გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/36488-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე: სს "ფ----------------------–ო";
წარმომადგენლები: თ---------------ი, ლ-–---------;
მოპასუხეები: ი-----–--------–-–---–-- მ--------------–ი, შპს "პ---------------–-'', ნ-----------–---–ი;
წარმომადგენელი: რ----------------;
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - ი-----–--------–-–---–ს, მ--------------–ს, შპს "პ---------------–-"-ს და ნ-----------–---–ს სს "ფ----------------------–ო"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხა - 20845.77 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 18225.81 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1842.0- ლარი და პირგასამტეხლო - 786.92 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხებმა ი-----–--------–-–---–მა და ნ-----------–---–მა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს სრულად (ი.ხ. სხდომის ოქმი).
2.2. მოპასუხე მ--------------–მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად (ი.ხ. სხდომის ოქმი).
2.3. მოპასუხე შპს "პ---------------–-ს" პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია, ვინაიდან მას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2----–-–------------------------.2---.0-- ხელშეკრულებით მსესხებელმა ი-----–--------–-–---–მა სს "ფ----------------------–ოს"-სგან სესხად მიიღო 40 0-0 ლარი, 2017 წლის 29 აგვისტოდან 2019 წლის 29 აგვისტომდე, ანუ 730 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19%-ით წლის განმავლობაში, სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%-ს, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.19-23);
- გრაფიკი (ს.ფ. 24);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება კერძოდ: მ--------------–თან, შპს "პ---------------–თან" და ნ-----------–---–თან, თავდებთა პასუხისმგებლობა განისაზღვრა - 48 50- ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის წერილები (ს.ფ.25-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე დავალიანებიდან გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი ჯამში - 28 163.48 ლარის ოდენობით, საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 21 774.19 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 6074.52, პირგასამტეხლო - 314.77 ლარი, 2018 წლის 29 აგვისტოდან მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხული იქნა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1%-ის ოდენობით, რომლის დარიცხვაც მხოლოდ 60 კანელდარული დღის ვადაში გაგრძელდა და შეადგენს - 786.92 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 44-45);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. დადგენილია, რომ მსესხებლის და თავდები პირების მიერ 2018 წლის 29 აგვისტოდან დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, სს "ფ----------------------–ო" იძულებული გახდა მიემართა ა--------–---------------–----------------- გამარტივებული საქმისწარმოების დაწყების მოთხოვნით, თუმცა როგორც მსესხებელმა და ასევე თავდებმა პირებმა წარადგინეს პროტესტი სრულ მოთხოვნაზე, რაც კანონის თანახმად დაწყებული გამარტივებული საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს, გამომდინარე აქედან შეწყდა გამარტივებული საქმის წარმოება, ამასთან აღნიშნულის ფარგლებში მოთხოვნილ იქნა ყადაღის გავრცელება თავდები პირების მ--------------–ის და ნ-----------–---–ის ქონებებზე, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწრმოების სამსახურის მიერ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა ყადაღის შენარჩუნების წესის შესახებ (ს.ფ. 54);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.5. დადგენილია, რომ მოვალეებს ი-----–--------–-–---–ს, მ--------------–ს, შპს "პ---------------–-"-ს და, ნ-----------–---–ს ბანკის მიმართ აქვთ დავალიანება - 20854.77 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 18225.81 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1842.0- ლარი და პირგასამტეხლო - 786.92 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 44-45);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.6. დადგენილია, რომ მსესხებელს და თავდებ პირებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით და მიეცათ დამატებით ვადა ვალდებულების შესასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტიცებულებებს:
- გაფრთხილება, ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 36-43);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს "ფ----------------------–ოს" სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 40--ე, 405-ე, 417-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე-895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის სახით.
მხარეები ი-----–--------–-–---–-- მ--------------–ი და ნ-----------–---–ი სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს "ფ----------------------–ო"-ს მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაცემული იქნა კრედიტი. მოვალეს მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულები სრულად შესრულებული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-40- მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად გადახდა არ მოხდა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
6.2. ვინაიდან მოპასუხე შპს "პ---------------–-"-ს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია, მის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად უნდა იქნეს მიჩნეული ხოლო, მოპასუხე მხარეები ი-----–--------–-–---–-- მ--------------–ი და ნ-----------–---–ი სარჩელს ცნობენ სრულად (ი.ხ. სხდომის ოქმი) - სასამართლო დამატებით განმარტავს:
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.
6.3. დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა მოპასუხემ სრულად მიიღო. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს "ფ----------------------–ოს" სასარგებლოდ მოპასუხეების მიერ გადასახდელი კრედიტის ძირითადი თანხა შეადგენს - 18 225.81 ლარს.
სარჩელი ასევე სრულად უნდა დაკმაყოფილდეს სესხის პროცენტის თაობაზე მოთხოვნის ნაწილშიც, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს წარმოდგენილი ხელშეკრულებებით აკისრიათ სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც (ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მსესხებლის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია. მოპასუხეების მიერ გადასახდელი კრედიტის სარგებელი (პროცენტი) – 1842.0- ლარს შეადგენს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ გადააცილა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით - 786.92 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეადგენს - 786.92 ლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა არ არის შეუსაბამოდ მაღალი და ხელოვნურად გაზრდილი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეებს სს "ფ----------------------–ო''-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს სახით - 786.92 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეებმა ი-----–--------–-–---–მა, მ--------------–მა და ნ-----------–---–მა სარჩელი ცნეს, აღნიშნულიდან გამომდინარე მათ არ ეკისრებათ ბაჟის გადახდა, ხოლო მოპასუხე შპს "პ---------------–-"-ს პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია და ეკისრება ბაჟის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, მოპასუხე შპს "პ---------------–-"-ს უნდა დაეკისროს სს "ფ----------------------–ოს" სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს სასამართლოსგარეშე ხარჯის, კერძოდ, გამარტივებული საქმისწარმოების საფასურის - 20- ლარის და საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლების საფასურის - 11 ლარის გადახდა. მოსარჩელეს საქმეზე წარმოდგენილი აქვს აღნიშნული ფულადი ოდენობით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის სოლიდარულად სასამართლოსგარეშე ხარჯის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სს "ფ----------------------–ო"-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს "ფ----------------------–ოს" სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხეებს - ი-----–--------–-–---–ს, მ--------------–ს, შპს "პ---------------–-"-ს და ნ-----------–---–ს მოსარჩელე სს "ფ----------------------–ოს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 20854.77 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 18225.81 ლარი, პროცენტი - 1842.0- ლარის და პირგასამტეხლო - 786.92 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხე - შპს "პ---------------–-"-ს მოსარჩელე სს "ფ----------------------–ო"-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 625.64 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს - ი-----–--------–-–---–ს, მ--------------–ს, შპს "პ---------------–-"-ს და ნ-----------–---–ს სს "ფ----------------------–ოს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, გამარტივებული საქმისწარმოების საფასურის - 20- ლარის, საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლების საფასურის - 11 ლარის გადახდა.
4. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე მ--------------–ს (პირადი/ნომერი 0----------- აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ს------–----------ი, ვ---------------------------, კ-----------------------–------------7, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N0--7-.------.5---0-.0--0----- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
5. მოსარჩელე სს "ფ----------------------–ოს'' (ს/კოდი 2--------) დაუბრუნდეს მის მიერ 2----–-–----------------- სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 10- ლარიდან - 50 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 30-773150, საგადახდო დავალება №---------
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ქეთევან მამაცაშვილი