გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/34023-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - სს „---------------------------------------–-------
წარმომადგენელი - ლ---------------–ია, ჯ--------–-–---–ი
მოპასუხე - ზ-------------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ზ-------------------ეს მოსარჩელე სს „---------------------------------------–--------ს სასარგებლოდ დაეკისროს 4 661.42 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2018 წლის 27 სექტემბერს, ქ. თბილისში, მარშალ გელოვანიდან აღმაშენებლის გამზირისკენ მოძრაობისას, ზ-------------------ე, რომელიც მართავდა ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით: M------ შეეჯახა სს „---------------------------------------–-----ში“ დაზღვეულ ნისანის მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით: Q------ (ავტომობილის დაზღვევის პოლისი #M-----------). აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოპასუხე ზ-------------------ის ბრალეულობით და მას გამოეწერა ჯარიმა - 250 ლარის ოდენობით (ელექტრონული საჯარიმო ქვითარი), ასევე მოპასუხე ზ-------------------ის ბრალეულობა დასტურდება საპატრულო პოლიციის თანამშრომელთან დაწერილი ახსნა-განმარტებით. დაზიანებული ავტომანქანა ზიანის განსაზღვრისათვის წარდგენილ იქნა შპს „ა-----------------აში“, რომლის დეფექტური აქტის თანახმად მოხდა ავტომობილის შესწავლა, დადგინდა უშუალოდ შეჯახების შედეგად არსებული დაზიანებები და მოხდა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების პირვანდელ მდგომარეობაში მიყვანისათვის საჭირო საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, რამაც შეადგინა 5109 ლარი. დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფრანშიზის და სხვა თანხების გათვალისწინებით დამზღვევისათვის გადახდილ იქნა 4661.42 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს „---------------------------------------–------- ითხოვს მოპასუხე ზ-------------------ეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 4 661.42 ლარის გადახდა.
(მტკიცებულება: 22.11.2018 წლის სარჩელი, 10.06.2019 წლის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ზ-------------------ემ წარმოადგინა წერილობითი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი ცნო ნაწილობრივ (1200 ლარის ფარგლებში), სადავო გახადა ზიანის ოდენობა და განაცხადა, რომ მისგან დამოუკიდებლად მოხდა დაზიანებლი ავტომანქანის შეკეთება, არ მიეცა შესაძლებლობა შეღავათიან ფასად თვითონ შეეკეთებინა ავტომანქანა. მოპასუხე ზ-------------------ემ აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო, დაზიანებული ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით: Q------) დაზღვევის თაობაზე. მოპასუხემ 2019 წლის 18 თებერვალს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე წარმოადგინა შპს „------------უპ“-ის მიერ გაცემული 2019 წლის 8 თებერვლის ინვოისი #1/0802, ანგარიშ-ფაქტურა გასაწევი მომსახურებისათვის და აღნიშულ ანგარიშ-ფაქტურაზე დაყრდნობით სარჩელი ცნო მხოლოდ 1500 ლარის ნაწილში.
(მტკიცებულება: 13.12.2018 წლის შესაგებელი; შპს „------------უპ“-ის მიერ გაცემული 08.02.2019 წლის ინვოისი #1/0802, ანგარიშ-ფაქტურა გასაწევი მომსახურებისათვის; 10.06.2019 წლის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 27 სექტემბერს, ქ. თბილისში, მარშალ გელოვანიდან აღმაშენებლის გამზირისკენ მოძრაობისას, მოპასუხე ზ-------------------ე, რომელიც მართავდა ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით: M------ შეეჯახა სს „---------------------------------------–-----ში“ დაზღვეულ ნისანის მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით: Q------ (ავტომობილის დაზღვევის პოლისი #M-----------). აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოპასუხე ზ-------------------ის ბრალეულობით და მას გამოეწერა ჯარიმა - 250 ლარის ოდენობით (ელექტრონული საჯარიმო ქვითარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განამრტება;
- 27.09.2018 წლის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (*e-------*);
- 27.09.2018 წლის ზ-------------------ის ახსნა-განმარტება;
- 27.09.2018 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმი;
- 04.01.2017 - 03.01.2020 წლის სს „---------------------------------------–--------ს ავტომობილის დაზღვევის პოლისი (# M-----------).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა - 5109 ლარი. დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფრანშიზის და სხვა თანხების გათვალისწინებით დამზღვევისათვის გადახდილ იქნა 4661.42 ლარი. ზიანის დაანგარიშება მოხდა შემდეგნაირად:
1) წინა მოპირკეთება - 451 ლარი;
2) სამაგრი კლიფსა - 10 ლარი;
3) წინა ბამპერის ძელი - 394 ლარი;
4) წინა ბამპერის ქაფი - 164 ლარი;
5) წინა მარჯვენა ფარი - 597 ლარი;
6) წინა ბამპერის ქვედა ნაწილი - 314 ლარი;
7) უკანა ბამპერის ქვედა ნაწილი - 282 ლარი;
8) უკანა ბამპერი - 683 ლარი;
9) უკანა ბამპერის ძელი - 352 ლარი;
10) უკანა ბამპერის ქაფი - 272 ლარი;
11) სარობოტე სამუშაო - 200 ლარი;
12) სათუნუქე სამუშაო - 400 ლარი;
13) პოლირება - 60 ლარი;
14) საპლასტმასე სამუშაო - 100 ლარი;
15) დაშლა აწყობა - 200 ლარი;
16) წინა ბამპერის შეღებვა - 120 ლარი;
17) კაპოტის შეღებვა - 170 ლარი;
18) უკანა ბამპერის შეღებვა - 120 ლარი;
19) საბარგულის კანტის შეღებვა - 120 ლარი;
20) შიდა სამღებრო - 100 ლარი.
შპს „ა-----------------ის“ 2018 წლის 2 ოქტომბრის ხარჯთაღრიცხვის თანახმად დადგენილია, რომ ავტომობილის (მწარმოებელი: NISSAN, მოდელი: JUKE, გამოშვების წელი - 2015, სახელმწიფო ნომერი: Q------) ძარას წინა და უკანა მხიდან აღენიშნება დაზიანებები, რაც ცალსახად გამწვეულია სხვა ობიექტთან შეჯახებით. შეჯახების შედეგად, როგორც ვიზუალურად შესამჩნევი, ასევე მათ ქვეშ განთავსებული დაზიანებული ნაწილების და მათი შემადგენელი ცალკეული დეტალების (მაგ: სამაგრები, პლასტმასის დამატებითი დეტალები, კანტები და სხვა) ჩამონათვალი და ღირებულება, ასევე სათუნუქე, სამღებრო, სარობოტე თუ სხვა სახის სამუშაოების ღირებულება მოცემულია ცხრილში, მითითებული ნაწილები არ ექვემდებარება აღდენას და აუცილებელია მათი შეცვლა.
მოპასუხემ სადავო გახადა როგორც დაზიანების ხარისხი ასევე აღდგენითი ხარჯის ოდენობა და წარმოადგინა შპს „------------უპ“-ის მიერ გაცემული 2019 წლის 8 თებერვლის ინვოისი #1/0802, ანგარიშ-ფაქტურა გასაწევი მომსახურებისათვის, რომლის თანახმად, შპს „------------უპ“-მა გამოიკვლია შესრულებული სამუშაოს დასახელება, კერძოდ: სათუნუქე სამუშაო - 300 ლარი, დაშლა-აწყობა - 100 ლარი; საპლასტმასე სამუშაო - 300 ლარი, სამღებრო სამუშაო - 350 ლარი, პოლირება - 80 ლარი, გაუთვალისწინებელი ხარჯი - 400 ლარი, რომლის ჯამმა შეადგინა - 1530 ლარი, რაც შეეხება დაზიანებული ნაწილების ღირებულებას, რომლის ხარჯმა შპს „ა-----------------ის“ ხარჯთაღრიცხვის თანახმად, შეადგინა - 3519 ლარი, შპს „------------უპ“-ის მიერ არ იქნა დაანგარიშებული, მაშინ როდესაც, მოპასუხე ზ-------------------ემ 2018 წლის 27 სექტემბრის ახნა-განამრტებით დაადასტურა, რომ ავტომანქანას (მწარმოებელი: NISSAN, მოდელი: JUKE, გამოშვების წელი - 2015, სახელმწიფო ნომერი: Q------) შეჯახების შედეგად დაუზიანდა „უკანა ბამპერი და წინა შიტოკი, საბარგულის სახურავი, ე.წ. აბლიცოვკა."
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს თუ შესაგებელს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სადავოდ გახადა ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, თუმცა არ წარმოუდგენია სრულყოფილი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ალტერნატიული (შესასრულებელი სამუშაოების და დაზიანებული ნაწილების) შეფასება. მოსარჩელის და მოპასუხის დასკვნები შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებაში თითქმის თანხვედრაშია (1590 ლარი მოსარჩელის დასკვნის მიხედვით და 1530 ლარი მოპასუხის დასკვნის მიხედვით), განსხვავებას განაპირობებს დაზიანებული ნაწილების ღირებულება (მოსარჩელის შეფასებით 3519 ლარი). მოპასუხემ სადავო გახადა, მოსარჩელის არგუმენტი რომ ავტომანქანას დაუზიანდა ნაწილები, მისი განმარტებით ავტომანქანას მხოლოდ ბამპერი დაუზიანდა. სასამართლო ვერ გაიზარებს მოპასუხის ამგვარ არგუმენტს, ვინაიდან საქმეს ერთვის მოპასუხის ახსნა-განმარტება შემთხვევის ადგილზე დაწერილი (ს.ფ64), სადაც მითითებულია რომ ავტომანქანას დაუზიანდა „უკანა ბამპერი და წინა შიტოკი, საბარგულის სახურავი, დაეწია აბლიცოვკა".
სასამართლო ეყრდნობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპს „ა-----------------ის“ ხაჯთაღრიცხვას და ვერ გაითვალისწინებს შპს „------------უპ“-ის მიერ გაცემული 2019 წლის 8 თებერვლის ინვოისს #1/0802 (ანგარიშ-ფაქტურა გასაწევი მომსახურებისათვის).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 02.10.2018 წლის შპს „ა-----------------ის“ მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა;
- 08.02.2019 წლის ინვოისი #1/0802, ანგარიშ-ფაქტურა გასაწევი მომსახურებისათვის;
- 19.10.2018 წლის ზარალის ანაზღაურების დამადასტურებელი საბანკო ქვითარი დამზღვევისათვის 4661.42 ლარის გადარიცხვის თაობაზე (საგადახდო დავალება #950301443).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ზ-------------------ის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას სს „---------------------------------------–-----ში“ დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სახელმწიფო ნომრით: Q------ ზიანის მიყენების ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 27 სექტემბრის საჯარიმო ქვითრით და 2018 წლის 27 სექტემბრის ახსნა-განმარტებით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე სს „---------------------------------------–-----მა“ დამზღვევს აუნაზღაურა ავტოსატრანსპორტო შემთხვევით გამოწვეული ზიანი - 4661.42 ლარის ოდენობით, ამდენად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მზღვეველზე გადავიდა და ის უფლებამოსილია მოსთხოვოს მოპასუხე ზ-------------------ეს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
მოპასუხემ სადავოდ გახადა ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, თუმცა არ წარმოუდგენია სრულყოფილი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ალტერნატიული (შესასრულებელი სამუშაოების და დაზიანებული ნაწილების) შეფასება. შესაბამისად, სასამართლო ეყრდნობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპს „ა-----------------ის“ ხაჯთაღრიცხვას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 140 ლარი.
სასამართლო ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის განაწილების წესს. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო 1500 ლარის ფარგლებში, რომლის პროპორციული ბაჟი - 45 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახლმწიფო ბაჟის - 95 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საადვოკატო მომსახურების ხარჯის (დავის საგნის ღირებულების 4%) ანაზღაურება, მაგრამ საადვოკატო მომსახურების ღირებულების დამადასტურებელი ქვითარი არ წარმოუდგენია, რის გამოც, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საადვოკატო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნაზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს „---------------------------------------–--------ს სარჩელი მოპასუხე ზ-------------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. დაეკისროს მოპასუხე ზ-------------------ეს სს „---------------------------------------–--------ს სასარგებლოდ 4 661.42 ლარის ანაზღაურება;
3. დაეკისროს მოპასუხე ზ-------------------ეს სს „---------------------------------------–--------ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 95 ლარის ოდენობით;
4. მოსარჩელე სს „---------------------------------------–-----ს“ უარი ეთქვას საადვოკატო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნაზე;
5. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „---------------------------------------–-----ს“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 45 ლარი, რაც სს „თიბისი ბანკი“-ს 21/11/2018 წლის №--------- საგადასახდო დავალებით, ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 300773150;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე