განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002720783
1-1005/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - გ--–- თ-----
ბრალდებული - თ----------- ქ--–----
ადვოკატი - ტ------– კ-------, ქ------- ა------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N0-----------
ბრალდებული: თ----------- ქ--–----
მამის სახელი: ზ-------
დაბადებული: 02.11.1---
მოქალაქეობა: ს----------–---
განათლება: უ-----–---
პირადი ნომერი: 6----------
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–--------------–---------------
მცხოვრები: ქ--------------–-----------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
თ---------- ქ--–----მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯამრთელობის მძიმე დაზიანება.
2018 წლის 26 ივნისს დაახლოებით 18:00 საათზე ქ---------–ი ზ-----------------------------ის მიმდებარედ მოძრავი „n---------”-ს მარკის ავტომანქანა, სახ N H-------- რომელსაც მართავდა თ---------- ქ--–----, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია :საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტის მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს ჰ--------–-------ს, რომელმაც მიიღო ჯამრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული რიგი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
გარდა უდაო მტკიცებულებებისა თ---------- ქ--–----ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილი და დადასტურებულია სრულად სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით.
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა:
დაზარალებულ ჰ--------–-------ს ჩვენების ანალიზით ირკვევა , რომ 2018 წლის 26 ივნისს დაახლოებით 18სთ და 10 წუთზე მოძრაობდა ქ--------–ი, ზ---------------- ქუჩის ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე ზღვის მხრიდან ჭ--------- ქუჩის მიმართულებით. როდესაც მიუახლოვდა ზ--------------------ს ქუჩისა და ხ---–--ს ქუჩის კვეთას, გადაწყვიტა გადასულიყო ხ---–--ს ქუჩის მეორე მხარეს ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე გავლით სასტუმრო ვენეციის მხრიდან. მან იცოდა , რომ ხ---–--ს ქუჩა არის ცალმხრივი ზღვის მხრიდან რუსთაველის ქუჩის მიმართულებით. ამიტომ გაიხედა მარცხნივ და დარწმუნდა, რომ სატრანსპორტო საშუალება არ მოძრაობდა. ასევე იცის რომ ზ--------------------ს ქუჩა არის ცალმხრივი და ამასთანავე ნახა საგზაო ნიშანი რომელიც კრძალავს ზ--------------------ს ქუჩიდან ხ---–--ს ქუჩაზე შეხვევას. ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე დგომისას შენიშნა გ-------------ს ქუჩაზე მისგან დაახლოებით 10 მეტრში მოძრავი შავი ავტომობილი. დარწმუნდა რა მოძრაობის უსაფრთხოებაში ნელი ნაბიჯით დაიწყო ხ---–--ს ქუჩის გადაკვეთა ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე. როდესაც გადაკვეთა ქუჩის ნახევარზე მეტი მისგან დაახლოებით მეტრ-ნახევარში შეამჩნია რომ ხსენებულმა შავმა ავტომობილმა მოულოდნელად დაიწყო მოხვევა მისი მიმართულებით. ჰ--------–-------მ ვერ შესძლო ვერც წინ წასვლა და ვერც უკან და ავტომანქანა დაეჯახა მარჯვეა წინა საბურავით მარჯვენა ფეხზე. დაჯახების შედეგად წაიქცა ტროტუარზე და მიიღო სხეულის დაზიანება. ვიდრე პოლიცია და სასწრაფო დახმარება არ მოვიდა გონზე იყო. ავტომობილის მძღოლი თ---------- ქ--–----ც ადგილზე იმყოფებოდა. დაზარალებულმა მოითხოვა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერება მიმდინარეობდა 2018 წლის 26 ივნისს 18 საათი და 45 წუთიდან 19 საათსა და 20 წუთამდე, (დღისით), ბუნებრივი განათების პირობებში, მშრალ ამინდში. დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდნენ პ/ინსპექტორები ლ---- გ-------–--ე და გ-- ა-------, მძღოლი თ---------- ქ--–----. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოახდინა გამომძიებელმა ი---- შ------–-–---–-ა. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ--------–ი, ზ---------------- და ხ---–--ს ქუჩების კვეთაში. ხ---–--ს ქ----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნ-----------ს მარკის ავტომანქანა სახ.ნომრით H-------- მოძრაობდა ჭ--------- ქუჩიდან ზ--------------------ს ქუჩაზე, რომელიც არის ცალმხრივი მიმართულების. ზ--------------------ს ქ--------- -თან განთავსებულია საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,მოხვევა მარჯვნივ აკრძალულია“ ( იხ. სფ4. სფ7.) და ქვეითა გადასასვლელზე ხ---–--ს ქუჩის კვეთაში განთავსებულია საგზაო ნიშანი „ შესვლა აკრძალულია „ ( იხ.სფ4. სფ 8-9.)ასევე ხ---–--ს ქუჩა გოგებაშვილის ქუჩიდან ზ--------------------ს ქუჩის მიმართულებით არის ცალმხრივი მოძრაობის. ზ--------------------ს და ხ---–--ს ქუჩების კვეთაში განთავსებულია საგზაო ნიშანი „ დაუთმე გზა“ . ავტომანქანა ნ----------- H-------- გ-------------ს ქუჩიდან მოძრაობდა ხ---–--ს ქუჩაზე რა დროსაც შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, ოქმი ხელმოწერილია მონაწილე პირების მიერ.
სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია ,რომ შექმნილ საგაზაო სიტუაციაში, საქმეში არსებულ მასალბიდან გამომდინარე, ავტომობილ ,,N----------” H-------ის მძღოლის თ---------- ქ--–----ს მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევა ( ქვეითზე დაჯახება).
საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი მუხლი 25.ქვეითებთან მიმართებით მძღოლის ქცევის წესები და მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვისას გასათვალისწინებელი ზოგიერთი გარემოება:
1. გზაზე მოძრაობისას მძღოლმა არ უნდა განახორციელოს ქვეითთათვის საფრთხის შემქმნელი მოქმედება.
3.ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის 11-ე პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ,გზის სავალ ნაწილზე შესაბამისი საგზაო მონიშვნით, საგზაო ნიშნით, ან შუქნიშნით აღნიშნული ქვეითთა გადასასვლელის არარსებობისას მძღოლი, რომელიც სხვა გზაზე შესასვლელად მოხვევას ასრულებს ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზის სავალ ნაწილზე შესულ ქვეითებს.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ზ------------------მ სრულად დაადასტურა ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები.
ს----------–--- შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორის გ-- ა-------ს ჩვენების ანალიზით ირკვევა , რომ 2018 წლის 26 ივნისს მეწყვილესთან ლ---- გ-------–--ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც მიიღო გამოძახება ქ--------–ი გ-------------ს ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა ,რომ ავტომანქანა დაეჯახა ქვეითად მოსიარულეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს. იქვე იყო შემთხვევის მონაწილე ავტომანქანა გაჩერებული და ავტომანქანის მძღოლი თ---------- ქ--–----ც ადგილზე იმყოფებოდა. გ-- ა-------მ დაზარალებულის დასახმარებლად გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ასევე გამომძიებელი.
მოწმე გ-- ა-------ს ჩვენება დაადასტურა მეწყვილემ ლ---- გ-------–--ემ.
ს----------–--- შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლ ი---- შ------–-–---–-ს მოწმის სახით დაკითხვის ანალიზით ირკვევა , რომ თ---------- ქ--–----ს მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მან აწარმოა. საქმეში არსებული ოქმები სრულად ასახავს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას, შინაარსსა და შედეგებს. დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნის სწორედ იმ პირებს ვისი გვარიც არის აღნიშნული ოქმებში.
სახ. ნომრის H-------- კუთვნილი ავტომობილის შესახებ დოკუმენტით ირკვევა, რომ ავტომანქანა ნ----------- ეკუთვნის თ---------- ქ--–----ს რომლის პირადი ნომერია 6----------.
სასამართლოში დაკითხვისას ბრალდებულმა თ---------- ქ--–----მ განმარტა, რომ მოძრაობისას შეარჩია სწორი დისტანცია, ქვეითმა გადაკვეთა გზა გადავიდა ბორდიულზე, მაგრამ მოულოდნელად მოტრიალდა, რის გამოც ვეღარ შეძლო შეჯახების თავიდან აცილება. ქვეითის მოძრაობა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მიუხედავად მძღოლის მიერ დისტანციის სწორად შერჩევისა ვერ მოხდა ავარიის თავიდან აცილება.
სასამართლოში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ ზაირა ჭითანავამ განმარტა, რომ დაინახა ფეხით მიმავალი ქალბატონი, რომელმაც გადაკვეთა ქუჩა, ხოლო შემდეგ უცებ მოტრიალდა გზისკენ და მაშინ დაეჯახა ავტომანქანა.
მოახდინა რა აღნიშნული ჩვენებების ანალიზი მათზე დაყრდნობით დაცვის მხარეს მიიჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული ამ ჩვენებებში აღწერილი მოვლენები, არის ის გარემოებები, რომელიც არ გაუთვალისწინებია ექსპერტს, ამიტომ ექსპერტიზის დასკვნა არ არის სრულყოფილი და არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მიერ. იმავდროულად დაცვის მხარე თვლის, რომ სასამართლოში გამოკვლეული იქნა მხოლოდ სამი პირდაპირი მტკიცებულება, დაზარალებულის ჩვენება, ბრალდებულის ჩვენება და მოწმე ზაირა ჭითანავას ჩვენება, ამიტომ სასამართლო არ უნდა დაეყრდნოს მარტო დაზარალებულის ჩვენებას და უნდა გაიზიაროს დანარჩენი ორი ბრალდებულის და მოწმის ჩვენება და გამოტანილი იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ადვოკატის ამ მოსაზრებას სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადვოკატის შუამდგომლობაში აღწერილია თითქმის ყველა გარემოება გარდა ძირითადის. დაცვის მხარე საერთოდ არ ითვალისწინებს ყველაზე მთავარს, კერძოდ იმას, რომ მძღოლმა თ---------- ქ--–----მ დაარღვია შემთხვევის ადგილზე განთავსებული საგზაო მოძრაობის ყველა ნიშანი და ასევე დაარღვია საგზაო მოძრაობის წესების ორი მნიშვნელოვანი დათქმა.
უფრო კონკრეტულად:
1. მძღოლი მოძრაობდა რა გ-------------ს ქუჩაზე, სანამ მიუახლოვდებოდა გ-------------სა და ხ---–--ს ქუჩის კვეთას მძღოლისათვის დასანახ ადგილზე საგზაო მოძრაობის ნიშანია განთავსებული - „მარჯვნივ შეხვევა აკრძალულია“ (იხ. სფ. 7). მიუხედავად ამისა მძღოლმა უგულებელყო ეს მოთხოვნა და მაინც შეუხვია მარჯვნივ ხ---–--ს ქუჩაზე სადაც ფეხით ყოველგვარი წესის დაცვით მოძრაობდა ქვეითი დაზარალებული ჰაანა პილიპენკო.
2. ხ---–--ს ქუჩის შესახვევთან განთავსებულია მძღოლისთვის დასანახ ადგილზე მეორე ნიშანი -„შესვლა არ შეიძლება“ (იხ.სფ.8. ) მძღოლმა ისევ დაარღვია მოძრაობის წესები, პირველი ნიშანის დარღვევს შემდეგ დაარღვია მეორე ნიშანიც, მაინც შევიდა ავტომობილით ხ---–--ს ქუჩაზე და შედეგად დაეჯახა ქვეითს ჰ--------–-------ს. პილიპენკოს არცკი ქონდა მოლოდინი, რომ მას საფრთხეს შეექმნებოდა ავტომობილისგან იმ მხრიდან საიდანაც აკრძალულია ა/მანქანით მოძრაობა.
3. ხ---–--ს და გ-------------ს ქუჩების კვეთაზე განთავსებულია საგზაო ნიშანი -„დაუთმე გზა“. მძღოლმა თ---------- ქ--–----მ მაინც არ დაუთმო გზა, რის შედეგადაც დაეჯახა ქვეითს ჰ--------–-------ს და მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. მართალია ეს ნიშანი განთავსებულია იმ მძღოლებისათვის, რომლებიც მოძრაობენ პირიქით ხ---–--ს ქუჩიდან გ-------------ს ქუჩის მიმართულებით, მაგრამ ხ---–--ს ქუჩა არის ცალმხრივი მიმართულებით მოძრაობის და ამ ნიშანს ის დაინახავს ვინც საგზაო მოძრაობის წესებს იცავს. ხოლო ვინც მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოქმედებს ბუნებრივია ის მას ვერ დაინახავს, რადგან არღვევს წესრიგს და ნიშანს ზურგის მხრიდან ექცევა.
4. საგზაო მოძრაობის შესახებ ს----------–--- კანონი მუხლი 25.1 თანახმად გზაზე მოძრაობისას მძღოლმა არ უნდა განახორციელოს ქვეითთათვის საფრთხის შემქმნელი მოქმედება. მიუხედავად ამისა მძღოლმა მაინც განახორციელა ქვეითისათვის საფრთხის შემქმნელი მოქმედება და შეჯახების საფრთხე დაუშვა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დაარღვია პირველი ნიშნის მოთხოვა - „მარჯვნივ შეხვევა აკრძალულია“. აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგიც: სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმასაც, რომ თ---------- ქ--–---- სრულად აკონტროლებდა და ხედავდა დაზარალებულის ჰ--------–-------ს სანამ დაზარალებული ქუჩის გადასვლას დაიწყებდა ამ მომენტიდან შეჯახების დროის ჩათვლით. მძღოლს შეჯახების დროსაც მასზე ვიზუალური კონტროლი არ დაუკარგავს. მძღოლს არაფერი არ უშლიდა ხელს და არ ეფარებოდა დაზარალებულთან მიმართებაში. თუმცა მაინც ვერ უზრუნველყო სათანადო მართვა და მაინც შეეჯახა ქვეითს.
5. საგზაო მოძრაობის შესახებ ს----------–--- კანონი მუხლი 25. 3 თანახმადამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის 11-ე პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით გზის სავალ ნაწილზე შესაბამისი საგზაო მონიშვნით, საგზაო ნიშნით, ან შუქნიშნით აღნიშნული ქვეითთა გადასასვლელის არარსებობისას მძღოლი, რომელიც სხვა გზაზე შესასვლელად მოხვევას ასრულებს ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზის სავალ ნაწილზე შესულ ქვეითებს.
სამართლიანი სასამართლოს პრინციპებიდან გამომდინარე ბუნებრივია, როდესაც სასამართლო ახდენს გამოკვლეული მტკიცებულებების და ადვოკატის შუამდგომლობით მოყვანილი ფაქტების შეფასებას მხედველობაში იღებს არამარტო მძღოლის მოქმედებას არამედ მხედველობაში იღებს დაზარალებულის მოქმედებასაც და ასევე აფასებს მას. ამ ფონზე ისმის კითხვა - რა დაარღვია დაზარალებულმა. ადვოკატს რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება ან რაიმე მინიშნება მაინც დაზარალებულის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე არ წარმოუდგენია და ვერც წარმოადგენდა, რადგან დაზარალებულს არცერთი მოთხოვნა საგზაო მოძრაობის წესების არ დაურღვევია. იგი მოძრაობდა ისე, როგორც მოითხოვდა საგზაო ნიშნები. მოძრაობდა ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე. გ-------------ს ქუჩაზე. მიუახლოვდა გზაჯვარედინს გ-------------ს და ხ---–--ს ქუჩების გადაკვეთაზე გზაჯვარედინზე გაჩერდა. ხ---–--ს ქუჩაზე ცალმხრივად არის დაშვებული ა/მანქანების მოძრაობა. მანქანები მოძრაობდნენ დაზარალებულისგან მარცხნიდან და მიემართებოდნენ მარჯვნივ. ამიტომ დაზარალებულმა ჰ--------–-------მ გაიხედა მარცხნივ და დარწმუნდა, რომ არ მოდიოდა მანქანა ხ---–--ს ქუჩაზე. მან ასევე შენიშნა მისგან მარჯვნივ თ---------- ქ--–----ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, დაახლოებით ათ მეტრში, რომელიც მოძრაობდა გ-------------ს ქუჩაზე და არა ხ---–--ს ქუჩაზე და დარწმუნებული იმით, რომ მას საფრთხე არ ელოდებოდა ამის შემდეგ დაიწყო გადასვლა, მიუხედავად წესების დაცვისა დაზარალებულს შეეჯახა მარჯვნიდან თ---------- ქ--–----ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა. ჰ--------–------- საფრთხეს არ ელოდებოდა ამ მხრიდან, რადგან შესვლა ხ---–--ს ქუჩაზე მარჯვენა მხრიდან აკრძალული იყო.
ამრიგად სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თ---------- ქ--–----მ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია ქვეითთან შეჯახება, ხოლო ქვეითს არ დაურღვევია საგზაო მოძრაობის წესების არცერთი ნორმა, ამიტომ მტკიცება იმისა, რომ მძღოლმა ვერ შეძლო შეჯახებისგან თავის არიდება დაზარალებულის მოქმედების გამო თავშივე მცდარი მოსაზრებაა. მძღოლმა თავიდანვე დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, იგი შევიდა ხ---–--ს ქუჩაზე სადაც მოძრაობა ცალმხრივი იყო და შესვლა იმ მიმართულებით არ შეიძლებოდა. აკრძალვის მიუხედავად დაიწყო მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით და შექმნა საფრთხე, როგორც ქვეითთა ისე სხვა მძღოლის მიმართ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებით, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ კ. გ-------------ს ქუჩაზე ავტომანქანების სავალი ნაწილების გვერდით განთავსებულია ფეხით მოსიარულეთა ბილიკები და ავტომანქანა არ უნდა გადავიდეს კ. გ-------------ს ქუჩიდან მარჯვნივ ხ---–--ს ქუჩაზე, ეს აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი წარმოადგენს საფრთხეს ქვეითთათვის. სწორედ ეს საფრთხე დაუშვა მძღოლმა, როდესაც შევიდა ქუჩიდან მარჯვნივ. ამიტომ თ---------- ქ--–----ს ბრალს ჩადენილ დანაშაულში არ გამორიცხავს დაზარალებულის მოძრაობის მიმართულება, მოძრაობის სიჩქარე ან თუნდაც ინტენსივობა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არანაირი მნიშვნელობა არაა აქვს დაზარალებული ქუჩაზე სწრაფად გადავიდა, ნელა გადავიდა, გაჩერდა, შეყოვნდა და ა.შ. ეს მოცემულობას არ ცვლის და ამით საგზაო მოძრაობის ნიშნების აკრძალვების მოქმედების არეალი და აკრძალვები არ იცვლება და არც საგზაო მოძრაობის წესების დათქმები იცვლება. ეს წესები მძღოლისათვის სავალდებულო შესასრულებელია. სასამართლო თვლის, რომ სწორედ მძღოლი თავის უკანონო მოქმედებით თვითონვე მოიქცა ისეთ ვითარებაში, რომ შეჯახება გარდაუვალი გახადა და მან თვითონ შექმნა ყველა პირობა ქვეითთან შეჯახებისა.
ადვოკატი მიუთითებს, რომ მძღოლმა სწორად შეარჩია დისტანცია, მაგრამ დაზარალებულის მოულოდნელი მოქმედების გამო ვერ შეძლო შეჯახების თავიდან აცილება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დისტანციის სწორად შერჩევის საკითხს გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე იმ შემთხვევაში თუ მძღოლი თ---------- ქ--–---- იმოძრავებდა ხ---–--ს ქუჩაზე იმ მიმართულებით რომელიც დაშვებული იყო და არა საპირისპირო მიმართულებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თ---------- ქ--–----ს მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა თუ იმოძრავებდა წესების დაცვით მაშინ ხ---–--ს ქუჩაზე იმ მხრიდან საერთოდ არ აღმოჩნდებოდა და ვერც შეჯახებას გამოიწვევდა ჰ--------–-------სთან. ამიტომ სასამართლო თვლის, რომ მძღოლის მხრიდან ა/მანაქანის საპირისპირო ზოლში მოძრაობის იგნორირებით და დისტანციის შერჩევის საკითხზე აქცენტის გაკეთებით ადვოკატი ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო და მისი მოსაზრება მძღოლის უდანაშაულობის თაობაზედ ვერ იქნება გაზიარებული.
რაც შეეხება ბრალდებულის და დაცვის მოწმე ზაირა ჭითანავას ჩვენებას სასამართლოს მიაჩნია, რომ მათმა ჩვენებებმა მხოლოდ გაამყარა ბრალდების მხარის პოზიცია. ორივემ ცალსახად დაადასტურა, რომ თ---------- ქ--–----ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა მოძრაობდა ხ---–--ს ქუჩაზე მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით და შეეჯახა ქვეითს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტს არ შეუსწავლია საქმის მასალები და მთლიანად დაეყრდნო ამოღებულ ვიდეო მასალას, რომელიც დაუშვებელი მტკიცებულებაა. ექსპერტიზის დასკვნაში ( იხ. სფ. 78 მეორე აბზაცი I და II სიტყვა ) ნათლად არის აღნიშნული, რომ ექსპერტმა იხელმძღვანელა საქმის მასალებით. უნდა აღინიშნოს რომ დაცვის მხარეს ამ ექსპერტიზის გასაბათილებლად სხვა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელი უარყოფდა ან თუნდაც დააეჭვებდა სასამართლოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის დამაჯერებლობაში, არ წარმოუდგენია. რაც შეეხება ადვოკატის შუამდგომლობაში მითითებულ დათვალიერების ოქმს, აღნიშნული ოქმი მხარეთა შეთანხმებით მიჩნეული იქნა, როგორც უდაო მტკიცებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ადვოკატის შუამდგომლობა ვერ იქნა გაზიარებული ბრალდებულ თ---------- ქ--–----ს უდანაშაულობასთან დაკავშირებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას მძღოლს დარღვეული ჰქონდა თუ მოძრაობის უსაფრთხოების წესი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ თ---------- ქ--–----მ დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რომელთა დაცვის შემთხვევაში ის შეძლებდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას.
სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება:
დაზარალებულ ჰ--------–-------ს ჩვენების ანალიზით ირკვევა , რომ 2018 წლის 26 ივნისს დაახლოებით 18სთ და 10 წუთზე მოძრაობდა ქ--------–ი, ზ---------------- ქუჩის ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე ზღვის მხრიდან ჭ--------- ქუჩის მიმართულებით. როდესაც მიუახლოვდა ზ--------------------ს ქუჩისა და ხ---–--ს ქუჩის კვეთას, გადაწყვიტა გადასულიყო ხ---–--ს ქუჩის მეორე მხარეს ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე გავლით სასტუმრო ვენეციის მხრიდან. როდესაც გადაკვეთა ქუჩის ნახევარზე მეტი მისგან დაახლოებით მეტრ-ნახევარში შეამჩნია რომ ხსენებულმა შავმა ავტომობილმა მოულოდნელად დაიწყო მოხვევა მისი მიმართულებით. ჰ--------–-------მ ვერ შესძლო ვერც წინ წასვლა და ვერც უკან და ავტომანქანა დაეჯახა მარჯვეა წინა საბურავით მარჯვენა ფეხზე. დაჯახების შედეგად წაიქცა ტროტუარზე და მიიღო სხეულის დაზიანება.
N 0-------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სამედიცინო საბუთების მონაცემებით ჰ--------–------- მოთავსებული იქნა საავადმყოფოში 26.06.18 წელი. დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა წვივის ძვლების პროქსიმალური სეგმენტის მოტეხილობა ცდომით, მარჯვენა წვივის დიდი ძვლის დიაფიზის ფრაგმენტული ღია მოტეხილობა, მარჯვენა ქუსლის მედიალური ზედაპირის აქილევსის მყესის პროექციაზე გადასვლით ნაფლეთი ჭრილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ( საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას დაზარალებულზე მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ---------- ქ--–----მ დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც დაზარალებულს სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
ამრიგად სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სქემით, მასთან სრულ თანხვედრაში მყოფი დაზარალებულის ჩვენებით, სასამართლო სამედიცინო და ავტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით, მოწმეების გ-- ა-------ს და ლ---- გ-------–--ის და ზაირა ჭითანავას, ი---- შ------–-–---–-ს ჩვენებებით, თვით ბრალდებულის თ---------- ქ--–----ს ჩვენებით და სხვა უდაო მტკიცებულებებით სრულად დადგენილი და დადასტურებულია, რომ მის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევით და დაზარალებულის ჯამრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქ. სსკ-ის 376-ე მუხლის მესამე ნაწილით, ამ კვალიფიკაციით უნდა იქნას ცნობილი იგი დამნაშავედ და განესაზღვროს სასჯელი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ---------- ქ--–----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
თ---------- ქ--–----ს მიმართ სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, დაზარალებულზე გარკვეული თანხის გადახდით, სასამართლო თვლის, რომ თ---------- ქ--–----ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა, რაც მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და თ---------- ქ--–----ს რესოციალიზაციისათვის.
ნივთიერი მტკიცებულებების გადაწყვეტა:
საქმეზე ცნობილი ნივთმტკიცებების საკითხი გადაწყდეს სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესის თანახმად.
კერძოდ: სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული „N---------’’-ს მარკის ავტომანქანა, სახ.№H--------, დაუბრუნდეს მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული თ---------- ქ--–---- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
თ---------- ქ--–----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული „N---------’’-ს მარკის ავტომანქანა, სახ.№H--------, დაუბრუნდეს მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი