გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2971-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ც-------–-------–---–ი
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი
მესამე პირი - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია
წარმომადგენელი - დ------------ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანება ც-------–-------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ;
1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ც-------–-------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ;
1.3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ც-------–-------–---–ის სასარგებლოდ განაცდურის - მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება, თვეში 45 ლარის ოდენობით.
2. მხარეთა პოზიციები:
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან მოწოდებული ინფორმაცია, რომლის შესწავლის შედეგად არ დადასტურდა ც-------–-------–---–ის ც------–ში, ვ---------------ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ, კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველები.
2.2. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, არ არსებობს ც-------–-------–---–ის ც------–ში, ვ---------------ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ც-------–-------–---–ს (დაბ:. 2---------წ., ც------–ი) ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, შესაბამისად, მის მიმართ გაცემული იყო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. დევნილის მოწმობის თანახმად, მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა ც------–ი, ვ--------------.
სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში დაცული მონაცემებით, ც-------–-------–---–ი 1981 წლის 25 თებერვლიდან რეგისტრირებულია ც------–ში, ვ------------------------------------–-----, თუმცა არ დგინდება რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი. ამავე მონაცემების მიხედვით, ც-------–-------–---–ი ც------–ში, ვ---------------ში რეგისტრირებულია 2005 წლის 5 აპრილიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ. 93);
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 6 დეკემბრის №------------- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 94-95).
3.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა 2017 წლის 1 დეკემბრის №-------------- წერილით მიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება, ცხოვრობდა თუ არა ც-------–-------–---–ი 1991 წლამდე მისამართზე: ქ. ც------–ი, ვ--------------.
ც-------–-------–---–მა 2017 წლის 8 დეკემბერს მიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას და მოითხოვა 1991 წლამდე ც------–ში, ვ---------------ში მუდმივად ცხოვრების შესახებ ცნობის გაცემა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარსადგენად. განმცხადებელმა განცხადება-ანკეტაში მიუთითა, რომ შეცვლამდე მისი სახელი და გვარი იყო ც-------------–ი, დაიბადა ქ. ც------–ში 1----–-–------------------ს; დაქორწინდა ც------–ში; ცხოვრობს კ-----–-------–---–--------------------–---–-–---–თან ერთად; აქვს საშუალო განათლება; სწავლობდა №-------–-ში და მისი კლასელები იყვნენ: გ---–----------–---–-----------------–---–------------------–-–---–--------------------–---–-; იძულებით გადაადგილებამდე მუშაობდა კ----–--------------------------------------------–---------- პოზიციაზე; ს---------------------------------------–-----–-------–---–-. ცხოვრობდა ც------–ში, ვ---------------ში, ასევე, მ---------------ში; მისი მეზობლები იყვნენ ც------------–---–-–---–----------–--------–---–-. საცხოვრებელი ადგილი დატოვა საომარი მოქმედებების გამო, 1991 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 1 დეკემბრის №-------------- წერილი (ს.ფ. 105);
- ც-------–-------–---–ის 2017 წლის 8 დეკემბრის №---- განცხადება-ანკეტა (ს.ფ. 88-90).
3.3. 2017 წლის 12 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან სეპარატისტულ რეჟიმს თავდაღწეულ პირთა შესაბამის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად, შესაბამისი განცხადებების განხილვის მიზნით, შედგა დროებითი კომისიის სხდომა, სადაც სხვა განცხადებებთან ერთად განხილული იქნა ც-------–-------–---–ის განცხადება.
კომისიის სხდომაზე გამოიკითხა ც-------–-------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ იგი ც------–ში ჩაწერილი იყო სხვის ბინაში, ვ---------------ში, თუმცა ცხოვრობდა დედასთან - ს----------–---–-–---–თან ერთად, მ---------------ში. განმცხადებელმა კომისიას წარუდგინა მხოლოდ მეუღლის - გ---------–-------–---–ის პირადობის მოწმობა და შვილების - მ------------------------–-------–---–--ის პირადობისა და დაბადების მოწმობები. ისინი არ არიან დევნილები. შვილების დაბადების ადგილად ფიქსირდება ქ. გ-----. ც-------–-------–---–ის განმარტებით, იგი მუშაობდა ც------–ის საავადმყოფოში 3 წლის განმავლობაში, თუმცა ზუსტი წლები არ ახსოვს; ამასთან, მან 3 თვე იმუშავა ც------–ის სტომატოლოგიურ კლინიკაში, თუმცა ვერ დაასახელა თანამშრომლების და ხელმძღვანელის გვარები.
კომისიამ, წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და განმცხადებელთან გასაუბრების საფუძველზე, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ც-------–-------–---–ის 1991 წლამდე ქ. ც------–ში, ვ---------------ში მუდმივად ცხოვრების, საკუთრების ფლობისა და იძულებით გადაადგილების ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნულის შესახებ ც-------–-------–---–სა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტს ეცნობათ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 12 დეკემბრის №------- და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 12 დეკემბრის №------- წერილებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის დროებითი კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის №------------------დან ამონაწერი (ს.ფ. 107-110);
- სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 12 დეკემბრის №------- წერილი (ს.ფ. 111);
- სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 12 დეკემბრის №------- წერილი (იხ. ს.ფ. 106).
3.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2018 წლის 23 თებერვალს, ც-------–-------–---–ს ჩაუტარდა გასაუბრება. გასაუბრებისას ც-------–-------–---–მა აღნიშნა, რომ დაიბადა 1953 წელს ქ. ც------–ში. 1----–-–-----------–-–-მდე სწავლობდა ქ. ც------–ის №----–----–--------–-ში. 1---------–-–--ში სწავლობდა ქ-------–-------------------------ში. 1---------–-–--ში მუშაობდა ქ. ც------–ის ს--------------–-------------. 1----–--–ს დაოჯახდა ქ. ც------–ში. მის მეუღლეს და სამ შვილს არ აქვთ დევნილის სტატუსი. ც-------–-------–---–ის განმარტებით, ქ. ც------–ში, ვ---------------ში ჩაეწერა იმის გამო, რომ ემუშავა ც------–ში და ფაქტობრივად ცხოვრობდა ც------–ში, მ---------------ში, მშობლების სახლში. მისი მეუღლე მუშაობდა გ-----ს ს--–-----–---------------–--ში, თუმცა უხდებოდა სხვადასხვა ადგილებში მუშაობაც, მათ შორის უმეტესად ქ. ც------–ში. შვილები 1-------------------------–-–--ში შეეძინა ქ. ც------–ში. ოთხივე შვილმა დაამთავრა გ-----ს რაიონში, სოფელი ზ----------ის საშუალო სკოლა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ცხოვრობდა მ---------------ში მშობლებთან, დედამთილმა და მამამთილმა გადაწყვიტეს მისი შვილების მითითებულ სკოლაში მიყვანა. შესაბამისად, ბავშვები სკოლაში ძირითადად დადიოდნენ ც------–იდან. 1991 წლიდან გასაუბრების დღემდე ცხოვრობს სოფელ ზ----------ში, მეუღლის საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი (ს.ფ. 40-43).
3.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა მოამზადა დასკვნა, ც-------–-------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე. დასკვნის თანახმად, ვინაიდან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის №-------- წერილის და გასაუბრების მასალების გათვალისწინებით არ დადასტურდა 1991 წლამდე ც-------–-------–---–ის ქ. ც------–ში, ვ---------------ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ც-------–-------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევა. აღნიშნული დასკვნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა ამავე სამინისტროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 19 აპრილის N------------- მოხსენებითი ბარათით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დასკვნა (ს.ფ. 38-39);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 19 აპრილის №------------- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 37).
3.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 19 აპრილის №------------- მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, ც-------–-------–---–ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანება (ს.ფ. 13).
3.7. 2017 წლის 11 დეკემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------) რ-----------------------------–--------–---- დაადასტურეს, რომ ც-------–-------–---–ი და კ-----–-------–---–ი მუდმივად ცხოვრობდნენ ქ. ც------–ში, ვ---------------ში, 1991 წლამდე.
2018 წლის 9 ოქტომბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------) დ--–--–--------–---–---------------------–---–მა დაადასტურეს, რომ ც-------–-------–---–ი დაბადებიდან 1991 წლის ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყებამდე მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე: ც------–ის რაიონი, ს------–------------------ (ამჟამად გ-----ს რაიონი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– 2017 წლის 11 დეკემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------) (ს.ფ. 103-104);
– 2018 წლის 9 ოქტომბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------) (ს.ფ. 159).
3.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №------- წერილის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გ-----ს რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორებმა ც-------–-------–---–ის საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით გ----–-, სოფელ ზ----------ში გამოკითხეს კონკრეტული პირები - სოფელ ზ----------ის მაცხოვრებლები.
ზეპირი გასაუბრების ოქმების თანახმად, გამოკითხული პირები არიან ც-------–-------–---–ის მეზობლები, რომლებსაც მასთან და მის ოჯახთან აქვთ ხშირი ურთიერთობა. გამოკითხული პირების განმარტებით, ც-------–-------–---–ი 40 წელზე მეტია (ქორწინების შემდეგ) მუდმივად ცხოვრობს გ-----ს რაიონის ს------–------ში, მეუღლის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში და აღნიშნულ პერიოდში, მათ შორის, 1991 წლამდე, მას სხვა მისამართზე არ უცხოვრია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გ-----ს რაიონული სამმართველოს 2018 წლის 06 აგვისტოს M---------------- წერილი (ს.ფ. 59);
- ზეპირი გასაუბრების ოქმები (ს.ფ. 60-65).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; წ) დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციისა და ბაზის წარმოება.
წარმოდგენილი სარჩელით ც-------–-------–---–მა მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის N---- ბრძანება, რომლითაც მას ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, განსახილველ დავაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც მოითხოვს მოსარჩელე მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსაგან.
საქართველოს საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
მოცემულ შემთხვევაში, ც-------–-------–---–ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახლებული მუხლის საფუძველზე, კერძოდ, მის მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება.
6.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
დევნილის ცნებას განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, კერძოდ, მითითებული მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ხოლო მითითებული მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ამდენად, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ იმ გარემოებას, რომ პირს იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითადად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. მუდმივი საცხოვრებელის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე, რომლითაც განსაზღვრულია იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესი.
აღნიშნული წესის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას ახორციელებს დეპარტამენტი. პირისთვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე დასკვნას ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი, ხოლო დევნილის სტატუსის ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნას – ასევე მოხელე, რომელმაც პირს ჩაუტარა გასაუბრება და შეავსო დადგენილი ფორმის კითხვარი. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნა დეპარტამენტის უფროსის მიერ წარედგინება მინისტრს.
სასამართლო ასევე მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო.
დადგენილია, რომ ც-------–-------–---–ს (დაბ:. 2---------წ., ც------–ში), ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი და მის მიმართ გაცემული იყო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე მის მუდმივ მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ფიქსირდებოდა ც------–ი, ვ--------------. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ც-------–-------–---–ის დევნილის სტატუსის კანონიერებასთან დაკავშირებით და აღნიშნული წარმოების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა 2017 წლის 1 დეკემბრის №-------------- წერილით მიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება, იმის თაობაზე, ცხოვრობდა თუ არა ც-------–-------–---–ი 1991 წლამდე მისამართზე: ქ. ც------–ი, ვ--------------. ამავე ინფორმაციის დასადასტურებლად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას ასევე მიმართა ც-------–-------–---–მა 2017 წლის 8 დეკემბერს, კერძოდ, მან მოითხოვა 1991 წლამდე ც------–ში, ვ---------------ში მუდმივად ცხოვრების შესახებ ცნობის გაცემა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარსადგენად.
2017 წლის 12 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან სეპარატისტულ რეჟიმს თავდაღწეულ პირთა შესაბამის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად, შესაბამისი განცხადებების განხილვის მიზნით, შედგა დროებითი კომისიის სხდომა, სადაც სხვა განცხადებებთან ერთად განხილული იქნა ც-------–-------–---–ის განცხადება.
კომისიამ, წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და განმცხადებელთან გასაუბრების საფუძველზე, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ც-------–-------–---–ის 1991 წლამდე ქ. ც------–ში, ვ---------------ში მუდმივად ცხოვრების, საკუთრების ფლობისა და იძულებით გადაადგილების ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნულის შესახებ ც-------–-------–---–სა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტს ეცნობათ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 12 დეკემბრის №------- და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 12 დეკემბრის №------- წერილებით.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ასევე გამოიკითხა თავად დაინტერესებული მხარე - ც-------–-------–---–ი. მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მომზადდა დასკვნა ც-------–-------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის მიზანშეწონილობის თაობაზე. აღნიშნული დასკვნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 19 აპრილის №------------- მოხსენებითი ბარათით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 19 აპრილის №------------- მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, ც-------–-------–---–ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
სასამართლო უპირველეს ყოვლისა მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე, რომელიც დააფიქსირა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკითხვისას, კერძოდ, მისი განმარტებით, ქ. ც------–ში, ვ---------------ში ჩაწერილი იყო კონკრეტული მიზნით და ფაქტობრივად ცხოვრობდა მშობლების სახლში, მდებარე ც------–ი, მ---------------. ამასთან, 1----–--–ს დაოჯახდა ქ. ც------–ში, თუმცა მეუღლის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს გ-----ს რაიონში, სოფელ ზ----------ში, სადაც ც-------–-------–---–ი ცხოვრობს უშუალოდ სადავო ადმინისტრაციული წარმოების დროსაც. მოსარჩელის მეუღლე და შვილები არ წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს, მისმა შვილებმა სკოლა დაამთავრეს სწორედ ხსენებულ სოფელში და მეუღლე მუშაობდა გ-----ს ს--–-----–---------------–--ში, თუმცა უხდებოდა სხვადასხვა ადგილებში მუშაობაც, მათ შორის უმეტესად ქ. ც------–ში.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №------- წერილით მოძიებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გ-----ს რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორებმა ც-------–-------–---–ის საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით გ----–-, სოფელ ზ----------ში გამოკითხეს კონკრეტული პირები - სოფელ ზ----------ის მაცხოვრებლები. ზეპირი გასაუბრების ოქმების თანახმად, გამოკითხული პირები არიან ც-------–-------–---–ის მეზობლები, რომლებსაც მასთან და მის ოჯახთან აქვთ ხშირი ურთიერთობა. მათი განმარტებით, ც-------–-------–---–ი 40 წელზე მეტია (ქორწინების შემდეგ) მუდმივად ცხოვრობს გ-----ს რაიონის ს------–------ში, მეუღლის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში და აღნიშნულ პერიოდში, მათ შორის, 1991 წლამდე, მას სხვა მისამართზე არ უცხოვრია.
ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში, სასამართლო ნაკლებ სარწმუნოდ მიიჩნევს როგორც მოსარჩელის განმარტებას, ასევე, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებში დაფიქსირებულ ინფორმაციას სადავო პერიოდში ც-------–-------–---–ის მიერ მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ც------–ის არჩევის თაობაზე. აღნიშნული არ ეფუძნება რაიმე კონკრეტულ, უტყუარ მტკიცებულებას.
მტკიცებულებათა შეფასებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობაში შეფასების შედეგად არ დასტურდება ის გარემოება, რომ ც-------–-------–---–ი ც------–ის რაიონში მუდმივად ცხოვრობდა 1991 წლამდე. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირს - დევნილს; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევამდე სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები და სწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, გასაჩივრებული აქტით მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა განხორციელდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის დაცვით.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო.
ამდენად, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობს ც-------–-------–---–ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. ამასთან მოსარჩელე მხარე მოითხოვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დავალებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ განხორციელებულიყო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის - ც-------–-------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანების თანამდევ შედეგს, ხოლო იმ პირობებში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია და მისი უკანონობა დადასტურებული არ არის, არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. ამდენად, მოთხოვნა მოსარჩელისთვის მიუღებელი თანხის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ც-------–-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე