განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1087-18 (№076310818003)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 მაისი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქე-----ნ თა-–-----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: და---- გე-–-–---–ი
მამის სახელი: თე-----ი
დაბადებული: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: მქონე
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ჩო------–----ს 1-----
ადვოკატი - მი---ლ ნე----ე
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
სხდომის ტიპი - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 სთ-ზე ქალაქ ქუთაისში, ლე------ს ქუჩა N----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, წარსულში პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისათვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი და---- გე-–-–---–ი პოლიციელების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავს დაესხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილ „შკოდა ოქტავია“-ს მოდელის სახელმწიფო ნომრით U-------- ავტომანქანას, რომელშიც იმყოფებოდნენ დანაშაულის თაობაზე შეტყობინების საფუძველზე ზემოაღნიშნულ მისამართზე გასული პატრულ-ინსპექტორები - ტა----ლ ხა------–---–ი და ვა–----------ე. თავდასხმის შედეგად და---- გე-–-–---–მა ფეხის რამდენჯერმე დარტყმით დააზიანა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის წინა საქარე მინა და ძრავის სახურავი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენლის მა-–----ი ლი--–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის დაზარალებული კომპანიის წარმომადგენელი. მომხდარი ფაქტის ირგვლივ შეიტყო 2018 წლის 31 აგვისტოს საღამოს საათებში, რომ დაზიანებული იყო საპატრულო ეკიპაჟის ,,შკოდა-ოქტავიას“ მოდელის სახელმწიფო ნომრით U-------- ავტომანქანა, რომელიც დააზიანა და---- გე-–-–---–მა, ჯამში მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 790 (შვიდასოთხმოცდაათი) ლარი. დაზარალებულის განმარტებით ზიანი ანაზღაურებული არ არის, მოცემული მომენტისათვის ავტომანქანა განთავსებულია საჯარიმო სადგომზე.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ვა–----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარ სამმართველოში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 31 აგვისტოს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას მეწყვილე ტა----ლ ხა------–---–თან ერთად, მოძრაობდნენ სამსახურებრივი ავტომანქანით ბორტის ნომრით 3---. ავტომანქანა წარმოადგენს ,,შკოდა ოქტავიას“ მოდელის საპატრულო პოლიციის კუთვნილ, ყველა საცნობი ნიშნით აღჭურვილ ოპერატიულ ავტომანქანას. ავტომანქანა აღჭურვილია შესაბამისი ციმციმით და პოლიციის წარწერით. 2018 წლის 31 აგვისტოს მიღებული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ ქ. ქუთაისში ლე------ს ქუჩაზე, სადაც ადგილი ჰქონდა ჩხუბის ფაქტს. ადგილზე მისულებმა ჩართეს ვიდეო კამერა რათა მომხდარიყო შემთხვევის დაფიქსირება. შეკრებილი იყო ხალხი, საიდანაც ერთ-ერთი პირი, როგორც შემდეგ გაირკვა და---- გე-–-–---–ი, გამოვარდა წელზევით შიშველი, სახეზე ჩამოსდიოდა სისხლი, უეცრად შეხტა მათი ავტომანქანის ძრავის სახურავზე და ფეხის ჩარტყმით დააზიანა წინა საქარე მინა და ძრავის სახურავი. ისინი მოუწოდბდნენ მამაკაცს ჩამოსულიყო ავტომანქანიდან, თუმცა ის არ ემორჩილებოდა და მათ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. და---- გე-–-–---–ი მათ მიმართ იყო აგრესიული, ტა----ლ ხა------–--–-ა შებოჭა უკანა მხრიდან, თავად დაადო ხელბორკილი, ამის შემდეგ ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს საპატრულო პოლიციაში. თავად დაკავებულს არ გაჰყოლია, რადგან იცავდა შემთხვევის ადგილს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ტა----ლ ხა------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარ სამმართველოში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 31 აგვისტოს, მეწყვილე - ვა–----------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, კერძოდ მოძრაობდა მის სამოქმედო ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ავტომანქანით, ბორტის ნომრით 3---, ახალგაზრდობის გამზირზე. მიიღეს შეტყობინება ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით, გაემართნენ მითითებულ მისამართზე, შემთხვევის ადგილზე მისვლისას ავტომანქანას ჩართული ჰქონდა საპატრულო პოლიციის ციმციმა. იქვე ე.წ. ,,ოა-----ს“ მარკეტთან შეკრებილი იყო ხალხი, მათი მისვლისთანავე შეკრებილ ხალხს გამოეყო წელს ზემოთ შიშველი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა სისხლი და გაემართა მათი მიმართულებით. თავად ჩათვალა, რომ დახმარების სათხოვნელად მიემართებოდა პოლიციისაკენ, თუმცა ახტა საპატრულო პოლიციის მანქანაზე და ფეხების დარტყმა დაუწყო, რა დროსაც დააზიანა ავტომანქანა. ის და მისი მეწყვილე გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და მამაკაცს მოუწოდებდნენ შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება და ძირს ჩამოსულიყო, თუმცა ის უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და აფურთხებდა სამართალდამცავებს. შემდეგ ჩამოხტა მანქანიდან და როდესაც და---- გე-–-–---–ი მისი მეწყვილისაკან შებრუნდა, თავად აღმოჩნდა მის ზურგს უკან და ამ დროს მოახდინა მისი დაკავება, დააწვინა ძირს სახით და დაადეს ხელბორკილი. დასახმარებლად მოუხმო სხვა ეკიპაჟს, რომელთა მიერ და---- გე-–-–---–ი გადაყვანილ იქნა პოლიციაში.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ია--------------ს ჩვენებით, 2018 წლის 31 აგვისტოს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ქალაქის ოცმეთაურთან, მის მეწყვილე - მი---ლ თე-------------ნ ერთად, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება, რომ ქუთაისში, ლე------ს ქუჩაზე N--თან ესაჭიროებოდათ დახმარება. მოწმის განმარტებით აღნიშნულ მისამართზე გავიდა სხვა ეკიპაჟი, ხოლო მალევე თვითონაც გაემართნენ დასახმარებლად. ადგილზე მისულებს ხალხი დახვდათ შეკრებილი, საპატრულო ეკიპაჟის მანქანა იყო დაზიანებული, კერძოდ ჩამსხვრეული ჰქონდა საქარე მინა. დაზარალებული ეკიპაჟის წევრების განმარტებით და---- გე-–-–---–ი შეხტა საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე და ფეხის დარტყმით ჩაამსხვრია წინა საქარე მინა, ის არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, რომ შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება. მოწმის განმარტებით ის დარჩა დაზიანებულ ავტომანქანასთან და იცვდა პერიმეტრს, ხოლო დაკავებული და---- გე-–-–---–ი გადაყვანილ იქნა პოლიციაში სხვა საპატრულო ეკიპაჟის მიერ.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე მი---ლ თე---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 31 აგვისტოს მიიღეს გამოძახება ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით, ქ. ქუთაისში ლე------ს ქუჩაზე. გამოძახებაზე გავიდა ,,3---’’ საპატრულო ეკიპაჟი, შემდეგ გავიდა მათი შემადგენლობაც. ადგილზე მისულებს დახვდათ შეკრებილი ხალხი, დაზიანებული იყო საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ჩამსხვრეული ჰქონდა საქარე მინა, როდესაც იკითხა თუ რა მოხდა გაიგო, რომ მამაკაცი იყო დაკავებული, ვინაიდან ავიდა ავტომანქანაზე და ჩაამსხვრია საქარე მინა, აღნიშნულის შემდეგ დაკავებული და---- გე-–-–---–ი გადაიყვანეს პოლიციაში, ხოლო ის და მისი მეწყვილე დარჩნენ შემთხვევის ადგილზე.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლებმა მა-–---- ცნ-----–---მ და გი-----ი გო------–---–-ა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწრე და კანონთან შესაბამისობა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2018 წლის 31 აგვისტოს დაახლოებით 22:00 საათზე, ქუთაისში, ლე------ს ქ. N-ა-სთან და---- გე-–-–---–მა წინააღმდეგობა გაუწია პატრულ-ინსპექტრებს და განზრახ დააზიანა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის „შკოდა ოქტავია“ სახელმწიფო ნომრით U-------- წინა საქარე მინა და ძრავის სახურავი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ N2123779 შეტყობინების თანახმად, პატრულ-ინსპექტორ ირ---–-------–---ს შეტყობინებით, პატრულ ინსპექტორმა ვ. ოჩ------მ აცნობა, რომ 31 აგვისტოს დაახლოებით 22:00 საათზე ქუთაისში ლე------ს ქ. N-ა-სთან და---- გე-–-–---–მა წინააღმდეგობა გაუწია პატრულ-ინსპექტორებს და განზრახ დააზიანა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის „შკოდა ოქტავია“ სახელმწიფო ნომრით U-------- წინა საქარე მინა და ძრავის სახურავი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დათვალიერება ჩატარდა 2018 წლის 31 აგვისტოს 23:00 საათიდან 23:35 საათამდე დროის შუალედში. ოქმის თანახმად შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქუთაისში ლე------ს ქ. N-ა საცხოვრებელი ბინის წინ ეზოში, სადაც დგას დაზიანებული იმერეთის საპატრულო პოლიციის შკოდას მარკის U-------- ავტომანქანა, ბორტის ნომერი ,,3---’’. ავტომანქანის დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ ავტომანქანას დაზიანებული აქვს წინა საქარე მინა და წინა მხარეს ძრავის სახურავი ე. წ „ კაპოტი“. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა აღნიშნული შკოდას მარკის ავტომობილი და გადაყვანილი იქნა ქ. ქუთაისის საჯარიმო ავტოსადგომზე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დადგენილებით კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე N076310818003 შეიცვალა კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 2 სექტემბრის ტრასოლოგიურ-სასაქონლო ექსპერტიზის N219/ტრ-187/ს დასკვნის თანახმად სისხლის სამართლის N076310818003 საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი „ SKODA OCTAVIA”- ს მოდელის სახელმწიფო ნომრით U-------- ავტომობილს აღენიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვალი, რომელიც განვითარებულია რაღაც რბილსაგნიან სხეულთან ურთიერთმოქმედების შედეგად. ექპერტიზაზე წარმოდგენილი 2017 წლის გამოშვების „ SKODA OCTAVIA” სახ. N U-------- ავტომობილის წინა საქარე მინის და ძრავის სახურავის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა დღევანდელი მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს-790 (შვიდასოთხმოცდაათ) ლარს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 სექტემბრის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა და---- გე-–-–---–ის დაკავების შესახებ დაკმაყოფილდა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 2 სექტემბერს 19:05 საათზე და---- გე-–-–---–ი დაკავებულ იქნა შსს იმერეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ავტომობილის ვიდეოკამერის ჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 3 სექტემბერს წყალტუბოს რაიონში ზ-------------- ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომზე პატრულ-ინსპექტორ ტა----ლ ხა------–---–ის თანხმობით დათვალიერებული იქნა იმერეთის საპატრულო პოლიციის შკოდას მარკის სახ. N U--------, ბორტის ნომერი ,,3---’’ ავტომობილში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერი 2018 წლის 31 აგვისტოს 21:54 საათიდან 22:15 საათამდე პერიოდი. ვიდეკამერის ჩანაწერის დათვალიერების დროს დაფიქსირებულია, რომ და---- გე-–-–---–ი, რომელიც წელს ზემოთ არის შიშველ მდგომარეობაში უეცრად გამოიქცა ქ. ქუთაისში, ლე------ს ქუჩაზე N-ა ბინის წინ ეზოში მყოფი ხალხის ჯგუფიდან და შეხტა აღნიშნული საპატრულო პოლიციის ავტომობილის წინა მხრიდან ძრავის სახურავზე და ფეხით დააზიანა ავტომობილის წინა საქარე მინა და ძრავის სახურავი, შემდეგ დამოუკიდებლად ჩამოხტა ავტომანქანის ძრავის სახურავიდან ძირს და არ ემორჩილებოდა პატრულ-ინსპექტორებს, რის შემდეგ პატრულ-ინსპექტორებმა დაადეს ხელბორკილი და გადაიყვანეს პოლიციაში.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 3 სექტემბერს, იმერეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში, პატრულ ინსპექტორ ტა----ლ ხა------–---–ის თანხმობით და მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა მასზე რეგისტრირებული N1--- სამხრე კამერის ჩანაწერი, ჩანაწერის დათვალიერებისას სამხრე კამერაში დაფიქსირებულია, რომ 2018 წლის 31 აგვისტოს, 21:54 საათიდან, 22:15 საათამდე პერიოდში, ქ. ქუთაისში ლე------ს ქუჩა N-ა ბინის წინ ეზოში, დგას უცნობი ხალხის ჯგუფი, უეცრად ხალხის ჯგუფიდან გამოიქცა და---- გე-–-–---–ი, რომელსაც წელის ზემოთ არ აცვია ტანსაცმელი, სახის არეში აღენიშნება სისხლის ლაქები, და---- გე-–-–---–ი აგრესიულად უყვირის პატრულ ინსპექტორებს, მიმართავს უცენზურო სიტყვებით, შემდეგ იგი შეხტა ავტომობილის ძარის სახურავზე, ფეხი დაარტყა ავტომობილის წინა საქარე მინას და დააზიანა წინა საქარე მინა და ძრავის სახურავი, შემდეგ და---- გე-–-–---–ი დამოუკიდებლად გადმოხტა ავტომობილის ძრავის სახურავიდან ძირს და გაიქცა პატრულ ინსპექტორ ვა–----------ის მიმართულებით, პატრულ ინსპექტორებს მიმართავს უცენზურო სიტყვებით და არ ემორჩილება მათ, რის შემდეგაც და---- გე-–-–---–ი შებოჭა პატრულ ინსპექტორებმა ტა----ლ ხა------–---–მა და ვა–----------ემ და დაადეს ხელბორკილი.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების სურათები, N1--- სამხრე კამერის ვიდეოჩანაწერი და N3--- ბორტკამერის ვიდეოჩანაწერი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N008197918 დასკვნის თანახმად და---- გე-–-–---–ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა (კოდი- F07.0, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადბა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, იგი იძულებით მკურნალობს და არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა ეკ--------ე არ-----მ, ვა-----გ ჟო--–---–----ა, მა----ა ფა-----–---მ, და---- მა-------მ, მა----ა მა----–---–-ა, გ--- ხი-----მ, და---- დო-------ა და თე----- ჭა----მ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით და---- გე-–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის და 09 (ცხრა) თვის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 09 (ცხრა) თვე, ხოლო 05 (ხუთი) წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით. და---- გე-–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით. და---- გე-–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და და---- გე-–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის და 09 (ცხრა) თვის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 09 (ცხრა) თვე, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 05 (ხუთი) წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით და---- გე-–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის და 09 (ცხრა) თვის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 09 (ცხრა) თვე, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 05 (ხუთი) წელი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისათვის, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მოცემული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესი, ხოლო დამატებითი ობიექტია პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, საკუთრება. დანაშაული დამთავრებულია საკუთრების ხელყოფის, ანუ დაზიანების მომენტიდან. ქმედების სუბიექტური შემადგენლობა განზრახვას გულისხმობს. აუცილებელია ქმედების მოტივის გარკვევა და შემოწმება, არსებობს თუ არა კავშირი პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე, ოჯახის წევრსა, ანდა კანონში მითითებულ ობიექტზე განხორციელებულ ხელყოფას შორის. როგორც წესი ქმედების კვალიფიკაციისათვის ქმედების მოტივსა და მიზანს მნიშვნელობა არა აქვს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებით და ურთიერთშეჯერებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია და---- გე-–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა - პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების ვა–----------ისა და ტა----ლ ხა------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 31 აგვისტოს გამოძახების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, მდებარე ქუთაის, ლე------ს ქ. N-ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოძრაობდნენ ,,შკოდა ოქტავიას“ მოდელის სამსახურებრივი მანქანით, ბორტის ნომრით 3---. შემთხვევის ადგილზე შეკრებილი ხალხიდან და---- გე-–-–---–ი გამოვარდა წელზევით შიშველი, უეცრად შეხტა მათი ავტომანქანის ძრავის სახურავზე და ფეხის ჩარტყმით დააზიანა წინა საქარე მინა და ძრავის სახურავი. ისინი მოუწოდებდნენ მამაკაცს ჩამოსულიყო ავტომანქანიდან, თუმცა ის არ ემორჩილებოდა მათ და აყენებდათ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ ავტომანქანა აღჭურვილია შესაბამისი ციმციმით და პოლიციის წარწერით.
აღნიშნული მოწმეების ჩვენება, სრულ შესაბამისობაშია საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, კერძოდ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა N1--- სამხრე კამერის ვიდეოჩანაწერი და N3--- ბორტკამერის ვიდეოჩანაწერი, სადაც აღბეჭდილია თუ როგორ გარბის და---- გე-–-–---–ი საპატრულო პოლიციის ავტომანქანის მიმართულებით, როგორ შეხტა ავტომანქანის ძრავის სახურავზე და ფეხის დარტყმით დააზიანა ავტომობილის საქარე მინა და ძრავის სახურავი. აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერში ასევე კარგად ჩანს, თუ როგორ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და---- გე-–-–---–ი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და გამოხატავს აგრესიას მათ მიმართ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმეების საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ია--------------სა და მი---ლ თე---------ს ჩვენებები ასევე შესაბამისობაშია მოწმეების ვა–----------ისა და ტა----ლ ხა------–---–ის ჩვენებებთან, რომელთაც განმარტეს, რომ ადგილზე მისულებმა ნახეს დაზიანებული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ხოლო დაზარალებული ეკიპაჟის წევრების განმარტებით და---- გე-–-–---–ი შეხტა საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე და ფეხის დარტყმით ჩაამსხვრია წინა საქარე მინა და არ ემორჩილებოდა პოლიციელების მოთხოვნას.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 2 სექტემბრის ტრასოლოგიურ-სასაქონლო ექსპერტიზის N219/ტრ-187/ს დასკვნით დასტურდება, რომ გამოსაკვლევად წარმდგენილი „SKODA OCTAVIA”- ს მოდელის სახელმწიფო ნომრით U-------- ავტომობილს აღენიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვალი, რომელიც განვითარებულია რაღაც რბილსაგნიან სხეულთან ურთიერთმოქმედების შედეგად. ექპერტიზაზე წარდგენილი 2017 წლის გამოშვების „ SKODA OCTAVIA” სახ. N U-------- ავტომობილის წინა საქარე მინის და ძრავის სახურავის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა დღევანდელი მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს-790 (შვიდას ოთხმოცდაათ) ლარს.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოლიციას და---- გე-–-–---–ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებები ცალსახად და დამაჯერებლად მიუთითებს, და---- გე-–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ და---- გე-–-–---–ი საშველად გაემართა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისაკენ, რა დროსაც ფეხი დაუცდა და შესაძლებელია ამ დროს დააზიანა ავტომანქანა, ვინაიდან საქმეზე დაკითუხლი და ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით დადგენილია, რომ და---- გე-–-–---–ი შემთხვევის ადგილზე შეკრებილი ხალხიდან გამოვარდა, უეცრად შეხტა მათი ავტომანქანის ძრავის სახურავზე და ფეხის ჩარტყმით დააზიანა წინა საქარე მინა და ძრავის სახურავი. ისინი მოუწოდებდნენ მამაკაცს ჩამოსულიყო ავტომანქანიდან, თუმცა ის არ ემორჩილებოდა მათ და აყენებდათ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ პოლიციის თანამშრომლები დაინტერესებული პირები არიან და ისინი არასწორად გადმოსცემენ ფაქტობრივ გარემოებებს და---- გე-–-–---–ის წინააღმდეგ. სასამართლო უთითებს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დაკითხვის დროს ისეთი გარემოება, რაც მათ სანდოობას ეჭვის ქვეშ დააყენებდა, საქმის განხილვის დროს არათუ არ გამოვლენილა, არამედ მათ მიერ მიცემული ჩვენებები სრულად შეესაბამება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და ქმნის მათ ერთობლიობას.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ და---- გე-–-–---–ის მხრიდან საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანაზე თავდასხმა გამოწვეული იყო სწორედ მათი საქმიანობიდან გამომდინარე, ის აბსოლუტურად მიზანმიმართულად დაესხა თავს ავტომანქანას და მიაყენა დაზიანებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ და---- გე-–-–---–ის აგრესია გამოიწვია სწორედ საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანის დანახვამ, მან მთელი აგრესია გადაიტანა ოპერატიულ ავტომობილზე, დააზიანა იგი და ამით შეეცადა გამოეხატა თავისი გულისწყრომა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ.
სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით კრიმინალიზებულია სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ნივთის დაზიანება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. ამ დანაშაულის მიზანი არ არის დამნაშავისათვის მატერიალური სიკეთის მიღება, მაგრამ იგი მნიშვნელოვნად აზიანებს ნივთის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს. დანაშაული გამოიხატება სხვის ნივთზე ზემოქმედებაში, რაც იწვევს მისი თვისობრიობის ისეთ შეცვლას, რომ არსებითად უარესდება ნივთის მდგომარეობა და ხდება მისი ღირებულების შემცირება. ნივთის დაზიანების დროს, განსხვავებით ნივთის განადგურებისგან, რემონტის, რესტავრაციის ან სხვა გზით შესაძლებელია მისი აღდგენა. ნივთის დაზიანება მატერიალური დანაშაულია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელი ნიშანია ნივთის მესაკუთრისათვის/კანონიერი მფლობელისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ იმ შემთხვევაში თუ სასამართლო და---- გე-–-–---–ს დამნაშავედ ცნობს მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით ცალსახად დასტურდება, რომ და---- გე-–-–---–მა პოლიციელების სატრანსპორტო საშუალება დააზინა სწორედ პოლიციელების სამსახურებრვ საქმიანობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ და---- გე-–-–---–ი აგრესიას გამოხატავდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ და აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ და---- გე-–-–---–ის მხრიდან აღნიშნული სახით ქმედება არ არის ერთჯერადი ხასიათის და იგი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია ანალოგიური ხასიათის ქმედების ჩადენისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა და---- გე-–-–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ და---- გე-–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, და---- გე-–-–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დროს - და---- გე-–-–---–ი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა.
და---- გე-–-–---–ის სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წესს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნების, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, მისი ნასამართლობის, გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ და---- გე-–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით და---- გე-–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით და---- გე-–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის და 09 (ცხრა) თვის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 09 (ცხრა) თვე, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 05 (ხუთი) წელი. ამდენად, არსებობს და---- გე-–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
და---- გე-–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს და---- გე-–-–---–ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, და---- გე-–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
და---- გე-–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2 სექტემბრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცება:
სამი ცალი დისკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების სურათები, N1--- სამხრე კამერის ვიდეოჩანაწერი, N3--- ბორტკამერის ვიდეოჩანაწერი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური