გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.05.2019
საქმის ნომერი
140210017001882556
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/511-17 (140210017001882556)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 მაისი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი

სხდომის მდივნები: ნანა ხინჩიკაშვილი

სოფიო ძიძიგური

მოსარჩელე - გ------–---------–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - ი-----–----------ე

მოპასუხე - მ-----------------ე

მოპასუხის წარმომადგენელი - ხ-------------–-–---–ი

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს გ------–---------–---–სა და მ-----------------ეს შორის საზიარო უფლება ნატურით გაყოფის გზით უძრავ ქონებაზე მდებარე, კასპის რაიონის სოფელ ო---–-, რუსთაველის ქუჩა მე-7 შესახვევი, სახლი №1-ში (--------------------------0--4--0--- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 6 მარტის №001200717 დასკვნის შესაბამისად, კერძოდ, 1/3 წილის მესაკუთრეს, მ-----------------ეს შენობა-ნაგებობის მთლიანი შიდა საერთო ფართიდან 181,9 კვ.მ-დან გამოეყოს ოთახები საერთო ფართობით 60,63 კვ.მ., რაც ემთხვევა მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობს - 181,9*1/3=60,63 კვ.მ-ს და შენობა-ნაგებობის დამხმარე სათავსოების მთლიანი შიდა საერთო ფართობიდან 163,24 კვ.მ-დან გამოეყოს დამხმარე სათავსოები 54.41 კვ.მ., რაც ემთხვევა მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობს 163,24*1/3=54,42 კვ.მ-ს. მთლიანი მიწის ნაკვეთიდან განაშენიანებული ფართის გამოკლებით 1806,5-200,59=1605,91 კვ.მ-დან მ-----------------ეს გამოეყოს 535,3 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაც ემთხვევა მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობს 1605,91*1/3=535,30 კვ.მ-ს. (მიწის ნაკვეთი 200,59 კვ.მ., რაზეც გაშენებულია შენობა-ნაგებობა რჩება საერთო სარგებლობაში).

 

2/3 წილის მესაკუთრეს, გ------–---------–---–ს შენობა-ნაგებობის მთლიანი შიდა საერთო ფართობიდან 181,9 კვ.მ-დან გამოეყოს ოთახები საერთო ფართობით 121,27 კვ.მ., რაც ემთხვევა მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობს - 181,9*2/3=121,27 კვ.მ-ს და შენობა-ნაგებობის დამხმარე სათავსოების მთლიანი შიდა საერთო ფართობიდან 163,24 კვ.მ-დან გამოეყოს დამხმარე სათავსოები 108,83 კვ.მ., რაც ემთხვევა მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობს 163,24*2/3=108,83 კვ.მ-ს. მთლიანი მიწის ნაკვეთიდან განაშენიანებული ფართის გამოკლებით 1806,5-200,59=1605,91 კვ.მ-დან გ------–---------–---–ს გამოეყოს 1070,61 კვ.მ-ს მიწის ნაკვეთი, რაც ემთხვევა მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობს 1605,91*2/3=1070,61 კვ.მ-ს. (მიწის ნაკვეთი 200,59 კვ.მ., რაზეც გაშენებულია შენობა-ნაგებობა რჩება საერთო სარგებლობაში).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელის განმარტებით, მ-----------------ესთან ერთად წარმოადგენს უძრავი ქონების, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მასზე არსებული შენობა-ნაგებობის თანამესაკუთრეს, რომელიც მდებარეობს კასპის რაიონის სოფელ ო---–-, რუსთაველის ქ., მე-7 შესახვევიში, სახლი №1. უძრავი ქონების საკადასტრო კოდია 6--0--4--0---

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხესთან აქვს დაძაბული ურთიერთობა, ვინაიდან შენობა-ნაგებობა გამიჯნული არ არის საჯარო რეესტრში აღრიცხული წილების პროპორციულად და მ-----------------ეს დაკავებული აქვს საცხოვრებელი ფართის დიდი ნაწილი, რითაც მისი უფლებები ილახება. მოსარჩელის მტკიცებით, მ-----------------ე საზიარო უფლების გაუქმებაზე კატეგორიული წინააღმდეგია, რის გამოც ერთმანეთს შორის დავა აქვთ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მათ მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მ-----------------ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მოითხოვა, რომ საზიარო უფლება გაუქმდეს მის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. უძრავი ქონების, მდებარე: კასპის რაიონი, სოფელ ო----, რუსთაველის ქუჩა, მე-7 შესახვევი, სახლი №1 (საკადასტრო კოდი 6--0--4--0--- 2/3 ნაწილი საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ------–---------–---–ის, ხოლო 1/3 ნაწილი მ-----------------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.2. გ------–---------–---–სა და მ-----------------ეს სურთ საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუმცა ვერ თანხმდებიან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 6 მარტის №001200717 დასკვნის თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო---–-, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №6--0--4--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე - საცხოვრებელს სახლსა და მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების გაუქმება, ნატურით გაყოფის გზით საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული წილების შესაბამისად, შესაძლებელია იმგვარად, როგორ ეს დატანილია აღნიშნული დასკვნის დანართ 4-ზე, დანართ 5-ზე და დანართ 6-ზე. ამასთან:

 

1/3 წილის მესაკუთრეს, მ-----------------ეს შენობა-ნაგებობის მთლიანი შიდა საერთო ფართიდან 181,9 კვ.მ-დან შესაძლებელია გამოეყოს ოთახები საერთო ფართობით 60,63 კვ.მ., რაც ემთხვევა მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობს - 181,9*1/3=60,63 კვ.მ-ს და შენობა-ნაგებობის დამხმარე სათავსოების მთლიანი შიდა საერთო ფართობიდან 163,24 კვ.მ-დან შესაძლებელია გამოეყოს დამხმარე სათავსოები 54.41 კვ.მ., რაც ემთხვევა მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობს 163,24*1/3=54,42 კვ.მ-ს. მთლიანი მიწის ნაკვეთიდან განაშენიანებული ფართის გამოკლებით 1806,5-200,59=1605,91 კვ.მ-დან მ-----------------ეს შესაძლებელია გამოეყოს 535,3 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაც ემთხვევა მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობს 1605,91*1/3=535,30 კვ.მ-ს. (მიწის ნაკვეთი 200,59 კვ.მ., რაზეც გაშენებულია შენობა-ნაგებობა რჩება საერთო სარგებლობაში).

 

2/3 წილის მესაკუთრეს, გ------–---------–---–ს შენობა-ნაგებობის მთლიანი შიდა საერთო ფართობიდან 181,9 კვ.მ-დან შესაძლებელია გამოეყოს ოთახები საერთო ფართობით 121,27 კვ.მ., რაც ემთხვევა მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობს - 181,9*2/3=121,27 კვ.მ-ს და შენობა-ნაგებობის დამხმარე სათავსოების მთლიანი შიდა საერთო ფართობიდან 163,24 კვ.მ-დან შესაძლებელია გამოეყოს დამხმარე სათავსოები 108,83 კვ.მ., რაც ემთხვევა მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობს 163,24*2/3=108,83 კვ.მ-ს. მთლიანი მიწის ნაკვეთიდან განაშენიანებული ფართის გამოკლებით 1806,5-200,59=1605,91 კვ.მ-დან გ------–---------–---–ს შესაძლებელია გამოეყოს 1070,61 კვ.მ-ს მიწის ნაკვეთი, რაც ემთხვევა მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობს 1605,91*2/3=1070,61 კვ.მ-ს. (მიწის ნაკვეთი 200,59 კვ.მ., რაზეც გაშენებულია შენობა-ნაგებობა რჩება საერთო სარგებლობაში).

 

დასკვნაში მოცემული ვარიანტით გამიჯვნის შემთხვევაში მხარეებს დამოუკიდებლად მოსაწყობი ექნებათ კიბის უჯრედები, სამზარეულოები და სველი წერტილები. ამასთან, რომ არ დაირღვეს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნები, საჭიროა ამოშენდეს დანართ №4-ზე და დანართ №5-ზე წითელი ფერით აღნიშნული ფანჯრისა და კარის ღიობები, ასევე მოწყობილ იქნეს დანართ №4-ზე და დანართ №5-ზე ნარინჯის ფერით აღნიშნული კარის ღიობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტიზის დასკვნა N001200717.

 

3.1.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 9 აგვისტოს №004615017 დასკვნის თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო---–-, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №6--0--4--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე - საცხოვრებელს სახლსა და მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების გაუქმება, ნატურით გაყოფის გზით საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული წილების შესაბამისად, შესაძლებელია იმგვარად, როგორ ეს დატანილია აღნიშნული დასკვნის დანართ 4-ზე, დანართ 5-ზე და დანართ 6-ზე. ამასთან:

 

1/3 წილის მესაკუთრეს, მ-----------------ეს შენობა-ნაგებობის მთლიანი საერთო ფართობიდან 345.14 კვ.მ-დან შესაძლოა გამოეყოს 113.1 კვ.მ ფართობი, რაც 1.95 კვ.მ-ით ნაკლებია მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობზე 345.14 კვ.მ *1/3 =115.05 კვ.მ-ზე. 1/3 წილის მესაკუთრეს მ-----------------ეს მთლიანი მიწის ნაკვეთიდან განაშენიანებული ფართის გამოკლებით 1806,5-200,59=1605,91 კვ.მ-დან შესაძლოა გამოეყოს 535,3 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაც ემთხვევა მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობს 1605,91*1/3=535,3 კვ.მ-ს. (მიწის ნაკვეთი 200,59 კვ.მ., რაზეც გაშენებულია შენობა-ნაგებობა რჩება საერთო სარგებლობაში).

 

2/3 წილის მესაკუთრეს, გ------–---------–---–ს შენობა-ნაგებობის მთლიანი საერთო ფართობიდან 345.14 კვ.მ-დან შესაძლოა გამოეყოს 232.04 კვ.მ. ფართობი, რაც 1.95 კვ.მ-ით მეტია მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობზე - 345.14 კვ.მ *2/3 =230.09 კვ.მ-ზე. 2/3 წილის მესაკუთრეს გ------–---------–---–ს მთლიანი მიწის ნაკვეთიდან განაშენიანებული ფართის გამოკლებით 1806,5-200,59=1605,91 კვ.მ-დან შესაძლებელია გამოეყოს 1070.61 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაც ემთხვევა მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობს 1605,91*2/3=1070.61 კვ.მ-ს. (მიწის ნაკვეთი 200,59 კვ.მ., რაზეც გაშენებულია შენობა-ნაგებობა რჩება საერთო სარგებლობაში).

 

დასკვნაში მოცემული ვარიანტით გამიჯვნის შემთხვევაში მხარეებს დამოუკიდებლად მოსაწყობი ექნებათ კიბის უჯრედები, სამზარეულოები და სველი წერტილები. ამასთან, რომ არ დაირღვეს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნები, საჭიროა ამოშენდეს დანართ №4-ზე და დანართ №5-ზე წითელი ფერით აღნიშნული ფანჯრისა და კარის ღიობები, ასევე მოწყობილ იქნეს დანართ №4-ზე და დანართ №5-ზე ნარინჯის ფერით აღნიშნული კარის ღიობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა №004615017;

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 დეკემბრის №5007911518 მიმართვა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–---------–-----მა განმარტა, რომ გ------–---------–---–ისა და მ-----------------ის უფროსი დაა. მოწმემ მიუთითა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ მ------- სთხოვა, რომ სახლი გაეყოთ და ყველას თავისი წილი დაფიქსირებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი გაბუტული იყო და არ ეკარებოდათ, ამასთან, უფრო მეტს ითხოვდა. მოწმემ აღნიშნა, რომ სახლის გაყოფასთან დაკავშირებით მამას არაფერი უთქვამს, ხოლო დედა იძახდა, რომ მ------- აღარაფერი ეკუთნოდა, ვინაიდან ისედაც ბევრი მისცა. მოპასუხე რადგანაც მათი და იყო დედის გარდაცვალების შემდეგ ქონების 1/3 წილი მისცეს, რაც კანონით ეკუთნოდა. მოწმემ განმარტა, რომ მშობლების დანატოვარ სახლში დღეის მდგომარეობით არავინ ცხოვრობს, თუმცა უყურადღებოდ დატოვებული არ აქვთ. ერთ დღეს სოფელში ასვლისას მეზობელმა უთხრა, რომ მ------მ ცალკე მრიცხველი დააყენა და ელექტროენერგია ინდივიდუალურად გაიყვანა. მოწმის ვარაუდით აღნიშნული იმიტომ გააკეთა, რომ აივნის მხარე დაეჩემებინა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმე ნ-----–---------–-----ის ჩვენება.

 

3.2.2. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა გ---------------–-----მა განმარტა, რომ გ------–---------–---–ი და მ-----------------ე მისი ცოლის დები არიან, რომლებსაც მშობლების დანატოვარი ქონების გაყოფაზე დავა აქვთ. მოწმემ მიუთითა, რომ ქონება მშობლების სიცოცხლეში გაყოფილი არ ყოფილა და დებს ეს საკითხი თითონ უნდა გადაეწყვიტათ, ამასთან, ქონება დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად შუაზე გაყოფილი არაა. მოწმის მტკიცებით, წილი მის მეუღლესაც ჰქონდა, რომელიც გაყიდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმე გ---------------–-----ის ჩვენება.

 

3.2.3. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-–----------მა განმარტა, რომ გ------–---------–---–ი და მ-----------------ე მისი ცოლის დები არიან, რომელთა მშობლებსაც სოფელ ო---–- სახლი ჰქონდათ. მოწმემ აღნიშნა, რომ სიდედრისა და სიმამრისაგან სმენია, რომ ქონება გ------–-სთვის უნდა დაეტოვებინათ, ვინაიდან სხვა დებმა ფულადი თანხა მიიღეს მშობლებისაგან, თუმცა ამის ოფიციალურად გაფორმება ვერ მოხერხდა. მოწმემ მიუთითა, რომ სახლი შუაზე გაყოფილი არ ყოფილა, თუმცა ამაზე დებს შეთანხმება ჰქონდათ. მარცხენა მხარეს გ------–- უნდა ყოფილიყო, ხოლო შესასვლელ მხარეს ნ--- და მ------. მოწმემ აღნიშნა, რომ სახლს ორი ელექტროენერგიის მრიცხველი აქვს. გ------–-ს მრიცხველით მთლიანად სახლი ნათდება, ხოლო მ------- მრიცხველით მხოლოდ აივანი შეიძლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმე ი-–----------ის ჩვენება.

 

3.2.4. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ----–-----------ემ განმარტა, რომ მ-----------------ე მისი მეუღლეა, ხოლო გ------–---------–---–ი ცოლის და. მოწმემ აღნიშნა, რომ სიმამრისა და სიდედრის სახლში ბევრი რამ გაუკეთებია, მათ შორის ბალკონი, რაზეც მიდის დავა. ვ----–-----------ემ მიუთითა, რომ თავიდან მისი მეუღლე და ცოლის დები მშობლების ქონების გაყოფაზე თანხმდებოდნენ და უფროსი დისთვის 5 000 აშშ დოლარი უნდა მიეცათ, ხოლო დანარჩენებს სახლი შუაზე უნდა გაენაწილებინათ, ამასთან კოლიდორი მოწმის განმარტებით მას უნდა გაეკეთებინა, რაზეც უარი განაცხადა. ამის შემდეგ მის მეუღლესა და დანარჩენ დებს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმე ვ----–-----------ის ჩვენება.

 

3.2.5. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------------–-–---–მა განმარტა, რომ იგი მ-----------------ის შვილებთან ერთად გაიზარდა. მათ ოჯახს სოფელ ო---–- ხშირად სტუმრობდა, სადაც მ-----------------ისა და გ------–---------–---–ის დედა ცხოვრობდა. მოწმემ აღნიშნა, რომ სტუმრობის პერიოდში, როდესაც რაღაცას ვერ პოულობდნენ ლ--- ბებოს ხშირად უთქვია, რომ მ------- მხარეს გასულიყო და იქ მოეძებნა, ხოლო აღნიშნული ადგილი ჭიშკრის მხარეს მდებარეობდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმე მ------------–-–---–ის ჩვენება.

 

3.2.6. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-–----–------------–მა განმარტა, რომ მ-----------------ის მშობლების ბინაში ნამუშევარი აქვს, სადაც აივნის გაკეთებაში მიიღო მონაწილეობა. მოწმემ აღნიშნა, რომ იმ პერიოდში მ-----------------ე და მისი მეუღლე იქ ცხოვრობდნენ, რომლებიც გზის მხარეს მდებარე ოთახებით სარგებლობდენ. მოწმემ მიუთითა, რომ მ------- მეუღლემ საუბარში უთხრა, რომ ეს მხარე მათი იყო, რაც მისმა სიდედრმა და სიმამრმაც დაადასტურა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმე მ-–----–------------–ის ჩვენება.

 

3.2.7. სასამართლოზე დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------–--მა განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე ექსპერტიზის დასკვნები მან მოამზადა, რომელთა სისწორესაც ადასტურებს. გ----------------–--მა აღნიშნა, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროს ადგილზე გავიდა, სადაც მხარეთა შორის უძრავი ქონება ფაქტობრივად გამიჯნული არ დახვდა. ექსპერტმა მიუთითა, რომ უძრავი ქონების გამიჯვნა ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე ორივე დასკვნის მიხედვით შესაძლებელია, თუმცა ამისთვის საჭიროა დეტალური სამშენებლო პროექტისა და გარკვეული სამუშაოების ჩატარება, რაც გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეიძლება. ექსპერტმა აღნიშნა, რომ გ------–---------–---–ის დასკვნის მიხედვით უფრო მეტი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ეს სამუშაოები უფრო ძვირი დაჯდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტ გ----------------–--ის ჩვენება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმეში მონაწილე პირებს არ შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები მათ შესახებ. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე და აქედან გამომდინარე, მხარეებს უფლება აქვთ უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებები სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივად გაყოფასთან დაკავშირებით გაზიარებული არ უნდა იქნეს, ვინაიდან ზემოაღნიშნული მოწმეები მოსარჩელე გ------–---------–---–ისა და მოპასუხე მ-----------------ის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს წარმოადგენენ, რომლებიც ფაქტობრივ გარემოებებს მათი ოჯახის წევრისა და ახლობლის სასარგებლოდ აღწერენ, რაც მათი ჩვენების არასარწმუნოებაზე მიუთითებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლოზე დაკითხულმა ექსპერტმა განაცხადა, რომ სადავო უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერებისას მას უძრავი ნივთი ფაქტობრივად გაყოფილი არ დახვდა. თუმცა, აღნიშნულს შესაძლოა მნიშვნელობა ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუ საზიარო უფლების ნატურით გაყოფა შესაძლებელია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------–---------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

- საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე, 964-ე მუხლები;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღნიშნული დებულების მიზანია ყოველი პირის დაცვა სხვა პირების მხრიდან მისი საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან. ამასთან, საკუთრება წარმოადგენს პირთა აბსოლუტურ უფლებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ქონების ამა თუ იმ პირზე კუთვნილებას უნდა აცნობიერებდეს არა მარტო ამ ნივთის მფლობელი, არამედ ყველა დანარჩენი მესამე პირი. ეს წინაპირობები აუცილებელია იმისათვის, რათა მესაკუთრემ შეძლოს ქონებასთან თავისუფალი ურთიერთობების განხორციელება. სასამართლო განმარტავს, რომ ნივთზე საერთო საკუთრების არსებობა არ ნიშნავს საკუთრების უფლების შეზღუდვას და დაკნინებას. თითოეული თანამესაკუთრე სრულფასოვნად უნდა ახორციელებდეს თავის უფლებას და თავისუფლად უნდა სარგებლობდეს თანასაკუთრებაში არსებული ნივთით, თუმცა - სხვა თანამესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით. საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, როდესაც მესაკუთრე საერთო (წილად) საკუთრებაში არსებულ ნივთზე სრულფასოვნად ვერ ახორციელებს თავის უფლებას, ან სხვა რაიმე მიზეზით მისთვის მოუხერხებელია სხვა თანამესაკუთრესთან საერთო უფლებით დაკავშირება, კანონი ნებისმიერ თანამესაკუთრეს აძლევს უფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოტივით მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით (სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი), ხოლო თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია - საზიარო საგნის რეალიზაციით (სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლი).

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. ამდენად, საზიარო უფლების გაუქმება წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნას, რომლის დისპოზიციური უფლებამოსილება – შეარჩიოს საზიარო უფლების გაუქმების კონკრეტული საშუალება, შეზღუდულია მატერიალური კანონმდებლობით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა გაუქმდეს გ------–---------–---–სა და მ-----------------ეს შორის საზიარო უფლება ნატურით გაყოფის გზით.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სადავო საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ „საზიარო უფლების გაუქმება კანონით გარანტირებული უფლებაა. იგი მესაკუთრის აბსოლუტურ უფლებათა რანგშია აყვანილი იმ თვალსაზრისით, რომ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადას არ ექვემდებარება, ამასთან, პატივსადები ინტერესის არსებობის შემთხვევაში მისი მოთხოვნა მაშინაც შეიძლება, როდესაც შეთანხმებით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება სამუდამოდ ან განსაზღვრული ვადით გამორიცხულია. კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა. საზიარო უფლების მქონეს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება)“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე №ას-1148-10---2014, 19 მარტი, 2015 წელი).

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 6 მარტის №001200717 დასკვნისა და 2017 წლის 9 აგვისტოს №004615017 დასკვნის თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო---–-, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №6--0--4--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე - საცხოვრებელს სახლსა და მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული წილების შესაბამისად შესაძლებელია იმგვარად, როგორ ეს დატანილია აღნიშნული დასკვნების დანართ 4-ზე, დანართ 5-ზე და დანართ 6-ზე, ამასთან, დასკვნებში მოცემული ვარიანტით გამიჯვნის შემთხვევაში მხარეებს დამოუკიდებლად მოსაწყობი ექნებათ კიბის უჯრედები, სამზარეულოები და სველი წერტილები. ასევე, რომ არ დაირღვეს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნები, საჭიროა ამოშენდეს დანართ №4-ზე და დანართ №5-ზე წითელი ფერით აღნიშნული ფანჯრისა და კარის ღიობები და მოწყობილ იქნეს დანართ №4-ზე და დანართ №5-ზე ნარინჯის ფერით აღნიშნული კარის ღიობები.

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს გაუქმდეს გ------–---------–---–სა და მ-----------------ეს შორის საზიარო უფლება ნატურით გაყოფის გზით უძრავ ქონებაზე მდებარე, კასპის რაიონის სოფელ ო---–-, რუსთაველის ქუჩა მე-7 შესახვევი, სახლი №1-ში (--------------------------0--4--0--- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 6 მარტის №001200717 დასკვნის შესაბამისად, კერძოდ, 1/3 წილის მესაკუთრეს, მ-----------------ეს შენობა-ნაგებობის მთლიანი შიდა საერთო ფართიდან 181,9 კვ.მ-დან გამოეყოს ოთახები საერთო ფართობით 60,63 კვ.მ., რაც ემთხვევა მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობს - 181,9*1/3=60,63 კვ.მ-ს და შენობა-ნაგებობის დამხმარე სათავსოების მთლიანი შიდა საერთო ფართობიდან 163,24 კვ.მ-დან გამოეყოს დამხმარე სათავსოები 54.41 კვ.მ., რაც ემთხვევა მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობს 163,24*1/3=54,42 კვ.მ-ს. მთლიანი მიწის ნაკვეთიდან განაშენიანებული ფართის გამოკლებით 1806,5-200,59=1605,91 კვ.მ-დან მ-----------------ეს გამოეყოს 535,3 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაც ემთხვევა მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობს 1605,91*1/3=535,30 კვ.მ-ს. (მიწის ნაკვეთი 200,59 კვ.მ., რაზეც გაშენებულია შენობა-ნაგებობა რჩება საერთო სარგებლობაში).

 

2/3 წილის მესაკუთრეს, გ------–---------–---–ს შენობა-ნაგებობის მთლიანი შიდა საერთო ფართობიდან 181,9 კვ.მ-დან გამოეყოს ოთახები საერთო ფართობით 121,27 კვ.მ., რაც ემთხვევა მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობს - 181,9*2/3=121,27 კვ.მ-ს და შენობა-ნაგებობის დამხმარე სათავსოების მთლიანი შიდა საერთო ფართობიდან 163,24 კვ.მ-დან გამოეყოს დამხმარე სათავსოები 108,83 კვ.მ., რაც ემთხვევა მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობს 163,24*2/3=108,83 კვ.მ-ს. მთლიანი მიწის ნაკვეთიდან განაშენიანებული ფართის გამოკლებით 1806,5-200,59=1605,91 კვ.მ-დან გ------–---------–---–ს გამოეყოს 1070,61 კვ.მ-ს მიწის ნაკვეთი, რაც ემთხვევა მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობს 1605,91*2/3=1070,61 კვ.მ-ს. (მიწის ნაკვეთი 200,59 კვ.მ., რაზეც გაშენებულია შენობა-ნაგებობა რჩება საერთო სარგებლობაში).

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ექსპერტის დასკვნის თუ აუდიტორული დასკვნის შემოწმება და შეფასება მტკიცების პროცესის აუცილებელი პირობაა. ექსპერტის დასკვნის უარყოფა ან გამოყენება მტკიცებულებად არ შეიძლება, თუ იგი არ იქნება შემოწმებული და შეფასებული 105-ე მუხლის შესაბამისად. ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე №ას-633-966-07).

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ორი ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა ორივე დასკვნა მიუთითებს მხარეთა დამატებით ვალდებულებებსა და განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოებზე. სასამართლო სხდომაზე განხილულ იქნა ექსპერტის მიერ შემოთავაზებული ქონების გაყოფის პერსპექტივები, თუმცა როგორც გამოირკვა წარმოდგენილი დასკვნების ფარგლებში მხარეებისათვის ეს ფაქტობრივად მიუღწეველი შედეგია. ამასთან, მხარეები ვერც შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობაზე და ვერ გასაწევ ხარჯებზე ვერ თანხმდებიან, რის გამოც სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავის ფარგლებში, საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი არ ითვალისწინებს ნატურით გაყოფის ისეთ კანონისმიერ შესაძლებლობას, როდესაც მხარეებს დამატებით გასაღები ექნებათ კიდევ სხვა ხარჯები. აღნიშნული მუხლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საზიარო უფლების საგანი, თავიდანვე, ყოველგვარი დამატებითი სამუშაოების ჩატარების გარეშე იყოს გაყოფადი (წილების შესაბამისად) ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. გარდა ამისა, დამატებითი ხარჯების გაღება მიუთითებს იმაზე, რომ ნივთის ერთგვაროვან ნაწილებად გაყოფა შეუძლებელია, რომ არაფერი ვთქვათ ასეთი გაყოფის შედეგად მიღებული ნივთების ღირებულების შემცირებაზე, რაც ბუნებრივია, ვინაიდან გაყოფის შედეგად მიღებულ ნივთებს არ ექნებათ ის სველი წერტილები, რაც ნივთს ამჟამად გააჩნია.

 

ამდენად, საზიარო უფლების ნატურით გაყოფისათვის აუცილებელი წინაპირობაა - საგნის ღირებულების შემცირების გარეშე ერთგვაროვან ნაწილებად გაყოფის შესაძლებლობა. ამ წინაპირობის არარსებობა კი, გამორიცხავს მოცემული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას. თუმცა, საზიარო საგნის ნატურით გამიჯვნის შეუძლებლობა არ უკარგავს პირს უფლებას, საზიარო საგანზე საკუთრების უფლება დაიცვას კანონით გათვალისწინებული სხვა წესით - საზიარო საგნის გაყიდვის შედეგად ამ უფლების გაუქმებით.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით მიხედვით, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

 

მოცემულ დავაზე დავის საგნის ფასი შეადგენს 4 000 ლარს, რის გამოც მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით 120 ლარი გადაიხადა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ დავაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე, არ დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა საზიარო უფლების მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით გაყოფასთან დაკავშირებით, რის გამოც მოსარჩელეს არ უნდა დაეკისროს მოპასუხის მიერ გაღებული სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება, ხოლო სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. გ------–---------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. გორი, ს. ჯორბენაძის ქუჩა №30);

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი