გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.06.2019
საქმის ნომერი
330210118002662682
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, სესხი
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/28866-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 მაისი 2019 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი

მოსარჩელე - ს--------------------------ი”

წარმომადგენელი - გ------ი თ-------–---–ი

მოპასუხე - გ------ი გ---–------ი, გ------ მ--------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს გ------ მ--------–---–ს და გ------ი გ---–------ს ს--------------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით - 6800 ლარის ოდენობით;

1.2. მოპასუხეებს გ------ მ--------–---–ს და გ------ი გ---–------ს მოსარჩელე ს--------------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება სარგებლის სახით 2000 ლარის ოდენობით (შეამცირა მოთხოვნა 2----–-–----------ს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე);

1.3. მოპასუხეებს გ------ მ--------–---–ს და გ------ი გ---–------ს ს--------------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 100 ლარი;

1.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2----–-–------------ს მოპასუხე გ------ მ--------–---–სა და ს--------------------------ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება ND----------, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 6800 ლარი, 36 თვის ვადით, თვიური 5.4% სარგებლის დარიცხვის პირობით. მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ა--------. მსესხებლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები ასევე უზრუნველყოფილი იყო გ------ი გ---–------ი სოლიდარული თავდებობით. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2----–-–------------------ს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. ავტომობილი გაიყიდა 2726 ლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა შემდეგნაირად: 1110 ლარი - სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო, 1616 ლარი, ნაწილობრივ გაიქვითა დარიცხული სარგებელი. ვინაიდან გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისთვის მოპასუხეს ს--------------------------ის“ მიმართ ერიცხებოდა ავტომობილის რეალიზაციამდე დარიცხული სარგებელი 841.27 ლარი და სესხის ძირი თანხა 6800 ლარი. ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ მას კვლავ დარჩა დავალიანება სესხის ძირითადი თანხა 6800 ლარი, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5.4%-ის ოდენობით. ავტომობილის რეალიზაციიდან სარჩელის შემოტანის დღემდე გასულია 11 თვე და 15 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 4222.80 ლარს, ჯამში 5064.07 ლარი;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ------ი გ---–------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო; 2----–-–----------ს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ს--------------------------ის“ სარჩელი ცნო სრულად;

 

მოპასუხე გ------ მ--------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო პროცესზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2----–-–------------ს მოპასუხე გ------ მ--------–---–სა და ს--------------------------ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება ND----------, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 6800 ლარი, 36 თვის ვადით, თვიური 5.4% სარგებლის დარიცხვის პირობით. მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ა--------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება ND---------- (ს.ფ. 19-24);

- შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ და ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 25);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 27);

 

3.1.2. 2----–-–------------ს გ------ი გ---–------სა და ს--------------------------ს“ შორის დაიდო ND---------- ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ; თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით - 24 000 ლარით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 30);

- ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 28-29);

 

3.1.3. მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა 2----–-–------------ის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის ვალდებულება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 47).

 

3.1.4. 2----–-–------------------ს ს--------------------------მა“ განახორციელა 2----–-–------------ს მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებით მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთული მსესხებლის კუთვნილი ავტომობილის რეალიზაცია 2726 ლარად;

 

ამონაგები თანხით დაიფარა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო- 1110 ლარის ოდენობით, ასევე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ნაწილი _ 1616 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 31);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ

გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე ,411-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ზემოთ დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს - მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები და ამ უფლებათა დაცვის საშუალებები. მოსარჩელის უფლებაა აღძრას საქმე, განსზაღვროს სარჩელის საგანი, საფუძველი და ა.შ. ანალოგიურად ვრცელდება პროცესის დისპოზიციურობა მოპასუხეზე, რომელსაც დასახელებული პრინციპის ფარგლებში შუძლია ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე გ------ი გ---–------მა სარჩელი ცნო სრულად, რაც მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2----–-–------------ს მოპასუხე გ------ მ--------–---–სა და ს--------------------------ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება ND----------, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 6800 ლარი, 36 თვის ვადით, თვიური 5.4% სარგებლის დარიცხვის პირობით. მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ა--------. მსესხებლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები ასევე უზრუნველყოფილ იქნა გ------ი გ---–------ი სოლიდარული თავდებობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მსესხებლის მხრიდან განხორციელდა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევა, რაც გ------ი გ---–------ის და გ------ მ--------–---–ისათვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის სოლიდარულად დაკისრების საფუძველია.

 

შესაბამისად, იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ 2----–-–------------------ს ს--------------------------მა“ განახორციელა 2----–-–------------ს მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებით მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთული მსესხებლის კუთვნილი ავტომობილის რეალიზაცია 2726 ლარად და აღნიშნულით თანხით დაიფარა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო - 1110 ლარის ოდენობით, ასევე საპროცენტო სარგებლის ნაწილი _ 1616 ლარი, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2----–-–------------ის ND---------- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა - 6800 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 841.27 ლარი;

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, ამასთანავე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ, მიუღებელი შემოსავლის სახით 1158.73 ლარის ანაზღაურება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

2----–-–------------ის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით; შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ს--------------------------ის“ მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 358.92 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე _ 50 ლარი; მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი 3064.07 ლარის ნაწილში, ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად;

 

შესაბამისად, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 91.92 ლარი შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, ხოლო ვინაიდან მოპასუხე გ------ი გ---–------მა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 317 (267+50) ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხე გ------ მ--------–---–ს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს ავტომობილის შეფასების მომსახურების საფასური 100 ლარი, რომლის ანაზღაურებაც ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხე გ------ მ--------–---–ს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364--ე, 367-ე, 369-ე, 414-ე, 416-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ს--------------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. გ------ მ--------–---–ს და გ------ი გ---–------ს ს--------------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2----–-–------------ის ND---------- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7641.27 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6800 ლარი, სარგებელი - 841.27 ლარი

1.2. გ------ მ--------–---–ს და გ------ი გ---–------ს ს--------------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით 1158.73 ლარის ანაზღაურება.

2. მოსარჩელე ს--------------------------ს“ (ს/კ 4--------) დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 91.92 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია ს-----------------–ი“ 2----–-–-----------------ს;

 

3. მოპასუხე გ------ მ--------–---–ს მოსარჩელე ს--------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 317 ლარისა და ავტომობილის შეფასების მომსახურების საფასურის 100 ლარის ანაზღაურება.

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

5. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი