გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.06.2019
საქმის ნომერი
240210117001914833
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210117001914833

(2/297-2019)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.06.2019 წელი ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა

მოსარჩელე - ფ-------------–--

მოპასუხე - დ---------–---------

მოპასუხე - რ----–---------–--

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2017 წლის 24 მარტის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოსარჩელე ფ-------------–--ს კუთვნილი მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება.

 

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ აღსრულების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო - ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მ------------მ 2017 წლის 24 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 იანვარს გაცემული N2----------------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოპასუხის რ----–---------–--ს ვალის უზრუნველყოფის მიზნით, აღწერა და დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) ზალის ,,კედელი”,ყავისფერი, ხუთგანყოფილებიანი (შეფასებული 300 ლარად); 2)ტყავის სამეული, შავი ფერის (შეფასებული 220 ლარად); 3)გასაშლელი მაგიდა, ოვალური, 1 ცალი (შეფასებული 70 ლარად); 4) ტელევიზორის მაგიდა, იარუსებიანი, ორი პატარა მინის კარით 1 ცალი (შეფასებული40 ლარად); 5) ),,BEKO”- ფირმის, თეთრი ფერის სარეცხი მანქანა (შეფასებული 300 ლარად); 6) ნაჭრის სამეული ხის ელემენტებით, 1 ცალი (შეფასებული 300 ლარად): 7) ) ზალის ,,კედელი”,მუქი ფერი, სამგანყოფილებიანი (შეფასებული 180 ლარად).

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ დაყადაღებული ნივთები არ წარმოადგენს რ----–---------–--ს საკუთრებას. საცხოვრებელი ბინაც, და მასში განთავსებული ყველა ნივთი მისი და მისი ოჯახის საკუთრებაა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე დ---------–---------მ სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ დაყადაღებული ნივთები სწორედ მოპასუხის რ----–---------–--ს საკუთრებაა და ამ ნივთების რეალიზაციის შედეგად უნდა განხორციელდეს რ----–---------–--ს ვალდებულების შესრულება მის მიმართ.

 

2.2.მოპასუხე რ----–---------–--ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.მხარეებს არ უდავიათ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხე რ----–---------–--ს გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება მოპასუხე დ---------–---------ს მიმართ.

 

3.1.2.მოსარჩელე ფ-------------–-- და მოპასუხე რ----–---------–-- არიან და-ძმა, ხოლო მოპასუხე დ---------–--------- არის მოპასუხე რ----–---------–--ს ყოფილი მეუღლე, შესაბამისად, ფ-------------–--ს ყოფილი რძალი.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა განმარტებებს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 იანვარს გაცემული N2----------------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოპასუხე რ----–---------–--სათვის თავისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ აღსრულების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის

მ-----------ის მიერ 2017 წლის 24 მარტს შედგენილ იქნა მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, რომლის შესაბამისად, ყადაღა დაედო ფ-------------–--ს, თ-----------–--სა და მ-----------–--ს თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში განთავსებულ შემდეგ მოძრავ ნივთებს:1) ყავისფერ, ხუთგანყოფილებიან ზალის ,,კედელს”, (შეფასებულს 300 ლარად); 2) შავი ფერის ტყავის სამეულს, (შეფასებულს 220 ლარად); 3) ოვალურ გასაშლელ მაგიდას, (შეფასებულს 70 ლარად); 4) იარუსებიან ტელევიზორის მაგიდას, ორი პატარა მინის კარით (შეფასებულს-40 ლარად); 5) ),,BEKO”- ფირმის, თეთრი ფერის სარეცხი მანქანას (შეფასებულს 300 ლარად); 6) ნაჭრის სამეულს ხის ელემენტებით, (შეფასებულს 300 ლარად): 7) მუქი ფერი, სამგანყოფილებიან ზალის ,,კედელს”, (შეფასებულს 180 ლარად).

 

აღნიშნული გარემოებები დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (24.03.2017 წ);

 

3.2.2.სენაკის სასამართლოს 2017 წლის 6 მაისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე შეჩერდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 იანვარს გაცემული N2----------------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2017 წლის 24 მარტს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მ-----------ის მიერ დაყადაღებული ნივთების რეალიზაცია.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

-სენაკის სასამართლოს 2017 წლის 6 მაისის განჩინება

 

3.2.3. ყადაღადადებული მოძრავი ნივთები: 1) ზალის ,,კედელი”,ყავისფერი, ხუთგანყოფილებიანი (შეფასებული 300 ლარად); 2)ტყავის სამეული, შავი ფერის (შეფასებული 220 ლარად); 3)გასაშლელი მაგიდა,ოვალური, 1 ცალი (შეფასებული 70 ლარად); 4)ტელევიზორის მაგიდა, იარუსებიანი, ორი პატარა მინის კარით 1 ცალი (შეფასებული40 ლარად); 5) ),,BEKO”- ფირმის, თეთრი ფერის სარეცხი მანქანა (შეფასებული 300 ლარად); 6) ნაჭრის სამეული ხის ელემენტებით, 1 ცალი (შეფასებული 300 ლარად): 7) ) ზალის ,,კედელი”,მუქი ფერი, სამგანყოფილებიანი (შეფასებული 180 ლარად) წარმოადგენს ფ-------------–--ს საკუთრებას.

 

აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი გადანაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცებაც მათი მოვალეობაა და მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. შესაბამისად, ამგვარი სტანდარტით მტკიცების ტვირთი მოცემული დავის არსიდან გამომდინარე უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს აღსრულების საგანზე მისი საკუთრების უფლების არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცების გაქარწყლების ტვირთი.

 

სასამართლო, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით განხილვის შედეგად, მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ნივთების რ----–---------–--სადმი კუთვნილების ფაქტი არ დასტურდება. იგივე მტკიცებულებები კი უდავოდ ადასტურებენ ამ ნივთების მოსარჩელე ფატიმა დანელიას კუთვნილების ფაქტს.

 

კერძოდ: მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დასტურდება ის გარემოება, რომ რ----–---------–--ს ვალდებულების აღსრულების მიზნით, აღმასრულებელმა აღწერა და ყადაღა დაადო მარტვილის რაიონის სოფელ ბ----ში მდებარე ბინაში (მეურნეობის ბინები) განთავსებულ მოძრავ ნივთებს.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით, მარტვილის რაიონის სოფელ ბ----ში მდებარე ბინა, სადაც განთავსებული მოძრავი ნივთები აღმასრულებლის მიერ იქნა ყადაღადადებული, ფ-------------–--ს, თ-----------–--სა და მ-----------–--ს თანასაკუთრებაშია;

 

მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დასტურდება ის გარემოება, რომ ფ-------------–--მ აღმასრულებელს ქონების აღწერისთანავე განუცხადა როგორც საცხოვრებელი ბინის, ისე მოძრავი ნივთების მისადმი კუთვნილების შესახებ.

 

სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე ფ-------------–--მ წარმოადგინა მოწმე-ნაზიკო კუპრაშვილი, რომელმაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ ყადაღადადებული ნივთები შეძენილია ფ-------------–--ს მიერ და მისი კუთვნილებაა (სხდომის ოქმი,17.06.2019 წ).

 

ამ გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას და მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, თითოეული მხარეს ეკისრება მტკიცების ვალდებულება. შესაბამისად, მოპასუხეები - ვალდებულნი არიან გააბათილონ მოსარჩელის არგუმენტაცია, მიუთითონ მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაკლოვანებაზე და თავის მხრივ, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომლითაც დაუპირისპირდებიან მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ფ-------------–--ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიმართ არსებითი შედავება მოპასუხე მხარეს არ განუხორციელებია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მესაკუთრე დანელიამ სადავო მოძრავი ნივთები საკუთრების უფლებით გადასცა მოპასუხე რ----–---------–--ს, შესაბამისად, ამ ნივთების მიმართ რ----–---------–--ს საკუთრების უფლება არ არსებობს.

 

ამდენად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით მთლიანად დადასტურებულია ყადაღადადებული მოძრავი ნივთების ფ-------------–--სადმი საკუთრების უფლებით კუთვნილების ფაქტი.

 

3.2.4.მოპასუხე რ----–---------–--ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ასევე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადებულა,მიუხედავად იმისა, რომ საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის შესახებ შეტყობინება (უწყება) ჩაბარდა საქართველოს სს კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით(ადრესატმა უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე). რ----–---------–--ს სასამართლოსათვის არ მოუმართავს და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ასევე არ მოუმართავს შუამდგომლობით სხდომის გადადების შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან აღწერილი და დაყადაღებული ქონება არ წარმოადგენს მოვალის რ----–---------–--ს საკუთრებას, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ყადაღადადებული ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე მუხლები, საქართველოს კანონი ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე, 32-ე, 44-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით (21-ე მუხლი) გარანტირებული უფლებაა და დაუშვებელია მისი ხელყოფა და შეზღუდვა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სადავო ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე ფ-------------–--.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, გადაწყვეტილების აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომელშიც ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, მიეთითება მოვალისა და კრედიტორის რეკვიზიტები. ამავე კანონის 44-ე მუხლის (ყადაღის საგანი) პირველი პუნქტით, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი.

 

ამრიგად, ხსენებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, იძულებით აღსრულება დასაშვებია მხოლოდ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის კუთვნილი ნივთების რეალიზაციის გზით.

 

განსახილველ შემთხვევაში იძულებით აღსასრულებლად წარდგენილ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ მითითებულია რ----–---------–--, რაც გამორიცხავს მის მიმართ სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების აღსრულების უზრუნველსაყოფად, იმ პირის კუთვნილი ქონების აღწერასა და რეალიზაციას, რომელიც სააღსრულებო ფურცელში მოვალედ მითითებული არ არის. შესაბამისად, ფ-------------–-- არ არის ის პირი, რომელმაც შესაძლებელია პასუხი აგოს რ----–---------–--ს ვალდებულებებზე კრედიტორის წინაშე, რის გამოც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების დაყადაღებით მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნათა დაკმაყოფილება დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, დასახელებული კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ფ-------------–--მ მოითხოვა რა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, დაამტკიცა აღსრულების საგნის - დაყადაღებული ნივთების მიმართ მისი საკუთრების უფლების არსებობა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცება საქმეში არ არის. შესაბამისად, ეს ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

იმავე კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 233-ე მუხლით, არ არსებობს, სასარჩელო მოთხოვნა რ----–---------–--ს მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან”.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმე მაგისტრატი სასამართლოს განსჯადია და ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. ვინაიდან მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, აქედან 50 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, უნდა დაუბრუნდეს მასვე სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან, ხოლო 50 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 .1 მუხლის თანახმად. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 6 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების -ყადაღადადებული ნივთების რეალიზაციის შეჩერების შესახებ, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით და

 

გადაწყვიტა :

 

1. დაკმაყოფილდეს ფ-------------–--ს სარჩელი დ---------–---------სა და რ----–---------–--ს მიმართ, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე.

 

2. სსიპ აღსრულების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო - ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 24 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები: 1) ზალის ,,კედელი”,ყავისფერი, ხუთგანყოფილებიანი (შეფასებული 300 ლარად); 2)ტყავის სამეული, შავი ფერის (შეფასებული 220 ლარად); 3)გასაშლელი მაგიდა,ოვალური, 1 ცალი (შეფასებული 70 ლარად); 4)ტელევიზორის მაგიდა, იარუსებიანი, ორი პატარა მინის კარით 1 ცალი (შეფასებული40 ლარად); 5) ),,BEKO”- ფირმის, თეთრი ფერის სარეცხი მანქანა (შეფასებული 300 ლარად); 6) ნაჭრის სამეული ხის ელემენტებით, 1 ცალი (შეფასებული 300 ლარად): 7) ) ზალის ,,კედელი”,მუქი ფერი, სამგანყოფილებიანი (შეფასებული 180 ლარად) გათავისუფლდეს ყადაღისგან.

 

3. სენაკის სასამართლოს 2017 წლის 6 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღადადებული ნივთების რეალიზაციის შეჩერების შესახებ, დარჩეს უცვლელად.

 

4.დაეკისროთ მოპასუხეებს დ---------–---------სა (პ/ნ 3----------) და რ----–---------–--ს (პ/ნ 6----------) სოლიდარულად ფ-------------–--ს (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის -50 ლარის გადახდა.

 

5.დაუბრუნდეს ფ-------------–--ს (პ/ნ 6----------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით, 2017 წლის 5 მაისს, “ლიბერთი ბანკის მეშვეობით, N1------- საგადახდო დავალებით გადახდილი თანხის ნაწილი -50 ლარი.

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

 

7. მოპასუხე რ----–---------–--ს გაეგზავნოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი სენაკის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდებათ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია