განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2019
საქმის ნომერი
020100116001664514
დავის ტიპი
237 3 გ
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100116001664514 (1/680-16 )

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

18.06.2019 წ ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე: პროკურორი და----------ა

 

დაცვის მხარე: ბრალდებული რო------------ა, დაბ. 09.06.1--- წ, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 19--------2, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ნი---–---–------–--–------

ადვოკატი რო-–-----–---ია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი

 

ქმედების შემადგენლობა: ცეცხლსასროლი იარაღის, მისი მაკომპლექტებელი დეტალის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

რო------------ამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მისი მაკომპლექტებელი დეტალის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

 

რო------------ას ზუგდიდის რაიონული სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების გამომძიებლის თანამდებობაზე მუშაობისას (ამ თანამდებობაზე დაინიშნა 06.02.2006 წ) 21.04.2007 წ პატაკის საფუძველზე გამოსაძიებლად გადაეცა მუ-------------ას მიმართ სისხლის სამართლის #44070329 საქმე. 23.04.2019 წ მან შეადგინა ხელწერილი, სადაც მიუთითა, რომ გამომძიებელ პაა--------–---გან გადაეცა (ჩაიბარა) ვი----ის სისტემის ნომერ EK----3 პისტოლეტი, 2 ცალი მჭიდი და 43 ცალი ვაზნა. აღნიშნული ნივთები შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს კრიმინალური პოლიციის გამომძიებელ პაა--------–--- მიერ 13.04.2007 წ ამოღებულია სისხლის სამართლის #44070329 საქმეზე ქ. ზუგდიდში, მარცხენა სანაპიროს ქუჩაზე მდებარე შპს სავაჭრო ცენტრ ,,მუ-------------ას" ტერიტორიაზე არსებული მუ-------------ას სამუშაო ოთახში განთავსებული სეიფიდან.

 

რო------------ა ამ ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა მის სამუშაო ოთახში არსებულ სეიფში.

 

მუ-------------ას მიმართ სს საქმეზე 04.06.2007 წ დამთავრდა გამოძიება და საქმე საბრალდებო დასკვნით წარიმართა სასამართლოში.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ სს საქმეზე პისტოლეტი, მჭიდები და ვაზნები არ იყო ცნობილი ნივთმტკიცებად და შესაბამისად არ მიუთითებდა მუ-------------ას ბრალდების დამადასტურებელი რაიმე გარემოების შესახებ (,,ვი----ის" სისტემის პისტოლეტი რეგისტრირებული იყო მუ-------------ას სახელზე შენახვის უფლებით) რო------------ამ არ დაუბრუნა ისინი კანონიერ მფლობელს. ნივთების დაბრუნება არ მომხდარა 14.06.2007 წ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მიღების შემდეგაც.

 

26.07.2007 წ რო------------ა დაინიშნა საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე - გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგაც, რო------------ას არ გადაუწერია ზემოთ მითითებული ნივთები რიგითი გამომძიებლისთვის.

 

რო------------ა, განიზრახა რა დაუფლებოდა ზემოთხსენებულ ნივთებს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 23.04.2007 წ-დან 16.10.16 ოქტომბრამდე პერიოდში ზუსტი თარიღი დაუდგენელია ქ. ზუგდიდში, გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ, მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მუ-------------ას კუთვნილ ცეცხლსასროლ იარაღს - ,,ვი----ის" სისტემის ნომერ EK----3 პისტოლეტს, მის მაკომპლექტებელ დეტალს - 2 ცალ მჭიდს და საბრძოლო მასალას -43 ცალ ვაზნას.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალად წარდგენილი ქმედების რო------------ას მიერ ჩადენა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. ცეცხლსასროლი იარაღის, მისი მაკომპლექტებელი დეტალის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება

 

რო------------ას მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გულისხმობდა ცეცხლსასროლი იარაღის, მისი მაკომპლექტებელი დეტალის და საბრძოლო მასალის ფარულ დაუფლებას.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით დაუფლებულ ცეცხლსასროლ იარაღს წარმოადგენს - ,,ვი----ის" სისტემის ნომერ EK----3 პისტოლეტი, მისი მაკომპლექტებელ დეტალს - 2 ცალი მჭიდი, ხოლო საბრძოლო მასალას - 43 ცალი ვაზნა.

 

დაზარალებულ მუ-------------ას დაკითხვის ოქმით (05.09.2013 ტ1. ს/ფ 8, დაზარალებული გარდაიცვალა 10.09.2018 წ, შესაბამისად შესაბამისად ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მისი ჩვენება გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, 14.03.2019 წ სხდომის ოქმი), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 13.04.2007 წ ბრძანებით #11/ა-655-2007 (ტ.1. ს/ფ 73), 13.04.2007 წ ამოღების ოქმით (ტ.2. ს/ფ 65), მოწმე პაა--------–--- ჩვენებით (14.03.2019 წ სხდომის ოქმი) დადგენილია, რომ 13.04.2007 წ აღნიშნული ნივთები ამოღებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე #44070329, შპს სავაჭრო ცენტრ მუ-------------ას ტერიტორიაზე მუ-------------ას სამუშაო ოთახში მდებარე სეიფიდან გამომძიებელ პაა--------–--- მიერ.

 

მოწმე პაა--------–--- (14.03.2019 წ სხდომის ოქმი), ბრალდებულ რო------------ას (29.05.2019 წ სხდომის ოქმი) ჩვენებებით დადგენილია, რომ აღნიშნული საგნები (ნივთები) არ იყო ნივთმტკიცებად ცნობილი სისხლის სამართლის #44070329 საქმეზე, თუმცა ამოღებული იყო საგამოძიებო მოქმედების შედეგად და ინახებოდა რაიონული სამმართველოს შენობაში.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ტ.1, ს/ფ.21), პაა--------–--- პატაკით (ტ.2, ს/ფ 80), მოწმე პაა--------–--- (14.03.2019 წ სხდომის ოქმი), ბრალდებულ რო------------ას (29.05.2019 წ სხდომის ოქმი) ჩვენებებით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმე #44070329, რომელზეც ამოღებულია გამოძიებისთვის საინტერესო ცეცხლსასროლი იარაღი, მისი მაკომპლექტებელი დეტალი და საბრძოლო მასალა ჯერ პაა--------–---, შემდეგ რო------------ას წარმოებაშია.

 

საქმეში წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტი - 23.04.2007 წ დათარიღებული ხელწერილი (ტ.2. ს/ფ 44) სადაც მითითებულია, რომ შს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს კრიმინალური განყოფილების გამომძიებელმა რ---------იამ ხელწერილში ჩამოთვლილ ნივთებთან ერთად ამავე განყოფილების გამომძიებელ პ. გვილიასგან ჩაიბარა მ. რო------ან ამოღებული ვი----ის სისტემის პისტოლეტი 2 მჭიდით და 43 ვაზნით და ვი----ის სისტემის პისტოლეტის ნებართვის მოწმობა.

 

მოწმე პაა--------–-ა თავის ჩვენებაში (14.03.2019 წ სხდომის ოქმი) ადასტურებს ხელწერილში მითითებული ნივთების გადაცემას, ბრალდებული რო------------ა (29.05.2019 წ სხდომის ოქმი) ჩვენებაში უარყოფს ამგვარი ხელწერილის შედგენას, ამ იარაღის მის სეიფში განთავსებას.

 

ხელწერის ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებით (ტ.2, ს/ფ. 139) და მოწმე ქე--------------ის ჩვენებით (08.04.2019 წ სხდომის ოქმი), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით #004-----4 (ტ.2, ს/ფ 246) დადგენილია, რომ პაა--------–--- მიერ წარმოდგენილ ხელწერილზე ჩატარდა დოკუმენტის ტექნიკური, ხელნაწერისა და ხელმოწერის ექსპერტიზა, რომლის შედეგების მიხედვით: 1. ხელნაწერი ტექსტი ციფრობრივი ჩანაწერებით განლაგებული ხელწერილზე 2007 წლის 23 აპრილის თარიღით, სავარაუდოა რომ შესრულებულია რო------------ას მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა ნიმუშების სიმცირის გამო (არ იქნა წარმოდგენილი რო------------ას ხელწერის თავისუფალი ნიმუშები). 2. გადაწყვეტა საკითხისა, ხელმოწერა რო------------ას სახელით განლაგებული ხელწერილზე 2007 წლის 23 აპრილის თარიღით სიტყვების შემდეგ: ,,ხელწერილი დაწერილია ჩემი ხელით სწორია და ვაწერ ხელს", შესრულებულია თუ არა რო------------ას მიერ შეუძლებელია გამოსაკვლევი ხელმოწერის მარტივი აგებულების, ინფორმაციული ნიშნებისა და ნიმუშების სიმცირის გამო (არ იქნა წარმოდგენილი რო------------ას ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშები).

 

კიდევ ერთი წერილობითი დოკუმენტი, რასაც ბრალდების მხარე ამოღებული საგნების რო------------ას მიერ დაუფლების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითებდა არის საგნის დათვალიერების ოქმი 24.04.2007 წ (ტ.2. ს/ფ.78). აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას (29.05.2019 წ სხდომის ოქმი) უჩვენა, რომ პროკურორის მითითებით დაათვალიერა ეს იარაღი მის სამუშაო ოთახში, იმავე ოთახში მუშაობდა პაა--------–-აც, თუმცა ჰქონდა ცალკე სეიფი. მისგან იარაღი არ გადმოუბარებია, რადგან იარაღზე რაიმე დანაშაულის კვალი არ აღმოჩნდა, საქმეზე ნივთმტკიცება არ იყო, მას არ ამოუღია და დაბრუნებაც იმას ევალებოდა ვინც ამოიღო. სავარაუდოდ იარაღი მის დაბრუნებამდე ჩააბარდებდა სამორიგეოსთან არსებულ იარაღის შესანახ ოთახში, რომელიც არსებობდა სამმართველოს შენობის პირველ სართულზე და ხელმძღვანელობდა დავით გოგია პოლიციის პოლკოვნიკი. დათვალიერების დროს იარაღი და ვაზნები უცნაურად მსუბუქად მოეჩვენა. მოგვიანებით რო------------ასთვის ცნობილი გახდა, რომ ეს იარაღი გამომძიებელ და-----------–იას ჰქონდა, როგორ მოხვდა მასთან არ იცის.

 

სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის 31.08.2016 წ წერილით (ტ.3, ს/ფ 11), სსგს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 31.08.2016 წ მომართვით (ტ.3, ს/ფ 12), გარდაცვალების აქტის ჩანაწერით - ალ #0234122 (ტ.3, ს/ფ 13) დადგენილია, რომ და-----------–ია გარდაიცვალა 08.01.2008 წ.

 

ვი----ის სისტემის პისტოლეტის აწ გარდაცვლილი და-----------–იას სამუშაო ოთახში ყოფნაზე მიუთითებს მოწმე ნუგზარ ჩუხუას გამოკითხვის ოქმი (ტ.4, ს/ფ.21), რაც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, რადგან მოწმე ნუგზარ ჩუხუა გარდაიცვალა 19.07.2018 წ). გამოკითხვის ოქმში ნუგზარ ჩუხუა მიუთითებს, რომ გამომძიებელ და-----------–იასთან მისივე სამუშაო ოთახში ერთ-ერთი პირადი შეხვედრისას ნახა და ხელშიც ეჭირა ვი----ის სისტემის პისტოლეტი წარწერით ეკა. ზუსტი დრო არ ახსოვს, იყო 2007 წლის გვიან შემოდგომა ოქტომბრის დასასრული, ნოემბრის დასაწყისი, ზუსტად შეუძლია თქვას რომ ეს იყო რო------------ას დაკავების შემდეგ. თვითონ გამომძიებელმა თქვა, რომ ეს მუ-------------ას იარაღია, რო------------ას ნივთმტკიცებები გადაეცა, ის დაკავებულია, მუ-------------აც და იარაღი დასაბრუნებელიაო.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 28.02.2008 წ განაჩენით (ტ.1, ს/ფ 112), ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 10.10.2008 წ (ტ.1. ს/ფ 121) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 13.01.2009 წ განაჩენით (ტ.1, ს/ფ 135) დადგენილია, რომ რო------------ა სამოხელეო დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს 16.10 2007 წ. და მის მიმართ გამოყენებული იყო საპატიმრო სასჯელი. მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია ასევე 23.06.2009 წ (ტ.1, ს/ფ 79).

 

დაკავების დღიდან 16.10.2007 წ.-დან იარაღთან მის მაკომპლექტებელ დეტალებთან და საბრძოლო ვაზნებთან შეხება რო------------ას ვერ ექნებოდა.

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 15.01.2013 წ ცნობით (ტ.1, ს/ფ 105), 02.10.2013 წ ცნობით ნასამართლეობის შესახებ (ტ1, ს/ფ 106), 28.11.2013 წ ცნობით (ტ.1, ს/ფ 107) დადგენილია, რომ რო------------ა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფებოდა 15.01.2013 წ-მდე, საიდანაც გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის #15/01/01 განკარგულების საფუძველზე შეწყალებით, საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან. საქართველოს პრეზიდენტის 02.10.2013 წ #02/10/01 განკარგულებით (ტ.1, ს/ფ. 108) რო------------ა გათავისუფლდა დამატებითი სასჯელის შემდგომი მოხდისგან და მოეხსნა ნასამართლობა.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ტ.1, ს/ფ 1) დადგენილია, რომ რო------------ას მიმართ ამჟამად განსახილველი სს საქმე #053150613801 აღძრულია 15.06.2013 წ, დაზარალებულ მუ-------------ას საჩივრის (ტ.1, ს/ფ 3) საფუძველზე, რომლითაც მან მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას (ტ.1, ს/ფ. 2).

 

ამ საქმის ფარგლებში ვი----ის სისტემის იარაღი, მისი მაკომპლექტებელი დეტალები ან/და საბრძოლო მასალა ამოღებული არ არის. რო------------ას მიერ მათი უკანონოდ დაუფლების/მისაკუთრების ზუსტი თარიღი და გარემოებები დაუდგენელია (იხ. პირის ბრალდების შესახებ დადგენილება (ტ.3, ს/ფ. 210).

 

საყურადღებოა ისიც, რომ რო------------ას სამოხელეო დანაშაულის ჩადენისთვის 16.10.2007 წ. დაკავების გამო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები (ტ.1, ს/ფ 141-258), მ/შ მისი და მისი ახლონათესავების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, მისი სამუშაო ოთახის ჩხრეკა, დაკითხულია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი პირები - მოწმეები: ქე--------------ი (08.04.2019 წ სხდომის ოქმი, დე----------უა (14.03.2019წ. სხდომის ოქმი), თე--------------–------ია (15.03.2019 წ სხდომის ოქმი), არ------------ანი (15.03.2019 წ სხდომის ოქმი), პა--------–----ია (05.03.2019 წ სხდომის ოქმი), ვლა-----------------ა (26.03.2019 წ სხდომის ოქმი) თუმცა ვი----ის სისტემის იარაღი და მასთან დაკავშირებული ნივთები ამოღებულ საგნებში არ ფიგურირებს.

 

20.10.2007 წ. შედგენილია აქტი (ტ.1, ს/ფ 260), რომელიც აღრიცხავს რო------------ას სამუშაო ოთახში განთავსებული სეიფიდან სისხლის სამართლის საქმეების და ნივთმტკიცებების გამოტანას. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა აქტის შემდგენი პირები, გი----------–-----ია (15.03.2019 წ სხდომის ოქმი), ქე--------------ა (14.03.2019 წ სხდომის ოქმი), აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს იყო თუ არა ამ სეიფში ვი----ის სისტემის პისტოლეტი მისი 2 მჭიდი და ვაზნები, რადგან ირკვევა, რომ სეიფში იყო არაიდენტიფიცირებული ფუთები (წარწერის გარეშე), რომელიც არ გაუხსნიათ არ შეუმოწმებიათ, თუმცა გარეგანი დათვალიერებით და ხელის შეხებით შეიძლებოდა მასში ყოფილიყო მეტალის ნივთები.

 

3.2. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი

 

მიზანი, როგორც ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტი, პირის ცნობიერებაში არსებულ სუბიექტურ ნიშანს წარმოადგენს, რის გამოც მისი დადგენა შეუძლებელია მანამ, სანამ ობიექტურად არ გამოიხატება რაიმე ქმედებაში. მოცემულ შემთხვევაშიც მიზნის არსებობა-არარსებობა უნდა დადგინდეს ჩადენილი ქმედების დეტალების დადგენით. იმ პირობებში, როცა უტყუარად ვერ დადგინდა რო------------ას მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელება, შეუძლებელია ქმედების სუბიექტური შემადგენლობის არსებობის დადგენა.

 

3.3. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით

 

საქმეში წარმოდგენილია რო------------ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამსახურის გავლის ნუსხა (ტ.2, ს/ფ 10), საქართველოს შს მინისტრის ბრძანება 06.02.2006 წ #101 პ/შ (ტ.2 ს/ფ 26), საქართველოს შს მინისტრის ბრძანება #210 პ/შ (ტ.2. ს/ფ. 29), სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 01.02.2007 წ ბრძანება #125-პ/შ (ტ.2, ს/ფ. 32), სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 26.07.2007 წ #778-პ//შ (ტ.2, ს/ფ. 37), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 23.10.2007 წ ბრძანება ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ (ტ.2, ს/ფ.49), სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 18.02.2008 წ #141-პ/შ (ტ.2 ს/ფ. 38) ასევე მოწმეების მე-----–-----–-ას, ლე---------ას, რო------------ას, პა--------------–-ას, და--------------ას, თე------------ის, მაი-------ას, მაკ---------–იას, ელ-----–--–--იას, მა------------ას, გიო----------–-–--–-----------–-----–---------------–-–-------------–----------------------------–------------------------------–------------------------–------------------–-------–----------------------------–----------------------------–-–--–---–---------------------------------–---------------------–-----------------–-----–--------------------–-----–---------------------------------------–-–-------------------------------------–--------------–-----ულაძის, დათა ღვინჯილიას, რამაზ შენგელიას, ირაკლი სიჭინავას, თეიმურზ თორიას ჩვენებებით დადგენილია, რომ რო------------ა მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაშისხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდში ზუგდიდის რაიონული სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების გამომძიებლად, ხოლო 26.07.2007 წ-დან თანამდებობიდან გადაყენებამდე ზუგდიდის რაიონული სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე-გამომძიებლად.

 

დაკითხულ მოწმეთაგან არცერთი არ მიუთითებს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ვი----ის სისტემის პისტოლეტის, მისი 2 მჭიდის და 43 ცალი ვაზნის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაზე/ მისაკუთრებაზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი დანაშაულად მიიჩნევს ცეცხლსასროლი იარაღის გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა), მისი მაკომპლექტებელი დეტალის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას მისაკუთრების მიზნით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული აქტიური მოქმედებით შეიძლება იქნეს ჩადენილი.

 

სუბიექტური მხრივ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მისაკუთრების მიზნით უკანონოსდ ეუფლება ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ამ შედეგის დადგომა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ქურდობის შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტით გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება გადაწყვეტილება ბრალდებულისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

საქმეზე ნივთმტკიცებები: დათვალიერების შედეგად ამოღებული ყუთი და მასში მოთავსებული პაკეტები, რაც ინახება სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პტროკურატურაში უნდა დაერთოს სს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება გამართლებულის უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, რის გამოც ბრალდებულს უნდა განემარტოს აღნიშნული უფლება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე და 279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდებული რო------------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“, ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 16.11.2016 წ განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 29.12.2016 წ განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნას უძრავ ნივთებს ს/კ 43.14.44.632 და 43.14.44.641.

 

3. ნივთმტკიცება: დათვალიერების შედეგად ამოღებული ყუთი და მასში მოთავსებული პაკეტები, რაც ინახება სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პტროკურატურაში დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსრულდება სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. განაჩენი შეიძლება გადაისინჯოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

7. განემარტოს გამართლებულს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა