გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.06.2019
საქმის ნომერი
130210019002909307
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
07.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N2-206-19

130210019002909307

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17.07.2019 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნაირა გგიტაშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე -ლ--–------–--ლი

მოპასუხე - მ---------–-–--ლი

წარმომადგენელი - ნ------------–--ლი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მ---------–-–--ლს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 975 ლარის გადახდა. სასარჩელო განცხადების მიხედვით 2017 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მ---------–-–--ლს უნდა დაეცვა მისი ინტერესები ყველა ინსტანციის სასამართლოში აწ გარდაცვლილი შ--–---------ძის სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით, ასევე ქონების რეგისტრაციისა და ყიდვა გაყიდვაში დახმარების მიზნით, რისთვისაც გადაუხადა 975 ლარი, მაგრამ მისი ინტერესების დასაცავად მ---------–-–--ლს არანაირი მოქმედება არ განუხორციელებია, არანაირი უირიდიული დახმარება არ გაუწევია მისთვის, როდესაც ჰკითხა მ---------–-–--ლს, გამოვიდოდა თუ არა სასამართლო სხდომაზე მისი ინტერესების დასაცავად და მიიღო უარი და თან სანაცვლოდ კვლავ თანხა მოსთხოვა,-გაუუქმა მას რწმუნებულება. აღნიშნულის გამო ითხოვს მოსარჩელე, მოპასუხისათვის გადაცემული თანხის,-975 ლარის უკან დაბრუნებას.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მ---------–-–--ლმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ლ--–------–--ლთან 2017 წლის 07 აპრილს და ამავე წლის 27 აპრილს გააფორმა შეთანხმება იურიდიული მომსახურების შესახებ, რაშიც ლ--–------–--ლმა მას გადაუხადა 200 აშშ დოლარი და 100 ლარი. შეთანხმებისამებრ მან ლ--–------–--ლის ინტერესების დაცვის მიზნით განახორციელა გარკვეული მოქმედებები: კერძოდ, 2017 წლის 02 მაისს ქარელში ჭავჭავაძის ქ.N18-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს გ------------ძეს მიმართა განცხადებით 2014 წლის 14 აპრილს გარდაცვლილ შ--–---------ძის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე ლ--–------–--ლის ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობის და სამკვიდრო მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით. შ--–---------ძის გარდაცვალებსათან დაკავშირებით მოიძია საბუთები, ასევე მოიძია დოკუმენტები ხელწერის ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, რაზეც სსიპ ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ჩატარდა ექსპერტიზა და გაცემული იქნა შესაბამისი დასკვნა. 2017 წლის 17 აგვისტოს რწმუნებულების გაუქმებამდე, რამდენიმე თვით ადრე, ანუ 2017 წლის 31 ოქტომბრამდე, შეწყდა მ---------–-–--ლსა და ლ--–------–--ლის შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით, რასაც ცხადყოფს მიღება- ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც მ---------–-–--ლმა ლ--–------–--ლის ზეპირი მითითებით მის დას, მ----------–--ლს გადასცა მის ხელთ არსებული დოკუმენტები და ამ დროიდან შეწყდა მათ შორის ყოველგვარი სამართლებრივი და ვალდებულებითი ურთიერთობა. ცხადია ამის შემდეგ მ---------–-–--ლი ვეღარ მიიღებდა მონაწილეობას სასამართლო სხდომებში ლ--–------–--ლის ინტერესების დასაცავად.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 2017 წლის 07 აპრილს შედგა შეთანხმება ლ--–------–--ლსა და ადვოკატ მ---------–-–--ლს შორის სამართლებრივი მომსახურების შესახებ, რაშიც შეთანხმების დადებისთანავე ლ--–------–--ლმა მ---------–-–--ლს ჰონორარის სახით გადაუხადა 200 აშშ დოლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - სარჩელი,შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება; -მხარეთა შორის 2017 წლის 07 აპრილის შეთანხმების ასლი. 3.1.2. 2017 წლის 27 აპრილს ლ--–------–--ლსა და ადვოკატ მ---------–-–--ლს შორის შედგა შეთანხმება სამართლებრივი მომსახურების შესახებ, რაშიც შეთანხმების დადებისთანავე ლ--–------–--ლმა მ---------–-–--ლს ჰონორარის სახით გადაუხადა 100 ლარი. 3.1.3. რწმუნებულების გაუქმებამდე, ანუ 2017 წლის 31 ოქტომბრამდე რამდენიმე თვით ადრე შეწყდა მხარეთა შორის სამართლებრივი დ ვალდებულებითი ურთიერთობა, მოსარჩელე ლ--–------–--ლის ინიციატივით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება; - 2017 წლის 17 აგვისტოს მიღება -ჩაბარების აქტი, მოსარჩელის დას მ----------–--ლს ადვოკატმა მ---------–-–--ლმა, მოსარჩელისვე მითითებით გადასცა მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი (იხ. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაზე თანდართული მასალები). 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 2017 წლის 07 ივლისს ადვოკატმა მ---------–-–--ლმა განცხადებით მიმართა ქარელში ჭავჭავაძის ქ.N18-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს გ------------ძეს მისი მარწმუნებლის ლ--–------–--ლის, შ--–---------ძის ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე, რა მიზნითაც წარდგენილი იქნა სათანადო დოკუმენტები. შ--–---------ძის შინაურული ანდერძი სათანადო დოკუმენტენთან ერთად გაიგზავნა ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში, რაზეც მიღებული იქნა დასკვნა. ადვოკატმა მ---------–-–--ლმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმართა შპს .ალიანს მედ. სერვისის ხაშურის ფილიალის მენეჯერს მათ დაწესებულებაში გარდაცვლილი შ--–---------ძის (პ/ნ 4----------) მკურნალობის, გარდაცვალების, საავადმყოფოში მოთავსების და იქიდან გაყვანაზე პასუხისმგებელი ოჯახის წევრის შესახებ, რაზეც მიიღო სათანადო პასუხი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - მხარეთა ახსნა-განმარტება; -განცხადების ასლი. - სანოტარო აქტი, -ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 08 ივნისის N5-------- დასკვნა. - მიმოწერა შპს .ალიანს მედ. სერვისის ხაშურის ფილიალის მენეჯერსა და ადვოკატ მ---------–-–--ლს შორის.

სამოტივაციო ნაწილი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ--–------–--ლის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა 2017 წლის 07 აპრილის და 2017 წლის 27 აპრილის შეთანხმებები სამართლებრივი მომსახურების შესახებ, რა დროსაც მოსარჩელემ მოპასუხეს პირველ შემთხვევაში ჰონორარის სახით გადაუხადა 200 აშშ დოლარი (იმჟამინდელი კურსით ეროვნულ ვალუტაში 1 აშშ დოლარი- 2.43 ლარი) ხოლო მეორე შემთხვევაში 100 ლარი, რაც ცხადყოფს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მ---------–-–--ლმა მარწმუნებლისაგან მთლიანად მიიღო 586 (243+243+100) ლარი და არა 975, როგორც ამაზე აპელირებს მოსარჩელე მხარე. მისი პოზიციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ თ-------–-----ემ განმარტა რომ იგი თანხის გადაცემის ფაქტს არ დასწრებია და არ იცის თუ რა თანხა გადასცა ლ--–------–--ლმა ადვოკატ მ---------–-–--ლს საადვოკატო მომსახურებისთვის. მოსარჩელის დამ მ----------–--ლმა კი დაადასტურა ადვოკატისათვის 975 ლარის გადაცემის ფაქტი, მაგრამ სასამართლო მის განმარტებას, როგორც საქმით დაინტერესებული პირის განმარტებას სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს, რადგან აღნიშნული არ დასტურდება რაიმე უტყუარი მტკიცებულებით. ამასთან, ადვოკატისათვის ჰონორარის სახით გადაცემული თანხის ოდენობის მიუხედავად, მხარეს შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, ამავე შეთანხმების მე-6 პუნქტის თანახმად, უფლება არ ჰქონდა მოეთხოვა ადვოკატისათვის ჰონორარის სახით გადახდილი თანხის დაბრუნება. მოსარჩელე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით: მხარეთა შორის 2017 წლის 07 აპრილის და ამავე წლის 27 აპრილის შეთანხმების, მ---------–-–--ლის განცხადების, სანოტარო აქტის, ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 08 ივნისის N5-------- დასკვნის, შპს ალიანს მედ. სერვისის ხაშურის ფილიალის მენეჯერსა და ადვოკატ მ---------–-–--ლს შორის არსებული მიმოწერების და საქმის სხვა ერთობლივი მასალების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ცალსახად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ადვოკატმა მ---------–-–--ლმა განახორციელა გარკვეული მოქმედებები მარწმუნებელ ლ--–------–--ლის ინტერესების დაცვის მიზნით, მაგრამ მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა მოსარჩელის ინიციატივით ვადამდე ადრე, 31.10.2017 წელს. რამდენიმე თვით ადრე, რომ ცდილობდა ლ--–------–--ლი რწმუნებულების გაუქმებას დასტურდება 2017 წლის 17 აგვისტოს მიღება -ჩაბარების აქტით, რა დროსაც ადვოკატმა მ---------–-–--ლმა მოსარჩელის დას მ----------–--ლს მოსარჩელისვე მითითებით გადასცა მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი, რაც თავის მხრივ ცხადყოფს, რომ ამ დროისათვის მათ შორის ყოველგვარი სამართლებრივი და ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყვეტილი იყო. ხელშეკრულების შეწყვეტა რომ მოსარჩელის ინიციატივით მოხდა, დასტურდება ასევე საქმეზე წარმოდგენილი ნოტარიუს დ--–------–---ძის ყოფილი თანაშემწის ე-–------------–--ლის (პ/ნ 5----------) სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, რომლის თანახმად 2017 წლის ზაფხულში არაერთჯერ მივიდა მათს სანოტარო ბიუროში ლ--–------–--ლი მ---------–-–--ლთან გაფორმებული რწმუნებულების გასაუქმებლად, რასაც ვერ ახერხსებდა იქ მყოფი ხალხის სიმრავლის გამო. აღნიშნული უდავოდ ცხადყოფს, რომ ადვოკატ მ---------–-–--ლსა და ლ--–------–--ლს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის ინიციატორი იყო თავად მოსარჩელე და აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულის შემდეგ მ---------–-–--ლმა უსაფუძვლოდ უთხრა მას უარი სამართლებრივი დახმარების განხორციელებაზე,- ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე უტყუარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მ---------–-–--ლი არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ან თუ გააფრთხილა ამის შესახებ და ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ--–------–--ლის სარჩელი ადვოკატ მ---------–-–--ლის მიმართ საადვოკატო მომსახურების სათანადოდ შეუსრულებლობის გამო თანხის უკან დაბრუნების თაობაზე ყოველგვარ კანონიერ საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მიერ სახლმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50(ორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად. სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 365-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ--–------–--ლის (პ/ნ 5----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ლ--–------–--ლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე

ნაირა გიგიტაშვილი