განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002791570
1-1126/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ო-–--- მ------–--ლი
ბრალდებული -ტ--------- ი-–----
ადვოკატი - დ----- კ----–-ძე
თარჯიმჯანი - ი-----------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N 1-----------
ბრალდებული: ტ--------- ი-–----
მამის სახელი: თ------
დაბადებული: 20.09.1----–--–---------–----------------------------–------------–--------–----–--
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის "დ" ქვეპუნქტი (2 ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 14 ივნისს, ქალაქ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩა ჩიხი N13-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განაჩენით ძალადობისათვის ნასამართლევმა ტ--------- ი-–----მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხ------- ბარამიშვილს ყელში ხელის მოჭერით და სახის არეში თავის დარტყმით მიაყენა სხეულის დაზიანება, რის გამოც ხ------- ბ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2018 წლის 05 დეკემბერს დაახლოებით 17:20 საათზე, ქალაქ ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩა N45-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განაჩენით ძალადობისათვის ნასამართლევმა და მთვრალ მდგო----ეობაში მყოფმა ტ--------- ი-–----მა ყელში ხელის მოჭერით და ორჯერ ხელის სახეში დარტყმით ხ------- ბ------–---–ს მიაყენა სხეულის დაზიანება, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული რიგი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა რიგი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
გარდა უდაო მტკიცებულებებისა ტ--------- ი-–----ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია შემდეგი მტკიცებულებებით.
მოწმე ა-----– ცქვიტიშვილის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ იგი მუშაობს ქ. ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 05 დეკემბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას რა დროსაც პოლიციაში მოქალაქე ხ------- ბარამიშვილმა მომართა განცხადებით, რომ 2018 წლის 05 დეკემბერს თაყაიშვილის N45-ში მეგობარმა მამაკაცმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ტ--------- ი-–----მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ხ------- ბ------–---–ს აღენიშნებოდა დაზიანებები სახეზე სისხლნაჟღენთების სახით.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ო---- წ---–------ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ იგი აწარმოებდა გამოძიებას ხ------- ბ------–---–ის მიმართ განხორცილებულ ძალადობასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული დოკუმენტები სრულად ასახავს მასში აღწერილი მოვლენების შინაარს, მიმდინარეობასა და შედეგებს. დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნის მათ ვისი გვარებიცაა აღნიშნულზე მათზე.
2019 წლის 05 დეკემბრის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ტ--------- ი-–----ი დაკავებული იქნა 2018 წლის 05 დეკემბერს 22:21 საათზე ქ. ბათუმში თა---–---–--------------–-- დაკავებისას ტ--------- ი-–----ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების ოქმი შედგენილი იქნა ქ. ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლის ო---- წ---–------ს მიერ. დაკავებაში მონაწილეობდა უბნის ინსპექტორ - გამომძიებელი ამირან ბოლქვაძე.
სასამართლო სამედიცინო N 0-------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით ხ------- ბ------–---–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალბუდის არეში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის "დ" ქვეპუნქტი - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
ტ--------- ი-–----ის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტი დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ტ--------- ი-–----ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ--------- ი-–----მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის "დ' ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ტ--------- ი-–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
ტ--------- ი-–----ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ტ--------- ი-–----ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა .
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ტ--------- ი-–----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
ტ--------- ი-–----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 05 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად ერთმა თანაბარმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას მეორე თანაბარი ძირითადი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ტ--------- ი-–----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ტ--------- ი-–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 05 დეკემბრიდან.
ტ--------- ი-–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი