გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.05.2019
საქმის ნომერი
330310018002253624
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/205-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ნ---------–--–-–---–ი

წარმომადგენლები - ე-------------------------–---------------–------–-------------ა

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენლები - ლ---------------–-------------–------ე

 

მესამე პირი - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა

წარმომადგენლები - თ--------------–---–ი, თ---------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 06 ივლისის №---- ბრძანება იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე;

 

1.3. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნ---------–--–-–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების დაკისრება, შემწეობის შეწყვეტიდან აღდგენამდე პერიოდისათვის.

 

2. მხარეთა პოზიციები:

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 06 ივლისის №---- ბრძანების გამოცემას სხვა მტკიცებულებებთან ერთად საფუძვლად დაედო ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოწოდებული ინფორმაცია, რომლის შეფასების შედეგად არ დადასტურდა ნ---------–--–-–---–ის ახალგორის მუნიციპალიტეტის ს------–------------–ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ, კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველები.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირის - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, არ არსებობს ნ---------–--–-–---–ის ახალგორის მუნიციპალიტეტის ს------–------------–ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ნ---------–--–-–---–ს მინიჭებული ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნის თანახმად, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 26 სექტემბრის №-------- წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ ნ---------–--–-–---–ი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის ს------–------------–ში. მისი ოჯახის შემადგენლობაში შედიოდა თვითონ ნ---------–--–-–---–ი, თ------–--------–-, თ------–-----–------- და თ------–----------, რასაც ადასტურებდა ბ---–-------ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. ამასთან, გასაუბრების დროს მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაიბადა 1----–--–--------------ში. 1----–--–--------------------------ის საშუალო სკოლა. 1----–--–--------------------------------–-------–- ინსტიტუტი. 1---------–-–--–- მუშაობდა ქ. თბილისში. 1----–--–- დაოჯახდა ქ. თბილისში. შვილმა გ----------------–მა დაამთავრა ქ. თბილისის №------–----–-- სკოლა. მეუღლე ვ--–---------------–- მუშაობდა ქ. თბილისში, ს---–---------------–--ში. ამასთან, გასაუბრების დროს დასახელებული მეზობლები: ე-----------------–------------------------–-------–------------------–- არ იძებნებოდნენ დევნილთა მონაცემთა ბაზაში. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებულ №-------- წერილზე დაყრდობითა და გასაუბრების მასალების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა ნ---------–--–-–---–ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი ა---–------------------------------------–ში და დევნილობამდე ის ძირითადად ცხოვრობდა თბილისში, ოჯახთან ერთად. შესაბამისად, ვინაიდან „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა არ დასტურდებოდა, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ნ---------–--–-–---–ისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 20 ნოემბრის №---- ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 11 ნოემბრის №-------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ნ---------–--–-–---–ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 29 სექტემბრის №------ წერილის თანახმად, ნ---------–--–-–---–ი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის ს------–------------–ში. მისი ოჯახის შემადგენლობაში შედიოდნენ: თ------–--------–-, თ------–-----–-------, თ------–----------. მიღებული აქვთ საცხოვრებელი კ---------–-----------------–-----------–---–---------------------------. ამავე წერილზე თანდართული ახალგორის მუნიციპალიტეტის ბ---–-------ის ტერიტორიული ორგანოს 2014 წლის 8 სექტემრის №--- ცნობის მიხედვით, ნ---------–--–-–---–ს ა---–------------------------------------–ში აქვს საკუთარი საცხოვრებელი ბინა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე იქ ცხოვრობდა პერიოდულად, თავის ოჯახთან ერთად.

 

ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 12 დეკემბრის №--- დასკვნის თანახმად, ვ--–---------------–- (ნ---------–--–-–---–ის მეუღლე) 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ა---–------------------------------------–ში. ამავე კომისიის 2014 წლის 26 დეკემბრის №--- დასკვნის მიხედვით, გ----------------–ი და მისი დედა - ნ---------–--–-–---–ი 2008 წლამდე მუდმივად არ ცხოვრობდნენ ახალგორის რაიონის ს--------------–ში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ინფორმაციით, 2----–-–-----------–-–--------------–--–--------------------------–-------–-------------------------ში ცხოვრობდნენ მოქალაქე ნ---------–--–-–---–ი, მისი მეუღლე ვ--–---------------–- და შვილები: გ------------------–----------–---. 2015 წლის 22 აპრილის მდგომარეობით, მითითებულ მისამართზე ფუნქციონირებდა სტომატოლოგიური კლინიკა.

ახალგორის რაიონის ს----------––------------------------––- მცხოვრებმა: შ--–-----–------------------------–----------------–-------- დაადასტურეს, რომ ვ--–---------------–- ოჯახთან: მეუღლესთან - ნ---------–--–-–---–თან და შვილთან - გ----------------–თან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ა---–------------------------------------–ში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განხილულ №-------- საქმეზე (მოსარჩელე - ნ---------–--–-–---–ი, მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, მესამე პირი - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება) მოწმის სახით დაკითხული ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარის გ--------------ის ჩვენებით, ნ---------–--–-–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის ს------–------------–ში. მისი განმარტებით, ის პირადად არ იცნობდა ნ---------–--–-–---–ს; მან გაიზიარა ბ---–-------ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და კომისიის სხვა წევრების ზეპირი ახსნა-განმარტება. ახალგორის რიონის ს------–------------–ში ნ---------–--–-–---–ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი არ დაადასტურა აგრეთვე საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ახალგორის მუნიციპალიტეტის ბ---–-------ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა თ---------------–---–მა. როგორც მოწმემ განმარტა, მის მიერ გაცემულ ცნობას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ის პირადად არ იცნობდა ნ---------–--–-–---–ს. ამავე სასამართლო საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა დ------------–მა განმარტა, რომ ნ---------–--–-–---–ი, მას შემდეგ, რაც ოჯახმა გაყიდა საცხოვრებელი ბინა თბილისში, მუდმივად საცხოვრებლად გადავიდა ახალგორის რაიონის ს------–------------–ში.

 

ნ---------–--–-–---–ის ოჯახმა 2006 წელს გაყიდა ქ. თბილისში მდებარე მათი საცხოვრებელი ბინა. ამასთან, მას 2014 წლის მარტის თვიდან არ მიუღია დევნილის შემწეობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქმეზე №--------, დაკმაყოფილდა ნ---------–--–-–---–ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 20 ნოემბრის №---- ბრძანება, ნ---------–--–-–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ, მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ---------–--–-–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე; მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელე - ნ---------–--–-–---–ისთვის 2014 წლის მარტის თვიდან დევნილის სტატუსის აღდგენამდე მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე №---------, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ---------–--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 20 ნოემბრის №---- ბრძანება, ნ---------–--–-–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის ჩამორთმევის შესახებ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით, იმავე საკითხზე ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში ნ---------–--–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის ხელახალი შესწავლისას ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებული იყო შეესწავლა და შეეფასებინა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის, ახალგორის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ყველა ცნობა, ყველა მოწმის ჩვენება და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წერილი, საჭიროების შემთხვევაში დამატებით დაეკითხა მოწმეები, გამოეთხოვა შესაბამისი მტკიცებულებები და ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების და გაანალიზების საფუძველზე, დაედგინა ნ---------–--–-–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა ა---–------------------------------------–ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმეზე №-------- (ტ. I. ს.ფ. 26-37);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმეზე №--------- (ტ. I. ს.ფ. 38-58);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინება, საქმეზე №----------------- (ტ. I. ს.ფ. 59-61).

 

3.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2017 წლის 16 ივნისს ნ---------–--–-–---–ს ჩაუტარდა გასაუბრება. გასაუბრებისას ნ---------–--–-–---–მა აღნიშნა, რომ დაიბადა 1----–-–-----------------------------ში. დაამთავრა ქ------------------------–----–----–-- სკოლა, უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთში. 1----–--–ს დაოჯახდა ქ. თბილისში. 2---------–-–--ში მუშაობდა ქ. თბილისში, საკუთარ სახლში, ფ-----------------------ად. 2006 წელს, სახლის გაყიდვის შემდეგ, შეწყვიტა საქმიანობა და გადავიდა საცხოვრებლად ახალგორის რაიონის ს------–------------–ში და ცხოვრობდა მეუღლის საკუთრებაში არსებულ ორსართულიან სახლში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე. მისი მეზობლები იყვნენ: ა-----------------–-----------------–----–---------–----–---–----–--–---------–---–-------------------------–-. გასაუბრების დროს ცხოვრობდა წ--------–------------, თუმცა სახლის ნომერი არ ახსოვდა. ახალგორის დატოვების შემდეგ ცხოვრობდა ძმასთან ქ. თბილისში, ბ--------------------------------------------- (სახლის ნომერი არ ახსოვდა). შვილებმა საშუალო და უმაღლესი განათლება მიიღეს ქ. თბილისში. მისი ზ---------–ში ცხოვრების პერიოდში უმცროსი შვილი სწავლობდა თბილისში უმაღლესში. სწავლის დროს იგი დადიოდა ლექციებზე ზ---------–იდან, ასევე რჩებოდა ბიძასთან ქ. თბილისში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი (ტ. I. ს.ფ. 141-146).

 

3.3. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 19 ივნისის №----- წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხებში დეპარტამენტის უფროსს 2017 წლის 12 ივნისის №-------------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ ნ---------–--–-–---–ი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე სეზონურად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის ს------–------------–ში. საფუძველი: ბ---–-------ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2017 წლის 15 ივნისის №-- ცნობა.

 

ბ---–-------ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2017 წლის 15 ივნისის №-- მიმართვის თანახმად, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელს ეცნობა, რომ ნ---------–--–-–---–ი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე სეზონურად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის ს------–------------–ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 19 ივნისის №----- წერილი (ტ. I. ს.ფ.148);

- ბ---–-------ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2017 წლის 15 ივნისის №-- ცნობა (ტ. I. ს.ფ. 149).

 

3.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალგორის რაიონული სამმართველოს უფროსს მისი 2017 წლის 14 ივნისის №------- წერილის პასუხად, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 15 ივნისის №----- წერილით ეცნობა, რომ ნ---------–--–-–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის ს------–------------–ში.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხებში დეპარტამენტის უფროსს მისი 2017 წლის №-------------- წერილის პასუხად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 19 ივნისის M---------------- წერილით ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით მოქალაქე ნ---------–--–-–---–ი 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის ს------–------------–ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალგორის რაიონული სამმართველოს უფროსის 2017 წლის 14 ივნისის N------- წერილი (ტ. I. ს.ფ. 83);

- ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 15 ივნისის N----- წერილი (ტ. I. ს.ფ. 81);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 19 ივნისის M---------------- წერილი (ტ. I. ს.ფ. 147).

 

3.5. ნ---------–--–-–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, დამუშავებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად არ დადასტურდა ა---–------------------------------------–ში ნ---------–--–-–---–ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი 2008 წლის აგვისტომდე. შესაბამისად, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ნ---------–--–-–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის N------------- მოხსენებითი ბარათის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა ნ---------–--–-–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე. ამასთან, მოთხოვნილ იქნა შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფისათვის ბრძანების პროექტის მომზადების დავალება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ---------–--–-–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა (ტ. I. ს.ფ. 139-140);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის N------------- მოხსენებითი ბარათი (ტ. I. ს.ფ. 138).

 

3.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 06 ივლისის №---- ბრძანების თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის №------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ნ---------–--–-–---–ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 06 ივლისის №---- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 150).

 

3.7. 2017 წლის 13 სექტემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დ--------------–---–მა და ნ-----–---------მ მიუთითეს, რომ ვ--–---------------–მა 2006 წლის აგვისტოს თვეში, შვილის ავადმყოფობის გამო, გაყიდა თავისი კუთვნილი ბინა, მდებარე: თბილისი, ა-----–-------–-------------------------- და იმავე თვეში საცხოვრებლად გადავიდა ა---–------------------------------------–ში, სადაც მას ჰქონდა მისი კუთვნილი მამა-პაპისეული საცხოვრებელი სახლი.

 

2017 წლის 20 დეკემბრის სანოტარო წესით დამოწმებული ახსნა-განმარტების თანახმად, ე------------------–მა მიუთითა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მოვლენებამდე ცხოვრობდა ა---–------------------------------------–ში, მის მეზობლად მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრობდა ნ---------–--–-–---–ი და მისი მეუღლე ვ--–---------------–-, შვილებთან ერთად. 2006 წლამდე ზემოაღნიშნული პირები პერიოდულად ჩადიოდნენ სოფ. ზ---------–ში, ხოლო 2006 წლის აგვისტოში, როდესაც შვილი ავარიაში დაუშავდათ და როდესაც საცხოვრებელი ბინა გაყიდეს ქ. თბილისში, მუდმივად საცხოვრებლად გადავიდნენ ა---–------------------------------------–ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 13 სექტემბრის სანოტარო წესით დამოწმებული დ--------------–---–ისა და ნ-----–---------ს განცხადება (ტ. I. ს.ფ. 91);

- 2017 წლის 20 დეკემბრის სანოტარო წესით დამოწმებული ე------------------–ის ახსნა-განმარტება (ტ. I. ს.ფ. 90).

 

3.8. ახალგორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბ---–-------ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობაზე 2006 წლის დეკემბრიდან 2013 წლის დეკემბრამდე მუშაობდა რ------------------–---–-, ხოლო ამავე თანამდებობაზე 2014 წლის 31 დეკემბრიდან მუშაობდა თ---------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახალგორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 30 იანვრის №------ წერილი (ტ. I. ს.ფ. 193);

- ახალგორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 15 იანვრის №------ წერილი (ტ. I. ს.ფ. 190).

 

3.9. ახალგორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბ---–-------ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა 2018 წლის 3 აპრილის №- წერილის თანახმად, ვ--–---------------–- და მისი მეუღლე ნ---------–--–-–---–ი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ახალგორის რაიონის ს------–------------–ში სეზონურად ან მუდმივად არ ცხოვრების ფაქტის შესახებ ინფორმაცია გააჩნია ზეპირი ცნობიერების საფუძველზე, ვინაიდან თავად ცხოვრობდა მეზობელ სოფელში, კერძოდ, ახალგორის რაიონის სოფელ ქ----------–ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ახალგორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბ---–-------ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2018 წლის 3 აპრილის №- წერილი (ტ. I. ს.ფ. 220).

 

3.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხულმა მ---------–---მა განმარტა, რომ დაოჯახების შემდეგ ცხოვრობს ახალგორის რაიონში. ნ---------–--–-–---–ი იყო მისი მეზობელი ახალგორის რაიონის ს------–------------–ში. 2006 წლამდე ნ---------–--–-–---–ი ოჯახით პერიოდულად (ზაფხულობით) ჩადიოდა ზ---------–ში, ხოლო 2006 წლიდან, როდესაც შვილი ავტოავარიით დაშავდა და მის სამკურნალოდ საცხოვრებელი ბინა გაყიდეს ქ. თბილისში, მუდმივად საცხოვრებლად გადავიდნენ ზ---------–ში. 2006 წლიდან 2008 წლამდე ნ---------–--–-–---–ის ოჯახი მუდმივად ცხოვრობდა ს------–------------–ში. სხვა საცხოვრებელი ჰქონდათ თუ არა მოწმე არ ფლობს ინფორმაციას. 2008 წელს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მ---------–---ი თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად და ნ---------–--–-–---–ი ოჯახთან ერთად წამოვიდა სოფელი ზ---------–იდან, შემდეგ კი მ---------–---ი ისევ დაბრუნდა ახალგორში, მეუღლესთან. ახალგორში დარჩნენ შერეული ოჯახები. ამჟამად, მისი ოჯახი მეთვალყურეობს ნ---------–--–-–---–ის სახლს ს------–------------–ში. მოწმემ განმარტა, რომ არ აქვს ინფორმაცია (არ ახსოვს) რა საქმიანობას ეწეოდნენ ნ---------–--–-–---–ი და მისი ოჯახის წევრები.

 

მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ე------------------–მა განმარტა, რომ არის დევნილი ახალგორიდან, მუშაობდა ა---–---------- საშუალო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ე------------------–ის განმარტებით, 2008 წლამდე ნ---------–--–-–---–ი ოჯახთან (მეუღლე - ვ--–---------------–-, შვილები: გ----------------–ი და ი-----–----------–-) ერთად ცხოვრობდა მის მეზობლად ახალგორის რაიონის ს------–------------–ში, მეუღლის - ვ--–---------------–-ს მამა-პაპისეულ სახლში. ნ---------–--–-–---–ის ოჯახი ზ---------–ში გადავიდა საცხოვრებელად 2006 წლიდან, მას შემდეგ, რაც შვილი ავარიაში მოყვა და მშობლებმა გაყიდეს ბინა ქ. თბილისში. მოწმის განმარტებით, 2006 წლიდან 2008 წლამდე ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობდა. ნ---------–--–-–---–ი დაკავებული იყო ბავშვის მოვლით.

 

მოწმის სტატუსით გამოკითხულმა დ--------------–---–მა განმარტა, რომ 1979 წლიდან ცხოვრობს ქ-------–--–-------–-------–---------------–------------------ში. მისივე განმარტებით, ნ---------–--–-–---–ის მეუღლეს ვ--–---------------–ს იცნობს ამავე პერიოდიდან, ვინაიდან ვ--–---------------–- ცხოვრობდა ამავე მისამართზე - ქ. თბილისში, ა---–-------–---------------------–-------------------ში. მათი შვილები იყვნენ თანაკლასელები და მშობლებსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. დ--------------–---–ის განმარტებით, ფინანსური პრობლემების გამო (შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე), დაახლოებით 2006 წელს, 2008 წლის ომამდე 1,5 წელიწადით ადრე, ვ--–---------------–მა გაყიდა ზემოაღნიშნული ბინა და ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ახალგორში. მოწმეს და მოსარჩელის ოჯახს დღემდე ახლო ურთიერთობა აქვთ, ხვდებიან სამეზობლოში მშობლებიც და მათი შვილებიც. მოწმემ განმარტა, რომ არ აქვს ინფორმაცია (არ ახსოვს) რა საქმიანობას ეწეოდნენ ნ---------–--–-–---–ი და მისი ოჯახის წევრები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის (საქმე №3/205-18) მთავარი სხდომის ოქმი (ტ. I. ს.ფ. 227-252);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის (საქმე №3/205-18) მთავარი სხდომის ოქმი (ტ. II ს.ფ. 9-23).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; წ) დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციისა და ბაზის წარმოება.

წარმოდგენილი სარჩელით ნ---------–--–-–---–მა მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 6 ივლისის N---- ბრძანება, რომლითაც მას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, განსახილველ დავაში მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 6 ივლისის №---- ბრძანება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც მოითხოვს მოსარჩელე მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსაგან.

 

საქართველოს საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

მოცემულ შემთხვევაში, ნ---------–--–-–---–ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახლებული მუხლის საფუძველზე, კერძოდ, მის მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება.

 

6.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

 

დევნილის ცნებას განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, კერძოდ, მითითებული მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

ამდენად, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ იმ გარემოებას, რომ პირს იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება.

 

ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს დღეს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.

 

,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითადად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. შესაბამისად მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. მუდმივი საცხოვრებელის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე, რომლითაც განსაზღვრულია იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესი.

 

აღნიშნული წესის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას ახორციელებს დეპარტამენტი. პირისთვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე დასკვნას ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი, ხოლო დევნილის სტატუსის ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნას – ასევე მოხელე, რომელმაც პირს ჩაუტარა გასაუბრება და შეავსო დადგენილი ფორმის კითხვარი. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნა დეპარტამენტის უფროსის მიერ წარედგინება მინისტრს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო.

 

დადგენილია, რომ ნ---------–--–-–---–ს მინიჭებული ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

ასევე დადგენილია, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 26 სექტემბრის №-------- წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ ნ---------–--–-–---–ი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის ს------–------------–ში. მისი ოჯახის შემადგენლობაში შედიოდა თვითონ ნ---------–--–-–---–ი, თ------–--------–-, თ------–-----–------- და თ------–----------, რასაც ადასტურებდა ბ---–-------ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. ამასთან, გასაუბრების დროს მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაიბადა 1----–--–--------------ში. 1----–--–--------------------------ის საშუალო სკოლა. 1----–--–--------------------------------–-------–- ინსტიტუტი. 1---------–-–--–- მუშაობდა ქ. თბილისში. 1----–--–- დაოჯახდა ქ. თბილისში. შვილმა გ----------------–მა დაამთავრა ქ. თბილისის №------–----–-- სკოლა. მეუღლე ვ--–---------------–- მუშაობდა ქ. თბილისში, ს---–---------------–--ში. ამასთან, გასაუბრების დროს დასახელებული მეზობლები: ე-----------------–------------------------–-------–------------------–- არ იძებნებოდნენ დევნილთა მონაცემთა ბაზაში. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებულ №-------- წერილზე დაყრდობითა და გასაუბრების მასალების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა ნ---------–--–-–---–ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი ა---–------------------------------------–ში და დევნილობამდე ის ძირითადად ცხოვრობდა თბილისში, ოჯახთან ერთად. შესაბამისად, ვინაიდან „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა არ დასტურდებოდა, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ნ---------–--–-–---–ისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 20 ნოემბრის №---- ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 11 ნოემბრის №-------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ნ---------–--–-–---–ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

საქმეში წარმოდგენილი და კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 20 ნოემბრის №---- ბრძანება, ნ---------–--–-–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის ჩამორთმევის შესახებ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით, იმავე საკითხზე ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის ხელახალი შესწავლისას ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებული იყო შეესწავლა და შეეფასებინა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის, ახალგორის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ყველა ცნობა, ყველა მოწმის ჩვენება და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წერილი, საჭიროების შემთხვევაში დამატებით დაეკითხა მოწმეები, გამოეთხოვა შესაბამისი მტკიცებულებები და ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების და გაანალიზების საფუძველზე, დაედგინა ნ---------–--–-–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა ა---–------------------------------------–ში.

 

დადგენილია, რომ ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, გამოიკითხა თავად დაინტერესებული მხარე - ნ---------–--–-–---–ი. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოძიებული იქნა ინფორმაცია ადგილობრივი ორგანოდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

 

ასევე დადგენილია, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 19 ივნისის №----- მიმართვით, რომელიც ეფუძნება ბ---–-------ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2017 წლის 15 ივნისის №-- ცნობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ ნ---------–--–-–---–ი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე სეზონურად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის ს------–------------–ში.

 

ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 19 ივნისის M---------------- წერილით ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით მოქალაქე ნ---------–--–-–---–ი 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის ს------–------------–ში.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში, ნაკლებ სარწმუნოა მოსარჩელის განმარტება სადავო პერიოდში - 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ახალგორის, ს------–------------–ის არჩევის თაობაზე. სასამართლო სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად ვერ დაეფუძნება საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, ვინაიდან სასამართლოს შეფასებით მათ ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადასტურეს ნ---------–--–-–---–ის ახალგორში, ს------–------------–ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამასთან, მოსარჩელე მხარემ უტყუარად ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ იგი 2006 წელს, ქ. თბილისში საცხოვრებელი სახლის გაყიდვის შემდეგ, ახალგორის რაიონში, ს------–------------–ში მუდმივად საცხოვრებლად გადავიდა. მოსარჩელე განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძირითადად ეფუძნება ბ---–-------ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თ---------------–---–ის მიერ გაცემულ ცნობას და აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ თ---------------–---–ი მითითებულ თანამდებობაზე დაინიშნა 2014 წლიდან, შესაბამისად, მას ვერ ექნება სრულყოფილი ინფორმაცია 2008 წლის მდგომარეობით. ამასთან, ცნობა არ ეფუძნება რაიმე კონკრეტულ მტკიცებულებას. სასამართლო მითითებულ მოსაზრებებს ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ თ---------------–---–ის მიერ ცნობა გაიცა მის მიერ დაკავებული თანამდებობის ფარგლებში. სასამართლოს შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ინფორმაციის გაცემა, ამ ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე პირის მუდმივად ცხოვრების თაობაზე, უნდა იქნეს მიჩნეული შესაბამისი ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში სათანადო წარმოებისა თუ საქმიანობის შედეგად მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტად, ვინაიდან, ყოველი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა მკაცრად რეგლამენტირებულია კანონმდებლობით. სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს თავად თ---------------–---–ის სხდომაზე გაკეთებულ ახსნა-განმარტებაზე, კერძოდ, მან დამატებით მიუთითა, რომ მოსარჩელის ოჯახს ს------–------------–ში გააჩნია საცხოვრებელი სახლი, თუმცა იქ მუდმივად არ ცხოვრობდა. ამასთან, გაცემული ცნობები ემყარება, როგორც მისი და მისი ორი თანაშემწის ხელთ არსებულ ინფორმაციას, ასევე, ს------–------------–ის მაცხოვრებელთა გამოკითხვის შედეგებს.

 

მტკიცებულებათა შეფასებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად არ დასტურდება ის გარემოება, რომ ნ---------–--–-–---–ი ახალგორის რაიონის ს------–------------–ში მუდმივად ცხოვრობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე, შესაბამისად, ის არ წარმოადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირს - დევნილს; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმამდე სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები და სწორად შეაფასა მტკიცებულებები. ამდენად, სადავო აქტით მოსარჩელე მხარისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარი განხორციელდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის დაცვით.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო.

 

ამდენად, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობს ნ---------–--–-–---–ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 6 ივლისის №---- ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. ამასთან მოსარჩელე მხარე მოითხოვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დავალებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ განხორციელებულიყო.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის - ნ---------–--–-–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანების თანამდევ შედეგს, ხოლო იმ პირობებში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია და მისი უკანონობა დადასტურებული არ არის, არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. ამდენად, მოთხოვნა მოსარჩელისთვის მიუღებელი თანხის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ---------–--–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე