განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119002860730
N1/34-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ივნისი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-–-- გ--–-------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - გ------- გ--------;
ბრალდებული - თ------ დ--------, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----, ნასამართლეობის არ მქონე, მცხოვრები: ჭიათურის რაიონი, სოფელი შ----------; ამჟამად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 5 ოქტომბრის 24:00 საათიდან, 2018 წლის 6 ოქტომბრის 02:00 საათამდე პერიოდში, თ------ი დ--------, სხვა პირთან ერთად, ჯგუფურად, საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევით, თავს დაესხა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------ში მცხოვრებ კ----–--------------–---–ს, სცემეს, მიაყენეს დაზიანებები და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვეს ფული და ოქროს ნივთები, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ თანხას 25 ლარს და კ.გ----------–---–-ს კუთვნილ, „--------“ ფირმის მობილურ ტელეფონს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედება - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით:
2. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა კ----–--------------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 5 ოქტომბერს, „ვანოს შოუს“ დასრულების შემდეგ, დაწვა დასაძინებლად. დაწოლილს, შემოესმა კარების სახელურის ჩამოწევის ხმა, წამოიწია და ამ დროს, აივანზე დადებული სკამის გამოყენებით ვიღაცამ შეამტვრია ფანჯარა და ცდილობდა სახლში შესვლას. როდესაც ფეხზე ადგა, შუქი აანთო და გაიხედა, სილუეტზე მიხვდა, რომ იყო თ------ დ--------. შეეცადა „მ---------სის“ ტელეფონის გამოყენებით პოლიციაში დარეკვას, რომელიც ფანჯარასთან ედო, თუმცა თ------მა შეყო ხელი ფანჯარაში და დაამტვრია ტელეფონი. აღნიშნულის შემდეგ, კარები გაუღო თავდამსხმელებს. შესვლისთანავე, ერთ-ერთს ნიღაბი წამოხადა და ზუსტად იცნო და დარწმუნდა, რომ იყო მისი ყოფილი სიძე - თ------ დ--------. თ------მა ნიღაბი იქვე გაისწორა. შესვლისთანავე, თ------მა მას დაუწყო ცემა თავისა და ტანის არეში და სთხოვდა ოქროსა და ფულს, რაზეც უპასუხა, რომ არ ჰქონდა. ოქრო წაღებული ჰქონდა მის რძალს, თბილისში. რაც შეეხება ფულს, მისი მითითებით, წამლების ყუთიდან, თ------მა ამოიღო თანხა 25 ლარი და ჩაიდო ჯიბეში. ოქროსა და ფულის ძებნაში, თ------მა და მისმა თანმხლებმა მეორე თავდამსხმელმა, გადმოყარეს კარადები. თ------მა, მეორე თავდამსხმელს უთხრა ასულიყო მეორე სართულზე და ენახა, შესაძლოა იქ ყოფილიყო რამე. ასევე, უთხრა, უთო მიეტანა. მეორე თავდამსხმელი გავიდა, თუმცა მალევე დაბრუნდა უკან და უთო არ მიუტანია. მართალია, მას უთო არ მიუტანია, თუმცა, კ.გ----------–---–-ს განმარტებით, შესაძლო იყო, წასვლამდე, თ------ს მიეტანა უთო და გამოეყენებინა. შესაბამისად, სანამ არ წავიდოდა, ვერ მიხვდებოდა თ------ი უთოს გამოიყენებდა თუ არა. ფულისა და ოქროს მოთხოვნის დროს, თ------ დ-------- გამეტებით სცემდა მას, ასევე, ეძახდა „შენ დამინგრიე ოჯახიო“. მისი სიტყვები და მოქმედება - ცემა, ერთმანეთს ემთხვეოდა. შესაბამისად, იცის, რომ თ------ი სცემდა მას. სანამ იატაკზე დააწვენდნენ, მეორე თავდამსხმელს მისთვის არ დაურტყამს, ხოლო დაწვენის შემდეგ დაარტყა თუ არა, არ იცის. რა შეეხება თ------ დ--------ს, იგი შესვლის მომენტიდან, სახლში ყოფნის დროს, სულ სცემდა მას და სთხოვდა ოქროსა და ფულის გადაცემას. თ------მა და მეორე თავდამსხმელმა, მისი სახლიდან წაიღეს ფული 25 ლარი და გარეთ, აივანზე დადებული, გაფუჭებული „--------“ ფირმის მობილური ტელეფონი, ასევე, ბალიშის ქვემოდან, აიღო თ------ დ--------მ მისი კუთვნილი დანა. თ------ი და მეორე თავდამსხმელი, დაახლოებით 2 საათი იმყოფებოდნენ მის სახლში. სანამ წავიდოდნენ, მეორე თავდამსხმელი თ------ს „კოსტუმას“ ეძახდა და ისე ესაუბრებოდა. როგორც იცის, მისი ქალიშვილისგან, თ------ დ--------ს, მეტსახელად „კოსტუმას“ ეძახდნენ. ბოლოს თავი იმიტომ დაანებეს, რომ მკვდარი ეგონათ. გამთენიისას, მეზობელ რ-----ს დაუძახა, რომელმაც გამოიძახა პოლიცია. დაზარალებულის განმარტებით, სახლში ყოფნის დროს, თ------ დ--------მ, მის თანხმლებ პირს უთხრა, „მოდი გავაუპატიუროთო“, რის გამოც ტანსაცმელი გახადეს. როდესაც თ------ი მას ურტყამდა, ძირს რომ იწვა, შეამჩნია, რომ ეცვა ჯინსის შარვალი და დაბალქუსლიანი, შავი ფეხსაცმელი. მისივე განმარტებით, თ------ დ--------ს და მის თანმხლებ თავდამსხმელს, თავზე ეკეთათ, ტანსაცმლისგან დამზადებული ნიღბები.
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ---–---- მ----–--ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 6 ოქტომბერს, დილით, როდესაც ადგა და ემზადებოდა სამსახურში წასასვლელად, გაიგო კ----–--------------–---–ის ხმა, რომელიც იძახდა მამამისის სახელს - რ-----ს. მის კითხვაზე რა ხდებოდა, უპასუხა, რომ ქურდები იყვნენ მასთან და დაერეკა პოლიციაში. სანამ კ----–--სთან გადავიდოდა, აღნიშნულის შესახებ უთხრა დედამისს, რომელმაც დარეკა კ----–--ს ოჯახთან და პოლიციაში. როდესაც გადავიდა კ----–--სთან, ნახა, ნაცემი კ----–--, რომელსაც სისხლჩაქცევები ემჩნეოდა სახეზე და არეული სახლი. კ----–--მ უთხრა, რომ ქურდები იყვნენ, მისი სიძე - თ------ დ--------, ფულს და ოქროს სთხოვდნენ.
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ტ-----ი ჩ------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 5 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 20:00 საათიდან, 21:00 საათამდე პერიოდში, მათთან მივიდა თ------ დ-------- და მისი ძმა ზ------ ჩ------ე. სახლში ყოფნის დროს, თ------მა და ზ------მა დალიეს. დასაძინებლად დაწვა დაახლოებით 22:00 საათიდან, 23:00 საათამდე პერიოდში და თ------ი და ზ------ი, ამ დროს, სუფრასთან ისხდნენ. დილით რო გაიღვიძა, ისინი, სახლში იყვნენ. მივიდა პოლიცია და დააკავეს ზ------ი და თ------ი. მოწმის განმარტებით, მან არ იცის დილამდე სად იყვნენ თ------ი და ზ------ი.
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–---- ნ--------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 5 ოქტომბერს, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა სახლში. მათთან სტუმრად მივიდა თ------ დ--------, რა დროსაც გაუმასპინძლდნენ. თ------მა და ზ------მა დალიეს. მათ, საწოლები გაუშალა მეორე სართულზე. როდესაც დასაძინებლად დაწვა, თ------ი და ზ------ი სახლში იყვნენ. მეორე დილითაც, ისინი საწოლში იწვნენ, რა დროსაც მივიდა პოლიცია და დააკავეს ისინი. მათ სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ზ------ის კურტკა და 3 მობილურ ტელეფონი. ერთ ტელეფონზე განაცხადა, რომ არ ეკუთვნოდა მისი ოჯახის წევრებს. სახლში, გამომძიებლის მიერ იქნა გამოკითხული და გამოკითხვისას, რაიმე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, მოწმის მიერ მიცემული ჩვენების (ტომი I, ს.ფ.65-69) ნაწილი, სადაც აღნიშნულია „თ------ დ--------მ და ზ------ ჩ------ემ დაძინება არ მოისურვეს და სახლიდან წავიდნენ, მაგრამ მათ არ უთქვამთ სად მიდიოდნენ და არც მე არაფერი მიკითხავს მათთვის“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ დაადასტურა აღნიშნული გარემოებები. მოწმის განმარტებითვე, მან სახლში მხოლოდ ერთხელ მოაწერა ხელი. განყოფილებაში მისულმა კი დაადასტურა დადგენილების სისწორე ხელის მოწერით. მხარეების დამატებით და მოსამართლის შეკითხვებზე, მოწმემ ვერ გაიხსენა თუ რამდენჯერ მოაწერა ხელი სახლში რაიმე დოკუმენტს. ასევე, ვერ გაიხსენა განყოფილებაში რას და რამდენჯერ მოაწერა ხელი.
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ----- დ--------მ განაცხადა, რომ მასთან სახლში მისულები იყვნენ პოლიციელები, რომლებიც ეძებდნენ თ------ დ--------ს, რომელიც იმ მომენტისათვის სახლში არ იყო. როდესაც ის თ------ ურეკავდა, ვერ დაუკავშირდა, ვინაიდან გამორთული ჰქონდა ტელეფონი. თავად პოლიციელებმა შეძლეს მასთან დაკავშირება, რა დროსაც თ------მა უთხრა მისი ადგილსამყოფელი. დაკავების შემდეგ კი, პოლიციელებმა მას აცნობეს თ------ის დაკავების ფაქტი.
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ ჩ------ემ განაცხადა, რომ ის ადასტურებდა გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორეს. შესაბამისად, პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, მოწმის მიერ მიცემული ჩვენება (ტომი I, ს.ფ.70-72), სადაც აღნიშნულია რომ „ვცხოვრობ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე ძმასთან ტ-----ი ჩ------ესთან, ბებიასთან ვ---- შ-----–---სთან, ბაბუასთან გ---- ჩ------ესთან, ბიძასთან ზ----- ჩ------ესთან და დედასთან ე-–---- ნ--------ესთან ერთად. მამაჩემი ზ---- ჩ------ე ამჟამად დაპატიმრებულია და სასჯელს იხდის ქსანის კოლონიაში. მე ამჟამად არ ვმუშაობ და ძირითადად ვიმყოფები საცხოვრებელ სახლში. მე მაქვს ჩინური წარმოების მობილური ტელეფონი. ნომერი მაქვს ახალი აღებული და მისი ნომერი არ მახსოვს. უშუალოდ საქმის ირგვლივ დასმულ კითხვებზე განგიმარტავთ შემდეგს. გუშინ, 2018 წლის 05 ოქტომბერს, მე, დილით, დაახლოებით 11 საათზე, მარტო წამოვედი სახლიდან ქ.ჭიათურაში, სადაც ნ----შვილის ქუჩაზე შ--------------------------------- ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან ვნახე ჩემი მეგობარი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შ---------ში მცხოვრები თ------ი თ-----ის ძე დ--------. თ------ი დ-------- გავიცანი სოფელ შ---------ში, აღნიშნული სოფლიდან არის დედაჩემი ე-–---- ნ--------ე და თ------ი ცხოვრობს მის მეზობლად. თ------ის ვიცნობ ბავშვობიდან. მე და თ------ი დაახლოებით ნახევარი საათი გავჩერდით ჭიათურაში, ხოლო შემდეგ წავედით ჩემს საცხოვრებელ სახლში, სოფელ პ--------ში. ჭიათურიდან წავყევით ე.წ. 25-ის საბაგირო გზას. ავედით ფანცულაიას ქუჩაზე და ფეხით წავედით ჩემი საცხოვრებელი სახლისაკენ. სხვა ვინმე არ წაგვიყვანია, წავედით მარტო მე და თ------ი. სახლში ჩემთან როდესაც მივედით, იმყოფებოდა ჩემი ოჯახის ყველა წევრი. ჩემთან მე და თ------იმ დავლიეთ ღვინო, დავთვერით და იქნებოდა საღამოს 21 საათი ჩვენ ისევ წამოვედით ჭიათურაში. სოფლიდან ჩამოვედით ფანცულაიას ქუჩაზე, ჩამოვყევით საბაგირო გზას და ჩამოვედით ჭიათურაში. მე და თ------იმ ვისეირნეთ ნინოშვილის ქუჩაზე. შემდეგ გვიანი იყო ე.წ. 25-ის კრუგთან (წრესთან) მდებარე სადღეღამისო მაღაზიაში შევიძინეთ ორი შუშის ნახევარლიტრიანი ლუდი და ერთი კოლოფი სიგარეტი მალბორო, კონკრეტულად თუ რომელი საათი იყო არ მახსოვს. მაღაზიის კარი იყო დაკეტილი და კარზე მოწყობილი მცირე ზომის სარკმელიდან მოგვცა ლუდი და სიგარეტი ახალგაზრდა გოგომ, რომელსაც ვერ ვიცნობ. ჭიათურაში გავჩერდით ღამის 04 საათამდე. ძირითადად ვსეირნობდით ნინოშვილის ქუჩაზე, გამარჯვების პარკშიც დავისვენეთ და თან ვსვამდით ლუდს. სეირნობის დროს ჩვენ შეგვხვდნენ ნაცნობები, მაგრამ ვერ ვიხსენებ თუ ვინ ვნახეთ, რადგან ვიყავი მთვრალი. კონკრეტულად ვინმესთან ერთად დიდხანს არ გვისაუბრია. ღამის 04 საათზე მე და თ------ი ფეხით წავედით ჩემს საცხოვრებელ სახლში, სოფელ პ--------ში. ჩვენ ავედით დ.აღმაშენებლის ქუჩაზე, საიდანაც ადის საცალფეხო გზა ფანცულაიას ქუჩაზე და იქედან ავედით სოფელ პ--------ში. დ.აღმაშენებლის ქუჩაზე შეგვხვდნენ ჭიათურის პოლიციის თანამშრომლები, შეგვაჩერეს და გვკითხეს, თუ ვინ ვიყავით და სად მივდიოდით. მათ ვუთხარით ჩვენი სახელები და გვარები, ავუხსენით რომ მივდიოდით სოფელ პ--------ში, ჩემს საცხოვრებელ სახლში. მივედით მე და თ------ი ჩემს საცხოვრებელ სახლში და დავიძინეთ. დილით ჩემს საცხოვრებელ სახლში მოვიდნენ ჭიათურის პოლიციის თანამშრომლები და ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ ღამით დაუყაჩაღებიათ თ------ი დ-------ის ყოფილი სიმამრი კ----–--------------–---–ი. მინდა განვმარტო, რომ თ------ი დ-------ის მეუღლეა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------ში მცხოვრები მ------ გ----------–---–-, რომელთანაც არის განქორწინებული. მათ ჰყავთ ერთი შვილი ლ---–- დ--------, რომლის ნათლიაც ვარ მე. მე არასდროს არ ვარ ნამყოფი კ----–--------------–---–ის ოჯახში და მას არ ვიცნობ. მე არ ვიცი თუ ვინ დააყაჩაღა კ----–--------------–---–ი. მე და თ------ი არც დღისით და არც ღამით სოფელ მ-------ში კ----–--------------–---–თან არ ვყოფილვართ. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჭიათურაში, გუშინ მე ტანთ მეცვა მოშავო ფერის ჯინსის შარვალი, მოშავო ფერის სვიტრი და მოკლემკლავიანი მოყავისფრო ფერის დუტის ჟილეტი. თ------ის, როგორც მახსოვს, ეცვა მოშავო ფერის შარვალი. ქურთუკიც ეცვა, მაგრამ თუ რა ფერის იყო არ მახსოვს. მის ჩაცმულობაზე ყურადღება არ გამიმახვილებია. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ თ------ი დ--------ს თან ჰქონდა მობილური ტელეფონი, მისი მობილური ტელეფონის ნომერი არ ვიცი“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმე დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------- ბ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 5 ოქტომბერს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ ჯგუფში. ქალაქში მოძრაობისას, გამთენიისას, დაახლოებით ხუთის წუთებზე, შეამჩნიეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, თ------ დ-------- და ზ------ ჩ------ე, რომლებიც გააჩერეს გადამოწმების მიზნით. ზ------ ჩ------ეს ხელში ეჭირა ლუდის ქილა, ორივეს ასდიოდა ალკოჰოლის სუნი. მოახდინეს მათი ვიზუალური დათვალიერება, ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ. თ.დ--------ს ეცვა შავი ფერის შარვალი, მოყავისფრო ქურთუკი, შავი ფეხსაცმელი.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- ტ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 6 ოქტომბერს, იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ ჯგუფში. ქალაქში მოძრაობისას, გამთენიისას, აღმაშენებლის ქუჩაზე შეამჩნიეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც შეაჩერეს და გადაამოწმეს მათი პიროვნებები, იყვნენ თ------ დ-------- და ზ------ ჩ------ე. მათ განმარტებით, მიდიოდნენ ზ------ ჩ------ის სახლში. ორივე პირს ემჩნეოდა ალკოჰოლური სიმთვრალე, ასევე, ჩ------ეს ხელში ეჭირა ლუდის ქილა.
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ ნ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 5 ოქტომბერს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ ჯგუფში. 6 ოქტომბერს, დილის საათებში, გამთენიისას, აღმაშენებლის ქუჩაზე თანამშრომლებთან ერთად მოახდინა ორი ახალგაზრდა მამაკაცის გადამოწმება, რომლებიც იყვნენ თ------ დ-------- და ზ------ ჩ------ე. აღნიშნულ პირებს ემჩნეოდათ ნასვამობა, ასევე, ზ.ჩ------ე ხელში ეჭირა ლუდის ქილა. მათი განმარტებით, მიდიოდნენ ზ------ ჩ------ის საცხოვრებელ სახლში. მოწმის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა 3 ცალი, „ა-------ს“, „ფ-–--ს“ და „--------“ ფირმის მობილური ტელეფონი. ადგილზე დადგენილი იქნა „ა-------ს“ და „ფ-–--ს“ ფირმის მობილური ტელეფონების მფლობელი პირები, ხოლო „--------“ ფირმის ტელეფონი ვის ეკუთვნოდა, ვერ დაადგინეს. ასევე, მის მიერ იქნა ამოღებული ზ------ ჩ------ის კუთვნილი ტანსაცმელი.
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ---- ა-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, თანამშრომლებთან რ.ა---------ან, ლ.კ------ესთან და თ.ნ------ესთან ერთად, ე.ნ--------ის მონაწილეობით, მონაწილეობა მიიღო ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული 3 ცალი მობილური ტელეფონი და ერთ ცალი დანა, ასევე, ტანსაცმელი. მობილური ტელეფონები იყო „ა-------ს“, „ფ-–--ს“ და „--------“ ფირმის. „ფ-–--ს“ და „ა-------ს“ ფირმის მობილურ ტელეფონებზე ე.ნ--------ემ განაცხადა, რომ ეკუთვნოდა მისი ოჯახის წევრებს, ხოლო „--------“ ტელეფონზე თქვა, რომ არ ეკუთვნოდა მის ოჯახის წევრებს. ამოღებული ნივთები დალუქული იქნა ადგილზე, რაც ხე-–-- მოწერით დაადასტურეს ჩხრეკაში მონაწილე პირებმა, მათ შორის ე-–---- ნ--------ემაც. ასევე, ხე-–-- მოწერით დაადასტურეს ჩხრეკის ოქმით. ასევე, გამომძიებლის მიერ, ადგილზე გამოკითხული იქნა ე.ნ--------ე. მოწმის განმარტებით, ჩხრეკაში მონაწილე პირების გარდა, სახლში არავინ შესულა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ წავიდა სამსახურში და იქ ე-–---- ნ--------ე არ უნახავს.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- კ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, თანამშრომლებთან რ.ა---------ან, რ.ა-----ესთან, თ.ნ------ესთან, ასევე, ზ.ჩ------ის დედასთან ე-–---- ნ--------ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც, სხვადასხვა ნივთებთან და ტანსაცმელთან ერთად, ამოღებული იქნა სამი ცალი მობილური ტელეფონი და ტურისტული დანა. თ------ დ-------ის კუთვნილი „ა-------ს“ და ზ------ ჩ------ის „ფ-–--ს“ ფირმის მობილური ტელეფონები. „--------“ ფირმის ტელეფონზე, არ იცოდნენ ვისი იყო. ნივთები ადგილზე იქნა დალუქული და მოაწერეს ხელი. ასევე, ხე-–-- მოწერით დაადასტურეს ჩხრეკის ოქმი. თვითონ დაინახა, როგორ მოაწერა ხელი ე.ნ--------ემ ადგილზე დოკუმენტებს. მისივე განმარტებით, ჩხრეკის დასრულების შემდეგ დაბრუნდა სამსახურში, თუმცა იქ, ე.ნ--------ე არ უნახავს.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ----- ა-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ჩხრეკაში თანამშრომლებთან ერთად მონაწილეოება ე-–---- ნ--------ე. ჩხრეკის დაწყებამდე, ე-–---- ნ--------ეს გააცნო დადგენილება ჩხრეკის წარმოების შესახებ, რაც ე.ნ--------ემ დაადასტურა ხე-–-- მოწერით. ჩატარებული ჩრეკის შედეგად, სხვადასხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა 3 ცალი მობილური ტელეფონი. „ა-------ს“ ფირმის, რომელიც ეკუთვნოდა თ------ დ--------ს, „ფ-–--ს“ ფირმის, რომელიც ეკუთვნოდა ზ------ ჩ------ეს, ხოლო „--------“ ფირმის ტელეფონზე, ე-–---- ნ--------ემ განმარტა, რომ არ იცოდა ვისი იყო. ამოღებული ნივთები დალუქული იქნა ადგილზე, რაც დადასტურებული იქნა ხელის მოწერით. ჩხრეკის ოქმიც შედგენილი იქნა ადგილზე, რაც დაადასტურეს ხელის მოწერით. ასევე, ჩხრეკის დასრულების შემდეგ, დაკითხა ე.ნ--------ე, ადგილზე. მოწმის განმარტებით, მას ე-–---- ნ--------ე პოლიციის განყოფილებაში არ დაუბარებია. ჩხრეკის დასრულების შემდეგ წავიდა სამსახურში და იქ მისული ე-–---- ნ--------ე არ უნახავს.
14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ------- ვ-–--ემ განაცხადა, რომ მუშაობდა ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, უფროსის მოადგილედ. 2018 წლის 6 ოქტომბერს, სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დაზარალებულმა კ.გ----------–---–მა განუმარტა, რომ დააყაჩაღა ყოფილმა სიძემ - თ------ დ--------მ. ვინაიდან დასახელებული იქნა კონკრეტული პირი, დადგენილი იქნა მისი ადგილსამყოფელი, რომელიც იმყოფებოდა სოფელ პ--------ში, ზ------ ჩ------ის ოჯახში. ადგილზე მისულებს, სახლში დახვდათ ძმები ჩ------ეები, დედამისი, ბაბუამისი, ასევე, მოგვიანებით მივიდა ბიძა. ადგილზე დაკავებული იქნა თ------ დ--------, რომელიც გადაყვანილი იქნა სამმართველოში. მოწმის განმარტებით, დაკავების შემდეგ მოხდა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა და დაკავებისას, სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედება არ განხორციელებულა. სამმართველოში ყოფნის დროს, ე-–---- ნ--------ე არ უნახავს.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-------- ბ------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობდა ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. თანამშრომლებთან, მ.გ-------თან და ბ.ვ-–----ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თ.დ-------ის დაკავებაში, ზ.ჩ------ის საცხოვრებელ სახლში. ადგილზე მისულებმა, დაუძახეს ოჯახის უფროსს, რა დროსაც გამოხედათ ჩ------ეების დედამ. მისი განმარტებით, შვილები და სტუმარი სახლში იყვნენ. მათ სახლში შეუძღვა. ადგილზე დაკავებული იქნა თ.დ--------, რომელსაც ჩაუტარდა ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი ამოღებულა.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ----- ჩ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოკითხული ჰყავს მოწმეები, შეადგინა თ.დ-------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და ნიმუშის აღების ოქმი.
17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ-–-------- ც-–--–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოკითხა მოწმეები და დაზარალებული, ჩაატარა მობილური ტელეფონის ამოცნობა, ამოიღო ბრალდებულ თ.დ-------ის ტანსაცმელი და შეადგინა თ.დ-------ის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი. ასევე, ბრალდების დადგენილება გააცნო თ.დ--------ს და გამოკითხა ბრალდებულის სახით. დაზარალებულის მიერ მითითებული ნიშნით, რომ მობილური ტელეფონი იყო დაზიანებული, ჰქონდა ნაჭდევი, ჩაატარა ამოცნობა.
18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი----- ლ-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო თ------ დ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე, ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გამოკითხა მოწმეები და დაზარალებული, ასევე, დანიშნა ექსპერტიზები.
19. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა თ------ დ--------მ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება. თუმცა, საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომ 2018 წლის 5 ოქტომბერს, ის იმყოფებოდა ზ------ ჩ------ესთან ერთად, ამ უკანასკნელის სახლში. ღამით, გვიან წავიდნენ ერთად ჭიათურაში, მაღაზიაში, სადაც იყიდეს ლუდი. ზ------ს დაშორდა ცოტა ხნით, წავიდა სოფელ მ------ში, კ----–--------------–---–თან. შევიდა მის სახლში და სცემა. ცემის დროს, მარტო იმყოფებოდა, ზ------ ჩ------ე იქ არ ყოფილა. როდესაც შევიდა კ.გ----------–---–-ს სახლში, იქ მას დახვდა უცხო პიროვნება. სოფელ მ------დან წამოსული, შეხვდა ზ------ ჩ------ეს ჭიათურაში და შემდეგ ერთად დაბრუნდნენ ზ------თან სახლში. თ.დ-------ის განმარტებით, როდესაც კ.გ----------–---–-ს სახლში წავიდა, მას ეცვა ზ------ ჩ------ის ტანსაცმელი, ზედა, ვინაიდან თავისი დაუსველდა და ზურასთან, სახლში, აშრობდა.
20. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმეების ნ----- ყ--------–---–ის, ნ---- ყ-------–---–ის, ბ----- დ--------ის, ო----- ხ---------იას, ზ---- ჭ---------ის, ე-–--- ჟ------ის, შ----- თ------ის, მ------ ხ--–--ის და ნ---- კ--–----ის დაკითხვა.
21. 2018 წლის 6 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ჭიათურის რაიონის სოფელ მ-------ში და წარმოადგენს კ----–--------------–---–ის საცხოვრებელ სახლს. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლს გააჩნია შესასვლელი აივანი, რომელიც ამოშენებულია ბეტონის მცირე ზომის ფილებით, რომელშიც ჩასმულია ალუმინის ჩარჩოები და ჩასმულია მინები. საცხოვრებელ სახლს გააჩნია ორ ფრთიანი ხის შესასვლელი კარები, რომელიც ასევე, ღია მდგომარეობაშია, რომლის გავლითაც გზა შედის საცხოვრებელი სახლის ფოიეში.......აღნიშნული აივნის შესასვლელი კარიდან პირდაპირ და ხელმარცხნივ საცხოვრებელ სახლს გააჩნია კედელში ჩასმული ორი ფანჯარა. ხელმარცხნივ არსებული ფანჯრის მინები არის დამსხვრეული და ნამსხვრევები ჰყრია იატაკზე და ფანჯრის რაფაზე, ასევე, დამსხვრეულია ხის ფანჯრის ერთი ჩარჩო. ხოლო პირდაპირ არსებული ფანჯარაზე ჩამსხვრეულია ერთი მინა და ნამსხვრევები ჰყრია როგორც იატაკზე, ასევე, მაგიდაზე.......აღნიშნული ,,ტუმბოჩკის’’ იქეთ დგას ხის კარადა, რომლის ერთი კარები ღია მდგომარეობაშია და იქიდან გადმოყრილია სხვადასხვა სახის ლოგინი და გადასაფარებლები. აღნიშნულ ოთახში ხელმარცხნივ კედელთან დგას ხის საწოლი რომელზედაც ლოგინი არეულია და ჰყრია იატაკზე......საძინებელ ოთახში, სადაც შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ კედელთნ ახლოს დგას ხის საწოლი, რომელზედაც გადასფარებლები არეულ მდგომარეობაშია......ხელმარცხნივ კედელთან დგას ხის მაგიდა, რომელზედაც ჰყრია მინის ნამსხვრევები ასევე, მაგიდაზე აგდია მოშავო ფერის მრგვალი ფორმის ელექტრო ბატარეიის კორპუსი. ასევე, მაგიდაზე აგდია მოშავო ფერის ტელეფონის ყურმილი თავის სადენებით. ხოლო მაგიდის იქით უწესრიგოდ ჰყრია ხის სკამები და ერთი მოთეთრო ფერის პლასტმასის სკამი.........ოთახში მთელს იატაკზე ჰყრია მინის ნამსხვრევები. ასევე, ჰყრია ვაშლის ნახეთქები, მინის ნამსხვრვები, ასევე ყრია ფანჯრის რაფაზე, რომელზეც შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები............საცხოვრებელ სახლის ეზოს გარეთ, დაახლოებით 30 მეტრში, ქ.ჭიათურისკენ მიმავალ საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, ფერდობზე არსებულ ბუჩქებზე, აღმოჩენილი იქნა ორი ცალი პულოვერი. კერძოდ: მორუხო ფერის, მრგვალ საყელოიანი სამი ღილზე შესაკრავიანი პულოვერი, რომელსაც წინა მარცხენა მხარეს აქვს მცირე ზომის ჯიბე წარწერით “S------”, რომელსაც წინა მარცხენა მხარეს და უკანა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ასევე, ნანახი იქნა მოლურჯო ფერის ჟაკეტი, რომელსაც მარცხენა სახელო გაწყობილი აქვს თეთრი ზოლებით, რომელსაც წინა მხარეს აქვს მთელს სიგრძეზე ღილებით შესაკრავი. დათვალიერების პროცესში ექსპერტების მიერ სხვადასხვა საგნიდან და ნივთებიდან აღებული იქნა ნიმუშები და ხელის კვალები. ასევე, გამოძიებისათვის საჭირო ნივთები ამოღებული იქნა მთლიანად. 1. აივნის შესასვლელი კარის სახელურიდან აღებული იქნა ანაწმენდის ნიმუში, რომელიც დაილუქა პაკეტში F-------- პაკეტიN1; 2. აივნის შესასვლელი კარის შიდა სახელურიდან აღებული იქნა ანაწმენდის ნიმუში, რომელიც დაილუქა პაკეტში F-------- პაკეტიN2; 3.ფანჯრის რაფაზე არსებული მინის ნამსხვრევიდან აღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, რომელიც დაილუქა პაკეტში F-------- პაკეტიN3; 4. საცხოვრებელი სახლის აივანზე მდგარი პლასტმასის სკამიდან აღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, რომელიც დაილუქა პაკეტში F-------- პაკეტიN4; 5. საძინებელი ოთახში არსებული პლასტმასის სკამიდან აღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, რომელიც დაილუქა პაკეტში F-------- პაკეტიN5; 6. ამოღებული იქნა საძინებელ ოთახში მაგიდაზე არსებული მოშავო ფერის მაგთი ფიქსის ტელეფონის ყურმილი ელ.სადენებით, რომელიც დაილუქა პაკეტში F-------- პაკეტიN6; 7. ამოღებული იქნა საძინებელ ოთახში მაგიდაზე არსებული მოშავო ფერის ელექტრო ,,ბატარეია’’ დაზიანებულ მდგომარეობაში, რომელიც დაილუქა პაკეტში F-------- პაკეტი N7; 8. საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ მდებარე საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა იატაკზე გადმოგდებული მოთეთრო ფერის ქსოვილი მოწითალო სისხლის მაგვარი ლაქებით, რომელიც დაილუქა პაკეტში F-------- პაკეტიN8; ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ექვსი ხელის კვალი, რომელიც დაილუქა პაკეტში F-------- პაკეტიN9; 10. საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის გარეთა სახელურიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუში, რომელიც დაილუქა პაკეტში F-------- პაკეტიN10; 11. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბიდან ამოღებული მომწვანო ფერის ელემენტი წარწერით „H------, რომელიც დაილუქა პაკეტში F-------- პაკეტიN11; 12. საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ არსებული საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა მინის ნამსხვრევები, რომელიც დაილუქა პაკეტში F-------- პაკეტი N12; 13. საძინებელი ოთახის შესასვლელი კარის შიგნითა სახელურიდან ამოღებული იქნა ანაწმენდის ნიმუში, რომელიც დაილუქა პაკეტში F-------- პაკეტიN13; 14. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბის საფეხურიდან ამოღებული იქნა ტელეფონი მაგთი ფიქსის ელემენტების ჩასადების ხუფი, რომელიც დაილუქა პაკეტში F-------- პაკეტიN14; 15. საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს არსებული ფერდობიდან ამოღებული იქნა მორუხო ფერის პულოვერი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით, რომელიც დაილუქა პაკეტში F-------- პაკეტიN15; 16. აღნიშნული ფერდობიდან, ასევე, ამოღებული იქნა მოლურჯო ფერის ჟაკეტი, რომელიც დაილუქა პაკეტში F-------- პაკეტი N16. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოხდა ფოტოგადაღება.
22. 2018 წლის 6 ოქტომბრის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, ზალის ოთახში, დადებული ხის სკამიდან ამოღებული იქნა გრძელსახელოიანი მორუხო ფერის სვიტერი, რომელსაც აქვს უცხოენოვანი წარწერა „P-----”. სვიტერს მარჯვენა მკლავზე და წინ შუა ნაწილში აღენიშნება მექანიკური დაზიანების კვალი. მოშავო ფერის კეპიანი ქუდი, წარწერით, „-------”. მოკლესახელოიანი უმკლავო ქურთუკი ე.წ. „დუტი“, წარწერით „C----” (ე-–---- ნ--------ის განმარტებით, აღნიშნული ტანსაცმელი ეკუთვნის ზ------ ჩ------ეს). ასევე, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მეორე სართულის ზალის ოთახში განთავსებული საწოლიდან ორი ცალი მოშავო ფერის მობილური ტელეფონი, კერძოდ, ერთი სენსორიანი, რომელსაც უკანა მხარეს აქვს უცხოენოვანი წარწერა „I-----” და მეორე შედარებით მცირე ზომის მოშავო ფერის მობილური ტელეფონი, რომელსაც წინა მხარეს აქვს უცხოენოვანი წარწერა „-----” (ე-–---- ნ--------ის განმარტებით, სენსორული ტელეფონი წარწერით „ I-----” ეკუთვნის თ------ დ--------ს, ხოლო მეორე მობილური ტელეფონი წარწერით „-----” თუ ვისი საკუთრებაა მისთვის უცნობია). ზალის ოთახში განთავსებული იმავე საწოლიდან, ამოღებული იქნა მოვერცხლისფრო ფერის ბეჭედი და ტურისტული ნაკრები ე.წ. „ბრელოკი“. ტურისტულ ნაკრებს ერთად აქვს ქანჩების მოსაჭერი, ბრტყელტუჩა, დანა, სახრახნისი (ჩხრეკაში მონაწილე ე-–---- ნ--------ის განმარტებით, საწოლი, სადაც ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ორი ცალი მოშავო ფერის მობილური ტელეფონი, ტურისტული ნაკრები და მოვერცხლისფრო ბეჭედი, ეძინა თ------ დ--------ს). ჩხრეკის შედეგად საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის ზალაში, აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მოშავო ფერის „F--”-ის ფირმის მობილური ტელეფონი (ე-–---- ნ--------ის განმარტებით, აღნიშნული ტელეფონი ეკუთვნის მის შვილს ზ------ ჩ------ეს).
23. 2018 წლის 6 ოქტომბრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ დაკავებული თ------ დ-------ისგან ამოღებული იქნა: 1) მოშავო ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც წინა და უკანა მხარეს, მარჯვენა და მარცხენა მხარეს აქვს ჯიბეები. წინა მარჯვენა ჯიბის მხარეს შარვალს აქვს ელვაშესაკრავიანი მცირე ზომის ჯიბე. შარვალს უკანა მხრის მარჯვენა ზემოთა კუთხეში აქვს უცხოენოვანი წარწერა „--------”; 2) მონაციფრო ფერის სვიტრი; 3) მოშავო ფერის ტყავის ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს შავი ფერის თასმები.
24. 2018 წლის 6 ოქტომბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ექსპერტ ბ----- დ--------ის მიერ, დროებითი მოთავსების იზოლატორში, ბრალდებულ თ------ დ-------ისგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში.
25. 2018 წლის 6 ოქტომბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ექსპერტ ბ----- დ--------ის მიერ, დროებითი მოთავსების იზოლატორში, ბრალდებულ თ------ დ-------ისგან აღებული იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდის ნიმუშები.
26. 2018 წლის 6 ოქტომბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ექსპერტ ბ----- დ--------ის მიერ, დროებითი მოთავსების იზოლატორში, ბრალდებულ თ------ დ-------ისგან აღებული იქნა ორივე ხელის დაქტილოსკოპიური ნიმუშები.
27. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ( შპს ,,ჯ--------------–ს’’-ის ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონარული სამედიცინო ბარათი N--------ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N------- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 07.10.2018წ)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. კ----–--------------–---–მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 06.10.2018წ-ს 11:20 სთ-ზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 17:00 სთ-ზე დიაგნოზით: გულმკერდის დაჟეჟილობა, ინტრაკრანიალური ტრავმა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომა და სისხლნაჟღენთები ორივე თვალბუდის მიდამოში, კანქვეშა სისხლჩაქცევები გულმკერდის მიდამოში, სისხლჩაქცევები და კანქვეშა ჰემატომა მარჯვენა თეძოს მიდამოში. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
28. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნით დასტურდება, რომ 1. სს N------------ საქმეთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილი კვლები N1, N2, N3 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
2. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილი ხელის კვლები, გადატანილი დაქტილოფირზე, მაქს. ზომებით: 24X40მმ, 17X32მმ და 22X33მმ პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
3. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, N1, N2, N3 კვლების იდენტური ანაბეჭდები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
29. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნით დასტურდება, რომ 1. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხე-–-- თითის სამი კვალი, კვალი N1, კვალი N2 და კვალი N3 იდენტური არ არის - 0--------- წელს დაბადებულ ზ------ ზ----ს ძე ჩ------ის, 0--------- წელს დაბადებული თ------ თ-----ის ძე დ-------ის და 0--------- წელს დაბადებულ კ----–-- ნ----–----- გ----------–---–-ს (მარჯვენა ხელის ანაბეჭდების) ხელის ანაბეჭდებისა.
2. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილი - 0--------- წელს დაბადებული ზ------ ზ----ს ძე ჩ------ის და 0--------- წელს დაბადებული თ------ი თ-----ის ძე დ-------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათებზე არსებული ხელის ანაბეჭდები იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი - 0--------- წელს დაბადებული ზ------ ზ----ს ძე ჩ------ის და 0--------- წელს დაბადებული თ------ი თ-----ის ძე დ-------ის ხე-–-- ანაბეჭდებისა.
3. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილი - 0--------- წელს დაბადებული ზ------ ზ----ს ძე ჩ------ის და 0--------- წელს დაბადებული თ------ი თ-----ის ძე დ-------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათებზე არსებული ხელის ანაბეჭდების იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
30. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის N000617919 დასკვნით დასტურდება, რომ სერილიგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
- პაკეტებში, წარწერებით: „...აივნის შესასვლელი კარის სახელურიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუშები გარეთა სახელურიდან...“, „...აივნის შესასვლელი კარის შიდა სახელურიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუში...“ და „...საძინებელი ოთახის შესასვლელი კარის შიგნითა სახელურიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუში...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N1,2,4.). გენოტიპირებისათვის საჭირო ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტებში, წარწერით: „....საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის გარეთა სახელურიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში...“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ. N3) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ------ი დ--------ს (ობ. N45); პაკეტი, წარწერით: „...თ------ი დ-------ის ნერწყვის ნიმუში...“);
- პაკეტებში წარწერებით: „...ფანჯრის რაფაზე არსებული მინის ნამსხვრევებიდან ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა....“. „...საცხოვრებელი სახლის აივანზე მდგარი პლასტმასის დასაჯდომი სკამიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა...“ და „.... საძინებელ ოთახში არსებული პლასტმასის დასაჯდომი სკამიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები (ობN 5-7) წარმოადგენს ადამიანის სისხლს რომელიც ეკუთვნის კ----–--------------–---–ს (ობ. N44); პაკეტი,წარწერით „...ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან ... აღებული დაზარალებული კ----–-- ნ----–----- გ----------–---–-....“);
- პაკეტში, წარწერით; „....ელექტრო ბატარეია მოშავო ფერის დაზიანებულ მდგომარეობაში...“ მოთავსებულ სანათზე არსებული ბიომასალის (ობ. N8) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის კ----–--------------–---–ს (ობ. N44), მინორული წილში ვლინდება ზ------ ჩ------ის (ობ. N46; პაკეტში წარწერით; „...ზ------ ჩ------ის ნერწყვის ნიმუში...“) და არ ვლინდება თ------ი დ-------ის (ობ.N45) გენეტიკური თანამონაწილეობა;
- პაკეტში, წარწერით; „...მოშავო ფერის მაგთი ფიქსის ტელეფონის ყურმილი ელ .სადენებით...“ მოთავსებულ ტელეფონის ყურმილზე (ობ.N9) და სადენზე (ობ.N10) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის კ----–--------------–---–ს (ობN44). (ობ. N9,10-ის პროფილში. თ------ი დ-------ისა (ობ.N45) და ზ------ ჩ------ის (ობ. N46) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
- პაკეტში, წარწერით; „...ტელეფონის მ---------სი ელემენტის ჩასადები ხუფი...“ მოთავსებული ოთხკუთხა ფორმის დეტალზე (ხუფი) არსებული ბიომასალის (ობ. N11) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ------ი დ--------ს (ობ. N45);
- პაკეტში, წარწერით; „....ელექტრო ბატარეიები წარწერით „H-----“ ელემენტები...“ მოთავსებულ ელემენტების შეკვრაზე (ობ. N12). გენოტიპირებისთვის საჭირო ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით; „....საძინებელი ოთახიდან ამოღებული მინის ნამსხვრევები...“ მოთავსებულ გამჭვირვალე მინის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N13) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის თ------ დ--------ს (ობ.N45) . მინორული წილი ეკუთვნის კ----–--------------–---–ს (ობ. N44);
- პაკეტში, წარწერით; „...f--“ მობილური ტელეფონი....“ მოთავსებულ „f--“-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე არსებული ბიომასალის (ობ.N14) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ------ ჩ------ეს (ობ. N46);
- პაკეტში, წარწერით: „...i-----” მობილური ტელეფონი…“ მოთავსებულ „i-----“-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე არსებული ბიომასალის (ობ. N15) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის თ------ი დ--------ს (ობ. N45) მინორულ წილში ვლინდება კ----–--------------–---–ის (ობ. N44) და არ ვლინდება ზ------ ჩ------ის (ობ. N46) გენეტიკური თანამონაწილეობა;
- პაკეტში წარწერით; „...p----” მობილური ტელეფონი…“ მოთავსებულ „p----“-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე არსებული ბიომასალის (ობ.16) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ------ი დ--------ს (ობ.N45);
- პაკეტში წარწერით; „...თ------ი დ-------ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოყვითალო მონაცისფრო ლაქები (ობ. N17.18), სისხლს არ შეიცავს;
- პაკეტში, წარწერით; „...ზ------ი ჩ------ის ხელის ანაწმენდის ნიმუში...“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული მოყვითალო მონაცისფრო ლაქები (ობ. N19.20) სისხლს არ შეიცავს;
- პაკეტში, წარწერით; „...მოთეთრო ფერის ქსოვილი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით...“ მოთავსებულ გადასაფარებელზე არსებული მოწითალო - მოყავისფრო ლაქები (ობ. N21.22) წარმოადგენს ადამიანის სისხლს ობ. N21.22-ის გენეტიკური პროფილი და ამავე გადასაფარებლიდან ამოღებული ადამიანის თმის ღერის (ობ.N23) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ----–--------------–---–ს (ობ.44);
- პაკეტში, წარწერით; „...მოლურჯო ფერის „ჟაკეტი“...“ მოთავსებულ ჯემპრზე არსებული ღია მოწითალო- მოყავისფრო ლაქა (ობ. N 24) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის კ----–--------------–---–ს (ობN44) ამავე ჯემპრზე არსებული ბიომასალის (ობ.N25.26) გენეტიკური პროფილები შერეულია ობ. N35-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ზ------ ჩ------ეს (ობ.N46), მინორულ წილში, კ----–--------------–---–ისა (ობ.N44) და თ------ი დ-------ის (ობ.N45) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ობ. N26-ის გენეტიკური პროფილი, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
- პაკეტში წარწერით; „...მორუხო ფერის პულოვერი...“ მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N27,28) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის კ----–--------------–---–ს (ობ.N44). ამავე მაისურზე არსებული ბიომასალის (ობ.N29.30) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N29-ის პროფილის მაჟორული წილი და ობ.N30-ის პროფილის ერთი წილი ეკუთვნის კ----–--------------–---–ს (ობ.N44) . ობ. N30-ის პროფილის მეორე წილი ეკუთვნის თ------ი დ--------ს (ობ.N45). ობ.29-ის პროფილში თ------ი დ-------ისა (ობ. N45) და ზ------ ჩ------ის (ობ.N46) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
- პაკეტში, წარწერით; „...ტანსაცმელი თ------ი დ-------ის შარვალი, სვიტრი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი...“ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები (ობ. N32.33) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ხოლო მოყავისფრო ლაქა (ობ. N31) სისხლი არ აღმოჩნდა. ობ. N32.33-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ----–--------------–---–ს (ობ. N44). აღნიშნულ შარვალზე არსებული ბიომასალისა (ობ. N34) და ამავე პაკეტში მოთავსებულ მაისურზე არსებული ბიომასალის (ობ.N35) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ------ი დ--------ს (ობ.N45);
- ამავე პაკეტში მოთავსებულ ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო-მონარინჯისფრო ლაქები (ობ. N36), სისხლი არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით; „...ზ------ ჩ------ის ტანსაცმელი..“ მოთავსებულ ჟილეტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N37) წარმოადგენს ადამიანის სისხლს რომელიც ეკუთვნის კ----–--------------–---–ს (ობ. N44). ამავე ჟილეტზე არსებული ბიომასალის (ობ. N39) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ------ ჩ------ეს (ობ.N46);
- აღნიშნულ ჟილეტზე არსებული მუქი მოყავისფრო ლაქა (ობ. N38) და ამავე პაკეტში მოთავსებულ მაისურსა (ობ. N40-42) და კეპაინ ქუდზე (ობ. N43) არსებული მოყავისფრო ლაქები სისხლი არ აღმოჩნდა.
31. 2018 წლის 8 თებერვლის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - „-----“-ს ფირმის მობილური ტელეფონიდან, კ----–--------------–---–ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით მესამე „-----“-ს ფირმის მობილური ტელეფონი. კ.გ----------–---–-ს განმარტებით, მან ტელეფონი ამოიცნო ფორმით, ფერით, საერთო იერსახით და მობილური ტელეფონის უკანა მხარეს, ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული ნაჭდევი დაზიანებით.
32. სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობის საშიშროება მეტად მაღალია, იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის ჯანმრთელობას. ყაჩაღობის შემადგენლობაში ეს ორი ობიექტი ძირითადია. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმის ცნებაში უნდა ვიგულისხმოთ დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თუმცა მოულოდნელობის მიუხედავად, როგორც წესი თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ერთვის ფიზიკური ძალადობა, კარგად არის გაცნობიერებული დაზარალებულის მიერ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თავდასხმის ფაქტი მის მიერ არც იყოს გააზრებული. თავდასხმა და მის შედეგად უშუალოდ განხორციელებული ძალადობა ორი განუყოფელი აგრესიული აქტის ერთიანობაა. თავდასხმა არის ყაჩაღობის პირველი ეტაპი, რომელიც წინ უსწრებს ძალადობას და გულისხმობს, სწრაფ და აგრესიულ მოქმედებას, მიმართულს დაზარალებულის წინააღმდეგ, ხოლო მეორე ეტაპია ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, სადაც თავდასხმა ორგანულად არის გაერთიანებული ძალადობასთან. ფიზიკური ძალადობა, გამოყენებული ყაჩაღობის დროს საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის. დამნაშავის მიერ გამოყენებული ძალადობის ხარისხის განსასაზღვრავად, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული არა მარტო ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების შედეგი, არამედ მისი ხანგძლივობა, ინტენსივობა, დანაშაულის ჩადენის იარაღი, საშუალება და სხვა. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური, მისი გამოვლენის ფორმას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ჟესტით, მოქმედებით, მაგალითად ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან ყოველ შემთხვევაში, საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ამიტომ მუქარის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზება ან დროებით მისი დათრგუნვა და ამით ძალადობრივი გზით ქონების დაუფლება. დამნაშავის მიერ ქონების დასაუფლებლად იარაღის იმიტაციის გამოყენება, რომელსაც გარეგნული მსგავსება აქვს იარაღის ანალოგიასთან, მაგრამ არ შეიძლება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება, მაინც ძალადობად უნდა მივიჩნიოთ, თუ ეს იარაღი მსხვერპლის მიერ ნამდვილ იარაღად აღიქმება. სათამაშო იარაღის დემონსტრირებაც კი უარყოფითად მოქმედებს დაზარალებულზე, მას ეუფლება შიშის გრძნობა და იგი იძულებულია დათმოს ქონება. დანაშაულებრივი ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მუქარის ხარისხის განსასაზღვრად კონკრეტული საქმის ყველა გარემოებათა შესწავლა სავალდებულოა. ამისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ყაჩაღური თავდასხმის ადგილი, დრო, იმ საგნის თვისება, რომელიც გამოყენებულია განუსაზღვრელი მუქარის განსახორციელებლად, როგორ აღიქვამს მას დაზარალებული და სხვა. ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე, იგი ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.
დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა, ქმედება ჩადენილი ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. სასამართლო განმარტავს, რომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის დროს აუცილებელი არ არის ყველა თანაამსრულებელმა გამოიყენოს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის. საკმარისია მათგან თუნდაც ერთმა მიმართოს ამგვარ ძალადობას და ეს ფაქტი სხვა თანამონაწილეთა განზრახვითაც იყოს მოცული.
ასევე, დანაშაულის ერთერთი დამამძიმებელი გარემოებაა, ქმედება ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით. შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს. ზემოაღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობა განპირობებულია იმით, რომ დამნაშავე შეღწევისას დამატებით ზოგჯერ საკმაოდ მნიშვნელოვან ძალასა და ხერხს იყენებს, რომ გადალახოს წინააღმდეგობა და დაეუფლოს ქონებას. შეღწევა, ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით ბინაში შესვლას ყაჩაღობის მიზნით. ბინა კი, ისეთი ნაგებობაა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად (ინდივიდუალური სახლი, ბინა, აგარაკი და სხვა).
33. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადგენილია, რომ 2018 წლის 5 ოქტომბერს, როდესაც კ----–--------------–---–ი დაწვა დასაძინებლად, მის საცხოვრებელ სახლს თავს დაესხა თ------ დ-------- და გამოძიებით დაუდგენელი ერთი პირი. თ------ დ--------მ, აივანზე დადებული სკამის გამოყენებით, შეამტვრია კ----–--------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ფანჯარა და შეეცადა შესვლას. როდესაც კ.გ----------–---–მა სცადა „მ---------სის“ ტელეფონით პოლიციაში დარეკვა, თ------ დ--------მ, დამტვრეული ფანჯრიდან შეყო ხელი და დაამტვრია ტელეფონი. აღნიშნულის შემდეგ, კ.გ----------–---–მა გააღო კარები, რა დროსაც, შესვლისთანავე, თ------ დ-------- მას დაესხა თავს, დაუწყო ცემა და მოსთხოვა ფულისა და ოქროს გადაცემა. კ----–--------------–---–ის მითითებით თ.დ--------მ, წამლების ყუთიდან აიღო თანხა 25 ლარი, რომელიც ჩაიდო ჯიბეში. დაახლოებით 2 საათი იმყოფებოდა თ.დ-------- და გამოძიებით დაუდგენელი, მეორე თავდამსხმელი კ----–--------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც თ------ დ-------- სცემდა კ----–--------------–---–ს, სთხოვდა ოქროსა და ფულის გადაცემას და ასევე, ეუბნებოდა სიტყვებს „შენ დამინგრიე ოჯახი“. ყოველი ამ სიტყვის თქმისთანავე, სცემა თ------ი კ----–--ს. ფულისა და ოქროს მოთხოვნის დროს, თ------ დ--------მ, თანხმლებ, მეორე თავდამსხმელს უთხრა მიეტანა უთო. მეორე თავდამსხმელი გავიდა, თუმცა უთო არ მიუტანია. მთელი დროს მანძილზე, როდესაც თ.დ-------- და მეორე თავდამსხმელი იმყოფებოდნენ კ.გაფრინაშვილთან, ამ უკანასკნელს ჰქონდა შეგრძნება, რომ შესაძლო იყო დ--------ს თვითონ მიეტანა უთო და გამოეყენებინა იგი. თ------ი, ამას გააკეთებდა თუ არა, ვერ მიხვდებოდა მის წასვლამდე. თავდამსხმელების მიერ, კ.გ----------–---–-ს სახლიდან წაღებული იქნა თანხა 25 ლარის ოდენობით და "--------" ფირმის მობილური ტელეფონი.
34. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ------ დ--------მ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.
სამართლებრივი შეფასება:
35. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
36. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
37. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ თ------ დ--------მ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა თ------ დ-------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ თ------ დ-------ის მიერ დანაშაულების ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
39. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ თ------ დ-------ის განმარტებას, რომ მას კ----–--------------–---–ი არ დაუყაჩაღებია, უბრალოდ მივიდა მის საცხოვრებელ სახლში, სცემა მას და წავიდა უკან. კ----–--სთან მისვლის დროს მარტო იყო და ტანზე ეცვა ზ.ჩ------ის ტანსაცმელი, ვინაიდან თავისი დაუსველდა და აშრობდა ზ.ჩ------ის საცხოვრებელ სახლში. სასამართლო აღნიშნავს, რომ თ------ დ-------ის განმარტება, ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ზ------ ჩ------ის განმარტებას. სხდომაზე დაკითხულმა ზ------ ჩ------ემ განაცხადა, რომ სახლიდან წამოსულებმა, ისეირნეს ჭიათურაში. სულ თ------ დ--------სთან ერთად იმყოფებოდა და ღამე, გვიან დაბრუნდა მასთან ერთად სახლში. თავად თ------ დ-------ის განმარტებით კი, ჭიათურაში ჩამოსვლის შემდეგ, ცოტა ხნით დაშორდა ზ------ ჩ------ეს, მარტო წავიდა კ----–--------------–---–ის სახლში, სცემა, შემდეგ დაბრუნდა ჭიათურაში, შეხვდა ზ.ჩ------ეს და წავიდნენ ამ უკანასკნელთან სახლში. სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------ დ-------ის ჩვენება მოგონილია მის მიერ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, არადამაჯარებელია და ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, როგორც დაზარალებულ კ----–-- გ--------–---–-ს, ასევე, მოწმე ზ------ ჩ------ის ჩვენებას, არადამაჯერებელი და არასარწმუნოა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით.
40. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ე-–---- ნ--------ემ განაცხადა, რომ მან დოკუმენტს სახლში მხოლოდ ერთხელ მოაწერა ხელი, ხოლო დანარჩენ დოკუმენტებზე ხელი განყოფილებაში მოაწერა. შესაბამისად, მტკიცებულება დაუშვებელია და არ უნდა დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს, გარდა მოწმის განმარტებისა, სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა მოწმის ჩვენების სისწორეში არ წარმოუდგენია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადგენილი და დადასტურებული იქნა, რომ მოწმე ე-–---- ნ--------ის მიერ, ხელმოწერილი იქნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ, ასევე, ხელმოწერილი იქნა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი. ჩხრეკის ჩამტარებელმა გამომძიებელმა რ----- ა-----ემ და მასში მონაწილე უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა თ------ ნ------ემ, ლ-–- კ------ემ და რ---- ა-----ემ განაცხადეს, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დაწყებაზე ე-–---- ნ--------ეს გაეცნო დადგენილებას ჩხრეკის წარმოების შესახებ, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები დალუქული იქნა ადგილზე და მასში მონაწილე პირებმა, დაადასტურეს ხელის მოწერით, მათ შორის ე-–---- ნ--------ემაც. ჩხრეკის დასრულების შემდეგ კი, გამომძიებლის მიერ, ადგილზე დაკითხული იქნა ე-–---- ნ--------ე, რომელმაც გამოკითხვის ოქმი დაადასტურა ხელის მოწერით. აღნიშნული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დასრულების შემდეგ, წავიდნენ სამმართველოში და იქ ე-–---- ნ--------ე არ უნახავთ და არც მათ დაუბარებიათ, რომ მისულიყო. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49). სასამართლოს მიაჩნია, ბრალდების მხარისთვის იმდაგვარი მტკიცების ტვირთის დაკისრება, რომელიც ვერ იქნება დაძლეული მხარის მიერ, გაუმართლებელია და არ გამომდინარებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნებიდან. ნებისმიერმა პირმა, სასამართლოში დაკითხვის დროს, შესაძლოა უარყოს გამოძიების დროს მიცემული ჩვენების და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით მოახდინოს ფაქტის სწორი შესწავლა და მისცეს სამართლებრივად სწორი შეფასება მხარის მიერ დასმულ საკითხებს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, აშკარა, დამაჯერებელ და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ბრალდების მხარის მიერ დადასტურებულია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება და არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების საფუძველი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
41. თ------ დ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
42. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
43. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თ------ დ--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39–ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას - ნასამართლობის არ მქონეა, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების ხარისხის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება მომეტებულად საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა და ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ------ დ-------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საშუალო ვადასთან მიახლოებული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
44. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ------ დ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;
თ------ დ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
თ------ დ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 6 ოქტომბრიდან;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, კ----–--------------–---–ის საცხოვრებელი სახლის აივნის შესასვლელი კარის სახელურიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში; აივნის შესასვლელი კარის შიდა სახელურიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში; ფანჯრის რაფაზე არსებული მინის ნამსხვრევებიდან აღებული მოწითალო ფერის, სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში; საცხოვრებელი სახლის აივანზე მდგარი პლასტმასის სკამიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში; საძინებელ ოთახში არსებული პლასტმასის სკამიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში; საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარიდან, ხელმარცხნივ მდებარე საძინებელი ოთახიდან ამოღებული, იატაკზე გადმოგდებული მოთეთრო ფერის ქსოვილი მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქებით; ექვსი ხელის კვალი; საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის გარეთა სახელურიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში; საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ არსებული საძინებელი ოთახიდან ამოღებული მინის ნამსხვრევები; საძინებელი ოთახის შესასვლელი კარის შიგნითა სახელურიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში; საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს არსებული ფერდობიდან ამოღებული - მორუხო ფერის პულოვერი, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; ასევე, მოლურჯო ფერის ჟაკეტი, რომლებიც ინახება ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საძინებელ ოთახში ამოღებული, მაგიდაზე არსებული მოშავო ფერის მაგთიფიქსის ტელეფონის ყურმილი ელექტროსადენებით; საძინებელ ოთახში ამოღებული, მაგიდაზე არსებული მოშავო ფერის ელექტრო ბატარეა დაზიანებულ მდგომარეობაში; საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბიდან ამოღებული მომწვანო ფერის ელემენტი წარწერით „H-----“; საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბის საფეხურიდან ამოღებული მ---------სის ტელეფონის ელემენტების ჩასადების ხუფი; ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული პ-----ის (P----) ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ კ----–--------------–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული გრძელსახელოიანი მორუხო ფერის სვიტერი უცხოენოვანი წარწერით „DOREMI“, სვიტერს მარჯვენა მკლავზე და წინ შუა ნაწილში აღენიშნება მექანიკური დაზიანების კვალი; მოშავო ფერის კეპიანი ქუდი წარწერით „-------“; მოკლე სახელოიანი, უმკლავო ქურთუკი - ე.წ „დუტი“, წარწერით „C----“; ა-------ს (I-----) და ფ-–--ს (F--) ფირმის მობილური ტელეფონები; მოვერცხლისფრო ფერის ბეჭედი და ტურისტული ნაკრები, ე.წ. „ბრელოკი“ (ტურისტულ ნაკრებს ერთად აქვს ქანჩების მოსაჭერი, ბრტყელტუჩა, დანა და სახრახნისი), რომლებიც ინახება ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ზ------ ჩ------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ბრალდებულ თ------ დ-------ისგან ამოღებული მოშავო ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც უკანა მხარეს მარჯვენა ზემოთა კუთხეში აქვს უცხოენოვანი წარწერა „--------“; მონაცისფრო ფერის სვიტერი; მოშავო ფერის ტყავის ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს შავი ფერის თასმები და ზემოთა მხარეს, შუა ნაწილში მიკერებული აქვს მოყვითალო ფერის ტყავი, უცხოენოვანი წარწერით „G----“, რომლებიც ინახება ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, დაუბუნდეს თ------ დ--------ს ან/და მისი ოჯახის წევს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე