გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/529-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - ბ--–- ბ--------–---–-, თ------- მ-–---–----, ა----- ნ-------, მ--- ი------, ე-- კ-------–---–-, ბ---- შ--------, რ--------- გ-----, ლ--- ე----–---–-, ნ----- კ---------, ლ---- კ-------, ი- ნ------
წარმომადგენელი - ბექა გულედანი
მოპასუხე - შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’
წარმომადგენელი - ვა---– კ-------–---–-
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ბ--–- ბ--------–---–-- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 6 260 ლარის და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დავალიანების 0.07%-ის გადახდა;
1.2. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე თ------- მ-–---–----- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 1 025 ლარის და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დავალიანების 0.07%-ის გადახდა;
1.3. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ა----- ნ-------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 3 028 ლარის და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დავალიანების 0.07%-ის გადახდა;
1.4. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე მ--- ი------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 3 192.83 ლარის და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დავალიანების 0.07%-ის გადახდა;
1.5. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ე-- კ-------–---–-- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 6 090.03 ლარის და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დავალიანების 0.07%-ის გადახდა;
1.6. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ბ---- შ--------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 2 609.78 ლარის და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დავალიანების 0.07%-ის გადახდა;
1.7. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე რ--------- გ------ სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 8 431.33 ლარის და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დავალიანების 0.07%-ის გადახდა;
1.8. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ლ--- ე----–---–-- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 9 725.40 ლარის და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დავალიანების 0.07%-ის გადახდა;
1.9. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ნ----- კ---------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 1 241.92 ლარის და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დავალიანების 0.07%-ის გადახდა;
1.10. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ლ---- კ-------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 9 609.80 ლარის და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დავალიანების 0.07%-ის გადახდა;
1.11. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ი- ნ------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 3 272 ლარის და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დავალიანების 0.07%-ის გადახდა.
(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოტხოვნა ტომი 2, ს.ფ. 1-31).
მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითეს შემდეგი:
ბ--–- ბ--------–---–- 2015 წლის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ში ექიმ ნეონატოლოგის თანამდებობაზე. შრომითი ხელშეკრულების 3.1 მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) შეადგენს, როგორც დღის პასუხისმგებელი ექიმ-ნეონატოლოგი დარიცხული 375 ლარი; სტაციონარული პაციენტიდან დარიცხული 10 ლარი; ამბულატორიული 30 ლარიანი მომსახურებიდან დარიცხული 62.5 % გამოსახული ლარში და 50 ლარიანი მომსახურებიდან დარიცხული 67.5 % გამოსახული ლარში. მოპასუხის სახელფასო დავალიანება ბ--–- ბ--------–---–-- მიმართ შეადგენს 6 260 ლარს.
თ------- მ-–---–---- 2013 წლის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ში ექიმ რადიოლოგის და ექიმი ნეონატოლოგის პოზიციაზე. შრომითი ხელშეკრულების 3.1 მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრებოდა გამომუშავებით. ნეიროსონოსკოპიური კვლევა :სტაციონარში - 6.25 ლარი დარიცხული, აბულატორიული - 62.50%. თ------- მ-–---–---- 2017 წლის ივლისი - აგვისტოს თვეში (2თვე) და ასევე 2018 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ნოემბერი და დეკემბერი (6 თვე) ხელფასი არ მიუღია, შესაბამისად, მოპასუხის სახელფასო დავალიანება მის მიმართ შეადგენს 1 025 ლარს.
ა----- ნ------- 2015 წლის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მსახურობდა შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ში ექიმ მეან-გინეკოლოგის პოზიციაზე. შრომითი ხელშეკრულების 3.1 მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრებოდა გამომუშავებით. შრომის ანაზღაურების დანართის მიხედვით, დასაქმებულს ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ეძლეოდა შემდეგი კალკულაციით: სპეციალობა მეან-გინეკოლოგი (სტაციონარი და ამბულატორია) :1. მორიგეობა ბრიგადის ხელმძღვანელის დარიცხული 20 ლარი და ბრიგადის წევრობის დარიცხული 15 ლარი; 2. ფიზიოლოგიური მშობიარობა: ა) ოპერატორი 50 ლარი დარიცხული, ბ) პირველი ასისტენტი 15 ლარი დარიცხული, გ) მეორე ასისტენტი 10 ლარი დარიცხული; 3. საკეისრო კვეთა: ა) ოპერატორი 75 ლარი დარიცხული, ბ) პირველი ასისტენტი 20 ორი დარიცხული, გ) მეორე ასისტენტი 10 ლარი დარიცხული; 4. გინეკოლოგიური ოპერაცია: ა) ოპერატორი 100 ლარი დარიცხული, ბ) პირველი ასისტენტი 25 ლარი დარიცხული, გ) მეორე ასისტენტი 20 ლარი დარიცხული, დ) მედიკამენტოზური აბორტი, საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა 42.50 ლარი დარიცხული; 5. პირადი ჰონორარი 20%-ის გამოკლებით; 6. ექიმის ამბულატორიული კონსულტაცია 50% დარიცხული; 7. ანტენატალური მეთვალყურეობა (სახელმწიფო დაფინანსებით) 5 ლარი 2018 წლის თებერვლამდე და 6.25 ლარი 2018 წლის თებერვლიდან. ა----- ნ-------- 2017 წლის აპრილიდან სექტემბრის თვის ჩათვლით (6 თვე) და ასევე 2018 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით და ნოემბერი დეკემბერი (6 თვე) ხელფასის სახით, მიღებული აქვს მხოლოდ ექიმის ინდივიდუალური ანაზღაურების თანხები და მოპასუხის სახელფასო დავალიანება მის მიმართ შეადგენს 3 028 ლარს.
მ--- ი------ 2015 წლის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ში ექიმ მეან-გინეკოლოგის პოზიციაზე. შრომითი ხელშეკრულების 3.1 მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) და შრომის ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრებოდა გამომუშავებით და მორიგეობის მიხედვით. შრომის ანაზღაურების დანართის მიხედვით შრომის ანაზღაურების დანართის მიხედვით, დასაქმებულს ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ეძლეოდა შემდეგი კალკულაციით: სპეციალობა მეან-გინეკოლოგი (სტაციონარი და ამბულატორია) :1. მორიგეობა ბრიგადის ხელმძღვანელის დარიცხული 20 ლარი და ბრიგადის წევრობის დარიცხული 15 ლარი; 2. ფიზიოლოგიური მშობიარობა: ა) ოპერატორი 50 ლარი დარიცხული, ბ) პირველი ასისტენტი 15 ლარი დარიცხული, გ) მეორე ასისტენტი 10 ლარი დარიცხული; 3. საკეისრო კვეთა: ა) ოპერატორი 75 ლარი დარიცხული, ბ) პირველი ასისტენტი 20 ორი დარიცხული, გ) მეორე ასისტენტი 10 ლარი დარიცხული; 4. გინეკოლოგიური ოპერაცია: ა) ოპერატორი 100 ლარი დარიცხული, ბ) პირველი ასისტენტი 25 ლარი დარიცხული, გ) მეორე ასისტენტი 20 ლარი დარიცხული, დ) მედიკამენტოზური აბორტი, საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა 42.50 ლარი დარიცხული; 5. პირადი ჰონორარი 20%-ის გამოკლებით; 6. ექიმის ამბულატორიული კონსულტაცია 50% დარიცხული; 7. ანტენატალური მეთვალყურეობა (სახელმწიფო დაფინანსებით) 5 ლარი 2018 წლის თებერვლამდე და 6.25 ლარი 2018 წლის თებერვლიდან. მ--- ი------- 2017 წლის აპრილიდან სექტემბრის თვის ჩათვლით (6 თვე) და ასევე 2018 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით (4 თვე) ხელფასის სახით, მიღებული აქვს მხოლოდ ექიმის ინდივიდუალური ანაზღაურების თანხები და მოპასუხის სახელფასო დავალიანება მის მიმართ შეადგენს 3 192.83 ლარს
ე-- კ-------–---–- 2015 წლის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ში ექიმ მეან- გინეკოლოგის პოზიციაზე. შრომითი ხელშეკრულების 3.1 მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრებოდა გამომუშავებით და მორიგეობის მიხედვით. შრომის ანაზღაურების დანართის მიხედვით შრომის ანაზღაურების დანართის მიხედვით, დასაქმებულს ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ეძლეოდა შემდეგი კალკულაციით: სპეციალობა მეან-გინეკოლოგი (სტაციონარი და ამბულატორია) :1. მორიგეობა ბრიგადის ხელმძღვანელის დარიცხული 20 ლარი და ბრიგადის წევრობის დარიცხული 15 ლარი; 2. ფიზიოლოგიური მშობიარობა: ა) ოპერატორი 50 ლარი დარიცხული, ბ) პირველი ასისტენტი 15 ლარი დარიცხული, გ) მეორე ასისტენტი 10 ლარი დარიცხული; 3. საკეისრო კვეთა: ა) ოპერატორი 75 ლარი დარიცხული, ბ) პირველი ასისტენტი 20 ორი დარიცხული, გ) მეორე ასისტენტი 10 ლარი დარიცხული; 4. გინეკოლოგიური ოპერაცია: ა) ოპერატორი 100 ლარი დარიცხული, ბ) პირველი ასისტენტი 25 ლარი დარიცხული, გ) მეორე ასისტენტი 20 ლარი დარიცხული, დ) მედიკამენტოზური აბორტი, საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა 42.50 ლარი დარიცხული; 5. პირადი ჰონორარი 20%-ის გამოკლებით; 6. ექიმის ამბულატორიული კონსულტაცია 50% დარიცხული; 7. ანტენატალური მეთვალყურეობა (სახელმწიფო დაფინანსებით) 5 ლარი 2018 წლის თებერვლამდე და 6.25 ლარი 2018 წლის თებერვლიდან. ე-- კ-------–---–- 2017 წლის აპრილიდან სექტემბრის თვის ჩათვლით (6 თვე), ასევე 2018 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით (4 თვე) ხელფასის სახით, მიღებული აქვს მხოლოდ ექიმის ინდივიდუალური ანაზღაურების თანხები და მოპასუხის სახელფასო დავალიანება მის მიმართ შეადგენს 6 090.03 ლარს.
ბ---- შ-------- 2015 წლის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ში ექიმ-ნეონატოლოგის პოზიციაზე. შრომითი ხელშეკრულების 3.1 მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) შეადგენს ყოველი მორიგეობიდან დარიცხული 15 ლარი და ყოველი პაციენტიდან დარიცხული 7.5 ლარს. ბ---- შ--------- 2017 წლის მაისიდან სექტემბრის ჩათვლით (5 თვე) და ასევე 2018 წლის ივლისიდან სექტემბრის თვის ჩათვლით (3 თვე) ხელფასი არ მიუღია და მოპასუხის სახელფასო დავალიანება მის მიმართ შეადგენს 2 609.78 ლარს
რ--------- გ----- 2015 წლის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მსახურობდა შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ში ექიმ მეან-გინეკოლოგის პოზიციაზე. შრომითი ხელშეკრულების 3.1 მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრებოდა გამომუშავებით და მორიგეობის მიხედვით. შრომის ანაზღაურების დანართის მიხედვით შრომის ანაზღაურების დანართის მიხედვით, დასაქმებულს ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ეძლეოდა შემდეგი კალკულაციით: სპეციალობა მეან-გინეკოლოგი (სტაციონარი და ამბულატორია) :1. მორიგეობა ბრიგადის ხელმძღვანელის დარიცხული 20 ლარი და ბრიგადის წევრობის დარიცხული 15 ლარი; 2. ფიზიოლოგიური მშობიარობა: ა) ოპერატორი 50 ლარი დარიცხული, ბ) პირველი ასისტენტი 15 ლარი დარიცხული, გ) მეორე ასისტენტი 10 ლარი დარიცხული; 3. საკეისრო კვეთა: ა) ოპერატორი 75 ლარი დარიცხული, ბ) პირველი ასისტენტი 20 ორი დარიცხული, გ) მეორე ასისტენტი 10 ლარი დარიცხული; 4. გინეკოლოგიური ოპერაცია: ა) ოპერატორი 100 ლარი დარიცხული, ბ) პირველი ასისტენტი 25 ლარი დარიცხული, გ) მეორე ასისტენტი 20 ლარი დარიცხული, დ) მედიკამენტოზური აბორტი, საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა 42.50 ლარი დარიცხული; 5. პირადი ჰონორარი 20%-ის გამოკლებით; 6. ექიმის ამბულატორიული კონსულტაცია 50% დარიცხული; 7. ანტენატალური მეთვალყურეობა (სახელმწიფო დაფინანსებით) 5 ლარი 2018 წლის თებერვლამდე და 6.25 ლარი 2018 წლის თებერვლიდან. რ--------- გ----- 2017 წლის აპრილიდან სექტემბრის თვის ჩათვლით (6 თვე) და ასევე 2018 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ასევე ნოემბერი და დეკემბერი (6 თვე) ხელფასის სახით, მიღებული აქვს მხოლოდ ექიმის ინდივიდუალური ანაზღაურების თანხები და მოპასუხის სახელფასო დავალიანება მის მიმართ შეადგენს 8 431.33 ლარს.
ლ--- ე----–---–- 2015 წლის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ში ექიმ რადიოლოგის პოზიციაზე. შრომითი ხელშეკრულების 3.1. მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრებოდა პაციენტის მომსახურების ღირებულების 37.5%-ს გამოსახულს ლარებში. ლ--- ე----–---–- 2018 წლის მარტის თვეში და ასევე 2018 წლის ოქტომბერი - დეკემბერის ჩათვლით (9 თვე) ხელფასი არ მიუღია და მოპსუხის სახელფასო დავალიანება მის შეადგენს 9 725.40 ლარს.
ნ----- კ--------- 2015 წლის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მსახურობდა შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ში ექიმ-ნეონატოლოგის თანამდებობაზე. დღეის მდგომარეობით მოპასუხის სახელფასო დავალიანება მის მიმართ შეადგენს 1 241.92 ლარს.
ლ---- კ------- 2015 წლის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ში ექიმ მეან-გინეკოლოგის პოზიციაზე. შრომითი ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრებოდა გამომუშავებით. შრომის ანაზღაურების დანართის მიხედვით შრომის ანაზღაურების დანართის მიხედვით, დასაქმებულს ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ეძლეოდა შემდეგი კალკულაციით: სპეციალობა მეან-გინეკოლოგი (სტაციონარი და ამბულატორია) : 1. მორიგეობა ბრიგადის ხელმძღვანელის დარიცხული 20 ლარი და ბრიგადის წევრობის დარიცხული 15 ლარი; 2. ფიზიოლოგიური მშობიარობა: ა) ოპერატორი 50 ლარი დარიცხული, ბ) პირველი ასისტენტი 15 ლარი დარიცხული, გ) მეორე ასისტენტი 10 ლარი დარიცხული; 3. საკეისრო კვეთა: ა) ოპერატორი 75 ლარი დარიცხული, ბ) პირველი ასისტენტი 20 ორი დარიცხული, გ) მეორე ასისტენტი 10 ლარი დარიცხული; 4. გინეკოლოგიური ოპერაცია: ა) ოპერატორი 100 ლარი დარიცხული, ბ) პირველი ასისტენტი 25 ლარი დარიცხული, გ) მეორე ასისტენტი 20 ლარი დარიცხული, დ) მედიკამენტოზური აბორტი, საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა 42.50 ლარი დარიცხული; 5. პირადი ჰონორარი 20%-ის გამოკლებით; 6. ექიმის ამბულატორიული კონსულტაცია 50% დარიცხული; 7. ანტენატალური მეთვალყურეობა (სახელმწიფო დაფინანსებით) 5 ლარი 2018 წლის თებერვლამდე და 6.25 ლარი 2018 წლის თებერვლიდან. სპეციალობა რადიოლოგი: 1. ექოსკოპია 37.5% დარიცხული; 2. ანტინატალური მეთვალყურეობა 5 ლარი 2018 წლის თებერვლამდე და 6.25 ლარი 2018 წლის თებერვლიდან. ლ---- კ-------- 2017 წლის აპრილიდან სექტემბრის თვის ჩათვლით (6 თვე) და ასევე 2018 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით და ნოემბერი დეკემბერი(6 თვე) ხელფასის სახით, მიღებული აქვს მხოლოდ ექიმის ინდივიდუალური ანაზღაურების თანხები და მოპასუხის სახელფასო დავალიანება შეადგენს 9 609.80 ლარს.
ი- ნ------ 2015 წლის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ში ექიმ თერაპევტისა და კარდიოლოგის თანამდებობაზე. შრომითი ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, დასაქმებულის ყოველთვიური. დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ეს ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრებოდა ამბულატორიულად, ყოველი პაციენტის მომსახურებიდან დარიცხული 50% გამოსახული ლარებში, როგორც კარდიოლოგი - კონსულტაციის ღირებულებიდან 50 % გამოსახული ლარებში და ანტენატალური პროგრამის მონაწილეთა მომსახურებიდან 5 ლარი. შრომის ანაზღაურების დანართის მიხედვით, დასაქმებულს ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ეძლეოდა შემდეგი კალკულაციით: სპეციალობა ექიმი თერაპევტი კარდიოლოგი (სტაციონარი და ამბულატორია): 1 საკეისრო კვეთა კონსულტაცია 10 ლარი დარიცხული; 2. გინეკოლოგიური ოპერაცია, წინასაოპერაციო კონსულტაცია 25 ლარი დარიცხული; 3. ამბულატორიული კონსულტაცია თერაპიული 20 ლარი დარიცხული, კარდიოლოგი 25 ლარი დარიცხული. 4. ორსულთავანტენატალური მეთვალყურეობა (სახელმწიფო დაფინანსებით) 5 ლარი ხელზე ასაღები. ი- ნ------- 2017 წლის მაისიდან დეკემბრის თვის ჩათვლით (8 თვე) და ასევე 2018 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, ნოემბერი - დეკემბერი (5 თვე) არ აქვს მიღებული ხელფასი და მოპასუხის სახელფასო დავალიანება შეადგენს 3 272 ლარს.
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა. მოპასუხე დაეთანხმა მასსა და მოსარჩელეებს შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტს, თუმცა მიუთითა რომ თითოეულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით ბუნდოვანია როგორც მითითებული თანხების წარმომავლობა, ასევე მათი გაანგარიშება.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 30 იანვარს ბ--–- ბ--------–---–-, როგორც დასაქმებულს და შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს, როგორც დამსაქმებელს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე დაინიშნა ექიმ-ნეონატოლოგის თანამდებობაზე.
ხელშეკრულების 3.1 მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) შეადგენს: როგორც დღის პასუხისმგებელი ექიმ-ნეონატოლოგი დარიცხული 375 ლარი; სტაციონარული პაციენტიდან დარიცხული 10 ლარი; ამბულატორიული 30 ლარიანი მომსახურებიდან დარიცხული 62.5 % გამოსახული ლარში და 50 ლარიანი მომსახურებიდან დარიცხული 67.5 % გამოსახული ლარში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ.29-31);
- ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2013 წლის 30ივლისს თ------- მ-–---–----, როგორც დასაქმებულს და შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს, როგორც დამსაქმებელს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე დაინიშნა ექიმის რადიოლოგის თანამდებობაზე.
შრომითი ხელშეკრულების 3.1 მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრებოდა გამომუშავებით. ნეიროსონოსკოპიური კვლევა :სტაციონარში - 6.25 ლარი დარიცხული, აბულატორიული - 62.50%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ.37-41);
- ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2015 წლის 30 იანვარს ა----- ნ--------, როგორც დასაქმებულს და შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს, როგორც დამსაქმებელს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე დაინიშნა ორდინატორის, ექიმ-მეან-გინეკოლოგის თანამდებობაზე.
ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შრომის ანაზღაურების ოდენობა შეადგენს: ა) ყოველი მორიგეობის საფასურს, დირექტორის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად; ბ) კლინიკური მომსახურების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიებთან, მათ შორის ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეთათვის, კლინიკაში მოქმედი ხარჯთაღრიცხვით გაწერილ თანხას; გ) კლინიკაში მოქმედი შიდა სტანდარტის ან ზესტანდარტული მომსახურების შემთხვევაში, ექიმსა და პაციენტს შორის მოლაპარაკების შედეგად მომსახურების ინდივიდუალურ საფასურს, გამოსახულს ლარებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება, დანართი (ტომი 1, ს.ფ.67-69; 70);
- ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2015 წლის 30 იანვარს მ--- ი-------, როგორც დასაქმებულს და შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს, როგორც დამსაქმებელს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე დაინიშნა ორდინატორის, ექიმ-მეან-გინეკოლოგის თანამდებობაზე.
ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შრომის ანაზღაურების ოდენობა შეადგენს: ა) ყოველი მორიგეობის საფასურს, დირექტორის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად; ბ) კლინიკური მომსახურების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიებთან, მათ შორის ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეთათვის, კლინიკაში მოქმედი ხარჯთაღრიცხვით გაწერილ თანხას; გ) კლინიკაში მოქმედი შიდა სტანდარტის ან ზესტანდარტული მომსახურების შემთხვევაში, ექიმსა და პაციენტს შორის მოლაპარაკების შედეგად მომსახურების ინდივიდუალურ საფასურს, გამოსახულს ლარებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება, დანართი (ტომი 1, ს.ფ.82-89);
- ახსნა-განმარტება.
3.1.5. 2015 წლის 30 იანვარს ე-- კ-------–---–-, როგორც დასაქმებულს და შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს, როგორც დამსაქმებელს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე დაინიშნა ორდინატორის - ექიმ მეან-გინეკოლოგის თანამდებობაზე.
ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) განისაზღვრება გამომუშავებით და მორიგეობის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება, დანართი (ტომი 1, ს.ფ.104-112);
- ახსნა-განმარტება.
3.1.6. 2015 წლის 30 იანვარს ბ---- შ---------, როგორც დასაქმებულს და შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს, როგორც დამსაქმებელს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე დაინიშნა ექიმ-ნენოატოლოგის თანამდებობაზე.
ხელშეკრულების 3.1 მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) შეადგენს ყოველი მორიგეობიდან დარიცხული 15 ლარი და ყოველი პაციენტიდან დარიცხული 7.5 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება, დანართი (ტომი 1, ს.ფ.126-128);
- ახსნა-განმარტება.
3.1.7. 2015 წელს რ--------- გ-----, როგორც დასაქმებულს და შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს, როგორც დამსაქმებელს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე დაინიშნა ორდინატორის - ექიმ მეან-გინეკოლოგის თანამდებობაზე.
ხელშეკრულების 3.1 მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრებოდა გამომუშავებით და მორიგეობის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახსნა-განმარტება, დანართი (ტომი 1, ს.ფ.133);
- აღრიცხვის ფურცელი (ტომი 1, ს.ფ.134-150).
3.1.8. 2015 წლის 01 ივნისს ლ--- ე----–---–-, როგორც დასაქმებულს და შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს, როგორც დამსაქმებელს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე დაინიშნა ექიმ-რადიოლოგის თანამდებობაზე.
ხელშეკრულების 3.1. მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრება პაციენტის მომსახურების ღირებულების 37.5%-ს გამოსახულს ლარებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება, დანართი (ტომი 1, ს.ფ.151-157);
- ახსნა-განმარტება.
3.1.9. 2015 წლის მარტში ნ----- კ----------, როგორც დასაქმებულს და შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს, როგორც დამსაქმებელს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე დაინიშნა ექიმ-ნეონატოლოგის თანამდებობაზე.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შრომის ანაზღაურების ოდენობა შეადგენს - გამომუშავებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება, დანართი (ტომი 1, ს.ფ.43-47);
- ახსნა-განმარტება.
3.1.10. 2015 წლის 30 იანვარს ლ---- კ--------, როგორც დასაქმებულს და შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს, როგორც დამსაქმებელს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე დაინიშნა ექიმი მეან-გინეკოლოგის თანამდებობაზე.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, დამქირავებელი ვალდებულია მუშაკს შრომის ანაზღაურების სახით გადაუხადოს ხელფასი შესრულებული სამუშაოს მიხედვით ურთიერთშეთანხმების საფუძველზე (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება, დანართი (ტომი 1, ს.ფ.194-195);
- ახსნა-განმარტება.
3.1.11. 2015 წლის 30 იანვარს ი- ნ-------, როგორც დასაქმებულს და შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს, როგორც დამსაქმებელს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე დაინიშნა ექიმ-თერაპევტისა და კარდიოლოგის თანამდებობაზე.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შრომის ანაზღაურების შეადგენს: ა) ამბულატორიულად ყოველი პაციენტის მომსახურებიდან დარიცხული 50% გამოსახული ლარებში; ბ) როგორც კარდიოლოგი - კონსულტაციის ღირებულებიდან 50% გამოსახული ლარებში; გ) ანტენატალური პროგრამის მონაწილეთა მომსახურებიდან დარიცხული 5 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება, დანართი (ტომი 1, ს.ფ.230-234);
- ახსნა-განმარტება.
3.1.12. მოსარჩელეებს ბ--–- ბ--------–---–-, თ------- მ-–---–----, ა----- ნ--------, მ--- ი-------, ე-- კ-------–---–-, ბ---- შ---------, რ--------- გ-----, ლ--- ე----–---–-, ნ----- კ----------, ლ---- კ-------- და ი- ნ------- და მოპასუხე შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს შორის შეწყვეტილია შრომით სამართლებრივი ურთიერთობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო მიუთითებს, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ სასამართლომ უნდა განსაზღვროს სადავო და უდავო ფაქტები. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ჰპოვებს გამოვლინებას. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემული მუხლის საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ მხარეს, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი (იხ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 2013 წლის 11 ნოემბერი).
მხარეთა მიერ მტკიცების ტვირთის რეალიზებასა და მტკიცების საგნის განსაზღვრას ახასიათებს მჭიდრო ურთიერთკავშირი, რადგანაც სასამართლოში ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა დაკავშირებულია განსაზღვრული ფაქტების დადგენასთან. სწორედ ამიტომ მტკიცების საგანს პროცესუალურ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა. ასეთივე პრინციპული მნიშვნელობის მქონეა პროცესუალური საკითხი მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ. სამოქალაქო სამართალწარმოებაში არსებობს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური და ზოგადი წესები. ზოგიერთ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის განაწილების წესები ჩამოყალიბებულია მატერიალურ-სამართლებრივ ნორმებში და გამოხატულია იმპერატიული ფორმით. მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგიერთ საგამონაკლისო შემთხვევებში, ფაქტების მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი ერთმანეთს უნდა გაემიჯნოს. ეს ის საგამონაკლისო შემთხვევებია, როდესაც სამართალწარმოება ძირითადად მოწინააღმდეგე მხარის მტკიცების ტვირთი უნდა იყოს (იხ. სუსგ №ას-1020-963-2015, 2015 წლის 25 ნოემბერი).
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებულ საქმეებში არაერთხელ აქვს განმარტებული, რომ აღნიშნულ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილება გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს.
სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევის მსგავსად (იხ. სუსგ №ას-1183-1125-2014, 2015 წლის 13 თებერვალი; №ას-1004-965-2014, 2015 წლის 8 აპრილი; №ას-922-884-2014, 2015 წლის 16 აპრილი), მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას მოსარჩელეთა მიმართ არ გააჩნია სახელფასო დავალიანება, ან არ გააჩნია დავალიანება მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სადავო გახადა თითოეულ მოსარჩელესთან მიმართებით მოთხოვნილი დავალიანების ოდენობა, თუმცა მასზე, როგორც დამსაქმებელზე არსებული მტკიცების ტვირთიდან გამომდინარე მხოლოდ ფორმალური შედავება არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების სათანადო საპირწონე მტკიცებულებას, შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელეთა პოზიციას სახელფასო დავალიანების ოდენობებთან მიმართებით. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ უნდა იქნეს მიჩნეული დავალიანების დამადასტურებლად იმ არგუმენტაციით, რომ ისინი გაცემულია კომპანიის წინა ხელმძღვანელობის მიერ.
3.2.1. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ბ--–- ბ--------–---–-- მიმართ ერიცხება სახელფასო დავალიანება - 6 260 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ტომი 1, ს.ფ.32);
- დაანგარიშება (ტომი 1, ს.ფ. 33-35);
- ახსნა-განმარტება.
3.2.2. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე თ------- მ-–---–----- მიმართ ერიცხება 2017 წლის ივლისისა და აგვისტოს, ასევე 2018 წლის ივნისი-სექტემბრის, ნოემბრისა და დეკემბრის პერიოდის გაუცემელი სახელფასო დავალიანება - 1 025 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღრიცხვის ფურცელი (ტომი 1, ს.ფ.48-66);
- ახსნა-განმარტება.
3.2.3. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ა----- ნ-------- მიმართ ერიცხება 2017 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, ასევე 2018 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდის გაუცემელი სახელფასო დავალიანება - 3 028 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღრიცხვის ფურცელი (ტომი 1, ს.ფ.71-81);
- ახსნა-განმარტება.
3.2.4. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე მ--- ი------- მიმართ ერიცხება 2017 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, ასევე 2018 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდის გაუცემელი სახელფასო დავალიანება - 3 192.83 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ურთიერთშედარების აქტი (ტომი 1, ს.ფ.90);
- აღრიცხვის ფურცელი (ტომი 1, ს.ფ.91-103);
- ახსნა-განმარტება.
3.2.5. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ე-- კ-------–---–-- მიმართ ერიცხება 2017 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, ასევე 2018 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდის გაუცემელი სახელფასო დავალიანება - 6 090.03 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღრიცხვის ფურცელი (ტომი 1, ს.ფ.113-125);
- ახსნა-განმარტება.
3.2.6. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ბ---- შ--------- მიმართ ერიცხება 2017 წლის მაისიდან სექტემბრის ჩათვლით, ასევე 2018 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდის გაუცემელი სახელფასო დავალიანება - 2 609.78 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღრიცხვის ფურცელი (ტომი 1, ს.ფ.129);
- ურთიერთშედარების აქტი (ტომი 1, ს.ფ.130);
- აღრიცხვის ფურცელი ( ტომი 1, ს.ფ.131-132);
- ახსნა-განმარტება.
3.2.7. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე რ--------- გ------ მიმართ ერიცხება 2017 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, ასევე 2018 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით და 2018 წლის ნოემბრისა და დეკემბრის პერიოდის გაუცემელი სახელფასო დავალიანება - 8 431.33 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღრიცხვის ფურცელი ( ტომი 1, ს.ფ.134-150);
- ახსნა-განმარტება.
3.2.8. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ლ--- ე----–---–-- მიმართ ერიცხება 2018 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, ასევე 2018 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდის გაუცემელი სახელფასო დავალიანება - 9 725.40 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღრიცხვის ფურცელი ( ტომი 1, ს.ფ.158-187);
- ახსნა-განმარტება.
3.2.9. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ნ----- კ---------- მიმართ ერიცხება სახელფასო დავალიანება - 1 241.92 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღრიცხვის ფურცელი ( ტომი 1, ს.ფ.188-193);
- ახსნა-განმარტება.
3.2.10. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ლ---- კ-------- მიმართ ერიცხება 2017 წლის აპრილიდან სექტემბრის თვის ჩათლით, ასევე 2018 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ასევე 2018 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვით და ამავე წლის ნოემბრისა და დეკემბრის პერიოდის სახელფასო დავალიანება - 9 609.80 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღრიცხვის ფურცელი ( ტომი 1, ს.ფ.196-227);
- ახსნა-განმარტება.
3.2.11. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ი- ნ------- მიმართ ერიცხება 2017 წლის მაისიდან დეკემბრის თვის ჩათვლით, ასევე 2018 წლის ივლისიდან სექტემბრის თვის ჩათვლით და ამავე წლის ნოემბრისა და დეკემბრის პერიოდის სახელფასო დავალიანება - 3 272 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღრიცხვის ფურცელი ( ტომი 1, ს.ფ.235-261);
- ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 31-ე, 34-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ევროპის სოციალური ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის უფლების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ ეფექტიანად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება. მაშასადამე, ქარტია განამტკიცებს დასაქმებულის უფლებას მიიღოს ანაზღაურება შრომითი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული კანონმდებლობითაც.
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას განარჩევს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან. უპირველესად, ეს არის ურთიერთობის სუბიექტები: დამსაქმებელი და დასაქმებული, გარდა ამისა, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ამავე კოდექსის 34-ე მუხლით კი დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
განსახილველ შემთხევაში უდავოა მხარეთა შორის თითოეულ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულებების დადების ფაქტი, რომლის თანახმადაც განისაზღვრა მოსარჩელეთათვის შრომის ანაზღაურების - ხელფასის გაცემის წესი. დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელეთა მიმართ ერიცხება სახელფასო დავალიანება მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნები სახელფასო დავალიანების დაკისრების თაობაზე და თითოეულ მოსარჩელესთან მიმართებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნები ემყარება სწორედ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, ანუ როცა გადახდის ვალდებულების არსებობა ვლინდება ხელფასის გაცემის დაყოვნების ან საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს (მაგ: ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების), რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. თავისთავად პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, ანუ გადახდის ვალდებულების არსებობა სახეზეა საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს - ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. ამასთან, ნებისმიერ ანაზღაურებაში თუ ანგარიშსწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი უკავშირებს დაყოვნებული დღისათვის გადახდის ვალდებულებას, არ შეიძლება მოვიაზროთ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში დადგენილი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმებას.
სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას (საქმე Nას-291-291-2018) და მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლიდან გამომდინარე სარჩელის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი; ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს; გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ ვადას (სშკ-ის 34-ე მუხლი). ამასთან, სასამართლო პრაქტიკით დადგენილია, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას არ შეასრულებს, ანუ, თუ გამოიკვეთება გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა (იხ. სუსგ-ები: Nას-285-271-2013; Nას-1502-1422-2017; Nას-1257-1177-2017; Nას- 682-636-2017; №ას-82-82-2018).
განსახილველ შემთხვევაში კი, როდესაც მოსარჩელეებთან შეწყვეტილი იყო შრომითი ურთიერთობა და ისინი აღარ ასრულებდნენ შრომით მოვალეობებს, შესაბამისად, ისინი აღარ წარმოადგენენ შრომის ანაზღაურების (ანგარიშსწორების) მოცდენის სუბიექტს. მართალია, მოსარჩელეთა მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ წარმოადგენს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შრომითი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილ მოთხოვნას, თუმცა აღნიშნული არ განაპირობებს დამსაქმებლისთვის საქართველოს შრომის კოდექსის 31.3-ე მუხლის მოსარჩელეთა სასარგებლოდ გამოყენებას და მოპასუხისთვის მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის იმგვარ შემადგენლობას, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ობიექტურად ვარგისი საფუძვლები გააჩნდეს. რის გამოც არ არსებობს მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ ნაწილობრივ, სახელფასო დავალიანებების ანაზღაურების ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის საფუძველზე. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის -1 634.58 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, არ არსებობს 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეების ბ--–- ბ--------–---–--, თ------- მ-–---–-----, ა----- ნ--------, მ--- ი-------, ე-- კ-------–---–--, ბ---- შ---------, რ--------- გ------, ლ--- ე----–---–--, ნ----- კ----------, ლ---- კ--------, ი- ნ------- სარჩელი მოპასუხე შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ბ--–- ბ--------–---–-- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 6 260 ლარის გადახდა;
1.2. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე თ------- მ-–---–----- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 1 025 ლარის გადახდა;
1.3. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ა----- ნ-------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 3 028 ლარის გადახდა;
1.4. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე მ--- ი------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 3 192.83 ლარის გადახდა;
1.5. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ე-- კ-------–---–-- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 6 090.03 ლარის გადახდა;
1.6. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ბ---- შ--------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 2 609.78 ლარის გადახდა;
1.7. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე რ--------- გ------ სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 8 431.33 ლარის გადახდა;
1.8. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ლ--- ე----–---–-- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 9 725.40 ლარის გადახდა;
1.9. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ნ----- კ---------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 1 241.92 ლარის გადახდა;
1.10. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ლ---- კ-------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 9 609.80 ლარის გადახდა;
1.11. შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მოსარჩელე ი- ნ------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 3 272 ლარის გადახდა;
1.12. მოსარჩელეების ბ--–- ბ--------–---–--, თ------- მ-–---–-----, ა----- ნ--------, მ--- ი-------, ე-- კ-------–---–--, ბ---- შ---------, რ--------- გ------, ლ--- ე----–---–--, ნ----- კ----------, ლ---- კ--------, ი- ნ------- სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხე შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შპს ,,ა---–- ს--–--------- ც-------’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1 634.58 ლარის ანაზღაურება;
3. ძალაში დარჩეს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია