებარე „ჯ-----ს“ აფთიაქში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: აფთიაქში რიგით პირველი, მეორე და მესამე სალაროს უკან, მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია ნ-------------------------ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ი-------–--------ს ჩვენებით, 2017 წლის 23 მაისს გასცა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლის თანახმად, პაკეტში წარწერით: „ანაწმენდები ოთხ მშრალ და ოთხ შესველებულ სტერილურ ჩხირზე“ მოთავსებულ ანაწმენდებზე, წარწერით: შესასვლელიდან პირველი სალაროს პირველი უჯრის შიდა ზედაპირიდან“ არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. №1-ის პროფილში ნ------------ის (ობ. №8, პაკეტი წარწერით: „ნერწყვის ნიმუში ნ-------------------------ისგან“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა;
ანაწმენდზე წარწერით: „შესასვლელიდან პირველი სალაროს უჯრის სახელურიდან“, „შესასვლელიდან მეორე სალაროს უჯრის სახელურიდან“ და „შესასვლელიდან მესამე სალაროს პირველი უჯრის სახელურიდან“ გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტში წარწერით: „სპორტული სტილის ფეხსაცმელი“ მოთავსებული მარჯვენა ფეხსაცმლის გარეთა გვერდით ზედაპირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. პროფილის ძირითადი წილი და ნ------------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ორივე ფეხსაცმლის შიდა ზედაპირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------------ეს.
მარჯვენა ფეხსაცმლიდან ამოღებული თმის ღერის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ვ--–------------ს ჩვენებით, 2017 წლის 26 ოქტომბერს გასცა ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის №-8-------- დასკვნა, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე, გამოკვლევაზე წარდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებული ფოტოსურათები ხარისხის ამაღლების მიზნით (პიროვნების გარეგნობისათვის მახასიათებელი ელემენტების სახეცვლილების გარეშე) დამუშავებული და გაწმენდილია სპეციალური კომპიუტერული პროგრამით: Adobe Photoshop CS5”-ის საშუალებით.
გამოკვლევაზე წარდგენილ დისკებზე არსებულ გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ------- კ--–------ის ჩვენებით, 2017 წლის 18 მარტს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე დ------–-----–-–---–თან და სამძებრო ძაღლთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, რაც მდებარეობს დ------------------ მ/რაიონში, მ------------ს №48-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადგილი ჰქონდა აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტს. შემთხვევის ადგილიდან, სალაროების დახლის უკან, მეტლახის იატაკის ზედაპირიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუშები, რაზეც გაშვებულ იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც მივიდა დ-----------------------------ს მ--------------ს სადარბაზოსთან.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ პ------------–---–-ძის ჩვენებით, 2017 წლის 19 მარტს, ღამის საათებში მიიღო შეტყობინება დ------------–- მდებარე აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტზე. მეწყვილე რ---------------–---–თან ერთად გამოცხადდა მ-------------------------ში, სადაც „ჯ-----ს“ აფთიაქიდან აიღო დნმ-ის ანაწმენდები, მოახდინა ადგილის დასურათება და გარკვეული ობიექტები დაამუშავა დაქტილოსკოპიური ფხვნილებით. ამოღებული ნიმუშები შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით დალუქული სახით გადასცა გამომძიებელს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–--–-, დ------------------ მ/რაიონში, მ--------------------------ში და წარმოადგენს „ჯ-----ს“ აფთიაქს, რაც განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე. აფთიაქი იღება და იკეტება შუშის კარით. აფთიაქიდან ექსპერტ-კრიმინალისტების და კინოლოგიის სამსახურის თანამშრომლების მიერ აღებულ იქნა ანაწმენდები ოთხ მშრალ და ოთხ შესველებულ სტერილურ ჩხირებზე, ასევე ამოღებულ იქნა სუნის ნიმუშები სამ ქილად.
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, თ---–--–-, დ-----------------------------ს, N2-ე კორპუსის ბინა №--ში, ნ------------ის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, შესასვლელი კარის უკან, იატაკიდან ამოღებულ იქნა შავი სპორტული ფეხსაცმელი, რაც არის ტალახით დასვრილი და აქვს შავი ზონრები. სპორტულ ფეხსაცმელს გვერდით გარე ზედაპირზე აქვს წარწერა „WRANGLER 1947“.
პირის ამოცნობის ოქმის შესაბამისად, დ------–------მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ მეორე და მარცხნიდან მარჯვნივ მეორე მდგომი პიროვნება - ნ------------ე, რომელიც არის ის მამაკაცი, ვინც შეხვდა 2017 წლის 18 მარტს, დაახლოებით ღამის 24:00 საათზე. აღნიშნული პიროვნება იყო 175-180 სმ. სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, მოკლედ შეჭრილი თმით, მოგრძო ცხვირით და სქელი წარბებით.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის საფუძველზე, ნ------------ე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2017 წლის 20 მარტს, 22:00 საათზე. ნ------------ემ პირადი ჩხრეკისას ნებაყოფლობით წარადგინა „აიფონ 5“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და მის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს, თ---–--–-, დ------------------ მ/რაიონში, მ------------ს ქუჩის N--ა-ში მდებარე სს ,,გ----ს“ აფთიაქ „ჯ-----ში“, დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები, 2017 წლის 19 მარტის 00:00 საათიდან - იმავე წლის 19 მარტის 00:18 საათამდე დროის პერიოდში და 2017 წლის 19 მარტის 15:40 საათიდან - იმავე წლის 19 მარტის 15:50 საათამდე დროის პერიოდში. ფაილის „19 მარტი, 00:10 საათიდან - 00:18 საათამდე“ გახსნისას, მონიტორზე გამოისახა სამი ფაილი MP4-ის ფორმატის ვიდეოჩანაწერით. ფაილის გახსნისას, მონიტორზე გამოჩნდა „ჯ-----ს“ აფთიაქის გარეპერიმეტრი. ჩანაწერში მარცხენა ზედა კუთხეში მითითებულია თარიღი 03-19-2017 sun და დრო 00-00-00; ჩანაწერის მიმდინარეობა: 08 წუთი. აფთიაქის წინ დგას რამოდენიმე მსუბუქი ავტომანქანა. აფთიაქიდან გამოდის მამაკაცი, რომელიც ჯდება ერთ-ერთ ავტომანქანაში, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით: A------ და მიემართება დ------------------ მ/რაიონის მხარეს. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, დაახლოებით 00:14:10 საათზე, კადრში გამოჩნდა მოთეთრო ტანსაცმელში ჩაცმული, ნიღბიანი პირი, რომელიც მირბის „ჯ-----ს“ აფთიაქისკენ. მას თავზე ჩამოცმული აქვს მოშავო ნიღაბი და ხელებზე უკეთია მოშავო ხელთათმანები. იგი სირბილით შედის „ჯ-----ს“ აფთიაქში. ამის შემდეგ ბ---------------ს განმარტებით, იგი შესაბამის ღილაკზე ხელის დაჭერით კეტავს აფთიაქის შესასვლელ კარს, მაგრამ ნიღბიანი მამაკაცი გამოსასვლელად, რომ მიადგება აფთიაქის კარს, დაახლოებით 00:14:50 საათზე, იგი იძულებულია გაუღოს მას კარი. ნიღბიანი მამაკაცი აფთიაქიდან გადის, დაახლოებით 00:14:57 საათზე და ტოვებს შემთხვევის ადგილს, იმ მიმართულებით საიდანაც მოვიდა. ჩანაწერი მთავრდება 00:18:00 საათზე. მეორე ფაილის გახსნისას, მონიტორზე გამოჩნდა „ჯ-----ს“ აფთიაქის შიდაპერიმეტრი. ჩანაწერში მარცხენა ზედა კუთხეში მითითებულია თარიღი 03-19-2017 sun და დრო 00-09-58; ჩანაწერის მიმდინარეობა: 07 წუთი და 59 წამი. ბ---------------ს განმარტებით, იგი დგას აფთიაქის კუთხეში არსებულ კონსულტანტის სამუშაო მაგიდასთან. მალევე მასთან ნ-----------–-–---–ის განმარტებით, მიდის იგი და იწყებს ვიტრინების მოწესრიგებას. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, დაახლოებით 00:14:20 საათზე, აფთიაქს ყაჩაღურად თავს ესხმის, მოთეთრო ტანსაცმელში ჩაცმული, ნიღბიანი პირი, რომელიც ბ---------------ს და ნ-----------–-–---–ის განმარტებით, მირბის აფთიაქის სალაროების მიმართულებით, რის შემდეგაც აფთიაქიდან გადის, დაახლოებით 00:14:58 საათზე და ტოვებს შემთხვევის ადგილს. ვიდეოჩანაწერი მთავრდება 00:17:56 საათზე. მესამე ფაილის გახსნისას, მონიტორზე გამოჩნდა „ჯ-----ს“ აფთიაქის შიდაპერიმეტრი, ჩანაწერში მარცხენა ზედა კუთხეში მითითებულია თარიღი 03-19-2017 sun და დრო 00-09-58; ჩანაწერის მიმდინარეობა: 07 წუთი და 59 წამი. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, აფთიაქის სალაროსთან დგას მამაკაცი, რომელმაც შეიძინა აფთიაქში პროდუქცია და დაახლოებით 00:10:58 საათზე დატოვა სალაროს ტერიტორია. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, დაახლოებით 00:14:27 საათიდან - 00:14:45 საათამდე დროის პერიოდში, სალაროებთან მიდის მოთეთრო ტანსაცმელში ჩაცმული ნიღბია-- პირი, რომელიც აღებს სამივე სალაროს უჯრას და ეუფლება ფულად თანხას, რის შემდეგაც ტოვებს შემთხვევის ადგილს. ამის შემდეგ, სალაროებთან მოძრაობს აფთიაქის ფარმაცევტი გოგონა, რომელიც ნ-----------–-–---–ის განმარტებით, არის პირადად და საუბრობს მობილურ ტელეფონზე. ვიდეოჩანაწერი მთავრდება 00:17:56 საათზე. ფაილის - „19 მარტი, 15:40 საათიდან - 15:50 საათამდე“ გახსნისას, მონიტორზე გამოისახა ოთხი ფაილი. პირველი ფაილის გახსნისას, მონიტორზე გამოჩნდა „ჯ-----ს“ აფთიაქის გარეპერიმეტრი. ჩანაწერში მარცხენა ზედა კუთხეში მითითებულია თარიღი 03-19-2017 sun და დრო 15-40-00; ჩანაწერის მიმდინარეობა: 10 წუთი. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, კადრში გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც ნ-----------–---–-ს განმარტებით, ძალიან ჰგავს იმ პიროვნებას, რომელიც აფთიაქის დაყაჩაღების შემდეგ, 2017 წლის 19 მარტს, დღისით მივიდა აფთიაქში და შეიძინა მედიკამენტი, რა დროსაც მისგან შეიტყო, რომ წინა ღამეს მოხდა აფთიაქის დაყაჩაღება. მამაკაცი შედის „ჯ-----ს“ აფთიაქში, საიდანაც გამოდის, დაახლოებით 15:46:04 საათზე და მიდის იმ მიმართულებით, საიდანაც მივიდა აფთიაქში. ვიდეოჩანაწერი მთავრდება 15:50:00 საათზე. მეორე ფაილის გახსნისას, მონიტორზე გამოჩნდა ,,ჯ-----ს“ აფთიაქის გარეპერიმეტრი. ჩანაწერში მარცხენა ზედა კუთხეში მითითებულია თარიღი 03-19-2017 sun და დრო 15-40-00; ჩანაწერის მიმდინარეობა: 10 წუთი. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, დაახლოებით 15:43:42 საათზე, კადრში გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც საუბრობს ტელეფონზე. ნ-----------–---–-ს განმარტებით, ძალიან ჰგავს იმ პიროვნებას, რომელიც აფთიაქის დაყაჩაღების შემდეგ, 2017 წლის 19 მარტს, დღისით მივიდა აფთიაქში და შეიძინა მედიკამენტი, რა დროსაც მისგან შეიტყო, რომ წინა ღამეს მოხდა აფთიაქის დაყაჩაღება. აღნიშნული მამაკაცი შედის „ჯ-----ს“ აფთიაქში, საიდანაც გამოდის დაახლოებით 15:46:04 საათზე და მიდის იმ მიმართულებით, საიდანაც მივიდა აფთიაქში. ვიდეოჩანაწერი მთავრდება 15:50:00 საათზე. მესამე ფაილის გახსნისას, მონიტორზე გამოჩნდა „ჯ-----ს“ აფთიაქის შიდაპერიმეტრი. ჩანაწერში მარცხენა ზედა კუთხეში მითითებულია თარიღი 03-19-2017 sun და დრო 15-40-00; ჩანაწერის მიმდინარეობა: 09 წუთი და 59 წამი. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, დაახლოებით 15:44:13 საათზე, კადრში გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც საუბრობს მობილურ ტელეფონზე და შედის „ჯ-----ს“ აფთიაქში. იგი ნ-----------–---–-ს განმარტებით, ძალიან ჰგავს იმ პიროვნებას, რომელიც აფთიაქის დაყაჩაღების შემდეგ, 2017 წლის 19 მარტს, დღისით მივიდა აფთიაქში და შეიძინა მედიკამენტი, რა დროსაც მისგან შეიტყო, რომ წინა ღამეს მოხდა აფთიაქის დაყაჩაღება. აღნიშნული მამაკაცი „ჯ-----ს“ აფთიაქიდან გადის, დაახლოებით 15:46:04 საათზე და მიდის იმ მიმართულებით, საიდანაც მივიდა აფთიაქში. ვიდეოჩანაწერი მთავრდება 15:50:00 საათზე. მეოთხე ფაილის გახსნისას, მონიტორზე გამოჩნდა „ჯ-----ს“ აფთიაქის შიდაპერიმეტრი. ჩანაწერში მარცხენა ზედა კუთხეში მითითებულია თარიღი 03-19-2017 sun და დრო 15-40-00; ჩანაწერის მიმდინარეობა: 09 წუთი და 59 წამი. ვიდეოჩანაწერში ჩანს აფთიაქის სალაროები და ფარმაცევტები, რომლებიც ემსახურებიან კლიენტებს. ნ-----------–---–-ს განმარტებით, მას აცვია თეთრი ხალათი და მოწითალო კაბა. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, დაახლოებით 15:44:27 საათზე, სალაროებთან მიდის მამაკაცი, რომელიც ნ-----------–---–-ს განმარტებით, ძალიან ჰგავს იმ პიროვნებას, რომელიც აფთიაქის დაყაჩაღების შემდეგ, 2017 წლის 19 მარტს, დღისით მივიდა აფთიაქში და შეიძინა მედიკამენტი, რა დროსაც მისგან შეიტყო, რომ წინა ღამეს მოხდა აფთიაქის დაყაჩაღება. ნ-----------–---–-ს განმარტებით, ზემოხსენებულ მამაკაცს ესაუბრება პირადად. მამაკაცმა შეიძინა აფთიაქში მედიკამენტი და გადის სალაროებიდან, დაახლოებით 15:45:57 საათზე. ვიდეოჩანაწერი მთავრდება 15:49:59 საათზე.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს, შპს ,,მ----------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპაქტ დისკზე, რომლის ჩართვისას მონიტორზე გამოისახა სამი ფაილი. 1. წარწერით „5---------“; 2. წარწერით „5---------“; 3. წარწერით „5---------“;
ფაილის წარწერით: „5---------“ გახსნისას, გამოისახა სააბონენტო ნომერ 5----------დან, შემავალ-გამავალი ზარები და შემავალ-გამავალი მოკლეტექსტური შეტყობინებები, სხვა სააბონენტო ნომრებზე. ინფორმაციის მიხედვით, ზარები იწყება 2017 წლის 18 მარტის 00:06:27 საათიდან და კავშირი განხორციელებულია 5--------- და 0------------- სააბონენტო ნომრებს შორის, მოკლეტექსტური შეტყობინების სახით. ბოლო კავშირი 2017 წლის 18 მარტს განხორციელებულია 19:38:06 საათზე, 0------------- სააბონენტო ნომერთან, კვლავ მოკლეტექსტური შეტყობინების სახით. შემდეგ არის შუალედი და პირველი კავშირი 2017 წლის 19 მარტს განხორციელებულია 19:03:27 საათზე, 5--------- და 0------------- სააბონენტო ნომრებს შორის, მოკლეტექსტური შეტყობინების სახით. ინფორმაციის ბოლოში კი კავშირი დამყარებულია 5--------- და 0------------- სააბონენტო ნომრებს შორის 2017 წლის 20 მარტს 16:40:59 საათზე.
ფაილის წარწერით: „5---------“ გახსნისას, გამოისახა სააბონენტო ნომერ 5----------დან, შემავალ-გამავალი ზარები და შემავალ-გამავალი მოკლეტექსტური შეტყობინებები, სხვა სააბონენტო ნომრებზე. ინფორმაციის მიხედვით, ზარები იწყება 2017 წლის 18 მარტს 11:41:13 საათზე, რა დროსაც კავშირი განხორციელებულია „ზ----------------“, მოკლეტექსტური შეტყობინების სახით, ხოლო ბოლო კავშირი ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის 20 მარტს განხორციელებულია 16:06:31 საათზე, 0------------- სააბონენტო ნომერთან.
ფაილის წარწერით: „5---------“ გახსნისას, გამოისახა სააბონენტო ნომერ 5---------დან, შემავალ გამავალი ზარები და შემავალ-გამავალი მოკლეტექსტური შეტყობინებები, სხვა სააბონენტო ნომრებზე. ინფორმაციის მიხედვით, ზარები იწყება 2017 წლის 18 მარტს, 11:43:10 საათზე, 0----------სააბონენტო ნომერთან, ხოლო ბოლო კავშირი ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის 20 მარტს განხორციელებულია 16:19:11 საათზე, 0------------- სააბონენტო ნომერთან. დათვალიერების დამთავრების შემდეგ, კომპიუტერულ დისკზე არსებული ინფორმაცია გადატა--ლ იქნა თაბახის ფურცლებზე და დაერთო ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, ხოლო დისკი მოთავსდა მოთეთრო ქაღალდის კონვერტში, დაილუქა N------- ლუქით, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერა და დაესვა თარიღი: 25.04.2017 წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 აპრილის განაჩენით, ნ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) წელი, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 06 (ექვსი) წელი.
ა). დაცვის მხარის მტკიცებულებები:
მოწმე გ------ მ------–---–ის ჩვენებით, ცხოვრობს ნ--–------------------ა-ში, შვილთან - გ------- მ------–---–თან, რძალთან - ე----------------------------–---–თან და შვილიშვილებთან ერთად. ნ------------ე ხშირად სტუმრობს მათ. 2017 წლის 18 მარტს, შაბათს, ე-------------მ------–---–მა გაამზადა საკურთხი და ელოდებოდა ნ------------ის და მისი დის მისვლას, რათა ერთად წასულიყვნენ ეკლესიაში. დაახლოებით 15:00 საათზე, ნ------------ე დასთან ერთად მივიდა მათთან სტუმრად, რის შემდეგაც გ---------------–---–- ცოლ-შვილთან, ნ---სთან და ა------- ერთად, წავიდა ეკლესიაში, ხოლო თავად სახლში დარჩა მარტო. დაახლოებით 22:00 საათზე, სახლში დაბრუნდნენ მისი რძალი, შვილიშვილები და ა------------, ხოლო მალევე მივიდნენ გ---------------–---–-, ნ------------ე და ც------ მ------–---–ი. ღამის 02:00 საათამდე, სანამ დაეძინებოდა, ნ------------ე იყო მათთან, ხოლო მეორე დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე ასევე ნახა, რომ ნ------------ე იყო მათთან და ეძინა.
მოწმე მ------- მ------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 18 მარტს, დაახლოებით 15:00 საათისთვის, მისი ბიძაშვილი ნ------------ე დასთან ერთად მივიდა მათთან სტუმრად, რის შემდეგაც წავიდნენ ეკლესიაში, სადაც მივიდნენ 16:00 საათისთვის. ეკლესიიდან გამოვიდნენ 18:30 საათზე და 19:00 საათისთვის მივიდნენ „ვ------–-“. მათთან ერთად იმყოფებოდნენ დედის - ე-------------მ------–---–ის მეგობრები შვილებთან ერთად. ნ------------ე და მისი ძმა - ც------ მ------–---–ი არ დარჩნენ „ვ------–-“ და მამას - გ------- მ------–---–ს გაჰყვნენ ს----------–-, რომლებიც უკან დაბრუნდნენ 22:00 საათისთვის. „ვ-----------“ გამოვიდნენ 23:00 საათზე და ყველა-- ჩასხდნენ გ.მ------–---–ის მანქანაში. მძღოლის გვერდით სავარძელზე იჯდა ნ------------ე. თავდაპირველად, მ------------ დატოვეს ტ--–------------, რის შემდეგაც კ------–---ს ქუჩაზე მანქანაში ჩაასხეს საწვავი და თ---------------- დატოვეს დ--–---ს ქუჩაზე. სახლში მისვლისას, ნ------------ე, გ---------------–---–- და ც------ მ------–---–ი სახლში ავიდნენ რამდენიმე წუთის დაგვიანებით, რადგან მანქა--დან ოფისში გადაიტანეს სამშენებლო მასალები. ღამის საათებში, ნ------------ე წერდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებს გარკვეული დროის განმავლობაში და ხუმრობით სთხოვდა ჩაის და ყავის გამზადებას, რაზეც პასუხობდა, რომ არ იყო მაგის დრო, რადგან მეორე დღეს ერთად უნდა წასულიყვნენ ზიარების მისაღებად. მოწმის განმარტებით, მანქა--თ მგზავრობის დროს, თ----------------- მანქანაში იღებდა ვიდეოებს, სადაც ნ------------ე დაფიქსირებულია, რომ ზის მძღოლის გვერდით სავარძელზე.
მოწმე მ-----------ის ჩვენებით, 2017 წლის 18 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, „ვ------–-“ შეხვდა მის მეგობრებს: თ-----------------ს და ე----------------------------–---–ს. „ვ------–-“ დაჰყვეს 22:00 საათამდე, სადაც მათთან ერთად იყვნენ მათი შვილები. 22:00 საათზე, „ვ------–-“ მივიდნენ ნ------------ე და ც------ მ------–---–ი, რომლებმაც ე--ს უთხრეს, რომ მეუღლე ელოდებოდა გარეთ. დაახლოებით ერთი საათის შემდგომ, ერთად გავიდნენ გარეთ, ჩასხდნენ გ.მ------–---–ის მანქანაში და წავიდნენ ტელევიზიის მიმართულებით, სადაც ჩამოვიდა მანქა--დან. მოწმის განმარტებით, მანქა--თ მგზავრობის დროს თ----------------ის ტელეფონით გადაიღო სურათები და ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ნ------------ე არის მათთან ერთად და ზის მძღოლის გვერდით სავარძელზე.
მოწმე თ---------------ის ჩვენებით, 2017 წლის 18 მარტს, „ვ------–-“ შეხვდა მეგობრებს: ე-------------მ------–---–ს და მ------------ს. მათთან ერთად იმყოფებდნენ მათი შვილებიც. დაახლოებით 22:00 საათზე, „ვ------–-“ შევიდნენ ნ------------ე და ც------ მ------–---–ი, ხოლო გ.მ------–---–ი ელოდებოდა მათ მანქანაში. დაახლოებით 23:00 საათზე გამოვიდნენ „ვ-----------“ და ყველა-- წავიდნენ გ.მ------–---–ის მანქა--თ სახლის მიმართულებით, მათ შორის იყო ნ------------ეც. მგზავრობის დროს მისი ტელეფონით მოხდა სურათების და ვიდეოების გადაღება, სადაც კარგად ჩანს, რომ ნ------------ე არის მათთან ერთად და ზის მძღოლის გვერდით სავარძელზე.
მოწმე თ-------------------ის ჩვენებით, 2017 წლის 18 მარტს იყო მიცვალებულთა მოხსენიების დღე, ტარდებოდა მიცვალებულთათვის პანაშვიდი და მ------–---–---ს ოჯახი, ნ--- და ა------------ებთან ერთად მისულები იყვნენ ეკლესიაში, სადაც ჩააბარეს აღსარება და მოემზადნენ მეორე დღეს ზიარების მისაღებად. ამის შემდგომ, ერთ დღეში ტელეფონზე დაუკავშირდა გ---------------–---–-, რომელმაც სთხოვა პოლიციელებისთვის სატელეფონო საუბრისას დაედასტურებინა ნ------------ის 18 მარტს ეკლესიაში ყოფნის ფაქტი. მოწმის ჩვენებით, მან პოლიციის თანამშრომლებს დაუდასტურა ნ------------ის ეკლესიაში ყოფნის ფაქტი 16:00 საათიდან - 18:30 საათამდე დროის მონაკვეთში.
მოწმე ნ-----------–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის 19 მარტის მდგომარეობით მუშაობდა მ-------------------------ში მდებარე „ჯ-----ს“ აფთიაქში ფარმაცევტის პოზიციაზე. 19 მარტს სამსახურში მისვლისას ცნობილი გახდა, რომ 18 მარტს ადგილი ჰქონდა აფთიაქზე ყაჩაღურ თავდასხმას, რა დროსაც თავდამსხმელმა გაიტაცა ფულადი თანხა 100 ლარამდე ოდენობით. როგორც თანამშრომლებისგან გადმოცემით იცის, თავდამსხმელი იყო სრული აღნაგობის, თავზე ეფარა კაპიუშონი, იყო საშუალო სიმაღლის და ხელში ეჭირა რკინის საგა--. მოწმის ჩვენებით, 19 მარტს აფთიაქში შესული იყო მამაკაცი, რომელიც დაინტერესდა იმით, თუ რა მოხდა აფთიაქში წინა ღამეს და ადგილზე მისული იყო თუ არა პოლიცია. აღნიშნული მამაკაცი იყო დაახლოებით 50-55 წლის, ეცვა შავი სამოსი, იყო ჭაღარა თმით და დაბალი წვერით.
მოწმე ა---------–---------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 18 მარტს იმყოფებოდა ნ------------ის მამასთან - გ----------------ესთან, რომელიც არის მისი ნათლია. საკუთარი ავტომანქა--თ ეხმარებოდა მას სახლის აშენებაში. სახლში იმყოფებოდა მხოლოდ გ----------------ე. დაახლოებით ნახევარ საათში სახლში მივიდა ნ------------ის დედა. გ----------------ესთან იმყოფებოდა 24:00 საათამდე, რა დროსაც გ------- დაუკავშირდა თავის დას - ე------------ს და მოიკითხა ბავშვები, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ა-- და ნ------------ეები რჩებოდნენ მისი დის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მდებარეობდა ნ--–------- ქუჩაზე.
მოწმე მ--------------–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მუშაობდა მირიამ მეფის ქუჩაზე მდებარე „ჯ-----ს“ აფთიაქში. ადვოკატის მონაწილეობით დაათვალიერა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ შედის აფთიაქში მაღალი ადამია--, რომელსაც აცვია ნაცრისფერი სპორტულები, უკეთია ნიღაბი, იგი მიდის დახლთან, ხსნის უჯრებს და შემდეგ ტოვებს ტერიტორიას.
მოწმე ბ---------------ის ჩვენებით, 2017 წელს მუშაობდა რუსთაველის გამზირზე მდებარე „ვ------–-“ დაცვის სამსახურის უფროსად. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ადვოკატ გ-------–--–-ილს გადასცა დისკზე გადატა--ლი ვიდეოჩანაწერები და მისცა ჩვენება, რომლის სისწორეც დაადასტურა ოქმზე ხელის მოწერით.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ზ---------------ს ჩვენებით, 2017 წლის 06 ოქტომბერს, სხვა ექსპერტებთან ერთად, გასცა სამედიცინო და ტექნიკური ექსპერტიზის №0------------- დასკვნა. მისი კვლევის ნაწილს წარმოადგენდა ტექნიკური ექსპერტიზა, კერძოდ, ექსპერტიზაზე წარდგენილ სამივე ვიდეოჩანაწერში, ღია სპორტულ სამოსში ჩაცმული ნიღბია-- პირი წარმოადგენდა თუ არა ნ------------ეს. ამავდროულად, იყო თუ არა სხვაობა მათ სიმაღლეში, რასთან დაკავშირებითაც გასცა დასკვნა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ოთხივე ვიდეოფაილის და ნ------------ის პირადი გამოკვლევის მონაცემების შესწავლითა და შედარებითი ანალიზის საფუძველზე, ცალსახად იკვეთება სხვაობა ღია სპორტულ სამოსში ჩაცმული ნიღბია-- პირის და ნ------------ის აღნაგობაში, მათ შორის სიმაღლეშიც. ნ------------ე უფრო მაღალია. ამდენად, ვიდეომასალაზე დაფიქსირებული, ღია სპორტულ სამოსში ჩაცმული ნიღბია-- პირი არ არის ნ------------ე.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ა-–---------------აძის ჩვენებით, 2017 წლის 06 ოქტომბერს, სხვა ექსპერტებთან ერთად, გასცა სამედიცინო და ტექნიკური ექსპერტიზის №0------------- დასკვნა, რომლის თანახმად, პირადი გასინჯვით, ნ------------ე არის სწორი აგებულების, შედარებით სუსტი აღნაგობის, შავი თმით, ნახევრადრკალოვა-- სწორი ცხვირით, სახის საერთო სილუეტთან შეფარდებით ნორმალური სიგრძის. ნ---პის წინა ზედაპირზე მარჯვენა ნახევარაში აღინიშნება კა--- ზედაპირიდან წამოწეული, მოგრძო ფორმის და შედარებით სადა ნაპირების მქონე მოთეთრო სუსტი მორუხო ელფერის ნაწიბური ზომით: 1,6X0,4-0,2 სმ. ამავე ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ იქნა, რომ დ------–-------ს 19.03.2017წ. მოწმის სახით დაკითხვის ოქმში მითითებული ვითარების - წვიმია-- ღამის გათვალისწინებით, ავტომობილში მძღოლის გვერდით მჯდომი პირი ვერ გაარჩევდა მისგან 65 მეტრით; 34 მეტრით და მეტი მანძილით დაშორებული ქვეითის სახის ნაკვთებს და ნაწიბურს ნ---პზე.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ--------------–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის 06 ოქტომბერს, სხვა ექსპერტებთან ერთად, გასცა სამედიცინო და ტექნიკური ექსპერტიზის №0------------- დასკვნა, რომლის თანახმად, ოდოროლოგიური კვლევა, თუნდაც ნიმუშების აღება და მათი კვლევა ჩატარებული იყოს იდეალურ პირობებში, არ იძლევა იდენტიფიცირების 100%-იან გარანტიას. ამასთან, წვიმია-- და ქარია-- ამინდი უარყოფით გავლენას ახდენს სუნის კვალზე. შესაბამისად, ასეთ პირობებში ოდოროლოგიური კვლევის - სუნის ნიმუშების აღებით და ძაღლის ცხელ კვალზე გაშვებით, შედეგების სიზუსტის ალბათობა მცირდება.
მოწმის განმარტებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისას აუცილებელია არა მარტო ოდოროლოგიური კვლევის პროცესის (ნიმუშის აღება და ა.შ) დეტალური აღწერა, არამედ სხვა არაერთი წარმოების დაფიქსირებაც, რომელმაც შესაძლებელია კვლევის შედეგებზე იქონიოს გავლენა (ამინდი, ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა).
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ--–-----–-–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის 06 ოქტომბერს, სხვა ექსპერტებთან ერთად, გასცა სამედიცინო და ტექნიკური ექსპერტიზის №0------------- დასკვნა, რომლის თანახმად, თუ პიროვნებას ხელის მტევნები დაფარული აქვს ლატექსის ტიპის ხელთათმა--თ (სწორედ ამიტომ გამოიყენება აღნიშნული ტიპის ხელთათმა-- მედიცინაში, კრიმინალისტიკაში და სხვა), ასეთ შემთხვევაში რაიმე საგანთან შეხებისას მასზე ბიოლოგიური კვალი არ დარჩება, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში დიდი ალბათობით უნდა დარჩეს ბიოლოგიური კვალი.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ-–----------–-ძის ჩვენებით, 2017 წლის 17 ოქტომბერს გასცა ვიდეო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოჩანაწერზე: „19.03.2017წ. 00:14:51 სთ.“ კარებთან მდგომი პიროვნების და ნ------------ის ექსპერიმენტალური გადაღების დროს დაფიქსირებული გამოსახულებების შედარებით, ადგილი აქვს განსხვავებას, როგორც სხეულის აგებულებაში ასევე სიმაღლეში.
ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში, ავტომანქა--- სალონიდან წარმოებული გადაღების პირობებში, ისე რომ კადრში ასახულიყო ნ------------ე სრულად (თავიდან ფეხებამდე), ვიდეოჩანაწერში ნაკვთების დეტალური გარჩევა ვერ მოხერხდა. ნ------------ის სახეზე ნაიარევის დაფიქსირება ვერ მოხერხდა. ნ------------ის ავტომანქა--- სიახლოვეს გადმოსვლისას (ავტომობილის წინ 1-1,5 მეტრში) მისი სახის ნაკვთების გარჩევა შესაძლებელი გახდა, მაგრამ მისი სახის მარჯვენა მხარეს არსებული ნაიარევის დაფიქსირება ვიდეოჩანაწეზრე ვერ მოხერხდა.
აფთიაქში შემავალი ნიღბია-- პიროვნება კადრში გამოჩენის მომენტიდან სავალ ნაწილს კვეთს ჩქარი ნაბიჯით (თითქმის სირბილით) შეუჩერებლად და გზაზე გადასვლის მომენტში ავტომობილის სიახლოვეს არ ჩერდება.
ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოკამერის ჩანაწერზე დაფიქსირებული ნიღბია-- მამაკაცის ფეხსაცმლის შედარებისას, ბრალდების მხარის მიერ ნ------------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ფეხსაცმელთან დაფიქსირდა თანადამთხვევები შეფერილობასა და ზოგად ვიზუალში.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ რ---------–------–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის 17 ოქტომბერს გასცა ვიდეო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნა. საექსპერტო კვლევის მიზნით წარედგინა ვიდეომასალა და დაესვა კითხვები სატრანსპორტო საშუალებასა და სუბიექტის გადაადგილებას შორის ფარდობითობის დამოკიდებულების კავშირთან ურთიერთობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც გასცა დასკვნა, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მოხდება იმის დაშვება, რომ ღია ფერის სპორტულ სამოსში ჩაცმული პირი კორპუსებს შორის გამოსასვლელი ბილიკით გამოვიდა (თუ დაეყრდნობა შემთხვევის მონაკვეთის აღწერის მონაცემებს), შემთხვევის მონაკვეთზე მოძრავი ყველა სუბიექტი სავარაუდოდ გადაიწევს კადრს მიღმა მათი გადაადგილების სიჩქარეების მიხედვით სავარაუდოდ: კორპუსებთან მისასვლელ მოკირწყლულ გზაზე, თუ სარემონტო გზაზე ავტომობილი №1 მისგან დაშორებული იქნება, დაახლოებით 65-67 მ-ით, ხოლო ავტომობილი №- დაახლოებით 92-95 მ-ით.
შემთხვევის ადგილის ვიდეოკამერიდან დაკვირვებით ვიდეო №1-ში ღია ფერის სპორტულ სამოსში ჩაცმული პირის კადრში გამოჩენის მომენტში 00:13:59 საათზე, ავტომობილი №1 მისგან დაშორებულია, დაახლოებით 34-36 მ-ით, ხოლო ავტომობილი №- (თუ მხედველობაში ვიღებთ კადრში ყოფნის პერიოდში მის მოძრაობას და დავუშვებთ პირველი ავტომობილისგან სავარაუდოდ დაშორებულია, დაახლოებით 32-34 მეტრით) ქვეითისგან დაშორებული იქნება (თუ კადრში გამოჩენამდე პირველი ავტომობილის მიმყოლად მოძრაობდა) 66-70 მ-ით.
ვიდეო №1-ის მიხედვით, როდესაც ღია ფერის სპორტულ სამოსში ჩაცმული პირი აფთიაქში შედის, ავტომობილი №1 მისგან დაშორებულია სავარაუდოდ, დაახლოებით 24-25 მეტრით (კადრს მიღმა), ხოლო ავტომობილი №- თითქმის ქვეითის უკან იმყოფება და მათ შორის მანძილი დაახლოებით 12-14 მეტრია.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ-------------–---–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის 17 ოქტომბერს გასცა ვიდეო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, გამოსაკვლევ ვიდეოგრამაზე - ”------------------------------------------------------------------------------------ 00:13:00 წუთიდან - 00:15:00 წუთამდე მონაკვეთში, რაიმე სახის მონტაჟის კვალი არ იქნა აღმოჩენილი და ჩანაწერის მთლიანობა აღნიშნულ მონაკვეთში არ არის დარღვეული.
ღია ფერის სპორტულ სამოსში ჩაცმული პირი კადრში გამოჩენიდან - განათებულ შენობაში შესვლამდე, მთელი პერიოდის განმავლობაში მოძრაობს ძუნძულით, ერთ ტემპში, შეუჩერებლად.
ღია ფერის სპორტულ სამოსში ჩაცმული ნიღბია-- პირის და 00:14:04 საათზე კადრში გამოჩენილი აფთიაქის მოპირდაპირე მხარეს მოძრავი, ღია ფერის მსუბუქი ავტომობილის დინამიკაში ურთიერთმდებარეობების განსაზღვრისთვის და თვალსაჩინოებისთვის, ვიდეომასალიდან ამოღებულ იქნა ფოტოები, სადაც კადრზე დატა--ლი დროის მითითებით კარგად ჩანს ნიღბია-- პირის და მის პარალელურად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის ურთიერთმდებარეობა.
გამოსაკვლევ ვიდეოგრამაზე - ”------------------------------------------------------------------------------------ 00:14:00 საათიდან - 00:15:00 საათამდე მონაკვეთში, რაიმე სახის მონტაჟის კვალი არ იქნა აღმოჩენილი და ჩანაწერის მთლიანობა აღნიშნულ მონაკვეთში არ არის დარღვეული.
გამოსაკვლევ ვიდეოგრამაზე - ”------------------------------------------------------------------------------------ 00:14:00 საათიდან - 00:15:00 საათამდე მონაკვეთში, რაიმე სახის მონტაჟის კვალი არ იქნა აღმოჩენილი და ჩანაწერის მთლიანობა აღნიშნულ მონაკვეთში არ არის დარღვეული.
კადრში შესვლის მომენტიდან - კადრიდან გასვლამდე, მთელი პერიოდის განმავლობაში ღია ფერის სპორტულ სამოსში ჩაცმულ ნიღბიან პირს ხელზე უკეთია მუქი ხელთათმანები და შიშველი ხელით არ შეხებია არცერთ საგანს.
ბრალდებულ ნ------------ის ჩვენებით, თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტავს, რომ 2017 წლის 18 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე მივიდა მამიდასთან - ე-------------მ------–---–თან სტუმრად. სახლში დახვდნენ ე--ს მეუღლე გ---------------–---–- და მისი შვილები, რომლებთან ერთადაც წავიდა ეკლესიაში. დაახლოებით 19:00 საათზე, მივიდნენ რუსთაველის გამზირზე მდებარე „ვ------–-“, სადაც დატოვეს ა------------, ე-------------მ------–---–ი და მისი შვილები, ხოლო თავად გ------- მ------–---–თან და მამიდაშვილ ც------სთან ერთად, გ.მ------–---–ის კუთვნილი „BMWX5“-ის მარკის ავტომანქა--თ წავიდნენ ს----------–-. გზად შეიარეს საგ------ოს შესასვლელში მდებარე „ჰოლმარტში“, რის შემდეგაც მივიდნენ გ.მ------–---–ის მშენებარე სახლში, საიდანაც წამოიღეს სამშენებლო მასალები. საგ------ოდან წამოიყვანეს ხელოსა-- ვ---- მ------–---–ი, რომელიც დატოვეს დიდუბეში და დაახლოებით 22:00 საათზე ისევ დაბრუნდნენ „ვ------–-“, სადაც ელოდებოდნენ მათი ოჯახი წევრები. „ვ------–-“ გაჩერდნენ 23:00 საათამდე, რის შემდეგაც დასთან, მამიდასთან, მამიდაშვილებთან და მამიდის მეგობრებთან ერთად წავიდნენ სახლის მიმართულებით. ტ--–------------ დატოვეს მათთან მყოფი მ------------, რის შემდეგაც საწვავი ჩაასხეს კ------–---ს ქუჩაზე და დ--–--- ქუჩაზე მიიყვანეს თ-----------------. დაახლოებით 24:00 საათისთვის მივიდნენ ნ--–-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც მას შემდეგ, რაც გ------- და ც------ მ------–---–ებთან ერთად მანქა--დან ოფისში შეიტანა სამშენებლო მასალები ავიდნენ სახლში. ღამის განმავლობაში მამიდაშვილ მ-------ს უგზავნიდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, ხოლო მეორე დღეს ზიარების მისაღებად წავიდა ა--–-----ში მდებარე ს------ ტაძარში. 20 მარტს იმყოფებოდა ოფისში, რა დროსაც დაურე-- ე------------მ და სთხოვა სარდაფიდან ერთი ტომარა კარტოფილის სახლში ატანა. დაახლოებით 17:00 საათზე, როდესაც აპირებდა სახლში კარტოფილის ატანას, სადარბაზოში ყოფნისას, მიეპარა ორი-სამი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პიროვნება, რომლებმაც ჩასვეს ვერცხლისფერ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში და წაიყვანეს სოფელ დიღმის სასაფლაოზე. აიძულებდნენ აფთიაქის დაყაჩაღების აღიარებას. დანაშაულის არ აღიარების შემთხვევაში, ემუქრებოდნენ მამის დაკავებით.
ფეისბუქ გვერდის „მესინჯერის“ ჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს მ------- მ------–---–ის მიერ ადვოკატ გ--–--------–--–---–-სთვის წარდგენილი მისი ფეისბუქ გვერდის (m--------------------) „სმს“ მიმოწერის ტექსტები. აღნიშნული მიმოწერა იწყება 2017 წლის 19 მარტის 02:20 საათიდან და გრძელდება იმავე წლის 19 მარტის 03:44 საათამდე. მ------- მ------–---–ი „სმს“ შეტყობინებებს უგზავნის და იღებს მის ბიძაშვილ ნ------------ესთან. მიმოწერის თანახმად, ნ------------ე კითხულობს თუ ვინ წერს მას, რაზეც მისდის პასუხი, რომ შეტყობინებებს უგზავნის „მ-------“. შეტყობინებების მიხედვით, ნ------------ის შეკითხვაზე მ------- პასუხობს, რომ ა--- არ სძინავს და უყურებენ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს“, რაზეც ნ--- კითხულობს აპირებენ თუ არა დაძინებას, თუმცა ერთმანეთს უდასტურებენ, რომ ვერ იძინებენ და ნ--- სთხოვს მათ ჩაის და ყავის მოდუღებას, ასევე სიგარეტის მოწევას, რაზეც პასუხად იღებს, რომ ხვალ უნდა ეზიაროს და არ არის მაგის დრო.
დათვალიერების ოქმის მიხედვით, ადვოკატ გ--–--------–--–---–ს და „ჯ-----ს“ აფთიაქის ფარმაცევტ მ--------------–---–-ს მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა მ------------ს გამზირის №48ა-ში მდებარე „ჯ-----ს“ აფთიაქის შიდა და გარე--მერების ჩანაწერები. შიდა კამერების ჩანაწერებში ჩანს აფთიაქის ორი თანამშრომელი გოგონა და ახალგაზრდა მამაკაცი, ხოლო 2017 წლის 19 მარტის 00:14:20 საათზე, აფთიაქში შედის ღია ფერის სპორტულებში ჩაცმული, სახეზე ნიღაბჩამოცმული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მიდის სალაროებთან, აღებს უჯრებს და იქიდან იღებს რაღაცას, ხოლო 00:15:00 საათზე ტოვებს აფთიაქის ტერიტორიას. გარე კამერების ჩანაწერში ჩანს, რომ აღნიშნული ნიღბია-- პირი ძუნძულით მირბის აფთიაქის მხარეს და შედის კარში.
დათვალიერების ოქმის საფუძველზე, 2017 წლის 12 აპრილს, ადვოკატ გ--–--------–--–---–-ს და შპს „მ-----–-ს“ დირექტორ ო-–--------–-–---–-ს მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა სოფელ ს----------–- მდებარე „ჰ---–-------ს“ - შპს „მ-----–-ს“ შიდა ვიდეოთვალის ჩანაწერები, დათარიღებული 2017 წლის 18 მარტის, 19:59 საათიდან - 20:07 საათამდე. აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, მარკეტის შიგნით მოსჩანს რამდენიმე გამყიდველი და მყიდველი, დასაწყისში შედის ორი ახალგაზრდა (ერთი მაღალი, მეორე შედარებით დაბალი და ასაკით უფროსი) რომლებიც მიდიან ბოლოში მდებარე დახლთან. შედარებით მაღალს აცვია მუქი ფერის ქურთუკი, ხოლო დაბალს - თეთრი ტანსაცმელი და მოცისფრო ჟილეტი ღია კანტით. ორივეს აცვია ჯინსის შარვლები. შვიდი წუთის განმავლობაში ახალგაზრდები მოძრაობენ მარკეტში, გარკვეული ხნით დაბალი თვალს ეფარება, ხოლო მაღალი ყიდულობს სიგარეტს და მცირე ხნით გადის კადრიდან, თუმცა მალე ბრუნდება. შემდეგ ორივე იხდის თანხას და 20:07 საათზე ტოვებენ იმ ტერიტორიას, რომელსაც აფიქსირეს ვიდეოკამერა.
დათვალიერების ოქმის შესაბამისად, 2017 წლის 11 აპრილს, ადვოკატ გ-------–--–-ილის მიერ რ---------–------------------ში მდებარე „ვ--------“ და „ს-------ს“ ოფისში დათვალიერებულ იქნა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბ---------------ის მიერ გადაცემული ვიდეოჩანაწერი, სადაც მითითებულია თარიღი 2017 წლის 18 მარტი. 22:40 საათიდან სუპერმარკეტ „ს-------ს“ სასმელების სექციაში მოძრაობს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც სიმაღლით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. შედარებით მაღალს აცვია მუქი ფერის ქურთუკი, მუქი ჯინსის შარვალი, ხოლო შედარებით დაბალს - ჟილეტი მოცისფრო ღია კანტით, შიგნით - თეთრი ტანსაცმელი. 22:45:18 საათზე ორივე ახალგაზრდა „ვ--------“ შესასვლელთან, რუსთაველის გამზირის მხრიდან ინგლისურენოვან წარწერიან სტენდთან ხვდებიან ქალებსა და ბავშვებს. 22:45:30 საათზე, ყველა ამ ორ ახალგაზრდასთან ერთად, გადის „ვ--------“ შენობიდან და ტოვებენ ტერიტორიას. აღნიშნული ვიდეოკადრების დათვალიერების დროს შესაძლებელია ახალგაზრდა მამაკაცების სახის სრულფასოვა-- ამოცნობა.
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 31 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ადვოკატ გ-------–--–-ილის მიერ, „რ------------–-ს“ დაცვის სამსახურის უფროს ბ------------- მონაწილეობით, ამოღებულ და დათვალიერებულ იქნა თ---–--–-, ნ--–-----------ში მდებარე „რ------------–-ს“ ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე ვიდეოთვალის ჩანაწერები 2017 წლის 18 მარტის 23:16 საათიდან - 23:18 საათამდე. ჩანაწერში დაფიქსირებულია დრო 03.18.2017, საათის, წუთის და წამების მითითებით. ჩანაწერში მოსჩანს ბენზინგასამართი სადგური, სადაც 23:16:25 საათზე შედის ავტომანქანა „BMW X5“, სახელმწიფო №E-----. მძღოლის მარჯვნივ მჯდომი ჯინსებში ჩაცმული ახალგაზრდა აწვდის ფულს ბენზინის ჩამსხმელს. მანქა--დან გამოყოფილი მარჯვენა ხელის მიხედვით ჩანს, რომ მას აცვა შავი ქურთუკი.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ნ------------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
საქართველოს კონსტიტუციის მ---1 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მ--- ნაწილის შესაბამისად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მ--- მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გა--მარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამია-- აღჭურვილია საქმის სამართლია-- განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობის და შინაარსის შევსება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხასიათს და მის სანდოობას (როგორც სამართლია-- განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, უნდა შემოწმდეს კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლია-- განხილვის უფლებიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49)
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ბარა-- და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no.30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმფციიდან.
ბრალდებულმა ნ------------ემ კატეგორიულად გამორიცხა 2017 წლის 18 და 19 მარტს დ------------–-, მ------------ს გამზირის №48ა-ში მდებარე „ჯ-----ს“ აფთიაქში ყოფნის ფაქტი და თანმიმდევრულად და დეტალურად აღწერა თუ სად იმყოფებოდა და როგორ გადაადგილდებოდა იგი ამ დროის განმავლობაში. ბრალდებულის ჩვენებით, 18 მარტს დაახლოებით 15:00 საათისთვის დასთან - ა------------სთან ერთად სტუმრად მივიდა მამიდის - ე-------------მ------–---–ის ოჯახში, სადაც დახვდა გ---------------–---–- და მამიდაშვილები: ც------, მ------- და ა--------- მ------–---–---, რომლებთან ერთადაც წავიდა ეკლესიაში. დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ, რაც მამა თ--------------------ს ჩააბარეს აღსარება და დასრულდა ლოცვა, ერთად წავიდნენ რუსთაველის გამზირზე მდებარე „ვ------–-“. ა------------, ე-------------მ------–---–ი, მ------- და ა--------- მ------–---–--- დარჩნენ „ვ------–-“. თავად გ------- და ც------ მ------–---–ებთან ერთად წავიდა ს----------–-, საიდანაც გ.მ------–---–ის მშენებარე სახლიდან უნდა წამოეღოთ სამშენებლო მასალები. დაახლოებით 22:00 საათზე დაბრუნდნენ „ვ------–-“ ოჯახის წევრების წამოსაყვანად, სადაც მათთან ერთად იმყოფებოდნენ ე-- მ------–---–ის მეგობრები: თ----------------- და მ------------ შვილებთან ერთად. 23:00 საათამდე იმყოფებოდნენ „ვ------–-“, რის შემდეგაც ყველა-- ერთად, გ.მაჭრაშვილის ავტომანქა--თ წავიდნენ სახლის მიმართულებით. გზად დატოვეს მ------------ და თ-----------------, ხოლო 23:20 საათისთვის საწვავი ჩაასხეს კ------–---ს ქუჩაზე მდებარე „რ------------–-ს“ ბენზინგასამართ სადგურზე. 23:30 საათისთვის მივიდნენ ნ--–------------------ა-ში მდებარე მ------–---–---ს საცხოვრებელ სახლში. ა------------, ე------------ და მამიდაშვილები ავიდნენ სახლში, ხოლო თავად, გ------- მ------–---–თან და ც------ მ------–---–თან ერთად დარჩა მანქანაში სამშენებლო მასალის ოფისში შესატანად. რამდენიმე წუთში თავადაც ავიდა სახლში და ღამე გაათენა მამიდის ოჯახში. ბრალდებულის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში და დაახლოებით 02:00 საათიდან - 04:00 საათამდე დროის პერიოდში მ------- მ------–---–თან საუბრობდა მოკლეტექსტური შეტყობინებების საშუალებით, რომელსაც ხუმრობით სთხოვდა ყავის მოდუღებას.
ბრალდებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია 18 და 19 მარტს მთელი დღის განმავლობაში მასთან ერთად მყოფი მოწმეების: გ---------------–---–-ს, ე----------------------------–---–ის და მ------- მ------–---–ის ჩვენებებთან, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს დანაშაულის ჩადენის დროს ნ------------ის მათთან ერთად ყოფნის ფაქტი და განმარტეს, რომ 2017 წლის 18 მარტს, დაახლოებით 15:15 საათზე, ნ------------ე დასთან - ა-----------ესთან ერთად სტუმრად მივიდა მათთან, რის შემდეგაც დაახლოებით 16:00 საათზე, ერთად მივიდნენ ეკლესიაში. დაესწრნენ ლოცვას და აღსარება ჩააბარეს მამა თ--------------------ს, რის შემდეგაც დაახლოებით 19:00 საათზე წამოვიდნენ ტაძრიდან და 19:30 საათიდან - 20:00 საათამდე დროის შუალედში ერთად მივიდნენ რუსთაველის გამზირზე მდებარე „ვ------–-“. ა------------, მ------- და ა--------- მ------–---–--- და ე-------------მ------–---–ი, მის მეგობრებთან: მ------------სთან და თ-----------------სთან ერთად დარჩნენ „ვ------–-“, ხოლო ნ------------ე, ც------ და გ------- მ------–---–--- წავიდნენ ს----------–-, საიდანაც უკან დაბრუნდნენ, დაახლოებით 22:00 საათზე და მიაკითხეს მათ. ერთი საათის შემდგომ, ყველა-- ერთად, გ.მ------–---–ის ავტომანქა--თ წავიდნენ სახლის მიმართულებით. გზად, ტ--–------------ დატოვეს მ------------, ხოლო 23:20 საათისთვის საწვავი ჩაასხეს კ------–---ს ქუჩაზე მდებარე „რ------------–-ს“ ბენზინგასამართ სადგურზე. საწვავის ჩასხმის დროს, ოპერატორს თანხა გადასცა მძღოლის გვერდით მჯდომმა ნ------------ემ, რაც დაფიქსირებულია ვიდეოკამერის ჩანაწერებში. დ--–---ს ქუჩაზე თ----------------ის დატოვების შემდგომ, დაახლოებით 23:30 საათზე მივიდნენ ნ--–------------------ა-ში, სადაც ნ------------ე და ც------ მ------–---–ი დაეხმარნენ გ.მ------–---–ს სამშენებლო მასალების მანქა--დან ოფისში გადატანაში, ხოლო ოჯახის დანარჩენი წევრები ავიდნენ სახლში. რამდენიმე წუთში ნ------------ე, ც------ და გ------- მ------–---–ებთან ერთად ავიდა სახლში, სადაც დახვდათ გ---------------–---–-ს მამა გ------ მ------–---–ი. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ღამის საათებში, 02:00 საათიდან - 04:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ნ------------ე ესაუბრებოდა მ------- მ------–---–ს მოკლეტექსტური შეტყობინებების საშუალებით და სთხოვდა ყავის მოდუღებას.
ბრალდებულის და მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია ფეისბუქ გვერდის „მესინჯერის“ ჩანაწერის დათვალიერების ოქმთან, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 19 მარტის 02:20 საათიდან - 03:44 საათის შუალედში, მ------- მ------–---–ი „სმს“ შეტყობინებებს უგზავნის და იღებს მის ბიძაშვილ ნ------------ესთან. მიმოწერის თანახმად, ნ------------ე კითხულობს თუ ვინ წერს მას, რაზეც მისდის პასუხი, რომ შეტყობინებებს უგზავნის „მ-------“. შეტყობინებების მიხედვით, ნ------------ის შეკითხვაზე მ------- პასუხობს, რომ ა--- არ სძინავს და უყურებენ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს“, რაზეც ნ--- კითხულობს აპირებენ თუ არა დაძინებას, თუმცა ერთმანეთს უდასტურებენ, რომ ვერ იძინებენ და ნ--- სთხოვს მათ ჩაის და ყავის მოდუღებას, ასევე სიგარეტის მოწევას, რაზეც პასუხად იღებს, რომ ხვალ უნდა ეზიაროს და არ არის მაგის დრო.
2017 წლის 18-19 მარტს, ღამის საათებში დაყაჩაღებული აფთიაქიდან ნ------------ის სრულიად სხვა ადგილას ყოფნის ფაქტს ადასტურებს მოწმე ლ-------------–-–---–-, რომელმაც 18 მარტს, დაახლოებით 23:00-24:00 საათის შუალედში, საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან თავად დაინახა თუ როგორ შევიდა ეზოში მის მეზობლად მცხოვრები გ.მ------–---–ის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ გ-------ს მეუღლე - ე----------------------------–---–ი, მათი ორი ქალიშვილი და ძმისშვილი ა------------, ხოლო გ---------------–---–-, შვილთან ც------ მ------–---–თან და ნ------------ესთან ერთად დარჩა ეზოში, რომლებმაც ავტომანქა--დან გადაიტანეს ცემენტის ორი ტომარა და შეიტანეს იქვე მდებარე ოფისში, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში სადარბაზოდან შემოესმა მათი ხმაური, რომლებიც ავიდნენ ზედა სართულზე, სადაც ცხოვრობს მხოლოდ მ------–---–---ს ოჯახი.
2017 წლის 18 მარტს, საღამოს საათებში მ------–---–---ს ოჯახში ნ------------ის მისვლის და ღამის გათენების ფაქტს ადასტურებს მოწმე გ------ მ------–---–ი, რომლის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ნ--–------------------ა-ში შვილთან - გ------- მ------–---–თან, რძალთან - ე----------------------------–---–თან და შვილიშვილებთან ერთად. 2017 წლის 18 მარტს, ნ------------ე ოჯახის წევრებთან ერთად წასული იყო ეკლესიაში, საიდანაც დაბრუნდნენ დაახლოებით 22:00 საათზე. მოწმის ჩვენებით, 02:00 საათამდე, სანამ დაეძინებოდა ნ------------ე იმყოფებოდა მათთან, ხოლო მეორე დღეს, 08:00 საათისთვის სახლში ნახა ნ------------ე, რომელსაც ეძინა.
მოწმეების: მ-----------ის და თ---------------ის ჩვენებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 18 მარტს, დაახლოებით 19:00 საათიდან - 23:00 საათამდე დროის პერიოდში, ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ რუსთაველის გამზირზე მდებარე „ვ------–-“, სადაც მათთან ერთად იყო ე-------------მ------–---–ი შვილებთან და ა------------სთან ერთად. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ დაახლოებით 22:00 საათზე „ვ------–-“ მივიდნენ ნ------------ე და ც------ მ------–---–ი, ხოლო გ---------------–---–- ელოდებოდა მათ გარეთ. დაახლოებით ერთი საათი გაჩერდნენ „ვ------–-“, რის შემდეგაც ყველა-- ერთად წამოვიდნენ გ.მ------–---–ის ავტომანქა--თ. გზად გადაიღეს ვიდეოები და სურათები, სადაც კარგად ჩანს მძღოლის გვერდით მჯდომი ნ------------ე.
მოწმე თ--------------------მ დაადასტურა 2017 წლის 18 მარტს მ------–---–---ს ოჯახის წევრების და ნ------------ის ეკლესიაში ყოფნის ფაქტი და განმარტა, რომ მიცვალებულთა მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდის შემდგომ, ჯ----------- ოჯახის წევრებმა და ნ------------ემ ჩააბარეს აღსარება და მოემზადნენ მეორე დღეს ზიარების მისაღებად.
მოწმე ა---------–---------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 18 მარტს, დაახლოებით 24:00 საათზე იმყოფებოდა გ----------------ესთან, რომელიც დაუკავშირდა მის დას, რის შემდეგაც თქვა, რომ მისი შვილები: ნ--- და ა------------ები იმყოფებოდნენ ე------------სთან და ღამის გათენებას აპირებდნენ დის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მდებარეობს ნ--–------- ქუჩაზე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულების: ნ-----------–-–---–ის და ბ---------------ს ჩვენებებზე, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დეტალურად აღწერეს 2017 წლის 19 მარტს განვითარებული მოვლენები და განმარტეს, რომ დაახლოებით 00:15 საათზე, მ--------------------------ში მდებარე „ჯ-----ს“ აფთიაქში შევიდა მამაკაცი, რომელმაც „შტირისმაგვარი“ საგნის გამოყენებით და მუქარით შეძლო აფთიაქის სალაროდან ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. დაზარალებულთა ჩვენებებით დადგენილია, რომ თავდამსხმელს, რომელიც იყო დაახლოებით 175 სმ. სიმაღლის, საშუალო ტა---, სახეზე ეკეთა პირბადე, ნიღაბი და შავი ხელთათმანები, რის გამოც ვერ შეძლეს მისი სახეზე დანახვა და ამოცნობა. ამასთან, დაზარალებულმა ნ-----------–-–---–მა კატეგორიულად უარყო თავდამსხმელის მსგავსება ნ------------ესთან და განმარტა, რომ თავდამსხმელი იყო გაცილებით დაბალი, სრული აღნაგობის, გადაადგილდებოდა მძიმედ და იქნებოდა დაახლოებით 40 წლის ასაკის. ბრალდებული კი არის მასზე საკმაოდ მაღალი, სუსტი აღნაგობის და პატარა ასაკის.
დანაშაულის ჩადენის დღეს, შემთხვევის ადგილზე ნ------------ის ყოფნის ფაქტი ასევე არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, აფთიაქის შესასვლელიდან, პირველი სალაროს პირველი უჯრის შიდა ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდებზე ნ------------ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა, ხოლო შესასვლელიდან პირველი სალაროს უჯრის სახელურიდან, შესასვლელიდან მეორე სალაროს უჯრის სახელურიდან და შესასვლელიდან მესამე სალაროს პირველი უჯრის სახელურიდან გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამია--- ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. რაც შეეხება სპორტული სტილის ფეხსაცმლის გარეთა გვერდით ზედაპირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის ძირითადი წილის იდენტურობას ნ------------ის გენეტიკურ პროფილთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფეხსაცმლის კუთვნილება მხარეთა მიერ არ გამხდარა სადაო, იგი ეკუთვნოდა ბრალდებულ ნ------------ეს, რაც ლოგიკურს ხდის ფეხსაცმლის ზედაპირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის ნ------------ის გენეტიკურ პროფილთან იდენტურობას.
დანაშაულის ჩადენის დროს დანაშაულის ადგილას ნ------------ის ყოფნის ფაქტი, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ასევე არ დასტურდება „ვ-----------“, „ჰ---–-------დან“, „რ------------–-დან“ და „ჯ-----ს“ აფთიაქიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით, რომლებიც დანაშაულის ჩადენის დღეს ნ------------ეს აფიქსირებენ სრულიად სხვა ადგილას და სხვა ვითარებაში.
„ვ-----------“ ამოღებული ვიდეოკამერის 36 წამია-- ჩანაწერი ადასტურებს 18 მარტს 22:40 საათზე აღნიშნულ მარკეტში ნ------------ის ყოფნის ფაქტს. სოფელ ს----------–- მდებარე „ჰ---–-------ს“, შპს „მ-----–-ს“ შიდა ვიდეოკამერის ჩანაწერებით დასტურდება, რომ 2017 წლის 18 მარტს 19:59 საათიდან - 20:07 საათამდე დროის პერიოდში, ნ------------ე ც------ მ------–---–თან ერთად იმყოფება მარკეტში, სადაც ყიდულობენ სიგარეტს, რის შემდეგაც ტოვებენ ტერიტორიას. რ---------–------------------ში მდებარე „ვ--------“ და „ს-------ს“ ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 18 მარტს, 22:40 საათიდან სუპერმარკეტ „ს-------ს“ სასმელების სექციაში მოძრაობს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც სიმაღლით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. შედარებით მაღალს აცვია მუქი ქურთუკი და მუქი ჯინსის შარვალი, ხოლო შედარებით დაბალს - ჟილეტი მოცისფრო ღია კანტით და შიგნით - თეთრი ტანსაცმელი. 22:45:18 საათზე, აღნიშნული ორი ახალგაზრდა „ვ--------“ შესასვლელთან, რუსთაველის გამზირის მხრიდან ინგლისურენოვან წარწერიან სტენდთან ხვდებიან ქალებსა და ბავშვებს. 22:45:30 საათზე ყველა ამ ორ ახალგაზრდასთან ერთად გადიან „ვ--------“ შენობიდან და ტოვებენ ტერიტორიას. რაც შეეხება ნ--–------- ქუჩის №1-ში მდებარე „რ------------–-ს“ ბენზინგასამართი სადგურის ვიდეოკამერის ჩანაწერს, მასში ჩანს ბენზინგასამართი სადგური, სადაც 23:16:25 საათზე შედის გ.მ------–---–ის კუთვნილი „BMW X5“-ის, მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო №E-----. მძღოლის მარჯვნივ მჯდომი ახალგაზრდა აწვდის ფულს ოპერატორს, რომელიც მოწმეთა ჩვენებებით არის ნ------------ე, რასაც ადასტურებს ის ვიდეოჩანაწერი, რაც მ------------მ გადაიღო თ----------------ის ტელეფონით გ---------------–---–-ს ავტომანქანაში და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მოწმე თ-----------------მ გამოიყენა ჩვენების მიცემისას.
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების დასასრულს, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სხდომაზე გამოქვეყნებულ მოწმე დ------–-------ს ჩვენებას, რომელმაც მიუთითა, რომ 2017 წლის 19 მარტს, დაახლოებით 00:15 საათზე, ტაქსით მოძრაობდა დ------------------ მ/რაიონში, როდესაც დაინახა, რომ იქვე ბილიკიდან ჩამოირბინა ახალგაზრდა მამაკაცმა და ავტომანქა--- წინ შეჩერდა. აღნიშნული მამაკაცი, იყო შავგვრემა--, რომელმაც თავზე წამოიფარა შავი კაპიუშონი, სახეზე ჩამოიცვა რაღაც მუქი ფერის, სავარაუდოდ სვიტერი, სწრაფი სვლით წავიდა და შევიდა დ------------------ მ/რაიონში მდებარე „ჯ-----ს“ აფთიაქში. როდესაც მამაკაცი შევიდა აფთიაქში, მათ შორის იქნებოდა დაახლოვებით 15 მეტრი მანძილი. ამ დროს აფთიაქთან ტაქსით გაიარა ნელი სვლით და გზა გააგრძელა დ------------------ მ/რაიონისკენ. მოწმის ჩვენებით, მეორე დღეს იგი იმყოფებოდა იმავე აფთიაქში წამლის საყიდლად, რა დროსაც ფარმაცევტთან საუბრისას შეიტყო, რომ 19 მარტს, ზუსტად იმ დროს, როდესაც ტაქსით გაიარა, მოხდა აფთიაქის დაყაჩაღება. ამის შემდგომ გადაწყვიტა პოლიციაში განეცხადებინა აღნიშნულის შესახებ. მოწმის განმარტებით, აფთიაქის დაყაჩაღება მოხდა სწორედ იმ პიროვნების მიერ, რომელსაც ტანთ ეცვა მოთეთრო სპორტული შარვალი და ზედატა--, ხოლო ფეხზე - მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. იგი იყო დაახლოებით 180 სმ. სიმაღლის, შავგვრემა-- პირისახის, სქელი წარბებით, მოკლედ შეჭრილი შავი თმით და სავარაუდოდ ნიკაპთან უნდა ჰქონოდა ნაიარევი. აღნიშნული პიროვნება დაინახა გარეგანათების შუქის ქვეშ და მისი დანახვის დროს მისთვის ხელში რაიმე საგა-- არ შეუნიშნავს. მოწმის ინფორმაციით, 2017 წლის 20 მარტს, მონაწილეობა მიიღო პირის ამოცნობაში, რა დროსაც ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო შუა ადგილას მყოფი პირი, რომელიც როგორც მოგვიანებით გაიგო, აღმოჩნდა ნ------------ე. იგი ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, მოკლედ შეჭრილი შავი თმით, ცხვირით და სახის მთლია-- მოყვა--ლობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, გარდა მოწმე დ------–-------ს ჩვენებისა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის სხდომაზე წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან, ექსპერტიზის დასკვნებთან და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, არ უთითებს ბრალდებულ ნ------------ეზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმე დ------–-------ს სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენება, საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ იძლევა ინფორმაციაში მითითებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის საფუძველს. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ-–----------–-ძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს გასცა ვიდეო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოჩანაწერზე 19.03.2017წ. 00:14:51 სთ. კართან მდგომი პიროვნების და ნ------------ის ექსპერიმენტალური გადაღების დროს დაფიქსირებული გამოსახულებების შედარებით, ადგილი აქვს განსხვავებას, როგორც სხეულის აგებულებაში ასევე სიმაღლეში. ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში, ავტომანქა--- სალონიდან წარმოებული გადაღების პირობებში, ისე რომ კადრში ასახულიყო ნ------------ე სრულად (თავიდან ფეხებამდე), ვიდეოჩანაწერში ნაკვთების დეტალური გარჩევა ვერ მოხერხდა. ასევე ვერ მოხერხდა ნ------------ის სახეზე ნაიარევის დაფიქსირება. ნ------------ის ავტომანქანის სიახლოვეს გადმოსვლისას (ავტომობილის წინ 1-1,5 მეტრში) მისი სახის ნაკვთების გარჩევა შესაძლებელი გახდა, მაგრამ მისი სახის მარჯვენა მხარეს არსებული ნაიარევის დაფიქსირება ვიდეოჩანაწერზე ვერ მოხერხდა. აფთიაქში შემავალი ნიღბია-- პიროვნება კადრში გამოჩენის მომენტიდან სავალ ნაწილს კვეთს ჩქარი ნაბიჯით (თითქმის სირბილით) შეუჩერებლად და გზაზე გადასვლის მომენტში ავტომობილის სიახლოვეს არ ჩერდება.
რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ა-–---------------აძის ჩვენებას, დადგენილია, რომ დ------–-------ს 19.03.2017წ. მოწმის სახით დაკითხვის ოქმში მითითებული ვითარების (წვიმია-- ღამე) გათვალისწინებით, ავტომანქანაში მძღოლის გვერდით მჯდომი პირი ვერ გაარჩევდა მისგან 65 და 34 მეტი მანძილით დაშორებული ქვეითის სახის ნაკვთებს და ნაწიბურს ნიკაპზე.
გარდა იმისა, რომ დ------–-------ს გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, იგი საჯაროდ იქნა წაკითხული საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო და ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ოთხივე ვიდეოფაილის და ნ------------ის პირადი გამოკვლევის მონაცემების შესწავლითა და შედარებითი ანალიზის საფუძველზე, ცალსახად იკვეთება სხვაობა ღია ფერის სპორტულ სამოსში ჩაცმული ნიღბია-- პირის და ნ------------ის აღნაგობაში (მათ შორის სიმაღლეშიც - ნ------------ე უფრო მაღალია). ამდენად, ვიდეომასალაზე დაფიქსირებული ღია ფერის სპორტულ სამოსში ჩაცმული ნიღბია-- პირი არ არის ნ------------ე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზე, რაც უტყუარად დაადასტურებდა პირის ბრალეულობას ამა თუ იმ ინკრიმინირებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მ--- ნაწილის და 273-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლოს დასკვნა ემყარება.
მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში, რაც უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ნ------------ის ბრალეულობას წარდგენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში. ნ------------ის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში ფაქტობრივად არ არსებობს. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას. ეჭვი ვერ იქნა გაბათილებული სხვა დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით, რომლებიც დაადასტურებდა ნ------------ის მიერ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, „ჯ-----ს“ აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მ--- მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, ხოლო საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად, სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, ნ------------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც იგი უნდა იქნეს ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული შავი სპორტული ფეხსაცმელი, რაც გადაგზავნილი იყო საექსპერტო კვლევისთვის; პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი და პირადობის მოწმობა, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;
ნ------------ის ნერწყვის ნიმუში და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აღებული ოთხი ანაწმენდი, სველ და მშრალ ჩხირებზე, რომლებიც გადაგზავნილი იყო საექსპერტო კვლევისთვის; ნ------------ის სუნის ნიმუში და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის ნიმუში, სამ ქილად, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
სს „გ----დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, გადატა--ლი ერთ დისკზე, რაც გადაგზავნილი იყო საექსპერტო კვლევისთვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო სს „გ----დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების ასლი, მოთავსებული ერთ დისკზე, შპს „მ----------დან“ გამოთხოვილი ანძების ამონაწერები, გადატა--ლი ერთ დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით, ნ------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული ვალდებულება - საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის გამოძიების მწარმოებელი ორგანოსთვის ჩაბარების თაობაზე, გაუქმდეს. ამასთან, გირაოს სახით შეტა--ლი ფულადი თანხა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
გამართლებულ ნ------------ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული შავი სპორტული ფეხსაცმელი, რაც გადაგზავნილი იყო საექსპერტო კვლევისთვის; პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი და პირადობის მოწმობა, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;
ნ------------ის ნერწყვის ნიმუში და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აღებული ოთხი ანაწმენდი, სველ და მშრალ ჩხირებზე, რომლებიც გადაგზავნილი იყო საექსპერტო კვლევისთვის; ნ------------ის სუნის ნიმუში და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის ნიმუში, სამ ქილად, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
სს „გ----დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, გადატა--ლი ერთ დისკზე, რაც გადაგზავნილი იყო საექსპერტო კვლევისთვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო სს „გ----დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების ასლი, მოთავსებული ერთ დისკზე, შპს „მ----------დან“ გამოთხოვილი ანძების ამონაწერები, გადატა--ლი ერთ დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე