გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3293-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2019 წელი ქ. თბ--–--ი
შესავალი ნაწილი
თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - სსიპ ცხ-----–-----------------------------ო
წარმომადგენელი - კა-------------–---ი
მოპასუხე - სს „სა-------------------------–--ა“
წარმომადგენელი - ალ-------------------ე
დავის საგანი - სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „სა-------------------------–--ას“ სსიპ ცხ-----–-----------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მიზნით - 12 049 ლარის გადახდა.
1.2. სს „სა-------------------------–--ას“ სსიპ ცხ-----–-----------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 2 640 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 03 იანვარს ავტოსატრანპორტო დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, ქა-–--------–----------–----–--------------ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ცხ-----–-----------------------------ოსა (შემსყიდველი, „დამზღვევი“) და სს „სა-------------------------–--ას“ (მიმწოდებელი „მზღვეველი“) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება.
2018 წლის 24 მაისს მოხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა (მიკროავტობუსი „ფორდი“, ს-----------------), რომელიც დაზღვეული იყო ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებით. ავტომანქანას მართავდა მოსარჩელის უფლებამოსილი მძღოლი ჰა--–------–---–---–ი. ასევე, დაზიანდა მესამე პირის კუთვნილი ავტომანქანა „პეჟო“, სახ. ნომ. Z------, რომელსაც მართავდა არ---–-------–--ე.
ზემოთ აღნიშნულ ფაქტზე, 2018 წლის 24 მაისს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება, თუმცა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო.
ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ, მოსარჩელე, მხარეთა შორის გაფრმებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაუკავშირდა მოპასუხე კომპანიას და საპატრულო პოლიციას. ამასთან, მოპასუხეს წარუდგინა ყველა დოკუმენტი, რაც გათვალისწინებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად. ამდენად, მოსარჩელემ სრულად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და განახორციელა ყველა ის მოქმედება რაც გათვალისწინებული იყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით.
მას შემდეგ რაც მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში (მოთხოვნიდან 10 დღე) არ შეასრულა ვალდებულება და არ აუნაზღაურა მოსარჩელეს სადაზღვევო თანხა, მოსარჩელემ 2018 წლის 04 ივნისს გაუგზავნა გაფრთხილების წერილი და მოსთხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რისთვისაც განუსაზღვრა დამატებითი გონივრული ვადა - 10 დღე. თუმცა, მოპასუხემ არც ვალდებულება შეასრულა და არც საკუთარი პოზიცია დააფიქსირა სააგენტოს მოთხოვნასთან დაკავშირებით. წერილი უპასუხოდ დატოვა. 2018 წლის 09 აგვისტოს მოპასუხეს კვლავ გაეგზავნა ანალოგიური შინაარსის გაფრთხილების წერილი და განუსაზღვრა 10 დღიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. თუმცა, ისევ უშედეგოდ. ამასთან, იმის გამო, რომ დაზიანებული ავტომობილის თითქმის ორი თვის მანძილზე გაჩერებით სააგენტოს საქმიანობა ფერხდებოდა და ადგებოდა სერიოზული მატერიალური ზიანი, ასევე ზიანი ადგებოდა სააგენტოს რეპუტაციას, ამავე წერილით მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა, რომ სააგენტო იძულებული იქნებოდა შესაბამისი საექსპერტო დაწესებულების მეშვეობით თავად უზრუნველეყო მიყენებული ზიანის შეფასება და დაზიანებული ავტომობილების შეკეთება, ხოლო გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოეთხოვა მოპასუხისაგან.
ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 02.10.2018წ. დასკვნის თანახმად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის აღდგენა/შეკეთების ხარჯმა შეადგინა - 12 049 ლარი. მოსარჩელემ დაზიანებული ავტომანქანის შეფასების მომსახურებაში გადაიხადა 723 ლარი.
გარდა საკუთარი ქონებისა, 03.01.2018წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების სადაზღვევო პირობების 2.1. პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს დაზღვეული ჰქონდა მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მათ შორის, მესამე პირისათვის მიყენებული ქონებრივი ზარალი. ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 12.11.2018წ. დასკვნის თანახმად, მესამე პირისათვის მიყენებული საორიენტაციო ზარალის ოდენობამ შეადგინა - 2640 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია სატელეფონო შეტყობინება განხორციელდა 24 მაისს, თუმცა განაცხადი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ დამზღვევის მიერ წარდგენილ იქნა დაგვიანებით. განაცხადის შედგენის თარიღია 29 მაისი, ანუ შემთხვევიდან 5 დღე-ღამის გასვლის შემდგომ მიმართა დამზღვევმა განაცხადით სადაზღვევო კომპანიას. ხელშეკრულებაზე თანდართული სადაზღვევო პირობების 4.1.1.ე. ქვეპუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევი ვალდებულია არაუგვიანეს 48 საათისა წარუდგინოს მზღვეველს წერილობითი განაცხადი ზიანის დადგომის ფაქტთან დაკავშირებით. ხელშეკრულების 4.1.1.ვ. ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას მზღვეველი უფლებამოსილია უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე. ხელშეკრულების 4.1.3. პუნქტის თანახმად, კი წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილი დოკუმენტების დამზღვევის მიერ წარუდგენლობა შეიძლება გახდეს მზღვეველის მხრიდან სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილი იყო სატელეფონო შეტყობინებიდან 48 საათის შემდგომ, დოკუმენტის წარმოუდგენლობის მიზეზით უარი ეთქვა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე, რაც არ გააკეთა და დაელოდა გამოძიების დასრულებას.
სადაზღვევო პირობების 5.1.26. პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის წესების შეგნებული დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანი არ ანაზღაურდება. ჰა--–------–---–---–ს გააჩნდა შესაბამისი მართვის მოწმობა, ე.ი. იცოდა საგზაო მოძრაობის წესები, რომელთა ცოდნაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სავალდებულოა მძღოლისათვის. შესაბამისად, მისთვის, ასევე ნაცნობი იყო პრიორიტეტის ნიშანი, რომელიც მას გზის დათმობას ავალდებულებდა, თუმცა, გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით დადასტურებულია, რომ მძღოლმა უგულებელყო საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის მოთხოვნები, ანუ იგნორირება გაუკეთა, არ დაემორჩილა, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მძღოლმა შეგნებულად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები. ამდენად, სადაზღვევო კომპანია თავისუფლდება აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. აღნიშნულთან დაკავშირებით სადაზღვევო კომპანიამ დაუყოვნებლივ (გამოძიების შეწყცეტიდან 2 დღეში) აცნობა დამზღვევს წერილობით. შესაბამისად, შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებითი რეაგირების ვალდებულება სადაზღვევო კომპანიას არ გააჩნდა.
დაზღვევის პირობების 5.2.2. პუნქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა შემთხვევებზე, როცა დამზღვევი მესამე პირის წინაშე თავის ვალდებულებას აღიარებს მზღვეველის წერილობითი თანხმობის გარეშე. თავისი ქმედებით (მესამე პირის ავტომანქანის აღდგენით) მოსარჩელემ აღიარა თავისი ვალდებულება, რაზეც მოპასუხის წერილობითი თანხმობა არ გააჩნდა. ერთადერთი, რაც მოსარჩელეს მოპასუხისაგან ჰქონდა იყო უარი, თუმცა მაინც აღიარა თავისი ვალდებულება და განახორციელა შეკეთება.
გასათვალისწინებელია ექსპერტის დასკვნაში მითითებული გარემოება, რომ შესაცვლელი დეტალები არ არის წარმოდგენილი ადგილობრივ ბაზარზე. შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა პრეისკურანტის ფასები. როგორც ცნობილია „ჯითი მოტორსი“ წარმოადგენს „ფორდის“ მარკის ავტომობილების ოფიციალურ დილერს და გარანტორ სერვის ცენტრს, სადაც სერვისი ხორციელდება ორიგინალი ნაწილების გამოყენებით და ჯდება გაცილებით უფრო ძვირი, ვიდრე სხვა სერვის ცენტრებში, თუნდაც იმპორტირებული ნაწილებით. მანქანა გამოშვებული იყო 2014 წელს და არ იდგა გარანტიაზე. შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის დროს მისი სერვისი სადაზღვევო კომპანიას გაცილებით ნაკლები დაუჯდებოდა ვიდრე ექსპერტის მიერაა შეფასებული ოფიციალური დილერის ფასების გამოყენებით. შესაბამისად, ექსპერტის მიერ მითითებული ფასი ვერ ასახავს ზარალის რეალურ მაჩვენებელს. ამასთან, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიას არ აქვს ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 03 იანვარს სსიპ ცხ-----–-----------------------------ოსა (შემსყიდველი, დამზღვევი) და სს „სა-------------------------–--ას“ (მიმწოდებელი, მზღვეველი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო შემსყიდველის ბალანსზე არსებული 17 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის (მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის: Ford Transit Custom 330 L, სახელმწიფო ნომრით: C------) დაზღვევის მომსახურების გაწევა სატენდერო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. სადაზღვევო მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 03 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (დასვენების დღეების გათვალისწინებით).
ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, დაზღვევით დაფარული სადაზღვევო რისკები, ხარჯები, ფრანშიზა, სადაზღვევო ლიმიტები/ქველიმიტები, სადაზღვევო პრემია თითოეული დაზღვეული ავტოტრანსპორტის მიხედვით, სადაზღვევო პერიოდი, დაზღვევის ტერიტორია, გამონაკლისები და დაზღვევის სხვა პირობები მითითებულია შესაბამის სადაზღვევო პოლისებში და წინამდებარე ხელშეკრულების დანართებში (ტექნიკური დავალება - დანართი 1 და სადაზღვევო პირობები - დანართი 2), რომლებიც დაერთვება ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
სადაზღვევო პირობების თანახმად, სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს - წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის შედეგადაც დამდგარი ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას. სადაზღვევო შემთხვევად განიხილება დაზღვევის მოქმედების პერიოდში მომხდარი დაზღვეული რისკის დადგომის შედეგად დამდგარი ზარალი.
სადაზღვევო პირობების 1.1.ა. პუნქტის თანახმად, ავტომობ--–-- დაზღვევა ითვალისწინებს ავტომობ--–-- გარეგანი ზემოქმედებით მიყენებულ დაზიანება/განადგურებას, რომელიც გამოწვეულია შემდეგი მიზეზით: ავტოსაგზაო შემთხვევა (მათ შორის უფლებამოსილი მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება და სავალი ნაწილიდან საპირისპირო მიმართულებით გადასვლა).
სადაზღვევო პირობების 2.1. პუნქტის თანახმად, თუ უბედური შემთხვევა გამოწვეულია ავტოტრანსპორტით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მესამე პირის გარდაცვალება, ჯანმრთელობის დაზიანება ან/და რაიმე სახის ქონებრივი ზარალი, მზღვეველი ხელშეკრულებაში/სადაზღვევო პოლისში განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში აუნაზღაურებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ხარჯებს იმ პირს, რომელსაც ეხება დაზღვევა. ხოლო, ტექნიკური პირობების მე-2 მუხლის თანახმად, კი სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა უნდა მოიცავდეს მათ მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას მესამე პირის მიმართ, ლიმიტი თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე - 5000 ლარი.
სადაზღვევო პირობების 4.1.1. პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მზღვეველს საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზზე და მიაწოდოს სრული ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის შესახებ; არაუგვიანეს 48 საათისა წარუდგინოს წერილობითი განაცხადი ზიანის დადგომის ფაქტთან დაკავშირებით; ასევე განახორციელოს სხვა აუცილებელი ღონისძიებები და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას მზღვეველი უფლებამოსილია უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.
სადაზღვევო პირობების 4.1.4. პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია დაზიანებული ავტომანქანის დათვალიერების, მიყენებული ზიანის ოდენობის, დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების და აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის მიზნით მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი ან/და დანიშნოს ექსპერტიზა. დამზღვევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია გადადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სადაზღვევო პირობების 4.1.5. პუნქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა მოხდება მზღვეველისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან და ზარალის ანაზღაურების აქტის ორივე მხრის მიერ ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
სადაზღვევო პირობების 5.1.26. პუნქტის თანახმად, წინამდებარე პირობებით არც ერთ შემთხვევაში არ ანაზღაურდება დანაკარგი, დაზიანება ან პასუხისმგებლობა თუ ზარალი და/ან დაზიანება გამოწვეულია: დაზღვეული ავტომობ--–-- გადატვირთვით, ტექნიკური გაუმართაობით, არასაგზაო პირობებში ექსპლუატაციით, მისი მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების შეგნებული დარღვევით.
სადაზღვევო პირობების 5.2.2. პუნქტის თანახმად, წინამდებარე პირობებით არც ერთ შემთხვევაში არ ანაზღაურდება დანაკარგი, დაზიანება, რომელიც გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით: შემთხვევებზე, როდესაც დამზღვევი (დაზღვეული) მესამე პირის წინაშე თავის ვალდებულებებს აღიარებს მზღვეველის წერილობითი თანხმობის გარეშე.
ხელშეკრულებისა და მისი დანართების თანახმად, უფლებამოსილ მძღოლს წარმოადგენს - სსიპ ცხ-----–-----------------------------ოს ყველა მოქმედი თანამშრომელი, რომელთა ასაკია 21 წელი ან მეტი და აქვს მართვის მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.01.2018წ. ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დანართებით: ტექნიკური დავალება, სადაზღვევო პირობები (იხ. ს.ფ. 21-38);
- დაზღვევის პოლისი (იხ. ს.ფ. 90);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. 2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. თბ--–--ში, ვა--------–---------------ში, რუ-------–---------------------------ის კვეთაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც ერთმანეთს შეეჯახნენ ავტომობილი „პეჟო“, სახელმწიფო ნომრით: Z-------- და მიკრო ავტობუსი „ფორდი“, სახელმწიფო ნომრით: C--------, რომელსაც მართავდა ჰა--–------–---–---–ი. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულ იქნა ჰა--–------–---–---–ის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით. კერძოდ, იგი გზაჯვარედინზე შევიდა ისე, რომ არ დაუთმო გზა მოძრაობის უპირატესობის მქონე ავტომობილს.
აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, დაიწყო გამოძიება, თუმცა დადგინდა, რომ ჰა--–------–---–---–ის ქმედება არ წარმოადგენდა დანაშაულს და სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. ამასთან, ვინაიდან მის ქმედებაში შეინიშნებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, ჰა--–------–---–---–ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (იხ. ს.ფ. 39-41; იხ. 13.05.2019წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულება - საჯარიმო ქვითარი);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. ჰა--–------–---–---–ი, რომელიც მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას - მიკრო ავტობუსი „ფორდი“, სახელმწიფო ნომრით: C--------, წარმოადგენდა სსიპ ცხ-----–-------------------------------ის თანამშრომელს და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 31.05.2018წ. ბრძანება (იხ. ს.ფ. 89);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ 24.05.2018წ. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ სსიპ ცხ-----–-----------------------------ომ დაუყოვნებლივ აცნობა სს „სა-------------------------–--ას“, ხოლო განაცხადი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ წარდგენილ იქნა 2018 წლის 29 მაისს (განაცხადის შევსების თარიღად მითითებულია 29.05.2018წ.).
სს „სა-------------------------–--ამ“ უარი განაცხადა ავტოსაგზაო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ ჰა--–------–---–---–მა, რომელსაც გააჩნდა შესაბამისი მართვის მოწმობა და ე.ი. იცოდა საგზაო მოძრაობის წესები, უგულებელყო პრიორიტეტის ნიშანი, რომელიც მას გზის დათმობას ავალდებულებდა, ანუ მან შეგნებულად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია ავარია და ზარალი. სადაზღვევო პირობების 5.1.26. პუნქტის თანახმად, კი სადაზღვევო კომპანიის მიერ არც ერთ შემთხვევაში არ ანაზღაურდება ზარალი ან დაზიანება, თუ ის გამოწვეულია ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების შეგნებული დარღვევით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ (იხ. ს.ფ. 60-61);
- 08.06.2018წ. წერილობითი პასუხი (იხ. ს.ფ. 96);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.5. 2018 წლის 04 ივლისს სსიპ ცხ-----–--------------------------------ს დირექტორმა წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა სს „სა-------------------------–--ას“ სამედიცინო დირექტორს, რომლითაც მოითხოვა 03.01.2018წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და 10 კალენდარული დღის ვადაში ზიანის ანაზღაურება, თუმცა უშედეგოდ, აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით სს „სა-------------------------–--ას“ პასუხი არ გაუცია.
2018 წლის 09 აგვისტოს სსიპ ცხ-----–--------------------------------ს დირექტორმა კვლავ გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება სს „სა-------------------------–--ას“ სამედიცინო დირექტორს, რომლითაც მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 10 დღისა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიზიანებული ავტომობ--–--ათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების პროცედურების დაწყება. აღნიშნული წერილით მოსარჩელემ მოპასუხე ასევე გააფრთხილა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავად უზრუნველყოფდა შესაბამისი საექსპერტო დაწესებულების მეშვეობით მიყენებული ზიანის შეფასებასა და დაზიანებული ავტომობილების შეკეთებას, ხოლო გაწეული ხარჯების ანაზღაურებას მოითხოვდა სს „სა-------------------------–--ასაგან“, თუმცა უშედეგოდ, არც აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით გაუცია პასუხი სს „სა-------------------------–--ას“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.07.2018წ. და 09.08.2018წ. წერილები (იხ. ს.ფ. 62-65);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.6. სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 02.10.2018წ. დასკვნის თანახმად, 2014 წელს დამზადებული, ფურგონის ტიპის ავტომობილ „FORD TRANSIT CUSTOM”-ზე, სახელმწიფო ნომრით S--------, დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ცვეთის კოეფიციენტისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს - 12 049 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 02.10.2018წ. ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ. 73-82);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.7. სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 12.11.2018წ. დასკვნის თანახმად, 2005 წელს დამზადებულ, მსუბუქ ავტომობილ „PEUJEOT 307”-ზე, სახელმწიფო ნომრით Z--------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს - 2640 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 12.11.2018წ. ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ. 91-95);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სსიპ ცხ-----–-----------------------------ოს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე, 799-ე, 814-ე, 820-ე, 839-ე უხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა, ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დაზღვევის ხელშეკრულების სინალაგმატური ბუნება მხარეებისთვის ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების დაკისრებით გამოიხატება. მზღვეველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გადახდა და ვალდებულია, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი. თავის მხრივ, დამზღვევი უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ვალდებულია, შეთანხმებული ჯერადობითა და ოდენობით იხადოს სადაზღვევო პრემია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 03 იანვარს სსიპ ცხ-----–-----------------------------ოსა (შემსყიდველი, დამზღვევი) და სს „სა-------------------------–--ას“ (მიმწოდებელი, მზღვეველი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო შემსყიდველის ბალანსზე არსებული 17 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის (მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალება: Ford Transit Custom 330 L, სახელმწიფო ნომრით: C------) დაზღვევის მომსახურების გაწევა სატენდერო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. სადაზღვევო მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 03 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (დასვენების დღეების გათვალისწინებით). ხელშეკრულების თანახმად, დაზღვევის პირობები მითითებული იქნა შესაბამის სადაზღვევო პოლისებში და წინამდებარე ხელშეკრულების დანართებში (ტექნიკური დავალება - დანართი 1 და სადაზღვევო პირობები - დანართი 2), რომლებიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
6.3. მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, თუმცა მოპასუხე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო შემთხვევას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უპირველეს ყოვლისა, მსჯელობის საგანს წარმოადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი „სადაზღვევო შემთხვევას“, რომლის შეფასებაც, უნდა განხორციელდეს მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობებისა და კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად.
03.01.2018წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დანართი 2-ის, სადაზღვევო პირობების თანახმად, სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს - წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის შედეგადაც დამდგარი ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას. სადაზღვევო შემთხვევად განიხილება დაზღვევის მოქმედების პერიოდში მომხდარი დაზღვეული რისკის დადგომის შედეგად დამდგარი ზარალი. სადაზღვევო პირობების 1.1.ა. პუნქტის თანახმად, კი ავტომობ--–-- დაზღვევა ითვალისწინებს ავტომობ--–-- გარეგანი ზემოქმედებით მიყენებულ დაზიანება/განადგურებას, რომელიც გამოწვეულია შემდეგი მიზეზით: ავტოსაგზაო შემთხვევა (მათ შორის უფლებამოსილი მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება და სავალი ნაწილიდან საპირისპირო მიმართულებით გადასვლა). ამდენად, ავტოსაგზაო შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო რისკს. ამასთან, სადაზღვევო პირობების 5.1.26. პუნქტის თანახმად, წინამდებარე პირობებით არც ერთ შემთხვევაში არ ანაზღაურდება დანაკარგი, დაზიანება ან პასუხისმგებლობა თუ ზარალი და/ან დაზიანება გამოწვეულია: დაზღვეული ავტომობ--–-- გადატვირთვით, ტექნიკური გაუმართაობით, არასაგზაო პირობებში ექსპლუატაციით, მისი მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების შეგნებული დარღვევით.
ამასთან, დადგენილია, რომ 2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. თბ--–--ში, ვა--------–---------------ში, რუ-------–---------------------------ის კვეთაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც ერთმანეთს შეეჯახნენ ავტომობილი „პეჟო“, სახელმწიფო ნომრით: Z-------- და მიკრო ავტობუსი „ფორდი“, სახელმწიფო ნომრით: C--------, რომელსაც მართავდა ჰა--–------–---–---–ი. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულ იქნა ჰა--–------–---–---–ის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ჰა--–------–---–---–ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, სადავოა დასახელებული შემთხვევა, წარმოადგენს თუ არა სადაზღვევო შემთხვევას და, სახეზეა თუ არა შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. მოპასუხის განმარტებით, კონკრეტული შემთხვევა არ წარმოადგენდა სადაზღვევო შემთხვევას, იმ საფუძვლით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულ იქნა მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესის უგულებელყოფით, შესაბამისად მისი შეგნებული დარღვევით, რის გამოც დაზღვევის პირობების 5.1.26. პუნქტის შესაბამისად მზღვეველს არ ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხელშეკრულების იმ პირობებს, რომლითაც დარეგულირებულია შემთხვევები, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მხარეები სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ და სხვაგვარად განმარტავენ. შესაბამისად, იმისათვის, რომ გაკეთდეს დასკვნა სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს მტკიცებულების (ხელშეკრულება) სრული, ობიექტური და ყოველმხრივი გამოკვლევა, რაც გულისხმობს, არა ხელშეკრულების პირობის დამოუკიდებელ, არამედ მისი სხვა პირობებთან ერთობლივ შეფასებას. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული. ამგვარი შეფასების აუცილებლობას განაპირობებს მხარეებს შორის წარმოშობილი დავა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობისადმი სხვადასხვა მნიშვნელობის მინიჭებისას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს, კერძოდ: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტო გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. ასეთ შემთხვევაში მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამონათქვამი განსხვავებულად არის გაგებული. აღნიშნული გამორიცხავს ხელშეკრულების განმარტების შესაძლებლობას იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი, ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ერთ ერთ სადაზღვევო რისკს წარმოადგენს - ავტოსაგზაო შემთხვევა, მათ შორის მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება და სავალი ნაწილიდან საპირისპირო მიმართულებით გადასვლა. ხელშეკრულება არ შეიცავს დათქმას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული პუნქტის მიზნებისათვის, ავტოსაგზაო შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო რისკს მიუხედავად მძღოლის ბრალისა. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით ხელშეკრულების ზოგადი დათქმა „ავტოსაგზაო შემთხვევა“ არის ამომწურავი და მასში მოიაზრება ნებისმიერი ავტოსაგზაო შემთხვევა, მათ შორის ისეთი გამონაკლისებიც როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება და სავალი ნაწილიდან საპირისპირო მიმართულებით გადასვლა. რაც შეეხება სადაზღვევო პირობების 5.1.26. პუნქტის მოპასუხისეულ განმარტებას, რომლის თანახმადაც შეგნებულ დარღვევაში იგულისხმება საგზაო მოძრაობის წესების როგორც განზრახი, ისე უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევა, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან დასახელებული პუნქტის ამგვარი განმრატება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულების დანაწესს ავტოსაგზაო შემთხვევასთან, როგორც სადაზღვევო რისკთან დაკავშირებით. სასამართლოს მოსაზრებით, სადაზღვევო პირობების აღნიშნული პუნქტით იგულისხმება მხოლოდ ისეთი განზრახი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას მაგალითად, სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად ან/და ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დარღვევისას. აღნიშნული პუნქტის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების შინაარს და დაზღვევის მიზნებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო პერიოდი მოიცავდა 2018 წლის 03 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, ავტოსაგზაო შემთხვევა კი მოხდა 2018 წლის 24 მაისს. ამასთან, ავტომანქანას მართავდა ჰა--–------–---–---–ი, რომელიც იყო სსიპ ცხ-----–-----------------------------ოს თანამშრომელი, შესაბამისად მოსარჩელის უფლებამოსილი მძღოლი და შემთხვევის დროს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას.
ამრიგად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ადგილი არ ჰქონია მძღოლის განზრახ ქმედებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო შემთხვევას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის, ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე, დამზღვევს კანონმდებელი იმიტომ აკისრებს შეტყობინების ვალდებულებას, რომ შეიძლება სადაზღვევო შემთხვევა დადგეს, მაგრამ მზღვეველმა იგი დადგომისთანავე ვერ შეიტყოს. თუ დამზღვევი დროულად არ შეატყობინებს სადაზღვევო კომპანიას სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ, შეტყობინების დაგვიანების გამო მზღვეველს შეუძლია უარი განაცხადოს სადაზღვევო საზღაურის გაცემაზე. სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ხშირად შეუძლებელია სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ზუსტი განსაზღვრა, ასეთი შემთხვევის გამომწვევი გარემოებების დადგენა და ა.შ. მზღვეველის გათავისუფლება სადაზღვევო საზღაურის გაცემისაგან შეიძლება დადგენილ იქნეს დაზღვევის ხელშეკრულებით, მაგრამ თუ დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების ვალდებულების დარღვევით, მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვა, მაშინ, ზემოაღნიშნული შეთანხმების მიუხედავად, მზღვეველი მაინც მოვალეა გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში, სადაზღვევო პირობების 4.1.1. პუნქტით განისაზღვრა დამზღვევის ვალდებულება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მზღვეველს საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზზე და მიაწოდოს სრული ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის შესახებ; ასევე, არაუგვიანეს 48 საათისა სხვა აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად წარუდგინოს წერილობითი განაცხადი ზიანის დადგომის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას, კი განისაზღვრა მზღვეველის უფლებამოსილება უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.
უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ 24.05.2018წ. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ სსიპ ცხ-----–-----------------------------ომ დაუყოვნებლივ აცნობა სს „სა-------------------------–--ას“, თუმცა განაცხადი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ წარდგენილ იქნა რამდენიმე დღის შემდეგომ, 2018 წლის 29 მაისს (განაცხადის შევსების თარიღად მითითებულია 29.05.2018წ.). მოპასუხე სწორედ იმ გარემოებას ხდის სადავოდ, რომ დამზღვევმა სადაზღვევო შემთხვევის შესახებ განაცხადი წარადგინა არა ხელშეკრულებით განსაზღვრულ 48 საათიან ვადაში არამედ 5 დღის შემდგომ.
თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამზღვევის სსიპ ცხ-----–-----------------------------ოს მიერ შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულების ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით, მზღვეველის სს „სა-------------------------–--ას“ ინტერესები არსებითად არ დარღვეულა, რაც მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი.
ამდენად, დადგინდა, რომ 2018 წლის 24 მაისს, ქ. თბ--–--ში, ვა--------–---------------ში, რუ-------–---------------------------ის კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევას. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება რაიმე ისეთი გარემოება (გამონაკლისი), რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით.
სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 02.10.2018წ. დასკვნის თანახმად, 2014 წელს დამზადებული, ფურგონის ტიპის ავტომობილ „FORD TRANSIT CUSTOM”-ზე, სახელმწიფო ნომრით S--------, დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ცვეთის კოეფიციენტისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს - 12 049 ლარს. მოპასუხემ სადავოდ გახადა აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ზიანის ოდენობა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების საწინააღმდეგოდ, მას არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, კი ვერ იქნება მიჩნეული სადავოდ გამხდარი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციური მტკიცებულებად. შესაბამისად, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ზიანის ოდენობას დადგენილად მიიჩნევს.
ამრიგად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ცხ-----–-------------------------------ის მოთხოვნა სს „სა-------------------------–--ასათვის“ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის - 12 049 ლარის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 839-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო.
სადაზღვევო პირობების 2.1. პუნქტის თანახმად, თუ უბედური შემთხვევა გამოწვეულია ავტოტრანსპორტით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მესამე პირის გარდაცვალება, ჯანმრთელობის დაზიანება ან/და რაიმე სახის ქონებრივი ზარალი, მზღვეველი ხელშეკრულებაში/სადაზღვევო პოლისში განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში აუნაზღაურებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ხარჯებს იმ პირს, რომელსაც ეხება დაზღვევა. ხოლო, ტექნიკური პირობების მე-2 მუხლის თანახმად, კი სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა უნდა მოიცავდეს მათ მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას მესამე პირის მიმართ, ლიმიტი თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე - 5000 ლარი. ამდენად, მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა.
მოპასუხე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა უფლებამოსილება მისი თანხმობის გარეშე განეხორციელებინა მესამე პირის დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა, რის გამოც მას არ ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს სადაზღვევო პირობების 5.2.2. პუნქტს, რომლის თანახმადაც, არც ერთ შემთხვევაში არ ანაზღაურდება დანაკარგი, დაზიანება, რომელიც გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით: შემთხვევებზე, როდესაც დამზღვევი (დაზღვეული) მესამე პირის წინაშე თავის ვალდებულებებს აღიარებს მზღვეველის წერილობითი თანხმობის გარეშე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, სს „სა-------------------------–--ამ“ უარი განუცხადა მოსარჩელეს ავტოსაგზაო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ ავტომანქანის მძღოლმა შეგნებულად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები. აღნიშნულის შემდგომ მოსარჩელემ დამატებით ორჯერ 2018 წლის 04 ივლისსა და 09 აგვისტოს მიმართა მოპასუხეს წერილობით და მოითხოვა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, დამზღვევს აღარ გააჩნდა იმის მოლოდინი, რომ მზღვეველი გამოთქვამდა თავის პოზიციას - წერილობით თანხმობას ან უარს, მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისად, მზღვეველის მხრიდან ანაზღაურებაზე უარის თქმის გამო, მას აღარც ვალდებულება გააჩნდა დალოდებოდა სადაზღვევო კომპანიის თანხმობას, რის გამოც მოსარჩელის მხრიდან მესამე პირის ავტომანქანის შეკეთების შემთხვევაში, აღნიშნული ვერ განიხილება მის მიერ სადაზღვევო პირობების 5.2.2. პუნქტის დარღვევად. ამასთან, როგორც მოსარჩელემ განმარტა მას არ შეუკეთებია მესამე პირის ავტომანქანა.
სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 12.11.2018წ. დასკვნის თანახმად, 2005 წელს დამზადებულ, მსუბუქ ავტომობილ „PEUJEOT 307”-ზე, სახელმწიფო ნომრით Z--------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს - 2640 ლარს. მოპასუხემ, ასევე სადავოდ გახადა აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ზიანის ოდენობა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების საწინააღმდეგოდ, მას არც ამ შემთხვევაში წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, კი ვერ იქნება მიჩნეული სადავოდ გამხდარი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციური მტკიცებულებად. შესაბამისად, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ზიანის ოდენობას დადგენილად მიიჩნევს.
ამდენად, სასამართალო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის - 2640 ლარის ანაზღაურების თაობაზე, ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 540.35 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, ვინაიდან სსიპ ცხ-----–-----------------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად სს „სა-------------------------–--ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 440.67 ლარის ანაზღაურება.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნიდან გამომდინარე (14 689 ლარი) სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - 440.67 ლარს, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კი მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 540.35 ლარი. შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა - 99.68 ლარის ოდენობით.
7.2. მოსარჩელე ითხოვს მის მიერ ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის - 723 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს.
რაც შეეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათი ამომწურავი ჩამონათვალი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები. ამდენად, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს იმ პირებისათვის ასანაზღაურებელ ხარჯებს, რომლებიც დახმარებას უწევენ სასამართლოს (მოწმეები, სპეციალისტები, ექსპერტები, თარჯიმნები და ა.შ.)
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. ამასთან, სარჩელს, ერთვის მოსარჩელის მიერ - 723 ლარის ოდენობით ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (იხ. ს.ფ. 66-72). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული ხარჯის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ ცხ-----–-----------------------------ოს სარჩელი სს „სა-------------------------–--ას“ მიმართ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1. სს „სა-------------------------–--ას“ სსიპ ცხ-----–-----------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს, სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 12 049 ლარის გადახდა.
1.2. სს „სა-------------------------–--ას“ სსიპ ცხ-----–-----------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს, სადაზღვევო შემთხვევით მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 2 640 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე სს „სა-------------------------–--ას“ მოსარჩელე სსიპ ცხ-----–-----------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 440.67 ლარისა და ექსპერტიზის საფასურის - 723 ლარის გადახდა.
3. სსიპ ცხ-----–-----------------------------ოს დაუბრუნდეს 2018 წლის 12 დეკემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 540.35 ლარიდან - 99.68 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300773150, საგადახდო მოთხოვნა №04536
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბ--–--ის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე