გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/27753-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი
მოსარჩელე - შპს ,-----------
(დირექტორი - ვ-–---------–---–-)
წარმომადგენლები - 1 - ა-------------–---–-
2 - მ------------–---–--ა
3 - ლ--------------–-ა
მოპასუხე - შპს ,,ბ---------
(დირექტორი - თ----------–-------)
წარმომადგენელი - გ---------–------
დავის საგანი - საკუთრების ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აეკრძალოს მოპასუხეს მოსარჩელის საკუთრების ხელშეშლა და დაევალოს მის საკუთრებაში არსებული ავზის დემონტაჟი და გადატანა შპს ,,----------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ს/კ 0-.---04.0-9.---- მის: ქ. თბილისი, გ---–-–---–----------
1.2. დაეკისროს მოპასუხეს შპს ,,ბ---------- მოსარჩელისათვის შპს ,,---------სათვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის, რაც განისაზღვრება თვეში 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით, 2018 წლის 10 ივლისიდან (საკუთრების ხელშეშლის ნებაყოფლობით შეწყვეტისათვის განსაზღვრული ვადა) - საკუთრების ხელშეშლის აღკვეთამდე.
1.3. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე განთავსებული ავზის საიჯარო საფასური თვეში 480 ლარის ოდენობით, განვლილი 36 თვის გაანგარიშებით, რაც შეადგენს 17280 ლარს და ასევე დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ღირებულება თვეში 480 ლარის ოდენობით, მოთხოვნის წარმოდგენიდან, 2019 წლის 27 მარტიდან, საკუთრების ხელშეშლის აღკვეთამდე.
(იხ. დაზუსტებული სარჩელი, ს.ფ. 185)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,ბ---------- წარმომადგენელმა სარჩელის მოთხოვნები არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,--------- რეგისტრირებულია 2----–-–---------–--ს. წარმომადგენლობა/ხელმძღვანელობის უფლება მინიჭებული აქვს დირექტორს ვ-–---------–---–ს.
(მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ს.ფ. 82)
3.1.2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ბ--------- რეგისტრირებულია 1----–-–-------------ს, ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს დირექტორს თ---------–--------.
(მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, დადგენილება, ს.ფ. 109-110; 133)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის მიმდინარე შეტყობინებები, რომლითაც სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელე
ითხოვდა სასამართლოში მიმართვის გარეშე დასრულებულიყო მათ შორის სადავო საკითხის გადაწყვეტა.
(მტკიცებულება: წერილები, შეტყობინებები, ფოტო-სურათები, ს.ფ. 22-31)
3.2.2. დადგენილია, რომ 2----–-–------------------ს შპს ,,ა---------ს და შპს ,---------“ შორის გაფორმებულია იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს ,---------“ მოსარჩელის საკუთრება გადაეცა კაფე-ბარის/რესტორნის ფუნქციონირების მიზნით 2022 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით.
(მტკიცებულება: იჯარის ხელშეკრულება, ს.ფ. 32-44)
3.2.3. 2017 წლის 17 მარტის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმით დადგენილია, რომ შპს ,,ა---------ის საკუთრებას წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, ქუ-------–-–---–------------------------------------------–---------–---------------–-–---–----------–---------–---------------–-–---–------, მიმდებარედ დაზუსტებული ფართობი 3263,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0-.---04.0-9.--- შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N--------------------–------------------------------
(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 231-237)
3.2.4. ქ. თბილისი, ქუ-------–-–---–-----------–---------–---------------–-–---–--------------------- საკადასტრო კოდი N0-.---04.0-9.--- დაზუსტებული ფართობი 698,00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, საერთო ფართი 633,80 კვ.მ. მესაკუთრე არის შპს ,,---------, რომელსაც ოჯარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს ,---------თან“.
(მტკიცებულება: 2017 წლის 6 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან,ს.ფ. 229)
3.2.5. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს ,,ბ---------- საკუთრებას წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, გრ-–-–---–------------ დაზუსტებული ფართობი 1264,00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N---------------------, საკადასტრო კოდი N0-.---04.0-9.----
(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 80)
3.2.6. ქ. თბილისის მე---------–---------------------------------–-–-----------------------------------–---ს საფუძველზე ა-------------------------------------------------------------“ თხოვნა დაკმაყოფილდა და რეგისტრირებული იქნა N--------- ბაზაზე სახელმწიფო საწარმო ,,ბ---------, მდებარე გრ-–-–---–------------ში.
1----–-–--------------ს სახელმწიფო საწარმოს ,,ბ---------- ქონების იჯარით გამოსყიდვის უფლების აღების მიზნით ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა დროებითი ამხანაგობა. 1----–-–----------------ს ამხანაგობასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა ს-------------––-------–---, რომლის მიხედვითაც ამხანაგობას გადაეცა 10 წლის იჯარით, გამოსყიდვის უფლებით თბილისში, გ---–-–---–---------–-------------------–-------------------- რაზეც შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 19---–-–-------------ს დადგენილებით დარეგისტრირდა შპს ,,ბ---------.
(მტკიცებულება: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, განკარგულება, დაფუძნების ხელშეკრულება, საიჯარო ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ. 112-121)
3.2.7. სახელმწიფო საწარმო N---------------------- 1995 წლის წესდების საფუძველზე საწარმოს მისამართია თბილისი, გ---–-–---–------------–-------------–------------- ,,ბ---------, ხოლო 1----–-–-------------ს მეწარმეთა კანონის საფუძველზე კრწანისის რაიონის სასამართლოს 1----–-–-------------ს ხელახლა იქნა რეგისტრირებული შპს ,,ბ---------, რომელსაც საკუთრებაში გადაეცა სრული ქონება.
(მტკიცებულება: წესდება, ს.ფ. 122-132, 134-141)
3.2.8. მოპასუხემ სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს ,,ა-–----- დასკვნა 1----- შპს ,,-------- კუთვნილი 150 მ2 მიწის ნაკვეთის შეფასება ორ იარუსიანი 16 ადგილიანი ავტომანქანის პარკინგით მიღებული შემოსავლების მიხედვით, რომლის თანახმად შემოსავალი ერთ თვეში შეადგენდა (დამრგვალებული) 14000 ლარს.
(მტკიცებულება: დასკვნა, ს.ფ. 45-76)
3.2.9. მოპასუხის მიერ სადავოდ იქნა გამხდარი მოსარჩელის მიერ 2019 წლის 22 მარტის ,,თი-----------------------------ს“ შეფასების დასკვნა, გაცემული ქ. თბილისი, გრ-–-–---–----------ში, N0-.---04.0-9.--- საკადასტრო კოდებზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული ავზის მიერ დაკავებული 40 კვ.მ.-ის მიწის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების შესახებ, რომლის თანახმად ორ იარუსიანი 16 ადგილიანი ავტოსადგომის მოწყობის შემთხვევაში დღე-ღამეში მისაღები შემოსავალი არის 460,80 ლარი, ხოლო ყოველთვიური მისაღები შემოსავალი 13824,0 ლარი.
(მტკიცებულება: დასკვნა, ს.ფ. 204-228)
საქართველოს სს კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.
აღნიშნული კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მტკიცებულების სახით საქმეს დაურთო აღნიშნული დასკვნები და მასში მითითებული გარემოებები ასახულია გადაწყვეტილებაში.
3.2.10. სასამართლოს სხდომაზე მოწმეების განმარტებით დადგენილი იქნა, რომ თავდაპირველმა მესაკუთრემ დირექტორმა არ---–---------–---–მა ავზი თავის კუთვნილ ნაკვეთში ჩაადგმევინა მოპასუხეს. 2009 წლამდე როგორც დირექტორი, მუშაობდა და მართავდა საზოგადოებას, შემდეგ გაყიდა, დადასტურდა აგრეთვე ის გარემოება, რომ შპს ,,ა---------მა საკუთრება გადასცა შპს ,---------“, მისმა დირექტორმა ზა----–---–----მ განმარტა, რომ აქვთ რესტორანი, შესასვლელი არის საშინელ მდგომარეობაში, რადგან იქ დგას ავზი და მშენებლობის, რესტორნის გაუმჯობესებაში ხელი ეშლებათ.
(მტკიცებულება: 2019 წლის 27 მარტის სხდომის ოქმი, ს.ფ. 170, 10:28; 40)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა განმარტებით დადგენილი იქნა მოსარჩელის მიერ მითითებული ის ფაქტი, რომ ავზი წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას და განთავსებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი, მუხლი 1, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 174-ე, 411-ე, 412-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
განსახილველ შემთხვევაში, ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ შპს ,,ა---------ის საკუთრებას წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, ქუ-------–-–---–------------------------------------------–---------–---------------–-–---–----------–---------–---------------–-–---–------, მიმდებარედ დაზუსტებული ფართობი 3263,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0-.---04.0-9.--- შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N--------------------–-----------------------------, ასევე ქ. თბილისი, ქუ-------–-–---–-----------–---------–---------------–-–---–--------------------- საკადასტრო კოდი N0-.---04.0-9.--- დაზუსტებული ფართობი 698,00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, საერთო ფართი 633,80 კვ.მ, რომელთა რეგისტრაციის კანონიერების საკითხი მოპასუხეს სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით სადავოდ არ გაუხდია და სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადასტურდება, ის ნამდვილია. ამასთანავე, სასამართლოს სხდომაზე მოწმეების განმარტებით დადგენილ იქნა, რომ მოპასუხე შპს ,,ბ---------- ავზი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განთავსებულია შპს ,,----------ის საკუთრებაში არსებულ აღნიშნულ უძრავ ნივთზე, რითაც იზღუდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით თავისუფალი სარგებლობის უფლება. შესაბამისად, სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნა საკუთრების ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე დასაბუთებულად მიაჩნია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
აღნიშნული კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში, ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ქ. თბილისი, ქუ-------–-–---–-----------–---------–---------------–-–---–--------------------- საკადასტრო კოდი N0-.---04.0-9.--- დაზუსტებული ფართობი 698,00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, საერთო ფართი 633,80 კვ.მ. მესაკუთრე არის შპს ,,---------, ხოლო შპს ,,ბ---------- საკუთრებას წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, გრ-–-–---–------------ დაზუსტებული ფართობი 1264,00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N---------------------, საკადასტრო კოდი N0-.---04.0-9.---- ამასთანავე, დადგენილია, რომ მოპასუხის ავზი უკანონოდ განთავსებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს შპს ,---------თან“. საქმეზე წარმოდგენილი შპს ,,ა-–----- დასკვნით კი დადგენილია, რომ შპს ,,-------- კუთვნილი 150 მ2 მიწის ნაკვეთი, ორ იარუსიანი 16 ადგილიანი ავტომანქანის პარკინგით მიღებული შემოსავლების მიხედვით, შემოსავალი ერთ თვეში შეადგენდა (დამრგვალებული) 14000 ლარს, შპს ,,აბანო“ კი იყენებს მხოლოდ 6 ავტომობილის ფართს და მისი წმინდა მიუღებელი შემოსავალი დამატებით 10 ავტომობილზე განისაზღვრება 8000 ლარით. შესაბამისად, სასამართლოს მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 2018 წლის 10 ივლისიდან (საკუთრების ხელშეშლის ნებაყოფლობით შეწყვეტისათვის განსაზღვრული ვადა) - საკუთრების ხელშეშლის აღკვეთამდე 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით თანხის დაკისრების მოთხოვნა დასაბუთებულად მიაჩნია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ამავე კოდექსის 581-ე მუხლით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა საიჯარო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ წარმოეშობოდა საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მათ შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. შესაბამისად, მოსარჩელე შპს ,,----------ისთვის არ იყო მოსალოდნელი მოპასუხისგან აღნიშნული ქირის მიღება, რის გამოც სასამართლოს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებლად მიაჩნია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახ. ბაჟი 4481,60 ლარი სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 518,40 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელზედაც უარი ეთქვა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე შპს ,------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. აეკრძალოს მოპასუხეს მოსარჩელის საკუთრების ხელშეშლა და დაევალოს მის საკუთრებაში არსებული ავზის დემონტაჟი და გადატანა შპს ,------------- საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ს/კ 0-.---04.0-9.---- მის: ქ. თბილისი, გ---–-–---–----------
1.2. დაეკისროს მოპასუხეს შპს ,,ბ---------- მოსარჩელისათვის შპს ,,---------სათვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის, რაც განისაზღვრება თვეში 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით, 2018 წლის 10 ივლისიდან (საკუთრების ხელშეშლის ნებაყოფლობით შეწყვეტისათვის განსაზღვრული ვადა) - საკუთრების ხელშეშლის აღკვეთამდე.
1.3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე განთავსებული ავზის საიჯარო საფასურის თვეში 480 ლარის ოდენობით, განვლილი 36 თვის გაანგარიშებით, რაც შეადგენს 17280 ლარს, დაკისრების თაობაზე და ასევე მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ღირებულების თვეში 480 ლარის ოდენობით, მოთხოვნის წარმოდგენიდან, 2019 წლის 27 მარტიდან, საკუთრების ხელშეშლის აღკვეთამდე, დაკისრების შესახებ.
2. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ბ---------- მოსარჩელის სასარგებლოდ სახ. ბაჟი 4481,60 ლარი.
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 518,40 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო
ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი