გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #2/22-2019 26 მარტი 2019 წელი
ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი მარი კირვალიძე
მოსარჩელე ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა“
წარმომადგენელი გ-----–---–---–-----------------------------------------------–----------–---–-
მოპასუხე ს.ს. ,,ს----------–--------------------------ი“
წარმომადგენლები ი--------------------------------------------------------------------------
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა” ითხოვს დაეკისროს ს.ს. ,,ს----------–--------------------------ს“ ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა”-ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 4609 ლარის და 10 თეთრის ოდენობით, ასევე დაეკისროს მოპასუხეს პირგასამტეხლო 2018 წლის 08 ნოემბრიდან 4609 ლარის და 10 თეთრის 0.1% (4.61 ლარი) 2018 წლის 08 ნოემბრიდან ყოველდღიურად, ზიანის სრულად ანაზღაურებამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება. მოსარჩელის მითითებით, მხარეებს შორის 2017 წლის 22 ნოემბერს დაიდო მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება #------------2, რომლის საფუძველზე დაზღვეული იქნა ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა”-ს სათაო ოფისი, მასში არსებული მოძრავი ქონებით და მარაგებით. მზღვეველის ვალდებულება ვრცელდებოდა ასევე ნებისმიერი გარეგანი ზემოქმედების შედეგად მიყენებულ დაზიანებაზე. 2018 წლის 08 ოქტომბერს სათაო ოფისის (ქ.თბილისი, ბ-------–---–--------) შენობის შემინული გარე ფასადის ორ ერთეულ მინა-პაკეტზე დაფიქსირდა გარეგანი დაზიანება, რომლის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობა მოპასუხეს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2018 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს წერილით და მოთხოვა ზიანის ანაზღაურება. ხელშეკრულების #2 დანართის პირველი პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა ზიანი შემთხვევის დადგომიდან ერთი თვის ვადაში, რა ვალდებულებაც არ შეასრულა. 2018 წლის 25 ოქტომბერს ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა”-მ შეცვალა დაზიანებული მინები საკუთარი ხარჯით, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 4703.17 ლარი. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ფრანშიზის - 2%-ის გამოკლებით, რაც შეადგენს 4609 ლარს და 10 თეთრს. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის საფუძველზე მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 4609.10 ლარის 0.1%-ის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ს.ს. ,,ს----------–--------------------------მა” სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მოპასუხემ მიუთითა, რომ შ.ს.ს. ს----------------------–---------------------------ის 2018 წლის 26 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი ოფისის გარე ფასადის ორი მინა-პაკეტის საბაზრო ღირებულება შეადგენს 634.80 ლარს, აღდგენითი-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 100 ლარს, რასაც უნდა გააკლდეს ფრანშიზა 2% და ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 720 ლარს და 10 თეთრს. მოპასუხის მითითებით უსაფუძვლოა მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ვინაიდან, ვალდებულების შესრულების პირობა დადგა მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლომ გამოითხოვა გამოძიებიდან ექსპერტიზის დასკვნა და დადასტურდა სადაზღვევო შემთხვევის ოდენობა. მოსარჩელე ეტაპობრივად ახდენდა დოკუმენტების წარდგენას ნოემბერის და დეკემბრის თვეში. დასადგენი იყო მინა-პაკეტის დაზიანების გამომწვევი მიზეზი, ელოდებოდნენ დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენას, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. იანვარში დაუკავშირდნენ მოსარჩელეს, საიდანაც აცნობეს, რომ აღარაფერს წარადგენდნენ და სარჩელს შეიტანდნენ სასამართლოში. ამის შემდეგ შეატყობინა სადაზღვევო კომპანიამ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოპასუხის მითითებით არარეალურია შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რადგან ამავე წლის მარტის თვეში დაზიანებული მინა-პაკეტის აღდგენის ღირებულება 951 ლარად შეფასდა. მოსარჩელე იყო ორიენტირებული თვითონ აღედგინა დაზიანებული მინა. 2018 წლის 10 ოქტომბრის წერილი მათ ჩაბარდათ 15 ოქტომბერს, რომელსაც უკვე ერთვოდა ინვოისი და ხარჯთაღრიცხვა და მოსარჩელემ ორ დღეში აღადგინა დაზიანებული ფასადი.
3. ფაქტობრვი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 2017 წლის 22 ნოემბერს ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა” -ს და ს.ს. ,,ს----------–--------------------------ს“ შორის გაფორმდა დაზღვევის (მომსახურების შესყიდვის) ხელშეკრულება #------------2, ხელშეკრულების საფუძველზე ს.ს. ,,ს----------–--------------------------მა“ აიღო ვალდებულება გაეწია ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა”-ს სათაო ოფისის, მასში არსებული მთელი მოძრავი ქონების და მარაგების დაზღვევის მომსახურება ხელშეკრულების დანართი #1 და #2 შესაბამისად. ხელშეკრულების საერთო თანხა განისაზღვრა 28799.13 ლარით, მომსახურების გაწევის ვადა _ 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (ს.ფ. 17-30). ქონების დაზღვევის #------ პოლისის მიხედვით, სადაზღვევო რისკებს/პირობებს შორის მითითებულია ნებისმიერი გარეგანი ზემოქმედების შედეგად მიყენებული დაზიანება. შენობა-ნაგებობის ნაწილობრივ დაზიანებაზე ფრანშიზა განისაზღვრა 2% ზარალის თანხიდან (ს.ფ. 31) დადგენილია, რომ ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა” მზღვეველს უხდიდა სადაზღვევო პრემიას (ს.ფ. 32-53). 3.1.2 2018 წლის 10 ოქტომბერს ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა” -მ განაცხადით მიმართა ს.ს. ,,ს----------–--------------------------ს“ და აცნობა, რომ 2018 წლის 08 ოქტომბერს შენობის შემინულ ფასადზე დაზიანდა ორი ერთეული მინა-პაკეტი, აღნიშნული შემთხვევის შესახებ 2018 წლის 08 ოქტომბერს მიმართული ჰქონდათ ცხელ ხაზზე მოპასუხისათვის, განცხადებას თან ერთვოდა ხარჯთარღიცხვა, რომლის მიხედვით აღდგენის საერთო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა 4703.17 ლარით და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება (ს.ფ. 54). განაცხადი მოპასუხეს ჩაბარდა 2018 წლის 15 ოქტომბერს (ს.ფ. 63) ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა”-მ ს.ს. ,,ს----------–--------------------------ს“ წარუდგინა 2018 წლის 08 ოქტომბერს შედგენილი საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი. შემდეგ წარადგინა შ.ს.ს. ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების 2018 წლის 15 ნოემბრის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2018 წლის 08 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ.თბილისში, ბ-------–---–------------–ი მდებარე ს----------–---------–-–--------–---------------ას ცენტრალური ოფისის გარე ფასადის მინის დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ს.ფ. 62) 3.1.3 საპატრულო პოლიციის 2018 წლის 08 ოქტომბრის რეაგირების ოქმის მიხედვით, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ქ.თბილისში, ბ-------–---–------------–ი, სადაც ს----------–---------–-–--------–---------------ას შენობის გარე ფასადზე დაზიანებული იყო ორი მინა (ს.ფ. 64) 3.1.4 2018 წლის 12 ოქტომბერს ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს და შ.პ.ს. ,,კ-----------ს“ შორის გაფორმდა სამუშაოს შესყიდვის ხელშეკრულება, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 4703 ლარის და 17 თეთრი დღგ-ს ჩათვლით. შ.პ.ს. ,,კ-----------მა“ შეასრულა დაზიანებული მინა-პაკეტის შეცვლის სამუშაოები, სამუშაოები განხორციელდა 15-დან 18 მეტრის სიმაღლეზე ამწე მექანიზმების გამოყენებით, 2018 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა სამუშაოების ინსპექტირების აქტი, 2018 წლის 25 ოქტომბერს _ სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი და ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა“-მ შ.პ.ს. ,,კ-----------ს“ ჩაურიცხა 4703.17 ლარი (ს.ფ. 82-88). 3.1.5 ს.ს. ,,ს----------–--------------------------მა“ 2018 წლის 16 იანვარს მიმართა ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს იმაზე მითითებით, რომ არ იქნა წარდგენილი ექსპერტიზის შედეგები დაზიანების მიზეზების შესახებ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი არ არის დადასტურებული. ვინაიდან არ დასტურდებოდა დაზღვეული რისკით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის ფაქტი, ს.ს. ,,ს----------–--------------------------ი“ მოკლებული იყო შესაძლებლობას 2018 წლის 10 ოქტომბრის #6914/07 განაცხადით მოთხოვნილი ანაზღაურება დარეგულირებულიყო დადებითად (ს.ფ. 133-134). 3.1.6 ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს მიმართ (ს/კ: 2--------) მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (რეაბილიტაციის პროცესი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 შ.ს.ს. ს----------------------–---------------------------ის 2018 წლის 26 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, ქ.თბილისში, ბ-------–---–------------–ი მდებარე შენობის ფასადის მინა-პაკეტის გარე მხარეს აღინიშნება გამჭოლი დაზიანება, რომლის გარეშემო გაშლილია მრავლობითი ბზარი, აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად. შენობის გარე ფასადის ორი მინა-პაკეტის საბაზრო ღირებულება (პირდაპირი ხარჯით) შეადგენს 634.80 ლარს, აღდგენითი-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება (პირდაპირი ხარჯით) შეადგენს 100 ლარს (ს.ფ. 187-188). სასამართლო არ იზიარებს ს.ს. ,,ს----------–--------------------------ი“-ს მითითებას იმის შესახებ, რომ შენობის ფასადის მინა-პაკეტის დაზიანებით ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს ზიანი მიადგა მხოლოდ 734.80 ლარის ოდენობით, რადგან, საქმეში წარმოდგენილია შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა და ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს მიერ მინა-პაკეტის აღდგენის ღირებულების _ 4703.17 ლარის გადახდის მტკიცებულება. რაც შეეხება შ.ს.ს. ს----------------------–---------------------------ის 2018 წლის 26 ოქტომბრის დასკვნას, მასში მითითებულია მინა-პაკეტის აღდგენის სავარაუდო ღირებულება, ამასთან დასკვნაში აღნიშნული არაა, რომ აღდგენითი სამუშაოები შესასრულებელი იყო შენობის ფასადზე 15-დან 18-მდე სიმაღლეზე, რაც საჭიროებდა ამწე-მექნიზმების გამოყენებას, უნდა განხორციელებულიყო დაზიანებული მინის დემონტაჟი, შემდეგ აღდგენა მაკომპლექტებელი მასალებით და ყოველივე აღნიშნული სამუშაოები გამორიცხავს დასკვნაში მითითებულ აღდგენის ღირებულებას. ასევე, მოპასუხის მიერ მითითებული 2018 წლის 09 მარტის ინვოისი, რომელშიც ერთეული მინა-პაკეტის ღირებულება აღნიშნულია 317 ლარი, არ ადასტურებს 734.80 ლარის ზიანს, მაშინ, როდესაც მოსარჩელემ მინა-პაკეტის აღდგენისათვის რეალურად გადაიხადა 4703.17 ლარი. ამდენად, დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს მიადგა ზიანი 4703.17 ლარის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა”-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე, 799-ე, 814-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. აღნიშნული ნორმა ადგენს მზღვეველის ვალდებულებას, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ანუ მზღვეველის ვალდებულების წარმოშობისათვის საჭიროა არა მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომა, არამედ ამ შემთხვევის განმაპირობებელი გარემოებების (რისკის) დაზღვევაზე მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობა. მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე ს.ს. ,,ს----------–--------------------------მა“ აიღო ვალდებულება გაეწია ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა”-ს სათაო ოფისის, მასში არსებული მთელი მოძრავი ქონების და მარაგების დაზღვევის მომსახურება ხელშეკრულების დანართი #1 და #2 შესაბამისად. ქონების დაზღვევის #------ პოლისში სადაზღვევო რისკები/პირობები მითითებულია: სტანდარტული რისკების ჩათვლით (ხანძარი, ასევე ხანძარი გამოწვეული ნებისმიერი სახის მოწყობილობის ან დანადგარის ელექტროობის დაზიანებით, რომელიც უშუალოდ ან არაპირდაპირ გამოწვეულია მოკლე ჩართვით ან დენის ცვალებადობით, მეხის დაცემა, აფეთქება, პილოტირებული საფრენი აპარატის ან მისი ნაწილის ჩამოვარდნა, სტიქიური უბედურება, კოკისპირული წვიმა, სეტყვა, მიწისძვრა, მეწყერი, ზვავი, გრუნტის დაჯდომა, გრუნტის წყლების ქმედებები, წყალდიდობა, გრიგალი, ქარიშხალი, ჰაერის მასების მოძრაობა 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ხანძრის აფექთების შემთხვევისას გამოწველი დაზიანებები და ნებისმიერი გარეგანი ზემოქმედების შედეგად მიყენებული დაზიანება. 6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა,რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა. მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ. დადგენილია, რომ ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა” -მ 2018 წლის 08 ოქტომბერს ცხელ ხაზზე მიმართა ს.ს. ,,ს----------–--------------------------ს“ და აცნობა შენობის ფასადზე მინა-პაკეტის დაზიანების შესახებ. 2018 წლის 15 ოქტომბერს ჩაბარდა მოპასუხეს ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა”-ს განცხადება ხარჯთარღიცხვასთან ერთად, რომლის მიხედვით მინა-პაკეტის აღდგენის საერთო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა 4703.17 ლარით. ს.ს. ,,ს----------–--------------------------ს“ წარედგინა 2018 წლის 08 ოქტომბერს შედგენილი საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი, შ.ს.ს. ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების 2018 წლის 15 ნოემბრის ინფორმაცია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გამოძიების დაწყების შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამომდინარე აღნიშნულიდან, უსაფუძვლოა მოპასუხის მითითება იმის შესახებ, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი არ იყო დადასტურებული და ამიტომ ეთქვა უარი მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურებაზე. დადგენილია, რომ 2018 წლის 08 ოქტომბერს ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა”-ს სათაო ოფისის გარე ფასადის მინა-პაკეტის დაზიანების შედეგად დადგა სადაზღვევო შემთხვევა. აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ს.ს. ,,ს----------–--------------------------ს“ სადავოდ აღარ გაუხდია, ამის საფუძვლად მოპასუხემ მიუთითა სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ექსპერტიზის დასკვნა, მოპასუხემ სადავოდ გახადა ზიანის ოდენობა. 6.3 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლო არ იზიარებს ს.ს. ,,ს----------–--------------------------ი“-ს მითითებას იმის შესახებ, რომ შენობის ფასადის მინა-პაკეტის დაზიანებით ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს ზიანი მიადგა მხოლოდ 734.80 ლარის ოდენობით, რადგან, საქმეში წარმოდგენილია შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა და ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს მიერ მინა-პაკეტის აღდგენის ღირებულების _ 4703.17 ლარის გადახდის მტკიცებულება. დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს მიადგა ზიანი 4703.17 ლარის ოდენობით და მოპასუხე ს.ს. ,,ს----------–--------------------------ი“ ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი მითითებული თანხის 2%-ის (ხელშეკრულებით განსაზღვრული ფრანშიზის) გამოკლებით _ 4609 ლარის და 10 თეთრის ოდენობით. 6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. 6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ პირგასამტეხლო. 6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 6.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.1 პუნქტის მიხედვით, ს.ს. ,,ს----------–--------------------------ი“ მისი მიზეზით მომსახურების დაგვიანებით, არასრულად, ხარვეზით ან საერთოდ არ გაწევის შემთხვევაში, ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შეუსრულებელი მომსახურების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მომსახურების ჯეროვნად და სრულად გაწევამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება. ხელშეკრულების დანართი #2-ის პირველი პუნქტის მიხედვით, მზღვეველმა სადაზღვევო თანხა უნდა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან ან ზარალის ოდენობის განსაზღვრიდან ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან სადაზღვევო შემთხვევა დადგა 2018 წლის 08 ოქტომბერს, განისაზღვრა ზიანის ოდენობა და აღნიშნულის შესახებ ეცნობა მზღვეველს, ხოლო ს.ს. ,,ს----------–--------------------------მა“ ერთი თვის ვადაში არ შეასრულა 4609 ლარის და 10 თეთრის გადახდის ვალდებულება, ს.ს. ,,ს----------–--------------------------ს“ ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკსიროს პირგასამტეხლოს გადახდა 2018 წლის 08 ნოემბრიდან ყოველდღიურად 4609 ლარის და 10 თეთრის 0.1%-ის ოდენობით თანხის სრულად გადახდამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე (რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება). 7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს 188 ლარის და 75 თეთრის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან, მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი 720 ლარს და 10 თეთრი მოთხოვნის ნაწილში, ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 21 ლარი და 60 თეთრი, ხოლო ს.ს. ,,ს----------–--------------------------ს“ ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 167 ლარის და 15 თეთრის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 და მე-11 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ს.ს. ,,ს----------–--------------------------ს“ ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 4609 (ოთხიათასექვსასცხრა) ლარის და 10(ათი) თეთრის გადახდა.
3. ს.ს. ,,ს----------–--------------------------ს“ ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 4609 (ოთხიათასექვსასცხრა) ლარის და 10(ათი) თეთრის 0.1%-ის _ 04 (ოთხი) ლარის და 61(სამოცდაერთი) თეთრის გადახდა ყოველდღიურად 2018 წლის 08 ნოემბრიდან დაკისრებული თანხის სრულად გადახდამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე (რომელი ვადაც ადრე დადგება).
4. ს.ს. ,,ს----------–--------------------------ს“ ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 167(ასსამოცდაშვიდი) ლარის და 15(თხუთმეტი) თეთრის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 21(ოცდაერთი) ლარი და 60(სამოცი) თეთრი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი