გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.05.2019
საქმის ნომერი
080310019002851076
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310019002851076

საქმე №3/46-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - მ-------------–----

 

მოპასუხე - ლ-–--------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - ლ-–--------ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს - 305,60 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ-–--------ს შორის 2016 წლის 11 მარტს გაფორმდა კონტრაქტი N8--/16 ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ იღებდა ვალდებულებას წინამდებარე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად კეთილსინდისიერად ემსახურა თავდაცვის სამინისტროში, ხოლო თავის მხრივ სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა „სამხედრო მოსამსახურის“ ხელფასით უზრუნველყოფა.

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 18 იანვრის N262 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის B ქვეითი ასეულის II ქვეითი ოცეულის I ქვეითი ათეულის II საცეცხლე ჯგუფის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნელი, I კლასის რიგითი ლ-–--------, რომელსაც შეჩერებული ქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2018 წლის 21 ნოემბრიდან, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან და ჩაირიცხა სამობილიზაციო რეზერვში.

 

ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად „სამხედრო მოსამსახურე“ იღებს ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად იმსახუროს „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო „სამინისტრო“ იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს „სამხედრო მოსამსახურეს“ ანაზღაურება და უზრუნველყოს იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიუთითებს, რომ ლ-–-------- შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ იქნა 2018 წლის 21 ნოემბრიდან და მას უნდა დარიცხვოდა 20 დღის ხელფასი თუმცა დაერიცხა სრულად შესაბამისად ზედმეტად დარიცხულმა 10 დღის ხელფასმა შეადგინა ჯამში 305.60 ლარი, ამდენად მოსარჩელე მოითხოვს, ლ-–--------ს დაეკისროს ზედმეტად დარიცხული - 305.60 ლარის ანაზღაურება.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ლ-–--------ს წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე არ წარმოუდგენია, ამასთან, იგი არც 2019 წლის 28 მაისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად, არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2016 წლის 11 მარტს, ლ-–--------სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა N8--/16 კონტრაქტი სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, კონტრაქტის 1.1. პუნქტით, „სამხედრო მოსამსახურე“ იღებს ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად იმსახუროს „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო „სამინისტრო“ იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს „სამხედრო მოსამსახურეს“ ანაზღაურება და უზრუნველყოს იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონტრაქტის 4.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურეს“ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში მიეცემა ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით და წესით. ამავე კონტრაქტის 4.2 პუნქტის თანახმად, “სამხედრო მოსამსახურის“ ანაზღაურება შეიძლება შეიცვალოს კანომდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 11 მარტის N8--/16 კონტრაქტი (იხ.ს.ფ. 13-17).

 

3.2. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 18 იანვრის N MOD 4 19 00000262 ბრძანების თანახმად, „სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ“ სქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის N124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 43-ე მუხლის (თვითნებური მიტოვება) პირველი პუნქტის და „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის N23 ბრძანების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის B ქვეითი ასეულის II ქვეითი ოცეულის I ქვეითი ათეულის II საცეცხლე ჯგუფის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნელი ( საშტატო კატეგორია I კალსის რიგითი; შტატის ნომერი 8/1184-01) I კლასის რიგითი ლ-–--------, რომელსაც შეჩერებული ქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2018 წლის 21 ნოემბრიდან, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან და ჩაირიცხა სამობილიზაციო რეზერვში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 18 იანვრის N MOD 4 19 00000262 ბრძანება (იხ.ს.ფ. 18).

 

3.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაურის NMOD 1 19 00139446 წერილით ირკვევა, რომ I კლასის რიგით ლ-–--------------------- საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 18 იანვრის N262 ბრძანებით დათხოვნილი არის სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2018 წლის 21 ნოემბრიდან. აქედან გამომდინარე სამხედრო მოსამსახურეს (ლ-–--------ს) უნდა ჩარიცხვოდა 20 დღის ხელფასი 611,20 ლარი, ხოლო ზედმეტად გაცემულმა 10 დღის ხელზე აღებულმა ხელფასმა შეადგინა 305,60 ლარი. I კლასის რიგითი ლ-–---------------------ს მიმართ სრულად მოხდა 2018 წლის ნოემბრის თვის ხელფასის დარიცხვა, რადგან ბრძანების გამოცემის მომენტში ნოემბრის თვის ხელფასის მოთხოვნა დაფინანსების შესახებ გაგზავნილი იყო თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში, რაც დასტურდება საგადასახადო მოთხოვნებით.

 

2019 წლის 28 იანვრის N MOD 1 19 00082205 ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ლ-–---------------------ს ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურების პერიოდია (2 წელი 8 თვე და 10 დღე) და მისთვის ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს - 305,60 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაურის NMOD 1 19 00139446 წერილი. (იხ.ს.ფ. 20).

- 2019 წლის 28 იანვრის N MOD 1 19 00082205 ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ (იხ.ს.ფ. 19).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა მომდინარეობს მხარეთა შორის 2016 წლის 11 მარტს გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან, მოთხოვნის საფუძვლიანობა და კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.

 

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას. ამავე კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და ფორმის ტანსაცმელი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 11 მარტს, ლ-–--------სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა N8--/16 კონტრაქტი ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლითაც სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო სამინისტრო იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისათვის ანაზღაურება და უზრუნველეყო ის სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

2016 წლის 11 მარტის N8--/16 კონტრაქტის 1.1. პუნქტით, „სამხედრო მოსამსახურე“ იღებს ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად იმსახუროს „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო „სამინისტრო“ იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს „სამხედრო მოსამსახურეს“ ანაზღაურება და უზრუნველყოს იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონტრაქტის 4.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურეს“ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში მიეცემა ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით და წესით. ამავე კონტრაქტის 4.2 პუნქტის თანახმად, “სამხედრო მოსამსახურის“ ანაზღაურება შეიძლება შეიცვალოს კანომდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 18 იანვრის N MOD 4 19 00000262 ბრძანების თანახმად, „სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ“ სქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის N124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 43-ე მუხლის (თვითნებური მიტოვება) პირველი პუნქტის და „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის N23 ბრძანების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის B ქვეითი ასეულის II ქვეითი ოცეულის I ქვეითი ათეულის II საცეცხლე ჯგუფის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნელი (საშტატო კატეგორია I კლასის რიგითი; შტატის ნომერი 8/1184-01) I კლასის რიგითი ლ-–--------, რომელსაც შეჩერებული ქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2018 წლის 21 ნოემბრიდან, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან და ჩაირიცხა სამობილიზაციო რეზერვში.

 

დადგენილია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაურის NMOD 1 19 00139446 წერილის თანახმად, დადგენილია, I კლასის რიგით ლ-–--------------------- საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 18 იანვრის N262 ბრძანებით დათხოვნილი არის სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2018 წლის 21 ნოემბრიდან. აქედან გამომდინარე ზემოთ აღნიშნულ სამხედრო მოსამსახურეს უნდა ჩარიცხოდა 20 დღის ხელფასი 611,20 ლარი, ხოლო ზედმეტად გაცემულმა 10 დღის ხელზე აღებულმა ხელფასმა შეადგინა 305,60 ლარი. I კლასის რიგითი ლ-–---------------------ს მიმართ სრულად მოხდა 2018 წლის ნოემბრის თვის ხელფასის დარიცხვა, რადგან ბრძანების გამოცემის მომენტში ნოემბრის თვის ხელფასის მოთხოვნა დაფინანსების შესახებ გაგზავნილი იყო თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში, რაც დასტურდება საგადასახადო მოთხოვნებით.

 

2019 წლის 28 იანვრის N MOD 1 19 00082205 ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ლ-–---------------------ს ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურების პერიოდია (2 წელი 8 თვე და 10 დღე) და მისთვის ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს - 305,60 ლარს.

 

საქმის მასალების თანახმად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოეშვებოდათ ვალდებულებები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კონტრაქტორს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში მოპასუხე გათავისუფლდა სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. შესაბამისად, კონტრაქტი ვადამდე შეწყდა მოპასუხის ბრალეულობით და ლ-–--------ს არ დაუბრუნებია სამინისტროსათვის მასზე ზედმეტად გაცემული თანხა. შესაბამისად, 11.03.2016 წლის ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ვასო სილაგაძეს უნდა დაეკისროს - 305,60 ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ლ-–--------ს (პ/ნ 2----------), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს - 305,60 (სამასხუთი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ანაზღაურება;

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11)

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი