გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.06.2019
საქმის ნომერი
330210017002204454
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/34351-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - გ-------------–--ა, დ-----------ე

წარმომადგენლები - ნ-----–---------–-–---–ი, მ-------------–-–---–ი

მოპასუხე - ნ---------------–---–ი

წარმომადგენლები - გ---–--–-----ა, დ-------------ა

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრი

წარმომადგენელი - მ--------------–---–ი

დავის საგანი - ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელე გ-------------–--ას განესაზღვროს არასრულწლოვან შვილთან, 2----–-–-------------- დაბადებულ ა--------------–--ასთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი შემდეგნაირად: ყოველი კვირის პარასკევი 16:00 საათიდან კვირის 10:00 საათამდე, ყოველი წლის 2----------, ბავშვის დაბადების დღეს, დღის მეორე ნახევარი, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებით და უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ასევე, ზამთრის და ზაფხულის არდადეგების პერიოდში, მიეცეს უფლება ბავშვი წაიყვანოს დასასვენებლად და მასთან გაატაროს 14 დღე აგვისტოში და 14 დღე იანვარში, ამასთან, ბავშვი დარჩეს მამასთან იმ პერიოდში, როდესაც ნ---------------–---–ი გაემგზავრება სამსახურებრივ მივლინებაში;

 

1.2. მოსარჩელე დ-----------ეს განესაზღვროს არასრულწლოვან შვილიშვილთან, 2----–-–-------------- დაბადებულ ა--------------–--ასთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი შემდეგნაირად: ყოველი კვირის ხუთშაბათი 16:00 საათიდან პარასკევს 10:00 საათამდე;

 

მოსარჩელე გ-------------–--ა და ნ---------------–---–ი 2008 წლიდან 2011 წლის 29 ივლისამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–--------------, მათ შეეძინათ შვილი, ა--------------–--ა. ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე სხვა ბინაში გადავიდა საცხოვრებლად და თან წაიყვანა არასრულწლოვანი შვილიც. განქორწინების შემდეგ, გ-------------–--ას მოპასუხემ აუკრძალა შვილთან ურთიერთობა. არ აძლევს მამას უფლებას ნახოს ბავშვი, თუნდაც კვირაში რამდენიმე საათი. მამას შვილის ნახვის შესაძლებლობა ეძლევა მხოლოდ შორიდან, სკოლაში ყოფნის პერიოდში. მოპასუხეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხშირად უწევს მივლინებებში წასვლა, რა დროსაც, ბავშვს ტოვებს იმ მამაკაცთან, რომელთანაც ამჟამად ცხოვრობს, ორივე მშობლის მზრუნველობის გარეშე. წლების განმავლობაში, გ-------------–--ა იხდიდა იმ კერძო ბაღის გადასახადს, სადაც დადიოდა ბავშვი. იგი იხდის იმ კერძო სკოლაში სწავლის საფასურსაც, სადაც სწავლობს არასრულწლოვანი და ასევე, იხდის სკოლიდან სახლამდე მისი ტრანსპორტირების ხარჯებს.

დ-----------ე არის ბავშვის ბებია, რომელსაც ასევე აკრძალული აქვს შვილიშვილთან ურთიერთობა მოპასუხის მიერ. ამის მიუხედავად, იგი ზრუნავს შვილიშვილის მომავალზე, ბანკში მის სახელზე გახსნილი აქვს ანაბარი, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს ა--------ს მომავალს. როგორც გ-------------–--ას, ასევე, დ-----------ეს, თავიანთ საცხოვრებელ სახლში მოწყობილი აქვთ ბავშვისთვის კომფორტული საძინებელი ღამით მასთან დარჩენის შემთხვევისთვის, ასევე, შექმნილი აქვს ყველა ის პირობა, რომელიც საჭიროა ბავშვისთვის. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. სწორი აღზრდისათვის აუცილებელია არასრულწლოვანს ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან და ბებიასთან, შესაბამისად, მიზანშეწონილია, სასამართლომ განსაზღვროს მამასა და შვილს, ასევე ბებიას და შვილიშვილს შორის ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნ---------------–---–ი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელეებს დღემდე აქვთ ბავშვთან ურთიერთობის საშუალება. მოსარჩელეები არასწორ ინფორმაციას წარუდგენენ სასამართლოს, თითქოს მათ ბავშვის ნახვის საშუალება მხოლოდ შორიდან აქვთ. მათ 2011 წლის შემდეგ არათუ შორიდან უნახავთ, არამედ სახლშიც მრავალჯერ წაუყვანიათ ა-------- (2015 წლის ზაფხულამდე) და დღემდე შეუზღუდავად ამყარებენ მასთან პირდაპირ კონტაქტს სკოლის ტერიტორიაზე ნებისმიერ დროს, კვირაში 5 დღის განმავლობაში. რაც შეეხება მოსარჩელის მივლინებებს, ეს არის დასაქმებული ადამიანის ჩვეული რეჟიმი, რა დროსაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, შესაძლებელია, იგი მივლინებულ იქნას სხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში. პირველ რიგში, აღნიშნული შეესაბამება შვილის ინტერესებს, რათა მას ჰქონდეს კარგი განათლება და უზრუნველყოფილი იყოს იმით, რაც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის. მოპასუხის მივლინების დროს, ბავშვი ცხოვრობს საკუთარ სახლში, საკუთარ ოჯახში, სადაც მასზე ზრუნავენ ის ადამიანები, რომლებიც მთელი დანარჩენი დროის განმავლობაში ყოველდღიურად იღებენ მონაწილეობას მის აღზრდაში - ნ---------------–---–ის მეუღლე, და (რომელიც ცხოვრობს იმავე სადარბაზოში) და დედა (რომელიც ცხოვრობს გვერდით კორპუსში). ამ დროს ა--------ს დღის განრიგი სრულებით არ იცვლება და მას აქვს ზუსტად ის გარემო პირობები, რაც დედასთან ყოფნის დროს. მოსარჩელეს რამდენიმეჯერ ნამდვილად აქვს გადახდილი სკოლის, ცეკვის და ტანვარჯიშის საფასური. მოსარჩელე სკოლის გადასახადს იხდის მუდმივად ,,ვაჭრობის“, დაგვიანების და ნერვიულობის ფასად. დ-----------ეს შეიძლება აქვს ანაბარი გახსნილი შვილიშვილისათვის, მაგრამ სამწუხაროდ, იგი იმდენად უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე, რომ მოპასუხე ეწინააღმდეგება მოთხოვნას, რომ ბავშვს ჰქონდეს ხშირი ურთიერთობა მასთან. ბავშვი არის ისეთ ასაკში, როდესაც მის ფსიქიკას განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. ამის საპირისპიროდ, დ-----------ე შეურაცხყოფას აყენებს ბავშვისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს - დედას. მოიხსენიებს ნ-----ს დამამცირებელი სიტყვებით, რაც დიდ მორალურ ზიანს აყენებს ბავშვს.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე. მოპასუხე ნ---------------–---–ი თანახმაა, რომ მოსარჩელეს მათ საერთო შვილთან, ა--------------–--ასთან ურთიერთობა ჰქონდეს მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე, რაც მხარის მოსაზრებით ნეიტრალური და დაცულია ტერიტორია. საქმის დეტალური შესწავლის, საქმეში წარმოდგენილი სოციალური სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნებისა და ჩატარებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის მიხედვით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებით, რაიმე საფრთხე ან საშიშროება არ გამოკვეთილა, რაც შესაძლოა ბავშვის მამასთან ურთიერთობის შემთხვევაში არასრულწლოვანს შექმნოდა. შესწავლის შედეგად, მოსარჩელე გ-------------–--ას საცხოვრებელი სახლში შექმნილია კეთილსაიმედო გარემო, რაც შეესაბამება ბავშვის აღზრდის ინტერესებს. მამის მხრიდან რაიმე უარყოფითი ფაქტორი არ გამოვლენილა, რაც მამის ბავშვთან ურთიერთობის მაქსიმალურად შეზღუდვის საფუძველი შესაძლოა გამხდარიყო. ორი მშობელი თანაბრად არის ვალდებული და ასევე უფლებამოსილნი ჩართული იყვნენ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდის პროცესში, რისთვისაც, აუცილებელია, მასთან ჰქონდეთ ურთიერთობის საშუალება. სოციალური სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, მამამ წაიყვანოს არასრულწლოვანი თავის საცხოვრებელ სახლში და ერთი ღამე მაინც გაატაროს ბავშვმა მამასთან, რათა თანდათან აღდგეს და ჩამოყალიბდეს მათ შორის ნდობაზე დამოკიდებული ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობა. ვინაიდან ბებიასა და შვილიშვილის ურთიერთობაში იყო წყვეტა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ბებიას ცალკე არ უნდა განესაზღვროს შვილიშვილთან ურთიერთობისათვის დრო და მას (ბებიას) შეუძლია ბავშვთან ურთიერთობა იქონიოს მაშინ, როდესაც არასრულწლოვანი იქნება მამასთან.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. გ-------------–--ას და ნ---------------–---–ს ქორწინების პერიოდში, 2-----–-–-------------- შეეძინათ შვილი, ა--------------–--ა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 18);

 

4.1.2. მოსარჩელე გ-------------–--ა და მოპასუხე ნ---------------–---–ი აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მხარეები განქორწინდნენ 2----–-–---------–---. არასრულწლოვანი ა--------------–--ა ცხოვრობს დედასთან, ნ---------------–---–თან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- განქორწინების მოწმობა (ს.ფ. 19).

 

4.1.3. არასრულწლოვანი ა--------------–--ა 2015 წლის 10 ივნისს N----- ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა და დღემდე სწავლობს შპს ,,------------------------–------–-–-“. ანა ბასილაიას საგაკვეთილო პროცესი იწყება 10:00 საათზე და მთავრდება 16:00 საათზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ნ-----------------------–-------–--“ მიერ 04.12.2017 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 50);

 

4.1.4. 2015 წლის 24 აპრილს შპს ,,ნ-----------------------–-------–--“ და მოსწავლის, ა--------------–--ას კანონიერ წარმომადგენელს გ-------------–--ას შორის დაიდო ხელშეკრულება საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების მიხედვით, სწავლის წლიური საფასური შეადგენს 4500 ლარს. ა--------------–--ას სწავლის გადასახადს იხდის მოსარჩელე გ-------------–--ა ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის შესაბამისად;

გ-------------–--ა 2015 წლის 15 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ასევე იხდის არასრულწლოვანი ა--------------–--ას სკოლის ტრანსპორტირების ხარჯებსაც;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- 24.04.2015 წლის ხელშეკრულება საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ (ს.ფ. 20-23);

- 15.09.2015 წლის ხელშეკრულება ტრანსპორტით მომსახურების შესახებ (ს.ფ. 36-39);

- 27.02.2015 წლის, 18.06.2015 წლის, 08.05.2015 წლის, 16.05.2016 წლის, 27.11.2015 წლის, 28.09.2016 წლის, 27.10.2016 წლის, 03.04.2017 წლის, 31.05.2017 წლის, 04.05.2017 წლის, 13.10.2017 წლის სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 25-26, 30-34);

- 13.09.2015 წლის ქვითარი, 12.10.2015 წლის, 27.11.2015 წლის, 03.02.2016 წლის და 30.03.2016 წლის სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 35-41);

 

4.1.5. მოსარჩელე გ-------------–--ა მუშაობს ი-–---------–-–------------------------------------------–-----–---------------------–--------------–----------------------------------- აკადემიურ თანამდებობაზე. ასევე, გ-------------–--ა იკავებს შპს ,,ბ----------------------–------------------------–-“ მ--–-----–-----------------------------------–------------–-------------------–--------–---------–-- თანამდებობებს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ი-–---------–-–----------------------- მიერ 03.04.2018 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 144);

- შპს ,------------------------–--------------------------- მიერ 02.04.2018 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 145).

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა მოსარჩელე დ-----------ის საცხოვრებელ მისამართზე: თბილისი, დ----------------------------------------------. დ-----------ის (არასრულწლოვანი ა--------------–--ას ბებია) გადმოცემით, მეუღლეები, გ-------------–--ა და ნ---------------–---–ი დაძაბული ურთიერთობის გამო დაშორდნენ ერთმანეთს და მოპასუხე შვილთან ერთად ცალკე გადავიდა საცხოვრებლად სხვა ბინაში. დ-----------ეს, როგორც ბებიას, აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს შვილიშვილის აღზრდაში. ნ---------------–---–ი კი ამის საშუალებას არ აძლევს. ბებიის გადმოცემით, იგი ყოველთვის ზრუნავდა და გააგრძელებს ა--------ზე ზრუნვას, უზრუნველყოფს ბავშვის ყველა საჭიროებების დაკმაყოფილებას. ასევე, სოციალურ მუშაკთან საუბრისას დ-----------ემ აღნიშნა ისიც, რომ მას მხოლოდ სკოლაში ყოფნის პერიოდში, დიდი შესვენებაზე ეძლევა შვილიშვილის ნახვის საშუალება. დ-----------ის საცხოვრებელი არის სამ ოთახიანი ბინა, სადაც საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვისათვის ბინაში გამოყოფილია საკუთარი ოთახი, ყველა საჭირო ინვენტარი. ასევე, სოციალური მუშაკთან საუბრისას გაირკვა, რომ დ-----------ე ზრუნავს შვილიშვილის მომავალზე. ბანკში ბავშვის სახელზე გახსნილი აქვს ანაბარი. სოციალური სამსახურის შეფასებით, დ-----------ის ოჯახში საკმაოდ ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოა არასრულწლოვანი ა-------- ბასიალაის ნორმალური ცხოვრებისა და განვითარებისათვის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის 2-----–-–----------------- დასკვნა N----- (ს.ფ. 85);

- მეანაბრის წიგნაკი, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 43-47).

 

4.2.2. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი შედგა მოსარჩელე გ-------------–--ას საცხოვრებელ მისამართზე - თბილისი, დ--------------------------–----–-----------------ში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სამსართულიან სახლში, სადაც სუფევს წესრიგი და სისუფთავე, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ბავშვის ოთახი აღჭურვილია ინდივიდუალური განვითარების და ასაკის შესაბამისი სათამაშოებით. მოსარჩელის თქმით, ა--------------–--ას ოთახში ბავშვის სურვილის გათვალისწინებით მოათავსა ბავშვის საწოლი. გ-------------–--ას გადმოცემით, ნ---------------–---–თან თანაცხოვრება ორივესთვის გახდა მიუღებელი ყოფით ნიადაგზე წამოჭრილი პრობლემების გამო. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავის შვილთან ურთიერთობის პრობლემა არ ჰქონდა სანამ მოპასუხე შექმნიდა მეორე ოჯახს დ-------------ასთან. ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე დ-------------ას აშკარა ჩარევის შედეგად, მას ყოველმხრივ უზღუდავენ თავის შვილთან ურთიერთობას. მამა შვილს ნახულობს მხოლოდ სკოლაში შესვენების დროს. მოსარჩელე თვლის, რომ ბავშვზე ფსიქო-ემოციური ზეწოლის რისკების შემცირებისათვის იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ვიზიტის მიმდინარეობისას, სახლში იმყოფებოდა გ-------ს მეუღლე - ნ-----, რომელიც სიყვარულით და დიდი სითბოთი მოიხსენიებს ა--------ს და მზაობას გამოთქვამს მასთან ურთიერთობის გასაგრძელებლად. მოსარჩელე კატეგორიულად უარყოფს ბავშვთან დედამისის უარყოფით კონტექსტში მოხსენიებას, რადგანაც მისი თქმით, ეს ბავშვის ფსიქოემოციურ განვითარებას საფრთხეს შეუქმნის. ოჯახს ჰყავს თანამდგომის ქსელი. მოსარჩელის ოჯახში შექმნილია კეთილსაიმედო გარემო ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის დასკვნა N---- (ს.ფ. 93-94);

 

4.2.3. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, მოპასუხე ნ---------------–---–ი არასრულწლოვან შვილთან, ა--------------–--ასთან ერთად ცხოვრობს მისამართზე - ქ. თბილისი, ბ-------–------------------. საცხოვრებელ ბინაში სუფევს წესრიგი და სისუფთავე, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ბავშვის ოთახი აღჭურვილია ინდივიდუალური განვითარების და ასაკის შესაბამისი ნივთებით. ვიზიტის მიმდინარეობის დროს მოხდა გასაუბრება ა--------------–--ასთან. ბავშვი არის ზოგადად კეთილგანწყობილი, ფიზიკურად და გონებრივად ასაკის შესაბამისად განვითარებული. ა--------ს თქმით, მას უყვარს თავისი მამა გ-------------–--ა, დედა, მამინაცვალი - დ-------------ა, ბებიები და ნათესავები. მას ჰყავს სკოლაში მეგობრები. ვიზიტის დროს სახლში იმყოფებოდა მოპასუხე ნ---------------–---–ის მეუღლე დ-------------ა, რომელიც ბავშვის ბიოლოგიურ მამასთან მიმართებით მკვეთრად აფიქსირებდა უარყოფით დამოკიდებულებას ნ-----სთან ერთად. მათი თქმით, ბავშვს ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობას უკრძალავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვთან მოსარჩელე გ-------------–--ა და დედამისი, დ-----------ე მოპასუხეს მუდმივად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ, რასაც ბავშვი განიცდის. მოპასუხის ოჯახს ჰყავს თანადგომის ძლიერი ქსელი (ბებია, ახლობლები, ნათესავები), რაც მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ბავშვის სოციალიზაციას. ოჯახში შექმნილი გარემო შეესაბამება ბავშვის აღზრდა-განვითარების ინტერესებს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2-----–-–-------------- დასკვნა N---- (ს.ფ. 93-94);

 

4.2.4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკის შეფასებით, მოსარჩელე გ-------------–--ას გააჩნია მშობლის მორალური და ადამიანური სრული პასუხისმგებლობის გრძნობა. მის საცხოვრებელში შექმნილია კეთილსაიმედო გარემო. მოსარჩელე ეთანხმება იმ პოზიციას, რომ მშობლებს შორის უთანხმოებამ არ უნდა ჰპოვოს ასახვა ბავშვთან დამოკიდებულებაზე და ბავშვი არ უნდა გახდეს კონფლიქტის მანიპულირების მსხვერპლი. ორივე მშობელს თანაბარი უფლება უნდა ჰქონდეთ, მიიღონ მონაწილეობა მათ აღზრდასა და ზრუნვაში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რაც გასათვალისწინებელ გარემოებას წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებისათვის. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეც ეთანხმება ამ პოზიციას, რომ ბავშვი არ უნდა გახდეს მშობლებს შორის არსებული კონფლიქტის მანიპულირების მსხვერპლი. ა--------------–--ას სწორად აღზრდა-განვითარებისათვის, მნიშვნელოვანია, ორივე მშობელმა თანაბრად იზრუნონ ბავშვის აღზრდაზე, რაც მშობლების ვალდებულებაა საქართველოს კანონმდებლობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2-----–-–-------------- დასკვნა N---- (ს.ფ. 93-94);

 

4.2.5. საქმეში წარმოდგენილია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დიდუბის მიმართულების მე-4 ოცეულის პატრულ-ინსპექტორის მიერ 0--------- წელს შედგენილი რეაგირების ოქმი, რომლის მიხედვითაც, ნ---------------–---–მა გამოიძახა საპატრულო პოლიცია და განაცხადა, რომ მისმა ყოფილა მეუღლემ გ-------------–--ამ 0--------- წელს დაახლოებით 10:00 საათზე წაიყვანა მათი საერთო შვილი - ა--------------–--ა (დაბადებული 2----------–--–-) და მას საღამოს საათებში უნდა მოეყვანა ბავშვი. ვინაიდან საღამოს საათებში გ-------------–--ამ არ მოიყვანა ბავშვი და ტელეფონის ზარზეც არ პასუხობდა, ნ---------------–---–მა მოაკითხა მისამართზე. ამ უკანასკნელმა განუმარტა საპატრულო პოლიციას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება ბავშვის ნახვის დღეებთან დაკავშირებით არ არსებობდა. ორივე მხარე შეთანხმდნენ, რომ მათი საერთო შვილი იმ დღეს დარჩებოდა მამასთან, გ-------------–--ასთან, ხოლო მეორე დღეს მამა ბავშვს მიიყვანდა დედასთან. ორივე მხარემ წაიკითხა ოქმი და მასზე ხელმოწერით დაადასტურეს ოქმის სისწორე;

მხარეთა განმარტებით, სწორედ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ დაიწყო მხარეთა შორის კონფლიქტური ურთიერთობები. მოპასუხის მითითებით, არასრულწლოვანი ა--------------–--ა სახლში დაბრუნდა დათრგუნული და ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფი, რის გამოც, მოპასუხე აღარ არის თანახმა მამამ თავის საცხოვრებელ სახლში წაიყვანოს ბავშვი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 0--------- წლის რეაგირების ოქმი (ს.ფ. 149-150).

 

4.2.6. მოპასუხე ნ---------------–---–მა ფსიქოლოგიურ საკონსულტაციო ცენტრს ,,ჰ-------“ მიმართა დახმარებისათვის და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, ა--------------–--ას (დაბადებული 2----–-–--------------) ფსიქოლოგიური მდგომარეობის დიაგნოსტირება და მართვა. დედ-მამის დაშორების შემდეგ შექმნილი გარკვეული დაძაბულობების გამო ბავშვს დაუდგინდა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმები, რომელიც გამოიხატება შფოთვებში, პანიკურ შიშებში, მძიმე სიზმრებში, ძილის დარღვევაში, უნებლიე ტირილში. ა--------ს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იქონია გავლენა იმ გარემოებაც, რომ მამის ოჯახის მხრიდან ხშირად ხდება დედის ოჯახის, განსაკუთრებით დედის მეუღლის აუგად მოხსენიება, ლანძღვა, ბავშვის დაშინება, რომ არ იქონიოს ახლო კონტაქტი მასთან. ა--------------–--ას საუბრიდან იკვეთება, რომ იგი დედის ახალ ოჯახში არაჩვეულებრივად გრძნობს თავს, არის დაცული, უყვარს დედის მეუღლე და მეგობრობს მასთან. ფსიქოლოგის შეფასებით, იგი მართებულად არ მიიჩნევენ მამის და ბებიის (მამის დედის) პრეტენზიას ბავშვის საკუთარ სახლში წაყვანის თაობაზე და მით უფრო - კვირაში რამდენიმე დღე მათთან ყოფნის თაობაზე. ამ შემთხვევაში მთლიანად ირღვევა ა--------ს დაცულობა და სიმყუდროვე. მას ვერ შეექმნება საცხოვრებლის მუდმივობის განცდა. გაწეული თერაპიის საფუძველზე, მიმდინარე მომენტისათვის, ა--------------–--ას განწყობა მამის მიმართ შედარებით შემსუბუქებულია. თუ ადრე ბავშვს აღენიშნებოდა მამასთან შეხვედრის შიში და შფოთვა, ბოლო პერიოდის შეხვედრები, რომლებიც ხორციელდება სკოლაში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე და არა მამის სახლში, რისი შიშიც ბავშვს ჯერ არ განელებია, აჩვენებს, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება და მათი შეხვედრების ასეთი ფორმის შენარჩუნების პირობებში შესაძლოა უკეთესი შედეგი დადგეს. ამ ეტაპისთვის სასურველია მამა-შვილის შეხვედრები გაგრძელდეს ნეიტრალურ, მშვიდობიან ტერიტორიაზე და არა ბინაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრ ,,ჰ-------“ მიერ 1--------- წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 151-152).

 

4.2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრს დაევალა ფსიქოლოგის დასკვნის წარმოდგენა.

2----–-–----------------–- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ მომზადდა ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები. შეფასების მიხედვით, ა--------------–--ას შემეცნებითი სფეროს თავისებურებები, ლექსიკური მარაგი და ზოგადი ცოდნის დონე შეესაბამება ასაკს. ა--------ს დედა აქტიურად არის ჩართული ბავშვის ცხოვრებაში, არის მზრუნველი და ყურადღებიანი. დედასა და შვილს შორის არის პოზიტიური ემოციური კავშირი. ბავშვის ნაამბობი ცხადყოფს, რომ მას ოჯახში თბილ, მზრუნველ და მეგობრულ გარემოს უქმნიან. აქტიური და საინტერესოა ა--------ს სოციალური და საგანმანათლებლო ცხოვრებაც. დედის პოზიცია ბავშვისა და მამის ურთიერთობასთან დაკავშირებით კატეგორიულია. ამბობს, რომ მისთვის მისაღებია მამა-შვილის ურთიერთობა სხვისი თანდასწრებით წარიმართოს, რათა არ მოხდეს ზეწოლა, სანამ ბავშვი არ მიაღწევს განვითარების სტაბილურ ფაზას. ბებიასთან დაკავშირებით კი თვლის, რომ მას უნდა აეკრძალოს ბავშვის ნახვა. დედის მონაყოლის თანახმად, გაშორების შემდეგ მამას მიჰყავდა ბავშვი თავისთან, მათ შორის ღამე დარჩენითაც, მაგრამ მამა და განსაკუთრებით ბებია ცუდად ესაუბრებოდნენ ბავშვს დედაზე და მის ამჟამინდელ მეუღლეზე. დედა დადებითად ახასიათებს მის მეუღლეს და ა--------ს შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებას. ამბობს, რომ ბავშვს მამას დაძახებაც უნდა, თუმცა ეშინია თუ რას იტყვის თავისი მამა. თვითონ დედა კი ეუბნება - ,,როცა მოგინდება, არ არის პრობლემა“.

ბავშვის მამა, გ-------------–--ა აღნიშნავს, რომ სანამ საშუალება ეძლეოდა, ა--------------–--ა თავისთან მიჰყავდა და აქტიურად იყო ჩართული ბავშვის ცხოვრებაში, მისი მოვლისა და აღზრდის პროცესში. ბავშვის მამა განმარტავს, რომ დედის პრეტენზია, რომ ცუდად ესაუბრება ბავშვს მასზე, შეიძლება ერთხელ მოხდა, მაგრამ არასერიოზულად. თავის მხრივ, მამაც საუბრობს დედის გავლენებზე - ,,ეუბნებიან მანქანაში არ ჩაჯდე შეიძლება მოგიტაცოსო, ეკლერი არ გამოართვა ბავშვმა მამას, დედამ თქვა შეიძლება მოწამლული იყოსო“. თვითონ ა--------------–--ა ერთი მხრივ, დადებით დამოკიდებულებას გამოხატავს, ამბობს, რომ უყვარს და უნდა რომ მოვიდეს მის სანახავად სკოლაში მამა, მეორეს მხრივ, კი უარს ამბობს მასთან წასვლაზე და დარჩენაზე. ა-------- ვერ იხსენებს იმ პერიოდის დეტალებს, როცა მამასთან მიდიოდა და ღამითაც რჩებოდა ხოლმე , თუმცა ამბობს, რომ ,,იქ არაფერი იყო კარგი, ვერ ვერთობოდი, არ მახსოვს“. ითვლება, რომ მსგავსი კატეგორიული უარყოფა ყველაფერი კარგის, თავისთავად არაობიექტური და საეჭვოა. ა--------ს სურვილი იყო ფსიქოლოგისთვის ეჩვენებინა, თუ რამდენად სრულფასოვან ოჯახში ცხოვრობს და რამდენად კარგად გრძნობს თავს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. დედამ ფსიქოლოგს უთხრა, ბავშვს მისცემოდა საშუალება მამის შესახებ საკუთარ შიშებზე და დაძაბულობაზე ესაუბრა. ა--------მ საუბარი შემდეგნაირად დაიწყო: ,,ხშირად მატირებს, ისეთებს მეუბნება მშობლებზე“. ბავშვი იხსენებს იმ დღეს, როდესაც მისი დაბადების დღის შემდეგ, მამამ საჩუქრები მიუტანა სკოლაში და მამა სთხოვდა მანქანაში ჩამსხდარიყვნენ და იქ გაეხსნათ საჩუქრები, მაგრამ ა--------მ უარი თქვა, არ მინდოდა მანქანაში ჩაჯდომა, აქ მომიტანე საჩუქრები - თქო და მამა აძალებდა. ბავშვი ასევე აღნიშნავს, რომ მამა და ბებია დედაზე ცუდს ესაუბრებიან. ბებიასთან დაკავშირებით ასევე ამბობს, რომ ,,ბებია ცუდად ექცეოდა დედას, მაშინ არ ვიყავი დაბადებული“. ა-------- ფლობს ინფორმაციას და აქცენტს აკეთებს ისეთ საკითხებზე, რისი მომსწრეც თვითონ არ არის და მოვლენას აფასებს უფროსი ადამიანის პოზიციიდან. მის საუბარში ვლინდებოდა მოლოდინი, რომ შესაძლოა ეჭვი შეეტანათ მის ნათქვამში. მთლიანობაში, ა-------- დაძაბულია მიმდინარე სასამართლო პროცესების გამო. არასრულწლოვანი მამასთან წასვლაზე უარის მიზეზად მის მეორე ოჯახსაც ასახელებს, ,,მას თავი ოჯახი ჰყავს და არ მინდა გაცნობა“. ამის საპირისპიროდ ა--------ს დედის მეორე ოჯახის მიმართ მიმღებლობა და პოზიტიური დამოკიდებულება აქვს. ასეთი სხვაობის ობიექტური მიზეზი ბავშვს არ დაუსახელებია. ა-------- ამბობს, რომ დედის მეუღლეს ხანდახან მამასაც ეძახის, რაზეც დედა თანახმაა.

რაც შეეხება ბებიას, დ-----------ეს კატეგორიული, კრიტიკული და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ბავშვის დედის და მისი მეუღლის მიმართ. ამგვარი სახის დამოკიდებულება კი პირდაპირ თუ ირიბად, გამიზნულად თუ არა გამიზნულად, ყოველთვის აისახება ბავშვთან ურთიერთობაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 1--------- წლის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები (ს.ფ. 174-177).

 

4.2.8. მოცემულ საქმეზე ჩატარებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არასრულწლოვანი ა--------------–--ა არც ერთი მშობლის მიმართ არ არის გაუცხოვებული. ამ ეტაპზე მას მეტი მიჯაჭვულობა დედასთან აქვს. ა--------ს მიერ მამის მიმართ გამოხატულ დამოკიდებულებასთან ერთად ვლინდება დედისადმი მოკავშირეობის ფენომენი, რაც გულისხმობს მშობლების განქორწინების შემდეგ უპირატესობას ერთ-ერთი მათგანის მიმართ და შეზღუდულ კონტაქტს მეორე მშობელთან. ერთის მხრივ, დედის კატეგორიული პოზიცია პირდაპირ თუ ირიბად აისახება ბავშვზე, შედეგად წახალისებულია და შესაძლოა პროვოცირებულია მამასთან შეზღუდული ურთიერთობა. მეორეს მხრივ, მამის და ბებიის მიერ ნეგატიური საუბარიც აისახება ბავშვის როგორც ემოციურ მდგომარეობაზე, ისე შვილი-მშობლის ურთიერთობაზე. ბავშვის მამა მოტივირებულია შვილის ცხოვრებაში სრულფასოვნად იყოს ჩართული. მშობელთა ნეიტრალური პოზიცია ის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია, რაც აუცილებელია ბავშვის კეთილდღეობისათვის და შვილი-მშობლის ურთიერთობისთვის. ა-------- მამასთან ინტენსიური ურთიერთობისთვის და ღამით დარჩენისთვის მზად იქნება, მას შემდეგ რაც მშობლები შეძლებენ ერთმანეთის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულების დაცვას და ბავშვიც ცხადად დაინახავს ამას. მამინაცვალთან პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება აუცილებელიც არის ბავშვისთვის, მაგრამ ბავშვმა სრულიად ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მას ჰყავს ერთი მამა და მეორე ადამიანი არის მისი მამინაცვალი. მამა (ისევე როგორც დედა) შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი და ის ბავშვს უკვე ჰყავს. ბავშვის კეთილდღეობისათვის აუცილებელია მან შეინარჩუნოს თბილი და თანაბარი ურთიერთობა ორივე მშობელთან. დაუშვებელია რომელიმე მშობელი ან ბავშვის უახლოესი გარემოცვა განაწყობდეს მას უარყოფითად მეორე მშობლის მიმართ. ამით ბავშვს შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 1--------- წლის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები (ს.ფ. 174-177).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1 .- 5.2. სასამართლომ განიხილა გ-------------–--ას სასარჩელო მოთხოვნა, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რაც გამომდინარეობს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან. ასევე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს დ-----------ის სასარჩელო მოთხოვნა, არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობის წესის დადგენის შესახებ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1202-ე და 1203-ე მუხლებით

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. გ-------------–--ამ სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვან ა--------------–--ასთან (დაბადებული 2-----–-–--------------) ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა შემდეგნაირად: ყოველი კვირის პარასკევი 16:00 საათიდან კვირის 10:00 საათამდე, ყოველი წლის 2----------, ბავშვის დაბადების დღეს, დღის მეორე ნახევარი, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის, ღამით დარჩენის და უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ასევე, ზამთრის და ზაფხულის არდადეგების პერიოდში, მიეცეს უფლება ბავშვი წაიყვანოს დასასვენებლად და მასთან გაატაროს 14 დღე აგვისტოში და 14 დღე იანვარში, ამასთან, ბავშვი დარჩეს მამასთან იმ პერიოდში, როდესაც ნ---------------–---–ი გაემგზავრება სამსახურებრივ მივლინებაში. ხოლო მოსარჩელე დ-----------ემ არასრულწლოვან შვილიშვილთან, 2----–-–-------------- დაბადებულ ა--------------–--ასთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთის განსაზღვრა მოითხოვა ყოველი კვირის ხუთშაბათი 16:00 საათიდან პარასკევს 10:00 საათამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულები არიან ან ცალცალკე ცხოვრობენ (სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლი).

 

ამავე კოდექსის 1203-ე მუხლის მიხედვით, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მასზე.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. ამასთან, სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილია ბებიის უფლებები არასრულწლოვანი შვილიშვილების მიმართ.

 

დადგენილია, რომ გ-------------–--ას და ნ---------------–---–ს ქორწინების პერიოდში, 2-----–-–-------------- შეეძინათ შვილი ა--------------–--ა. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ისინი განქორწინდნენ 2----–-–---------–---. არასრულწლოვანი ა--------------–--ა ცხოვრობს დედასთან, ნ---------------–---–თან ერთად. მოსარჩელე დ-----------ე წარმოადგენს გ-------------–--ას დედას, არასრულწლოვანი ა--------------–--ას ბებიას.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელე გ-------------–--ა მუშაობს ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე. ასევე, გ-------------–--ა იკავებს შპს ,,ბ----------------------–------------------------–-“ მ--–-----–-----------------------------------–------------–-------------------–--------–---------–-- თანამდებობებს. ასევე, დასაქმებულია მოპასუხე მხარეც და მას ხშირად უწევს საზღვარგარეთ გამგზავრება სამსახურებრივი მივლინებების პერიოდში.

 

არასრულწლოვანი ა--------------–--ა სწავლობს შპს ,,------------------------–------–-–-“. ა--------------–--ას საგაკვეთილო პროცესი იწყება 10:00 საათზე და მთავრდება 16:00 საათზე. ა--------------–--ას სწავლის გადასახადს და სკოლის ტრანსპორტირების ხარჯებს იხდის მოსარჩელე გ-------------–--ა ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის შესაბამისად. როგორც მხარეთა განმარტებიდან ირკვევა, 2015 წლის ზაფხულამდე მხარეთა შორის შეთანხმებით დარეგულირებული იყო მამის ბავშვთან ურთიერთობის საკითხი და გ-------------–--ას არასრულწლოვანი მიჰყავდა სახლშიც, რაშიც მოპასუხე პრობლემას არ უქმნიდა. თუმცა დღეის მდგომარეობით, დედა საშუალებას აძლევს მოსარჩელეს რომ არასრულწლოვანი ბავშვი მოინახულოს მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე, ე.წ. დიდი შესვენების დროს და კატეგორიული წინააღმდეგია, რომ მამამ ბავშვი წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მათი ცხოვრების წესი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

 

სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები (ევროპის საბჭოს ასამბლეა, 31-ს სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ.). სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი დანაწესი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მათთვის ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. ამავე კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სოციალური სამსახურის მიერ შემოწმდა ორივე მხარის საცხოვრებელი პირობები. დადგენილია, რომ მოსარჩელეები დ-----------ე და გ-------------–--ა ცხოვრობენ სხვადასხვა საცხოვრებელ მისამართზე. დ-----------ის საცხოვრებელი არის სამ ოთახიანი ბინა, სადაც საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვისათვის ბინაში გამოყოფილია საკუთარი ოთახი, ყველა საჭირო ინვენტარი. საუბრისას გაირკვა, რომ დ-----------ე ზრუნავს შვილიშვილის მომავალზე. ბანკში ბავშვის სახელზე გახსნილი აქვს ანაბარი. სოციალური სამსახურის შეფასებით, დ-----------ის ოჯახში საკმაოდ ჯანსაღი, უსაფრთხო გარემოა არასრულწლოვანი ა--------------–--ას ნორმალური ცხოვრებისა და განვითარებისათვის. რაც შეეხება გ-------------–--ას საცხოვრებელს, იგი ცხოვრობს საკუთრებაში არსებულ სამსართულიან საცხოვრებელ სახლში, სადაც დაცულია სისუფთავე, მოწესრიგებულია საყოფაცხოვრებო პირობები და არის ბავშვის აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო. ასევე, უსაფრთხო, დაცული და ბავშვის აღზრდის ინტერესების შესაბამისი გარემო სუფევს მოპასუხე ნ---------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მოპასუხე ცხოვრობს არასრულწლოვან ა--------------–--ასთან, მეორე მეუღლესთან და მეორე ქორწინებაში შეძენილ არასრულწლოვან შვილთან ერთად. ორივე მხარეს დღეის მდგომარეობით შექმნილი აქვთ მეორე ოჯახი.

 

მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა 2015 წლის ზაფხულის შემდეგ. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ბავშვის მამისგან დაბრუნების მიზეზით, ნ---------------–---–ი 0--------- წელს იძულებული გახდა გამოეძახა შსს საპატრულო პოლიცია. წარმოდგენილია იმავე დღეს შედგენილი რეაგირების ოქმი, რომლის მიხედვითაც, იმ დღეს ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მათი საერთო შვილი დარჩებოდა მამასთან, გ-------------–--ასთან, ხოლო მეორე დღეს მამა ბავშვს მიიყვანდა დედასთან (4.2.5). საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგენილ ოქმში არ არის მითითება რაიმე კონფლიქტურ სიტუაციაზე ან რაიმე სახის ძალადობასა და მუქარაზე. მოსარჩელე მხარე ნ---------------–---–თან ურთიერთობის დაძაბვას უკავშირებს მოპასუხის მიერ მეორე ოჯახის შემქნას, რა პერიოდიდანაც, ნ-----ც და მისი მეუღლეც, დ-------------ა აშკარა ჩარევის შედეგად მამას ყოველმხრივ უზღუდავენ თავის შვილთან ურთიერთობას. მოპასუხის მითითებით კი, სწორედ აღნიშნული ინციდენტის, 0--------- წელს პატრულის გამოძახების შემდეგ დაიწყო მხარეთა შორის კონფლიქტური ურთიერთობები. არასრულწლოვანი ა--------------–--ა სახლში დაბრუნდა დათრგუნული და ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფი, რის გამოც მოპასუხე აღარ არის თანახმა მამამ თავის საცხოვრებელ სახლში წაიყვანოს ბავშვი. თუმცა ნ---------------–---–ის განმარტებით, მას მანამდეც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ბავშვის მამასთან.

 

დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრიორიტეტის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა მშობლების, არამედ ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით. მშობლებს ეკისრებათ პასუხიმგებლობაც მათი კონფრონტაციის ასახვის გამოც ბავშვების ფსიქიკასა და შესაბამისად მათ განვითარებაზეც. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნების მიხედვით, მოსარჩელე გ-------------–--ას გააჩნია მშობლის მორალური და ადამიანური სრული პასუხისმგებლობის გრძნობა. მის საცხოვრებელში შექმნილია კეთილსაიმედო გარემო. მოსარჩელე ეთანხმება იმ პოზიციას, რომ მშობლებს შორის უთანხმოებამ არ უნდა ჰპოვოს ასახვა ბავშვთან დამოკიდებულებაზე და ბავშვი არ უნდა გახდეს კონფლიქტის მანიპულირების მსხვერპლი. ორივე მშობელს თანაბარი უფლება უნდა ჰქონდეთ მიიღონ მონაწილეობა მათ აღზრდასა და ზრუნვაში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რაც გასათვალისწინებელ გარემოებას წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებისათვის. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეც ეთანხმება ამ პოზიციას, რომ ბავშვი არ უნდა გახდეს მშობლებს შორის არსებული კონფლიქტის მანიპულირების მსხვერპლი. ა--------------–--ას სწორად აღზრდა-განვითარებისათვის, მნიშვნელოვანია, ორივე მშობელმა თანაბრად იზრუნონ ბავშვის აღზრდაზე, რაც მშობლების ვალდებულებაა საქართველოს კანონმდებლობით.

 

განსახილველი დავის ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანია არასრულწლოვანი ბავშვის ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობის შეფასება. საქმეში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრ ,,ჰარტში“ სპეციალისტის მიერ მომზადებული შეფასება (4.2.6), რომლის მიხედვითაც, იგი მართებულად არ მიიჩნევენ მამის და ბებიის (მამის დედის) პრეტენზიას ბავშვის საკუთარ სახლში წაყვანის თაობაზე და მით უფრო - კვირაში რამდენიმე დღე მათთან ყოფნის თაობაზე. ამ შემთხვევაში მთლიანად ირღვევა ბავშვის დაცულობა და სიმყუდროვე. მას ვერ შეექმნება საცხოვრებლის მუდმივობის განცდა. გაწეული თერაპიის საფუძველზე, მიმდინარე მომენტისათვის, ა--------------–--ას განწყობა მამის მიმართ შედარებით შემსუბუქებულია. თუ ადრე ბავშვს აღენიშნებოდა მამასთან შეხვერდის შიში და შფოთვა, ხოლო პერიოდის შეხვედრები, რომლებიც ხორციელდება სკოლაში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, აჩვენებს, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება და მათი შეხვედრების ასეთი ფორმის შენარჩუნების პირობებში შესაძლოა უკეთეს შედეგის დადგეს. ამ ეტაპისთვის სასურველია მამა-შვილის შეხვედრები გაგრძელდეს ნეიტრალურ, მშვიდობიან ტერიტორიაზე და არა ბინაზე.

 

არასრულწლოვან ა--------------–--ას ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და მშობლებთან ურთიერთდამოკიდებულების შესწავლის მიზნით, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგს დაევალა შესაბამისი კვლევის ჩატარება. ფსიქოლოგთან ვიზიტის მიმდინარეობდა და დაკვირვების შედეგად მიღებული მდგომარეობა დეტალურად არის ასახული წარმოდგენილ ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებში (4.2.7). ფსიქოლოგის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, არასრულწლოვანი ა--------------–--ა არც ერთი მშობლის მიმართ არ არის გაუცხოვებული. ამ ეტაპზე მას მეტი მიჯაჭვულობა დედასთან აქვს. ა--------ს მიერ მამის მიმართ გამოხატულ დამოკიდებულებასთან ერთად ვლინდება დედისადმი მოკავშირეობის ფენომენი, რაც გულისხმობს მშობლების განქორწინების შემდეგ უპირატესობას ერთ-ერთი მათგანის მიმართ და შეზღუდულ კონტაქტს მეორე მშობელთან. ერთის მხრივ, დედის კატეგორიული პოზიცია პირდაპირ თუ ირიბად აისახება ბავშვზე, შედეგად წახალისებულია და შესაძლოა პროვოცირებულია მამასთან შეზღუდული ურთიერთობა. მეორეს მხრივ, მამის და ბებიის მიერ ნეგატიური საუბარიც აისახება ბავშვის როგორც ემოციურ მდგომარეობაზე, ისე შვილი-მშობლის ურთიერთობაზე. ბავშვის მამა მოტივირებულია შვილის ცხოვრებაში სრულფასოვნად იყოს ჩართული. მშობელთა ნეიტრალური პოზიცია ის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია, რაც აუცილებელია ბავშვის კეთილდღეობისათვის და შვილი-მშობლის ურთიერთობისთვის. ა-------- მამასთან ინტენსიური ურთიერთობისთვის და ღამით დარჩენისთვის მზად იქნება, მას შემდეგ რაც მშობლები შეძლებენ ერთმანეთის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულების დაცვას და ბავშვიც ცხადად დაინახავს ამას. მამინაცვალთან პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება აუცილებელიც არის ბავშვისთვის, მაგრამ ბავშვმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მას ჰყავს ერთი მამა და მეორე ადამიანი არის მისი მამინაცვალი. მამა (ისევე როგორც დედა) შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი და ის ბავშვს უკვე ჰყავს. ბავშვის კეთილდღეობისათვის აუცილებელია მან შეინარჩუნოს თბილი და თანაბარი ურთიერთობა ორივე მშობელთან. დაუშვებელია რომელიმე მშობელი ან ბავშვის უახლოესი გარემოცვა განაწყობდეს მას უარყოფითად მეორე მშობლის მიმართ. ამით ბავშვს შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, მოცემულ საქმეში ჩაბმული იქნა არასრულწლოვანი ა--------------–--ა. სასამართლომ 2019 წლის 01 მარტს გამართულ სხდომაზე მოისმინა მისი მოსაზრება განსახილველ დავის საგანთან მიმართებით. ა--------ს თავისი ასაკობრივი და გონებრივი მაჩვენებლებიდან გამომდინარე, აქვს უნარი, გარკვევით და ნათლად ჩამოაყალიბოს თავისი მოსაზრება. ა--------------–--ას უყვარს დედა და მასთან აქვს ძალიან თბილი, პოზიტიური ურთიერთობა, ასევე, მას კარგი დამოკიდებულება აქვს დედის ამჟამინდელ მეუღლესთან და ზოგჯერ მას მამასაც ეძახის. დედის საცხოვრებელ სახლში თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობს. თუმცა, რაც შეეხება მამასთან ურთიერთობას, იგი განმარტავს, რომ არ სიამოვნებს და არ სურს მამის საცხოვრებელ სახლში წასვლა და იქ დარჩენა. ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებს, რომ მამას ჰყავს ახალი ოჯახი, მეუღლე და შვილი და არ უნდა მათი გაცნობა. არასრულწლოვანი საუბრობს იმაზეც, რომ მას სურს, მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე ნახოს მამამ, ეზოში ან შენობაში, შესვენების დროს. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ დავის საგანს არ წარმოადგენს, არასრულწლოვანი ა-------- გამოხატავს სურვილს იმის თაობაზე, რომ მან დედასთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრება შეძლოს მამის აუცილებელი თანხმობის გარეშე. არასრულწლოვანი ა--------------–--ა აცხადებს, რომ მას უყვარს მამა, თუმცა თანახმაა, რომ მასთან ურთიერთობა ჰქონდეს მხოლოდ სკოლაში, შესვენების დროს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. მშობელთან დაშორებას კი შესაძლოა საფუძვლად დაედოს უპირველეს ყოვლისა მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გ-------------–--ას მხრიდან არ გამოვლენილა და არ დადასტურებულა. მშობლების ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებული დავების განხილვისას სასამართლოსათვის უპირველესად სახელმძღვანელოა ბავშვის კეთილდღეობა და მისი უპირატესი ინტერესი. ასეთ დროს გასათვალისწინებელია თითოეულ მშობელთან არსებული გარემო-პირობები, არასრულწლოვანის ასაკი, მისი ინდივიდუალური მოთხოვნილებები, რის შედეგადაც შესაძლებელია გადაწყდეს რამდენი ხნით და რა წესით უნდა დაერთოს მშობლებს შვილთან ურთიერთობა. განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლო აფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კომპეტენტური ორგანოს -სოციალური სამსახურის მიერ შედგენილ დასკვნებს, ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებს და ფსიქოლოგის მიერ გაცემულ რეკომენდაციას და ადგენს, რომ არასრულწლოვან ა--------------–--ას ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ორივე ბიოლოგიურ მშობელთან. ორივე მშობელი არასრულწლოვანი ბავშვისათვის ერთნაირად აუცილებელი და საჭიროა. ბავშვის სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ორივე მშობელი თანაბრად მონაწილეობდეს მისი აღზრდა-განვითარების პროცესში და ბავშვს ჰქონდეს ურთიერთობა მშობლებთან და ოჯახის ახლო წევრებთან. მშობლებს შორის უთანხმოებამ არ უნდა ჰპოვოს ასახვა ბავშვთან დამოკიდებულებაზე და ორივე მათგანს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა მის აღზრდაში. სოციალური სამსახურის წარმომადგენლის შეფასებით, არ არსებობს გ-------------–--ას მის შვილთან, არასრულწლოვან ა--------------–--ასთან ურთიერთობისათვის ხელისშემშლელი გარემოება, რაც შესაძლოა საფრთხისშემცველი ან საზიანო ყოფილიყო არასრულწლოვანისათვის.

 

სასამართლო არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას, რომლის მიხედვითაც, მოცემულ ეტაპზე, აუცილებელია ა--------------–--ას ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა მამასთან, ამასთან, მიზანშეწონილია, მამამ არასრულწლოვანი ნახოს არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე, არამედ ასევე, წაიყვანოს თავისი შვილი საცხოვრებელ სახლში და ერთი ღამე მაინც გაატაროს ბავშვმა მამასთან, რათა თანდათან აღდგეს და ჩამოყალიბდეს მათ შორის ნდობაზე დამოკიდებული ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობა, ხოლო რაც შეეხება დ-----------ის მოთხოვნას, ვინაიდან ბებიასა და შვილიშვილის ურთიერთობაში იყო წყვეტა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ბებიას ცალკე არ უნდა განესაზღვროს შვილიშვილთან ურთიერთობისათვის დრო და მას (ბებიას) შეუძლია ბავშვთან ურთიერთობა იქონიოს ბავშვის მამასთან ყოფნის პერიოდში. სოციალური სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში ბავშვის მამასთან ღამით დარჩენის საწინააღმდეგო ჩანაწერი არ ფიქსირდება. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი ბავშვისთვის ორივე მშობელი და მათი სოციუმი არის რესურსი მათი შემდგომი ფსიქო - ფიზიკური განვითარებისთვის. მამა-შვილს შორის ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, სასამართლო ადგენს ბავშვის ნახვის დღეებსა და საათებს, რომელთა გონივრულად, უპირატესად, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება, ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ასაკისა და მისი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მამის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად, მამასა და შვილს, ასევე, ბებიასა და შვილიშვილს შორის უნდა განისაზღვროს ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი, რაც შეესაბამება როგორც ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებს, ასევე მშობლების დღის რეჟიმს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს. ამავე მუხლით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

შესაბამისად, მოპასუხე ნ---------------–---–ს გ-------------–--ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-------------–--ას და დ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გ-------------–--ას (პირადი N-----------) განესაზღვროს, არასრულწლოვან შვილთან, ა--------------–--ასთან (დაბადებული 2----–-–--------------, პირადი N----------- ) ურთიერთობისათვის:

 

2.1. ყოველი კვირის პარასკევს 16:00 საათიდან წაყვანით, ღამით დარჩენის უფლებით და შაბათს 18:00 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ყოველდღიური რეჟიმის დაურღვევლად და მისი ინტერესების გათვალისწინებით;

 

2.2 ყოველი წლის 2---------- - არასასწავლო დღის შემთხვევაში 14:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო სასწავლო დღის შემთხვევაში - სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ 18:00 საათამდე, წაყვანითა და დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით;

 

2.3. ყოველი წლის ზამთრის არდადეგებზე 07 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ასევე, ზაფხულის არდადეგებზე 01 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, წაყვანითა და დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

 

3. დ-----------ეს (პირადი N-----------) განესაზღვროს არასრულწლოვან შვილიშვილთან, ა--------------–--ასთან (დაბადებული 2----–-–--------------, პირადი N-----------) ურთიერთობისათვის, გადაწყვეტილების 2.1., 2.2., და 2.3. პუნქტებით გ-------------–--ასთან დადგენილი ურთიერთობის წესის იგივე პერიოდი, ბავშვის სურვილის შემთხვევაში.

 

4. მოპასუხე ნ---------------–---–ს გ-------------–--ას სასარგებლოდ დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა