განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
020100119003007429
დავის ტიპი
180 2 ბ
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119003007429

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/295-19 11 ივნისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე

1.1. პროკურორი ი-–------------

 

2. დაცვის მხარე

2.1. ბრალდებული რ-----------–-----------------------------–-------–-–------------------------–----------–-----------------------------------–-----------–---------------------–--------------–------------------------------------–----------------------------------------------–--–-----------–----------------------------–------------------–-----------------------------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2014 წლის სექტემბრის თვეში რ--------------- მოატყუა ც-----–-–---, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ დაეხმარებოდა მას, როგორც დევნილს, სახელმწიფოს ფარგლებში მიეღო საცხოვრებელი ბინა, რასაც ც-----–-–--- დათანხმდა. რამდენიმე დღეში ც-----–-–---მ რ----- ღ------- გადასცა 350 ლარი იმ პირობით, რომ რ----- ღ------ დაარეგისტრირებდა მას სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში, რაც რ----- ღ------- განმარტებით, აუცილებელი პირობა იყო ბინის მისაღებად. აღნიშნულის შემდეგ, 2015 წლის მარტის თვეში რ--------------- მიიყვანა ც-----–-–--- ქ. ზუგდიდში, ლ-----------------–- მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც დაათვალიერებინა პირველ სართულზე არსებული ბინა N3 და მოატყუა, რომ 3350 ლარს თუ გადასცემდა, აღნიშნულ ბინას დაურეგისტრირებდა საკუთრებაში. შეთანხმებისამებრ, იმავე დღეს ც-----–-–---მ რ----- ღ------- გადასცა 3350 ლარი, რითაც რ--------------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. რ----- ღ------- ქმედების შედეგად ც-----–-–---ს მიადგა 3700 ლარის მნიშვნელობანი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

ბრალდებულ რ----- ღ------- სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი რომ ამოძრავებდა, აღნიშნული დადასტურებულია მხარეთა შეთანხმებით უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების - ც-----–-–---ს, ნ-----------------, რ----- ღ-------, ე-----------–-–-----------------------ს ჩვენებებით.

 

2.2. სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება

 

განსახილველი დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს წარმოადგენს სხვისი ქონება, ასევე სხვის ქონებაზე უფლება. ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსხვავებით, თაღლითობისას გამოყენებულია დამნაშავესა და ნივთის მფლობელს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა რ--------------- ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.

სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობის სპეციფიკა გულისხმობს, იმას, რომ დამნაშავისათვის ნივთის გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, მოტყუებით, ნივთის მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. მოტყუება არის სინამდვილის განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის გზით. თაღლითობის ერთ-ერთი ხერხია ნდობის ბოროტად გამოყენება.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: მოწმეების - ც-----–-–---ს, ნ-----------------, რ----- ღ-------, ე-----------–აცუას ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებული რ----- ღ------ მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ თანხას.

 

2.3. რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

სისხლის სამართლის კოდექსში 177-ე მუხლის შენიშვნაში პირდაპირ მითითებულია, თუ როდის ჩაითვლება თაღლითობის შედეგად დამდგარი შედეგი მნიშვნელოვანი ზიანის შემცველად. მნიშვნელოვანი ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარზე ზემოთ. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი ზიანის ფულადი გამოხატულება არ უნდა იყოს იმაზე მეტი, რაც გათვალისწინებულია ,,დიდ ოდენობაში’’ და დაკონკრეტებულია ქურდობის მუხლის შენიშვნის პირველ პუნქტში და შეადგენს 10000 ლარს. მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის ღირებულებით, რაც ფასშია გამოხატული.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ქმედებამ რომ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - ც-----–-–---ს, ნატო ღ-------, რ----- ღ-------, ე-----------–აცუას ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ბრალდებულის ქმედებებით დაზარალებულს მიადგა 3700 ლარის მნიშნელოვანი ზიანი.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის უშუალო ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ობიექტური მხარე გამოიხატება სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში მოტყუებით ან ნდობის ბოროტად გამოყენებით.

დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება განზრახვით. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.

განსახილველ შემთხვევაში რ----- ღ------- შეგნებული ჰქონდა, რომ სჩადიოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობასაც და სურდა ეს შედეგი, რის გამოც ის მოქმედებდა განზრახ.

უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული სხვა პირთან ერთად მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დაზარალებულის თანხას, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის რ----- ღ------- მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც რ----- ღ------ ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

რ----- ღ------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

რ----- ღ------- პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები.

ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ქმედების პირდაპირი განზრახვით, კონკრეტული მიზნის მისაღწევად ჩადენა), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულის პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს და ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისათვის აუცილებელია დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში მოსახდელი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, ვინაიდან ბრალდებულს აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა და არ აქვს ჯარიმის გადახდის საშუალება. სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულის (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულების რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მინიმალურთან მიახლოებული ზომის სასჯელი დანიშვნა.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეზე დართულია ნივთმტკიცება: მეხსიერების ბარათი, რომელიც უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ----- ღ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ----- ღ------- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 აპრილიდან.

ნივთმტკიცება: მეხსიერების ბარათი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია