გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/117-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - თ----- არ---–--ე
წარმომადგენელი - ზ---–ი გ-------ე
მოპასუხე - სსიპ ქუთაისის N3 საშ. სკოლა
წარმომადგენელი - ს------- ბუ--------ე
მესამე პირი - სსიპ სა---–-–-------------------------------------------------------------------–---------------------------ი.
მესამე პირი - სსიპ გა-----–---------------------------–-----------ა.
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება.
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებული იქნეს თ----- არ---–--ის (პ/ნ 60001138622) მიერ 2009 წელს, სსიპ წმინდა ნინოს სახელობის, ქუთაისის N3 საშ. სკოლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების ატესტატის მიღების ფაქტი.
დავის არსი:
სარჩელში მითითებულია, რომ თ----- არ---–--ე (პ/ნ 60001138622) 1997 წლიდან სწავლობდა ქ. ქუთაისის №3 საჯარო სკოლაში, სადაც დაასრულა ზოგადი განათლების სრული კურსი 2009 წელს.
2018 წლის 31 დეკემბერს, თ----- არ---–--ის წარმომადგენელმა მაია ლევიძემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა, რაზეც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს 2018 წლის 15 იანვრის №17/20/გ ინდ. ადმინისტრაციული აქტით ეთქვა უარი.
აღნიშნული უარი თ----- არ---–--ის წარმომადგენლის მაია ლევიძის მიერ, კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
თ----- არ---–--ემ სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის 2013 წლის 30 ივლისის №21 გადაწყვეტილებით მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში.
მოსარჩელეს მიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 მარტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი №01/89355/გ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის №17/20/გ გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სსიპ ქუთაისის N3 საშ. სკოლამ წარმოადგინა შესაგებელი და ნაწილობრივ ცნო სარჩელი. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე თ----- არ---–--ე 2001 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №37 საფუძველზე, ჩაირიცხა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მე-5 კლასში, ხოლო 2009 წელს ნამდვილად დაამთავრა სსიპ-წმინდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის № 3 საჯარო სკოლა და აიღო ატესტატი GA N002354.
2009 წლის 28 იანვარს სკოლამ ნამდვილად გასცა ცნობა (წერილის № 82270) მოსარჩელე თ----- არ---–--ის შესახებ, რომელიც 2001 წლის 31 აგვისტოს ბრძანება № 37 საფუძველზე ჩაირიცხა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მე-5 კლასში, 2008 წლის 9 ივნისის № 171 ბრძანების საფუძველზე, იგი გადაყვანილი იქნა მე-12 კლასში, ხოლო 2009 წელს ნამდვილად დაამთავრა სსიპ-წმინდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის № 3 საჯარო სკოლა და აიღო ატესტატი GA N002354.
სკოლაში მოიძებნა ატესტატების მისაღებად საბოლოდ შეფასების უწყისი, საიდანაც დასტურდება, როგორც ატესტატების მიღების ასევე ვერცხლის მედლის აღების ფაქტი, რაც დასტურდება მოსარჩელის ხელმოწერით.
მოსარჩელე თ----- არ---–--ე 2001 წლის 31 აგვისტოს ბრძანება 37 საფუძველზე ჩაირიცხა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მე-5 კლასში, 2008 წლის 9 ივნისის 171 ბრძანების საფუძველზე იგი გადაყვანილი იქნა მე-12 კლასში, ხოლო 2009 წელს ნამდვილად დაამთავრა სსიპ-წმინდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის 3 საჯარო სკოლა და აიღო ატესტატი GA 002354.
სკოლაში არ მოძებნა დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ----- არ---–--ის შესახებ, რადგან იმ დროისთვის სკოლაში არ იწარმოებოდა პედაგოგიური საბჭოს ოქმები, სადაც სახელობითი მონაცემები იქნებოდა მითითებული მოსწავლეების შესახებ, როგორც ამას ითხოვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის № 113/ნ ბრძანების ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი.
2.1 მესამე პირის პოზიცია:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომელმაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ქმედების განხორციელების დავალება - ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატების გაცემა ხორციელდება ზოგადი განათლების დამდასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად ტერიტორიული სამსახურისათვის მიუმართაობის, ასევე ზოგადი განათლების დამდასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის ან მისი განმეორებით მიღების სურვილის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით.
მე-6 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ახდენს მოსწავლის შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმებას. თუ დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციას, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილ პირს საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმაზე, მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გადააქვს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაცია და გასცემს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატს. ზემოაღნიშნული ელექტრონული ბაზის ფორმირებას ახდენს სსიპ გა-----–---------------------------–-----------ა. ამდენად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო წარმოადგენს მხოლოდ დოკუმენტის გამცემს, იმ შემთხვევაში თუ ეს ასახულია მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
მე-16 პუნქტის თანახმად, პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებისა და დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, საინფორმაციო სისტემა არა უგვიანეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემისათვის განსაზღვრული ვადისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უარს ეტყვის განმცხადებელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე.
სსიპ გა-----–---------------------------–-----------იდან მიღებული 2019 წლის 15 იანვრის №MEშ 2 19 00029336 წერილით დასტურდება, რომ ვერ ხერხდება მოქალაქე თ----- არ---–--ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ სააგენტოს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემას უზრუნველყოფს სსიპ გა-----–---------------------------–-----------ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2.2. მესამე პირის პოზიცია:
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანების № 1 დანართით დამტკიცებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულია, რომ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტს გასცემს სააგენტო ტავის ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. ეს უკანასკნელები კი დასახელებული დოკუმენტის გაცემას უზრუნველყოფენ საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე. ამავე წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ატესტატის დუბლიკატის გაცემისას სააგენტოს უფლებამოსილი პირი, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ამოწმებს მოსწავლის შესახებ არსებულ ინფორმაციას. მითითებული მუხლის მე-8,. მე-9 და მე-16 პუნქტების თანახმად, საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მოსწავლის მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, განცხადება ატესტატის დუბლიკატის გაცემის შესახებ დაუყონებლივ ეგზავნება საინფორმაციო სისტემას, რომელიც უფლებამოსილია პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მიმართოს შესაბამის არქივს, საგანმანათლებლო დაწესებულებას ან საგანმანათლებლო რესურსცენტრს. პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში კი საინფორმაციო სისტემა აღნიშნულის თაობაზე აცნობებს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უარს ეტყვის განმცხადებელს ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.
ზოგადად განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის № 113/ნ ბრძანებით დამტკიცებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტი ადგენს, რომ პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, საინფორმაციო სისტემა აღნიშნულის თაობაზე აცნობებს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უარს ეტყვის განმცხადებელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საინფორმაციო სისტემამ ვერ მოახერხა თ----- არ---–--ის მიერ საგანმანთლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის ასახვა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სააგენტოს გადაწყვეტილებებით არ დაკმაყოფილდა პირის განცხადება და შემდგომ ადმინისტრაციული საჩივარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 96-ე მუხლის პირველი პუნქტის, ‘’ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის № 113/ნ ბრძანებით დამტკიცებული ‘’ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის’’ შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ არსებობს სააგენტოს 2019 წლის 19 მარტის № 01/89355/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
პირველი სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებიდან გამომდინარე, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძვლები.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ თ----- არ---–--ე 2001 წლის 31 აგვისტოს ბრძანება 37 საფუძველზე ჩაირიცხა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მე-5 კლასში, 2008 წლის 9 ივნისის 171 ბრძანების საფუძველზე იგი გადაყვანილი იქნა მე-12 კლასში, ხოლო 2009 წელს ნამდვილად დაამთავრა სსიპ-წმინდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის 3 საჯარო სკოლა და აიღო ატესტატი GA N002354 (ვერცხლის მედალი);
მტკიცებულება: სარჩელი; მოპასუხის შესაგებელი; ატესტატი - GA N002354 (ვერცხლის მედალი);
3.1.2. დადგენილია, რომ 2009 წლის 28 იანვარს, ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სკოლამ გასცა ცნობა (წერილის № 82270) მოსარჩელე თ----- არ---–--ის შესახებ, რომელიც 2001 წლის 31 აგვისტოს ბრძანება № 37 საფუძველზე ჩაირიცხა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მე-5 კლასში, 2008 წლის 9 ივნისის № 171 ბრძანების საფუძველზე, იგი გადაყვანილი იქნა მე-12 კლასში, ხოლო 2009 წელს ნამდვილად დაამთავრა სსიპ-წმინდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის № 3 საჯარო სკოლა და აიღო ატესტატი № ჩA N002354.
მტკიცებულება: ცნობა. ატესტატი - N 005097.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში არ მოძებნა დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ----- არ---–--ის შესახებ. (სკოლაში არ იწარმოებოდა პედაგოგიური საბჭოს ოქმები, სადაც სახელობითი მონაცემები იქნებოდა მითითებული მოსწავლეების შესახებ, როგორც ამას ითხოვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის № 113/ნ ბრძანების ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი).
მტკიცებულება: მოპასუხის შესაგებელი.
3.2.2. დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 მარტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით №01/89355/გ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის №17/20/გ გადაწყვეტილებით, თ----- არ---–--ეს უარი ეთქვა ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.
მტკიცებულება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფი სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 მარტის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის №17/20/გ გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ----- არ---–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს კონსტიტუცია, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება; ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა არის - თ----- არ---–--ის (პ/ნ 60001138622) მიერ 2009 წელს, სსიპ წმინდა ნინოს სახელობის, ქუთაისის N3 საშ. სკოლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების ატესტატის მიღების ფაქტის დადგენა.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქ. ქუთაისის №3 საჯარო სკოლის ცნობით) დასტურდება, რომ თ----- არ---–--ე 2001 წლის 31 აგვისტოს №37 ბრძანებით ჩაირიცხა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მე-5 კლასში (ამჟამად სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქ. ქუთაისის №3 საჯარო სკოლა) 2008 წელს გადაყვანილ იქნა მე-12 კლასში (2008 წლის 09 ივნისის №171 ბრძანება), ხოლო 2008-2009 სასწავლო წელს წარმატებით დაამთავრა სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქ. ქუთაისის №3 საჯარო სკოლა, რაც დასტურდება საშუალო სკოლის ატესტატის გაცემის წიგნში თ----- არ---–--ეზე გაცემული ატესტატით GA N002354 (ვერცხლის მედალი);
6.2. დადგენილია, რომ 2009 წლის 28 იანვარს, ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სკოლამ გასცა ცნობა (წერილის № 82270) მოსარჩელე თ----- არ---–--ის შესახებ, რომელიც 2001 წლის 31 აგვისტოს ბრძანება № 37 საფუძველზე ჩაირიცხა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მე-5 კლასში, 2008 წლის 9 ივნისის № 171 ბრძანების საფუძველზე, იგი გადაყვანილი იქნა მე-12 კლასში, ხოლო 2009 წელს ნამდვილად დაამთავრა სსიპ-წმინდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის № 3 საჯარო სკოლა და აიღო ატესტატი GA N002354.
6.3. დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 მარტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით №01/89355/გ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის №17/20/გ გადაწყვეტილებით, თ----- არ---–--ეს უარი ეთქვა ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.
6.4. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მიღებული განათლების საფუძველზე გააგრძელოს სწავლა, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს, ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებული უფლება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე, მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ----- არ---–--ე 2001 წლის 31 აგვისტოს №37 ბრძანებით ჩაირიცხა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მე-5 კლასში (ამჟამად სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქ. ქუთაისის №3 საჯარო სკოლა) 2008 წელს გადაყვანილ იქნა მე-12 კლასში (2008 წლის 09 ივნისის №171 ბრძანება), ხოლო 2008-2009 სასწავლო წელს წარმატებით დაამთავრა სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქ. ქუთაისის №3 საჯარო სკოლა, რაც დასტურდება საშუალო სკოლის ატესტატის გაცემის წიგნში თ----- არ---–--ეზე გაცემული ატესტატით GA N002354 (ვერცხლის მედალი);
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად ბათილია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 15 იანვრის №17/20/გ გადაწყვეტილება და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 მარტის №01/89355/გ გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისგან. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არ ითხოვს მოპასუხეზე დაკისრებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს სარჩელი.
2. აღიარებული იქნეს თ----- არ---–--ის (პ/ნ 60001138622) მიერ 2009 წელს, სსიპ წმინდა ნინოს სახელობის, ქუთაისის N3 საჯარო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების და სრული ზოგადი განათლების ატესტატის (ჩA N 002354) მიღების ფაქტი.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე