განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4------
(გამოძიების №0----------0)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--------------–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ-----------–-----ე (დაბადებული - 1----–-–--------------------------------–----------–---------------------------------------–------------------------–------------------–------–-----------------------------------------------–-----------------------------------------------------------------------ში).
ადვოკატი - კ-----------–---–ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის 1-ლი ნაწილით, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისათვის ნასამართლევი გ-----------–-----ე 2018 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ქ. თბილისი, რ-------------------------------------------ში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ნ------–----ეს. ასევე 2018 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 14 საათზე გ-----------–-----ე მობილური ტელეფონის საშუალებით, ქათამივით თავის წათლით და მოკვლით დაემუქრა ქ. თბილისი, რ-----------------------------------------ში მყოფ მეუღლე ნ------–----ეს. დაზარალებულს ორივე შემთხვევაში გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32.).
2.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
2.4. გ-----------–-----ის მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ - ნ------–----ის, მოწმეების - ზ--------–----ის, ნ-------–----ის, გ-------------–--ის, ჯ-------------–--სა და რ---–-------------–---–ის ჩვენებები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 აგვისტოს განაჩენი, დაზარალებულ ნ------–----ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი აუდიო ჩანაწერი გაშიფრული ტექსტით, კერძოდ:
2.5. დაზარალებულმა ნ------–----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ყოფილი მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები და დამატებით განმარტა, რომ გ-----------–-----ესთან ერთად, დაახლოებით 13 წლის წინ შექმნა ოჯახი. თანაცხოვრების ბოლო პერიოდში მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა. 2017 წელს, ბრალდებულის აგრესიული ქმედებებისა და მუქარის გამო განცხადებით მიმართა პოლიციას. გ-----------–-----ე დააკავეს ოჯახური დანაშაულის ბრალდებით. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მცირე დრის განმავლობაში მეუღლესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ბრალდებულმა გააგრძელა მარიხუანას მოწევა და კონფლიქტებიც გაგრძელდა. დაზარალებულის განმარტებით, 2018 წლის 15 აგვისტოს, მის საცხოვრებელ სახლში, სამზარეულო ოთახში განმარტოებით საუბრისას გ-----------–-----ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა, რომ დანის პირზე დადიოდა და წიწილასავით წააცლიდა თავს. ოჯახის წევრების სახლში ყოფნის გამო შედარებით მშვიდად იყო, თუმცა მუქარამ ძალიან შეაშინა, ვინაიდან მისთვის უცნობი იყო როდის დაკარგავდა ბრალდებული მოთმინებას და შეასრულებდა დანაპირებს. 2018 წლის 18 აგვისტოს მობილურ ტელეფონზე დაურეკა გ-----------–-----ემ და შერიგება მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ ბრალდებული დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ბრალდებული საათობით ესაუბრებოდა მობილური ტელეფონით, განაგრძობდა მუქარის შემცველი სიტყვებით საუბარსა და გინებას. ტელეფონის გათიშვას ვერ ბედავდა, რადგან გ-----------–-----ე დაჰპირდა, რომ თუ მასთან საუბარს შეწყვეტდა, სახლში მიაკითხავდა. ბრალდებულის თქმით, თუ შეიტყობდა, რომ მას (ნ------–----ე) მეგობარი მამაკაცი ჰყავდა, ქათამივით წააცლიდა თავს. ხშირად უმეორებდა, რომ მის გამო 15 წელი ჩაჯდებოდა ციხეში. მიანიშნებდა მისი მოკვლის შემთხვევაში თუ რა სასჯელს მიიღებდა. 2018 წლის 18 აგვისტოს, გ-----------–-----ესთან საუბრისას მობილური ტელეფონი ჩართული ჰქონდა ხმამაღალ რეჟიმზე და ბრალდებულის მუქარა მისი ოჯახის წევრებმაც გაიგონეს. გ-----------–-----ემ მისი (ნ------–----ე) სიცოცხლის მოსპობის მუქარა გ-------------–--ესთან სატელეფონო საუბარშიც გაიმეორა. ბრალდებულის მუქარა სერიოზულად აღიქვა, ერთი კვირა სახლში ვერ მიდიოდა, რადგან ეშინოდა. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ გამოძიებისთვის წარდგენილ აუდიოჩანაწერებში ესაუბრება გ-----------–-----ეს. მესამე პირი, რომელიც სატელეფონო საუბარში ჩაერთო, არის გ-------------–--ე (მისი სიძე). ნ------–----ემ დაადასტურა, რომ ორივე შემთხვევაში (2018 წლის 15 აგვისტოს შეხვედრისას და 2018 წლის 18 აგვისტოს სატელეფონო საუბრისას), სიტყვები „ქათამივით უნდა წაეცალოს თავი“, აღიქვა რეალურ მუქარად ბრალდებულის წარსული ცხოვრებიდან, აგრესიულობიდან და საუბრის ტონიდან გამომდინარე. დაზარალებულის განმარტებით, გ-----------–-----ის თავისუფლებაში ყოფნისას მშვიდი ცხოვრება არ ჰქონდა, რადგან მუდმივად შიშის ქვეშ ცხოვრობდა. შეშინებულმა სახლის კარს საკეტიც გამოუცვალა.
2.6. მოწმე ზ--------–----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მის შვილს (ნ------–----ეს) და სიძეს (გ-----------–-----ეს) ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. ბრალდებულის მხრიდან ნ------–----ის მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტს პირადად არ შესწრებია, მაგრამ გ-----------–-----ე საუბარში არ უარყოფდა, რომ მეუღლეს ემუქრებოდა. ნ------–----ისა და გ-----------–-----ის პირველ კონფლიქტში ჩაერია და შეარიგა ისინი. მოგვიანებით ურთიერთობა კვლავ აერიათ და მეუღლეებს შორის კონფლიქტები გაგრძელდა. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 15 აგვისტოს, ნ------–----ე პირადად შეხვდა გ-----------–-----ეს და ცალკე ოთახში ესაუბრა. ამ დროს ოჯახში ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. საუბრის დასრულების შემდეგ ნ------–----ემ განაცხადა, რომ გ-----------–-----ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც არ უარყო ბრალდებულმაც, თუმცა აღნიშნა, რომ მუქარის მიუხედავად არ აპირებდა მის მოკვლას. ზ--------–----ემ ასევე დაადასტურა გ-------------–--ის მობილური ტელეფონით საუბარი ბრალდებულთან, რა დროსაც გ-----------–-----ემ განაცხადა, რომ თავმოყვარეობა უნდა აღედგინა და ნ------–----ე უნდა მოეკლა (წიწილივით წავაცლი თავსო). ნ------–----ეს მუქარის შეეშინდა, რადგან ბრალდებული არაადეკვატური იყო. გ-----------–-----ესთან სატელეფონო საუბრისას, ნ------–----ემ მიკროფონი ჩართო და მთელმა ოჯახმა გაიგონა ბრალდებულის მუქარა.
2.7. მოწმე ნ-------–----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მისი და (ნ------–----ე) და სიძე (გ-----------–-----ე) დაახლოებით 12 წლის წინ შეუღლდნენ. 2017 წლის დეკემბრის თვეში, გ-----------–-----ე მეუღლეზე განხორციელებული მუქარის ფაქტზე დააკავეს. გათავისუფლების შემდეგ ბრალდებული დაჟინებით მოითხოვდა შერიგებას. გ-----------–-----ემ არაერთხელ დადო პირობა, რომ მარიხუანას აღარ მოიხმარდა და მეუღლეს არ დაემუქრებოდა. ბრალდებულმა პირობა დაარღვია, კვლავ მოიხმარა მარიხუანა და გააგრძელა ნ------–----ის მიმართ მუქარა. დაზარალებული მიხვდა, რომ მეუღლეს ვერ გამოასწორებდა და დასცილდა. 2018 წლის 15 აგვისტოს ნ------–----ე და გ-----------–-----ე ერთმანეთს შეხვდნენ და ისაუბრეს. შეხვედრისას ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ. ნ------–----ე და გ-----------–-----ე სამზარეულო ოთახში საუბრობდნენ, თუმცა მათი ხმა კარგად ესმოდა. გ-----------–-----ე დაჟინებით ითხოვდა შერიგებას. იგი თავს დამნაშავედ არ თვლიდა. გ-----------–-----ე დაზარალებულს ეუბნებოდა, რომ დანის პირზე დადიოდა და ყელს გამოჭრიდა. ბრალდებული დაბალი ხმით საუბრობდა, მაგრამ ვინაიდან სამზარეულოს კარი არ გააჩნია, ყველაფერი გაიგონა. გ-----------–-----ემ გ-------------–--ესთან საუბარში აღიარა, რომ ნ------–----ეს დაემუქრა. ნ---- ძალიან შეშინებული იყო, სახლში მარტო დარჩენა არ უნდოდა. 2018 წლის 18 აგვისტოს, გ-----------–-----ე დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრებოდა ნ------–----ეს. ემუქრებოდა, რომ ტელეფონს თუ გათიშავდა, მიაკითხავდა და მოკლავდა. შეშინებული ნ---- სახლში ვერ მიდიოდა. სატელეფონო საუბარში მისი მეუღლე (გ-------------–--ე) ჩაერია და ბრალდებულს ჰკითხა თუ რას ედავებოდა მეუღლეს. გ-----------–-----ემ უპასუხა, რომ პატივმოყვარეობის აღდგენა უნდოდა და ქათამივით თავი უნდა წაეცლია ნ------–----ესთვის. ამ დროს ტელეფონი მაღალ ხმაზე იყო ჩართული და ოჯახის ყველა წევრს ესმოდა ბრალდებულის მუქარა.
2.8. მოწმე გ-------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2018 წლის ზაფხულის თვეში (რიცხვი არ ახსოვს) გ-----------–-----ესთან საუბრის შემდეგ ნ------–----ემ უთხრა, რომ ბრალდებული მოკვლით დაემუქრა (ქათამივით წააჭრიდა თავს). მოწმე გ-------------–--ემ ასევე დაადასტურა, რომ ბრალდებულთან მობილური ტელეფონით საუბრისას, ნ------–----ემ ჩართო მიკროფონი და გაიგონა გ-----------–-----ის მუქარა. მობილური ტელეფონი გამოართვა ნ------–----ეს და თვითონაც ესაუბრა ბრალდებულს, რა დროსაც გ-----------–-----ემ მეუღლის მიმართ მუქარა გაიმეორა. ნ------–----ე შეშინებული იყო და ხმა არ ამოუღია. ბრალდებულის მუქარა რეალურად აღიქვა, რადგან გ-----------–-----ე მსგავსი ქმედებისთვის ნასამართლევი იყო წარსულში.
2.9. სასამართლო აფასებს დაზარალებულ ნ------–----ის, მოწმეების - ზ--------–----ის, ნ-------–----ისა და გ-------------–--ის ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია და არ შეიცავს რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს. დაზარალებული და მოწმეები იდენტურად აღწერენ გ-----------–-----ის მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებს. ნ------–----ემ, ზ---------–----ემ, ნ-------–----ემ და გ-------------–--ემ დაადასტურეს, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს, გ-----------–-----ე და ნ------–----ე დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრეს. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული მთელი საუბრის განმავლობაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის შესახებაც შეხვედრის დასრულებისთანავე შეატყობინა ოჯახის წევრებს. მოწმე ნ-------–----ემ დაადასტურა, რომ გ-----------–-----ე და ნ------–----ე სამზარეულო ოთახში, საუბრობდნენ, რომელსაც კარი არ აქვს და მკაფიოდ გაიგონა ბრალდებულის მუქარის შემცველი სიტყვები. მოწმეებმა ასევე ცალსახად მიუთითეს, რომ ბრალდებული არ მალავდა მუქარის ფაქტს ყოფილი მეუღლის მიმართ. ნ------–----ის, ზ---------–----ის, ნ-------–----ისა და გ-------------–--ის ჩვენებებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 18 აგვისტოს, გ-----------–-----ე მობილური ტელეფონით ესაუბრა ნ------–----ეს, რა დროსაც გაუმეორა მუქარის შემცველი სიტყვები, რომ დაზარალებულს ქათამივით წააცლიდა თავს და შელახულ რეპუტაციას აღიდგენდა. ნ------–----ეს მობილური ტელეფონი ხმოვან რეჟიმზე ჰქონდა ჩართული და ოჯახის ყველა წევრმა გაიგონა ბრალდებულის მუქარის შემცველი სიტყვები. გ-------------–--ემ დაადასტურა, რომ იგი ჩაერთო გ-----------–-----ისა და ნ------–----ის სატელეფონო საუბარში. ჰკითხა ბრალდებულს თუ რა პრეტენზია ჰქონდა დაზარალებულთან, რაზედაც გ-----------–-----ემ განუცხადა, რომ ქათამივით უნდა წაეცალა თავი ნ------–----ესთვის და შელახული რეპუტაცია აღედგინა. ამდენად, დაზარალებულ ნ------–----ისა და მოწმეების - ზ--------–----ის, ნ-------–----ისა და გ-------------–--ის ჩვენებებით სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს პირადი შეხვედრისას და 18 აგვისტოს სატელეფონო საუბრისას გ-----------–-----ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნ------–----ეს. დაზარალებულმა ცალსახად მიუთითა და მოწმეებმაც დაადასტურეს, რომ ნ------–----ემ მუქარა აღიქვა რეალურად და შიშით ცხოვრობდა. აღნიშნულ საკითხზე სასამართლო დამატებით იმსჯელებს ქვემოთ ქმედების სამართლებრივი შეფასების ნაწილში.
2.10. 2018 წლის 11 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ჯ-------------–--ს მიერ, დაზარალებულ ნ------–----ის მონაწილეობით დათვალიერდა, ამ უკანასკნელის მიერ გამოძიებისთის მიწოდებული აუდიო ჩანაწერი ერთ დისკზე, რომელშიც მოთავსებულია ერთი ფაილი, სახელწოდებით ,,August 18 2018”. ნ------–----ის განმარტებით, დისკზე ჩაწერილია მისი საუბარი ყოფილ მეუღლესთან - გ-----------–-----ესთან. სატელეფონო საუბრისას გ-----------–-----ე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ნ------–----ეს, ასევე მისი ოჯახის წევრებს, უკმაყოფილებას და აგრესიას გამოხატავს იმის გამო რომ ციხეში ჩასვეს, ეუბნება დაზარალებულს, რომ ყველაფრის ღირსია, რაც გაუკეთა და ტელეფონის გათიშვის შემთხვევაში „ცხოვრებიდან გათიშვით“ ემუქრება. გ-----------–-----ე: „..ყ... მკიდიხარ, რა მინდა და დედას მოგ... მე გითხარი მილიონჯერ ყურმილს რო დამიკიდებ“. საუბარში ერთვება ნ------–----ის სიძე გ-------------–--ე, რომელსაც გ-----------–-----ე ეუბნება, რომ დაზარალებულს თავი უნდა წაეცალოს, რაც მის თავმოყვარეობას აღადგენს - „რა უნდა გაკეთდეს და ქათამივით თავი უნდა წაეთალოს“; „რისი ღირსი არი იმას მიიღებს და აღდგება ჩემი თავმოყვარეობა“. ბრალდებული გინებითა და უცენზურო სიტყვებით არაერთგზის მიმართავს დაზარალებულს და ასევე არაერთხელ ემუქრება სიცოცხლის მოსპობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დათვალიერების ოქმი და მასში მითითებული ინფორმაცია სრულ შესაბამისობაშია ნივთიერ მტკიცებულებასთან - ,,აუდიო ჩანაწერთან“.
2.11. სასამართლო აფასებს აუდიო ჩანაწერს, 2018 წლის 11 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს და აღნიშნავს, რომ აუდიო ჩანაწერის ავთენტიკურობა/წარმომავლობა დადასტურებულია დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეებს პრეტენზია არ დაუფიქსირებიათ საქმის არსებითი განხილვისას. რაც შეეხება აღნიშნულ მტკიცებულებათა შინაარსს, სასამართლოს მიაჩნია, რომ აუდიოჩანაწერი და მისი გაშიფრული ტექსტი ცალსახად ადასტურებენ გ-----------–-----ის მუქარის შემცველ და აგრესიულ სიტყვებს ყოფილი მეუღლის მიმართ. საუბარში ბრალდებული „ცხოვრებისგან გათიშვითა“ და ქათამივით თავის წათლით ემუქრება დაზარალებულს, არაერთგზის აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებს უშვერი სიტყვებით. სატელეფონო საუბარში ერთვება მამაკაცი, რომელიც დაზარალებულის განმარტებით არის მისი სიძე გ-------------–--ე. გ-----------–-----ესთან 2018 წლის 18 აგვისტოს სატელეფონო საუბრის ფაქტი ასევე დაადასტურა გ-------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. გ-------------–--ესთან საუბარში ბრალდებული იემორებს მუქარის შემცველ სიტყვებს და აღნიშნავს, რომ ნ------–----ეს თავი უნდა წაეცალოს ქათამივით, რაც მის შელახულ რეპუტაციას აღადგენს.
2.12. სასამართლოა აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ნ------–----ის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული აუდიო ჩანაწერი და აღნიშნული ჩანაწერის დათვალიერების ოქმი ცალსახად ადასტურებს დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს გ-----------–-----ის მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარასთან დაკავშირებით.
2.13. გამომძიებელმა ჯ-------------–--მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ დაზარალებულ ნ------–----ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. გამოძიების ფარგლებში გამოკითხა დაზარალებული ნ------–----ე და მოწმეები, დაათვალიერა მის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ჩანაწერი, გ-----------–-----ეს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და მოახდინა მტკიცებულებათა გაცვლა დაცვის მხარესთან. დაზარალებულის განმარტებით, გ-----------–-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივი იყო ეჭვიანობა. გამოკითხვისას ნ------–----ე იყო შეშინებული.
2.14. გამომძიებელმა რ---–-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ბრალდებულ გ-----------–-----ის ადგილსამყოფელის შესახებ, რის შესახებაც შეადგინა პატაკი და გადასცა ხელმძღვანელობას. მიღებულ ოპერატიულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაიკითხა გამომძიებლის მიერ. სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
2.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - ჯ-------------–-- და რ---–-------------–---–ი არიან პოლიციის თანამშრომლები. ჯ-------------–--მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე. რ---–-------------–---–მა კი დაადასტურა მიღებული ოპერატიული ინფორმაციისა და მის მიერ შედგენილი პატაკის სისწორე. აღნიშნული მოწმეები არ არის ფაქტის უშუალო შემსწრეები, ჯ-------------–--ს ჩვენება ემყარება დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო რ---–-------------–---–ის ჩვენება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების მიმართ საერთოდ არ არის რელევანტური.
2.16. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე, პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).
2.17. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).
2.18. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - ჯ-------------–--სა და რ---–-------------–---–ის ირიბი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თუ არა გ-----------–-----ე ყოფილ მეუღლეს.
2.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. აღსანიშნავია, რომ საქმის არსებითად განხილვის დროს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უდავო მტკიცებულების სახით იქნა მიღებული მოწმეების - გიორგი ბერუაშვილისა და თინა გეგიას გამოკითხვის ოქმები, რომლითაც არ დგინდება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.
2.20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის #1------ განაჩენით, გ-----------–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვის ვადით. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე და მიექცა აღსასრულებლად.
2.21. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განაჩენით დასტურდება, რომ გ-----------–-----ე გასამართლებულ იქნა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისათვის, რომლისთვისაც დანიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით აქვს სრულად მოხდილი.
2.22. სასამართლოს საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს პირადი საუბრისას და 2018 წლის 18 აგვისტოს სატელეფონო საუბრისას, გ-----------–-----ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს ნ------–----ეს. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, სატელეფონო საუბრების ჩანაწერი, ბრალდებულის აგრესიული ტონი და უშუალოდ ნ------–----ის განმარტებები ცხადყოფს, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება. ამ საკითხის შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ: მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას უნდა წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივი ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი და განისაზღვროს ჩათვლიდა თუ არა ასეთი ადამიანი კონკრეტულ მუქარას რეალურად. ამ დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ დამმუქრებლის პიროვნება, ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, ფორმა, არაერთჯერადი ხასიათი, პირის შეიარაღება, ფიზიკური კონდიციები მუქარის წარმოთქმისას და ობიექტური დაბრკოლებების არსებობა/არარსებობა.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ გ-----------–-----ე და ნ------–----ე იყვნენ მეუღლეები, თანაცხოვრების პერიოდში ჰყავთ საერთო შვილი, შესაბამისად, გ-----------–-----ე არის ოჯახური დანაშაულის სუბიექტი.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 აგვისტოსა და 18 აგვისტოს გ-----------–-----ის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული მუქარა მიმართული იყო ნ------–----ის სიცოცხლის მოსპობისაკენ. ბრალდებულის მიერ დაზარალებულთან საუბრისას (როგორც პირადად ასევე მობილური ტელეფონის მეშვეობით) გამოყენებული სიტყვები („წიწილასავით წაგაცლი თავს“, „დანის პირზე დადიხარ“, ,,გაგთიშავ ცხოვრებიდან“, ,,თხუთმეტი წელი ჩავჯდები“), აგრესიული მიმართვა და არარეთგზის გინება ნებისმიერ, ჩვეულებრივი, ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს შეუქმნიდა განცდას მუქარის რეალურობასთან დაკავშირებით. ამასთან, დამმუქრებლის პიროვნების (ნასამართლევია მუქარისთვის), დამნაშავესა და მსხვერპლს შორის ურთიერთდამოკიდებულების, მუქარის გამოხატვის ხერხისა და დაზარალებულის განმარტებების (შეეშინდა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში) გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - მუქარის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი.
3.5. რაც შეეხება მუქარის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
3.6. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ-----------–-----ე არის ნასამართლევი პირი საქართველოს სსკ-ის 111-151 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ვინაიდან მუქარისათვის ნასამართლევი გ-----------–-----ე კვლავ დაემუქრა ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით, შესაბამისად, სახეზეა მუქარის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ქმედების ჩადენა არაერთგზის.
3.7. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ-----------–-----ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გ-----------–-----ეს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გ-----------–-----ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. ამდენად, სასამართლო ითვალისწინებს გ-----------–-----ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან ქალის - ყოფილი მეუღლის მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (გ-----------–-----ე როგორც პირადად ასევე მობილური ტელეფონით საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ------–----ეს) გ-----------–-----ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულისათვის დაერღვია სიმშვიდე და მყუდროება), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს შვილები, არის უმუშევარი) გ-----------–-----ის ქცევას სასამართლო განხილვის დროს (საქმის არსებითად განხილვის დროს ბრალდებულს წესრიგი ფაქტობრივად არ დაურღვევია), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (შურისძიება/დაზარალებულის დაშინება) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გ-----------–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
4.6. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
4.7. ამდენად, განაჩენის 4.5. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გ-----------–-----ეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გ-----------–-----ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება - დისკი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-----------–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. გ-----------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
3. გ-----------–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 20 აგვისტოდან.
4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი