გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2019
საქმის ნომერი
080210018002359013
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210018002359013

#2/937-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10.05.2019 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - და------------ი;

წარმომადგენელი- გრ-----–--------------ე;

მოპასუხე - მა--------------–-–---–ი;

წარმომადგენელი- და------------ე;

დავის საგანი - შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. არასრულწლოვანი შვილი გო----------ი აღსაზრდელად გადაეცეს მამას- და------------ს და შვილის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი, ქ. ქუთაისი, თა---------------------

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: და------------ი და მა--------------–-–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2013 წლიდან, რეგისტრირებულ ქორწინაში იმყოფებიან 2015 წლის 09 თებერვლიდან. თანაცხოვრების პერიოდში 2014 წილს 22 ივლისს შეეძინათ შვილი გო----------ი. თანაცხოვრების პერიოდში წყვილი ცხოვრობდა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში, ქ. ქუთაისში, თა---------------------ში. 2017 წლის 22 დეკემბერს მა--------------–-–---–ი გაემგზავრა საბერძნეთის რესპუბლიკაში დედის სანახავად და მეუღლის თანხმობით თან წაიყვანა არასრულწლოვანი შვილი გო----------ი, საიდანაც უნდა დაბრუნებულიყვნენ 2018 წლის 22 მარტამდე. საბერძნეთში ჩასვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მა--------------–-–---–ი დაუკავშირდა მეუღლეს და ამცნო, რომ მას აღარ სურდა ქორწინებაში ყოფნა და შვილის ნახვის და დროებით ურთიერთობის შესაძლებლობას მისცემდა მამას. აღნიშნულის შემდეგ არაერთხელ სცადა დაკავშირება მოპასუხესთან შვილთან კომუნიკაციის დასამყარებლად, თუმცა უშედეგოდ. 2018 წლის 15 მარტს მოსრაჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე მა--------------–-–---–ი დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ შვილის ნახვის და კომუნიკაციის შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან შვილი დატოვებული ჰყავდა საბერძნეთში დედასთან და ბებიასთან, დროებით საცხოვრებელში, სადაც აპირებს მოპასუხის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ბავშვის გაშვილებას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და ამ გზით საბერძნეთში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვებას. არასრულწლოვანი შვილი გო----------ი 2015 წლიდან 2017 წლის 20 დეკემბრამდე იყო ქ. ქუთაისში ხა----–---–-------------ში მდებარე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი. მოსარჩელე დასაქმებულია საქართველოს გზების დეპარტამენტში და გააჩნია სტაბილური შემოსავალი (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია;

 

2.1. მა--------------–-–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს ნოტარის ხა------------------–თან გაფორმებული იქნა რწმუნებულება, რომლითაც და------------მა თანხმობა მისცა მა--------------–-–---–ს მცირეწლოვანი შვილის გო----------ის წარმომადგენლობაზე, ფართო უფლებით, მათ შორის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის უფლებით. მა--------------–-–---–ი შვილთან ერთად მხარეთა შეთანხმებით საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო 2018 წლის ბოლომდე. მა--------------–-–---–ის მხრიდან საერთო შვილის მიმართ და------------ისათვის კომუნიკაციის აკრძალვას, საერთო შვილის სხვაზე გაშვილებას ადგილი არ ჰქონია, და------------ის მიერ აღნიშნული გარემოების მითითება ემსახურება მხოლოდ გარკვეული რეაგირების განხორციელებას სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. 2018 წლის 16 მარტს და------------მა გააუქმა მინდობილობა, განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და პოლიციას, მიუთითა, რომ ადგილი ჰქონდა მცირეწლოვანი ბავშვის უკანონო გაშვილებას საქართველოს საზღვრებს გარეთ.

 

მოპასუხემ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ადრეც არსებობდა უთანხმოება, ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას (შესაგებელი).

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, ბაშვის სრულფასოვანი ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია ბავშვს ჰქონდეს ორივე მშობელთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

4. ფაქტობრივი გ არემოებები;

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. და------------ი და მა--------------–-–---–ი 2013 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ხოლო რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2015 წლის 09 თებერვლიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქორწინების მოწმობა #6----------.

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

4.1.2. თანაცხოვრების პერიოდში მა--------------–-–---–ს და და------------ს შეეძინათ ერთი შვილი 2014 წლის 22 ივლისს დაბადებული გო----------ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-დაბადების მოწმობა #6----------.

 

4.1.3. 2017 წლის 02 აგვისტოს ნოტარიუს ხა------------------–ის მიერ დამოწმებული რწმუნებულების საფუძველზე, და------------მა მა--------------–-–---–ს მიანიჭა შვილის გო----------ის წარმომადგენლობითი უფლებამისილება, მათ შორის პასპორტის აღების და საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის უფლებამოსლება. მიდობილობა გაცემული იქნა 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ნოტარიუს ხა------------------–ის მიერ გაცემული რწმუნებულება.

 

4.1.4. 2017 წლის 22 დეკემბერს მა--------------–-–---–ი შვილთან გო----------თან ერთად გაემგზავრა საბერძნეთის რესპუბლიკაში, სადაც ცხოვრობს დღემდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

4.1.5. 2018 წლის 16 მარტს, და------------მა განცხადებით მიმართა ნოტარის ხა------------------–ს- 2017 წლის 02 აგვისტოს გაცემული მინდობილობის გაუქმების მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სანოტარო აქტი მინდობილობის გაუქმების შესახებ.

 

4.1.6. 2014 წლის 22 ივლისს დაბადებული გო----------ი 2015 წლიდან 2017 წლის 20 დეკემბრამდე იყო ბაგა-ბაღი „პი-----–--ი„-ს აღსაზრდელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-19.030.2018 წ გაცემული ცნობა.

 

4.1.7. და------------ი ცხოვრობს ქ. ქუთაისში, თა---------------------ში. ბაბუასთან ერთდ. მუშაობს საქართველოს გზების დეპარტამენტში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის მუშაკის შეფასების მიხედვით, და------------ის საცხოვრებელი წარმოადგენს კეთილმოწყობილ ბინას, რომელიც შედგება 6 ოთახისაგან. სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებილია. ბინაში დგას ყველა საჭირო ავეჯი და ელექტრო ტექნიკა. და------------ის მშობლები ცხოვრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, წლის განმავლობაში რამდენიმე თვე იმყოფებიან საქართველოში.

 

და------------ი არის დასაქმებული, გარშემომყოფები ახასიათებენ მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებად. შვილი გო----------ი დაბადებიდან იზრდებოდა მამის ოჯახში, მამა აქტიურად იყო ჩართული შვილის აღზრდაში. მას სათანადოდ აქვს განვითარებული მშობლის უნარ-ჩვევები.

 

მა--------------–-–---–ის ოჯახის წევრების განმარტებით, მა------ საქართველოში არ იმყოფება. 2017 წლის დეკემბერში შვილთან ერთად დროებით გაემგზავრა საბერძნეთის რესპუბლიკაში, სადაც იმყოფებიან მშობლები, ბებია და მამიდა.

 

სოციალური მუშაკის დასკვნის მიხედვით და------------ის საყოფაცხოვრებო პირობები და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოჯახის წევრებს შესწევთ უნარი შექმნან ბავშვის საჭიროებაზე ორიენტირებული უსაფრთხო და მზრუნველი გარემო. გო----------ი ბიოლოგიური მამის ოჯახში ცხოვრებისას უზრუნველყოფილი იქნება ადეკვატური კვებით, გარეგნობასა და ჰიგიენაზე ზრუნვით, სამედიცინო მომსახურებით, საკუთარი ოთახითა და ასაკის შესაბამისი სათამაშოებით.

 

ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, ბაშვის სრულფასოვანი ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია ბავშვს ჰქონდეს ორივე მშობელთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის 2018 წლის 07 მაისის #2--- დასკვნა;

 

4.2.2. იმერეთის სოცალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის მოხსნებითი ბარათის თანახმად, მოპასუხე მა--------------–-–---–თან კონტაქტი განხორციელდა სოციალური ქსელის საშუალებით. მა--------------–-–---–ი შვილთან გო----------თან ერთად იმყოფება საბერძნეთის რესპუბლიკაში. ცხოვრობს მამინაცვალის- ლე------------------–----ს ოჯახში, სადაც ასევე ცხოვრობენ მა------ს დედა- ზო------–-------ი, ბებია სვ--------–-------ი, და- გვ--–----------–-–---–ი. მა--------------–-–---–ი მუშაობს სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე. მისი სახლში არ ყოფნის დროს, შვილზე გო----------ზე მზრუნველობას ახორციელებს ბავშვის ბებია, ბებიას დედა და უმცროსი და. ოჯახის თითქმის ყველა წევრი დასამქებულია, თუმცა მათ სამუშაო გრაფიკი ისე აქვთ შეთანხმებული, რომ გო----------ი უფროსის ზედამხედველობის გარეშე არ რჩება.

 

მა--------------–-–---–ი არ არის წინააღმდეგი შვილს ჰქონდეს სატელეფონო კონტაქტი მამასთან. საბერძნეთის რესპუბლიკაში შვილთან ერთად იმყოფება ლეგალურად, სარგებლობენ ექვს თვიანი სახელმწიფო მფარველობის პროგრამით. პროგრამის ვადის გასვლის შემდეგ მა--------------–-–---–ი შვილთან ერთად გეგმავს საქართველოში დაბრუნებას.

 

მცირეწლოვანი გო----------ი სოციალური ქსელით კავშირისას იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის ეზოში. საუბრობდა ოჯახის წევრებთან, თამაშობდა მათთან ერთად. საცხოვრებელი სახლი და ბავშვის ოთახი არის მოწესრიგებული, მცირეწლოვანს ჰქონდა შესაბამისი სათამაშოები. მა------ს ინფორმაციით გო----------ი დადიოდა საბერძნეთში კერძო საბავშვო ბაღში, ახალი სასწავლო წლიდან კვლავ გააგრძელებს ბაღში სიარულს. თანატოლებთან კომუნიკაცია არ უჭირს, ოჯახის წევრებს დაჰყავთ სასეირნოდ, რა დროსაც გოგას აქვს თანატოლებთან ურთიერთობის და მათთან თამაშის შესაძლებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 ივნისის #4--- მოხსენებითი ბარათი;

 

4.2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მა--------------–-–---–ის ადვოკატისათვის გადაცემული საბერძნეთის ცენტრალური ორგანოს სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, მა--------------–-–---–ი მუშაობს ბავშვის აღმზრდელად, ყოველდღიურად 8:00 საათიდან 16:00 ან 18:00 საათამდე, ერთ-ერთ ოჯახში ვრილისიაში, რომელთაც ჰყავთ 6 თვის ტყუპი ბიჭები, როდესაც მა------ მუშაობს შვილს უვლიან დედა და ბებია. მა------ს განმარტებით შვილს გო----------ს მამის მხრიდან არ აქვს არანაირი მხარდაჭერა.

 

ბავშვი იზრდება იმ სიყვარულით და ზრუნვით, რომელსაც საჭიროებს ოჯახის თითოეული წევრი. ბაშვი არის სუფთა, მოვლილი, კომუნიკაბელური, მხიარული. თამაშისას იყენებს ბერძნულ ენას, იგი ადაპტირებულია დღევანდელ საზოგადოებრივ ცხოვრებასთან და უარს აცხადებს საქართველოში დაბრუნებაზე.

 

მისი სოციალიზაცია ვითარდება საბავშვო მოედნებზე თავის ასაკის ბაშვებთან ერთობლივად. მომავალ წელს ჩაირიცხება საბავშვო ბაღში. ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში ოჯახი მიმართავს კერძო ექიმს, ბოლოს ექიმთან იყვნენ 2018 წლის 09 ივლისს.

 

საბერძნეთის ცენტრალური ორგანოს სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, გარემო სადაც იზრდება გო----------ი შეიცავს ზრუნვას, მოვლას, სიყვარულს და დაცვას. სრულიად შესაძლებელია ყველა სახით აღმოჩენილი იქნას როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სულიერი პირობები. დედა მა--------------–-–---–ი და ბებია ზო------–-------ი ნათლად და ადეკვატურად ასრულებენ დედისა და ბებიის როლს. ოჯახის წევრების ერთმანეთთან კარგი ჰარმონიული დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვის კარგ განვითრებას. არ არსებობს სანერვიულო და საგანგაშო მითითება იმ გარემოსადმი სადაც იზრდება გო----------ი.

 

სასამართლო იზიარებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, ბაშვის სრულფასოვანი ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია ბავშვს ჰქონდეს ორივე მშობელთან ურთიერთობის შესაძლებლობა. საბერძნეთის ცენტრალური ორგანოს სოციალური მუშაკის დასკვნის მიხედვით გო----------ი დედასთან იზრდება სიყვარულით და ზრუნვით, ადაპტირებულია დღევანდელ საზოგადოებრივ ცხოვრებასთან. ოჯახის წევრების ერთმანეთთან კარგი ჰარმონიული დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვის კარგ განვითრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-1202-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება;

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი მშობლის უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

7.2. სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (რუიზ ტორიჰა ესპანეთის წინააღმდეგ RUIZ TORIJA v. SPAIN). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

7.3. მოსარჩელე და------------მა მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, 2014 წლის 22 ივლისს დაბადებული გო----------ის საცხოვრებელ ადგილად მამის და------------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლებს აქვთ თანაბარი უფლებები შვილის მიმართ, ამასთან ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, მათ შორის მის მშვიდ, ჯანსაღ ემოციურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობის უზრუნველყოფაზეც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. სსკ 1202-ე მუხლის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალკ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არ აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

ბავშვების საცხოვრებელი ადგილი სასამართლომ უნდა განსაზღვროს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვების სწორად აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 5.4. მუხლით სახელმწიფო ზრუნავს ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.

 

საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მისი სამომავლო განვითარება და კეთილდღეობა.

 

დადგენილია, რომ და------------ს და მა--------------–-–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2014 წლის 22 ივლისს შეეძინათ შვილი გო----------ი. მხარეები, ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი გო----------ი ამჟამად ცხოვრობს დედასთან მა--------------–-–---–თან ერთად საბერძნეთის რესპუბლიკაში.

 

მოსარჩელე და------------ს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გო----------ის საცხოვრებელ ადგილად დედის ნაცვლად, მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა შეესაბამება მცირეწლოვნის ინტერესებს.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, გარემო სადაც იზრდება გო----------ი შეიცავს ზრუნვას, მოვლას, სიყვარულს და დაცვას. დედა მა--------------–-–---–ი ნათლად და ადეკვატურად ასრულებს დედის როლს. ოჯახის წევრების ერთმანეთთან კარგი ჰარმონიული დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვის კარგ განვითრებას. დასკვნის თანახმად, არ არსებობს სანერვიულო და საგანგაშო მითითება იმ გარემოსადმი სადაც იზრდება გო----------ი.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ იკვეთება, გო----------ის საბერძნეთის რესპუბლიკაში დედასთან ერთად ცხოვრებამ რა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება შუქმნას არასრულწლოვანს.

 

შვილი გო----------ი როგორც ავღნიშნეთ ცხოვრობს დედასთან ერთად საბერძნეთის რესპუბლიკაში, მამა-შვილის ურთიერთობა ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მათი ცხოვრების წესი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საკითხი, განსაზღვროს თუ არა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილი და ბავშვთა უფლებებთან მიმართებით ამგვარი გადაწყვეტილების მიღება რამდენად შეესაბამება ინდივიდუალურად გო----------ის უპირატეს ინტერესებს.

 

არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას თანაბარი ურთიერთობა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილთან, მაგრამ, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხის განხილვისას არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების უპირატესობა აღიარებულია ასევე “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციით, კერძოდ,“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის შესაბამისად (20.11.1989 წ), “ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.” ამავე კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების სრული გამოყენება მოითხოვს უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვას, რომელშიც ჩაერთვება ყველა მონაწილე მხარე, ბავშვის ყოვლისმომცველი ფიზიკური, ფიქოლოგიური, ფსიქიკური და სულიერი ერთიანობის უზრუნველსაყოფად და მისი ადამიანური ღირსების პატივსაცემად.

 

კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხედველობაში იღებს არასრულწლოვანის ასაკს, იზიარებს საბერძნეთის ცენტრალური ორგანოს სოციალური მუშაკის დასკვნას, რომლის მიხედვით გო----------ი დედასთან იზრდება სიყვარულით და ზრუნვით, ადაპტირებბულია დღევანდელ საზოგადოებრივ ცხოვრებასთან. გარემო სადაც იზრდება გო----------ი შეიცავს ზრუნვას, მოვლას, სიყვარულს და დაცვას. დედა მა--------------–-–---–ი ნათლად და ადეკვატურად ასრულებს დედის როლს. ოჯახის წევრების ერთმანეთთან კარგი ჰარმონიული დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვის კარგ განვითრებას.

 

საქმის მასალებით არ დასტურდება, ისეთი სახის გარემოება და დამოკიდებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა იმაში, რომ დედასთან ცხოვრებისას ვერ განხორციელდება ბავშვის აღზრდა განვითარებისათვის ნორმალური პირობების შექმნა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, სარჩელი მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე უსაფუძვლოა.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, საბერძნეთის ცენტრალური ორგანოს სოციალური მუშაკის დასკვნის, ბავშვის ასაკის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებელი წინაპირობები, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სსკ 55.2. მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან და------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. და------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე