გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------
საქმე №---------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - ვ---------------
წარმომადგენელი - მ--–---------------
მოპასუხე - სსიპ იუსტიციის სახლი
წარმომადგენელი - თ--------------
მესამე პირი (16.1) - უ--------------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 18 ოქტომბრის №----- ბრძანება ,,სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №----- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების, აღნიშული ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა და აუქციონში გამარჯვებულისთვის საბანკო გარანტიის/ბეს თანხის დაბრუნების თაობაზე’’.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ იუსტიციის სახლმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირმა - უ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე სარჩელს მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №----- ბრძანებით დადგინდა, რომ განხორციელებულიყო სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალის, თბილისის იუსტიციის სახლის შენობა-ნაგებობის ნულოვან სართულზე (ს/კ: №-----------------) არსებული 116,4 კვ.მ. ფართის (ბრძანებაზე თანდართულ ნახაზზე არსებული მონიშვნის შესაბამისად - დანართი №1), იჯარით გაცემა ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი წლის ვადით, მასზე კვების ობიექტის მოწყობის მიზნით. ამავე ბრძანების თანახმად, ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყისი საიჯარო ქირა განისაზღვრა 5240 (ხუთი ათას ორას ორმოცი) ლარით, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 20 (ოცი) ლარით. ამასთან, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა განისაზღვრა 10 000 (ათი ათასი) ლარით, რომლის მოქმედების ვადაც 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ქონების სარგებლობაში გაცემის ვადას. ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა 2018 წლის 02 ოქტომბერს და უნდა გაგრძელებულიყო 5 (ხუთი) დღის ვადით. ამავე ბრძანებით, დამტკიცდა ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის განთავსებასთან ერთად ვებ-გვერდზე გამოსაქვეყნებელი ხელშეკრულების პროექტი დანართი №2-ის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №----- ბრძანება (ს.ფ. 19-21)
- დანართი №1 (ს.ფ. 22);
- დანართი №2 (საიჯარო ხელშეკრულების პროექტი) (ს.ფ. 23-33);
4.1.2. ელექტრონული აუქციონების ვებ. გვერდზე 2018 წლის 02 ოქტომბერს გამოცხადებული იქნა №----- (დასრულდა 07 ოქტომბერს) აუქციონი. ქონების საწყისმა ფასმა შეადგინა 5240 ლარი, საგარანტიო თანხა 10 000 ლარი, ვაჭრობის ბიჯი - 20 ლარი, განხორციელდა 172 ბიჯი. ვებ. გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ასევე ირკვევა, რომ აუქციონის შესახებ ინფორმაცია ნანახია 336 ვიზიტორის მიერ. ამასთან, მოკლე აღწერილობიდან ირკვევა, რომ აუქციონი გამოცხადდა იუსტიციის სახლის ფილიალის მომსახურების დარბაზში სწრაფი კვების ობიექტის განთავსების მიზნით. პირობაში მითითებულია, რომ აუქციონის პირობები განისაზღვრებოდა 2018 წლის 2 ოქტომბრის სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის №----- ბრძანების შესაბამისად, რომლის ნახვაც შესაძლებელი იყო მიმაგრებულ ფაილებში, სადაც ასევე იყო განთავსებული ხელშეკრულების პროექტი და ტერიტორიის ნახაზი. დასახელებაში კი მითითებული იყო, რომ აუქციონი გამოცხადდა იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალში საინფორმაციო/სარეკლამო ბეჭდური მასალის განთავსების ადგილების იჯარით გაცემაზე.
2018 წლის 07 ოქტომბერს №----- აუქციონის გამარჯვებული გახდა ვ---------------, რომელმაც იჯარით შეიძინა უძრავი ქონება 8680 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ელექტრონული (ონლაინ) აუქციონის მიმდინარეობის შესახებ ამონაბეჭდი ოფიციალური ვებ-გვერდიდან (ს.ფ. 16-18; ს.ფ. 38-41).
4.1.3. 2018 წლის 10 ოქტომბერს უ--------------–---–მა №----- განცხადებით მიმართა სსიპ იუსტიციის სახლს და მოითხოვა აუქციონის შედეგების გაუქმება და ხელახალი აუქციონის გამოცხადება.
2018 წლის 12 ოქტომბერს უ--------------–---–მა კვლავ განცხადებით მიმართა სსიპ იუსტიციის სახლს, რომელსაც ერთვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (საქმე №3/6338-18). აღიშნული განჩინების თანახმად, უ--------------–---–-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და სსიპ იუსტიციის სახლს აეკრძალა 2018 წლის 2 ოქტომბრის №----- ბრძანებით გამოცხადებული №----- აუქციონის გამარჯვებულთან თბილისის იუსტიციის სახლის ნულოვან სართულზე არსებული 116,4 კვ.მ. ფართის (ს/კ: №-----------------) იჯარის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება.
ამასთან, ზემოაღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ვ---------------ს ეცნობა სსიპ იუსტიციის სახლის 2018 წლის 15 ოქტომბრის წერილით, რომელსაც თან ერთვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება (საქმე №3/6338-18).
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უ--------------–---–-ს 2018 წლის 10 ოქტომბრის №----- განცხადება(ს.ფ. 82);
- უ--------------–---–-ს 2018 წლის 12 ოქტომბრის №14045 განცხადება(ს.ფ. 84);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (საქმე №3/6338-18) (ს.ფ. 85-87);
- სსიპ იუსტიციის სახლის 2018 წლის 15 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 42).
4.1.4. სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 18 ოქტომბრის №----- ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალის, თბილისის იუსტიციის სახლის შენობა-ნაგებობის ნულოვან სართულზე არსებული 116,4 კვ.მ. ფართის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით იჯარის გაცემის შესახებ’’ სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №----- ბრძანება და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის მიერ 2018 წლის 2 ოქტომბერს სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №----- ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული №----- აუქციონის შედეგები, ხოლო სსიპ იუსტიციის სახლის მიერ 2018 წლის 2 ოქტომბერს გამოცხადებულ №----- აუქციონში გამარჯვებულ პრეტენდენტს დაუბრუნდა მის მიერ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა 10 000 (ათი ათასი) ლარი.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 18 ოქტომბრის №----- ბრძანება ,,სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №----- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების, აღნიშული ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა და აუქციონში გამარჯვებულისთვის საბანკო გარანტიის/ბეს თანხის დაბრუნების თაობაზე’’ (ს.ფ. 213-214).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ---------------ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი’’, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს საერთო ევროპულ ფუნდამენტურ ელემენტს. იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის” უმნიშვნელოვანეს ნაწილად განიხილება.
7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 18 ოქტომბრის №----- ბრძანება ,,სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №----- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების, აღნიშული ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა და აუქციონში გამარჯვებულისთვის საბანკო გარანტიის/ბეს თანხის დაბრუნების თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი’’ შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების (გარდა დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისა) პრივატიზების/ სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს.
ამავე წესის 11 მუხლის თანახმად, ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სახელმწიფო ქონების პრივატიზება, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემა შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ ან პირობებით. უპირობო აუქციონისას სახელმწიფო ქონების შემძენის/სარგებლობის/მართვის უფლებით მიმღები პირის ვალდებულება არის საპრივატიზებო ან სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდა, ხოლო პირობებიანი აუქციონისას სახელმწიფო ქონების შემძენის/სარგებლობის/მართვის უფლებით მიმღები პირის ვალდებულება არის საპრივატიზებო ან სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდა და პრივატიზების განმახორციელებელი/სარგებლობის/მართვის უფლებით გამცემი პირის მიერ განსაზღვრული სხვა საპრივატიზებო, სარგებლობაში ან მართვის უფლებით გადაცემის პირობების შესრულება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის’’ მე-2 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელი/სარგებლობაში გადამცემი/მართვის უფლებით გადამცემი ორგანო უფლებამოსილია, სახელმწიფო ქონების შეძენით, სარგებლობის უფლების მიღებით ან მართვის უფლების მიღებით დაინტერესებულ პირს სახელმწიფო ქონების აუქციონზე გამოტანის მიზნით, მოსთხოვოს ამ ქონების საწყისი საპრივატიზებო/საწყისი სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის არა-ნაკლებ 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა (აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად), რომლის წარმოდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან/და უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ამ პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 დღით უნდა აღემატებოდეს აუქციონის დასრულების ვადას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელი/სარგებლობაში /მართვის უფლებით გადამცემი ორგანო, სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს ვებგვერდზე www.eauction.ge ან/და www.nasp.gov.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge ან www.nasp.gov.ge , ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) სარგებლობაში გადამცემი ორგანოს დასახელებას; ბ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას; გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი; დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს სახელმწიფო ქონების საწყისი წლიური სარგებლობაში გადაცემის თანხის არანაკლებ 10%‐ს და არაუმეტეს 80%-ს. იმ შემთხვევაში, თუ საწყისი წლიური სარგებლობაში გადაცემის საფასური განისაზღვრება სარგებლობაში გადასაცემი ქონების დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ, წლიური სარგებლობაში გადაცემის საბაზრო საფასურზე ნაკლები ოდენობით, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა უნდა შეადგენდეს სარგებლობაში გადასაცემი ქონების დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი წლიური სარგებლობაში გადაცემის საფასურის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გადაცემის ვადას. ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს; ზ) სარგებლობაში გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) ბიჯის სიდიდეს; ი) სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს; კ) სარგებლობაში გადაცემის ვადას; ლ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობაში გადამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის’’ მე-4 მუხლი 93 პუნქტის თანახმად, ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) აუქციონში გამარჯვებულმა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური; გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესით გათვალისწინებული პირობები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №----- ბრძანებით დადგინდა, რომ განხორციელებულიყო სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალის, თბილისის იუსტიციის სახლის შენობა-ნაგებობის ნულოვან სართულზე (ს/კ: №-----------------) არსებული 116,4 კვ.მ. ფართის (ბრძანებაზე თანდართულ ნახაზზე არსებული მონიშვნის შესაბამისად - დანართი №1), იჯარით გაცემა ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი წლის ვადით, მასზე კვების ობიექტის მოწყობის მიზნით. ამავე ბრძანების თანახმად, ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყისი საიჯარო ქირა განისაზღვრა 5240 (ხუთი ათას ორას ორმოცი) ლარით, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 20 (ოცი) ლარით. ამასთან, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა განისაზღვრა 10 000 (ათი ათასი) ლარით, რომლის მოქმედების ვადაც 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ქონების სარგებლობაში გაცემის ვადას. ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა 2018 წლის 02 ოქტომბერს და უნდა გაგრძელებულიყო 5 (ხუთი) დღის ვადით. ამავე ბრძანებით, დამტკიცდა ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის განთავსებასთან ერთად ვებ-გვერდზე გამოსაქვეყნებელი ხელშეკრულების პროექტი დანართი №2-ის შესაბამისად.
დადგენილია ასევე, რომ ელექტრონული აუქციონების ვებ. გვერდზე 2018 წლის 02 ოქტომბერს გამოცხადებული იქნა №----- (დასრულდა 07 ოქტომბერს) აუქციონი. ქონების საწყისმა ფასმა შეადგინა 5240 ლარი, საგარანტიო თანხა 10 000 ლარი, ვაჭრობის ბიჯი - 20 ლარი, განხორციელდა 172 ბიჯი. ვებ. გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ასევე ირკვევა, რომ აუქციონის შესახებ ინფორმაცია ნანახია 336 ვიზიტორის მიერ. ამასთან, მოკლე აღწერილობიდან ირკვევა, რომ აუქციონი გამოცხადდა იუსტიციის სახლის ფილიალის მომსახურების დარბაზში სწრაფი კვების ობიექტის განთავსების მიზნით. პირობაში მითითებულია, რომ აუქციონის პირობები განისაზღვრებოდა 2018 წლის 2 ოქტომბრის სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის №----- ბრძანების შესაბამისად, რომლის ნახვაც შესაძლებელი იყო მიმაგრებულ ფაილებში, სადაც ასევე იყო განთავსებული ხელშეკრულების პროექტი და ტერიტორიის ნახაზი. დასახელებაში კი მითითებული იყო, რომ აუქციონი გამოცხადდა იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალში საინფორმაციო/სარეკლამო ბეჭდური მასალის განთავსების ადგილების იჯარით გაცემაზე. 2018 წლის 07 ოქტომბერს №----- აუქციონის გამარჯვებული გახდა ვ---------------, რომელმაც იჯარით შეიძინა უძრავი ქონება 8680 ლარად.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს უ--------------–---–მა №----- განცხადებით მიმართა სსიპ იუსტიციის სახლს და მოითხოვა აუქციონის შედეგების გაუქმება და ხელახალი აუქციონის გამოცხადება. 2018 წლის 12 ოქტომბერს მან კვლავ განცხადებით მიმართა სსიპ იუსტიციის სახლს, რომელსაც ერთვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (საქმე №3/6338-18). აღიშნული განჩინების თანახმად, უ--------------–---–-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და სსიპ იუსტიციის სახლს აეკრძალა 2018 წლის 2 ოქტომბრის №----- ბრძანებით გამოცხადებული №----- აუქციონის გამარჯვებულთან თბილისის იუსტიციის სახლის ნულოვან სართულზე არსებული 116,4 კვ.მ. ფართის (ს/კ: №-----------------) იჯარის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება.
უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 18 ოქტომბრის №----- ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალის, თბილისის იუსტიციის სახლის შენობა-ნაგებობის ნულოვან სართულზე არსებული 116,4 კვ.მ. ფართის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით იჯარის გაცემის შესახებ’’ სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №----- ბრძანება და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის მიერ 2018 წლის 2 ოქტომბერს სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №----- ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული №----- აუქციონის შედეგები, ხოლო სსიპ იუსტიციის სახლის მიერ 2018 წლის 2 ოქტომბერს გამოცხადებულ №----- აუქციონში გამარჯვებულ პრეტენდენტს დაუბრუნდა მის მიერ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა 10 000 (ათი ათასი) ლარი.
სადავო აქტში მითითებულია, რომ მიუხედავად ბრძანებით პირდაპირ განსაზღვრული მიზნისა, ვებგვერდზე აუქციონის სათაურის მითითებისას დაშვებულ იქნა ხარვეზი და აუქციონის დასახელებაში მიეთითა, რომ იუსტიციის სახლის მიერ იჯარით გაიცემოდა „იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალში საინფორმაციო სარეკლამო ბეჭდური მასალის განთავსების ადგილები“, რაც შეუსაბამობაში იყო როგორც ბრძანებით განსაზღვრულ, იჯარით გასაცემი ქონების დასახელებასთან, ისე ქონების სარგებლობაში გადაცემის მიზანთან. მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ აღნიშნულ ხარვეზს აუქციონის სათაურში, შესაძლოა გამოეწვია კონკურენციის შეზღუდვა, რაც ნამდვილად არ წარმოადგენდა იუსტიციის სახლის ინტერესს და ასევე ეწინააღმდეგება თავად კანონმდებლობით განსაზღვრულ აუქციონის ჩატარების მიზანსაც, რომ სარგებლობის უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადამცემ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით - სარგებლობის უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც იღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მიიჩნია, რომ დაშვებული ხარვეზი მნიშვნელოვანი იყო, რომლის არსებობის პირობებშიც ყოველთვის იარსებებდა მნიშვნელოვანი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში იმაზე ნაკლებად იყო უზრუნველყოფილი პირთა მაქსიმალურად ფართო წრის დაინტერესება აუქციონით, ვიდრე ეს იქნებოდა შესაძლებელი ხარვეზის არარსებობის პირობებში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის აღნიშნულ პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვერც სადავო აქტით და ვერც სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული ახსნა-განმარტებით, მოპასუხის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული თუ რატომ იქნა მიღებული ბრძანება სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №----- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების, აღნიშული ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა და აუქციონში გამარჯვებულისთვის საბანკო გარანტიის/ბეს თანხის დაბრუნების თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აუქციონში გამარჯვებულს კანონიერი ნდობა აქვს შედეგების მიმართ და არ დასტურდება მისი ბრალეულობა წარმოების არცერთ ეტაპზე. შესაბამისად, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად ვერ უზრუნველყო კანონით დადგენილი წესით აუქციონის გამოცხადება და შესაბამისი მონაცემების სწორად ატვირთვა, რომელთა გადამოწმების საშუალება თავადვე ჰქონდა და ევალებოდა კიდეც, არ უნდა გამხდარიყო გამარჯვებული პირის მიმართ შედეგების ბათილობის საფუძველი. ამასთან, რაიმე სახელმწიფო მნიშვნელობის, ან საზოგადოებრივი ინტერესის არსებითი შელახვა არ დასტურდება, რადგან საზოგადოების ინტერესს, ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონის შესაბამისად გამოცემა წარმოადგენს და შესაძლებელია ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი მოქმედებაც ლახავდეს საზოგადოებრივ ინტერესს, მაგრამ კანონმდებელმა სწორედ ადმინისტრაციული აქტების მიმართ დააწესა დათქმა, რომ არსებითად უნდა ილახებოდეს სახელმწიფოს, საზოგადოების და დაინტერესებული პირის ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც იუსტიციის სახლმა ისე ჩაატარა აუქციონი, რომ არც გადაუმოწმებია ატვირთული მონაცემების სიზუსტე, მხოლოდ დასახელების არასწორად მითითების გამო, აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა არ არის მიზანშეწონილი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც იჯარით გასაცემი ქონების დასახელება ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არაერთხელ იყო მითითებული, როგორც უშუალოდ განაცხადში, ასევე მის დანართებში, რომლებიც ამავე ვებ-გვერდზე იყო განთავსებული და იმავე წარმატებით შეეძლოთ ენახათ სხვა დაინტერესებულ პირებს, როგორც ეს გააკეთეს აუქციონში მონაწილე პირებმა. მითითებული იყო აგრეთვე სრული ინფორმაცია ფართის იდენტიფიკაციისთვის, მისი ადგილმდებარეობა, ოდენობა, ნახაზი. გამოქვეყნებული იყო სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №----- ბრძანება და საიჯარო ხელშეკრულების პროექტი, რაც იძლეოდა შესაძლებლობას მარტივად მიეღო დაინტერესებულ პირს სრული ინფორმაცია აუქციონის შესახებ. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოებაც, რომ აუქციონს ყავდა 336 ვიზიტორი, გაკეთდა 172 ბიჯი და ქონება გაიყიდა იმაზე გაცილებით მაღალ ფასად (8680 ლარად), ვიდრე ეს მისაღები იყო თავად იუსტიციის სახლისათვის ( ქონების საწყის ფასს წარმოადგენდა 5240 ლარი და 5260 ლარის შეთავაზების შემთხვევაშიც კი (ბიჯის ოდენობა იყო 20 ლარი) თუ სხვა ბიჯი არ იქნებოდა გაკეთებული, იუსტიციის სახლი გააფორმებდა ხელშეკრულებას გამარჯვებულ პირთან). ამასთან, საყურადღებოა, რომ აუქციონში მონაწილე არცერთ პირს, მათ შორის ამ ფართის იჯარით აღებით რეალურად დაინტერესებულ პირებს, არ წარუდგენიათ პრეტენზია და მხოლოდ მესამე პირის - უ--------------–---–-ს (რომელმაც სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ არ არის დაკავებული კვების ბიზნესით) მიმართვის შემდეგ აღმოაჩინა იუსტიციის სახლმა, რომ თურმე დაშვებული ჰქონდათ ისეთი არსებითი ხასიათის ხარვეზი, რომელიც უპირობოდ წარმოადგენდა 2018 წლის 2 ოქტომბრის №----- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს.
სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს თუ რა შემთხვევაში ხდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში; გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი; დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს; ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ იხელმძღვანელა მითითებული მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით, თუმცა ვერ დაასაბუთა თუ ისეთი რა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება არსებობდა, რამაც 2018 წლის 2 ოქტომბრის №----- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება, ხოლო აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა გამოიწვია, ან რა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. უფრო მეტიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელების არასწორად მითითების გამო (რომლის სწორად მითითება წარმოადგენდა მოპასუხის ვალდებულებას) აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, გამოიწვევს არასანდოობას და უფრო მეტი და დიდი ზიანის მიყენებას იმ ინსტიტუტის მიმართ, რასაც საჯარო აუქციონი ჰქვია, რადგან აღნიშნული პრეცენდენტის დაშვებით, საზოგადოებას შეიძლება გაუჩნდეს იმის განცდა, რომ ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის (გადაცდომის) შემთხვევაშიც კი, რომელიც ასევე შესაძლებელია რომ გამიზნულადაც იქნეს დაშვებული, შესაძლებელი იქნება აუქციონის შედეგების გაუქმება.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში იმაზე ნაკლებად იყო უზრუნველყოფილი პირთა მაქსიმალურად ფართო წრის დაინტერესება აუქციონით, ვიდრე ეს იქნებოდა შესაძლებელი ხარვეზის არარსებობის პირობებში, არ უნდა გამხდარიყო 2018 წლის 2 ოქტომბრის №----- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 18 ოქტომბრის №----- ბრძანება ,,სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №----- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების, აღნიშული ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა და აუქციონში გამარჯვებულისთვის საბანკო გარანტიის/ბეს თანხის დაბრუნების თაობაზე’’, უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 18 ოქტომბრის №----- ბრძანება ,,სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №----- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების, აღნიშული ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა და აუქციონში გამარჯვებულისთვის საბანკო გარანტიის/ბეს თანხის დაბრუნების თაობაზე“, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების გამო, მოპასუხეს - სსიპ იუსტიციის სახლს, მოსარჩელე ვ---------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ---------------ს სარჩელი, დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 18 ოქტომბრის №----- ბრძანება ,,სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №----- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების, აღნიშული ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა და აუქციონში გამარჯვებულისთვის საბანკო გარანტიის/ბეს თანხის დაბრუნების თაობაზე“;
3. მოპასუხეს - სსიპ იუსტიციის სახლს, მოსარჩელე - ვ---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი