განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
020100119002911401
დავის ტიპი
126 (1) 1 , 140
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119002911401

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/163-19 5 ივნისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი: მ-----------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული გ-----------------------------–-------------------–-------–-–------------------------–----------–------------------------------------------–--------------–-----------------------------------–----------------------------------–-----------------------–-------------------------------------------------------–---------.

 

2.1.1. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111, 140-ე მუხლის პირველი ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ოჯახის თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი წევრის სხეულში

 

2.1.2 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

2.1.3 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები

ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

2.2. ადვოკატები: ვ------------------------–------–-----

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

I. ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ოჯახის თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი წევრის სხეულში

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2017 წლის 12 ოქტომბრიდან 2018 წლის 20 მაისამდე პერიოდში გ-------------–----ამ თექვსმეტ წელს მიუღწეველ მ---------------სთან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა ამის შესახებ, ჩაიდინა სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

ბრალდებულ გ-------------–----ასთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ბრალდებულის მიერ ჩადენა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. სექსუალური ხასიათის შეღწევა

 

ბრალდების მხარე ბრალდებას აყრდნობს მოწმეების: რ------–-–---ს, მ---------------ს, მ------------–-----ს, ბრალდებულის ჩვენებებს და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მოწმეთა: ლ----------–---ს, ჟ-----------–---, ჯ----–------–-----ს, ლ------------–-----ს, კ-------------ს, დ--------------ს, თ----------------ს, თ----------–-------ს, თ--------------ს, ირინა უგლოვას გამოკითხვის ოქმებს, ექსპერტიზის დასკვნას, სამედიცინო ცნობებს.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე რ------–-–---ს ჩვენებით ირკვევა, რომ 3-4 თვე ბრალდებული და დაზარალებული მასთან ცხოვრობდნენ. ბრალდებული და დაზარლაებული 2017 წელს დაოჯახდნენ. პირდაპირ მასთან მიიყვანა ბრალდებულმა დაზარალებული. დაზარალებული ეგონა 18-19 წლის, ასაკი არ უკითხავს. დაზარალებულს და ბრალდებულს უყვარდათ ერთმანეთი. არ იცის, ჰქონდათ თუ არა სქესობრივი კავშირი ბრალდებულს და დაზარალებულს. ისინი ღამით კარგად იყვნენ, დილით არაფერი შეუმჩნევია. ექნებოდათ ალბათ სქესობრივი კავშირი. ამის შესახებ არ იცის. ოთახი რომ დაალაგა, არაფერი უნახავს იქ.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე მ---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წელს დაქორწინდა ბრალდებულზე. 9 თვე იყვნენ ერთად. კ-----ში დედის სახლში მიიყვანა ბრალდებულმა. იმავე დღეს - 2017 წლის 18 ოქტომბერს დამყარდა სქესობრივი კავშირი. 14 წლის იყო მაშინ, ბრალდებული - 26 წლის. ბრალდებულმა იცოდა მისი ასაკი. ის მე-8 კლასში იყო. ბრალდებულს შვილი დაყავდა მის სკოლაში. ბრალდებულისგან ორსულად იყო. ნერვიულობისგან მოეშალა მუცელი. 2 თვის ორსული იყო.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე მ------------–-----ს ჩვენების თანახმად, დაზარალებული მის სახლში ცხოვრობდა. 1 წლის წინ დაშორდნენ დაზარალებული და ბრალდებული. 14 წლის იყო დაზარალებული, როცა ბრალდებულმა მოიყვანა. მათი დაშორების მიზეზი იყო ის, რომ დაზარალებული იყო ორსულად სხვისგან. დაზარალებულთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რის გამოც ის უყვებოდა ყველაფერს. დაზარალებულისგან იცის, რომ ბრალდებულთან სქესობრივი კავშირი არ ჰქონდა და ნაწყენი იყო ამის გამო. კონფლიქტი არ ყოფილა, სანამ არ გაიგეს, რომ ორსულად იყო. დაზარალებულისგან იცის, რომ ბრალდებულს მასთან სქესობრივი კავშირი საერთოდ არ ჰქონია. ბრალდებულს უყვარდა დაზარალებული, მაგრამ რადგან დაზარალებული იყო თავისუფალი ყოფაქცევის, ერჩივნა, მასთან ყოლოდა სქესობრივი კავშირის გარეშე გარკვეული პერიოდი. ასეთი შეთანხმება შედგა მათ ოჯახს და დაზარალებულის ოჯახს შორის. გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ სქესობრივი კავშირიც ექნებოდათ, მანამდე კი ამის გარეშე იცხოვრებდნენ. ამიტომ დაზარალებულის დაორსულება მოულოდნელი იყო ყველასთვის, რასაც მოჰყვა მათი დაშორება.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის ჩვენების თანახმად, 2017 წლის ნოემბერში დაქორწინდა დაზარალებულზე. 8 თვე იყვნენ ერთად. დაზარალებული მასთან ცხოვრობდა, რადგან შეუყვარდა. დაზარალებულის დედასთან ჰქონდა შეთანხმება, გაეზარდა და მიეხედა დაზარალებულისთვის, რადგან მშობლები ვერ აქცევნენ ყურადღებას, არ ჰქონდათ საშუალება. სქესობრივი კავშირი დაზარალებულთან არ ჰქონია, ელოდებოდა გარკვეული ასაკის მიღწევას. გაიგო ორსულად რომ იყო დაზარალებული და ამიტომ დაშორდა, რადგან მათ არ ჰქონიათ სქესობრივი კავშირი.

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება მოქმედებაში. კერძოდ, ნებაყოფლობით სქესობრივ კავშირში 16 წელს მიუღწეველ პირთან.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეებიდან და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებიდან მხოლოდ დაზარალებული მიუთითებს მასა და ბრალდებულს შორის მომხდარ სექსუალურ კავშირზე. სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც მიანიშნებდა ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის სექსუალურ კავშირზე. მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულის ჩვენების საპირისპიროდ ბრალდებული და სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე მ------------–----- თანმიმდევრულად გადმოსცემენ ინფორმაციას. კერძოდ ისინი განმარტავენ, რომ ბრალდებულსა და დაზარლაებულს შორის არ ყოფილა სექსუალური კავშირი და დაშორების მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ დაზარლაებული დაფეხმძიმდა სხვისგან, როცა მასა და ბრალდებულს შორის სექსუალური კავშირი არ ყოფილა. მ------------–-----ს განმარტებით, მას დაზარალებულმა შესჩივლა, რომ ბრალდებულთან არ ჰქონდა სექსუალური კავშირი, რაზეც იყო ნაწყენი.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშეთავსებად, სარწმუნო, ობიექტურ, უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

3.2. წინასწარი შეცნობით 16 წელის ასაკს მიუღწეველთან

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე დაცვის ობიექტია 16 წელს მიუღწეველი პირის სქესობრივი ხელშეუხებლობა. იმ პირობებში, როცა, კანონის დაცვით მოპოვებული, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობის ჩადენა, დაზარალებულის ასაკის დადგენა არარელევანტურია, მით უფრო აღნიშნული საკითხი მხარეთ მიერ სადავოდ არ გამხდარა.

 

3.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ განხორციელებულ ქმედებას, თუმცა, იმ პირობებში, როცა ბრალდებულის მიერ დანაშაულის შემადგენლობის განხორციელება არ დასტურდება, ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი სტატუსის გარკვევა არარელევანტურია.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 140-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ოჯახის თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი წევრის სხეულში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცებულებით სტანდარტს - იმას, თუ რა ოდენობით და რა ხარისხის მტკიცებულებებია აუცილებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, კონსტიტუციით დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად რაოდენობრივი სტანდარტი - მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობა და ხარისხობრივი სტანდარტი - მტკიცებულებების უტყუარობა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულის მიერ დაზარალებულთან სექსუალური კავშირის დამყარების თაობაზე არ აკმაყოფილებს კონსტიტუციის მიერ დადგენილ რაოდენობრივ სტანდარტს.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ პირდაპირ სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

II. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

არასრულწლოვანი მ--------------- 2017 წლის 12 ოქტომბრიდან 2018 წლის 20 მაისამდე პერიოდში ცხოვორობდა გ-------------–----ასთან ერთად. 4 თვის გასვლის შემდეგ გ-------------–----ა არასრულწლოვან მ---------------ს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, საყვედურობდა, ლანძღავდა, აგინებდა დედის მისამართით და ეუბნებოდა, რომ იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალის შვილი, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით, რამაც გამოიწვია არასრუწლოვან მ---------------ს ტანჯვა. 2018 წლის 11 თებერვალს ქალაქ ქ-------ში გ-------------–----ამ ურთიერთშელაპარკების ნიადაგზე მ---------------ს მკლავებზე ძლიერად მოუჭირა ხელი, დაუჯიკავა, რა დროსაც ეს უკანასკნელი ზურგით დაეჯახა რკინის ჭიშკარს და თავის უკანა მხარე მიარტყა რკინის ბოძს, რის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე რ------–-–---ს ჩვენებით ირკვევა, რომ 3-4 თვე ბრალდებული და დაზარალებული მასთან ცხოვრობდნენ. ბრალდებული და დაზარლაებული 2017 წელს დაოჯახდნენ.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე მ---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ რომ 9 თვე იყო ბრალდებულთან. 4 თვე კარგად იყვნენ. მერე ბრალდებულს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. იკამათეს რამდენჯერმე. ბრალდებული ცუდად ექცეოდა. ბრალდებული უკმაყოფილო იყო მისი, მაგრამ არ იცის, რატომ. 2018 წლის 22-23 თებერვალს ქ-------ში ქორწილში იყვნენ. ბრალდებულმა დააგვიანა, რის გამოც უსაყვედურა. ამის თქმა როგორ გაბედეო ხალხში, წავალო, უპასუხა ბრალდებულმა. დარჩენა სთხოვა, რის შემდეგაც ბრალდებულმა დაუჯიკავა და ბოძს მიანარაცხა, რის გამოც ტიროდა. ბებიას უნახავს ეს. ბრალდებული აგინებდა, ოჯახს ულანძღავდა. გინება ჩვეულებრივი ლაპარაკივით იყო მისთვის.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის ნოემბერში დაქორწინდა დაზარალებულზე. 8 თვე იყვნენ ერთად. დაზარალებული მასთან ცხოვრობდა. 2018 წელს თებერვალში ქორწილში იყო. დაზარალებულის დედამ შეურაცხყოფა მიაყენა ხალხში, წასვლას აპირებდა იქიდან. დაზარალებულმა ხელი მოკიდა. ხელი გააშვებინა და დაუჯიკავა, რა დროსაც დაზარალებული წაიქცა, ჭიშკარს მიეჯახა. აპრილში მის დასთან მოუვიდა კამათი დაზარალებულს. ის სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დაზარალებულს.

ამდენად, ირკვევა, რომ ბრალდებული და დაზარალებული თვეების განმავლობაში ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის გამოც ისინი არიან ერთმანეთის ოჯახის წევრები.

ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფსიქოლოგიური ძალადობა გულისხმობს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას ან სხვა ისეთ მოქმედებას, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

აქვე უნდა განიმარტოს, რომ სისტემატური ნიშნავს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმედებების განხორციელებას ინტენსიურად, განმეორებითობის გარკვეული ხარისხით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ აღნიშნული ქმედებები გრძელდებოდა თვეების განმავლობაში.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულ მ---------------ს ჩვენებით, ბრალდებულის ჩვენებით, ასევე მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მოწმეების: ლ----------–---ს, ჟ-----------–---ს, ჯ----–------–-----ს, ლ------------–-----ს, კ-------------ს, დ--------------ს გამოკითხვის ოქმებით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა გ-------------–----ამ პირის, ვისთანაც ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას - მ---------------ს მიმართ განახორციელა ძალადობა (ძლიერად მოუჭირა ხელი, დაუჯიკავა, მიანარცხა რკინის ჭიშკარს), ის ასევე ახორციელებდა მის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას (უწოდებდა მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ქალის შვილს, ლანძღავდა), რითაც ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.

 

2.2. რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას, მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

იმისათვის, რომ დადგინდეს, ადამიანმა კონკრეტული დარტყმისგან განიცადა თუ არა ტკივილი და სისტემატიური შეურაცხყოფისგან და დამცირებისგან – ტანჯვა, აუცილებელია ამაზე მიმანიშნებელი მტკიცებულებების არსებობა. ძალადობამ შეიძლება დატოვოს კვალი ადამიანის სხეულზე, თუმცა შესაძლებელია, ასეთი კვალი არც დარჩეს.

მოწმე მ---------------ს ჩვენების თანახმად, ის განიცდიდა ტანჯვას. ხოლო 2018 წლის 11 თებერვალს, მაშინ, როცა გ-------------–----ამ მას მკლავზე მოუჭირა და მიანარცხა ჭიშკარს, განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე უდავოდ ცნობილი მოწმეების: ლ----------–---ს და ჟ-----------–---ს გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ დაზარალებული იყო განერვიულებული, ფერი არ ედო სახეზე და ძალიან იტანჯებოდა მომხდარის გამო.

გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში განხილვის შედეგად, განსაკუთრებით ასევე ამბულატორიული სასამარლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკნით სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება - ხელის ძლეირად მოჭერა, დაჯიკავება, ჭიშკარზე მინარცხება და ბოძზე თავის დარტყმა მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მ---------------ს ფიზიკურ ტკივილთან, ვინაიდან ხელის მოჭერა და დაჯიკავება წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც მონიკა ფეტელავა ვერ განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. მან ტკივილი ნამდვილად რომ განიცადა, ამაზე მიუთითებს თავად მისი ჩვენება, ასევე მისი ემოციური მდგომარეობის პირდაპირი მოწმეები, რომელთა გამოკითხვის ოქმებიც უდავოდ იქნა ცნობილი მხარეთა მიერ. ასევე უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულის ქმედება – სისტემატური შეურაცხყოფა მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ტანჯვასთან.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ზემოთ მოყვანილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ გ-------------–----ამ განახორციელა ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება მ---------------ს მიმართ, რასაც მოჰყვა მ---------------ს ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შემდეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სსკ-ის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. სსკ-ის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სსკ-ის 120-ე - მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

საქმის მასალებით არ დასტურდება სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგის არსებობა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.

 

2.3. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ძალადობის განხორციელება არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ ცნობილი დაბადების აქტის ჩანაწერებით, ასევე დაზარალებულის ჩვენებით დგინდება, რომ მ--------------- დაიბადა 2--- წლის 1------ს ე.ი. მ--------------- არის ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დროს იყო 15 წლის. ამდენად, ვინაიდან მ---------------ს არ მიუღწევია 18 წლისთვის, ის არის არასრულწლოვანი.

ის, რომ დაზარალებული მ--------------- არის არასრულწლოვანი და ამის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი ბრალდებულ ბრალდებულისთვის მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ დაზარალებული მ--------------- არის რასრულწლოვანი და ამის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი ბრალდებულ გ-------------–----ასთვის.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი 2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) აწესებს სასჯელს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადეენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ-------------–----ას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც გ-------------–----ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

სასამართლო განმარტავს, რომ დღეს მოქმედეი რედაქციის თანამხად, ოჯახში ძალადობას სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშრებული უფლებების ჩამორთმევა, ხოლო მაშინ, როცა ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედება აღნიშნული დანაშაული არ ითვალისწინებდა იარაღთან დაკავშირებული უფლებების ჩამორთმევას, ამდენად ირკვევა, რომ ცვლილების შეტანამდე, მაშინ როცა ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედება, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის სანქცია იყო უფრო მსუბუქი, ვიდრე დღეს მოქმედი. ამდენად, ირკვევა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებით მოხდა სასჯელის გამკაცრება. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონს რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. ამდენად, ბრალდებულის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა დღეს მოქმედი, არამედ ქმედების განხორციელების დროს მოქმედი რედაქციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გ-------------–----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

გ-------------–----ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (მეუღლისგან შენიშვნის უკადრისობა), მიზანს (დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის და ტანჯვის მიყენება), ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, არასრულწოვანი ოჯახის წევრის, ანუ იმ პირის მიმართ, ვისზე ზრუნვაც მას ევალება), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (ხელის მოჭერა მკლავზე, დაჯიკავება, ჭიშკარზე მინარცხება, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხოფების მიყენება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტკივილის, ტანჯვის გამოწვევა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე პირობები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულების პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ას ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის ქმედების სისტემატურობის, ქმედების ხასიათის და წინაპირობების, გამოწვეული მძიმე შედეგის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბრალდებულს განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის ყველაზე მსუბუქი ზომა.

 

III. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრუწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2019 წლის 9 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ კ-----ში გ-------------–----ამ არასრულწლოვან ოჯახის წევრ მ---------------ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანის ძმის - 9 წლის კ-------------ს თანდასწრებით თმაზე ძლიერად მოქაჩა ხელი და სახეში ერთხელ ძლიერად გაარტყა ხელი, რის შედეგადაც მ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე რ------–-–---ს ჩვენებით ირკვევა, რომ 3-4 თვე ბრალდებული და დაზარალებული მასთან ცხოვრობდნენ. ბრალდებული და დაზარალებული დაოჯახებულები იყვნენ.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე მ---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წელს დაქორწინდა ბრალდებულზე. 9 თვე იყვნენ ერთად. 4 თვე კარგად იყვნენ. მერე ბრალდებულს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. იკამათეს რამდენჯერმე, ცუდად ექცეოდა. ბრალდებული უკმაყოფილო იყო მისი, მაგრამ არ იცის, რატომ. 2018 წლის 9 აპრილს მ------------–-----სთან იკამათა. ბრალდებულმა მას ხელი გაარტყა, გამოიყვანა ოთახში, თმებში წვდა, სახეში გაარტყა ხელი, რაც ეტკინა. შემოვარდა თეა ჯანჯალია და ძლივს მოაცილა. ბრალდებულის დედაც ხედავდა ამას.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის ნოემბერში დაქორწინდა დაზარალებულზე. 8 თვე იყვნენ ერთად. დაზარალებული მასთან ცხოვრობდა. სოფელ კ-----ში დაზარალებულს თმაზე მოქაჩა ხელი, ხელი დაარტყა.

ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფსიქოლოგიური ძალადობა გულისხმობს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას ან სხვა ისეთ მოქმედებას, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულ მ---------------ს ჩვენებით, ბრალდებულის ჩვენებით, ასევე მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მოწმეების: კ-------------ს გამოკითხვის ოქმით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა გ-------------–----ამ პირს, ვისთანაც ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას - მ---------------ს მიმართ განახორციელა ძალადობა (თმაზე ძლიერად მოქაჩა ხელი და სახეში ძლიერად დაარტყა ხელი), რითაც ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.

 

2.2. რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

მოწმე მ---------------ს ჩვენების თანახმად, თმების მოქაჩვის და სახეში ხელის დარტყმის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული დაადასტურა ბრალდებულმაც.

გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში განხილვის შედეგად სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება - თმების ხელებით ძლეირად მოქაჩვა და სახეში ხელის დარტყმა მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მ---------------ს ფიზიკურ ტკივილთან, ვინაიდან თმების ძლიერად მოქაჩვა და ხელის სახეში დარტყმა წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც მ--------------- ვერ განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. მან ტკივილი ნამდვილად რომ განიცადა, ამაზე მიუთითებს თავად მისი ჩვენება, ასევე მისი ემოციური მდგომარეობის პირდაპირი მოწმეები, რომელთა გამოკითხვის ოქმებიც უდავოდ იქნა ცნობილი მხარეთა მიერ.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ზემოთ მოყვანილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ გ-------------–----ამ განახორციელა ძალადობა მ---------------ს მიმართ, რასაც მოჰყვა მ---------------ს ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შემდეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქმის მასალებით არ დასტურდება სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგის არსებობა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.

 

2.3. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ძალადობის განხორციელება არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ.

სასამართლოს მხირდან 2018 წლის 11 თებერვლის ეპიზოდის შეფასებისას უკვე გაკეთდა დასკვნა, იმ ფაქტზე, რომ დაზარალებული მ--------------- არის რასრულწლოვანი და ამის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი ბრალდებულ გ-------------–----ასთვის. აღნიშნული დასკვნა ინარჩუნებს ძალას განსახილველი ქმედების შემთხვევაშიც.

 

2.4. არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ძალადობის განხორციელება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრი მიმართ.

სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად სხვა პირებთან ერთად ითვლება დედა და ძმა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ ცნობილი დაბადების აქტის ჩანაწერებით დგინდება, რომ კ------------- დაიბადა 2008 წელს, ე.ი. არის 10 წლის. ვინაიდან მას არ მიუღწევია ბრალდებულის მიერ ქმედების ჩადენის დღისთვის 18 წლისთვის, ის არის არასრულწლოვანი.

სასამართლო სხდომაზე დაკითუხლი დაზარალებულის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 9 აპრილს მასზე განხორციელებულ ძალადობას ესწრებოდა მისი ძმა - არასრულწლოვანი კ------------- და ხედავდა ყველაფერს.

ბრალდებულმა აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედება და სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მ---------------ზე განხორციელებულ ძალადობას ესწრებოდა არასრულწლოვანი კ-------------.

მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მოწმე კ-------------ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მან ნახა, თუ როგორ იძალადა გ-------------–----ამ მის დაზე - მ---------------ზე.

უდავოდ ცნობილი დაბადების სააქტო ჩანაწერით დგინდება, რომ მ--------------- და კ------------- არიან და - ძმა.

ზემოთ აღნიშნული გამოკვლევული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ კ------------- არის დაზარალებულის ძმა. ამდენად, არასრულწლოვანი კ------------- არის დაზარალებულის ოჯახის წევრი, რომელიც შეესწრო ძალადობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ-------------–----ას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც გ-------------–----ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

სასამართლო განმარტავს, რომ დღეს მოქმედეი რედაქციის თანახმად, ოჯახში ძალადობას სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშრებული უფლებების ჩამორთმევა, ხოლო მაშინ, როცა ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედება, აღნიშნული დანაშაული არ ითვალისწინებდა იარაღთან დაკავშირებული უფლებების ჩამორთმევას. ამდენად, ირკვევა, რომ ცვლილების შეტანამდე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის სანქცია იყო უფრო მსუბუქი. ამის საფუძველზე ბრალდებულის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ქმედების განხორციელების დროს მოქმედი რედაქციით, რომელიც არის უფრო მსუბუქი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გ-------------–----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

გ-------------–----ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება), მიზანს (დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენება), ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, დაზარალებულის არასრულწლოვანი ძმის თანდასწრებით), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (თმის ძლიერად მოქაჩვა, სახეში ხელის დარტყმა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტკივილის გამოწვევა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე პირობები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულების პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ას ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის ქმედების ხასიათის და წინაპირობების, გამოწვეული შედეგის, ქმედებების განმეორების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბრალდებულს განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი, ხოლო სასჯელის ზომად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არსებობს დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო ბრალდებული არ არის ნასამართლევი, გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, სასჯელთა შთანთქმის პრინციპი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-------------–----ა საქართველოს სსკ-ის 111, 140-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

გ-------------–----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

გ-------------–----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მძიმე და საბოლოოდ მოსახდელად გ-------------–----ას განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ-------------–----ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 2 მარტიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია