გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2019
საქმის ნომერი
330210115001113336
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-/20006-15

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

მოსარჩელე - შ-- “ა---- ბ--–----- ჯ-------ა“

წარმომადგენელი - გ------ი ჟ-------–---–ი

მოპასუხე - შ-- „ს--–- ქ----------–--“

წარმომადგენელი - ლ---- ჯ---–-ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე შ-- "ს--–- ქ----------–--ს“ მოსარჩელე შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ას“ სასარგებლოდ 251 354,75 ლარის გადახდა.

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე შ-- "ს--–- ქ----------–--ს“ მოსარჩელე შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ას“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 29 658,12 ლარის გადახდა.

 

სარჩელში განმა----ებულია, რომ 2014 წლის 01 ნოემბერს შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ასა“ და შ-- "ს--–- ქ----------–--ს“ შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ამ“ იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, ელექტრო სამუშაოების (მასალა; ნაკეთობა) განხორციელება მაღაზია „L-- W------“-ში (მისამართი: ქ. თბილისი, გ-–----ის მ----ი №1----, 1----, 1---- მეტრო სადგურის "ა-------–ის თ------ის" ტერიტორიაზე).

სამშენებლო სამუშაოების სრული ღირებულება შეადგენდა 227 268 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო შემსრულებლის მასალით. სამუშაოების დასაწყებად დამკვეთს ავანსის სახით უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ღირებულების 35% ანუ 79544 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; მეორე ეტაპზე, სამუშაოს 50%-ის შესრულების შემდეგ 56817 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; მესამე ეტაპზე, მაღაზიაში ავეჯის შეტანის შემდეგ - 56817 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხოლო ბოლო ნაწილის 34090 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა მოხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა №--ისა და ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 3 დღეში.

 

დამკვეთმა ვალდებულებები შეასრულა ნაწილობრივ, კერძოდ, 2014 წლის 13 ნოემბერს გადაიხადა 140196,30 ლარი, 2014 წლის 17 დეკემბერს - 50 000 ლარი და 2014 წლის 24 დეკემბრის - 20 000 ლარი.

 

მოსარჩელემ 2015 წლის 01 თებერვლისათვის სრულად შეასრულა სამუშაოები. დამკვეთმა ხელი არ მოაწერა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებსა და ფორმა №--ებს.

 

2015 წლის 13 მა----ს მოსარჩელემ მიმართა ლ---- ს----------–ის ს----–---ის სასამართლო ე-----------ის ე---------– ბ-----ოს იმის დასადასტურებლად, იყო თუ არა იმ დროისათვის შესრულებული შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ას“ მიერ მიღება-ჩაბარების აქტებსა და ფორმა №--ებში მოცემული სამუშაოები რეალურად.

 

2015 წლის 22 მაისს გაიცა ე-----------ის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მაღაზიის მენეჯერმა ა----- ტ--------მა უარი განაცხადა ე-----------ის ჩატარებაზე, შესაბამისად, საინჟინრო ე-----------ის დასკვნის შედგენა შეუძლებელი გახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებელში განმა----ებულია, რომ 2014 წლის 3 ნოემბერს შ-- „ს--–- ქ----------–--სა“ შ-- „ე-–------ი გე“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება შ-- „ე-–------ი გე“-ს მაღაზიის (მისამართი: ქ. თბილისი, გ-–----ის მ----ი 1----; 1----; 1----) მშენებლობის, გადაკეთების, ელექტრო და მექანიკური სამუშაოების შესრულების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ასა“ და შ-- "ს--–- ქ----------–--ს“ შორის შედგა ზეპირი შეთანხმება 210196,3 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების შესახებ. წერილობითი ხელშეკრულება კი მოპასუხის მხრიდან არ არის ხელმოწერილი.

 

მოსარჩელის მიერ უხარისხოდ და დაგვიანებით შესრულებული ვალდებულების შედეგად შ-- „ს--–- ქ----------–--მა“ შ-- „ე-–------ი გე“-ს დროულად ვერ ჩააბარა სამუშაო მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2015 წლის 8 იანვარს. აღნიშნულის გამო, შ-- „ს--–- ქ----------–--ი“ დაჯარიმდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შ-- "ს--–- ქ----------–--სა“ და შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ას“ შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში შ-- "ს--–- ქ----------–--მა“ შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ას“ გადაურიცხა 210 196,3 ლარი (2014 წლის 13 ნოემბერს - 140196,30 ლარი, 2014 წლის 17 დეკემბერს - 50 000 ლარი, 2014 წლის 24 დეკემბერს - 20 000 ლარი) შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მიზნით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმა----ება (ს.ფ. 3-6).

მოპასუხის ახსნა-განმა----ება (იხ. 2019 წლის 02 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:30:05).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დგინდება შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ას“ მიერ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ-- "ს--–- ქ----------–--ის“ სასარგებლოდ 251354,75 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი.

 

მოპასუხემ სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები

2014 წლის 01 ნოემბერს შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ასა“ და შ-- "ს--–- ქ----------–--ს“ შორის წერილობითი ნარდობის ხელშეკრულების გაფორმების, სამშენებლო სამუშაოების ღირებულების (227 268 აშშ დოლარის) განსაზღვრისა და შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ას“ მიერ სამუშაოების შესრულების შესახებ; მოპასუხემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება სამშენებლო სამუშაოების შესახებ, რის საფუძველზე შესრულებული სამუშაოები მოსარჩელეს აუნაზღაურდა სრულად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმა----ებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ზემოთდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდა----ზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

მოპასუხე მხარემ დაადასტურა გარემოება, იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის ნამდვილად არსებობდა ზეპირი ფორმის ნარდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზე 210 196,3 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოები შემკვეთმა აუნაზღაურა შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ას“ სრულად (3.1.1. ფაქტობრივი გარემოება). მოპასუხე სადავოდ ხდის სხვა დამატებითი სამუშაობის შესახებ მხარეთა შორის შეთანხმების არსებობას და ამ შეთანხმების ფარგლებში რაიმე სამუშაოების შესრულებას მოსარჩელის მხრიდან.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია 2014 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულება რომლის თანახმად შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ამ“ იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, ელექტრო სამუშაოების (მასალა; ნაკეთობა) განხორციელება მაღაზია „L-- W------“-ში (მისამართი: ქ. თბილისი გ-–----ის მ----ი №1----, 1----, 1---- მეტრო სადგურის "ა-------–ის თ------ის" ტერიტორიაზე). სამშენებლო სამუშაოების სრული ღირებულება შეადგენდა 227 268 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ხელშეკრულება, ისევე როგორც საქმეში არსებული, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიღება-ჩაბარების აქტები მხარეების მიერ ორმხრივად ხელმოწერილი არ არის, კერძოდ, ხელშეკრულება და აქტები ხელმოწერილია მხოლოდ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ, შ-- "ს--–- ქ----------–--ის“ წარმომადგენლის ხელმოწერა აღნიშნულ დოკუმენტებზე დაფიქსირებული არ არის. ამდენად, ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება და მოპასუხის ნება სათანადოდ დადასტურებული არ არის.

 

რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის აპელირებას ლ---- ს----------–ის ს----–---ის სასამართლო ე-----------ის ე---------–ი ბ-----ოს 2015 წლის 22 მაისის №--------- აქტზე (დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ), რომლის თანახმად (ე-----------ის წინაშე დასმული საკითხს წარმოადგენდა, იყო თუ არა შესრულებული შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ას“ მიერ შესრულებული სამუშაოები რეალურად მისამართზე: ქ. თბილისი, გ-–----ის მ----ი №1----, 1----, 1---- მეტრო სადგურის "ა-------–ის თ------ის" მიმდებარე ტერიტორია, „გ-–----ი მ---–ი“, მაღაზია მაღაზია „L-- W------“), მაღაზიის მენეჯერმა ა----- ტ--------მა უარი განაცხადა ე-----------ის ჩატარებაზე (რაც საჭიროებდა სამუშაოების ადგილზე შესწავლას და მასში სათანადო აზომვითი სამუშაოების ჩატარებას), შესაბამისად საინჟინრო ე-----------ის დასკვნის შედგენა შეუძლებელი გახდა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმა----ებას, რომ მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში გადადის მოპასუხე მხარეზე. უპირველეს ყოვლისა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ე-----------ის ჩატარებაზე უარი განაცხადა მაღაზია „L-- W------“-ის მენეჯერმა და არა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა. ამასთან, სასამართლო განმა----ავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ე-----------ა დანიშნული იყო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე და არა სასამართლოს მიერ განჩინებით. საქმის მასალებით არ დგინდება იყო თუ არა ე-----------ის დანიშვნის თაობაზე ინფორმირებული მოპასუხე შ-- "ს--–- ქ----------–--ი“ და განემა----ა თუ არა სსსკ 169-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შედეგები. ასეთ პირობებში მტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადატანა დაუშვებელია. ამასთან, მოსარჩელეს ჰქონდა პროცესუალური უფლება შუამდგომლობით მიემართა იმთავითვე სასამართლოსთვის სსსკ 169-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, რაც მას არ გამოუყენებია.

 

მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა ლ---- ს----------–ის ს----–---ის სასამართლო ე-----------ის ე---------–ი ბ-----ოს 2018 წლის 02 ნოემბრის №--------- აქტი, რომლის თანახმად, ე-----------ის წინაშე დასმულ კითხვაზე (ქ. თბილისში, გ-–----ის მ----ი №----, 1----, 1---- მეტროსადგურ „ა-------–ის თ------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე „გ-–----ი მ---–ში“ მაღაზია „L-- W------“-ში შესრულებულია თუ არა საქმეში წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებში და ფორმა №--ებში (ს.ფ. 25-35) მოცემული სამუშაოები რეალურად და შეესაბამება თუ არა აღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს (ხელშეკრულება ს.ფ. 16-21)) პასუხის გაცემის მიზნით, ექსპერტებმა ადგილზე დაათვალიერეს გამოსაკვლევი ობიექტი შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ას“ წარმომადგენელთან ერთად, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დასახელებულ მისამართზე, მაღაზიაში იმ დროს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით მიმდინარეობდა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ას“ წარმომადგენლის განმა----ებით, მათ მიერ შესრულებულ სამუშაოების ძირითად ნაწილზე ჩატარებულია სადემონტაჟო სამუშაოები (დასკვნას თან ერთვის ფოტოსურათები). შესაბამისად, არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ას“ მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების სახეობების, მოცულობების და ღირებულების განსაზღვრა.

 

შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ის გარემოებები, რომლებიც დაასაბუთებდა სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს (მხარეებს შორის ნარდობის არსებით პირობებზე შეთანხმებას, მოპასუხის მიერ სარემონტო სამუშაოების შესრულებას), რაც განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის დასაკმაყოფილებლად საჭიროებდა დამტკიცებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ, სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდა----ით ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად - ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდესქის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი ადგენს, რომ მხარეებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ მათი შინაარსი და დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ შეუძლიათ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის, თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არსებითად მიჩნეულია პირობები „რომლებზედაც ერთ - ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ“.

 

მუხლის აღნიშნული ნაწილი ადგენს ხელშეკრულების ნამდვილობის მხოლოდ ორ პირობას - მხარეთა შეთანხმებას არსებით პირობებზე და მოთხოვნილი ფორმის დაცვას.

 

რაც შეეხება ხელშეკრულების არსებით პირობებს, უპირველესად უნდა შეფასდეს, რა ითვლება ასეთად. კანონი არ განსაზღვრავს არსებითი პირობების ჩამონათვალს. არსებით პირობათა წრე ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად განისაზღვრება მხარეთა მიერ. აუცილებელია, რომ ამ პირობებთან დაკავშირებით მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას, სხვაგვარად ხელშეკრულება არ დაიდება. აუცილებლად, ანუ არსებითად მიჩნეულ უნდა იქნას პირობები, რომლებიც გამოხატავენ შესაბამისი ხელშეკრულების ბუნებას. საკითხთა წრე, რომელზედაც მხარეთა შეთანხმება აუცილებლადაა მიჩნეული შეიძლება იყოს ხელშეკრულების საგანი, ფასი და ხელშეკრულების ვადა. თუმცა, აღნიშნული ვერ იქნება გამოყენებული ყველა ტიპის ხელშეკრულების მიმართ.

 

ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგია. შეთანხმება გულისხმობს მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია ერთი და იმავე სამართლებრივი მიზნის მიღწევისკენ. ხელშეკრულების დახასიათებისას მნიშვნელოვანია ის, რომ სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც მხარეები ცდილობენ, შესაძლოა მხოლოდ კონსესუსის შედეგად დადგეს. სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოიაზრებდეს როგორც ახალი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას მხარეებს შორის, ისე არსებული უფლება-მოვალეობების შეცვლას ან შეწყვეტას. შესაბამისად, თუკი არ არსებობს მხარეთა კონსესუსი, სამართლებრივი შედეგი, რაც მხარეებს რაიმე უფლებებსა და მოვალეობებს წარმოუშობს, ვერ დადგება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შ-- "ს--–- ქ----------–--სა“ და შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ას“ შორის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებით პირობებზე შეთანხმების ფაქტი ვერ დადგინდა, ასევე ვერ დადასტურდა შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ას“ მიერ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ-- "ს--–- ქ----------–--ის“ სასარგებლოდ სამუშაოების შესრულების ფაქტი.

 

ხელშეკრულების დადება, როგორც წესი, ხორციელდება ორი თანმხვედრი ნების გამოვლენის - ოფერტის და აქცეპტის მეშვეობით. სწორედ ოფერტის აქცეპტირება ანუ ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების დადების თაობაზე წინადადების გაკეთება და მეორე მხარის მიერ მისი მიღება არის ხელშეკრულების დადების ჩვეულებრივი მოდელი. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც მხარეები სხვაგვარად გამოხატავენ თავის თანხმობას და გარემოებებიდან გამომდინარე შეუძლებელია ხელშეკრულების დადების პროცესის ოფერტ-აქცეპტამდე დაყვანა. ამდენად, მხარეთა ნების გამოვლენათა კონსესუსი შესაძლოა მიღწეულ იქნას როგორც ოფერტისა და აქცეპტის, ისე სხვაგვარი მოქმედების მეშვეობითაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც წერილობით, ისე ზეპირად.

 

იმისათვის, რომ მხარეთა ურთიერთობა დაკვალიფიცირდეს ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობად მოსარჩელემ მინიმუმ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების ისეთ არსებით პირობებზე შეთანხმება მოპასუხესთან როგორიცაა ხელშეკრულების საგანი (მომსახურების შინაარსი), ფასი და ხელშეკრულების ვადა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეთანხმება წერილობითი, ან ზეპირი ფორმით ვერ დაადასტურა. მოპასუხემ აღიარა მხოლოდ ზეპირი შეთანხმების ფარგლებში მოსარჩელის მხრიდან 210 196,3 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესრულების ფაქტი, რაც ანაზღაურებული იქნა მათი მხრიდან და არ წარმოადგენს წინამდებარე დავის საგანს.

 

ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირობათა დაცვით ვერ დადგინდა მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება, რაც სსკ-ის 629-ე მუხლის შესაბამისად მენარდეს შემკვეთის მიმართ წარმოუშობდა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ამდენად, შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ა“ მოკლებულია უფლებამოსილებას მოსთხოვოს მოპასუხეს 251354,75 ლარის გადახდის ანაზღაურება იმ მომსახურებისთვის, რომლის მოსარჩელის სასარგებლოდ გაწევა ვერ დაადასტურა.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლების შესაბამისად, პირგასამტეხლო მხარეთა წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის წერილობითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, მოპასუხე მხარეს არ გამოუვლენია ნება რაიმე პირობებზე (მათ შორის პირგასამტეხლოზე) შეთანხმების შესახებ. შესაბამისად, მხარეები არ შეთანხმებულან მოპასუხის მიერ რაიმე ვალდებულების შესრულებაზე, რისი შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მას შესაძლო იყო დაკისრებოდა პირგასამტეხლო. ამდენად, არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელი უსაფუძვლოა და არ დაკმაყოფილდება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟისა და ე-----------ის დასკვნის საფასურის ანაზღაურება. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მოთხოვნა ე-----------ის დასკვნის საფასურის ანაზღაურების შესახებ არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, ხოლო მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შ-- "ა---- ბ--–----- ჯ-------ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე