გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----------------
საქმე №2/1113-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - მ--- მ------–---–ი
წარმომადგენელი - მ------ ჩ-----–ი
მოპასუხე - გ---------------–---–ი
წარმომადგენელი - ნ------------–---–ი, გ----------–-------ი, ლ---------------ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე გ---------------–---–ს მოსარჩელე მ--- მ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1100 ლარის ოდენობით;
1.2 მოპასუხე გ---------------–---–ს მოსარჩელე მ--- მ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის ხარჯების ანაზღაურება 2016 წლის 13 ნოემბრიდან ავტომანქანის საჯარიმო სადგომიდან გაყვანის ნებართვის მიღების დღემდე არსებული თანხის შესაბამისად, რამაც 2019 წლის 25 იანვრისთვის შეადგინა 2869 ლარი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს
2016 წლის 11 ნოემბერს ავტოსატრანსპორტო შეთხვევის შედეგად დაზიანდა მისი კუთვნილი ავტომობილი V-------------- სახელმწიფო ნომრით U-----. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვის მიხედვით, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო მოპასუხის მიერ, საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნათა უგულვებელყოფის შედეგად. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მისი კუთვნილი ავტომობილისთვის მიყენებული ზიანი სასაქონლო ექსპერტიზამ შეაფასა 1100 ლარად.
გამოძიება აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო შემთხვევაზე წარიმართა თბილისის პროკურატურაში, რომელიც შეწყდა დანაშაულის არარსებობის გამო. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საგზაო-სატრანპორტო შემთხვევა განპირობებული იყო მოპასუხის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის შედეგად.
აღსაღნიშნავია, რომ 2016 წლის 13 ნოემბრიდან ამ დრომდე მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი იმყოფება საჯარიმო ავტოსადგომზე და მისი გამოყვანის უფლება არ აქვს საქმისწარმოების დასრულებამდე. ავტოსადგომზე გადაყვანის დღიდან ყოველდღიურად ხორციელდება ჯარიმის დარიცხვა. აღნიშნული თანხები მოიცავს ევაკუატორის გამოძახების ღირებულებას - 30 ლარი, სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით გადაადგილება (1 კმ-ზე) - 3 ლარი, ავტოსადგომზე დგომის ხარჯების დარიცხვა ხორციელდება შემდეგი პრინციპით: 1-5 დღე-ღამის ჩათვლის დგომის პერიოდში 8 ლარი თითოეული დღე-ღამე, 5 დღე-ღამის შემდგომ დგომის პერიოდი-1 ლარი თითოეული დღე-ღამე, 5 დღე-ღამის შემდეგ დგომის პერიოდი 4 ლარი თითოეული დღე-ღამე. ყოველივე ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაერიცხოს ზიანის ანაზღაურება 1100 ლარის ოდენობით და ავტომობილის საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის ხარჯების ანაზღაურება (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ---------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს მოძრაობდა ქ. თბილისში ც. დ-------ს ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ ,,ქ------ლას’’ მიმართულებით, მარცხენა ზოლში მისი კუთვნილი მოტოციკლეტით, რა დროსაც ვ-–------ის ქუჩის კვეთასთან მარჯვენა ზოლიდან ავტომაქანით უეცრად ჩაუჭრა მოსარჩლე მ--- მ------–---–მა, რის შედეგადაც მოხდა ავარია. შეჯახების შემდეგ მოსარჩელემ განუცხადა, რომ შემთხვევის ადგილიდან სატრანსპორტო საშუალებები სასწრაფოდ გადაეყენებინათ, რადგან იგი შსს-ში მუშაობდა და პოლიციის მისვლის შემთხვევაში მას სამსახურიდან დაითხოვდნენ. მ--- მ------–---–ი მზად იყო მოპასუხისთვის აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი. ავარიის შედეგად მოპასუხემ მოიტეხა ფეხი, რის გამოც მოსარჩელესთან ერთად გაემართა საავადმყოფოსკენ, სადავ გაუწიეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. კლინიკიდან დაბრუნების შემდგომ მოტოციკლი ადგილზე არ დახვდა. როგორც გაირკვა იგი საპატრულო პოლიციამ გადაიყვანა საჯარიმო სადგომზე. რამდენიმე დღის შემდეგ დაუკავშირდა მოსარჩელეს, რომელმაც უარი განაცხადა მოტოციკლეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული შემთხვევა გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით, ამდენად, სარჩელი მოკლებული იყო ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 07 აპრილის დადგენილებით ირკვევა, რომ 2016 წლის 12 ნოემბერს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო-სატრანპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გ---------------–---–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შეტყობინება, რომ 2016 წლის 12 ნოემბერს ქ.თბილისში, გულუას ქ. #8-ში მდებარე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურში გამოცხადდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საზღვაო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი მ--- მ------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ დაახლოებით 2016 წლის 11 ნოემბერს 21:25 საათზე ქ.თბილისში, ც------ დ-------ს ქუჩაზე მოძრაობისას მის ავტომანქანა ,,ფ---––-----ს’’ შეეჯახა მოტოციკლი, რომელსაც მართავდა გ---------------–---–ი (მ--- მ------–---–ი დაიკითხა 2016 წლის 12 ნოემბერს ქ.თბილისში, გულუას ქ. #8-ში 23:58 საათზე და დასრულდა 00:20 საათზე).
გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს დაახლოებით 21:25 საათზე ქ.თბილისში, ც------ დ-------ს ქუჩაზე მ--- მ------–---–ი დაახლოებით 20 კმ.სთ სიჩქარით მართავდა მის კუთვნილ ავტომანქანა ,,ფ---––-----ს’’, სახელწიფო ნომრით U-----, ხუდადოვის ქუჩიდან ცენტ “ქ------ლას“ მიმართულებით მსვლელობისას მ--- მ------–---–ი აღნიშნული ავტომანქანით გზაჯვარედინზე მარცხნივ მოხვევის მიზნით გაჩერდა, რა დროსაც მის ავტომანქანას მარცხენა მხრიდან შეეჯახა „ჰ------ს“ მარკის მოტოციკლი სახელმწიფო ნომრით C-----, რომელსაც მართავდა გ---------------–---–ი. რადგან მოტოცილის მძღოლი იტკიებდა ფეხს, მ--- მ------–---–მა ის გადაიყვანა ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ გ---------------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება (მარჯვენა წვივის მედიალური გოჯის მოტეხილობა ცდომის გარეშე. პაციენტმა კლინიკას მიმართა 2016 წლის 11 ნოემბერს 22:00 საათზე).
ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (მოტოციკლთან შეჯახების) თავიდან აცილება ავტომობილ ,,ფ---––-----ის’’ სახელმწიფო ნომრით U----- მძღოლზე დამოკიდებული არ იყო და მის ქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება.
მოტოციკლ “H----------------’’ C------ის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანპორტო შემთხვევა-შეჯახება.
გამოძიებით დადგინდა, რომ გ---------------–---–მა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო იმ საგზაო-სატრანპორტო შემთხვევის შედეგად, რომელიც გამოწვეული იყო მის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნათა უგულვებელყოფით.
შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე საგზაო სატრანპორტო შემთხვევის შედეგად გ---------------–---–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
ავტომობილი F-------------- 1.4 სახელმწიფო ნომრით U-----, რომელიც მოთავსებულია სსიპ 112-ის სპეციალურად დაცულ ავტოსადგომზე მდებარე ქ.თბილისი, დიღმის სასწავლო სახდელი მეურნეობა, დაუბრუნდა მის კანონიერ მესაკუთრეს მ--- მ------–---–ს.
მოტოციკლი H----------------- სახელმწიფო ნომრით C-----, რომელიც მოთავსებული იყო სსიპ 112-ის სპეციალურად დაცულ ავტოსადგომზე, მდებარე თბილისში, გახოკიძის ქუჩა, დაუბრუნდა კანონიერ მესაკუთრეს გ---------------–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 07 აპრილის დადგენილება (ს.ფ.18)
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.44-47)
- პირის გამოცხადების ოქმი (ს.ფ. 54)
- გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა #1 (ს.ფ.55)
- საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების ცნობა (ს.ფ. 56-58)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის 112-ის 2018 წლის 26 ნოემბრის წერილით დადგენილია, რომ სსიპ 112, 2014 წლის მაისიდან ანხორციელებს ევაკუატორით მომსახურების სერვისს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან ურთიერთთანაშრომლობის საფუძველზე უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანას და მათ შენახვას სპეციალურ დაცულ სადგომზე.
სსიპ 112-ის საფასურები გაწერილია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის #489 დადგენილებით. სპეციალურად დაცული ავტოსადგომიდან ავტობობილის გაყვანა ხდება საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრიდან მიღებული სპეციალური ნებართვის წარდგენისა და საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში 2018 წლის 21 ნოემბერს მ--- მ------–---–მა მიმართა სსიპ 112-ს და მოითხოვა ავტომობილის გაყვანა, მაგრამ ვინაიდან მას არ ჰქონდა უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ნებართვის ფურცელი და გადახდის ქვითარი, უარი ეთქვა ავტომობილის გაყვანაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის 112-ის 2018 წლის 26 ნოემბრის წერილი (ს.ფ.20)
4.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის 112-ის 2018 წლის 29 აგვისტოს წერილით დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალება V---------, სახელმწიფო ნომრით U----- სსიპ 112-ის სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე შეყვანილია 2016 წლის 13 ნოემბერს და 2018 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით სსიპ 112-ის მომსახურეობისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადენს 2277 ლარს, რომელიც მოიცავს: ევაკუატორის გამოძახების ღირებულებას - 30 ლარი, სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით გადაადგილება (1 კმ-ზე)-3 ლარი, ამასთან დარიცხული მომსახურების საფასურის აღნიშნულ ოდენობას სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომიდან სატრანსპორტო საშულების გაყვანამდე ყოველდღიურად ემატება თანხა (დგომის საფასური) შემდეგი პრინციპით: 1-5 დღე-ღამის ჩათვლით დგომის პერიოდში 8 ლარი თითოეული დღე-ღამე, 5 დღე-ღამის შემდგომ დგომის პერიოდი-1 ლარი თითოეული დღე-ღამე (ნივთმტკიცება), 5 დღე-ღამის შემდეგ დგომის პერიოდი 4 ლარი თითოეული დღე-ღამე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის 112-ის 2018 წლის 29 აგვისტოს წერილი (ს.ფ.21)
4.4. 2016 წლის 13 ნოემბრის ადგილზე დათვალიერების ოქმით, რომელიც ჩატარდა ქ.თბილისში, მ-------–--ის ქ. #21-ის წინ, დაიწყო 00:45 საათზე და დასრულდა 00:55 საათზე, ესწრებოდა მოწმე მ--- მ------–---–ი, გამომძიებელი ზ------ შ----ე, დადგენილია, რომ შავი ფერის ავტომანქანა „ფ---––----- პოლოს“ აღენიშნება დაზიანება: წინა მარცხენა კარი და მარცხენა ფრთა.
2016 წლის 13 ნოემბრის დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება ჩაბარების აქტის თანახმად ავტომანქანის გადაყვანა მოხდა 01:10 საათზე. ვიზუალური დათვალიერებისას სატრანსპორტო საშუალებას გააჩნდა შემდეგი დაზიანებები: წინა მარცხენა ფრთა, კარები და ბუფერი.
2016 წლის 13 ნოემბრის დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება ჩაბარების აქტის თანახმად, ავტომანქანის გადაყვანა მოხდა 01:10 საათზე. ვიზუალური დათვალიერებისას სატრანსპორტო საშუალებას გააჩნდა შემდეგი დაზიანებები: წინა მარცხენა ფრთა, კარები და ბუფერი.
2016 წლის 16 ნოემბრის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომელიც ჩატარდა ქ.თბილისში, ც.დ-------ს ქ. #19-ის წინ, ვ-–------ის ქუჩის კვეთასთან, დაიწყო 16:00 საათზე და დასრულდა 16:15 საათზე, ესწრებოდა მოწმე გ---------------–---–ი, დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, ც. დ-------ს ქ. #19-ის წინ, ვ-–------ის ქუჩის გადაკვეთაზე. აღნიშნულ ადგილზე საავტომობილო სავალი გზა არის ასვალტირებული, სველი, ჰორიზონტალური, პროფილით განკუთვნილია ავტომობილთა ორმხრივი მოძრაობისთვის ხუდადოვის ქუჩის მხრიდან სავაჭრო ცენტრ ქ------ლას მიმართულებით და პირიქით. საპირისპირო სავალ გზებს ერთმანეთისგან ყოფს უწყვეტი ორმაგი ღერძულა ხაზი, რომელიც იწყება ზაქარია ვ-–------ის ქუჩის კვეთასთან. აღნიშნული წყვეტის სიგრძე შეადგენს 11.2 მეტრს. საპირისპირო მიმართულებით გზის ტროტუარის სიგანეა 2,4 მეტრი. პირველი სამოძრაო ზოლის სიგანეა 3.2 მეტრი და აქვეა საგზაო მონიშვნა მოძრაობა პირდაპირ. მეორე სამოძრაო ზოლის სიგანეა 3.5 მეტრი და კვეთასთან აქვს მონიშვნა მოძრაობა პირდაპირ და მარცხნივ. მოწმის მითითებით შემთხვევა მოხდა საპირისპირო სავალის გზის მეორე სამოძრაო ზოლში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადგილზე დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 65-67)
- დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 68)
- ადგილის დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 91-96)
4.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 15 ნოემბრის #3------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ წარმოდგენილ ავტომანქანას ,,ფ---–------ი’’ მარცხენა გვერდითა მხარეს აღენიშნება უკნიდან წინ მოქმედი ძალით განვითარებული ავარიული სახის მექანიკური დაზიანებები, კერძოდ: წინა მარცხენა კარი, წინა მარცხენა ფრთა, მარცხენა კარის წინა მარცხენა დისკი, მოტეხილია მარცხენა გვერდითა უკანა ხედვის სარკე. აღნიშნული დაზიანებები დამახასიათებელია რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახების ურთიერთქმედებისათვის. წარმოდგენილი ავტომობილის და მოტოციკლის შეჯახების კუთხის დადგენა მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსერტიზის დასკვნა (ს.ფ. 83-84)
4.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 დეკემბრის N0-------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალებების პირველადი ურთიერთკონტაქტი (შეჯახება) მოხდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, ზოლების გამყოფი წარმოსახვით ხაზიდან დახლოებით ერთ მეტრის მოცილებით F-------------- 1.4 სახელმწიფო ნომრით U----- მარცხენა გვერდის დაახლოებით შუა (წინა მარცხენა კარების უკანა ნაწილი) და მოტოციკლის მარჯვენა გვერდის წინა ნაწილებს შორის, როცა მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა დაახლოებით 15-20 გრადუსს, რომელიც შემდგომ მცირდებოდა დაახლოებით 0 გრადუსამდე. როგორც ვიდეოკამერის ჩანაწერიდან ჩანს უშუალოდ შეჯახების წინ ავტომობილი გზაჯვარედინზე ახდენდა მარცხნივ მოხვევის მანევრს და მოხვევის მანევრის დაწყების წინ მთლიანად არის და მოძრაობს ქ------ლას მიმართულებით მესამე სამოძრაო ზოლში, ხოლო მოტოციკლი შეჯახების წინ გადასულია და მოძრაობს საპირისპირო ზოლში, ღერძულა ხაზის მიდამოში მის დაახლოებით პარალელურად.
ამავე დასკვნის მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (მოტოციკლთან შეჯახების) თავიდან აცილება ავტომობილ “V-------------- 1.4” U------ის მძღოლზე არ იყო დამოკიდებული და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება. მოტოციკლ “H-----------------” C------ის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (შეჯახება).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსერტიზის დასკვნა (ს.ფ. 124-129)
4.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 22 დეკემბრის #2----- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილ ავტომანქანას ,,ფ---–------ი’’დაზიანებული და გამოსაცვლელი აქვს: წინა მარცხენა კარი, მარცხენა უკანა კარის ხედვის სარკე, წინამარცხენა ფრთა, სავარძლის აირბალიში, სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს მარცხენა კარნიზი, წინა მარცხენა დისკი, სავარძელი.
აღდგენითი სამუშაოების ღირებულება იქნება 1000 ლარი, რასაც ემატება გაუთვალისწინებელი სამუშაოს ხარჯების 10 % და მივიღებთ 1100 ლარს.
წინა მარცხენა კარის შესაკეთებელი ღირებულება არის 100 ლარი, ხოლო წინა მარცხენა ფრთის 100 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსერტიზის დასკვნა (ს.ფ. 135-137)
4.8. ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევად ცნობილი იქნა მოპასუხე გ---------------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 171)
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე, 992-ე, 415-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული.
სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, თუმცა მოგვიანებით შეწყდა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო. ამავე ფაქტთან დაკავშირებით მოპასუხე გ---------------–---–ს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ კი სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადაგენილია, რომ მოტოციკლ H----------------’’ C------ის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანპორტო შემთხვევა-შეჯახება. სწორედ აღნიშნული შეჯახების შედეგად დაზიანდა მ--- მ------–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა. მოცემულ საქმეზე აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 22 დეკემბრის #2----- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, წინა მარცხენა კარის შესაკეთებელი ღირებულება არის 100 ლარი, ხოლო წინა მარცხენა ფრთის 100 ლარი. არც მოცემულ შემთხვევაში საწინააღმდეგო ან/და ალტერნატიული მტკიცებულება საქმეზე არ წარმოდგენილა, რის გამოც სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სწორედ აღნიშნული ზიანი (მარცხენა კარის შესაკეთებელი ღირებულება 100 ლარი, ხოლო წინა მარცხენა ფრთის 100 ლარი და 200 ლარი დაზიანების აღდგენის საფასური) მიაყენა მოპასუხემ მოსარჩელეს.
მართალია საქმეზე წარმოდგენილია ა/მანქანის დათვალიერების ოქმი, საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის ოქმი და კიდევ სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაზიანებების არსებობა, თუმცა ამავე მტკიცებულებებით ისიც მტკიცდება, რომ ყოველ ახალ მტკიცებულებაზე დამატებით არის მითითებული ა/მანქანის დაზიანებული დეტალები.
ა/მანქანის დათვალიერების ოქმი არის ის პირველადი დათვალიერების მტკიცებულება, რომელიც ჩატარდა გამომძიებლის მიერ თავად მოსარჩელის დასწრებით. სწორედ ამ ოქმში მიეთითა, რომ მოსარჩელის ა/მანქანს დაზიანებული ჰქონდა წინა მარცხენა კარები და ფრთა. აღნიშნულის შემდეგ შედგენილ ოქმში, რომელიც შედგა სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე, დაზიანებად მითითებულია წინა მარცხენა ფრთა, კარები და ბუფერი. ამდენად, მეორე მტკიცეულებაში დამატებით დაზიანებულია ბუფერი, ხოლო სხვა მტკიცებულებებით კი არ დასტურდება შეჯახების შედეგად მისი დაზიანების ფაქტი.
2016 წლის 15 ნოემბრის N3------- დასკვნის აღწერილობით ნაწილში კი მითითებულია, რომ ავტომობილ „ფ---–-------ს“ დაზიანებული აქვს წინა მარცხენა კარი, მარცხენა ფრთა, მარცხენა კარნიზი, წინა მარცხენა დისკი, მოტეხილია მარცხენა გვერდითა უკანა ხედვის სარკე. აღნიშნული დაზიანებები მანამდე შედგენილ არცერთ მტკიცებულებაში არ ფიგურირებს, შესაბამისად, სასამართლოსთვის უცნობია მათი წარმომავლობა და კავშირი 2016 წლის 11 ნოემბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან.
აქვე უნდა აღინიშნოს 2016 წლის 22 დეკემბრის N2----- ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ წარმოდგენილ ა/მანქანას დაზიანებული და გამოსაცვლელი აქვს წინა მარცხენა კარი, მარცხენა უკანა ხედვის სარკე, წინა მარცხენა ფრთა, სავარძლი, აირბალიში, ხოლო სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს მარცხენა კარნიზი, წინა მარცხენა..., სავარძელი. სწორედ მითითებული დაზიანებული ნივთების ღირებულება და შეკეთების ხარჯი იქნა დაანგარიშებული ამავე ექსპერტიზის დასკვნით, სადაც წინა მარცხენა კარის ღირებულებად 100 ლარი მიეთითა, ისევე როგორც წინა მარცხენა ფრთის ღირებულებად, ხოლო აღნიშნული ორი ნივთის აღდგენის ღირებულებად სასამართლო საშაულოდ 200 ლარად შეაფასებს ანუ იგივე ღირებულებით, რაცა თავად დაზიანებული ნაწილებია.
მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში არ წარმოდგენილია ის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ბოლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებული ნივთები სწორედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არის მიღებული, რის გამოც სასამართლო აღნიშნულ ნაწილში ხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილებს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, წინა მარცხენა კარის ღირებულება 100 ლარი და წინა მარცხენა ფრთის ღირებულება 100 ლარი, ხელოსნის მომსახურების საფასური 200 ლარის ოდენობით, სულ 400 ლარი.
7.2. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხე გ---------------–---–ს მოსარჩელე მ--- მ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის ხარჯების ანაზღაურება 2016 წლის 13 ნოემბრიდან ავტომანქანის საჯარიმო სადგომიდან გაყვანის ნებართვის მიღების დღემდე არსებული თანხის შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ აგრემოებათა გამო:
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოცემულ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება იმავე დღესვე ანუ 2016 წლის 11 ნოემბერს დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ნაპოვნი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე 2016 წლის 13 ნოემბერს იქნა გადაყვანილი. შესაბამისად, სწორედ მითითებული თარიღიდან უნდა მოხდეს საჯარიმო ავტოსადგომზე დღეების რაოდენობა დაანგარიშებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაწყებული გამოძიება პირველად შეწყდა 2017 წლის 07 აპრილს. აღნიშნული დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში პროკურორის მიერ გადაწყდა საქმეზე არსებული ნივთმტკიცების - მოსარჩელის ა/მანქანის ბედი და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტად მიეთითა, რომ ავტომობილი „ფ---–-------ი“, რომელიც მოთავსებულია სსიპ 112-ის სპეციალურად დაცულ ავტოსადგომზე, მდებარე ქ.თბილისი, დ----------–---–-----–----–-------------ა, დაუბრუნდა მის კანონიერ მესაკუთრეს მ--- მ------–---–ს. აქვე უნდა ვახსენოთ სსიპ 112 წერილები (ს.ფ. 20-21), სადაც მითითებულია, რომ ნივთმტკიცებისთვის 5 დღე-ღამის შემდგომ პერიოდზე დარიცხვა შეადგენს 1 ლარს თოთოეული დღე-ღამე. ასევე, წერილითვე განიმარტა, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს მ--- მ------–---–ის მიმართვის შედეგად ა/მანქანის გაყვანა არ მომხდარა, რადგან მოსარჩელეს არ ჰქონია უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ნებართვის ფურცელი და გადახდის ქვითარი. აღნიშნული მტკიცებულებების ანალიზით დგინდება, რომ მოსარჩელეს ჯერ კიდევ 2017 წლის 07 აპრილიდან ანუ გამოძიების შეწყვეტის შემდეგ ნებისმიერ დროს შეეძლო გაეტანა თავის სახელზე რიცხული ავტომობილი, თუმცა აღნიშნული მას არ განუხორციელებია. მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა იმ ობიექტური მიზეზის არსებობა, რაც გამორიცხავდა მის მიერ მანქანის გაყვანას საჯარიმო ავტოსადგომიდან. ამავე წერილით დგინდება, რომ მ--- მ------–---–ი ავტოსადგომზე 2018 წლის 21 ნოემბერს მივიდა ანუ იმ დროს, როდესაც სასამართლოში უკვე მიმდინარეობდა მხარეთა შორის დავა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კომულატიურად უნდა ყოფილიყო ორი პირობა ნებართვის ფურცელი „და“ გადახდის ქვითარი. ერთ-ერთის არ ქონა გამორიცხავდა მოსარჩელის მიერ ავტოსადგომიდან მანქანის გაყვანის შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად,1. თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.
2. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ მოსარჩელის ქმედებამ შეუწყო ხელი იმას, რომ ამჟამად ისევ საჯარიმო ავტოსადგომზეა მოთავსებული ა/მანქანა და მან არ გამოიყენა მისთვის დადგენილებით მინიჭებული უფლება გამოძიების შეწყვეტის შემდეგ გამოეყვანა საჯარიმო ავტოსადგომიდან თავის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა, რითაც რეალურად ხელი შეუწყო საჯარიმო დავალიანების წარმოშობას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ა/მანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის მხოლო იმ დღეების საფასური გადახდის ვალდებულება, სანამ მიღებული იქნებოდა დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რითაც გადაწყდა ა/მანქანების ბედი, კერძოდ, რადგან მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზე განთავსდა 2016 წლის 13 ნოემბერს და ამჟამადაც საჯარიმო ავტოსადგომზეა, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს გამოძიების შეწყვეტამდე ანუ 2017 წლის 07 აპრილის ჩათლით პერიოდზე უნდა დაეკისროს საჯარიმო ავტოსადგომის ღირებულება, ე.ი. 2016 წლის ნოემბერი-18 დღე, 2016 წლის - 31 დღე, 2017 წლის იანვარი - 31 დღე, 2017 წლის თებერვალი-28 დღე, 2017 წლის მარტი-31 დღე და 2017 წლის აპრილი 7 დღე, სულ 146 დღე.
ამდენად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 146 დღის საფასური სულ ჯამურად 146 ლარის ოდენობით, რადგან როგორც ნივთმტკიცებას, მასზე ვრცელდებოდა დღე-ღამის განმავლობაში 1 ლარის დარიცხვის წესი. აღნიშნული ა/მანქანა, რომ ნივთმტკიცება იყო დასტურდება იმითაც, რომ გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში პროკურორის მიერ არის გადაწყვეტილი ნივთის დაბრუნება მოსარჩელეზე.
8. საპროცესო ხარჯები
8.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ 2019 წლის 24 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების პროპორციულად მოპასუხეს გ---------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 16,38 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ამასთან, მოპასუხეს ასევე დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე 2019 წლის 16 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ადვოკატის ხარჯის 100 ლარისა და შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი 62 ლარის მოსარჩელისთვის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადაწყვეტილებსი აღშრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე, რითაც გ---------------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის სახელზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების, სანომრე ნიშნით C-----, მარკა-მოდელი: ჰ------ V-----------, ფერი-შავი, გამოშვების წელი 2004, საიდენტიფიკაციო ნომერი J---------------- - გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ--- მ------–---–ის სარჩელი მოაპსუხე გ---------------–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხე გ---------------–---–ს მოსარჩელე მ--- მ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით (საიდანაც მარცხენა კარის შესაკეთებელი ღირებულება არის 100 ლარი, წინა მარცხენა ფრთის - 100 ლარი, ხოლო აღნიშნული ნივთების სეკეთების საფასური 200 ლარის ოდენობით).
1.2. მოპასუხე გ---------------–---–ს მოსარჩელე მ--- მ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის ხარჯების ანაზღაურება 2016 წლის 13 ნოემბრიდან 2017 წლის 07 აპრილის ჩათლით პერიოდზე სულ 146 ლარის ოდენობით.
2. მოსარჩელის მიერ 2019 წლის 24 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის, ასევე 2019 წლის 16 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში) – 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოპასუხე გ---------------–---–ს მოსარჩელე მ--- მ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 16,38 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
4. მოაპსუხე გ---------------–---–ს მოსარჩელე მ--- მ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის ნაწილის 100 ლარისა და შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი 62 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე