განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------
(№-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
28 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ც------ ც---–---ე და ნ----- გ-------–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ----– თ------ის ძე ა----–---–ი (დაბადებული: 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დ------------------–----–----–-------------ში.
ადვოკატი - თ----- ტ--–--–---–ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-181-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლობლის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა (ორი ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 26 ნოემბერს, ვ----– ა----–---–ი მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ყოფილ მეუღლეს - თ----- გ----–---–ს, რომელიც იმყოფებოდა ქ. თბილისში, მ----------------–--------------------------ი, ბინა #------ში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის - 2000 ლარის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა მას და მისი ოჯახის წევრებს, მამას, ძმებს და დედას. ვ----– ა----–---–ის ქმედების შედეგად თ----- გ----–---–მა განიცადა მორალური სახის ზიანი.
1.2. 2018 წლის 28 ნოემბერს, ვ----– ა----–---–ი მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ყოფილი მეუღლის მამას - რ----- გ----–---–ს, რომელიც იმყოფებოდა ქ. თბილისში, მ---–---------------------------------ში და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის -2000 ლარის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა მას და მისი ოჯახის წევრებს. ვ----– ა----–---–ის ქმედების შედეგად რ----- გ----–---–მა განიცადა მორალური სახის ზიანი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლობლის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა (ორი ეპიზოდი).
2.1. დაზარალებულ თ----- გ----–---–ის ჩვენების თანახმად, 2006 წელს დაქორწინდა ვ----– ა----–---–ზე, თუმცა მეუღლესთან ნორმალური ურთიერთობა არასდროს ჰქონია. ბრალდებული ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს, იყო უხეში და აგრესიული, რაც მუდმივი კონფლიქტების მიზეზი გახდა. ვ----– ა----–---–ის მხრიდან ასევე ხშირად ჰქონდა ადგილი ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც მის მიმართ რამდენჯერმე გამოიცა შემაკავებელი ორდერი. თ----- გ----–---–მა საქმის არსებითი განხილვისას ასევე განაცხადა, რომ მას ვ----– ა----–---–ი ერთხელ გაჩერებაზე დახვდა და სცადა ხელით შეხებოდა, რის თაობაზეც მიმართა პოლიციას. ვ----– ა----–---–ი მუქარისთვის მისცეს პასუხისგებაში, თუმცა მისი მკაცრად დასჯა არ მოუთხოვია. საწინააღმდეგოდ აღნიშნულისა, ვ----– ა----–---–მა 2018 წლის 26 ნოემბრიდან დაიწყო მობილური ტელეფონით სისტემატური მუქარა და დაკავებამდე არ გაჩერებულა. ბრალდებული თ----- გ----–---–ისგან ითხოვდა თანხას 2000 ლარის ოდენობით. იგი ასახელებდა მისთვის გაუგებარ ვერსიას, რატომაც უნდა გადაეხადათ ვ----– ა----–---–ისთვის თანხა, კერძოდ, თითქოს რ----- გ----–---–მა მოიპარა მისი (ვ----– ა----–---–ის) კუთვნილი თუნუქის სახურავის თანხა, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვდა. ბრალდებულმა აღნიშნული თანხის გადასახდელად თ----- გ----–---–ს მისცა დრო - 10 იანვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მამამისს - რ----- გ----–---–ს „ჩააკითხავდა ხალხი“ და დაინახავდა, რაც მოუვიდოდა მას. თ----- გ----–---–ის ჩვენების თანახმად, თუ ვ----– ა----–---–ს მოთხოვნილ თანხას არ გადაუხდიდნენ, ამოხოცავდა ყველას და მამამისთან ერთად ახალ წელს გლდანის ციხეში შეხვდებოდნენ. მოწემ განმარტა, რომ გაუსაძლისი სიტუაციის გამო, მან განცხადებით მიმართა პოლიციას. იგი, ვ----– ა----–---–ის მუქარას აღიქვამდა რეალურად. დაზარალებულის განმარტებით, უკვე განქორწინებული იყო მეუღლესთან, როდესაც ამ უკანასკნელმა სცადა, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა. აღნიშნულმა თ----- გ----–---–ი ძალიან შეაშინა და ფიქრობს, რომ ვ----– ა----–---–ის მუქარა რეალური იყო. დაზარალებულმა დაადასტურა ბრალდებულთან საუბრის აუდიოჩანაწერის ნამდვილობა.
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ რ----- გ----–---–ის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად: მისი ქალიშვილი - თ----- გ----–---–ი 2006 წლიდან იმყოფებოდა ვ----– ა----–---–თან ქორწინებაში. დღეის მდგომარეობით, თ----- გ----–---–ი განქორწინებულია ვ----– ა----–---–თან და ჰყავს ახალი ოჯახი. როგორც რ----- გ----–---–მა მისი შვილისგან - თ----- გ----–---–ისგან შეიტყო, თ----- გ----–---–ს მის მეუღლესთან - ვ------- გ---------–---–თან თანაცხოვრების პერიოდში, ყოფილი მეუღლე - ვ----– ა----–---–ი ხშირად უკავშირდებოდა მობილურ ტელეფონზე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მის მიმართ ახორციელებდა სხვადასხვა სახის მუქარას, რის გამოც 2018 წლის მარტის თვეში, ვ----– ა----–---–ი დაკავებული იქნა თ----- გ----–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. ვ----– ა----–---–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარის ოდენობით. 2018 წლის 28 ნოემბერს, რ----- გ----–---–ი იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თბილისი, მ---–----------------------------------, რა დროსაც, ვ----– ა----–---–ი, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მას და მოსთხოვა, გადაეხადა მისთვის ზემოაღნიშნული გირაოს თანხა 2000 ლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა, გადაწვავდა და გააქრობდა დედაბუდიანად. იმავდროულად, ვ----– ა----–---–მა რ----- გ----–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბრალდებულის განმარტებით, ვინაიდან იგი თ----- გ----–---–ის განცხადების საფუძველზე დააკავეს, გირაოს თანხა სწორედ თ----- გ----–---–ს უნდა გადაეხადა. მეორე დღეს, 2018 წლის 29 ნოემბერს, ვ----– ა----–---–ი კვლავ დაუკავშირდა რ----- გ----–---–ს მობილური ტელეფონით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და კვლავ მოსთხოვა ფულადი თანხა 2000 ლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა თავად მას და მისი ოჯახის წევრებსაც. რ----- გ----–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ვ----– ა----–---–მა მას ორჯერ მოსთხოვა ფულადი თანხა. როგორც რ----- გ----–---–ისთვის ცნობილია, ბრალდებულმა თ----- გ----–---–საც მოსთხოვა ფულადი თანხა და მასაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, თ----- გ----–---–თან სატელეფონო საუბრისას, რ----- გ----–---–მა შეიტყო, რომ ვ----– ა----–---–ის მოთხოვნით, მამა-შვილს ერთად უნდა ეშოვათ ფული და მიეტანათ ვ----– ა----–---–ისთვის, წინაამდეგ შემთხვევაში დახოცავდა ორივეს. ასევე ვ----– ა----–---–ს თ----- გ----–---–ისთვის სატელეფონო საუბრისას უთქვამს, რომ იგი დაკავშირებოდა იტალიაში მყოფ დედასაც და მას გამოეგზავნა ვ----– ა----–---–ის მიერ მოთხოვნილი ფულადი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოასვენებდნენ იტალიიდან. თ----- გ----–---–ის გადმოცემით, ვ----– ა----–---–მა თანხის გადახდის ვადად დაუსახელა დრო - 2019 წლის 10 იანვრამდე. რ----- გ----–---–ის გამოკითხვის ოქმით ასევე ირკვევა, რომ მანაც და თ----- გ----–---–მაც ვ----– ა----–---–ის მიერ მათი მისამართით განხორციელებული მუქარა აღიქვეს რეალურად, რის გამოც თ----- გ----–---–მა 2018 წლის 01 დეკემბერს განცხადებით მიმართა პოლიციას, სადაც დაიწყო გამოძიება ფულადი თანხის გამოძალვის ფაქტზე.
2.3. დაზარალებულ თ----- გ----–---–ის მიერ განხორციელებული აუდიოჩანაწერითა და მისი კრებსითი ამონაწერებით დადგენილია, რომ ვ----– ა----–---–ის მხრიდან ცალსახად ჰქონდა ადგილი თ----- გ----–---–ისთვის და რ----- გ----–---–ისთვის ფულადი თანხის გამოძალვის ფაქტს, ხოლო თანხის გადაცემაზე უარის შემთხვევაში, ბრალდებული უშვერი სიტყვებით ლანძღავს და ემუქრება დაზარალებულს როგორც პირადად მისი (თ----- გ----–---–ის), ასევე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით. ვ----– ა----–---–ი, თ----- გ----–---–ს საუბრისას ემუქრება მამის - რ----- გ----–---–ის სიცოცხლის მოსპობით და სთხოვს მისცეს მისი ნომერი: ვ----– ა----–---–ი - „მე შენთან მოვბრძანდი და მომიტანთ მაგას, როგორ მომიტანთ იცი, როგორც ლამაზათ. ეხლა ა--–-------ს ვეტყვი შენი დედას მო...ვ მეთქი, ის თქვენ დაგიპირისპირდებათ და როგორ არ მომიტანთ მაგ ფულს დედას მოგი...თ მერე რო იცოდეთ“; ვ----– ა----–---–ი: „...დედა არ გეყოლებათ, არა პასუხი მაინტერესებს დედა ისედაც არა გყავთ რა..“. ვ----– ა----–---–ი: „...თუ არ დაუშვა და თუ შენც ზედ არ მიყვე ჩემი კარგი მო...ნ. გეუბნები გადამიხადეთ ეგ ფული...“. „...ხო დაურეკე ეხა იმ მინ....ს მამაშენს და უთხარი ეგ ფული გადასახდელი გვაქ. დედაშენსაც დაურეკე, ყ....ზე მკიდია, იანვრის თვეში ეგ ფული უნდა ავიღო გაიგე, ათამდე მაქსიმუმ...“.
2.4. საქართველოს შ------------------------------------------–-----------------------------------–-–---------------–--------- დასკვნის თანახმად, ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნებათ. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი სატელეფონო აუდიოჩანაწერები გაშიფრულია ტექსტობრივად და ექსპერტიზას ერთვის დანართის სახით. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოჩანაწერებში მოსაუბრე ქალისა და მამაკაცის ხმები, კერძოდ: Call recording +--------------------------- Call recording +--------------------------- Call recording +--------------------------- Call recording +-------------------------- იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე თ----- გ----–---–ისა და სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე ვ----– ა----–---–ის ხმისა. საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ე------------–-–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.5. მოწმე გ------- მ------–---–ის განმარტებით, იგი მუშაობდა დ------------------ის გამგეობაში, გ------–ის თანაშემწედ. 2012 წლის 19 აგვისტოს, სეტყვის შედეგად, დაზარალდა დაბა კ---------------------. სეტყვამ გაანადგურა სახლების სახურავი და ნათესები, რის გამოც შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც შეისწავლა ყველა ოჯახი და დაითვალა ზარალის ოდენობა. აღნიშნულის შემდეგ გამოცხადდა ტენდერი და ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ უზრუნველყო დაზიანებული სახურავების შეცვლა, ხოლო დარჩენილ ოჯახებს გადაეცათ გადასახური მასალა. მოწმემ დაადასტურა, რომ რ----- გ----–---–ს გადაეცა 10-15 ცალი თუნუქის სახურავი. გ------- მ------–---–ის განმარტებით, დაზარალებული ოჯახი განცხადებით მიმართავდა გამგეობას, რომლის შესწავლის შემდეგაც, კომისიის დასკვნის საფუძველზე, მას ინდივიდუალურად გადაეცემოდა თუნუქის სახურავი, ხოლო მასალის მიღების ფაქტი ხელმოწერით დასტურდებოდა. მოწმემ განმარტა, რომ არ ყოფილა შემთხვევა, მესამე პირს წაეღოს სხვისთვის განკუთვნილი დახმარება. მოწმემ ვ----– ა----–---–ი დაახასიათა დადებითად.
2.6. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 1 დეკემბერს, 21:55 საათზე ქ. თბილისში, დ-------------ში, ვ-–------–----–-------------ში დაკავებულ იქნა ვ----– ა----–---–ი.
2.7. საქართველოს შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის გამომძიებელ მ-----–--------–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 1 დეკემბერს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქ. თბილისში, დ-------------ში, ვ-–----–----–-------------ში, მან, გ------- რ-------–---–თან და რ-------- გ------–--ესთან ერთად დააკავა ვ----– ა----–---–ი. ბრალდებულს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების ოქმი რ-------- გ------–--ემ შეადგინა. აღნიშნულ დოკუმენტს ბრალდებულმა გაუგებარი მიზეზით ხელი არ მოაწერა. ვ----– ა----–---–ს დაკავების ოქმის ასლი გადაეცა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მისი დაკითხვის ოქმში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და 2018 წლის 1 დეკემბრის ნაცვლად მითითებულია 2 ნოემბერი.
2.8. საქართველოს შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის უ-----------------------------გამომძიებლის - რ-------- გ------–--ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 1 დეკემბერს, ქ. თბილისში, დ-------------ში, ვ-–------–----–-------------ში დააკავეს ბრალდებული ვ----– ა----–---–ი, რომელსაც განუმარტეს უფლებები და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ბრალდებულს დაკავების ოქმის ასლი გადაეცა, თუმცა ამ უკანასკნელმა ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. რ-------- გ------–--ემ დაკავების ოქმი პირადად შეავსო და მასში შეტანილი ყველა მონაცემი სწორია. ვ----– ა----–---–ის დაკავების შესახებ ბრალდებულის დედას მაშინვე შეატყობინეს იქვე მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა. მოგვიანებით, რ-------- გ------–--ე ოფიციალურად პირადადაც ესაუბრა ვ----– ა----–---–ის დედას და შეატყობინა ბრალდებულის დაკავების თაობაზე. როგორც მოწმისთვის ცნობილია, ვ----– ა----–---–ის არასრულწლოვანი შვილები ჩააბარეს ბებიას. დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო დ-------------ში და დასრულდა პოლიციის განყოფილებაში.
2.9. ბრალდებულ ვ----– ა----–---–ის დაკავების კანონიერება ასევე დაადასტურა საქართველოს შსს გ-–-------------–--------------------–-------------------–--ის დ-----------------–--–--გამომძიებელმა - გ------- რ-------–---–მა. მოწმის განმარტებით, ბრალდებულს დაკავებამდე განემარტა უფლებები, ხოლო ვ----– ა----–---–ის არასრულწლოვანი შვილები ჩააბარეს ბებიას და დაკავებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
2.10. საქართველოს შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის გამომძიებელ - ა---------– ფ---–----–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 1 დეკემბერს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ვ----– ა----–---–ი ყოფილ მეუღლეს - თ----- გ----–---–ს სძალავდა ფულად თანხას. ბრალდებული იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე - ქ. თბილისში, დ-------------ში, ვ-–----–----–-------------ში და აპირებდა მიმალვას. აღნიშნულის თაობაზე მოწმემ პატაკით აცნობა ხელმძღვანელს.
2.11. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს შსს გ-–-------------–--------------------–-------------------–--ის გამომძიებელ ლ-–------–--ისა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბ--------- ბ-----–-–---–ის მიერ, ც---–- ა----–---–ისგან ამოღებულ იქნა ვ----– ა----–---–ის მობილური ტელეფონი, „ს--------ს“ ფირმის, შავი ფერის, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათები ნომრებით: 8----------------------- და 8--------------------.
2.12. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის გამომძიებელ ლ-–------–--ის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა ბრალდებულ ვ----– ა----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის #------------ საქმეზე, ბრალდებულის წინასასამართლო სხდომის განხილვისას არსებული სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერები, 6 ცალ ელექტრონულ დისკზე.
2.13. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის გამომძიებელ ლ-–------–--ის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა ბრალდებულ ვ----– ა----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის #------------ საქმეზე ბრალდებულის პირველი წარდგენის სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერი, 1 ცალ ელექტრონულ დისკზე.
2.14. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის გამომძიებელ ლ-–------–--ის მიერ, დაზარალებულ თ----- გ----–---–ისგან გამოთხოვილ იქნა, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული, მასსა და ბრალდებულ ვ----– ა----–---–ს შორის არსებული საუბრების ჩანაწერი, რომელიც მოთავსდა ერთ ცალ დისკზე.
2.15. საქართველოს შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის გამომძიებლებმა - ლ-–------–--ემ და ბ--------- ბ-----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.
დაცვის მხარის პოზიცია:
2.16. ბრალდებულმა ვ----– ა----–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ სატელეფონო საუბარში ყოფილ მეუღლეს და სიმამრს არ დამუქრებია. იგი მხოლოდ კუთვნილ თანხას მოითხოვდა მათგან. ბრალდებულის განმარტებით, გამგეობამ მას გამოუყო თუნუქის სახურავი, რომელიც სიმამრმა - რ----- გ----–---–მა მიისაკუთრა. ბრალდებულის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნა არასწორია, რადგან მას მუქარის შემცველი სიტყვები არ უთქვამს დაზარალებულებისთვის; დაკავებისას დაირღვა მისი უფლებები, რადგან გამომძიებლებმა არ განუმარტეს უფლება - მოვალეობები და არ გადასცეს დაკავების ოქმის ასლი; ასევე არ მისცეს დარეკვის საშუალება.
2.17. დაცვის მხარის მოწმეებმა - ა---------------ემ და ნ---- ა----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებული დადებითად დაახასიათეს. მოწმეთა განმარტებით, ვ----– ა----–---–ი არის კარგი და მზრუნველი მამა, მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნება და წარმოუდგენელია, მის მიერ გამოძალვის ჩადენა. მათ განმარტეს, რომ თ----- გ----–---–ის ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა და ბრალდებული მათ ფულს ვერ გამოძალავდა. მოწმეებმა დამატებით განმარტეს, რომ ვ----– ა----–---–მა ნამდვილად მიიღო თუნუქის სახურავი გამგეობისგან.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე, მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ვ----– ა----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, მტკიცებულებათა ნუსხაში 5.1. და 5.3. პუნქტში მითითებული ნივთიერი მტკიცებულებები (სასამართლოდან გამოთხოვილი დისკები), მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.2. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.4. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.5. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.6. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.7. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ, ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ამ (სადავო და უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა; ამდენად, უნდა შეფასდეს ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების შინაარსობრივი მხარე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება თითოეული მათგანით და ერთობლივად რა ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ისინი.
3.8. სასამართლო, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ და მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.9. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება; ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.
3.10. სასამართლომ, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებული იქნა ვ----– ა----–---–ის მიერ გამოძალვის ჩადენა.
3.11. აღნიშნული დასკვნის მიღებამდე სასამართლომ მოისმინა დაცვის მხარის პოზიცია, რომლის თანახმადაც, გამოძალვის ფაქტი არ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: თ----- გ----–---–მა განმარტა, რომ ვ----– ა----–---–ი მას სთხოვდა სახურავის თანხას ან მასალას. დ---------ს გ------–ის ყოფილმა თ---–--–--აც დაადასტურა, რომ ვ----– ა----–---–ი დაინტერესებული იყო, თუ ვის გადაეცა მისი კუთვნილი სახურავი. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მასალა მესაკუთრეებზე იქნა გაცემული, თუმცა სახლი, სადაც რ----- გ----–---–ი ცხოვრობდა, სახელმწიფოს ეკუთვნოდა; შესაბამისად, ბრალდებული თანხას კი არ სძალავდა დაზარალებულებს, არამედ ითხოვდა მის კუთვნილ თუნუქის სახურავს, რომელიც რ----- გ----–---–მა მიიღო გამგეობისგან და მოახდინა მისი რეალიზაცია. დაცვის მხარის მტკიცებით, ის გარემოება, რომ რ----- გ----–---–მა დატოვა საქართველო და არ გამოცხადდა სასამართლოში, ეჭვს აჩენს მის გულწრფელობასთან დაკავშირებით.
- სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას, ვინაიდან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ ვ----– ა----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებზე. სასამართლო სხდომაზე ვერ გამოვლინა რაიმე მნიშვნელოვანი, გარემოება, რომელიც რ----- გ----–---–ის გამოკითხვის ოქმისა და თ----- გ----–---–ის ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ თ----- გ----–---–ი არის ვ----– ა----–---–ის ყოფილი მეუღლე, ხოლო რ----- გ----–---–ი ყოფილი სიმამრი, თავისთავად არ მიუთითებს დაზარალებულების არაგულწრფელობაზე. დადგენილია, რომ თ----- გ----–---–ს ჰყავს ახალი ოჯახი, შეეძინა შვილი, რაც არადამაჯერებელს ხდის დაცვის მხარის ვერსიას, თ----- გ----–---–ის მიერ სასამართლოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე იმ მიზნით, რომ მას სურს ყოფილი მეუღლის თავიდან მოშორება. დ------------------ის გ------–ის ყოფილმა თ---–--–-- - გ------- მ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ რ----- გ----–---–მა ნამდვილად მიიღო თუნუქის სახურავი. მოწმე ასევე აღნიშნა, რომ მასალა გაიცემოდა ინდივიდუალურად, განცხადების საფუძველზე და ვერ გაიხსენა შემთხვევა, მესამე პირს გადასცემოდა კონკრეტული პირისთვის განკუთვნილი დახმარება; შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ რ----- გ----–---–მა მიითვისა ვ----– ა----–---–ის კუთვნილი თუნუქის მასალა, რომლის თანხასაც სთხოვდა ბრალდებული დაზარალებულებს, სასამართლოს სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულად მიაჩია. დაცვის მხარის მიერ ხაზგასმული გარემოება, რომ რ----- გ----–---–ი არ წარმოადგენდა ფართის მესაკუთრეს და მას დახმარება არ უნდა გადასცემოდა, სასამართლოს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია, ვინაიდან გამგეობის მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაცემის წესი არ წარმოადგენს მოცემული ბრალდების ფარგლებში განსახილველ საკითხს. რაც შეეხება რ----- გ----–---–ის მიერ საქართველოს დატოვებას, ბრალდების მხარის მიერ გატარებულ იქნა ყველა აუცილებელი ღონისძიება დაზარალებულის სასამართლოში წარმოსადგენად, რის შემდეგაც კანონმდებლობის სრული დაცვით, დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა რ----- გ----–---–ის გამოკითხვის ოქმის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნების თაობაზე.
- სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, თითქოს ბრალდებულის დაკავებისას, დარღვეულ იქნა ყველა საპროცესო ნორმა, ვინაიდან ვ----– ა----–---–ს არ გააცნეს უფლებები, არ გადასცეს დაკავების ოქმი და მისი არასრულწლოვანი შვილები დატოვეს მეთვალყურის გარეშე, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ, დაკავებაში მონაწილე პოლიციელებს არ დაუდასტურებიათ აღნიშნული საპროცესო მოქმედებისას კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი. პოლიციელთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ დაკავება დაიწყო ქ. თბილისში, დ-------------ში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში და დასრულდა პოლიციის განყოფილებაში. ოქმის შედგენის შემდეგ ვ----– ა----–---–ს გადაეცა მისი ასლი, თუმცა ბრალდებულმა მასზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ამასთან, დაკავების ადგილზე იმყოფებოდა არაერთი პოლიციელი, რომლებმაც შეატყობინეს ვ----– ა----–---–ის დედას შვილის დაკავების თაობაზე, რომელიც ამ დროს უკვე იმყოფებოდა შვილიშვილებთან ერთად. მცირე უზუსტობა პოლიციელთა ჩვენებებში, რომელიც შეეხებოდა ბრალდებულისთვის დაკავების ოქმის გადაცემის ადგილს, თავისთავად არ მიუთითებს მათი ჩვენებების არასანდოობაზე. რაიმე არსებითი გარემოება, რაც ვ----– ა----–---–ის დამკავებელ პოლიციელთა ჩვენებებს ეჭვქვეშ დააყენებდა, საქმის არსებითი განხილვისას გამოვლენილი არ ყოფილა.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვერსიას თ----- გ----–---–ისგან ინფორმაციის გამოთხოვის უკანონობისა და აღნიშნული ინფორმაციის ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, ვინაიდან ვ----– ა----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულმა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებმა გაიარა სასამართლო კონტროლი, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და ამოღებული აუდიომასალა წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დასაშვებად იქნა ცნობილი და საქმის არსებითად განხილვისას არ გამოვლენილა სხვა, ახალი, არსებითი გარემოება, რაც აღნიშნულ მტკიცებულებათა სანდოობის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებდა; შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ საკითხზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.
3.12. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის და მისი ახლობლის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა. განსახილველი დანაშაულის ძირითად ობიექტს წარმოადგენს საკუთრებითი ურთიერთობები, მისი დამატებითი ობიექტი შეიძლება იყოს როგორც ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე მისი პატივი და ღირსება. განსახილველ შემთხვევაში გამოძალვის საგანს წარმოადგენდა ქონება. ობიექტური მხრივ, სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებები გამოიხატა ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ნივთის გადაცემის მოთხოვნაში. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, დაზარალებულის იძულება გამოიხატა ძალადობის გამოყენებისა და ნივთის განადგურების მუქარაში. გამოძალვის დროს ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული მუქარის შინაარსი დაზარალებულის მიერ ერთმნიშვნელოვნად უნდა იქნეს აღქმული. მოცემულ შემთხვევაში, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, გამომძალველი აპირებდა თუ არა მუქარის რეალურად განხორციელებას, მთავარია, დაზარალებულის მიერ ეს მუქარა რეალურად აღიქმებოდეს. გამოძალვა ფორმალურ დანაშაულთა შემადგენლობას განეკუთვნება და იგი დამთავრებულია ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულისათვის მოთხოვნის გაცხადების დროიდან. განსახილველი დანაშაულის სუბიექტური მხარე გამოიხატება პირველი ხარისხის პირდაპირ, კონკრეტიზებულ განზრახვაში; ბრალდებულმა იცოდა, რომ უკანონოდ მოითხოვდა სხვის ფულად თანხას და სურდა ამ თანხის მიღება. იგი მოქმედებდა ანგარების მოტივით.
3.13. სასამართლო, მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად ხელმძღვანელობს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით. მოცემულ შემთხვევაში, მუქარის გამოხატვის გარეგნული ფორმები იყო სიტყვიერი. იგი ხორციელდებოდა აგრესიული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარის განხორციელებისას, პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა, ვინაიდან ბრალდებულ ვ----– ა----–---–ის მიერ თ----- გ----–---–თან მობილური ტელეფონით საუბრისას ნათქვამი სიტყვები, „დედა უნდა მოუ...ა“, „თუ არ დაუშვა და შენც ზედ არ მიჰყვე..“, „...ათამდე ფული მქონდეს მაქსიმუმ...“ კონკრეტული შინაარსისაა და მათში გამოიხატება სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარის განხორციელების შედეგად, დაზარალებული განიცდის შიშს და შფოთვას, ვინაიდან ყოველ წუთს ელოდება მუქარის განხორციელებას დამმუქრებლის მიერ. შიშის საფუძვლიანობის შეფასებისას, განმსაზღვრელია დაზარალებულის პიროვნება (რამდენად ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე ადამიანია ის), დამმუქრებლის პიროვნება (არის თუ არა აგრესიული, წარსულში ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის), ურთიერთდამოკიდებულება დაზარალებულსა და დამმუქრებელს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, მუქარის არაერთგზისობა და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, თ----- გ----–---–ი და რ----- გ----–---–ი წარმოადგენენ ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე ადამიანებს; საქმეში არ მოიპოვება რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ ისინი მშიშრები ან ზედმეტად ემოციურები არიან; ბრალდებული ვ----– ა----–---–ი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული მუქარისათვის. ამასთან, დაზარალებულ თ----- გ-----–---–ის ჩვენებასა და რ----- გ----–---–ის გამოკითხვის ოქმში გაჟღერებული, ვ----– ა----–---–ის მხრიდან განხროციელებული მუქარის ფაქტები დასტურდება სხვა მტკიცებულებებითაც.
3.14. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმით უზრუნველყოფილია სისხლის სამართლის კანონის საგარანტიო ფუნქციისა და კანონიერების პრინციპის რეალიზაცია. კანონიერების პრინციპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა - ,,Nullum crimen sine lege” - ,,არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე.“ აღნიშნული პრინციპი გამოხატულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ვ----– ა----–---–ის მიმართ, ბრალდების მხარის მიერ, 03.12.2018წ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით წარდგენილი ბრალი 111-181-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2 ეპიზოდი) უნდა გადაკვალიფიცირდეს 181-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2 ეპიზოდი), ვინაიდან კანონმდებელი, ოჯახურ დანაშაულში, არც ვ----– ა----–---–ის მიერ ქმედების ჩადენის დროს და არც ამჟამად, არ მოიაზრებს გამოძალვის შემადგენლობას.
3.15. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებასა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (EL-MASRI V. THE FORMER YUGOSLAV REPUBLIK OF MACEDONIA, ECtHR, (GC), 13/12/2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (HASSAN V. THE UK, ECtHR, (GC), 16/09/2014).
3.16. ვ----– ა----–---–მა, ძალადობის გამოყენების მუქარით, თ----- გ----–---–ისა და რ----- გ----–---–ის მიმართ, სხვადასხვა დროს ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლობლის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3.17. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
3.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ----– ა----–---–მა ჩაიდინა - გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლობლის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი); ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ----– ა----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5.სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. ვ----– ა----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ----– ა----–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივ ქცევაში მისი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევის, მისი ოჯახური მდგომარეობის (ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და ხანდაზმული დედა) გათვალისწინებით, ვ----– ა----–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი წლის) წლის ვადით თითოეული ეპიზოდისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დაზარალებულ თ----- გ----–---–ის ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს დაზარალებულ რ----- გ----–---–ის ეპიზოდისთვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ----–ი ა----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაცია 06 (ექვსი) ცალ ელექტრონულ დისკზე; თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაცია 01 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე; დაზარალებულ თ----- გ----–---–ის ხმის ნიმუში 01 (ერთი) ელექტრონულ დისკზე, თ----- გ----–---–ისგან გამოთხოვილი ინფორმაცია 01 (ერთი)ელექტრონულ დისკზე - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ც---–- ა----–---–ისგან ამოღებული ვ----–ი ა----–---–ის მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--აში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ----–ი ა----–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-181-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილზე;
2. ვ----–ი ა----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით (დაზარალებულ თ----- გ----–---–ის ეპიზოდი);
3. ვ----–ი ა----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით (დაზარალებულ რ----- გ----–---–ის ეპიზოდი);
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას დაზარალებულ თ----- გ----–---–ის ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დაზარალებულ რ----- გ----–---–ის ეპიზოდისთვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ----–ი ა----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
5. ვ----–ი ა----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 01 დეკემბრის 21:55 საათიდან.
6. მსჯავრდებულ ვ----–ი ა----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაცია 06 (ექვსი) ცალ ელექტრონულ დისკზე; თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაცია 01 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე; დაზარალებულ თ----- გ----–---–ის ხმის ნიმუში 01 (ერთი) ელექტრონულ დისკზე, თ----- გ----–---–ისგან გამოთხოვილი ინფორმაცია 01 (ერთი)ელექტრონულ დისკზე - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ც---–- ა----–---–ისგან ამოღებული ვ----–ი ა----–---–ის მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--აში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე