გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2019
საქმის ნომერი
050210118002585102
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N-50210118002585102 (N2/903-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე

მოსარჩელე - შპს ,,კ--------------------ა''

წარმომადგენლები - ნი----------–--ე, თამ------–---–ი

მოპასუხე - შპს ,,ქ--------–----------------ბი''

წარმომადგენელი - კ--------–-–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს ,,ქ--------–----------------ბს'' შპს ,,კ--------------------ას'' სასარგებლოდ დაეკისროს ზედმეტად გადაცემული თანხის - 47 625.93 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2015 წლის 22 დეკემბერს მოსარჩელე შპს ,,კ--------------------ასა'' და მოპასუხე შპს ,,ქ--------–----------------ბს'' შორის დაიდო მიწოდების ძირითადი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თითოეული ნასყიდობის ხელშეკრულების და შესყიდვების ორდერის მიხედვით მოპასუხე (მიმწოდებელი) ვალდებული იყო მოსარჩელისათვის (მყიდველისთვის) მიეწოდებინა მხარეთა მიერ შეთანხმებული რაოდენობის და ხარისხის თხილი.

 

2016 წლის 11 იანვარს, ერთ-ერთი ასეთი მიწოდების ფარგლებში, მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 22 000 კგ თხილის გულის საფასური 495 770 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავდა დღგ-ს თანხას. 2015 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს საგადასახადო კოდექსიში განხორციელებული ცვლილებიბის, თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ს გადახდისგან გათავისუფლდა ნაჭუჭგაცლილი თხილის მიწოდება, ვინაიდან, აღნიშნული ცვლილებებით, ზემოაღნიშნული ტრანზაქცია არ იყო დღგ-თი დასაბეგრი ოპერაცია, 2016 წლის 11 იანვარს მოსარჩელეს მოპასუხისათვის 495 770 ლარის ნაცვლად უნდა გადაეხადა 420 144.07 ლარი.

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე მხარე აღიარებს ვალდებულების არსებობას, რაც დასტურდება იმ ფაქტით, რომ მან მოსარჩელეს ზედმეტად გადახდილი თანხიდან - 75 625.93 ლარიდან დაუბრუნა ნაწილი - 28 000 ლარი. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისეროს მოსარჩელისათვის 47625,93 ლარის გადახდა უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე.

 

1. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე შპს ,,ქ--------–----------------ბის'' წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 22 დეკემბერს მოსარჩელე შპს ,,კ--------------------ასა'' და მოპასუხე შპს ,,ქ--------–----------------ბს'' შორის დაიდო მიწოდების ძირითადი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელი არის თხილის ბიზნესში ჩართული კომპანია, რომელსაც სურს მიყიდოს პროდუქტი ხელშეკრულების შესაბამისად, ხოლო მყიდველი არის კომპანია, რომელსაც სურს შეიძინოს პროდუქტი მიმწოდებლისაგან. თითოეული ნასყიდობის ხელშეკრულების და შესყიდვების ორდერის მიხედვით მოპასუხე (მიმწოდებელი) ვალდებული იყო მოსარჩელისათვის (მყიდველისთვის) მიეწოდებინა მხარეთა მიერ შეთანხმებული რაოდენობის და ხარისხის თხილი. პროდუქტის ფასი განისაზღვრება ნასყიდობის კონტრაქტითა ან მყიდველის შეკვეთით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მიწოდების ძირითადი ხელშეკრულება (ს.ფ 27-34).

- მხარეთა ასხნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასაქონლო ზედნადების Nელ-0--------- თანახმად, გამყიდველმა - შპს ,,ქ--------–----------------ბმა'' მყიდველს - შპს ,,კ--------------------ას'' 2016 წლის 11 იანვარს მიაწოდა 22000 კგ თხილის გული, რომლის ღირებულება შეადგენდა - 420144.07 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასაქონლო ზედნადების Nელ-0--------- (ს.ფ 43).

- მხარეთა ასხნა-განმარტება.

3.2.2. N1--------- საგადახადო დავალება თანახმად, შპს ,,კ---------------------ამ'' (ს/ნ 4--------) შპს ,,ქ--------–----------------ბს'' N 1----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის 11 იანვარს გადაურიცხა 495.770 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახადო დავალება N1--------- (ს.ფ 42)

- მხარეთა ასხნა-განმარტება.

 

3.2.3. Nეა-4--------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს ,,კ---------------------ას'' მიერ შპს ,,ქ--------–----------------ბისათის'' 2016 წლის 11 იანვარს მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ და აქციზის ჩათვლით შეადგენა 420144.07 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურის Nეა-4--------- (ს.ფ 44).

- მხარეთა ასხნა-განმარტება.

3.2.4. 20---–-–---------------–-ს საგადახადო დავალება N---- თანახმად, შპს ,,ქ--------–----------------ბმა'' შპს ,,კ---------------------ას'' ზედმეტად ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნების მიზნით გადაურიცხა 28000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახადო დავალება N- (ს.ფ 45)

- მხარეთა ასხნა-განმარტება.

3.2.5. 2015 წლის 18 დეკემბერს საქართველოს საგადასახადი კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, რომელიც ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან, ცვლილება შევიდა ამავე კოდექსის 16---------–----------–--–---------------ში, რომლის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულდა: საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0201, 0203 11 – 0203 19, 0204 10 000 00 – 0204 23 000 00, 0204 50 110 00 – 0204 50 390 00 კოდებში მითითებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0802 22 000 00 კოდში მითითებული საქონლის (თხილი ნაჭუჭგაცლილი) მიწოდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადი კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ (ს.ფ. 35-41)

- მხარეთა ასხნა-განმარტება.

3.2.6. სასამართლო ადგენს, რომ შპს ,,ქ--------–----------------ბს'' შპს ,,კ---------------------ასათვის“ გადასახდელი აქვს ზედმეტად გადაცემული თანხა - 47 625.93 ლარის ოდენობით;

 

სასამართლო განმარტებას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ფაქტობრივად ვერ წარმოადგინა სარჩელზე არგუმენტირებული პოზიცია, შესაბამისად მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება სარჩელის უსაფუძვლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

აღნიშნული განმარტებიდან ნათლად იკვეთება სასყიდლიანი გარიგების კონსესუალური და ორმხრივი ბუნება. კანონმდებელი ნასყიდობისათვის დადგენილი ზოგადი წესით განსაზღვრავს ამ ვალდებულების მთავარ პირობებს, ამასთან, ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული მხარეთა მოქმედების რეგლამენტი და უპირატესობა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს ენიჭება. გარიგების შესრულებულად მიჩნევისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ჯეროვნად და სრულყოფილად განხორციელება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 22 დეკემბერს მოსარჩელე შპს ,,კ--------------------ასა'' და მოპასუხე შპს ,,ქ--------–----------------ბს'' შორის დაიდო მიწოდების ძირითადი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელი არის თხილის ბიზნესში ჩართული კომპანია, რომელსაც სურს მიყიდოს პროდუქტი ხელშეკრულების შესაბამისად, ხოლო მყიდველი არის კომპანია, რომელსაც სურს შეიძინოს პროდუქტი მიმწოდებლისაგან. თითოეული ნასყიდობის ხელშეკრულების და შესყიდვების ორდერის მიხედვით მოპასუხე (მიმწოდებელი) ვალდებული იყო მოსარჩელისათვის (მყიდველისთვის) მიეწოდებინა მხარეთა მიერ შეთანხმებული რაოდენობის და ხარისხის თხილი. ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია ფაქტობრივ გარემოება, მასზედ, რომ 2016 წლის 11 იანვარს, ერთ-ერთი ასეთი მიწოდების ფარგლებში, გამყიდველმა - შპს ,,ქ--------–----------------ბმა'' მყიდველს - შპს ,,კ---------------------ას'' 2016 წლის 11 იანვარს მიაწოდა 22000 კგ თხილის გული, რომლის ღირებულება შეადგენდა - 420144.07 ლარს, ხოლო შპს ,,კ---------------------ამ'' მოპასუხე მხარეს გადაურიცხა 495.770 ლარი რომელიც მოიცავდა დღგ-ს თანხას. (იხ. საგადახადო დავალება N1--------- ს.ფ. 42)

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვნილი.

 

ამდენად, წინამდებარე გადაწყვეტილებით მსჯელობის საგანს წარმოადგენს, შპს ,,კ--------------------ას“ მოთხოვნა შპს ,,ქ--------–----------------ბის“ მიმართ ზედმეტად დარიცხული - 47 625.93 ლარის დაბრუნების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც, სასამართლო მიუთითებს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კონდიქციურ ვალდებულებათა რეგულირებას ეთმობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები. უსაფუძვლო გამდიდრების ცნების ნორმის ანალიზი შესაძლებლობას იძლევა გამოვყოთ უსაფუძვლო გამდიდრებისათვის დამახასიათებელი შემდეგი ნიშნები: 1. უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი უნდა ჰქონდეს აუცილებლად სხვა პირის ხარჯზე. 2. უსაფუძვლო გამდიდრების დროს სხვისი ქონების შეძენა (დაზოგვა) ხდება დაზარალებულის ხარჯზე. 3. გამდიდრების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. 4. ტერმინის “ქონება” ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ არამარტო კანონით დაცული მატერიალური სიკეთე, არამედ ყოველგვარი ქონებრივი უფლებები: ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლება, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ მატერიალური გამოხატულება, ალბათ, ამ ცნებას უნდა მივაკუთვნოთ ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებებიც. 5. უსაფუძვლო გამდიდრების დროს, მნიშვნელობა აქვს ობიექტურად დამდგარ შედეგს და არა ამ შედეგის დადგომასთან დაკავშირებული პირების მოქმედებას (ნებას). 6. უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად ვალდებულების წარმოშობას კანონმდებელი უკავშირებს არამარტო კანონებს, სამართლებრივ აქტებს, არამედ სხვადასხვა სახის იურიდიულ ფაქტებსაც.

 

უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებების ძირითადი დანიშნულება სწორედ დაზარალებულის ხარჯზე, უსაფუძვლოდ გამდიდრებული ან ქონებადაზოგილი შემძენის მიერ დაზარალებულისათვის ქონებრივი დანაკარგის ანაზღაურების უზრუნველყოფაა. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებებიც წარმოადგენენ ერთიან დამოუკიდებელ არასახელშეკრულებო ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება საკუთრების უფლებისა და სხვა ქონებრივი უფლებების დაცვას. ამ სახის ვალდებულების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია თვით უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და არა კონკრეტული საფუძველი, რასაც მოჰყვა გამდიდრება. ასეთი ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ გამდიდრებული პირის, როგორც მართლზომიერი ისე არამართლზომიერი მოქმედება. ასევე, დაზარალებულის და მესამე პირთა იგივე სახის მოქმედებები. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას.

 

სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე (მოცემულ შემთხვევაში სადავოა მხოლოდ ფულადი სახსრების ნახევარი, რომლებიც დახარჯა მოსარჩელემ თავისად დაგულებული საცხოვრებელი სახლის რემონტში). ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს აბსოლიტურად არავითარი მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიარული ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულაციური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ, მას შემდეგ რაც მივიჩნევთ, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, თითოეული მათგანის არსებობა ერთობლივად უნდა დადგინდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია სადავო გარემოება, იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 11 იანვარს, მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 22 000 კგ თხილის გულის საფასური 495 770 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით, ნაცვლად 420 144.07 ლარისა, ვინაიდნ მან არ იცოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსიში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე, კერძოდ იმის შესახებ, რომ ჩათვლის უფლებით დღგ-ს გადახდისგან გათავისუფლდა ნაჭუჭგაცლილი თხილის მიწოდება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ 20---–-–---------------–-ს საგადახადო დავალება N---- თანახმად, მოსარჩელეს ზედმეტად გადახდილი თანხიდან მოპაუხემ დაუბრუნა ნაწილი - 28 000 ლარი, ხოლო გადასახდელი თანხა შეადგენს - 47 625,93 ლარს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ინსტიტუტის მიზანს, როგორც ზემოთ აღინიშნა წარმოადგენს უსაფუძვლოდ, უსამართლოდ შეძენილი ქონების ამოღება ანუ სამართლებრივი წონასწორობის აღდგენა, გაუმართლებლად შეძენილ ქონებაში იგულისხმება შეღავათის, უპირატესობის, უფლების ამოღება, ე.ი. ქონებრივი ნამატის ამოღება იმ პირის სასარგებლოდ, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა და არა ქონებრივი დანაკლისის შევსება. ანუ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია არსებობდეს ქონების გადაცემის ფაქტი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი)

 

კონკრეტულ შემთხვევაში თანხის უსაფუძვლოდ გადაცემის ფაქტი არსებობს ანუ მნიშვნელობა ენიჭება მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გარკვეული ოდენობის თანხის საფუძვლის გარეშე გადაცემის ფაქტის არსებობას, რაც უტყუარად დასტურებულია საქმეში არსებული მასალებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა 47 625,93 ლარის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია, ვინაიდან მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია, ხოლო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოების, მისი დამადასტურებელი მტკიცებულების საწინააღმდეგო ფაქტები და მტკიცებულებები მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, არ არსებობს ანაზღაურების მოვალეობა, თუ მიმღები საგნის მოხმარების, სხვისთვის გადაცემის, დაღუპვის, გაუარესების, ან სხვა საფუძვლის გამო არც საგნით და არც მისი ღირებულებით არ გამდიდრებულა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი იყო მოსარჩელის მხარეზე, რომლის მიერაც აღნიშნული გარემოება სათანადო მტკიცებულებებით იქნა დადასტურებული, ხოლო საწინააღმდეგოს დამადასტურებელი, რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

 

როგორც აღინიშნა, მტკიცებულებათა შეფასებისას მნიშვნელოვანია სსს კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესი, კერძოდ - საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით მხარემ თვითონ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც უთითებს სარჩელში ან შესაგებელში. მოპასუხეს თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად არ წარმოუდგენია მოსარჩელის ხარჯზე მოპასუხის გამდიდრების საწინააღმდეგო ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით მინიჭებული უფლებათა რეალიზაცია.

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მის მიერ საქმის განხილვის დროს გაწეული ხარჯები - გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1579 ლარი, რომელიც ანაზღაურებას ექვემდებარება და მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინებით შპს ,,კ--------------------ას'' შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე შპს ,,ქ--------–----------------ბს'' (ს/ნ 4--------), აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შპს ,,შ--------'' (ს/ნ 2--------) 100%-იანი წილის გასხვისება ან გირავნობის უფლებით დატვირთვა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების, ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 10.08.2018 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 199 1- ე 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,კ--------------------ას'' სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე - შპს ,,ქ--------–----------------ბს'' მოსარჩელის - შპს ,,კ--------------------ას'' სასარგებლოდ დაეკისროს - 47 625.93 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე - შპს ,,ქ--------–----------------ბს'' მოსარჩელის - შპს ,,კ--------------------ას'' სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1579 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო როხვაძე