გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.06.2019
საქმის ნომერი
330210018002758280
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/35727 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 ივნისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე მ----------ა

მოპასუხე გ------ გ-------–---–ი

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე გ------ გ-------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ს--–---ე გ-------–---–ის (დაბადებული 2-----–-–------------–ს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 11 დეკემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

მ----------ას და გ------ გ-------–---–ს 2----–-–------------–ს შეეძინათ საერთო შვილი ს--–---ე გ-------–---–ი. ბავშვი დაიბადა ჯანმრთელობის პრობლემებით, მრავლობითი მანკებით, საყლაპავის ატრეზიით, გაკეთებული აქვს რამდენიმე ოპერაცია. ამჟამადაც აქვს პრობლემები: 2018 წლის 20 ნოემბერს გაუკეთდა ოპერაცია - ,,სინუსოტომია და ადენოტომია შეივერით“. ბავშვს აქვს გენეტიკურად თანდაყოლილი მიოპიური ასტიგმატიზმი, სჭირდება ექიმი-ოკულისტის მეთვალყურეობა ზრდასრულ ასაკამდე, თვალის კუნთის მასაჟები, მუდმივად სატარებლად ესაჭიროება სათვალე. ექიმის რეკომენდაციით დეფორმული გულმკერდის გამო აუცილებელია სისტემატიური ცურვითი ვარჯიშები და მასაჟი. ასევე, ნაღვლის ბუშტზე და თირკმელზე არსებული პრობლემების გამო წელიწადში ორჯერ დინამიკაში დაკვირვების მიზნით საჭიროებს კვლევებს. არასწორი თანკბილვის გამო ესაჭიროება ე.წ. ,,ბრეკეტები“. არასრულწლოვან ს--–---ე გ-------–---–ისათვის აუცილებელია ასევე ინტელექტუალური განვითარებაც, ემზადება უცხო ენაში და ირიცხება შპს ,,ი--------–-----ს“ პროგრამირების ჯგუფში. ბავშვის მამა საერთოდ არ ინტერესდება შვილის მდგომარეობით, არ ურეკავს, არ ნახულობს და არ აქვს მასთან ურთიერთობა. არც ფინანსურად და არც მორალურად არ დგას შვილის გვერდით. მოსარჩელე შვილთან დაკავშირებულ საკითხებზე ვერ უკავშირდება მოპასუხე მხარეს, ვინაიდან მოპასუხის მეუღლე ამასთან დაკავშირებით არაადეკვატურად რეაგირებს. არასრულწლოვანი ს--–---ე გ-------–---–ი ცხოვრობს და იზრდება დედასთან, მ----------ასთან და მის ძმასთან ერთად, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მოსარჩელის შემოსავალი შეადგენს 800 ლარს. მას არავინ ჰყავს ფინანსურად დამხმარე. მოსარჩელის მატერიალური შემოსავალი ძალიან მწირი და არასაკმარისია არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის ნორმალური პირობების შესაქმნელად, მით უმეტეს ბავშვის ჯანმრთელობის თანმდევი პრობლემების გათვალისწინებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი ს--–---ე გ-------–---–ის რჩენა-აღზრდაში. ამ ეტაპზე მოპასუხე მხარე არ არის დასაქმებული, არ გააჩნია შემოსავალი, რის გამოც ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას. იგი თანახმაა ყოველთვიურად ალიმენტის სახით გადაიხადოს 50 ლარიდან 100 ლარამდე ოდენობის თანხა;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე მ----------ას და მოპასუხე გ------ გ-------–---–ს 2----–-–------------–ს შეეძინათ საერთო შვილი ს--–---ე გ-------–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი Nნ--------- (ს.ფ. 19);

_მამობის დადგენის მოწმობა, აქტის ჩანაწერი Nდ--------- (ს.ფ. 20).

 

3.1.2. მხარეები, მ----------ა და გ------ გ-------–---–ი ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. არასრულწლოვან ს--–---ე გ-------–---–ი ცხოვრობს დედასთან, მ----------ასთან ერთად. მოსარჩელესთან ერთად ასევე ცხოვრობს მისი ძმა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. არასრულწლოვანი ს--–---ე გ-------–---–ი სწავლობს სსიპ ქ-------–---------ე საჯარო სკოლაში. იგი ემზადება უცხო ენაში და ასევე ირიცხება შპს ,,ი--------–-----ს“ პროგრამირების ჯგუფში, რომლის სწავლის ღირებულების გადასახადი სასწავლო წლის განმავლობაში შეადგენს 720 (შვიდას ოცი) ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 3 ივნისის ხელშეკრულება, სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 41-45);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.4. არასრულწლოვან ს--–---ე გ-------–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. იგი დაიბადა მრავლობითი მანკებით, საყლაპავის ატრეზიით, გაკეთებული აქვს რამდენიმე ოპერაცია. 2018 წლის 20 ნოემბერს გაუკეთდა ოპერაცია ,,სინუსოტომია და ადენოტომია შეივერით“. ბავშვს აქვს გენეტიკურად (მამის მხრიდან) თანდაყოლილი მიოპიური ასტიგმატიზმი, სჭირდება ექიმი-ოკულისტის მეთვალყურეობა ზრდასრულ ასაკამდე, თვალის კუნთის მასაჟები, მუდმივად სატარებლად ესაჭიროება სათვალე ან კონტაქტური ლინზები. ექიმის რეკომენდაციით დეფორმული გულმკერდის გამო აუცილებელია სისტემატიური ცურვითი ვარჯიშები ან მასაჟი, ასევე ნაღვლის ბუშტზე და თირკმელზე არსებული პრობლემების გამო წელიწადში ორჯერ დინამიკაში დაკვირვების მიზნით საჭიროებს კვლევებს. ბავშვს არასწორი თანკბილვის გამო ესაჭიროება ,,ბრეკეტები“;

2018 წლის ნოემბრის ბოლოს ჩატარებული ოპერაციის ხარჯებიდან ნაწილი ანაზღაურდა, ნაწილი თანხა გადაიხადა მ----------ამ ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო ნაწილ თანხაზე გაკეთდა საბანკო განვადება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,K--“ -ის მიერ 20.07.2018 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 22);

_თ--------–------------–------------------------------------–-----ს მიერ 10.02.2012 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 23);

_შპს ,,ო--------–---------–---------------------------------------------–-----------–------–--------–------------------------–---–-----–-----ს“ მიერ 01.11.2018 წელს გაცემული ანგარიშ-ფაქტურა, სს ,,თ----------ის“ მიერ 16.11.2018 წელს გაცემული ცნობა, შპს ,,მა----–---------–-------------–---------–-------------------------------–-----ს“ მიერ 10.10.2018 წელს გაცემული ცნობა, 16.11.2018 წლის სალაროს შემოსავლის ორდერი, სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 24-30);

_კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები (ს.ფ. 31-33);

_სამედიცინო ცენტრი ,,ც-----ს“ მიერ 19.09.2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები (ს.ფ. 34-35);

_შპს ,,უ--------------ი“-ბ--–---------–----–----ის მიერ 19.08.2016 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 36);

_შპს ,,ო------–-----ს“ მიერ 15.03.2018 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 37-40);

 

3.1.5. მოსარჩელე მ----------ა მუშაობს სს ,,ს----------–---------–-–--------–----------------ს“ ლოგისტიკის დეპარტამენტში ასისტენტად და მისი შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 1053 ლარს;

სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, მ----------ას მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1150.89 ლარს, თებერვლის თვეში - 1150.89 ლარს, მარტის თვეში - 1686.45 ლარს, აპრილის თვეში - 1150.89 ლარს, მაისის თვეში - 911.57 ლარს, ივნისის თვეში - 1390.21 ლარს, ივლისის თვეში - 1940.64 ლარს, აგვისტოს თვეში - 1150.89 ლარს, სექტემბრის თვეში - 1150.89 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1150.89 ლარს, ნოემბრის თვეში - 1150.89 ლარს და დეკემბრის თვეში - 1898.37 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემის მიერ 03.12.2018 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 47);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 23.01.2019 წელს გაცემული ცნობა N2---------, დანართი (ს.ფ. 57-59, 61-62);

 

3.1.6. მოპასუხე გ------ გ-------–---–ს ჰყავს მეუღლე თ-----------------ე-გ-------–---–ი და ორი არასრულწლოვანი შვილი. იგი ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. მოსარჩელე მ----------ას დაძაბული ურთიერთობა აქვს მოპასუხის მეუღლესთან; მოპასუხე გ------ გ-------–---–ის მეუღლე ამჟამად მუშაობს და აქვს შემოსავალი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შსს ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–ოს პოლიციის მ--------------–---ს მიერ 29.09.2018 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 46);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე გ------ გ-------–---–ი არ არის დასაქმებული და მას მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის ამ ეტაპზე დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა;

სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, გ------ გ-------–---–ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის ოქტომბრის თვეში - 3125 ლარი და დეკემბრის თვეში - 3125 ლარი;

სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, 13.03.2019 წლის მდგომარეობით, გ------ გ-------–---–ს 2019 წლის იანვრის თვიდან შემოსავალი არ უფიქსირდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 23.01.2019 წელს გაცემული ცნობა N2---------, დანართი (ს.ფ. 57, 60);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 14.03.2019 წელს გაცემული ცნობა N2---------- (ს.ფ. 88);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.2. გ------ გ-------–---–ი არის არქიტექტორი, იგი დასაქმებული იყო სამშენებლო კომპანიაში. მოპასუხის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლის და ასევე სამოქალაქო საქმის წარმოება სასამართლოში. იგი გარკვეული პერიოდი (დაახლოებით ორ თვენახევარი) იმყოფებოდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. მის მიმართ სასამართლო დავა ამ ეტაპზე დასრულებული არ არის. გ------ გ-------–---–ის სახელზე ამ ეტაპზე არ ირიცხება უძრავი ან მოძრავი ქონება; მას ჩამოართვეს მისი კუთვნილი ავტომანქანა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.3. მოპასუხე გ------ გ-------–---–ს არ აქვს სტაბილური ურთიერთობა და მზრუნველი დამოკიდებულება არასრულწლოვან შვილთან, ს--–---ე გ-------–---–თან. მამას არასრულწლოვანი შვილი არ უნახავს ბოლო ორი წელია და ამ პერიოდის განმავლობაში მას ბავშვთან ურთიერთობა არც საკომუნიკაციო საშუალებებით ჰქონია. ბოლო პერიოდში მოპასუხის მხრიდან რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.4. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე მ----------ამ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2-----–-–------------–ს დაბადებული ს--–---ე გ-------–---–ი. მხარეები ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ს--–---ე გ-------–---–ი იზრდება დედასთან, მ----------ასთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას.

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მ----------ა ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან, ს--–---ე გ-------–---–თან და ასევე, თავის ძმასთან ერთად მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში. მოსარჩელის განმარტებით, მისი ძმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. საქმეში არსებული მასალებით, მ----------ა მუშაობს სს ,,ს----------–---------–-–--------–----------------ს“ ლოგისტიკის დეპარტამენტში ასისტენტად და მისი შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 1053 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, მ----------ას მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1150.89 ლარს, თებერვლის თვეში - 1150.89 ლარს, მარტის თვეში - 1686.45 ლარს, აპრილის თვეში - 1150.89 ლარს, მაისის თვეში - 911.57 ლარს, ივნისის თვეში - 1390.21 ლარს, ივლისის თვეში - 1940.64 ლარს, აგვისტოს თვეში - 1150.89 ლარს, სექტემბრის თვეში - 1150.89 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1150.89 ლარს, ნოემბრის თვეში - 1150.89 ლარს და დეკემბრის თვეში - 1898.37 ლარს. მოსარჩელის მითითებით, მას გარდა საკუთარი ხელფასისა, სხვა შემოსავალი არ გააჩნია და არც არავინ ეხმარება მატერიალურად მის ოჯახს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს.

 

ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. მოცემულ საქმეზე, დადგენილია, რომ არასრულწლოვან ს--–---ე გ-------–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. იგი დაიბადა მრავლობითი მანკებით, საყლაპავის ატრეზიით, გაკეთებული აქვს რამდენიმე ოპერაცია. 2018 წლის 20 ნოემბერს გაუკეთდა ოპერაცია ,,სინუსოტომია და ადენოტომია შეივერით“. ბავშვს აქვს გენეტიკურად (მამის მხრიდან) თანდაყოლილი მიოპიური ასტიგმატიზმი, სჭირდება ექიმი-ოკულისტის მეთვალყურეობა ზრდასრულ ასაკამდე, თვალის კუნთის მასაჟები, მუდმივად სატარებლად ესაჭიროება სათვალე ან კონტაქტური ლინზები. ექიმის რეკომენდაციით დეფორმული გულმკერდის გამო აუცილებელია სისტემატიური ცურვითი ვარჯიშები ან მასაჟი, ასევე ნაღვლის ბუშტზე და თირკმელზე არსებული პრობლემების გამო წელიწადში ორჯერ დინამიკაში დაკვირვების მიზნით საჭიროებს კვლევებს. ბავშვს არასწორი თანკბილვის გამო ესაჭიროება ,,ბრეკეტები“. 2018 წლის ნოემბრის ბოლოს ჩატარებული ოპერაციის ხარჯებიდან ნაწილი ანაზღაურდა, ნაწილი თანხა გადაიხადა მ----------ამ ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო ნაწილ თანხაზე გაკეთდა საბანკო განვადება.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. დადგენილია, რომ მოპასუხე გ------ გ-------–---–ი ცხოვრობს მეუღლესთან თ-----------------ე-გ-------–---–თან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად. რაც შეეხება მოპასუხის მატერიალურ მდგომარეობას, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, გ------ გ-------–---–ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის ოქტომბრის თვეში - 3125 ლარი და დეკემბრის თვეში - 3125 ლარი. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, 13.03.2019 წლის მდგომარეობით, გ------ გ-------–---–ს 2019 წლის იანვრის თვიდან შემოსავალი არ უფიქსირდება. მოპასუხე გ------ გ-------–---–ი არ არის დასაქმებული და მას მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის ამ ეტაპზე დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა და აღნიშნულზე არც მოსარჩელე მხარე მიუთითებს. როგორც თავად მოპასუხე მხარე განმარტავს, იგი პროფესიით არის არქიტექტორი. წლების განმავლობაში, მოპასუხე დასაქმებული იყო სამშენებლო კომპანიაში და ეწეოდა სამშენებლო საქმიანობას. გარკვეული მიზეზების გამო, მოპასუხის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლის და ასევე სამოქალაქო საქმის წარმოება სასამართლოში. იგი დაახლოებით ორ თვენახევარი)იმყოფებოდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. მის მიმართ სასამართლო დავა ამ ეტაპზე დასრულებული არ არის. გ------ გ-------–---–ის სახელზე ამ ეტაპზე არ ირიცხება უძრავი ან მოძრავი ქონება; მას ჩამოართვეს მისი კუთვნილი ავტომანქანა.

 

არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს ბავშვის სპეციალური მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც შესაძლებელია გამომდინარეობდეს მისი ფიზიკური თუ გონებრივი მდგომარეობიდან. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ს--–---ე გ-------–---–ი სწავლობს სსიპ ქ-------–---------ე საჯარო სკოლაში. იგი ემზადება უცხო ენაში და ასევე ირიცხება შპს ,,ი--------–-----ს“ პროგრამირების ჯგუფში, რომლის სწავლის ღირებულების გადასახადი სასწავლო წლის განმავლობაში შეადგენს 720 (შვიდას ოცი) ლარს. ამასთან, არასრულწლოვანს დაბადებიდან აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია და ასევე, იგი დღემდე საჭიროებს მუდმივ მკურნალობას, დაკვირვებას და ექიმთან კონსულტაციას. აღნიშნული კი დაკავშირებულია შესაბამის მატერიალურ ხარჯებთან. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. როგორც მხარეთა განმარტებიდან ირკვევა, მოპასუხე გ------ გ-------–---–ს არ აქვს სტაბილური ურთიერთობა და მზრუნველი დამოკიდებულება არასრულწლოვან შვილთან, ს--–---ე გ-------–---–თან. მამას არასრულწლოვანი შვილი არ უნახავს ბოლო ორი წელია. ბოლო პერიოდში მოპასუხის მხრიდან რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რაზეც ასევე აპელირებს მოსარჩელე მხარეც.

 

განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვანი ს--–---ე გ-------–---–ი ცხოვრობს დედასთან - მ----------ასთან და იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. მოპასუხე თანახმაა თავისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად არასრულწლოვანის სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს თანხა 50 ლარიდან 100 (ასი) ლარამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილი, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე, თუმცა ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობით. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვის რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იდგენს დადგენილი და შენარჩუნებელი. მით უფრო მოცემულ შემთხვევაში, როდესაც არასრულწლოვანს აქვს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა და მას გარდა საარსებო მინიმუმით დადგენილი თანხისა, დამატებით ესაჭიროება ის თანხები, რაც საჭიროა შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად და მკურნალობისათვის. სასამართლო მიუთითებს იმ სამართლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული არასრულწლოვანი ბავშვი უზრუნველყოს სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით და არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა კი უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირთათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ასევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 220 (ორას ოცი) ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----------ას მოთხოვნა - გ------ გ-------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოსარჩელე მ----------ა სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნის შესახებ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, გ------ გ-------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ----------ას (პირადი N0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

დაეკისროს მოპასუხე გ------ გ-------–---–ს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილის ს--–---ე გ-------–---–ის (დაბადებული 2----–-–------------–ს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 220 (ორას ოცი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 11 დეკემბრიდან;

 

2. დაეკისროს გ------ გ-------–---–ს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე გიორგი მაისურაძე