გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.06.2019
საქმის ნომერი
010210117002028524
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #010210117002028524

#2-2855/2017

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

 

მოსარჩელე: ნო----- ხ---–--ე

წარმომადგენელი: რამაზ ჯორბენაძე

 

მოპასუხე: ე-- ხ---–--ე

მოპასუხე: მა-–---- სუ--------

წარმომადგენელი: ჯ------- ქა-------–-–---–-

 

დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ნო----- ხ---–--ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ყადაღისაგან გათავისუფლდეს მისი კუთვნილი შემდეგი ნივთები:

- 1. მაგიდა მინის ზედაპირით 1 ცალი; 2. კომპიუტერი LG, ერთი ცალი;3. კონდიციონერი " Midea' ვერცხლისფერი; 4. ტელევიზორი "ფილიფს" ნაცრისფერი ერთი ცალი; 5. მაცივარი "დაევუუ" რუხი ფერის ერთი ცალი; 6. მიკროტალღური "გორენიე" შავი ფერის, ერთი ცალი; 7. ტყავის სამეული, ხის სახელურებით ერთი დივანი, ორი ცალი სავრძელი ერთი ცალი, 8. ტელევიზორი "სამსუნგი" პლაზმური შავი ფერის ერთი ცალი; 9. მისაღები ოთახის კუთხე (ღია ყავისფერი) 1 ცალი; 10. სარეცხი მანქანა"ბოში " თეთრი ფერის 1ცალი; 11. ზალის კუთხე(ღია ყავისფერი) 1 ცალი; 12. ზალის მაგიდა ხის( ექვსი სკამით, ღია ყავისფერი ) 1 ცალი;

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 22 ივლისს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი N2-803/15, რომლითაც მოვალე ე-- ხ---–--ეს დაეკისრა მა-–---- სუ-------ის სასარგებლოდ თანხის გადახდა;

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 27 ივნისსა და 2017 წლის 09 მარტს მოხდა მოვალის მისამართზე ქ. ბათუმი, გ---------- ქ 9, ბინა N4--ში არსებული მოძრავი ნივთების აღწერა-დაყადაღება. კერძოდ, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მა------- ზ----ისა და ლ-–- ხ------------ის მიერ შედგენილი აქტის (მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე აღწერილი და დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ქონება: 1. მაგიდა მინის ზედაპირით 1 ცალი; 2. კომპიუტერი LG, ერთი ცალი;3. კონდიციონერი " Midea' ვერცხლისფერი; 4. ტელევიზორი "ფილიფს" ნაცრისფერი ერთი ცალი; 5. მაცივარი "დაევუუ" რუხი ფერის ერთი ცალი; 6. მიკროტალღური "გორენიე" შავი ფერის, ერთი ცალი; 7. ტყავის სამეული, ხის სახელურებით ერთი დივანი, ორი ცალი სავრძელი ერთი ცალი, 8. ტელევიზორი "სამსუნგი" პლაზმური შავი ფერის ერთი ცალი; 9. მისაღები ოთახის კუთხე (ღია ყავისფერი) 1 ცალი; 10. სარეცხი მანქანა"ბოში " თეთრი ფერის 1ცალი; 11. ზალის კუთხე(ღია ყავისფერი) 1 ცალი; 12. ზალის მაგიდა ხის( ექვსი სკამით, ღია ყავისფერი ) 1ცალი;

- 2017 წლის 23 მარტისა და 2017 წლის 06 ივლისის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ხ----- შ----ის NA16076716-010/002 და NA16076716-010/001 წერილებით დასტურდება, რომ სააღსრულებო საქმეზე ჯერ კიდევ არ არის დანიშნული აღმასრულებლის მიერ იძულებითი საჯარო აუქციონი.

- ზემოაღნიშნული მოძრავი ქონება - ნივთები არ წარმოადგენს მოვალე ე-- ხ---–--ის კუთვნილებას, ის შეძენილია მოსარჩელის მიერ და არის მისი საკუთრება.

- შესაბამისად მიიჩნევს, რომ სხვისი ვალდებულების გამო მოსარჩელის კუთვნილ ნივთებზე ყადაღის დადება უკანონოა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვს მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას.

(იხ. სარჩელი, განმარტებები სხდომის ოქმში).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მა-–---- სუ-------- სარჩელს არ ცნობს.

 

მოპასუხის წარმომადგენელი თავის პოზიციას ამყარებს შემდეგ არგუმენტაციაზე დაყრდნობით:

- მოპასუხე ე-- ხ---–--ე ყველა დოკუმენტში, შესაგებელში, თავის მიერ აღძრულ სარჩელში ალიმენტის დაკისრების შესახებ, თავის საცხოვრებელ მისამართად მიუთითებდა იმ მისამართს, სადაც მოხდა ქონების აღწერა-დაყადაღება;

- აღმასრულებლის მოქმედება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, ქონება არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და მას რაიმე ზიანი არ ადგება ყადაღის შედეგად;

- მოსარჩელე იყო ინდ. მეწარმე, შემდეგ მან გააუქმა მეწარმის რეგისტრაცია და მთლიანი საოჯახო ბიზნესი გადასცა თავის შვილს ე-- ხ---–--ეს, რომელიც ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდა და ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, ღებულობდა შემოსავალს და და დაყადაღებული ქონება შეძენილია მის მიერ. ე-- ხ---–--ეს სამეწარმეო რეეტრში მისამართად მითითებული აქვს ქ. ბათუმი, ტ----ის ქუჩა #9, ბინა 4-;

- ე-- ხ---–--ე გათხოვებამდე ცხოვრობდა მამასთან - ნო----- ხ---–--ესთან, მოპასუხე მა-–---- სუ--------სთან განქორწინების შემდეგ დაბრუნდა მამის ოჯახში;

- მოპასუხე ე-- ხ---–--ემ შესაგებელი იმიტომ არ შემოიტანა, რომ ის და მოსარჩელე შეთანხმებულად მოქმედებენ, რათა ე-- ხ---–--ემ აიცილოს ვალდებულების შესრულება აღსრულების შედეგად.

(იხ. შესაგებელი, განმარტებები სხდომის ოქმში).

 

2.2. მოპასუხე ე-- ხ---–--ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოპასუხე ე-- ხ---–--ეს მოპასუხე მა-–---- სუ-------ის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს თანხის გადახდა. თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია. მის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 22 ივლისს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი N2-803/15;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 27 ივნისისა და 2017 წლის 09 მარტის აქტები, მოვალის მისამართზე ქ. ბათუმი, გ---------- ქ. 9, ბინა N4--ში არსებული მოძრავი ნივთების აღწერა-დაყადაღების შესახებ;

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულების ხ----- შ----ის NA16076716-010/002 და NA16076716-010/001 წერილები;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.1.2. თანხის ამოღებისა და გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულების ხ----- შ----ის NA16076716-010/002 და NA16076716-010/001 წერილები:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 27 ივნისსა და 2017 წლის 09 მარტს მოხდა მოვალის მითითებულ მისამართზე ქ. ბათუმი, გ---------- ქ. 9, ბინა N4--ში არსებული მოძრავი ნივთების აღწერა-დაყადაღება. კერძოდ, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მა------- ზ----ისა და ლ-–- ხ------------ის მიერ შედგენილი აქტის (მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე აღწერილი და დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ქონება: 1. მაგიდა მინის ზედაპირით 1 ცალი; 2. კომპიუტერი LG, ერთი ცალი;3. კონდიციონერი " Midea' ვერცხლისფერი; 4. ტელევიზორი "ფილიფს" ნაცრისფერი ერთი ცალი; 5. მაცივარი "დაევუუ" რუხი ფერის ერთი ცალი; 6. მიკროტალღური "გორენიე" შავი ფერის, ერთი ცალი; 7. ტყავის სამეული, ხის სახელურებით ერთი დივანი, ორი ცალი სავრძელი ერთი ცალი, 8. ტელევიზორი "სამსუნგი" პლაზმური შავი ფერის ერთი ცალი; 9. მისაღები ოთახის კუთხე (ღია ყავისფერი) 1 ცალი; 10. სარეცხი მანქანა"ბოში " თეთრი ფერის 1ცალი; 11. ზალის კუთხე(ღია ყავისფერი) 1 ცალი; 12. ზალის მაგიდა ხის( ექვსი სკამით, ღია ყავისფერი ) 1ცალი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 27 ივნისისა და 2017 წლის 09 მარტის აქტები, მოვალის მისამართზე ქ. ბათუმი, გ---------- ქ. 9, ბინა N4--ში არსებული მოძრავი ნივთების აღწერა-დაყადაღების შესახებ;

 

3.1.4. დაყადაღებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონი არ არის დანიშნული

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულების ხ----- შ----ის NA16076716-010/002 და NA16076716-010/001 წერილები:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.5. ე-- ხ---–--ე არის ნო----- ხ---–--ის შვილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. ძირითადი სადავო საკითხია აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთების საკუთრების საკითხი. დასახელებული ნივთების მესაკუთრედ ყოფნის პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელე ნო----- ხ---–--ე, განმარტავს, რომ დაყადაღებული ქონება მისი საკუთრებაა, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მა-–---- სუ--------.

სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად და გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვეა დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ დაკისრებული ფაქტობრივი გარემოების ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოძრავი ნივთების საკუთრების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. ამ საკითხის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს არ ეკისრება. მოსარჩელემ თვითონ უნდა წარმოადგინოს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სარჩელში მითითებული ნივთები მისი საკუთრებაა. მხარეებს ნივთების საკუთრებასთან დაკავშირებით ერთმანეთის საწინააღმდეგო არგუმენტები აქვთ. როდესაც მხარეები დავობენ ნივთების კუთვნილებაზე, ასეთ შემთხვევაში ნივთების კუთვნილების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

3.2.2. მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები მასზედ, რომ მოვალის ქონების აღწერის და ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები: 1. მაგიდა მინის ზედაპირით 1 ცალი; 2. კომპიუტერი LG, ერთი ცალი;3. კონდიციონერი " Midea' ვერცხლისფერი; 4. ტელევიზორი "ფილიფს" ნაცრისფერი ერთი ცალი; 5. მაცივარი "დაევუუ" რუხი ფერის ერთი ცალი; 6. მიკროტალღური "გორენიე" შავი ფერის, ერთი ცალი; 7. ტყავის სამეული, ხის სახელურებით ერთი დივანი, ორი ცალი სავრძელი ერთი ცალი, 8. ტელევიზორი "სამსუნგი" პლაზმური შავი ფერის ერთი ცალი; 9. მისაღები ოთახის კუთხე (ღია ყავისფერი) 1 ცალი; 10. სარეცხი მანქანა"ბოში " თეთრი ფერის 1ცალი; 11. ზალის კუთხე(ღია ყავისფერი) 1 ცალი; 12. ზალის მაგიდა ხის (ექვსი სკამით, ღია ყავისფერი ) 1 ცალი, - მისი საკუთრებაა. სასამართლო ამ მოსაზრებამდე მივიდა შემდეგი გარემოებების გამო:

- სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მართალია ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა, მაგრამ ზეპირი განმარტებით გაცხადებული ფაქტები დადგენილად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის სადავო არაა. გარემოებათა სადავოობისას ფაქტის დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება არაა საკმარისი. ასეთ დროს ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს ურთერთ საწინააღმდეგო განმარტებები აქვთ, ამიტომ მათ განმარტებას სასამართლო სხვა მტკიცებულებებისაგან დამოუკიდებლად არ იზიარებს.

- მოსარჩელემ დაყადაღებული მოძრავი ნივთების თავის საკუთრებად მტკიცებისათვის ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, გარდა ზეპირი განმარტებისა.

- სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზეპირი განმარტება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს საერთო ვალის არსებობა და შეტანხმებით მისი დაფარვა. ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები ზეპირად გადმოცემულ ფაქტებს ადასტურებენ და სადავოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადავოა, მაშინ იგი აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ზეპირად გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდეს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტებაა.

- მოსარჩელემ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება და სარჩელის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

- საქმის მასალების ერთობლივი ანალიზისა და განმარტებების საფუძველზე სასამართლოს ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა მასზედ, რომ დაყადაღებული ნივთები არ არის მოსარჩელის საკუთრება, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არაა, შესაბამისად მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ დაყადაღებული ნივთები მისი საკუთრებაა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.

 

6.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

 

კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

6.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამასთანავე სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მიზანია საქართველოს სკ-ის 170-ე მუხლის მოთხოვნის რეალიზება. კერძოდ მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ დაყადაღებული ქონება მისი საკუთრებაა და რომ მასზე საკუთრების უფლება გააჩნია მხოლოდ მას.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი წინადადებით „სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე,“ ამავე კანონის 25-ე მუხლით აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებულნი სააღსრულებო ფურცელში და სასამართლო სააღსრულებო ფურცელს მისცემს კრედიტორს. ამავე კანონის 26-ე მუხლით სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ ყადაღის დადების საფუძველია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 22 ივლისს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი N2-803/15, რომლითაც ე-- ხ---–--ის წინააღმდეგ მა-–---- სუ-------ის სასარგებლოდ დაიწყო აღსრულება.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით „გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ეს წინადადება მოვალეს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ფულის ან ქონების გადახდევინებისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას ან დაყადაღებას ამ კანონით დადგენილი წესით.“ ამავე მუხლის მესამე ნაწილით სასამართლო აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაწესებულ ვადებში ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოჰყვება იძულებითი აღსრულება. აღსრულების ხარჯებს მოვალე გაიღებს. ე-- ხ---–--ემ გადაწყვეტილება ნებაყოფილებით არ აღასრულა. აღმასრულებელმა დაადგინა, რომ ე-- ხ---–--ე რეგისტრირებულია ქ. ბათუმი, ტ----ის ქუჩა #9, ბინა 4-. მიიჩნია, რომ მისი რეგისტრაციის მისამართზე მდებარე მოძრავი ნივთები მისი საკუთრებაა, რის გამოც გამოცხადდა დასახელებულ მისამართზე და საცხოვრებელ მისამართზე მოძრავი ნივთები აღწერა და დააყადაღა.

 

6.4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ემუხლი თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

 

აღმასრულებელის ამ მოქმედების აუცილებლობა ნაკარნახევი იყო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფით. ე-- ხ---–--ე ნებაყოფილებით არ იხდიდა დაკისრებულ თანხას, ამიტომ მან დააყადაღა მის საცხოვრებელ მისამართზე განთავსებული ქონება და შესაძლებელი გახადა ამ ქონების მეშვეობით გადაწყვეტილების აღსრულება. დასახელებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ აღსრულება დაიწყო სწორად.

 

სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობისათვის მთავარი საკითხია დადგინდეს ქონებაზე ყადაღის დადებით ილახება თუ არა მესამე პირის ინტერესი, მესამე პირი, რომლის ინტერესიც ილახება, ყადაღის დადების მომენტისათვის უნდა წარმოადგენდეს ქონების მესაკუთრეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით,,1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. 2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება”.

 

სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის მიხედვით მოძრავი ნივთების საკუთრება დამოკიდებულია მისი შეძენის დროს გამოვლენილ ნამდვილ ნებაზე. თუ ნივთი შემძენმა შეიძინა გამსხვისებლის ნამდვილი ნების გამოვლენის შემდეგ, ითვლება, რომ შემძენი ნივთის მიღების შემდეგ მისი მესაკუთრეა. უძრავ ქონებათაგან განსხვავებით მოძრავი ნივთის შეძენა არაა დამოკიდებული გარიგების წერილობით ფორმაზე და შესაბამის ორგანოში რეგისტრაციაზე, ამიტომ მოძრავი ნივთის საკუთრებასთან დაკავშირებით დავის დროს საკუთრების საკითხის გადაწყვეტა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. არსებობს პრეზუმპცია იმისა, რომ ნივთი იმ პირის საკუთრებაა, ვინც მას ფლობს შეძენისას გამოვლენილი ნამდვილი ნების საფუძველზე. მფლობელობა არ წარმოადგენს საკუთრების დადგენისას გადამწყვეტ გარემოებას. მფლობელი შეიძლება სულაც არ იყოს მესაკუთრე, მაგრამ დავის არსებობისას ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე თუ არ დადგინდება ამის საწინააღმდეგო გარემოება.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერით. მოძრავი ნივთების საკუთრების უფლება კი დგინდება ნივთის ფაქტობრივი მფლობელობით. იმის დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ქონება მოსარჩელეთა საკუთრებაა, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს თვით მოსარჩელემ. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლის ანალიზით სასამართლოს შეეძლო დადგენილად მიეჩნია, რომ მოვალის ქონების აღწერის და ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს მოსარცელის საკუთრებას. შესაბამისად მათი ყადაღისაგან გათავისულებაზე უარი უნდა ითქვას.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

იმის გამო, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახ. ბაჟის თანხა უნდა დაეკისროს მოსარცელეს, რომელსაც ბაჟის თანხა წინასწარ აქვს გადახდილი. შესაბამისად, მას სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაეთვალოს გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით საქმეზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და დავის დასრულებამდე შეჩერებული იქნა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეზე #A16076716, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების მა------- ზ----ისა და ლ-–- ხ------------ის მიერ 2017 წლის 09 მარტსა და 2017 წლის 27 ივნისს შედგენილი აქტის (მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ქონების, - კერძოდ 1. მაგიდა მინის ზედაპირით 1 ცალი; 2. კომპიუტერი LG, ერთი ცალი;3. კონდიციონერი " Midea' ვერცხლისფერი; 4. ტელევიზორი "ფილიფს" ნაცრისფერი ერთი ცალი; 5. მაცივარი "დაევუუ" რუხი ფერის ერთი ცალი; 6. მიკროტალღური "გორენიე" შავი ფერის, ერთი ცალი; 7. ტყავის სამეული, ხის სახელურებით ერთი დივანი, ორი ცალი სავრძელი ერთი ცალი, 8. ტელევიზორი "სამსუნგი" პლაზმური შავი ფერის ერთი ცალი; 9. მისაღები ოთახის კუთხე (ღია ყავისფერი) 1 ცალი; 10. სარეცხი მანქანა"ბოში " თეთრი ფერის 1ცალი; 11. ზალის კუთხე(ღია ყავისფერი) 1 ცალი; 12. ზალის მაგიდა ხის( ექვსი სკამით, ღია ყავისფერი ) 1ცალი, - რეალიზაცია.

 

იმის გამო რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღარ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები. დაყადაღებული ნივთების რეალიზაციის შეჩერება უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-ე-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნო----- ხ---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელომწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დავის დასრულებამდე შეჩერებული იქნა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეზე #A16076716, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების მა------- ზ----ისა და ლ-–- ხ------------ის მიერ 2017 წლის 09 მარტსა და 2017 წლის 27 ივნისს შედგენილი აქტის (მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ქონების, - კერძოდ 1. მაგიდა მინის ზედაპირით 1 ცალი; 2. კომპიუტერი LG, ერთი ცალი;3. კონდიციონერი " Midea' ვერცხლისფერი; 4. ტელევიზორი "ფილიფს" ნაცრისფერი ერთი ცალი; 5. მაცივარი "დაევუუ" რუხი ფერის ერთი ცალი; 6. მიკროტალღური "გორენიე" შავი ფერის, ერთი ცალი; 7. ტყავის სამეული, ხის სახელურებით ერთი დივანი, ორი ცალი სავრძელი ერთი ცალი, 8. ტელევიზორი "სამსუნგი" პლაზმური შავი ფერის ერთი ცალი; 9. მისაღები ოთახის კუთხე (ღია ყავისფერი) 1 ცალი; 10. სარეცხი მანქანა"ბოში " თეთრი ფერის 1ცალი; 11. ზალის კუთხე(ღია ყავისფერი) 1 ცალი; 12. ზალის მაგიდა ხის( ექვსი სკამით, ღია ყავისფერი ) 1ცალი, - რეალიზაცია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. 32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: სალიხ შაინიძე