გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2019
საქმის ნომერი
190210019002884659
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-360-19

(საქმე N190210019002884659)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე

მოსარჩელე - ქ-------- მ-----–---–ი

წარმომადგენელი - დ-------- მ----–--ე, გ------- უ------–-

მოპასუხე - დ---- ბ---–--–---–ი

წარმომადგენელი - კ---- კ-----–---–ი

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - პ----- ც------–--ე

დავის საგანი - განქორწინება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შეწყვეტილ იქნეს ქ------- მ-----–---–სა (პN 3----------) და დ---- ბ---–--–---–ს (პN 3----------) შორის 14.03.2016 წელს N----------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.

1.2. შეეზღუდოს დ---- ბ---–--–---–ს (პN 3----------), მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მისი არასრულწლოვანი შვილის - 09.01.2017 წელს დაბადებული დ-----– ბ---–--–---–ის (პN------------- მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის დამზადებისა და ამ უკანასკნელის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანაზე კანონით დადგენილი თანხმობის გაცემის ნაწილში.

 

სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები:

ქ------- მ-----–---–ი და დ---- ბ---–--–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 14.03.2016 წლიდან. ქორწინებაში მათ შეეძინათ საერთო შვილი - 09.01.2017 წელს დაბადებული დ-----– ბ---–--–---–ი (პN-----------). მხარეთა თანაცხოვრება ვერ შედგა და დღეის მდგომარეობით, ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელეს სურს ქორწინების შეწყვეტა, თუმცა მოპასუხე უარს აცხადებს ქორწინების მარეგისტრირებელ ორგანოში ერთობლივი განაცხადის შეტანის გზით შეწყვეტაზე. მხარეთა საერთო შვილი - დ-----– ბ---–--–---–ი ცხოვრობს დედასთან - ქ-------- მ-----–---–თან ერთად მისამართზე - ქ. რუსთავი, გაგარინის ქ-------------------- ქ------- მ-----–---–ს მოცემული მომენტისათვის მუდმივი სამსახური არ გააჩნია და მის ძირითად შემოსავალს დედის - ნ--- მ-----–---–ის მიერ იტალიიდან გადმოგზავნილი ფულადი თანხები წარმოადგენს. ვინაიდან ნ--- მ-----–---–ი საქართველოში ვერ ახერხებს შვილიშვილის ნახვას, ქ------- მ-----–---–ს სურს იტალიაში მცირე ხნით წაიყვანოს ბავშვი, რასაც ვერ ახერხებს, რადგან დ---- ბ---–--–---–ი უარს აცხადებს ბავშვისათვის პასპორტის დამზადებაზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მის გაყვანაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ დ---- ბ---–--–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო განქორწინების ნაწილში, ხოლო მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის ნაწილში არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მას ვერავინ მისცემს იმის გარანტიას, რომ ქ------- მ-----–---–ი ბავშვს მუდმივად არ წაიყვანს იტალიაში საცხოვრებლად.

 

2.1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისათვის საჭიროა მას ჰქონდეს ურთიერთობა ორივე მშობელთან და ნათესავებთან ყოველდღიურად თუ პერიოდულად, რათა მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა იყოს მყარი და მშობლებს შორის არსებული გაუცხოვება და უთანხმოება არ აისახოს ბავშვზე ნეგატიურად, რაც მომავალში განსაზღვრავს მისი სრულფასოვანი აღქმის უნარს და ადაპტაციას გარესამყაროსთან მიმართებაში. საჭიროა ორივე მშობელმა მიუხედავად საკუთარი ინტერესებისა, უპირატესობა მიანიჭონ ბავშვის მდგომარეობას და სრულფასოვან განვითარებას, ხოლო რაც შეეხება მშობლის უფლების შეზღუდვის საკითხს სოციალური მუშაკის მიერ ვერ გაიცემა კონკრეტული რეკომენდაცია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ-------- მ-----–---–ი და დ---- ბ---–--–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 14.03.2016 წლიდან;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა, ს.ფ. 11.

 

3.1.2. ქორწინების პერიოდში მხარეებს შეეძინათ საერთო შვილი - 09.01.2017 წელს დაბადებილი დ-----– ბ---–--–---–ი (პN-------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, ს.ფ. 12.

 

3.1.3. , მხარეთა ოჯახური თანაცხოვრება ვერ შედგა და დღეის მდგომარეობით, ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1. 4. მოსარჩელეს სურს მისთვის უკვე არასასურველი ქორწინების შეწყვეტა, თუმცა, მოპასუხე უარს აცხადებს ქორწინების მარეგისტრირებელ ორგანოში ერთობლივი განაცხადის შეტანის გზით შეწყვეტაზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. დ-----– ბ---–--–---–ი დღეის მდგომარეობით ცხოვრობს დედასთან - ქ-------- მ-----–---–თან ერთად, მისამართზე - ქ. რუსთავი, გაგარინის ქუჩა N2დ. ბინა N11;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. ქ------- მ-----–---–ს მოცემული მომენტისათვის მუდმივი სამსახური არ გააჩნია და ძირითად შემოსავალს დედის - ქალბატონი ნ--- მ-----–---–ის მიერ იტალიიდან გადმოგზავნილი თანხები წარმოადგენს. ეს უკანასკნელი უკვე წლებია რაც იტალიაში ცხოვრობს და შვილიშვილი პრაქტიკულად არც კი უნახავს, რის გამოც, ქალბატონ ქ-------ს, ბუნებრივია სურს გარკვეული პერიოდით გაემგზავროს შვილთან ერთად იტალიაში, რათა ბებიასა და შვილიშვილს მცირე ხნით მაინც მიეცეთ ურთიერთობის საშუალება, თუმცა ამის განხორციელება დღეისათვის შეუძლებელია, ვინაიდან ბავშვის მამა (მოპასუხე) უარს აცხადებს მოცემული შემთხვევისათვის აუცილებელი თანხმობის გაცემაზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხართა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებაა, მოსარჩელე აპირებს ბავშვის - დ-----– ბ---–--–---–ის ბებიასთან იტალიაში მოსანახულებლად წაყვანას თუ მუდმივ საცხოვრებლად იტალიაში გამგზავრებას მხარეთა საერთო შვილთან ერთად.

 

რა თქმა უნდა, სასამართლოს დადგენა ამ გარემოების , თავისი სპეციფიურობიდან გამომდინარე არ შეუძლია, დადასტურებულად თქმა იმის, მოსარჩელე იტალიაში დროებით წაიყვანს ბავშვს თუ მუდმივად დარჩება იქ, მაგრამ სასამართლოსთვის საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია არ აღნიშნული გარემოების დადგენა, არამედ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე რამდენად მიზანშეწონილი და აუცილებელია ან სასურველი თავად ბავშვისთვის იტალიაში ბებიის მოსანახულებლად წაყვანა.

 

დ-----– ბ---–--–---–ი არის მცირეწლოვანი , ორი წლის, მისი ასაკიდან გამომდინარე სასამართლო მის პოზიციას ვერ მოისმენდა, სასამართლომ საკითხის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა იმით, თუ რამდენად დაასაბუთა მოსარჩელემ მცირეწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე ბებიასთან იტალიაში მოსანახულებლად წაყვანის აუცილებლობა, არის თუ არა ნამდვილად ბებია იტალიაში, აქვს თუ არა მას იქ ცხოვრების და ბავშვისთვის შესაფერისი პირობები, რისი დადასტურებაც მოსარჩელემ ვერ შეძლო, მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, რაც მისი მტკიცების საგანს წარმოადგენდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი, 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, 1127-ე მუხლის მეორე ნაწილი, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1205-ე მუხლები, ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-12-ე, მე-18-ე და 27-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. აღნიშნული უფლების რეალიზაცია, თავისთავად გულისხობს, იმას რომ მეუღლეს აქვს განქორწინების მოთხოვნის უფლებაც. განქორწინების უფლება პირის ინდივიდუალური უფლებაა და მისი რეალიზაცია დამოკიდებულია პიროვნების სუბიექტურ სურვილზე, შესაბამისად ამ აბსოლუტურ უფლებაში ვინმეს მხრიდან ჩარევა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის საფუძველია განქორწინება.

 

მითითებული კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები დაცილდნენ ერთმანეთს ოჯახური უთანხმოების გამო. ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ამ ხნის მანძილზე მიუხედავად ქორწინებაში ყოფნისა, არცერთ მათგანს არ უცდია შერიგება და ოჯახის აღდგენა. მოსარჩელე მხარის მიერ სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის მიხედვით, მას არ სურს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრება, ამასთან, მოპასუხე მხარეც თანახმაა განქორწინებაზე.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება არის შეუძლებელი, რის გამოც უნდა შეწყდეს ქორწინება მათ შორის.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით: 1. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა კონკრეტულ სფეროში - მოპასუხის მიერ ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე ნებართვის გაცემის ნაწილში.

 

.,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.

 

საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.

 

,,ბავშვის უფლებების კონვენციის“ მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება მას. ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით დადგენილი წესით. ამავე კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი.

 

მოცემულ საქმეზე,მცირეწლოვანთან მისი ასაკიდან გამომდინარე სასამართლოს მთავარ სხდომაზე ვერ მოხდა გასაუბრება.

 

არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას.

 

მშობლებს აქვთ თანაბარი უფლებები შვილის მიმართ, ამასთან ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, მათ შორის მის მშვიდ, ჯანსაღ ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფაზეც. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

 

ამასთან, არსებობს იმის სამართლებრივი გარანტია, მოსარჩელე მხარის ვალდებულება, რომ კონკრეტულ პერიოდში არასრულწლოვანი ბავშვი ჩამოიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც არის ბავშვის მუდმივი საცხოვრებელი. თუმც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა , რომ მცირეწლოვნის საუკეთესო ინტერესს შეესაბამებოდა მისი იტალიაში წაყვანა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან მოპასუხე დ---- ბ---–--–---–მა ნაწილობრივ ცნეო სარჩელი (განქორწინების ნაწილში), სასამართლო ხარჯები უნდა განაწილდეს შემდეგი სახით: ქ------- მ-----–---–ს მის მიერ გადახდილი ბაჟიდან 120 ლარი უნდა დაუბრუნდეს უკან, ხოლო 50 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ქ------- მ-----–---–ის სარჩელი მოპასუხე დ---- ბ---–--–---–ის მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

 

2. შეწყდეს ქორწინება ქ------- მ-----–---–სა (დაბადებული 30.04.1996 წელს, პ/ნ 3----------) და დ---- ბ---–--–---–ს (დაბადებული 25.08.1994 წელს, პ/ნ 3----------) შორის, რეგისტრირებული 2016 წლის 14 მარტს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, სააქტო ჩანაწერით №0----------;

 

3. ქ------- მ-----–---–ის სარჩელი დ---- ბ---–--–---–ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე (შვილის დ-----– ბ---–--–---–ისთვის პასპორტის დამზადებისა და მისი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანაზე თანხმობის ნაწილში) არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოსარჩელე ქ------- მ-----–---–ს უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 6 მარტს მის მიერ შემდეგ რეკვიზიტებზე: სახაზინო კოდი 300063150, ბანკის კოდი TRESGE22, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 120 ლარის ოდენობით, საგადახდო დავალება #19581783;

სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი