გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.05.2019
საქმის ნომერი
080310018002495499
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310018002495499

საქმე №3/396-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე

 

მოსარჩელე - ნ--–- ქ---------–--ე

წარმომადგენლები - ი-----–- ქ---------–--ე, დ----- ქ---------–--ე, მ--------–----ე

 

მოპასუხე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია.

წარმომადგენ--–- - გ-------------ე

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 28 მაისის N38 განკარგულება.

 

1.2. დაევალოს ქუთაისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიას გამოსცეს გადაწყვეტილება - ქ. ქუთაისში, კ-----ის ქ. N--ის ჩრდილოეთით მდებარე 599 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და საკუთრების მოწმობის გაცემის თაობაზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მიერ 2008 წლის 30 ივლისს გაცემული N22/34-8957/1172/გ ბარათით ირკვევა, რომ მისი მეუღლის თ---------- ქ---------–--ეს მამას დ----- ქ---------–--ეს კანონიერ სარგებლობაში ჰქონდა 1631 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე, ქ. ქუთაისში, კ-----ის ქ. N--ში, ხოლო პირველადი 1940 წლის ინვენტარიზაციით მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენდა 2317 კვ.მეტრს.

 

ქუთაისის პრეფექტურის 1991 წლის 31 ნოემბრის N542 განკარგულებით დაკმაყოფილდა თ---------- დ-----ს ძე ქ---------–--ის მოთხოვნა საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან (მის: ქ. ქუთაისი, კ-----ის ქ. N-) ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის 600 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე.

 

ქალაქ ქუთაისის მერის 1993 წლის 17 ივნისის 188 განკარგულების საფუძველზე შექმნილი კომისიის დასკვნით კანონიერად ჩაითვალა თ---------- ქ---------–--ის მამის დ----- ქ---------–--ის კანონიერ სარგებლობაში მყოფი 1631 კვ. მეტრი საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის 600 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის გამოყოფა და თ---------- ქ---------–--ეს მის მიერ ჩატარებული დიდი რაოდენობით მიწის სამუშაოების გამო შეემატა მიწის ნაკვეთი გ------ დ---–-----–---–ისათვის საგამოფენო დარბაზის მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საზღვრამდე მისასვლელი გზის (სიგანე 3,5 კვ. მეტრი) კ-----ის ქუჩის ჩიხიდან მოწყობით.

 

დ----- ქ---------–--ის გარდაცვალების შემდეგ ქალაქ ქუთაისში, კ-----ის ქ. N--ში მდებარე 1631 კვ. მეტრი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი კანონიერი მოსარგებლე გახდა მოსარჩელის მეუღლე თ---------- ქ---------–--ე.

 

თ---------- ქ---------–--ის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელის მიერ იმერეთის საარბიტრაჟო პალატის N079/03-08 გადაწყვეტილებით აღდგენილი იქნა მემკვიდრეობა და საკუთრება დარეგისტრირდა ქალაქ ქუთაისში, კიკვაძის ქ. N--ში მდებარე 1030 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი (ს/კ 0-----------), ხოლო იმერეთის საარბიტრაჟო პალატის N0670/02-08 გადაწყვეტილებით მემკვიდრეობა აღიდგინა და საკუთრებაში დაირეგისტრირა ქ. ქუთაისში, კ-----ის ქუჩა N--ში მდებარე 603 კვ. მეტრი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.

 

2008 წლის 24 დეკემბერს მოსარჩელეზე, როგორც მართლზომიერ მფლობელზე ქალაქ ქუთაისის საკრებულოს კომისიის მიერ გაიცა N345 საკუთრების მოწმობა ქ. ქუთაისში, კ-----ის ქ. N--ში მდებარე 599,30 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე და დარეგისტრირდა მოსარჩელის სახელზე.

 

2015 წლის 29 მაისს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარე: ქ. ქუთაისი, კ-----ის ქ. N--ში 1030 კვ. მეტრი (ს/კ 0----------- ნაკვეთი) მასზე მდგომ შენობა-ნაგებობითურთ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა შვილისშვილს თ---------- ქ---------–--ეს.

 

2017 წლის 27 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიას და თვითნებურად დაკავებული 599 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა. ქუთაისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიამ 2018 წლის 23 მაისის N- ოქმით და მის საფუძველზე 2018 წლის 28 მაისის N28 განკარგულებით მოსარჩელეს უარი უთხრა ქ. ქუთაისში, კ-----ის ქ. N--ის ჩრდილოეთით არსებული 676 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - ქუთაისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 1991 წლის 13 თებერვლის ქუთაისის პრეფექტურის N542 განკარგულებით, დაკმაყოფილდა თ---------- დ-----ის ძე ქ---------–--ის თხოვნა და მამის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან ინდბინათმშენებლობისათვის რიგგარეშე გამოეყო მიწის ნაკვეთი ფართობით 600 კვ. მეტრი.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის მერის 1993 წლის 17 ივნისის N188 განკარგულების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ 1993 წლის 23 ივნისს შეისწავლა დ----- ქ---------–--ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის და მასში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის კანონიერების საკითხი.

 

კომისიამ მიიჩნია, რომ 1991 წლის 13 თებერვლის ქუთაისის პრეფექტურის N542 განკარგულება, დ----- ქ---------–--ის საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარებაზე კანონიერია, ასევე კანონიერია ქუთაისის პრეფექტურის 1991 წლის 13 დეკემბრის N542 განკარგულება თ---------- ქ---------–--ისათვის სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარებული-დაკანონებული, მიწის ნაკვეთიდან ინდბინათმშენებლობისათვის 600კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ.

 

ამავე განკარგულების თანახმად, ვინაიდან მიღებული კანონიერი გადაწყვეტილებების აღსრულება შეუძლებელია დ----- ქ---------–--ის მიერ ჩატარებული დიდი რაოდენობით მიწის სამუშაოების გამო, კომისია დავის დარეგულირების მიზნით შედის წინადადებით დ----- ქ---------–--ის გამოყოფილი მიწის ნაკვეთს შეემატოს საგამოფენო დარბაზის მშენებლობისათვის გამოყოფილი ნაკვეთის საზღვრამდე დარჩენილი მიწის ნაკვეთი მისასვლელი გზის კ-----ის ქუჩის ჩიხიდან მოსაწყობით (სიგანით 3,5 მეტრი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1991 წლის 13 თებერვლის ქუთაისის პრეფექტურის N542 განკარგულება (იხ. ს.ფ. 186-187);

- კომისიის დასკვნა (იხ. ს.ფ. 188-189);

 

3.1.2. დადგენილია, რომ (ს.კ. N0-----------) ქ. ქუთაისში, კ-----ის ქ. N--ში მდებარე დაუზუსტებელი ფართობი 603,35 კვ. მეტრი, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულება საკუთრების უფლებით ირიცხება ნ--–- ქ---------–--ის სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი: 08/10/2008 წელი; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: გადაწყვეტილება N067/02-08; სააღსრულებო ფურცელი N06/02-08; მომართვა N290. (ს/კ 0-----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 32-33; 44-46);

- სააღსრულებო ფურცელი N06/02-08 (იხ. ს.ფ. 55);

- გადაწყვეტილება N067/02-08 (იხ. ს.ფ. 56-58);

 

3.1.3. 2008 წლის 30 ივლისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის N22/34-8957/1172/გ წერილით ირკვევა, რომ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის საარქივო საბუთებით ქ. ქუთაისში, კ-----ის ქ. N--ში მდებარე სახლი არის დ----- მ-----–ს ძე ქ---------–--ის საკუთრება (საფუძველი: პრეფექტურის განკარგულება N334 IIIX-1991 წელი და მიმღები კომისიის აქტი 21/VIII-1991 წელი.

 

აღნიშნული განკარგულებით მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს -1631 კვ.მ. ხოლო პირველადი 1940 წლის ინვენტარიზაციით მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენდა - 2317 კვ. მეტრს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N22/34-8957/1172/გ წერილი (იხ. ს.ფ. 20);

- N542 განკარგულება (იხ. ს.ფ. 154-155);

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2008 წლის 24 დეკემბერს ნ--–- ქ---------–--ის სახელზე ქ. ქუთაისის საკრებულოს მიერ გაიცა N345 საკუთრების უფლების მოწმობა ქ. ქუთაისში, კ-----ის ქ. N-, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით: 599,33 კვ.მ.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული N345 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე ქ. ქუთაისში, კ-----ის ქ. N--ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაზუსტებული ფართობი 599,30 კვ. მეტრი 2008 წლის 24 დეკემბერს დარეგისტრირდა ნ--–- ქ---------–--ის სახელზე (ს/კ 0-----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკუთრების უფლების მოწმობა N345 (იხ. ს.ფ. 77);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 90);

 

3.1.5. დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, კ-----ის ქ. N--ში მდებარე დაზუსტებული ფართობი 1030,00 კვ. მეტრი, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულება საკუთრების უფლებით ირიცხება ნ--–- ქ---------–--ის სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი: 27/03/2008 წელი; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: გადაწყვეტილება N079/03-08; სააღსრულებო ფურცელი N079/03-08; ბრძანება N1322; დამტკიცებული პროექტი N1322; მშენებლობის სანებართვო მოწმობა N000672; მიმართვა N517 (ს/კ 0-----------, ნაკვეთის წინა ნომერი 0-----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 96-97; 98-99);

 

3.1.6. დადგენილია, რომ 2017 წლის 27 ივნისს ქუთაისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიას განცხადებით მიმართა ნ--–- ქ---------–--ემ და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. 0-----------) ქ. ქუთაისში, კ-----ის ქ. N--ის ჩრდილოეთით მდებარე მომიჯნავედ 599 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ს.ფ. 19);

 

3.1.7. დადგენილია, რომ 2017 წლის 5 აგვისტოს ნ--–- ქ---------–--ემ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიას წაუდგინა დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის დაზუსტებული ელ. ვერსია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ს.ფ. 21);

- საკადასტრო გეგმა, აზომვითი ნახაზი (იხ. ს.ფ. 22-28);

 

3.1.8. საქმეში წარმოდგენილი თ----–ა ფ---------ის და გ------------–---–ის 2017 წლის 27 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით დადგენილია, რომ ნ--–- ქ---------–--ე (პ/ნ 6----------) 1991 წლიდან ფლობს და სარგებლობს 599,00 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთით, მდებარე მისამართზე: ქ. ქუთაისი, კ-----ის ქ. N--ის ჩრდილოეთით. ამასთან, თ----–ა ფ---------ე და გ------------–---–ი თანახმაა ლეგალიზებული იქნას და საკუთრებაში გადაეცეს ნ--–- ქ---------–--ეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (ს.ფ. 47-48);

- სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (ს.ფ. 71);

 

3.1.9. ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მისამართით: ქ. ქუთაისი, კ-----ის ქ. N--ის ჩრდილოეთით სააღრიცხვო მასალები არ მოიძებნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის წერილი (იხ. ს.ფ. 50);

 

3.1.10. დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ქუთაისი, კ-----ის ქ. N--ის ჩრდილოეთით 599 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ასევე აღნიშნულ უძრავ ნივთზე აღნაგობის, უზუფრუქტის, სერვიტუტის, იპოთეკის, ქირავნობის, იჯარის, ქვეიჯარის, თხოვების, ლიზინგის, საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის წერილის N244208 (იხ. ს.ფ. 51);

 

3.1.11. 2017 წლის 26 ივნისის N293 ა---–------–--ის წერილით ირკვევა, რომ ქ. ქუთაისი, კ-----ის ქ. N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე (მიწის ნაკვეთის ფართობი - 599,00 კვ.მ) შპს ,,ა---–------–--ის’’ კუთვნილი კომუნიკაცია არ გადის.

 

2017 წლის 26 ივნისის ე----------------------იას წერილით ირკვევა, რომ ქ. ქუთაისი, კ-----ის ქ. N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე (მიწის ნაკვეთის ფართობი - 599,00 კვ.მ) სს ,,ე----------------------იას’’ კუთვნილი კომუნიკაცია არ გადის.

 

2017 წლის 26 ივნისის ს----------–-------------------–--–---–---------------------იის წერილით ირკვევა, რომ ქ. ქუთაისი, კ-----ის ქ. N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე (მიწის ნაკვეთის ფართობი - 599,00 კვ.მ) ს----------–-------------------–--–---–---------------------იის ქუთაისის სერვის ცენტრის ბალანსზე რიცხული წყალსადენ-წყალარინების მაგისტრალური ქსელები არ გადის.

 

2017 წლის 26 ივნისის ს----------------------ის წერილით ირკვევა, რომ ქ. ქუთაისი, კ-----ის ქ. N--ის ჩრდილოეთით ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის ფართობი - 599,00 კვ.მ. სს ,,ს----------------------ის’’ კუთვნილი კომუნიკაცია არ გადის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N293 წერილი (იხ. ს.ფ. 60);

- N293 წერილი (იხ. ს.ფ. 63);

- N6840/35 წერილი (იხ. ს.ფ. 65);

- NO-SGG-KT-LT-2017-6-27/01 წერილი (იხ. ს.ფ. 67);

 

3.1.12. დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს ნ--–- ქ---------–--ეს დაუდგინდა ხარვეზი და 20 სამუშაო დღის ვადაში დაევალა ს/კ 0----------- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული, უძრავი ქონების განახლებული ამონაწერის, რეგისტრაციის საფუძვლების დამადასტურებელი დოკუმენტების და არქივში დაცული მასალების წარდგენა.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული ხარვეზი ნ--–- ქ---------–--ის მიერ აღმოფხვრილი იქნა 2017 წლის 27 სექტემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N01/21072 წერილი (იხ. ს.ფ. 73);

- განცხადება (იხ. ს.ფ. 74);

 

3.1.13. დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ოქტომბრის ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის N01/22170 წერილით ნ--–- ქ---------–--ეს ეცნობა, რომ კომისიამ განიხილა წარდგენილი განცხადება და მიიჩნია, რომ ნ--–- ქ---------–--ე არის მის მიერ მოთხოვნილი საკუთრება უფლება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი და არა თვითნებურად დამკავებელი. შესაბამისად კომისიამ მიიჩნია, რომ საკითხის გადაწყვეტა არ შედის მის კომპეტენციაში და აღნიშნულზე უფლებამოსილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N01/22170 წერილი (იხ. ს.ფ. 157);

 

3.1.14. 2017 წლის 20 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N439581 წერილით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიას გაუგზავნა ნ--–- ქ---------–--ის მიერ სააგენტოში წარდგენილი ასევე სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ქუთაისი, კ-----ის ქ. N--ის ჩრდილოეთით. ამასთან აცნობა, რომ დ----- მ-----–ს ძე ქ---------–--ის სახელზე ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივით N2-67-20 ირიცხებოდა 1631 კვ. მეტრი საკარმიდამო მიწა. ქუთაისის მერის 1993 წლის 17 ივნისის N186 განკარგულების საფუძველზე შექმნილი კომისიის მიერ და ქუთაისის პრეფექტურის N542 განკარგულების საფუძველზე აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან გამოყოფილი იქნა 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც აზომილ იქნა დარჩენილი 1031 კვადრატიდან მოშორებით. ვინაიდან აღნიშნული 1631 კვ.მ. მდებარეობდა ისტორიული ნაწილის შეზღუდული განაშენიანების ზონაში 1030 კვ.მ.-ის რეგისტრაცია განხორციელდა 0----------- საკადასტრო კოდზე, ხოლო 600 კვ.მეტრის რეგისტრაცია 0----------- საკადასტრო კოდზე. შესაბამისად 0----------- საკადასტრო კოდით გათვალისწინებული მიწა, რომლის დარეგისტრირებასაც ითხოვს ნ--–- ქ---------–--ე არ წარმოადგენს უფლების დამდგენი საბუთით მიღებულ სამკვიდროს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N439581 წერილი (იხ. ს.ფ. 158);

 

3.1.15. დადგენილია, რომ 2018 წლის 12 აპრილს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა (მ.შ. - გ. ს-----ემ) წერილობით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიას და აღნიშნა შემდეგი: ქ. ქუთაისში, კ-----ის ქ. N--ში არსებული უძრავი ქონება 603 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ს.კ 0-----------, 2008 წლის 8 ოქტომბერს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ნ--–- ქ---------–--ის საკუთრებად. აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, 1991 წლიდან იმყოფებოდა განმცხადებლის მეუღლის თ---------- დ-----ის ძე ქ---------–--ის მართლზომიერ მფლობელობაში, რომელიც გარდაიცვალა 2005 წელს. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე იმერეთის საარბიტრაჟო პალატის 2008 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით მემკვიდრეობა აღიდგინა და საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა თ---------- ქ---------–--ის მეუღლემ ნ--–- ქ---------–--ემ. განცხადებაზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ საკუთრება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ნ--–- ქ---------–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. შესაბამისად თუ განმცხადებლის მიერ მოხდება უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის კორექტირება და არ იარსებებს სხვა ხელშემშლელი გარემოებები შესაძლებლად მიიჩნევენ კომისიამ იმსჯელოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე საკუთრების მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N4387-01 წერილი (იხ. ს.ფ. 195-196).

 

3.1.16. დადგენილია, რომ 2018 წლის 23 მაისს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიამ სხდომაზე რიგით N16 საკითხად განხილული იქნა ნ--–- ქ---------–--ის განცხადება - ქ. ქუთაისში, კ-----ის ქ. N--ის ჩრდილოეთით არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-9 პუნქტის საფუძველზე კომისიამ საკითხის განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება და ნ--–- ქ---------–--ეს უარი უთხრა ქ. ქუთაისში, კ-----ის ქ. N--ის ჩრდილოეთით 676,00 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით 2018 წლის 28 მაისს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მიღებული N38 განკარგულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი N- სხდომის ოქმიდან (იხ. ს.ფ. 160);

- N38 განკარგულება (იხ. ს.ფ. 161).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2018 წლის 28 მაისის N38 განკარგულების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობისა და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ--–- ქ---------–--ის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქუთაისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 28 მაისის N38 განკარგულება ,,უძრავ ქონებაზე, (მდებარე ქ. ქუთაისი, კ-----ის ქ. N--ის ჩრდილოეთით) ნ--–- ქ---------–--ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.2. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

ამავე წესი მე-5.1 მუხლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით. ხოლო, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ--–- ქ---------–--ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიას და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ქ. ქუთაისში, კ-----ის ქ. N--ის ჩრდილოეთით მდებარე 676.00 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.

 

6.3. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

 

6.4. სასამართლო დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს თავად განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის ძირითად საგანს წარმოადგენს ნ--–- ქ---------–--ის საკუთრების უფლების აღიარება უძრავ ქონებაზე. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო უძრავ ქონებაზე ნ--–- ქ---------–--ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგად არ დასტურდებოდა საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებითა.

 

დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, კ-----ის ქ. N--ში მდებარე დაუზუსტებელი ფართობი 603,35 კვ. მეტრი, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულება საკუთრების უფლებით ირიცხება ნ--–- ქ---------–--ის სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი: 08/10/2008 წელი; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: გადაწყვეტილება N067/02-08; სააღსრულებო ფურცელი N06/02-08; მიმართა N290 (ს/კ 0-----------).

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისი კ-----ის ქ. N-, დაზუსტებული ფართით - 1030.00 კვ.მ, ს.კ. 0----------- მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ნ--–- ქ---------–--ე.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ნ--–- ქ---------–--ემ განცხადებით ქ. ქუთაისში, კ-----ის ქ. N--ის ჩრდილოეთით მდებარე 676.00 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.

 

საქმეში წარმოდგენილია თ----–ა ფ---------ის და გ------------–---–ის 2017 წლის 27 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, რომლის თანახმად, ნ--–- ქ---------–--ე (პ/ნ 6----------) 1990 წლიდან ფლობს და სარგებლობს 599,00 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთით, მდებარე მისამართზე: ქ. ქუთაისი, კ-----ის ქ. N--ის ჩრდილოეთით. ამასთან თ----–ა ფ---------ე და გ------------–---–ი თანახმაა ლეგალიზებული იქნას და საკუთრებაში გადაეცეს ნ--–- ქ---------–--ეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი.

 

ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მისამართით: ქ. ქუთაისი, კ-----ის ქ. N--ის ჩრდილოეთით სააღრიცხვო მასალები არ მოიძებნა.

 

დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ქუთაისი, კ-----ის ქ. N--ის ჩრდილოეთით 599 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ასევე აღნიშნულ უძრავ ნივთზე აღნაგობის, უზუფრუქტის, სერვიტუტის, იპოთეკის, ქირავნობის, იჯარის, ქვეიჯარის, თხოვების, ლიზინგის, საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები რეგისტრირებული არ არის.

 

საქმეში წარმოდგენილი ა---–------–--ის, ე----------------------იას, ს----------–-------------------–--–---–---------------------იის და ს----------------------ის წერილებით ირკვევა, რომ ქ. ქუთაისი, კ-----ის ქ. N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე (მიწის ნაკვეთის ფართობი - 599,00 კვ.მ) შპს ,,ა---–------–--ის’’, სს ,,ე----------------------იას’’, ს----------–-------------------–--–---–---------------------იის და სს ,,ს----------------------ის’’ კუთვნილი კომუნიკაციები არ გადის.

 

სასამართლო ასევე, ყურადღებას მიაპყრობს 2018 წლის 12 აპრილის ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვან--–-ს (მ.შ. - გ. ს-----ე) წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ ქ. ქუთაისში, კ-----ის ქ. N--ში არსებული უძრავი ქონება 603 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ს.კ 0-----------, 2008 წლის 8 ოქტომბერს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ნ--–- ქ---------–--ის საკუთრებად. აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, 1991 წლიდან იმყოფებოდა განმცხადებლის მეუღლის თ---------- დ-----ის ძე ქ---------–--ის მართლზომიერ მფლობელობაში. განცხადებაზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ საკუთრება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ნ--–- ქ---------–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. შესაბამისად თუ განმცხადებლის მიერ მოხდება უფლება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის კორექტირება და არ იარსებებს სხვა ხელშემშელი გარემოებები ადმინისტრაციული ორგანო შესაძლებლად მიიჩნევს კომისიამ იმსჯელოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე საკუთრების მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით.

 

6.5. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის მე-3 თავით მოწესრიგებულია კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების წესი და პირობები. კერძოდ, მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებითა და ამ წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

6.6. როგორც ზემოთ აღინიშნა, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოსგან ითხოვს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. ხსენებული საკანონმდებლო აქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების (2.,,გ“ მუხლი).

 

ამავე კანონის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება განმარტებულია, როგორც ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა (2. ,,დ“ მუხლი).

 

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, უფლებამოსილი პირის მიერ, საკუთრების უფლების აღიარების ფაქტობრივ საფუძველს წარმოდგენს თუკი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას ადგილი აქვს ამ კანონის ამოქმედებამდე. კანონის ამოქმედების თარიღი კი არის 2007 წლის ივლისი. ამასთან, ხსენებული ფაქტობრივი გარემოება საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს წარმოადგენს, მაშინ, როდესაც აღნიშნულთან ერთად, კუმულატიური წესით, სახეზეა: 1) მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) განთავსება ან/და 2) უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრების ობიექტის მომიჯნავე ტერიტორიას და მისი ფართობი არ აღემატება საკუთრების ობიექტის ფართობს. ამდენად, იმისათვის, რომ დადგინდეს ნ--–- ქ---------–--ის მოთხოვნის საფუძვლიანობა, უნდა დადგინდეს საქმის ირგვლივ არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა თანხვედრა ზემოაღნიშნულ რეგულაციასთან.

 

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ნ--–- ქ---------–--ემ 2017 წლის 27 ივნისს განცხადებით მიმართა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა 676.00 (მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ 599 კვ.მ) მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. ქუთაისი, კ-----ის ქ. N--ის ჩრდილოეთით) საკუთრების უფლების აღიარება.

 

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 მაისის N38 განკარგულებით ნ--–- ქ---------–--ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

 

განკარგულებით განიმარტა, რომ არ დასტურდება საკუთრება უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთით ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო აქტების კანონიერების შეფასებისას უნდა შემოწმდეს რამდენად ჯეროვნად იქნა განხორციელებული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება დაინტერესებული პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ნ--–- ქ---------–--ის საკუთრებაში არსებულ და უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთის (599 კვ.მ) მდებარეობის, ერთიან სივრცეში არსებობის საკითხზე.

 

სასამართლო მიუთითებს, შპს ,,ი-------------------------ის’’ მიერ მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე 599,00 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე (ს.ფ. 39) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2008 წლის 18 თებერვალს მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე ნ--–- ქ---------–--ის საკუთრებაში არსებულ 603,35 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.ფ. 22, 23, ს.ფ.52) და აღნიშნავს, რომ უფლებარეგისტრირებული 603,35 კვ.მ მიწის ნაკვეთი და სადავო 599,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ერთმანეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს. ასევე საყურადღებოა, რომ ნ--–- ქ---------–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები - 1) ს.კ. 0-----------, 2) ს.კ. 0-----------, ს.კ. 3) 0----------- და 4) უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ერთიან სივრცით ტერიტორიას. აქედან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ს.კ. 0----------- და ს.კ. 0----------- და მათ შორის არსებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი შემოღობილია ღობით და წარმოადგენს ასევე ერთიან ტერიტორიას, ერთიანი სივრცით ერთმანეთთან დაკავშირებულ მიწის ნაკვეთს (ს.ფ.39).

 

სასამართლო ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია N0-----------, საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს ასევე ადმინისტრაციული ორგანოს (აღიარების კომისიის) მიერ გაცემული საკუთრების უფლების N345 მოწმობა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი აღიარების მომენტისათვის წარმოადგენდა დაინტერესებული პირის ნ--–- ქ---------–--ის საკუთრებაში არსებული ობიექტის უძრავი ქონების (ს.კ.0-----------) მომიჯნავე ტერიტორიას და მისი ფართობი არ აღემატებოდა საკუთრების ობიექტის ფართობს.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოება: ხსნებულ ორ მიწის ნაკვეთს შორის რაიმე სახის მიჯნა არათუ არსებობს, არამედ 603,35 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ უფლებაასაღიარებელი - 599,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის მეშვეობით. საყურადღებოა თ----–ა ფ---------ის და გ------------–---–ის განცხადება, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნ--–- ქ---------–--ე 1990 წლიდან დღემდე ფლობს მის საკუთრებაში არსებულ 599 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომლებიც წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული 603,35 კვ, მეტრის განუყოფელ შემადგენლობას, გამყოფი მიჯნის გარეშე და რომელიც მოქცეულია ერთიან ღობეში.

 

ამდენად, სასამართლო, საქმის განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 603,35 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს და მასზედ უფრო მცირე მოცულობის ნაკვეთს, რომლის ფლობა-სარგებლობაც დგინდება 2007 წლის ივლისამდე, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი უარი ეთქვა ნ--–- ქ---------–--ისათვის 599,00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. მითუფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ დავის ფარგლებში მოთხოვნილია 599.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რაც თავისი ოდენობით უფრო ნაკლები ფართისაა, ვიდრე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ძირითადი მიწის ნაკვეთი.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორევ ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზისა და შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ--–- ქ---------–--ის მიერ გასაჩივრებული აქტი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს. ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა დაევალოს ქუთაისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიას გამოსცეს გადაწყვეტილება - ქ. ქუთაისში, კ-----ის ქ. N--ის ჩრდილოეთით მდებარე 599 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების და საკუთრების მოწმობის გაცემის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ--–- ქ---------–--ეს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 28 მაისის N38 განკარგულება.

 

3. ქუთაისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიას დაევალოს გამოსცეს გადაწყვეტილება - ქ. ქუთაისში, კ-----ის ქ. N--ის ჩრდილოეთით მდებარე 599 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების და საკუთრების მოწმობის გაცემის თაობაზე.

 

4. მოპასუხე ქუთაისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიას მოსარჩელე - ნ--–- ქ---------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნ--–-ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი