გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310018002255556
საქმე №3/43-2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელე - ე---- ე--------
წარმომადგენელი - გ--------------–--ე
წარმომადგენელი - მ-------------ე
მოპასუხე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - მ------ კ-----ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე ე---- ე--------ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“.
1.2. დაევალოს მოპასუხეს - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე---- ე--------ს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (2400კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ე---- ე-------- არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. დევნილის სტატუსიდან გამომდინარე 2003 წელს დევნილ ოჯახებს გადაეცა კოტეჯები, რომელიც ჩაიდგა წყალტუბო, სოფელ მ----–--ში თავისუფალ მიწის ნაკვეთზე.
მოსარჩელე 2003 წლიდან ცხოვრობს აღნიშნულ ფართში, შეძლებისდაგვარად არემონტებდა შენობას და მიწის ნაკვეთზე ეწეოდა სოფლის მეურნეობას. აღნიშნულ ფართთან დაკავშირებით პრეტენზია არავის გააჩნია.
2016 წელს მიმართა საჯარო რეესტრს განცხადებით აღნიშნული ფართის დაკანონების მოთხოვნით.
საჯარო რეესტრმა 2017 წლის 8 მაისს მოსარჩელის მასალები გადაუგზავნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც 2017 წლის 14 დეკემბრის განკარგულებით უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე, უარის მიზეზად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ ის არის დევნილი და მისთვის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა განეხილა მხოლოდ დევნილთა სამინისტროს, აღნიშნულს მხარე არ ეთანხმება და ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის დადგენილების თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა თვითუზრუნველყოფის უნარის ამაღლების პროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტის მონაწილეს, აფხაზეთის თემის ს/კ ,,ც----ი’’ წევრს ე---- ე--------ს გადაეცა პირად საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი (ასაწყობი-დასაშლელი კოტეჯი N9) საწყისი ოჯახური მეურნეობით, მისამართზე: წყალტუბოს რაიონი, სოფელი მ----–--ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის დადგენილება (იხ. ს.ფ. 13).
3.1.2. 2015 წლის 23 თებერვალს ე---- ე--------მ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და წყალტუბო, სოფელ მ----–--ში მდებარე: 64,00 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 33,24 შიდა ფართის შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი სახლის) პრივატიზება მოითხოვა.
დადგენილია, რომ 2015 წლის 23 თებერვლის N13/9928 წერილით ე---- ე--------ს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული კონფიგურაციით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მისი შემდგომი პრივატიზების მიზნით იწვევს მიწის ნაკვეთის დანაწევრებას, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრს მიზანშეუწონლად მიაჩნია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მ----–--ში მდებარე 64,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 33,24 შიდა ფართის შენობა-ნაგებობის პრივატიზება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (იხ. ს.ფ. 122-123);
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს N13/9928 წერილი (იხ. ს.ფ. 124);
3.1.3. 2017 წლის 5 აპრილს ე---- ე--------მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წყალტუბო სოფელ მ----–--ში მდებარე უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
განცხადებას თან ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; თანხმობა დოკუმენტაციის აღიარების კომისიაზე გადაგზავნის თაობაზე; თანხმობა მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის დანიშვნის შესახებ; ნოტარიულად დამოწმებული განცხადება; ელ. ვერსია, მოქალაქის განცხადება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადებები (იხ. ს.ფ. 44-48);
- პირადობის მოწმობის ასლი (იხ.ს.ფ. 49)
3.1.4. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქუთაისის ცენტრალურმა არქივმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 16 აგვისტოს N13/27949 წერილით აცნობა, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ წყალტუბოს რაიონის სოფელ მ----–--ის სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს 1986-2006 წლების საკომლო წიგნებში კომლი, რომლის უფროსია ე---- ე-------- რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N13/27949 წერილი (იხ. ს.ფ. 38).
3.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 01 მაისის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, N8----------- განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე (წყალტუბო, სოფელი მ----–--ი), ინფორმაციის მომზადების მომენტისათვის, უფლება რეგისტრირებული არ არის. ამავე წერილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, წყალტუბოს რაიონის მ----–--ის მებოსტნეობის ს/მეურნეობის 1990 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა სახნავის (მრავალწლიანი ნარგავები) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო (სახნავი) მიწის ფართობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N196431--7 წერილი (იხ. ს.ფ. 42).
3.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 მაისის N156539 მიმართვის თანახმად, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში ე---- ე--------ს მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე: წყალტუბო, სოფელი მ----–--ი განსახილველად გადაუგზავნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N156539 მიმართვა (იხ. ს.ფ. 56).
3.1.7. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 ივლისის მიმართვის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა ინფორმაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მ----–--ში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე ხომ არ იყო გაცემული რაიმე სახის დოკუმენტაცია იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლების მიზნით და ასევე ითხოვა სააგენტოს პოზიცია აღნიშნული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით.
დადგენილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წერილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ გადაუგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 20 სექტემბრის 01-01/07/22771 წერილის თანახმად, სამინისტროს წერილებში დასმულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია, ხოლო სამინისტროს ელ. ბაზის მიხედვით ე---- ე-------- დამისამართებულია ზუგდიდის რაიონში, სოფელი ახალი ა----------ი, კორპ. N1--.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისადმი მიმართული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N5/53448 წერილით განმარტებულია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს დევნილი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცედურებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე. რაც შეეხება თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარების საკითხს, აღნიშნული საკითხის განხილვა არ წარმოადგენს სააგენტოს კომპეტენციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 31/4575 წერილი (იხ. ს.ფ. 41);
- 5/37728 წერილი (იხ. ს..ფ 59)
- N5/37728 წერილი (იხ. ს.ფ. 40);
- N5/47207 წერილი (იხ. ს.ფ. 54);
-N31/3464 წერილი (იხ. ს.ფ. 67);
- N01-01/07/22771 წერილი (იხ. ს.ფ. 66);
- N5/53448 წერილი (იხ. ს.ფ. 69)
3.1.8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის, გამგებლის წარმომადგენლებისა და კოორდინაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის მიერ 2017 წლის 20 ივნისს შედგენილი ოქმისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მ----–--ის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 21 ივნისის N50-50 წერილის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება ,,ც----ის’’ ტერიტორიაზე ე---- ე--------ს ნამდვილად აქვს 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებული 2400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (აღნიშნული დასახლების ტერიტორიაზე). ნაკვეთი შემორაგულია, ფლობს, სარგებლობს და ათვისებულია ე---- ე--------ს მიერ, მასზე გაშენებულია ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N50-55 წერილი, აქტი (იხ. ს.ფ. 63);
- ფოტოსურათები (იხ. ს.ფ. 18-19);
3.1.9. საქმეში წარმოდგენილი ნ-------- ბ-----ს და ი-–--------–-------ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დადგენილია, რომ ე---- ე-------- (პ/ნ 6-----------) 2003 წლიდან ფლობს და სარგებლობს 2400 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთით, მდებარე წყალტუბო, სოფელი მ----–--ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (ს.ფ. 47-48);
3.1.10. დადგენილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს ს----------–-------------------–--–---–---------------------იიდან, შპს ,,ს----------------------იდან’’, სს ,,ს--–-----იდან’’ და შპს ,,ე-----------------------ადან გამოითხოვა ე---- ე--------ს მიერ საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი კომუნიკაციების არსებობის თაობაზე ინფორმაცია.
დადგენილია, რომ ე---- ე--------ს მიერ საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული ე----------------------იას კუთვნილი ელექტრონული ქსელი.
დადგენილია, რომ ე---- ე--------ს მიერ საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ბ/აირის მილსადენი არ გადის.
დადგენილია, რომ ე---- ე--------ს მიერ საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სს ,,ს--–-----ის’’ კუთვნილი კომუნიკაციები არ გადის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N32/215 მიმართვა (იხ. ს.ფ. 50)
-N32/218 მიმართვა (იხ. ს.ფ. 58)
- ე----------------------იას N5023573 წერილი (იხ. ს.ფ. 60).
- N128 ს----------------------ის წერილი (იხ. ს.ფ. 64);
- ს--–-----ის N663/24-6 წერილი (იხ. ს.ფ. 71);
3.1.11. დადგენილია, რომ 2017 წლის 11 დეკემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომაზე განხილული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა თანდართული მასალებით, რომელიც ეხებოდა ე---- ე--------სათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.
ოქმში აღნიშნულია, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, დაინტერესებულ პირს ე---- ე--------ს საქართველოს თვითუზრუნველყოფის ფონდის 2003 წლის 29 დეკემბრის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის დადგენილების თანახმად იძულებით გადაადგილებულ პირთა თვითუზრუნველყოფის უნარის ამაღლების პროგრამის ფარგლებში გადაეცა პირად საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი (ასაწყობ-დასაშლელი ხის კოტეჯი N9) საწყისი ოჯახური მეურნეობით, მისამართზე: წყალტუბო, სოფელი მ----–--ი.
დევნილი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის პროცედურებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე ახორციელებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. შესაბამისად კომისიამ მიიჩნია, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს ე---- ე--------ს განცხადება წყალტუბოში, სოფელ მ----–--ში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
დადგენილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N316 განკარგულებით ე---- ე--------ს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 მაისის N156539 შუამდგომლობის განხილვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კომისიის სხდომის ოქმი N30 (იხ. ს.ფ. 34-36);
- N316 განკარგულება (იხ. ს.ფ. 14-15);
3.1.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის N8------------09 გადაწყვეტილებით ე---- ე--------ს უარი ეთქვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N8------------09 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 16);
3.1.13. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი 2019 წლის 13 მარტის N04-4524 წერილით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ მონაწილეობდა საქართველოს თვითუზრუნველყოფის უნარების ამაღლების პროგრამების ფარგლებში დევნილთათვის კოტეჯების გადაცემის პროცესში. აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალები ადმინისტრაციულ ორგანოში არ ინახება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 13 მარტის N04/4524 წერილი (იხ. ს.ფ. 118);
3.1.14. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 05 მარტის N31--239 წერილი წერილის თანახმად, მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ე---- ე-------- ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას არ წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N31--239 წერილი (იხ. ს.ფ. 131);
3.1.15. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 მაისის N167940 წერილის თანახმად, წყალტუბო, სოფელ მ----–--ში მდებარე უძრავ ნივთზე (წარდგენილ ნახაზის მიხედვით) საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად აღნიშნულ უძრავ ნივთზე იჯარის, ქირავნობის, ქვექირავნობის, აღნაგობის, სერვიტუტის, უზუფრუქტის, თხოვების, ლიზინგის და იპოთეკის უფლება რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N167940 წერილი (იხ. ს.ფ. 141);
- ნახაზი (იხ. ს.ფ. 142-143);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2017 წლის 14 დეკემბრის N316 განკარგულების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობისა და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე---- ე--------ს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N316 განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე ე---- ე--------ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე---- ე--------ს მოთხოვნასთან დაკავშირებით.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლო მიუთითებს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N316 განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე ე---- ე--------ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 5.1 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით. ,,წესის“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 5 აპრილს, ე---- ე--------მ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე: წყალტუბო, სოფელი მ----–--ში. ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 მაისის N156539 წერილობითი მიმართვით კი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ე---- ე--------ს მიერ სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარდგენილი დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე: წყალტუბო, სოფელი მ----–--ი. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული კომისიაში ადმინისტრაციული წარმოება.
6.3. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
6.4. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო(აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
სასამართლო დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს თავად განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ ე---- ე--------ს მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; თანხმობა დოკუმენტაციის აღიარების კომისიაზე გადაგზავნის თაობაზე; თანხმობა მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის დანიშვნის შესახებ; ნოტარიულად დამოწმებული განცხადება; ელ. ვერსია, მოქალაქის განცხადება.
6.5. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის მე-3 თავით მოწესრიგებულია კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების წესი და პირობები. კერძოდ, მე-11.1 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებითა და ამ წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა მიიღოს ადმინისტრაციულ ორგანომ გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ხოლო თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი(აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული) და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ე---- ე------ს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული აქვს საცხოვრებელი სახლი და მისი მიმდებარე ნაკვეთი დამუშავებული და მოვლილია. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას საფუძვლად დაედო მხოლოდ ერთი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანომ ,,საქართველოს თვითუზრუნველყოფის ფონდის“ 2003 წლის 29 დეკემბრის ,,უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის“ შესახებ დადგენილებაზე მითითებით (ე---- ე------ს სტატუსის გათვალისწინებით) სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში განმარტა, რომ დევნილი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცედურებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე ახორციელებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რის გამოც ,,კომისია“ მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს ე---- ე------ს მიმართ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ შუამდგომლობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაინტერესებული პირისათვის უარის თქმის სხვა საფუძვლებზე ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მასალებს, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მ----–--ში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლების მიზნით დოკუმენტაციის გაცემის თაობაზე ინფორმაცია არ გააჩნია. ასევე აღსანიშნავია, სამინისტრო არ მონაწილეობდა საქართველოს თვითუზრუნველყოფის უნარების ამაღლების პროგრამების ფარგლებში დევნილთათვის კოტეჯების გადაცემის პროცესში და აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალები სამინისტროში არ ინახება.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ნ-------- ბ-----ს და ი-–--------–-------ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დადგენილია, რომ ე---- ე-------- (პ/ნ6----------- 2003 წლიდან ფლობს და სარგებლობს 2400 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთით, მდებარე წყალტუბო, სოფელი მ----–--ი.
საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების აქტით და ფოტოსურათებით, დადგენილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება ,,ც----ის’’ ტერიტორიაზე ე---- ე--------ს ნამდვილად აქვს 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებული 2400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც შემორაგულია და რომელსაც ფლობს, სარგებლობს და ათვისებულია ე---- ე--------ს მიერ, მასზე გაშენებულია ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ა-–-------------ს განმარტების თანახმად, იგი წარმოადგენს საქართველოს თვითუზრუნველყოფის ფონდის დამაარსებელს და იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დახმარებისა და ხელშეწყობის მრავალი პროგრამის ინიციატორსა და კოორდინატორს. მისივე განმარტებით, მის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციამ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებითა და იმ დროინდელ სახელმწიფოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, 2000 წლებიდან მოიძიეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები (ჩაის პლანტაციები), სადაც დროებით ცხოვრების მიზნით უნდა ჩაედგათ დევნილებისათვის დახმარების მიზნით გადაცემული ხის კოტეჯები. აღნიშნული საკითხი ორგანიზებული და განხორციელებული იქნა მხოლოდ ზეპირი ფორმის კოორდინაციით, ხოლო კოტეჯების გადაცემიდან დაახლოებით 2-3 წლის შემდგომ, 2003 წელს ამ ადამიანებს სიმბოლური სახით დაურიგდათ დადგენილება, სადაც მითითებულია, რომ მათთვის დახმარების სახით გადაეცათ საცხოვრებელი (ასაწყობი-დასაშლელი ხის კოტეჯი). შესაბამისად, ე---- ე------ს საკუთრებაში გადაეცა მხოლოდ ხის ასაწყობი კოტეჯი და, სხვა რაიმე დოკუმენტი, რომლითაც მოსარჩელისათვის, როგორც დევნილისათვის, გადაცემული იქნა უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთის სახით) სახელმწიფოს მხრიდან არ გამოცემულა. იგივე განმარტება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა მ---–-----------–--ემ, რომელიც კოტეჯების გადაცემის დროისათვის წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირს, რომელიც დაეხმარა კოტეჯების მიმღებს კონკრეტულ ადგილზე დასახლების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში, იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით, რომ: 1. სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი შენობა (კოტეჯი N9) აგებულია 2007 წლამდე, რადგან საქმეში წარმოდგენილია უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის დადგენილება (მოწმეთა ჩვენება და ორთოფოტოები), რომლის თანახმად იძულებით გადაადგილებულ პირთა თვითუზრუნველყოფის უნარის ამაღლების პროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტის მონაწილეს, აფხაზეთის თემის ს/კ ,,ც----ი’’ წევრს ე---- ე--------ს გადაეცა პირად საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი (ასაწყობი-დასაშლელი კოტეჯი N9) საწყისი ოჯახური მეურნეობით, მისამართზე: წყალტუბოს რაიონი, სოფელი მ----–--ი, 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ მონაწილეობდა საქართველოს თვითუზრუნველყოფის უნარების ამაღლების პროგრამების ფარგლებში დევნილთათვის კოტეჯების გადაცემის პროცესში და აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალები ადმინისტრაციულ ორგანოში არ ინახება, 3. ამავე სამინისტროს მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაციის თანახმად სამინისტროს ელექტრონული ბაზის მიხედვით ე---- ე-------- დამისამართებულია ზუგდიდის რაიონში, სოფელი ახალი ა----------ი, კორპ. N1--, რასაც ასევე ადასტურებს მოსარჩელე, ხოლო სახელმწიფოს მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ე---- ე------სათვის გადაცემის საკითხის თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოს ინფორმაცია არ გააჩნია, სასამართლოს მიაჩნია, რომ კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს იმის დადასტურება, რომ ე---- ე--------ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ პუნქტით, რისთვისაც აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი - თვითნებურად სარგებლობდა თუ არა ე---- ე-------- წყალტუბო, სოფელი მ----–--ში მდებარე 2400 კვ. მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, რამეთუ ამ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისათვის და იმ ფაქტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით. თავის მხრივ იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, იგი ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ მფლობელობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები ცალსახად ადგენენ იმ მიწის ნაკვეთის ჩამონათვალს, რომლებიც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირის მიერ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროს, წარმოდგენილი მტკიცებულებებით შესაძლებელია დასტურდებოდეს დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება, ფლობა და სარგებლობის ფაქტი, კომისიამ უნდა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და უარი არ უნდა განაცხადოს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დაინტერესებული პირის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი პირის საკითხის რეგულაცია ეხება შესაბამის სამინისტროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის 2017 წლის 14 დეკემბრის N316 განკარგულების გამოცემისას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 96-ე მუხლის მოთხოვნები, რამეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრული გამოკვლევის გარეშე.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს 2017 წლის 14 დეკემბრის N316 განკარგულება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და 2016 წლის 28 ივლისის N376 საქართველოს მთავრობის დადგენილების - ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ე---- ე--------ს განცხადების შემოწმებისას გამოიკვლიოს ის გარემოება, წარდგენილი განცხადება აკმაყოფილებს თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 2016 წლის 28 ივლისის N376 საქართველოს მთავრობის დადგენილებით - ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ განსაზღვრულ მოთხოვნებს, აღნიშნულის გამოკვლევის მიზნით იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია 2017 წლის 14 დეკემბრის N316 განკარგულება, რომლითაც ე---- ე--------ს უარი ეთქვა წყალტუბო, სოფელი მ----–--ში მდებარე 2400 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე და მოპასუხე მხარეს – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე---- ე--------ს მოთხოვნასთან დაკავშირებით, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ე---- ე--------ს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეს - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მოსარჩელე - ე---- ე--------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე---- ე--------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N316 განკარგულება, რომლითაც ე---- ე--------ს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე და მოპასუხე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე---- ე--------ს მოთხოვნასთან დაკავშირებით.
3. მოპასუხე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მოსარჩელე - ე---- ე--------ს სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი