განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1----19
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----– ქ-----,დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ----- წ------–-–---–ი,ბრალდებული - თ----- მ-----–ის ძე ჯ-------, დაბადებული 1----–-–---------–--ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული მისამართის გარეშე და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–--------–--------------------------------ში,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,3811 - ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2019 წლის 29 მარტს, ქ.------–--–-----–--------------------------–------------------–--------------------------------, პ------------------------ში მდებარე სახლში თ----- ჯ-------მ, შელაპარაკებისას, ყოფილ მეუღლეს ფ------ მ------–-–---–ს კისერში ძლიერად მოუჭირა ორივე ხელი და დაემუქრა, რომ მოკლავდა. კისერში ხელების მოჭერის შედეგად ფ------ მ------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მოკვლის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 2019 წლის 30 მარტს, შ-----------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------------------–---- თანამშრომლების მიერ თ----- ჯ------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლითაც თ----- ჯ-------ს აეკრძალა ყოფილი მეუღლის ფ------ მ------–-–---–ის საცხოვრებელ ადგილთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ფ------ მ------–-–---–ი შეიძლება იმყოფებოდეს. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 31 მარტს და 2019 წლის 01 აპრილს, თ----- ჯ-------მ დაარღვია შემაკავებელი ორდერების მოთხოვნები, კერძოდ, 2019 წლის 31 მარტს მივიდა ქ------–--–-----–--------------------------–------------------–--------------------------------, პ------------------------ში მდებარე სახლში არსებულ ფ------ მ------–-–---–ის ოთახში, დაუწყო მას ყვირილი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო 2019 წლის 01 აპრილს კვლავ მივიდა მითითებულ მისამართზე, ფ------ მ------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა რომ თუ მის მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის შესახებ პოლიციას შეატყობინებდა, მოკლავდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2----–-–-----------–---------–-------------–-, ქ.------–--–-----–--------------------------–------------------–--------------------------------, პ------------------------ში მდებარე სახლში თ----- ჯ------- ყოფილ მეუღლეს ფ------ მ------–-–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით, ემუქრებოდა ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობით. თ----- ჯ------ის ქმედებებით ფ------ მ------–-–---–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
მხარეებმა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
თ----- ჯ-------მ სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად თავსებადია დაზარალებულ ფ------ მ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა, ნ---- ვ------–---–ის, ი-----–- დ--------ის, პ----- ჩ--------–-–---–ისა და ტ------– ჯ------ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერითა და მასზე დართული მასალებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ თ----- ჯ-------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი); ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისიწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისიწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
თ----- ჯ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. ხოლო პასუხისმგებლობას უმძიმებს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ----- ჯ------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-2 ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 მარტის ეპიზოდი)- თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 მარტისა და 01 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, თ----- ჯ-------ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
თ----- ჯ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 01 აპრილიდან - 2019 წლის 08 მაისის ჩათვლით პერიოდი;
გაუქმდეს თ----- ჯ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გამოყენებული აკრძალვა - თ----- ჯ-------ს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაზარალებულთან და მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოების თაობაზე;
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/