გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.05.2019
საქმის ნომერი
080310019002816272
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310019002816272

საქმე №3/26-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - მ-------------–----

 

მოპასუხე - გ------- წ---–---

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - გ------- წ---–---ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 28 000 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ------- წ---–---ს შორის 2011 წლის 19 სექტემბერს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის N729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი N41 „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტი“ აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ იღებდა ვალდებულებას კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად კეთილსინდისიერად ემსახურა თავდაცვის სამინისტროში, ხოლო თავის მხრივ სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა „სამხედრო მოსამსახურის“ ხელფასით უზრუნველყოფა. კონტრაქტის 2.1 პუნქტის შესაბამისად შეადგენდა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელად ყოფნის პერიოდისა და კურსის დასრულების შემდეგ ოფიცრად 6 (ექვსი) კალენდარული წლის ვადით სამხედრო სამსახურის ჯამს.

 

2018 წლის 07 ივნისის გენერალური შტაბის უფროსის N3244 ბრძანების თანახმად, გ------- წ---–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

ვინაიდან, გ------- წ---–--- დათხოვნილ იქნა ვადაზე ადრე შეარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, N/41 კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, მის მიმართ წარმოიშვა ფინანსური ვალდებულება, კერძოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოითხოვს გ------- წ---–---ს დაეკისროს 28 000 ლარის ანაზღაურება.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - გ------- წ---–---ს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, იგი არც 2019 წლის 28 მაისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, რომლისთვისაც იგი მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, სასამართლოსათვის უცნობია გ------- წ---–---ს პოზიცია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2011 წლის 19 სექტემბერს, გ------- წ---–---ს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2011 წლის 17 სექტემბრის N729 ბრძანებით დამტკიცებული სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი N41 კონტრაქტი. სამხედრო სამსახურის ვადა კონტრაქტის 2.1 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა 06 კალენდარული წელის ვადით.

 

2011 წლის 09 სექტემბრის N41 კონტრაქტის თანახმად, მოსამსახურე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ამ კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით და პირობებით იმსახუროს სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო თავის მხრივ სამინისტრო კისრულობს ვალდებულებას სამხედრო სამსახურის ვადაში გადაუხადოს მომსახურეს ანაზღაურება ამ კონტრაქტით განსაზღვრული წესით. 5.1.1 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, დასახული ამოცანები და განუხრელად დაემორჩილოს ზემდგომი სამხედრო მოსამსახურეების (მეთაურების) და თანამდებობის პირების ბრძანებებსა და განკარგულებებს, ზუსტად და დროულად შეასრულოს ისინი; ხოლო ამავე კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის 28 000 (ოცდარვაათასი) ლარის ოდენობით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება. 6.3 პუნქტის თანახმად „6.2“ პუნქტით განსაზღვრული ფინანსური პასუხისმგებლობა სამინისტროსათვის (სახელმწიფო ბიუჯეტისათვის) ანაზღაურებულ უნდა იქნეს კონტრაქტის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

 

2011 წლის 19 სექტემბრის N41 კონტრაქტის 6.1.2 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველია, კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევები, რაც წარმოადგენს მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2011 წლის 19 სექტემბრის N41 კონტრაქტი (იხ. ს.ფ.13-19).

 

3.2. დადგენილია, რომ გ------- წ---–---მ 2018 წლის 18 მაისს პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა ოჯახური პირობების გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გ------- წ---–---ს პირადი პატაკი (ი.ხ. ს.ფ. 20).

 

3.3. დადგენილია, რომ საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 17 ივნისის N3244 ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის 152 მმ თვითმავალი ჰაუბიცა „დანა“-ს II ბატარეის ცეცხლის მართვის ცენტრის უფროსი (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“) შტატი N8/1187-01 უფროსი ლეიტენანტი გ------- გ-----ის ძე წ---–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 17 ივნისის N3244 ბრძანება (ი.ხ. ს.ფ. 21).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა მომდინარეობს მხარეთა შორის 2011 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან, მოთხოვნის საფუძვლიანობა და კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.

 

საქმის მასალებით დადგენილია, 2011 წლის 19 სექტემბერს, გ------- წ---–---ს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2011 წლის 17 სექტემბრის N729 ბრძანებით დამტკიცებული სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი N41 კონტრაქტი. სამხედრო სამსახურის ვადა კონტრაქტის 2.1 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა 06 კალენდარული წლის ვადით. 2019 წლის 09 სექტემბრის N41 კონტრაქტის თანახმად, მოსამსახურე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ამ კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით და პირობებით იმსახუროს სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო თავის მხრივ სამინისტრო კისრულობს ვალდებულებას სამხედრო სამსახურის ვადაში გადაუხადოს მომსახურეს ანაზღაურება ამ კონტრაქტით განსაზღვრული წესით. 5.1.1 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, დასახული ამოცანები და განუხრელად დაემორჩილოს ზემდგომი სამხედრო მოსამსახურეების (მეთაურების) და თანამდებობის პირების ბრძანებებსა და განკარგულებებს, ზუსტად და დროულად შეასრულოს ისინი; ხოლო ამავე კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის 28 000 (ოცდარვაათასი) ლარის ოდენობით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება. 6.3 პუნქტის თანახმად „6.2“ პუნქტით განსაზღვრული ფინანსური პასუხისმგებლობა სამინისტროსათვის (სახელმწიფო ბიუჯეტისათვის) ანაზღაურებულ უნდა იქნეს კონტრაქტის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. კონტრაქტის 6.1.2 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველია, კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევები, რაც წარმოადგენს მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს.

 

დადგენილია, რომ საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 17 ივნისის N3244 ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის 152 მმ თვითმავალი ჰაუბიცა „დანა“-ს II ბატარეის ცეცხლის მართვის ცენტრის უფროსი (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“) შტატი N8/1187-01 უფროსი ლეიტენანტი გ------- გ-----ის ძე წ---–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

შესაბამისად გ------- წ---–---ს 2011 წლის 19 სექტემბრის N41 კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის 28 000 (ოცდარვაათასი) ლარის ოდენობით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება. 6.2 პუნქტის თანახმად გ------- წ---–---ს ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა 28 000 ათასი ლარის ოდენობით, რაც მას ამ დრომდე არ აუნაზღაურებია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ხოლო, 352-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

საქმის მასალების თანახმად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოეშვებოდათ ვალდებულებები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კონტრაქტორს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში მოპასუხე გათავისუფლდა სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, კონტრაქტი ვადამდე შეწყდა მოპასუხის ბრალეულობით კერძოდ (პირადი პატაკის) გამო. შესაბამისად, მოპასუხე გ------- წ---–---ს უნდა დაეკისროს 28 000 ლარის ანაზღაურება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე გ------- წ---–---ს, მოსარჩელეს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 28 000 ლარის ანაზღაურება კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გ------- წ---–---ს (პ/ნ 0----------), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ანაზღაურება;

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11)

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი