გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23449-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია სასამართლოს დასახელება მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი სხდომის მდივანი - თამარ აკობია მოსარჩელე - დ---- ქ------–--–-–---–ი წარმომადგენელი - ნ--- ც-------–---–ი მოპასუხე - 1) საქართველოს ე------------------------------------------------------ო წარმომადგენელი - ნ----------------ე 2) სსიპ ს----–-–-------------- ე---------–ი ს-------ო წარმომადგენლები - მ--------–--–-–---–ი, ა---------–-------------ე დავის საგანი - თანხის დაკისრება აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა 1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20 538 ლარის გადახდა (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2019 წლის 24 მაისის სხდომის ოქმი). სარჩელის საფუძვლები: (ს.ფ.1-21; 153-166; 180-196) 1.1.1. სს ,,ს--–---–-–--ი’’ ახდენდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების რეალიზაციას აუქციონის მეშვეობით; 1.1.2. მისთვის ცნობილი გახდა რომ სს ,,ს--–---–-–--ი’’ სწორედ აუქციონის მეშვეობით ახდენდა გ---------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ა---–-----ში ს/კ 5----------- მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციას. ს------------------ის ე---------–ი ს-------ოს მონაცემების თანახმად სს ,,ს--–---–-–--ი’’ ფიქსირდებოდა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ; 1.1.3. უძრავი ქონების შეძენის მიზნით მან მონაწილეობა მიიღო 2--- წლის 2------ს სს ,,ს--–---–-–--ის’’ ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ აუქციონში; 1.1.4. ს-----–------------იის მიერ იგი გამოცხადდა აუქციონში გამარჯვებულად და დადგინდა, რომ მას მიეყიდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გ---------ის რაიონის სოფელ ა---–-----სთან, მდებარე 1 400 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა №1, ფარით 5--.5- კვ.მ 20 528 ლარად; 1.1.5. მის მიერ გადახდილია უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური, რის თაობაზეც 2--- წლის 2------ს გაიცა №- სასაქონლო ზედნადები; 1.1.6. უძრავი ქონების შეძენისთანავე მან ვერ მოახდინა მისი რეგისტრაცია ს------------------ში; 1.1.7. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სს ,,ს--–---–-–--ის’’ კაპიტალში არსებული ქონება ს----–-–-----ს მიერ იყო დაყადაღებული, თუმცა აღნიშნული ჩანაწერი ს------------------ის ე---------–ი ს-------ოს ამონაწერში არ ფიქსირდებოდა; 1.1.8. მის მიერ რიგი პროცედურების განხორციელების შემდეგ უძრავ ქონებას მოეხსნა ყადაღა; 1.1.9. უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნის შემდეგ - 2--- წლის 2-----------ს მიმართა ს------------------ის ე---------– ს-------ოს აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან აღნიშნული უძრავი ქონება ს----–-–-----ს სახელზე იყო რეგისტრირებული ს------------------ის ე---------– ს-------ოში. გარდა აღნიშნულისა, ს------------------ის ე---------–მა ს-------ომ მოსთხოვა მას ასევე სათანადო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ უძრავი ქონების შეძენა მოხდა აუქციონის გზით და ამასთანავე აუქციონში მონაწილე სხვა პირებს შესაბამისი უძრავი ქონებები დარეგისტრირებული აქვთ; 1.1.10. მისთვის ცნობილი გახდა რომ, 2--- წლიდან დაიწყო სს ,,ს--–---–-–--ის’’ ლიკვიდაციის პროცესი და იგი ამჟამად ლიკვიდირებულია; 1.1.11. წლების განმავლობაში იგი მიმართავდა მოპასუხე საქართველოს ე------------------------------------------------------ოს და ატყობინებდა მისი უფლებების დარღვევის შესახებ, თუმცა უშედეგოდ; 1.1.12. სასამართლოში სარჩელის წარმოდგენის შემდეგ მისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ სსიპ ს------------------ის ე---------– ს-------ოს 2----–-–-------------რის №7------ წერილით მიმართა ს----–-–-------------- ე---------– ს-------ოს 2----–-–---------–--ის №1------- ბრძანების საფუძველზე ს----–-–----- საკუთრებად დაერეგისტრირებინა გ---------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ა---–-----ში არსებული უძრავი ქონება, ს/კ 5-----------; 1.1.13. მოპასუხეებს ეკისრებათ მის მიერ უძრავი ქონების შესაძენად სააუქციონე განკარგულებით განსაზღვრული გადახდილი თანხის ანაზღაურება სრულად, ვინაიდან იგი მოკლებულია შესაძლებლობას დარეგისტრირდეს აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ და ამჟამად ამ უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ს----–-–-----.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.2.1. მოპასუხე საქართველოს ე------------------------------------------------------ომ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი. შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ.131-141; 223-233; 339-350) 2.1.1. სს ,,ს--–---–-–--ის’’ ქონების გადაცემით მისთვის არ მომხდარა შესაბამისი ვალდებულებების გადაცემა; 2.1.2. მოსარჩელე თავადვე უთითებს, რომ იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა სს ,,ს--–---–-–--თან’’ და იგი სწორედ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ითხოვს თანხის დაკისრებას მოპასუხისათვის. ისინი ერთმანეთთან არ ყოფილან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ასევე შეუძლებელია მასსა და მოსარჩელეს შორის რაიმე კანონისმიერი ვალდებულების წარმოშობაზე საუბარი; 2.1.3. კერძო სამართლის სუბიექტის უფლებამონაცვლედ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სხვა სუბიექტი, თუკი ეს პირდაპირ არის მითითებული შესაბამის დოკუმენტაციაში (შერწყმის, გარდაქმნის, გამოყოფის თუ დაყოფის შედეგად); 2.1.4. სასამართლოს შესაბამისი განჩინების თანახმად, სს ,,ს--–---–-–--ი’’ ლიკვიდირებულია უფლებამონაცვლის გარეშე, შესაბამისად, იგი ვერ იქნება სააქციო საზოგადოების რაიმე ვალდებულებაზე პასუხისმგებელი პირი; 2.1.5. მოსარჩელემ მხოლოდ 2--- წელს მიმართა სსიპ ს------------------ის ე---------– ს-------ოს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუქციონზე ქონების შეძენას შორის კავშირი არ დგინდება; 2.2.2. მოპასუხე სსიპ ს----–-–-------------- ე---------–მა ს-------ომ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი. შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 266-275) 2.2.1. მოსარჩელე სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა კერძო სამართლის სუბიექტთან - სს ,,ს--–---–-–--თან’’. 2.2.2. სს ,,ს--–---–-–--ი’’, რომლის მიმართაც მოსარჩელეს შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის მოთხოვნა, დღეის მდგომარეობით ლიკვიდირებულია შესაბამისი უფლებამონაცვლის გარეშე; 2.2.3. იგი არ წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტის უფლებამონაცვლეს და შესაბამისად სარჩელზე პასუხისმგებელ პირს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1.უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გ---------ის რაიონი, სოფელი ა---–----- ს/კ 5-----------, 20-- წლის 2----------რიდან აღრიცხული იყო სს ,,ს--–---–-–--ის’’ საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი (ს.ფ. 29-30)
3.1.2. 2--- წლის 2------ს უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: გ---------ის რაიონი, სოფელი ა---–-----, ს/კ 5----------- რეალიზაციის მიზნით სს ,,ს--–---–-–--ის’’ მიერ ჩატარდა აუქციონი, რომლის გამარჯვებულადაც გამოცხადდა მოსარჩელე.
ს-----–------------იის დადგენილების თანახმად დადგინდა შემდეგი: ,,მიეყიდოს დ. ქ------–--–-–---–ს არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გ---------ის
რ-ნის სოფ. ა---–-----სთან მიმდებარე 1 400 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 ფართით 5--.5- კვ.მ 20 538 ლარად’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს-----–------------იის დადგენილება, მონაწილის ბილეთი (ს.ფ. 31-33)
3.1.3. მოსარჩელის მიერ სს ,,ს--–---–-–--ისთვის’’ გადახდილია ს-----–------------იის დადგენილების თანახმად უძრავი ქონების - მდებარე მისამართზე: გ---------ის რაიონი, სოფელი ა---–----- ს/კ 5----------- შესაძენად განსაზღვრული თანხა - 20 538 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალაროს შემოსავლის ორდერი, საგადახდო დავალება, სალაროს შემოსავლის ორდერი, სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 34; 36-38)
3.1.4. სს ,, ს--–---–-–--მა’’ 2--- წლის 0-----------ერს მიმართა საქართველოს ი------–----------------------------–--ის ე---------–ი ბ-------ს თბილისის ს----------–-----------ოს უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე: გ---------ის რაიონი, სოფელი ა---–----- ს/კ 5-----------, როგორც რეალიზებულ ობიექტზე ყადაღის მოხსნის თაობაზე.
აღნიშნული მიმართვის თანახმად, სს ,,ს--–---–-–--ის’’ მიერ მითითებულია, რომ უძრავი ქონების რელიზაციიდან მიღებული თანხები მის მიერ მთლიანად გადარიცხულია ს----–-–----- ბიუჯეტში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა (ს.ფ. 39-40)
3.1.5. ს----–-–-------------- ე---------–ი ს-------ოს 2----–-–---------–--ის №1------- ბრძანებით ამოღებულ იქნა სს ,,ს--–---–-–--ის’’ კაპიტალიდან უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: გ---------ის რაიონი, სოფელი ა---–----- ს/კ 5-----------, ს----–-–-----სათვის გადაცემის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ს.ფ. 53-54)
3.1.6. ს----–-–-------------- ე---------–ი ს-------ოს 2----–-–---------–--ის №1------- ბრძანების საფუძველზე 2----–-–-------------რიდან უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: გ---------ის რაიონი, სოფელი ა---–-----, ს/კ 5----------- სსიპ ს------------------ის ე---------– ს-------ოში აღრიცხულია ს----–-–-----ს საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი (ს.ფ. 56-5-)
3.1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-----------ის განჩინებით სს ,,ს--–---–-–--ის’’ მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, სს ,,ს--–---–-–--ი’’ გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განჩინება (ს.ფ. 23-26)
3.1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-----------ის განჩინების საფუძველზე 2--- წლის 1-----–--ს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდა სს ,,ს--–---–-–--ის’’ რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი (ს.ფ. 27-28)
3.1.9. 2--- წლის 2-----------ს მოსარჩელემ უძრავი ქონებაზე, მდებარე მისამართზე: გ---------ის რაიონი, სოფელი ა---–-----, ს/კ 5-----------, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ ს------------------ის ე---------– ს-------ოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ. 46)
3.1.10. 2--- წლის 3----------ერს სსიპ ს------------------ის ე---------– ს-------ოს №2-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2--- წლის 3-----------ს №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გ---------ის მუნიციპალიტეტის, სოფელ ა---–-----ში მდებარე 1 400 კვ.მ უძრავ ნივთზე, ს/კ 5----------- საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა (ს.ფ. 48)
3.1.11. სსიპ ს------------------ის ე---------–ი ს-------ოს 2--- წლის 0--------რის №2----- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთების 1.1.3 და 1.1.5 პუნქტებში მითითებულია, რომ 2----–-–-------------ერს სსიპ ს----–-–-------------- ე---------–ი ს-------ოს №1------- (21.07.2---) ბრძანების საფუძვეზე ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ს----–-–-----ს საკუთრების უფლება. სსიპ ს----–-–-------------- ე---------–ი ს-------ოს 2--- წლის 2------ის №5------ წერილის შესაბამისად, სოფელ ა---–-----ში მდებარე უძრავი ნივთი, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, წარმოადგენს ს----–-–-----ს საკუთრებას. ზემოაღნიშნული უძრავი ქონების განკარგვის უფლებამოსილება გააჩნია ს----–-–-----ს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება (ს.ფ. 50-52)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოპასუხე სსიპ ს----–-–-------------- ე---------– ს-------ოს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 20 538 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2---).
განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ თავდაპირველად უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: გ---------ის რაიონი, სოფელი ა---–-----, ს/კ 5-----------, აღრიცხული იყო სს ,,ს--–---–-–--ის’’ სახელზე და მოსარჩელის მიერ აღნიშნული უძრავი ქონება შეძენილ იქნა აუქციონის მეშვეობით. ასევე უდავოა, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სრულად სააუქციონე განკარგულებით დადგენილი უძრავი ქონების ღირებულება - 20 538 ლარი, იგი არ აღრიცხულა უძრავი ქონების მესაკუთრედ ს------------------ის ე---------– ს-------ოში. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელემ 2--- წელს მიმართა სსიპ ს------------------ის ე---------– ს-------ოს უძრავ ქონების მის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ, მაგრამ მას უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ უძრავი ქონება 2----–-–-------------რიდან სსიპ ს----–-–-------------- ე---------–ი ს-------ოს შესაბამისი ბრძანების თანახმად აღრიცხულია ს----–-–-----ს საკუთრებად.
მოსარჩელე მოითხოვა უძრავი ქონების ღირებულების დაბრუნებას, მოპასუხეები კი პასუხისმგებლობისგან გამომრიცხველ გარემოებად მიუთითებენ იმას, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში და ამასთან, არ წარმოადგენენ ლიკვიდირებული სს ,,ს--–---–-–--ის’’ უფლებამონაცვლეებს.
სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა პოზიციას იმის თაობაზე, რომ ს----–-–----- ზოგადად ვერ განიხილება სს ,,ს--–---–-–--ის’’ უფლებამონაცვლედ ასეთი სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო, თუმცა განსახილველ შემთხვევაში პასუხისმგებლობას განაპირობებს არა ლიკვიდირებული საწარმოს უფლებამონაცვლეობა, არამედ ის გარემოება, რომ ჯერ კიდევ სს ,,ს--–---–-–--ის’’ ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე მოსარჩელის მიერ 2--- წლის 2------ის სააუქციონე განკარგულების საფუძველზე შეძენილი უძრავი ქონება დარეგისტრირდა ს----–-–-----ს საკუთრებად სსიპ ს----–-–-------------- ე---------–ი ს-------ოს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობაში შეფასებიდან გამომდინარეობს, რომ ს----–-–-----ს საკუთრებად აღირიცხა ის უძრავი ქონება რომლის შესაძენადაც მოსარჩელეს გადახდილი ჰქონდა სს ,,ს--–---–-–--ისთვის’’ 20 538 ლარი. ამასთან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მიღებული უძრავი ქონების ღირებულება სს ,,ს--–---–-–--ის’’ მიერ ჩარიცხულია ს----–-–----- ბიუჯეტში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
სასამართლო მიუთითებს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.
ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015).
ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს სხვა პირის გამდიდრება. პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითიც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს რომ ს----–-–-----ს სახელზე უსასყიდლოდ, სსიპ ს----–-–-------------- ე---------–ი ს-------ოს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე საკუთრებაში აღირიცხა ის უძრავი ქონება, რომლის შესაძენადაც მოსარჩელეს გადახდილი ჰქონდა სააუქციონე განკარგულებით დადგენილი ღირებულება - 20 538 ლარი. შესაბამისად ამ უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღება ს----–-–-----ს მიერ განაპირობებს მის უსაფუძვლო გამდიდრებას რაც უფლებამოსილ პირს წარმოუშობს შესაბამისი მოთხოვნის - თანხის უკან დაბრუნების უფლებას.
ამასთან, საქართველოს ე------------------------------------------------------ო ვერ განიხილება მოსარჩელისთვის თანხის დაბრუნებაზე უფლებამოსილ პირად, ვინაიდან, იგი ს----–-–----- საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა/რეგისტრაციას ახორციელებს უშუალოდ სსიპ ს----–-–-------------- ე---------–ი ს-------ოს საშუალებით. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს----–-–-----ს საკუთრებად აღრიცხვა განაპირობა სწორედ აღნიშნული დაწესებულების ბრძანებამ, შესაბამისად, სარჩელზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს უშუალოდ სსიპ ს----–-–-------------- ე---------–ი ს-------ო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე სსიპ ს----–-–-------------- ე---------– ს-------ოს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 20 538 ლარის გადახდა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არსებობს მხოლოდ მოპასუხე სსიპ ს----–-–-------------- ე---------–ი ს-------ოს მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 976-ე, 991-ე, 979-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის’’ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
საქმეებზე ,,დევიერი ბელგიის წინააღმდეგ” და ,,დელკური ბელგიის წინააღმდეგ’’ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ "ადამიანის უფლებათა" ევროპული კონვენციის ფრანგულ ტექსტში, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს ტერმინს ,,დასაბუთებული’’ (ბიენ-ფონდე), აღნიშნული კი ნიშნავს, რომ განაჩენი კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით. მართალია, აღნიშნულ საქმეებში საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, მაგრამ ეს პრინციპი სამოქალაქო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართაც ვრცელდება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო მიუთითებს, რომ დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს. ამ დროს იგი არ არის შებოჭილი მხარეთა მოსაზრებებით, შესაბამისად, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით (სსსკ-ის მესამე და მეოთხე მუხლები). მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა სასამართლოს პრეროგატივაა, რადგანაც ასეთი შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ან ნორმების ზუსტი განსაზღვრა და, აქედან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების შესრულების დადგენა. ამიტომაცაა, რომ მოსარჩელე არ არის ვალდებული, მიუთითოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და არც მოპასუხეა ვალდებული შესაგებელში, რომლითაც ის სარჩელისაგან თავს იცავს, ზუსტი სამართლებრივი შეფასებები შეიტანოს. თავის მხრივ, არც სასამართლოა ვალდებული, გადაწყვეტილება დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით (იხ. სუსგ, №ას-117-109-2017).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სამართლებრივი შეფასებისას ემყარება კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებს, კერძოდ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებებს.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს, პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდება. ამდენად, პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს.
სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლით კი განსაზღვრულია უსაფუძვლო გამდიდრებისას უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლები. კერძოდ, აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილით უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.
უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015, 20.05.2---; №ას-74-71-2---, 25.05.2---წ; №ას-1193-1122-2015, 31.05.2---წ.).
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტის ერთიანობაში არსებობას, რის გამოც დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე სსიპ ს----–-–-------------- ე---------– ს-------ოს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 20 538 ლარის გადახდა. აღნიშნული კი განაპირობებს სარჩელის ნაწილობრივ - მოპასუხე სსიპ ს----–-–-------------- ე---------–ი ს-------ოს მიმართ დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე გათავისუფლებულია ს----–-–----- ბიუჯეტის სასარგებლოს ს----–-–----- ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თუმცა მოპასუხე ასევე გათავისუფლებულია ,,ს----–-–----- ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად ს----–-–----- ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მხარეები უნდა გათავისუფლდნენ ს----–-–----- ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, მოპასუხე სსიპ ს----–-–-------------- ე---------– ს-------ოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის - 820 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 25--ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დ---- ქ------–--–-–---–ის სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს ე------------------------------------------------------ოს და სსიპ ს----–-–-------------- ე---------–ი ს-------ოს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე სსიპ ს----–-–-------------- ე---------– ს-------ოს მოსარჩელე დ---- ქ------–--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 20 538 ლარის ანაზღაურება;
3. დ---- ქ------–--–-–---–ის სარჩელი საქართველოს ე------------------------------------------------------ოს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
4. მოპასუხე სსიპ ს----–-–-------------- ე---------– ს-------ოს მოსარჩელე დ---- ქ------–--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 820 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი